როცა მოლიმ გესტ პოსტის დაწერა შემომთავაზა, ძალიან დავიბენი. პოსტების წერა თითქოს ადვილია, მაგრამ საკუთარ ბლოგზე, სადაც რასაც გინდა დაწერ, მერე წაშლი და შეგიძლია უსინდისოდ მოიტყუო, რომ არც დაგიწერია. მაგრამ როცა შენთვის ძალიან საინტერესო ბლოგს პოსტით სტუმრობ, დამიჯერეთ, ძალიან რთულია. დაწერ.. წაშლი.. ისევ დაწერ.. თავში ათასი იდეა გიტრიალებს და მათ ყველაზე მძლავრ ფონად ერთ-ერთი გასდევს:- რომ შენ ვერ დაწერ, რომ შენ ვერ წახვალ სტუმრად.
მერე ასეთ შეგრძნებებზე დავფიქრდი და სკოლის სულ პირველი დღე გამახსენდა. სკოლა იმიტომაც გამახსენდა, რომ დღეს პირველი სექტემბერი იყო. გახსოვთ თქვენი პირველი სექტემბრები? მე ყველა მახსოვს, თერთმეტივე. პირველი მღელვარებები, სიხარულები, დაკრეფილი და ქუჩებში გაყიდული, მერე კი სხვისთვის ნაჩუქარი ყვავილები, სითბოები, სიახლეები, ბევრი ღიმილიანი სახე და ნათელი ოთახი, რომელიც ჩვენნაირმა ბავშვებმა საკუთარი ხელებით მოხატეს. რა ლამაზია არა? რა უნდა იყოს ამაზე თბილი? ალბათ დამოკიდებულება.
დამოკიდებულებები კი ყოველთვის ძალიან ცივი იყო ბავშვების მიმართ. არ ვიცი თქვენთან რა ხდებოდა სკოლებში, მაგრამ მე სკოლა არასდროს მიყვარდა. სკოლა არ უყვარდათ არც ჩემ მეგობრებს. პირველი სექტემბრები საკლასო ოთახში შესვლისთანავე მთავრდებოდა პირველივე სექტემბერს და იწყებოდა ყურება ზევით, დიადი და ბუმბერაზი მასწავლებლის/ღმერთქალი/ღმერთკაცისკენ, რომელმაც ყველაფერი იცოდა, რომელსაც არასოდეს უნდა შეკამათებოდი, რომელიც იყო უძლეველი, უწმინდესი და უნეტარესი და რომლის სიტყვაც კანონია. არა, რა თქმა უნდა ყველგან არ იყო ასე, მაგრამ როცა ჩემი ნაცნობების ფართო წრე გამოვკითხე, თითქმის ყველამ ასე აღმიწერა პედაგოგის პორტრეტი. სინამდვილეში, რაც ბავშვთა ფსიქოლოგიის პირველივე ლექციაზე მითხრეს, იყო ის რომ ბავშვებს მათი სიმაღლიდან უნდა ელაპარაკო, ყოველთვის! ჩვენ არასდროს არავინ დაგვლაპარაკებია ჩვენი სიმაღლიდან. ჩვენ არასდროს გვქონია უფლება მოგვეთხოვა რაიმე. ჩვენ მიმართ კი მოთხოვნა უამრავი იყო. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით სანიმუშოები, დამჯერები, თავდახრილები, ბეჯითები, ჩვენ უნდა გვესწავლა ყველაფერი ზეპირად, მაგრამ არ დაგვესვა არც ერთი ზედმეტი კითხვა. ჩვენ არ შეგვეძლო გამოგვეთქვა განსხვავებული აზრი, ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებოდით იმას, რაც „ოდითგანვე ასე იყო“. ჩვენ ვერ ვიქნებოდით მეამბოხე ფილმის გმირები, ჩვენ ვერ ვიქნებოდით თავისუფლები, ჩვენ ვერ დავამხობდით კერპებს და ბელადებს, ჩვენ ვერ გავითავისებდით და უარვყოფდით და ვერც შევიყვარებდით თუნდაც უფროსი თაობის მიერ აღიარებულ და შეყვარებულ ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, იდეებს, რომლების შეყვარებასაც ჩვენგან მოითხოვდნენ. იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონდა გადაფასების და დაფასების საშუალება. ჩვენ გვქონდა მხოლოდ მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა..! ჩვენ არასდროს არავინ დაგვლაპარაკებია ჩვენი სიმაღლიდან.
ჩვენ ბავშვები ვიყავით და რატომღაც ბავშვები ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღიქმებოდნენ ანგარიშგასაწევად, არასდროს უყვარდათ ისინი, მიუხედავად მარადიული წყევლისა: „დედა გენაცვალოს“ და რამდენიმე ტრაფარეტული ფრაზისა. მიხარია, რომ დედა ყოველთვის მთვლიდა თანასწორად, მაგრამ სკოლაში, მასწავლებლები რატომღაც პირად შეურაცხყოფად აღიქვამდნენ არასაყოველთაო აზრის მოსმენას და გაზიარება ხომ საერთოდ დიდი ტრაგედია იყო.
მიკვირს რატომ არ უჩნდებოდა ძველ თაობას პროტესტი უფრო ძველი თაობის მიმართ, მიკვირს, რატომ არ უჩნდება ძველ თაობას პროტესტი ჩვენი თაობის იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც თავის მხრივ პროტესტი არ უჩნდება უფროსი თაობების მიმართ? ასე ხომ ვერასოდეს გავიზრდებით? მასწავლებლები ხომ აზროვნებას უნდა გვასწავლიდნენ და არა ნააზრევებს? ისინი ხომ ანკესებს უნდა გაძლევდნენ და არა თევზებს? ისინი ხომ პიროვნებებად უნდა გვაყალიბებდნენ და არა მასის წევრებად? იქნებ, ამოვხიოთ ფურცლები წიგნებიდან? იქნებ, დავანგრიოთ კერპები, კლიშეები, ბორკილები? იქნებ, გავიაზროთ და ისე მოვიწონოთ, ისე შევიყვაროთ. იქნებ პირველი სექტემბერი გვიხაროდეს როგორც ახლის დასაწყისი, როგორც სულიერი, პიროვნული ზრდის გზაზე ნაბიჯების გადადგმა და არა უმოწყალოდ დაწყვეტილი ყვავილებით მოკაზმული ცივი ოთახის და სკოლის ახალი ფორმების გამო. მოდით, გავთანასწორდეთ ასაკის და სქესის მიუხედავად და შევიყვაროთ ჭეშმარიტება, როგორც მამარდაშვილი ამბობდა და არა ასაკი, არა ჭაღარა, არა სამშობლო, არა ღმერთი, არა საკუთარი თავი, არა ვინმე.. უბრალო და მარტივი – ჭეშმარიტება და საღი აზრი. იქნებ ვაღიაროთ, რომ მთავარი ის არ არის, თუ ვინ ამბობს და როგორ ამბობს, მთავარი სათქმელის შინაარსია.
ჩემ ერთ ფრენდს ფეისბუქზე ილია ჭავჭავაძის სიტყვები ეწერა: “უნდა გამოცხადდეს, რომ ბავშვმა პატარაობითვე ყოველი უფროსის პატივისცემაზედ მაღლად სიმართლის პატივისცემა ჩაისახოს გულში. თორემ მართალი ბავშვი თავის უფროსზედ საჩივლელად მოვიდეს და არ გაამართლო, აქედან რა უნდა გამოიტანოს ბავშვმა? ისა, რომ უფროსთან უმცროსს სიმართლე არ გაუვა. ეს არა მგონია კარგი იყოს.”
მასწავლებლობა რთული პროფესიაა, ყველაზე რთული და მათი შერჩევისას ყველაზე მკაცრი კრიტერიუმები უნდა მოქმედებდეს. ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მთელ სამყაროში და არ უნდა ვაქციოთ ისინი სისტემის პროდუქტებად.
ვიცი რომ საპირველსექტემბროდ ამაზე არ უნდა მესაუბრა, მაგრამ რთულია თავი შეიკავო, როცა ხედავ, რომ სკოლები არ შეცვლილა, სკოლებში ისევ უყვირიან ბავშვებს, სკოლებში ისევ უთანასწორობაა, სკოლებში ისევ უფრო მაღლა დგას მასწავლებლის თავი, ვიდრე მოსწავლის, როგორც ძველი აღმოსავლური სამეფისკარო იერარქია და არც ახლა ჰყავთ ო, კაპიტნები! მათი კაპიტნები!
უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა ფსიქეს სტუმრობისთვის. ალბათ, არ იცით, რომ თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ, ქართული ბლოგოსფეროს გაცნობა ზუსტადაც რომ ფსიქეს ბლოგით დავიწყე (მაშინ სხვა სახელი ერქვა) და ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ფსიქეს ძველი პოსტებიც ზუსტად ასეთი იყო – მწვავე, უკომპრომისო, დისკუსიისთვის მეტად ხელსაყრელი.
ახლა, საკუთარ აზრს ამ გესტ-პოსტზეც მოგახსენებთ.
მიზეზთა გამო, ორი ქალაქის სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი და ბევრნაირ მასწავლებელს შევხვდრივარ. ისეთებსაც (და სამწუხაროდ, არა ერთს და ორს) ამ პოსტის თითოეული სიტყვა რომ ზუსტად შეეფერებოდა და ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ბავშვებთან ურთიერთობას (და სწავლებას) საკანონმდებლო წესით ავუკრძალავდი. ინდიფერენტული დამოკიდებულებაც მინახავს, არაპროფესიონალიზმიც, აშკარა უსამართლობაც (და ბავშვი უსამართლობაზე განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს) ქრთამის მიცემაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ქრთამის ჯიქურ მოთხოვნაც…
თუმცა, დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მართლა უყვარდათ პროფესია, მართლა გულით ცდილობდნენ ჩვენთვის რაღაცის სწავლებას და მინდა გითხრათ, არც თუ ცუდად გამოსდიოდათ.
საბჭოთა სკოლა ეტალონური სისტემით რომ ვერ დაიტრაბახებდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ისიც ცხადია, რომ საყოველთაო არაპროფესიონალიზმის და კორუფციის ფონზე სკოლა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ცუდი ის იყო, რომ სკოლა ყველამ გავიარეთ და ასე თუ ისე, ეს სიმწარე ყველას შეგხვდა (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა).
და თანამედროვე განათლების სისტემაში იმდენი პრობლემაა, რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ერთადერთი კი არა, მხოლოდ ერთერთია (თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი).
სკოლა, ზოგადად, სენსიტიური რამ არის. ერთის მხრივ – საყოველთაოდ დადგენილი წესები, მკაცრი ადმინისტრირება, ინდივიდუალური მიდგომის ნაკლებობა და მეორეს მხრივ – ბავშვი (ან მოზარდი), რომელსაც თანაკლასელებთან საერთო მხოლოდ ასაკი აქვს, თორემ ისე აბსოლუტურად განსხვავებულია და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს.
დიდი იმედი მაქვს, ოდესმე იმას მივაღწევთ, რომ ფსიქეს გახსენებული უკუღმართობები და მახინჯობები წესი კი არა, გამონაკლისი იქნება და მთლად იდეალურ სისტემას თუ ვერა, ქმედითს და ეფექტურს მაინც შევქმნით.
LikeLike
მგონი აღარაა მასე, რაც მანდატურები არსებობენ, ვეღარ ბედავენ. თუმცა უკეთესი იქნებოდა, კანონის ძალით კი არა ურთიერთპატივისცემის ხაარჯზე მომხდარიყო შეურაცხყოფის ამოძირკვა, მაგრამ არაუშავს.
ჩვენ ბავშვები ვიყავით და რატომღაც ბავშვები ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღიქმებოდნენ ანგარიშ გასაწევად, არასდროს უყვარდათ ისინი, მიუხედავად მარადიული წყევლისა: „დედა გენაცვალოს“ და რამდენიმე ტრაფარეტული ფრაზისა. მიხარია, რომ დედა ყოველთვის მთვლიდა თანასწორად, მაგრამ სკოლაში, მასწავლებლები რატომღაც პირად შეურაცხყოფად აღიქვამდნენ არასაყოველთაო აზრის მოსმენას და გაზიარება ხომ საერთოდ დიდი ტრაგედია იყო.
ნაცნობი სიტუაციაა :)
LikeLike
მანდატურების არსებობის შემდეგ მასწავლებლებს ესაუბრებიან უკვე მაღლიდან :) არ მგონია, ესეც მთლად კარგი იყოს…
პოსტს რაც შეეხება, თავს ბედნიერად ვრაცხ, რომ კარგი მასწავლებლები მყავდა… მართლა კარგი… არ ვიცი, ეს რას მივაწერო, საკმაოდ ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ არც ისეთი, შეურაცხყოფა და უსამართლობა მომეთმინა, პირიქით, ამაზე პირველი და ხმამაღლა გავყვიროდი…
სამაგიეროდ, ბევრი რამ მსმენია ბოლო დროს ისეთი, რომ საბაბი მაქვს, მასწავლებელი მეცოდებოდეს…
ცოტა თემას გადავუხვიე ალბათ, მაგრამ ახლა ეს უფრო მემწვავა პირადად მე…
LikeLike
დედაშენს გადაეცი, სულგუნი და ღომი მიყვარსო – ჩემი მარტვილელი მეზობლის ბავშვს დააბარა მასწავლებელმა.
LikeLike
ჩემს სკოლაში მასწავლებელმა საჩუქრად მიტანილი ვაზა ლამის თავში ურახუნა მშობლებს, მე ოქროს საათი მინდოდაო :) ოღონდ, მე არ მასწავლიდა ის ქალი…
ასეთებზე არ ვამბობ, მოლი :)
LikeLike
ჰო… ასეთებიც არიან და ისეთებიც. ოღონდ, კარგების არსებობა (მადლობა ღმერთს, ბევრია კარგი მასწავლებელი) ცუდების არსებობას და პრობლემას არ გამორიცხავს.
LikeLike
პოსტი მომწონს რა თქმა უნდა :)
LikeLike
სახელი შეიცვალე, გივი? ვორდპრესმა ვერ გიცნო.
LikeLike
მე შედარებით გვიან მომიწია სწავლამ და მთლად ასეთი ცუდი მდგომარეობაც არ ყოფილა. ნელ-ნელა გამოსწორდა სიტუაცია, თორემ, იყო დრო, ხმას არ გვაღებინებდნენ :)
LikeLike
მე წელს დავამთავრე სკოლა და რატომღაც ყველა მეუბნებოდა მალევე მოგენატრებაო, მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვგრძნობ და არც მინდა ვიგრძნო :)
LikeLike
თავიდან ვულოცავ მოლის ახალი სეზონის გახსნას და ფსიქესაც ვულოცავ რომ ასე ბრწყინვალედ გახსნა ბლოგი.
ახლა რაც შეეხება პოსტს : მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა სკოლაში არ მივლია, იმ ავადსახსენებელმა ეპოქამ საჩუქრად დამიტოვა საბჭოთა მასწავლებლები :) მოკლედ რომ ვთქვა თუ საბჭოთა მასწავლებლის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამ მესამე მსოფლიო ომი იწყება და რახან ჩემი ენის გაჩერება არც ისე იოლია, ადვილად ვითვისებ ჰიტლერის ღირსეული მემკვიდრის როლს :) პოსტსაბჭოთა მასწავლებლები კიდევ სხვა თემაა პარადოქსია მაგრამ პოსტსაბჭოთა მასწავლებლებს სწორედ ბავშვები უსწორებენ მეტყველებას :)
LikeLike
იუხედავად იმისა, რომ მყავდა ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც ხუთიანს ხუთვარსკვლავიანი კონიაკის სანაცვლოდ წერდა, ქიმიის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვები ვეზიზღებოდით, შრომის მასწავლებელი, რომელიც ორიანის დაწერის მომენტში ნირვანას აღწევდა ხოლმე, არასოდეს, არასოდეს მივცემ თავს უფლებას, მასწავლებლებზე ასეთი ტონით ვილაპარაკო, იმიტომ, რომ ამათ გარდა, მყავდა დამრიგებელი, რომელსაც სამსახურში შეყოვნებული მშობლების შვილები შინ მიჰყავდა, საკუთარ შვილებთან ერთად ბანდა და აჭმევდა, ჩვენი ყველა მაიმუნობის შემდეგ დირექტორთან კბილებით გვიცავდა… ქართულის მასწავლებელი მყავდა, რომელთანაც მე და ჩემი მეგობრები სტუმრად დავდიოდით და ის საუბრები დღემდე მახსოვს და მაკლია… არ ვიცი, ვინ როგორ სკოლაში სწავლობდა და როგორ პედაგოგებთან ურთიერთობდა, მაგრამ მე ზუსტად იმ საბჭოთა სკოლაში ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ ნეგატივზე მეტი ყოველთვის პოზიტივი იყო.
სხვათა შორის, არც ჩემი შვილისთვის შემიმჩნევია, თანამედროვე სკოლიდან უბედური და დაჩაგრული დაბრუნებულიყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მასწავლებელი არც მას უყვარს..
და, მოდით, მედალს მეორე მხრიდანაც შევხედოთ – მართლა გგონიათ, რომ ჩვენ, ბავშვები, მხოლოდ საყვარელი, უმწეო, მოსაფერებელი, ხელისგულზე სატარებელი და სათუთი არსებები ვიყავით?
LikeLike
შენც მართალი ხარ მერი, მაგრამ საერთოდ მასწავლებლები ცოტა მძიმე კატეგორიის ხალხია. ბუნებრივია თუ ბავშვმა რომელიღაც უზრდელური გამოხტომით შეურაცხგყო თავზე ხელი არ უნდა გადაუსვა და არც უნდა იყო ისეთი მასწავლებელი რომ მოსწავლემ შენზე აუგის თქმა გადაწყვიტოს. მე მყავს რუსულის მასწავლებელი, რბილად რომ ვთქვა შესანიშნავი ქალია და მთელ სკოლას უყვარს. არსებობს მასწავლებელებიც რომლებიც საერთოდ მძიმე არტილერიაა. ელემენტარულად ბავშვებს საკუთრი აზრის გამოთქმის უფლებასაც არ აძლევენ და მათი სიტყვა კანონია.
ისე ბავშვებიც არ ვართ შაქარი მურაბა, ამ შთაბეჭდილება უფრო მოსწავლეების საზოგადოებრივ და სექსუალურ საკითხებში გათვითცნობიერებაა და რაღაც მხრივ უცნაურიცაა როცა თითისტოლა ღლაპი რომელიღაც პრობლემის არსში ჩაუწვდომლობას გაბრალებს :)
LikeLike
თაია, მძიმე კატეგორიის ხალხს რა გამოლევს :) ასეთები ექიმებს შორისაც მოიძებნებიან, იურისტებშიც, მუსიკოსებშიც, ინჟინრებშიც და ასტროფიზიკოსებშიც, უბრალოდ, მე ასეთი რადიკალური პოზიციის და აბსოლუტური განზოგადების წინააღმდეგი ვარ. უსამართლობაა.
LikeLike
განათლების სისტემა, ეს ისეთი რამაა სადაც არ გამოილევა პრობლემები. როგორ აღზარდო, როგორ მიაწოდო, როგორ გაარჩევინო კარგი და ცუდი არც ისე მარტივად გადასაჭრელია. ცუდი და და კარგი ყველგან არსებობს. მე არ ვთვლი რომ დღეს ასე მწვავედ იდგეს პრობლემა სკოლებში. დღევანდელი თაობა ნამდვილად არაა ისეთი თავს რომ ხრიდეს ან მასწავლებელს ეჩაგვრინებოდეს. რაც არ მოსწონს მაშინვე გააპროტესტებს, თანაც ისე უხეშად, წამითაც არ შეყოყმანდება. დღეს უკვე ურთიერთპატივისცემის პრობლემა დგას, ვიდრე ერთი მხარის “დიქტატურის”.. ეს ჩემი აზრია.
LikeLike
მე ამ პოსტზე და პოსტში გაჟღერებულ პრობლემებზე საკუთარი აზრი პირველ კომენტარშივე გამოვთქვი (კილომეტრიანი კომენტარი იყო:) ). ასე რომ, ახლა შედარებით პასიურ როლს ვირჩევ და დისკუსიას ბოლოს შევაჯამებ.
მადლობა, თაია :)
LikeLike
არფრის :) ისე მადლობას რატომ მიხდი?
LikeLike
“თავიდან ვულოცავ მოლის ახალი სეზონის გახსნას”
ამაზე, ჩემს დროს, მადლობას ამბობდნენ :) :) ახლა აღარ ვიცი უკვე :) დამაეჭვე :)
LikeLike
უი ეს კომენტარი სულ დამავიწყდა :)
LikeLike
ჰო :)
LikeLike
დავფიქრდი და მე არ მახსოვს ყველა ჩემი პირველი სექტემბერი, დაახლოებით ერთნაირი იყო ყოველი მათგანი და ამიტომ გამორჩეულად არც ერთი დამამახსოვრდა. მასწავლებლებს რაც შეეხება მე მყავდა ერთი ორი მასწავლებელი, რომელიც დღემდე მახსოვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალითოები იყვნენ ამ კუთხით.
კორუფცია, რატომღაც არ მახსენდება ჩემ სკოლაში, თუმცა მახსენდება, რომ მაგ. გვაძალებდნენ გვეყიდა კონცერტის/თეატრის……. ბილეთები და ეს საჯაროდ, შემოვიდოდა ხოლმე დირექტორი და მომთხოვნი ტონით აგროვებდა ფულს, მაშინ კი როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი საკმაოდ ბევრ ოჯახს ძალიან უჭირდა და ყველას არ ქონდა საშუალება ეყიდა ყველა ბილეთი, რომელსაც დირექტორი ჩათვლიდა საჭიროდ (არა მხოლოდ ბილეთები მაგ. მინი ბროშურა წმ. გიორგიზე და ა.შ.). ერთხელ კი ჩვენი დამრიგებელი (რომელიც ქართულის მასწავლებელი იყო) გვიტარებდა გაკვეთილს და დირექტორი მორიგი ვიზიტით გვეწვია (ისევ ბილეთები უნდა გვეყიდა), ჩვენ თვალწინ პირველ რიგში ბილეთის ყიდვა ჩვენ მასწავლებელს სთხოვა, რომელსაც იმ მომენტში ფული არ ქონდა და შეეცადა ჩუმად ეს აეხსნა, რეაქცია დირექტორის მხრიდან ისეთი იყო ცხოვრებაში არ დამავიწყდება, მოსთხოვა, რომ ეყიდა ბილეთი და მაგალითი მოეცა ბავშვებისთვის, ზოგადად ჩვენი ქართულის მასწავლებელი საკმაოდ სუსტი პიროვნება გახლდათ და ტირილი დაიწყო და ეს მთელი კლასის თვალწინ.
ასევე ზუსტად ახლახანს ვიხსენებდი რას მასწავლიდნენ სკოლაში, რელიგიის განხრით რამდენიმე გაკვეთილი გვიტარდებოდა ხოლმე და მახსოვს მასწავლებელი გვეუბნებოდა ზანგები შავები იმიტომ არიან, რომ ღმერთმა დასაჯა, ისინი ვერასოდეს მოხვდებიან სამოთხეში და დაწყევლილები არიანო, მახსოვს მაშინ ალბათ მეშვიდე კლასში ვიქნებოდი და პროტესტი გამოვთქვი, რაზეც რა თქმა უნდა საკმაოდ მკაცრი პასუხი მივიღე, წარმოიდგინეთ როგორ უმახინჯდება ბავშვს აზროვნება როდესაც ასეთი იდეებით ზრდიან (იმაზე, რომ სამოთხეში მხოლოდ მართლმადიდებლები და ა.შ. მოხვდებიან, რომ ყველა დანარჩენი რელიგია ”მწვალებლების” სახელით შეგვიძლია მოვიხსენიოთ აღარაფერს ვამბობ). მაშინ ვერ ვხდებოდ დღეს ვხვდები, რომ ამის სწავლება ბავშვებისთვის არის დანაშაული!
კიდევ ის, რომ ჩემ მეგობარს არ ქონდა ფული იმისთვის, რომ სკოლის საპირფარეშოების რემონტის თანხა დაედო, დირექტორმა დიაბარა და უთხრა ნამცხვრები გამოაცხვე და ჩააბარე, შენზე ნაკლები ქალები არიან რომ აცხობენო…
პოსტი ძალიან კარგი იყო, ძალიან ბევრი რამ გამახსენდა.
თუმცა კარგიც გასახენებელი ძალიან ბევრია.
და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი.
ჰო, კიდევ არაჩვეულებრივი ფილმი გამახსენდა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვუყურებ :)
LikeLike
მე (ჯერ) კიდევ მოსწავლე ვარ და მეც მახსოვს ჩემი (ჯერ) 10-ივე პირველი სექტემბერი (აწ უკვე 15 სექტემბერი). პირველივე დღეს გამიცრუვდა იმედი, მეთქი ეს ვინაა თქო? მართალია ძველი თაობის მასწებებისთვის მართალაც ეგრეა – ასეა და მორჩა. მაგარამ ყველაფერი იცვლება და ეგრე ნამდვილად (უკვე) აღარაა, სულ რამდენიმე მასწია (რომელიც შეგნებულად-თუ შუგნებლად) გაგრძნობინებს რომ ის მასწია და შენ კიდე ბავშვი. მაგრამ ერთს ვერ ვხვდები მეც, ასეთი დიდიები და გამოცდილები რო(მ) არიან ერთს რატომ ვერ ხვდებიან, რომ ხშირად ამ პატარა ბავსვისგან უფრო მეტის სწავლა და გაგება შეიძლება, ვიდრე თავი თანატოლისგან. ვეთანხმები თამარას, მანდატურების შემოსვლის შემდეგ ახლა უკვე მასწებს უყურებენ ზემოდან. ეს უკვე ნამეტანი. მე მყავს მასწები, რომლებიც ნამდვილად ვიცი, რომ აღმიქვავენ ისე, როგორც სრუფასოვანს და პიროვნებას. მე ვიცი სად არიან კაპიტნები! :) :) :)
LikeLike
ახლანდელ დროს და ვითომ შეცვლილ სისტემას მინდა შევეხო და მგონია, რომ ქართველებს ძალიან გვიზიდავს უკიდურესობებში გადავარდნა. თუ ადრე სასწავლო სისტემა იდეალისტურ და პროპაგანდულ რეჟიმში მუშაობდა ახლა რაც ,,შეცვალეს” არც ეგ მგონია ნაკლები. თუნდაც მანდატურების ამბავი ავიღოთ… კომენტარებშიც მოვკარი თვალი და ამ თემას და მგონია რომ ძალიან ზედმეტი მოსდით ამ ,,დემოკრატიიისა და თანასწორობის” დამცველებს. ჩემს დროს ახლად ჩასახული თვითმმართველობა გაცილებით მეტს აკეთებდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობების მოგვარების საკითხებში.
რაც შეეხება ჩემს მასწავლებლებს… საბედნიეროდ მყავდა რამოდენიმე, რომლებიც მხოლოდ იმას გვეჩიჩინებოდა სულ, რომ საზრვრები და ჩარჩოები საკუთარი აზროვნებით უნდა გადაგველახა. ამაზე პოსტიც მაქვს დაწერილი :)
LikeLike
ბრავ! ძალიან კარგი და ემოციური პოსტი გამოვიდა.სულის კივილი. გუშინ ვიჯექი და მეც ვფიქრობდი 1 სექტემბერ, ბავშვობაში როგორ ველოდებოდი, როგორსხვანაირად მიცემდა გული როდესაც 3 თვის დასვენბის მერე მივაბიჯებდი სკოლისაკენ… სკოლა მიყვარდა.. ზოგჯერ ნამეტანი შკოლნიკი ვიყავი. მინდოდა ძალიან ბევრი მცოდნოდა და ნერვები მეშელბოდა მასწავლების ახსნილს თუ ვერ ვგებულობდი ..შესვენებაზე ან გაკვეტილების მერე მივდიოდი მასწავლებელთან და მიხსნიდა
საბედნიეროდ არ შემხვედრია მასეთი მასწავლებლები. კი იყვნენ მყვირალა და მკაცრი ხალხი , და ბევრს მოსწავლეს ეჯავრებოდა ზოგიერთი მასწი, მაგრამ მე რატომღაც ყველასთნ ნორმალური ურთიერთბოა მქონდა და თავს არავის ვაჩაგვრინევდი.. თუ მექცეოდნენ “არასპრავედლივად” (ლოლ) ყოვლეთვის ვითხოვდი ახსნა განმარტებას და დასაბუთებას, გინდ ქცევაზე, გინდ დამოკიდებულებაზე, გინდ ნიშანზე… მე ალბათ მაგ მხვრივ გამიმართლა
ახლანდელ სიტუაციაზე რა მოგახსენოთ. ვერ დაგეთანხმები, რომ დღსაც მასეთივე სიტუაციაა, მანდატურები თუ რა ჯანდაბებიც არიან სკოლებში მთლიანად მოსწავლეების მხარეს არიან და მოსწავლეები ამით სარგებლობენ და ძალიან ბევრი შემხტვევა ვიცი, რომ მასწავლებლები გაუგდიათ სკოლიდან, როცა მოსწავლეს საჩივარი დაუწერია მასწავლებელზე და მასწავავლებეს საყვედური მიუღია. ბევრ სკოლაში ბავშვებმა ,რ ომ იციან რომ მასწავლებელი ვეღრაფერს ეტყვის ცუდს ან ვერ იქნება მკაცრი სარგებლობს ამ შემთვევით და მასწავლებელი თუ ნამეტანად კაცრი ხდეება ეგრევე თვთონ მანდატურები უყვირიან რომ წესიერად მოიქცნენ…
ბავშვები ძალიან გათმამებულები არიან..და რაც არ უნდ სამწუხარო იყოს, ახლა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით. ახლა ბავშვები უყურებენ ზევიდან ქვევით მასწავლებლებს …. :(
აუუფ რამდენი ვწერე :(
LikeLike
ფინიკისაც უზარმაზარი კომენტარი აქვს :) შიოსაც, ცოტნესაც, მერისაც… :)
ჩემს პოსტებზე ამხელა კომენტარები არ იწერება :) :) :) :)
გემრიელად საკამათო თემაა და იმიტომ :)
LikeLike
გესტ-პოსტის დაწერა ძალიანაც იოლია.
თუ გამოგივიდა – ხომ კარგი და თუარა – სხვის ბლოგს აბანძებ, შენსას ხომ არა :)
LikeLike
უძველესი ბლოგერული შეგონება.
ამბობენ, ჯერ კიდევ გილგამეშს ედო ბლოგის თეგლაინზეო.
LikeLike
@fsiQe
BTW ვორდპრესზე შესაძლებელია საკუთარი პოსტი სხვის ბლოგზეც ჩაასწორო, რამდენჯერაც გინდა და წაშალო კიდეც, ვითომ არც დაგიწერია.
LikeLike
პოსტმა და კომენტარებმა ჩემი არცთუ ისე შორეული წარსული გამახსენა :) საბედნიეროდ, ჩვენთან კორუფციის ფაქტები არ დაფიქსირებულა (თუ არ ჩავთვლით ე.წ. “ფონდის ფულს” :) ), მაგრამ მრავლად მახსოვს მასწავლებლების არაპროფესიონალიზმი და მეტყველების პრობლემები, უინტერესო და ჩერჩოებში მოქცეული გაკვეთილები :) საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ საგნის მიმართ დაინტერესება მასწავლებელზეა დამოკიდებული. ჩემთვის სრულიად უინტერესო მათემატიკას მასწავლებლის ხათრით ბევრად უკეთ ვსწავლობდი, ვიდრე ქართულს (ამ საგნის მნიშვნელობა მხოლოდ აბიტურიენტობის დროს გავიგე ისევ და ისევ პროფესიონალი მასწავლებლის წყალობით). ასე რომ, ჩემი აზრით, მაღალი დონის მასწავლებლების მომრავლების შემთხვევაში განათლების დონეც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
LikeLike
ზუსტად ამ მიზეზით ვსწავლობდი ბიოლოგიას (არც დამჭირვებია და ალბათ, აღარც დამჭირდება). მასწავლებელი იყო ძალიან კარგი. თან პირველ ხუთიანთან ერთად ისე შემაქო, მერე უარესად მოყოლა მეუხერხულებოდა.
შენი პირველი კომენტარია ამ ბლოგზე. ველქამ!
LikeLike
ფსიქე ტყუილად ნერვიულობდი, ყველაფერი კარგად გამოვიდა :)
მოლი, ცხელ–ცხელი და აქტუალური დაწყებაა ბლოგინგის, გილოცავ სეზონის გახსნას.
რაც შეეხება თემას. ეხლა ვიხსენებ ჩემს სასექტემბრო შეგრძნებებს და ვერ გავიხსენე, ალბათ, იმდენად უინტერესო იყო ჩემთვის, არ ვიცი. მახსოვს, რომ წიგნები, რვეულები და კალმები უნდა მომემარაგებინა. ეგ იყო და ეგ.
ეს იმის ბრალიცაა, რომ მგონი 8 თუ 9 სკოლა მაქვს გამოცვლილი. აქედან ერთ სკოლა თავისი მასწავლებლებიანად ძალიან მიყვარდა. და საერთოდ, ძალიან სხვანაირი სკოლა იყო და არასოდეს გვქონია მოსწავლეებს მსგავსი დამოკიდებულება, როგორიც პოსტშია ნახსენები. ეს, რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევაა.
ან, მე ვიყავი სხვანაირი და ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამდი. არ ვიცი.
LikeLike
წინასასექტემბრო ფაციფუცი და ახალი რაღაცების შერჩევა-ყიდვა მეც მახსოვს, როდე… თან – გემრიელად.
LikeLike
როგორც იქნა სეზონიც გაიხსნა, თან ზუსტად ისე აქაურობას რომ შეეფერება :) ფსიქეს ბლოგი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტთაგანია, როგორც კი წავიკითხე რომ მისი გესტპოსტი იყო მაშინვე მივხვდი მოლოდინი არ გამიცრუვდებოდა :)
პირველი – რომ შემოვედი ფოტო მეცა თვალში და ეგრევე დადებითი ემოციები ამომიტივტივდა ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომ მახსენებს.
მერე პოსტი წავიკითხე, ძალიან აქტუალური თემაა, ძალიან მტკივნეული. ჩემს შვილს ვეკითხებოდი ზუსტად 2 დღის წინ როცა მითხრა სკოლამდე 15 დღე დარჩაო, მოგენატრა მეთქი და კიო ჩემდა გასაკვირად მიპასუხა, სწავლა არ მენატრება, მაგრამ სხვა ყველაფერიო :)
ცუდია , როცა სკოლაში წასვლა არ გიხარია, კიდევ უფრო ცუდი როცა გძულს ამა თუ იმ მიზეზით.
ჩემი სკოლის პერიოდი გამახსენდა, მე მიყვარდა სკოლა, კლასელები, მაგრამ მასწავლებლები ნაკლებად. დღემდე ვიხსენებ მათემატიკის მასწავლებელს გაბრაზებული ხან ცარცს რომ ისროდა და ხან გასაღებების ასხმას, ამას სანამ იზამდა სიკვდილის ბუზი დაგაჯდაო მიმართავდა ადრესატს :)
1 სექტემბერი ყველაზე მეტად იმიტომ მიხაროდა ვიცოდი საკანცელარიო ნივთებს ჩამომიტანდა ბებია მოსკოვიდან :)
LikeLike
საკანცელარიო საჩუქრები მეც ძალიან მიხაროდა, თეო :)
ფილმიც ფანტასტიურია და თემაც აქტუალური – მართალი ხარ.
ახლა, კომენტარებს ვათვალიერებ და თითქმის ყველას გვყოლია მასწავლებლები, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ დიდი პატივისცემით ვიხსენებთ. თუმცა, საპირისპირო მაგალითებიც მრავლადაა.
LikeLike
მოლ ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი, განსაკუთრებით კი ფსიქეს პოსტი გამიხარდა, როგორც აღნიშნე საკამათო თემაა.
ამ თემაზე კამათი ძალიან ხშირად მიწევს ამიტომ აღარ გამოვყვები კომენტარებს
საბედნიეროდ მე კარგი მასწები მყავს :)
LikeLike
დავბრუნდი და აწი დიდი ხანი აქ ვიქნები :)
კარგი მასწავლებლები მეც მყავდა. ცუდებიც… ეს თავიდანვე ვთქვი და ისიც დავაყოლე, რომ კარგების არსებობა ცუდების არარსებობას არ ნიშნავსო… (ან პირიქით). ფსიქეს არ სცალია კომენტარებისთვის, ალბათ, თორემ იტყოდა რამდენიმე სიტყვას.
მიხარია, რომ მესტუმრე… ოღონდ, შენი გოგონა მოვისაკლისე.
LikeLike
რომელი გოგონა მოლ?
ფსიქეს კომენტარები საინტერესო იქნება :)
LikeLike
რომელი და ავტოგრაფად რომ მიტოვებდი ყოველი პოსტის ბოლოს :) ნიშნად იმისა, რომ პოსტი მოგეწონა :)
საინტერესო იქნება უდაოდ…
LikeLike
ვერ დაგეთანხმებით, ფსიქე, რადგან ჩვენს სკოლაში მასწავლებელი და მოსწავლე ყოველთვის ერთ საფეხურზე დგანან. შემიძლია ყველა კითხვა დავსვა და ყველა აზრი გამოვთქვა. ამისთვის არასდროს გვსჯიან. პირიქით,მეუბნებიან, არგუმენტი გვითხარი, თუნდაც არასწორი, მაგრამ შენიო. ასე უფრო საინეტერსოა. თქვენ ძალიან ცუდი სკოლა გქონიათ:)
LikeLike
უმრავლესობას რა ცუდ სკოლაში გისწავლიათ :). ჩემს სკოლაში ზედმეტი კითხვები არ არსებობს, ყველას დასმის საშუალება გვაქვს და ყველა აზრს გამოვთქვამთ. მხოლოდ ჩუმად ჯდომა ითვლება ცუდ საქციელად:) ჯერ ასეა და მერე, მაღალ კლასებში როგორ იქნება, არ ვიცი. ისე. ცოტა ხანი, 4 წლის წინ დედაჩემის ასწავლიდა სკოლაში, ბავშვები დღემდე ურეკავენ და ხანდახან მოდიან კიდეც:)
LikeLike
შემშურდა, ლუკა :) მართლა კარგ სკოლაში მოხვედრილხარ. ალბათ, მაღალ კლასებშიც იგივე იქნება… კლასს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი დამოკიდებულებაა და აშკარად კარგი მასწავლებლები გყოლია.
დედას დიდი მოკითხვა და ჩემი აღფრთოვანება გადაეცი :) ისე, დედაჩემიც პედაგოგია :)
LikeLike
ოჰ, ლუკა, როგორ გამიხარდა, რომ ჩვენი აზრები დაემთხვა ერთმანეთს :)
LikeLike
ლუკა ჭკვიანი ბიჭია :) თან – ძალიან პატარა :)
LikeLike
ისე, ხანდახან ჯობია ხოლმე, თავი დაგვანებონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრი გეზარება და ქართულის მასწავლებელს მოკლედ გინდა უთხრა, გეთანხმებით, ქალბატონო ქეთი. ის კიდევ გეკითხება, აბა მითხარი, რატომ მეთანხმები. და იძულებული ხარ, რამე მოიფიქრო:)
LikeLike
უნდა მოიფიქრო, ლუკა :) მხოლოდ “გეთანხმების” (არგუმენტაციის გარეშე) ზომბები ამბობენ :) :) :) :)
LikeLike
ისე, რა-რა და ამ ფილმის მუღამი ვერ გავიგე და რატომაა ხალხი ასე აღფრთოვანებული – ვერც ეგ :)
LikeLike
მე “ტიტანიკს” ვერ გავუგე ვერაფერი, არადა, ოსკარიო….
LikeLike
ეგ სულ არ მინახავს.
LikeLike
ერთხელ ვნახე და მეყო…
LikeLike
ოსკარი რომ რამეს ნიშნავდეს..
მე არ ვაღიარებ
LikeLike
ნიშნავს. :)
თან ეგ ისეთი ჟანრია ზეპოპულარული. უბრალოდ მე არ ვუყურებ არც დრამებს და არც მელოდრამებს. :)
LikeLike
ფსიქე სად დაიკარგა ისე, რომ არ გვწყალობს კამათში? :)
LikeLike
No idea. ალბათ, კამათი არ უყვარს…
LikeLike
სეირს უყურებს
LikeLike
ფსიქეს 90-იანური არდადეგები აქვს. ქსოვს, ჩაის სვამს და ტელევიზორში ცუდ ფილმებს უყურებს. კომპიუტერი გამორთო, ლეპტოპი საწოლის ქვეშ დამალა, ინტერნეტის კაბელი გადაჭრა და წიგნებს კითხულობს.
მერე მოვა და ყველა კომენტარს ერთად წაიკიტხავს და გამოეხმაურება :)
მაგრამ ვგონებ რომ მოლი გადასარევად გმასპინძლობთ :)
LikeLike
მეც მინდა ასეთი არდადეგები :) ოღონდ, არაფრით გამომდის :(
შენ ხარ პოსტის მასპინძელი, ფსიქე და უშენობა აკლია აქაურობას.
LikeLike
მოლისკენ თითს ნუ იშვერ და საკუთარ ნაწერზე თავად აგე პასუხი!
ბჯოს!
LikeLike
ფსიქეს უმაგრესი პროექტი აქვს… მორჩება და შეგვეხმიანება.
პ.ს. delta force-2 პირველ ეტაპზე, რამდენი ჩავრთე, იმდენი მომკლეს და სულელი ვარ? სხვა ეტაპებს რომ გავდივარ და ეს ერთი დამრჩა მარტო, მაინც???
LikeLike
ლოლ რაღა დროს დელტ-ფორს2-ია? :)
LikeLike
ახალგაზრდობას ვიხსენებ… აგერ, ფსიქე, ალექს მაკის საიდუმლო სამყაროს უყურებს, ქსოვს, შუქს არ ანთებს და ოთხმოცდაათიანებში ცხოვრობს და მე დელტა თუ ჩავრთე, დიდი ამბავი…
აი, ახლაც :( ყველა მოკლული მყავდა. ბოლო სარაკეტო დანადგარი იყო ასაფეთქებელი, პლასტიკი აღარ მქონდა, ხელყუმბარა ვესროლე და მე ავფეთქდი იმ რაკეტის მაგივრად :( :( :(
თავიდან უნდა დავიწყო :( :( :( :(
LikeLike
შუთერები არ მიყვარდა. სტრატეგიებს ვთამაშობდი.
ოღონდ ძაან ზაუმნებსაც არა – ცეზარები და ცივილიზაციების თავი არ მქონდა – მარა ეიჯ ოფ ემპაერი, ვორკრაფტი… აი რედ ალერტი იყო ყველაზე მაგარი.
LikeLike
მთელი შვებულება ეიჯს ვთამაშობდი :) :) :) რეები ვაკეთე, არ იცი შენ. მძიმედ შეაბჯრული აქლემოსნებით ქაირო ავიღე :) არადა, ძირითად კავალერიად პალადინები მყავდა. სპეციალურად ეგვიპტის დასაპყრობად შევქმენი აქლემოსნების რაზმი.
LikeLike
მე დავხურე ჩიპი და დეილი, მარიო და ვებრძვი ტანკებს :დ
დავამთავრე ალექს მაკის საიდუმლო სამყაროს ყველა სეზონი, გამოვიყენე 3 სანთელი და მცირეოდენი ელექტროენერგია, მოვქსოვე შოტლანდიური სვირტის ნახევარი, წავიკითხე ფრანგული მოთხრობები, რომელიც ბავშვობაში მიყვარდა. წავიკითხე პიტერ პენი, მაუგლი, ხვალ ვაპირებ მოვძებნო ლინდგრენის წიგნები და წავიკიტხო ამ შვებულების ბოლომდე.
ვნახე ათას ასი ამერიკული ცუდი ფილმი (ტელევიზორში რომ აჩვენებენ), ერთი საინფორმაციო გამოშვება, ნახევარი რაღაც გადაცემა იმედზე და სასოწარკვეთილი დიასახლისების 3 სერია ფოქს ლაიფზე.
ჰო, ცოტა ხანში დამთავრდება90-იანები და მოვალ და ვიმასპინძლებ ამ პოსტშიც, მოლისკენ ხელს არ ვიშვერ, ყველა მძიმეს საკუთარ თავზე ვიღებ :)
LikeLike
რექტალური სანთელი???
LikeLike
შეგრცხვეს!
LikeLike
Стыду научить нельзя, с ним нужно родится :D :D
LikeLike
и почему, черт побери, это меня не удивляет.
“Д ‘ Артаньян и три мушкетёра”
LikeLike
აბა ამ ჩვენს სინათლის საქართველოში, სადაც დენი იმდენია, რომ ექსპორტზე გაგვაქ სხვა რა სანთელი იყო?
ძაან ლოგიკურად ვივარაუდე.
LikeLike
ფსიქე ერთი კვირაა (თუ სწორად მახსოვს) ოთხმოცდაათიანებში გადასახლდა – იმ დროის მუსიკას უსმენს, იმდროინდელ თამაშებს თამაშობს, ფილმებს უყურებს და ასე შემდეგ…. ჰოდა, ანტურაჟიც შესაბამისი აქვს – შუქს, ლეპტოპს,მეტრომანს და ფეიბოქსებს არ იყენებს. აქედან სანთლებიც :)
LikeLike
თან დააკვირდი როგორ ამბობს – გამოვიყენეო. ჩავწვიო კი არ უთქვამს.
LikeLike
:)))))))
ნამდვილი ჰოლმსი ხარ, ლორდ.
ჩიპი და დეილი რა თამაშია? მეც მინდა…
LikeLike
ასე მითხრეს, მორჩილაძე სენთვის ადრეაო(:
LikeLike
მძაფრად მახსოვს მე-10 კლასში რომ გადავედი იმ წლის 1 სექტემბერი, მაშინ სკოლაში ყველას გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა,მაგრამ წვიმიანმა 1 სექტმბერემა მასწავლებლების და სკოლის უღიმღამო შენობის გავლენით მალე ცაგვიხშო ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული,ვიგრძენით რომ სკოლაში ვიყავით სადაც მხოლოდ ერთმანეთი გვახარებდა.
ფსიქე,მიუხედავად ყველაფრისა სკოლა მიყვარდა,დღესაც ვინც სკოლიდან,კლასიდან ერთად მოვდივართ უნდა ნახო რა ბედნიერი სახეებით ვიხსენებთ სკოლის ამბებს,ვნატრობთ შეიძლებოდეს თუნდაც 2კვირით სკოლის პერიოდში დაბრუნება და გულდაწყვეტილები,მაინც ნასიამოვნებები რომ არ გვავიწყდება მაშინდელი დღეები ვამბობთ: ეჰ,რა კარგი იყო ბავშვობა.
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი, რაც კი ბლოგოსფეროში წამიკითხავს
თუმცა არა – იმის გათვალისწინებით, რომ, საზოგადოდ, არ ვარ ბლოგების ინტენსიური მკითხველი, გავბედავ და ვიტყვი: შესაძლოა, საუკეთესოც კი (რაც, ცხადია, არ გამორიცხავს ჩემ მიერ აუთვისებელ სივრცეებზე უკეთესი პოსტის არსებობას ))
mes compliments ავტორსაც და მასპინძელსაც.
LikeLike