პირველი დოლარის შოვნა ჭირს, თორემ მილიარდი წყალივით მოედინება.
წარწერა უცნობი მილიარდერის საფლავის ქვაზე
ძველი ანეკდოტია ასეთი – კაცი ძაღლს ჭადრაკს ეთამაშება და 5-ით 2-ს უგებს. ბილ გეითსსაც შეუძლია იამაყოს – ის იხვზე უფრო მდიდარია. მთელი 10 მილიარდით.
რომელ იხვზე? აი იმაზე – ცოტათი ჯუჯღუნა და მაინც ძალიან მხიარულ სქრუჯ მაქდაქზე.
სქრუჯ მაქდაქს (Scrooge McDuck) გონიერება და სიფრთხილე ჭუკობიდან მოსდგამს. ის არასდროს ენდობოდა აქციებს, ობლიგაციებსა და სავალუტო კურსების თამაშს, ამიტომაც მთელს თავის თანხებს ოქროსა და ძვირფას ქვებში აბანდებდა. ეს ბრძნული გადაწყვეტილება აღმოჩნდა – ამერიკის იპოთეკური ბაზარი ჩამოიშალა, ნავთობზე ფასები დაეცა და დოლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ძია სქრუჯის ქონება მხოლოდ გაბევრდა – ამჟამად ის 44.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სქრუჯ მაქდაქს “ფორბსის” ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების სიაში პირველ ადგილს უნარჩუნებს.
ელიბოსი არ იყოს, ძია სქრუჯზეც ამბობენ, რომ წუწურაქიაო… (შოტლანდიელების წუწურაქობა ანეკდოტების თემაა, მაგრამ, ეს, უეჭველი, ინგლისელთა მოგონილი ანეკდოტებია) ძია სქრუჯი კი, უბრალოდ, ფიქრობს, რომ დამხრჩვალთა გადარჩენა მხოლოდ დამხრჩვალთა საქმე იყო, ამიტომ მათ ბედზე გული დიდად არ ეთანაღრება. დარწმუნებულია, რომ ხერხი სჯობია ღონესა (Work smarter, not harder), მაგრამ შრომასაც არასდროს თაკილობს – დრო იყო, ფეხსაცმლის მწმენდავობით ირჩენდა თავს და დღემდე ინახავს ათცენტიანს – მის პირველ გასამრჯელოს. მრავალ ენაზე ლაპარაკობს და, თუ საქმეს ადგია, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. მან უკეთ იცის, თქვენ რა გჭირდებათ – აკი, ესკიმოსებიც დაარწმუნა მისგან მაცივრების პარტია შეეძინათ. მაგრამ სქრუჯი პატიოსანი ბიზნესმენია და მის სიტყვას ოქროს ფასი აქვს. დარწმუნებულია, რომ “წარმატება გაიძვერათა ხვედრი არაა”, ძალიან უყვარს შვილიშვილები და სურს, მთელი თავისი ქონება მათ დაუტოვოს. თავად სქრუჯის ასაკი არვინ იცის, მხოლოდ ისაა დანამდვილებით ცნობილი, რომ პირველად 1947 წელს გამოჩნდა კომიქსების წიგნში და “უოლთ დისნის” სტუდიის (The Walt Disney Company) მხატვარმა ქარლ ბარქსმა (Carl Barks) შექმნა.
ძია სქრუჯს 10 მილიარდით (დავამრგვალოთ :)) ჩამორჩება კიდევ ერთი კელტი – “თვაილაითელი” ვამპირი და შეთავსებით – ექიმი, უელსელი ქარლაილ ქალენი (Carlisle Cullen). 1670 წელს ბანკში შეტანილმა დეპოზიტმა სამი საუკუნისა და კიდევ მეტი ხნის განმავლობაში მთელი თავისი დარიცხული პროცენტებით გიგანტური თანხა – 36.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ქალენის სათვალავშია რამდენიმე სარფიანი ინვესტიციაც, მაგალითად Wall-Mart-სა Google-ში. ეს პერსონაჟი მწერალმა სთეფანი მეიერმა (Stephenie Meyer) მოიგონა.
მესამე პოზიციაზე კვლავ კელტი, ირლანდიელი კომპიუტერისა და ტექნოლოგიების გენია, ართემის ფაულია (Artemis Fowl II). თუკი მწერალ ოუენ ქოლფერს (Eoin Colfer) დავუჯერებთ, სწორედ ფაულია მარქ ზაქერბერგის უკან და, რა გასაკვირია, რომ მისი ქონება 13.5 მილიარდი აშშ დოლარი იყოს.
მეოთხე ადგილი უმდიდრეს გამოგონილ პერსონაჟთა სიაში რიჩარდ რიჩ უმცროსს, იგივე რიჩი რიჩს (Richie Rich) უჭირავს. ყველაფერი, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, რიჩი რიჩს ორი ცალი აქვს – ამის საშუალებას 9.7 მილიარდიანი ქონება აძლევს. ძია სქრუჯისგან განსხვავებით, რიჩი ცნობილი ქველმოქმედი და ფილანტროპია. მისი კომპანიის ბიზნეს ინტერესები მოიცავს მოდისა და ავტო-ინდუსტრიებს და სამზარეულო ტექნიკის წარმოებას. მიუხედავად იმისა, რომ ის მხატვარმა უორენ ქრემერმა (Warren Kremer) და გამომცემელმა, Harvey Comics-ის დამფუძნებელმა, ალფრედ ჰარვიმ (Alfred Harvey) ჯერ კიდევ 1953 წელს შექმნეს, რიჩი სულ რაღაც 10 წლისაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს.
რიჩი რიჩს ნახევარი ნაბიჯით ჩამორჩება ნავთობისა და გაზის მაგნატი ჯედ ქლემფეთი (Jed Clampett) თავისი 9.5 მილიარდით. ნადირობისას ის სრულიად შემთხვევით გადააწყდა ნავთობის მარაგებს და მისი აღმასვლაც დაიწყო. ეკონომიკურმა კრიზისმა ქლემფეთის ბიზნესი ოდნავ შეარყია, თუმცა ამჟამად საქმე კვლავ კარგად მისდის და მომავალს იმედიანად გასცქერის. ქლემფეთი CBS-ის კომედიაში, The Beverly Hillbillies-ში გამოჩნდა პირველად 1962 წელს, 1993 წელს კი სერიალი 20th Century Fox-მა ფილმადაც გადაიღო.
მაღალი ტექნოლოგიების გენია, უნიჭიერესი გამომგონებელი და ინჟინერი, “რკინის კაცი” თონი სთარქი (Tony Stark) 9.4 მილიარდი აშშ დოლარის ქონების მფლობელია. ცვალებად ბიზნესგარემოს გარდა, მას უამრავ მტერთან უწევს გამკლავება, რასაც 1963 წლიდან მოყოლებული, წარმატებით ახერხებს. ის ყველა კომიქსების მამის, Marvel Comics-ის (The Walt Disney Company-ის შვილობილი კომპანიის) ავტორთა დიდმა ოთხეულმა შექმნა – სცენარისტებმა სთენ ლიმ (Stan Lee) და ლარი ლიბერმა (Larry Lieber) და მხატვრებმა დონ ჰექმა (Don Heck) და ჯექ ქირბიმ (Jack Kirby).
მეშვიდე პოზიცია არც მეტი არც ნაკლები დრაკონს უჭირავს – ეს ოქროს სმო(ა)გია (Smaug The Golden) თოლქიენის (J. R. R. Tolkien) “ჰობითიდან” (The Hobbit, or There and Back Again). სმოგი თავის 8.6 მილიარდად შეფასებულ განძეულს უბრალოდ მივიდა… მივიდა კიარადა მიფრინდა და დაეუფლა, როდესაც გნომები მათი მიწიდან განდევნა. მისი სხეული ალმასებითა და ოქროს ჯავშნითაა დაფარული. სმოგს ინვესტიციები არ აღელვებს, ამიტომ თავის საგანძურს არ ამრავლებს (მეორეს მხრივ – არც რამეს აკლებს) – რაც აქვს, ის აქვს… აქვსო, ცოტა გადაჭარბებულია, რამდენადაც, როგორც გვახსოვს, ის ბილბო ბეგინსმა მოკლა (ვისაც არ ახსოვს, გირჩევთ, “ჰობითი” გადაიკითხოთ), მაგრამ, რამდენადაც დრაკონის სიკვდილის შემდეგაც კი ეშინიათ (ეგება და არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავსო) ვერვინ გაბედა ალმასები სხეულიდან ამოეკორძა. ჰოდა, ცოცხალია, მკვდარია თუ თავს იმკვდარუნებს სმოგი ყველაზე მდიდარ გამოგონილ პერსონაჟთა ფორბსისეულ სიაში მე-7 ადგილზე რჩება.
მერვე ადგილი “ღამურა” ბრიუს უეინს (Bruce Wayne) უკავია. რკინის კაცისა არ იყოს, ისიც გენიალური გამომგონებელი და მექანიკოსია. მისი კომპანიის შემოსავლების დიდი ნაწილი ქველმოქმედებასა და გოთემ-სითის ყველა ჯურის ბოროტმოქმედებისგან გაწმენდას ხმარდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, უეინის ამჟამიდნელი ქონება 7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბეთმენი შორეულ 1939 წელს მხატვარმა და სცენარისტმა ბობ ქეინმა (Bob Kane) და მწერალმა ბილ ფინგერმა (Bill Finger) შექმნეს.
მეცხრე ადგილი ყველაზე ცნობილ ულვაშას – ძია ფენიბეგზს (და არა ამხანაგ სტალინს) უჭირავს. მდიდარი ძია ფენიბეგზი (Rich Uncle Pennybags), იგივე ბატონი მონოპოლი, ამავე დასახელების ცნობილი სამაგიდო თამაშის სიმბოლოა. მისი ინტერესების სფერო უძრავი ქონების ბაზარია… მართალია, ამ ინდუსტრიას დღეს ცოტა ჭაკად აქვს საქმე, მაგრამ შავი დღეები მაინც უკანაა მოტოვებული და ძია ფენიბეგზის 2.6 მილირდს საფრთხე აღარ ემუქრება. თამაში “მონოპოლი” 1933 წელს, დიდი დეპრესიისას სამუშაოდაკარგულმა ჩარლზ დეროუმ (Charles B. Darrow) მოიგონა და Parker Brothers (სათამაშოების ინდუსტრიის გიგანტ Hasbro-ს შვილობილი კომპანია) აწარმოებს.
ძია ფენიბეგზს ართურ ბაქი (Arthur Bach) მოსდევს, სთივ გორდონის (Steve Gordon) 1981 წელს გადაღებული კომედიური ფილმის Arthur-ის გმირი. მისი ქონება 1.8 მილიარდი დოლარია, რაც მამისგან მემკვიდრეობით ერგო. ამ კაცის თავქარიანობისა რომ ვიცი, მალე გაანიავებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სიის საპატიო მეათე ადგილზეა.
ერთადერთი ქალი “ფორბსის” სიაში ჯო ბენეთი (Jo Bennett) კომპიუტერული ინდუსტრიის მაგნატია. ამის გარდა ინტერესები სხვადასხვა საოფისე ტექნიკისა და ქაღალდის წარმოებაშიც აქვს, რაც, საბოლოო ჯამში, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ქონების დაგროვებაში დაეხმარა. “ქალები მდიდრების სიაში ორი გზით ხვდებიან – ან წელებზე ფეხს იდგამენ ან სარფიანად თხოვდებიან – მე ორივე გავაკეთეო,” – ამბობს ბენეთი. ის პირველად 2005 წელს, NBC-ის კომედიურ სერიალში The Office გამოჩნდა.
მონთი ბარნსი (Charles Montgomery Burns) ”სიმფსონებიდან” სიის მეთორმეტე ადგილზეა. ის სქრუჯ მაქდაქის სრული ანტიპოდია, დაე ფული ყარდეს, მთავარია – იყოსო – ასეთია მისი კრედო. ატომური ელექტროსადგურის მფლობელმა ერთხელ მზეც კი ჩააქრო, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გამოეწვია, რითიც სანთლის, კანდელების და შანდლების მწარმოებელთა ოდინდელი ოცნებაც აასრულა. ბარნსი 104 წლისაა, მაგრამ სიკვდილს ჯერ არ ჩქარობს და თავის 1.1 მილიარდიან ქონებას თუ შემატებს რამეს, თორემ არ მოაკლებს. პირველად ეკრანებზე 1989 წელს გამოჩნდა რეჟისორ დეივიდ სილვერმანის (David Silverman), სცენარისტ მიმი ფონდისა (Mimi Pond) და Fox Broadcasting Company-ს წყალობით.
ჩაქ ბასი (Chuck Bass) თავის მეტოქეებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული მამისეული 1.1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებისთვის. მუდამ გემოვნებით ჩაცმული – დღისით სამი P (purple, plaid and preppy – მეწამული, კუბოკრული და ფრეფი) საღამოს კი სამი V (vest, velvet and Valentino – ჟილეტი, ხავერდი და ვალენტინო) – ბასი ჩვენი თანამემამულის, ნუცა კვიტაშვილის ბოიფრენდია, მაგრამ არც სხვა ქალებზე და კაცებზე ამბობს უარს. პირველად 2002 წელს გამოცემულ მწერალ სესილი ვონ ზიგეზარის (Cecily von Ziegesar) Gossip Girl-ის წიგნში გამოჩნდა. მოგვიანებით “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მოთხოვნით ნუცა ბასს ჩამოაშორეს და მონასტერში გაამწესეს, გარყვნილ მილიარდერს კი The CW Television Network-ის ტელესერიალში უკვე სულ სხვა სატრფო ჰყავს.
მას შემდეგ რაც გორდონ გექომ (Gordon Gekko) უოლ სთრითიდან პირდაპირ ციხეში ამოყო თავი, ადვოკატებზე გაიწეწა და ქონება 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოეფცქვნა, მაგრამ ახლა ის კვლავ თავისუფალია, ფეხზეა და არვისთვის არაფრის დათმობას აპირებს. ფინანსური კრიზისის მოახლოება ზუსტად გათვალა, ამიტომ არ დაზარალებულა. მუდამ გემოვნებით ჩაცმული, ელეგანტური და მიზანდასახული გექო თითქმის ყოველთვის აღწევს საწადელს. “ფული ეშმაკსაც წაუღია – თამაში მიყვარს!” – უყვარს თქმა ინვესტირების გენიას. პირველად 1987 წელს გამოჩნდა ეკრანზე რეჟისორ ოლივერ სთოუნისა (Oliver Stone) და სცენარისტ სთენლი ვაისარის (Stanley Weiser) გენიალურ ფილმ Wall Street-ში. თუმცა, რომ არა მაიქლ დაგლასი (Michael Douglas), გექო ის გექო ვერ იქნებოდა.
“ფორბსის” სიის მეთხუთმეტე პოზიციაზე კიდევ ერთი კინოსახე – ჯეფ ლებოვსკია (Jeffrey Lebowski). კორეის ომის ვეტერანს ეყო ჭკუა, მდიდარ ქალზე დაქორწინებულიყო და ახლა 1 მილიარდიანი ქონების პატრონია. ის შესანიშნავი რეჟისორების, ძმები ქოენების (Joel Coen & Ethan Coen) 1988 წლის კომედიის The Big Lebowski-ს პერსონაჟია.
გასული წლის განმავლობაში ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების ქონება 20%-ით გაიზარდა და ახლა 131.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ახალი ზელანდიის მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება.
ასე რომ, მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან. გნებავთ ამერიკაში იცხოვრეთ, გნებავთ საბერძნეთში, გნებავთ საქართველოში და გნებავთ – ზღაპარში – “ფორბსის” უმდიდრესი გამოგონილი პერსონაჟების სია სწორედ ამ მარტივ ჭეშმარიტებას გვიდასტურებს და ის დროა გრიშა ბიძიას ერთხელაც შემოვუძახოთ: გაიღვიძე, გრიშა ბიძია – დეპოში ვართ!
P.S.
გამოგონილი პერსონაჟები არამხოლოდ საკუთარი ქონების გამრავლებაზე ზრუნავენ, მათ საკუთარი შემქმნელებისთვის სრულიად რეალური მილიარდებიც მოაქვთ. ამ ამბავში ნახერხით თავგამოტენილ, მაგრამ მაინც მსოფლიოში ყველაზე გონიერ დათუნიას ბადალი არ ჰყავს – ვინი პუჰს წიგნების, ანიმაციური ფილმების, ტელეშოუების, სათამაშოებისა და მისი გამოსახულებით დამშვენებული უამრავი სხვადასხვა ნივთის გაყიდვიდან “უოლთ დისნის კომპანიისთვის” ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარამდე მოაქვს და 1 მილიარდით ჯობნის თავის კოლეგას, მიქი მაუსს. მათ მოსდევენ ჰარი ფოთერი 3 მილიარდიანი შემოსავლით, სფაიდერმენი 2.5 მილიარდით, ფროდო 2 მილიარდით და ლორდი ვეიდერი, რომლის შემოსავალიც 1.5 მილიარდამდეა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ ისაა “ვარსკვლავური” საგის ყველაზე პოპულარული პერსონაჟი და არანაირი იოდა, ჰან სოლო ან ლიუქ სქაიუოქერი.
ვაა, რა დღეში ვართ ეს დაბეჩავებული ხალხი! :) ჩვენ პრეზიდენტი ტურისტების სიმრავლეს გვპირდება, ამასობაში მულტფილმების და ფილმების გმირები მილიარდებს შოულობენ. რაც შეეხება ამ პოსტს მოლი განსაკუთრებით თხრობის შენეული ვერსია მომწონს :)
LikeLike
ჩემეული არ არის :) ლორდ ვეიდერის გესტ პოსტია.
ჩვენ გვპირდებიან, თაია და მულტფილმების გმირები თავისით შოულობენ.
აი, ასეთი მცირე განსხვავებაა :)
LikeLike
მაინც კარგი პოსტია :) ჩვენ გვპირდებიან მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ეს გვსურს. უბრალოდ ყველაფერს მზა-მზარეულს ვართ დაჩვეულნი :) ალბათ გავზარმაცდით :) ისე მოლი ჩემი მოწითალო-მოთეთრო ავატარი ამ მწვანე ბლოგს არ უხდება< არა? :(
LikeLike
მაინც კი არა, ავტორის დამსახურებით არის კარგი პოსტი. თან ძალიან კარგი.
მე არავინ მპირდება, თაია :) მე ჩემით ვაკეთებ და ამიტომ არ ვიცი, ვინ რას დაეჩვია.
ვერ გეტყვი. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ შევაფასო და ისე, საბოლოო ჯამში, შენი გადასაწყვეტია.
LikeLike
შენ შეიძლება არა. მაგრამ მოლი ბლუმი ერთია საქართველოში კი 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს :)
მოიცა ჩემი ავატარი არ ჩანს?
LikeLike
მოლიზე ბევრად წარმატებული ადამიანებიც ბევრია მაგ სამ მილიონში. ვისგანაც მოლიმ ეს და სხვა პრინციპები ისწავლა :) ასე,რომ, თაია, დამხრჩვალთა გადარჩენა მხოლოდ დამხრჩვალთა საქმე იყოო – ძია სქრუჯს დაეჯერება :)
არა, არ ჩანს.
LikeLike
კარგი, ახლა ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი.
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ლორდ ვეიდერს სტუმრობისთვის და ფანტასტიური პოსტისთვის. არ ვიცი, უფრო მეტად სხვა რა თემა მოუხდებოდა ჩემს ბლოგს. თემა იქეთ იყოს და პოსტიც ზუსტად რომ ლორდ ვეიდერის ოქროს სტანდარტით არის დაწერილი.
და კიდევ – ლინკებში ლორდის ჩემთვის უსაყვარლესი და ფავორიტი პოსტია ფრეფზე. გირჩევთ წაიკითხოთ, ისიამოვნებთ.
LikeLike
უკვე დავიწყე კითხვა და ყველას ვურჩევ წაიკითხოს რაღაც საინტერესო პოსტია
LikeLike
ნამდვილად.
LikeLike
ძია სქრუჯი და საერთოდ ყველაფერი, რასაც უოლთ დისნი იღებს – ძალიან მომწონს. ამიტომ პროპორცია დავარღვიე და სქრუჯზე ბევრად მეტი დავტოვე, ვიდრე საჭირო იყო :)
ისე, დაქთეილის ჩვენება რომ დაიწყო OРТ-მ თუ ჯერ პირველი არხი ერქვა მაშინ – Утиные истории ანიმაციის ასაკიდან კი ვიყავი უკვე გამოსული, მარა ყველა სერიას ვუყურებდი. და არამარტო მე. :)
LikeLike
მეც არ გამომიტოვებია არც ერთი სერია. უტინიე ისტორიის ხათრით ვუყურე ყველა დანარჩენსაც – ჩიპი და დეილი იყო მანდ, მიშკი გამი, ჩუდესა ნა ვირაჟახ და კიდევ რაღაც.
სკრუჯზე კიდევ უფრო მეტი რომ ყოფილიყო, პოსტი მხოლოდ მოიგებდა.
LikeLike
ჰო. ნელ-ნელა დაუმატეს,მგონი.
თავიდან იხვებით და ჩიპენდეილით დაიწყეს. სიმღერაც თარგმნეს :) და კიდევ დოკუმენტური ფილმი გადიოდა სტუდიაზე. და პარკზე და ატრაქციონებზე… მირ დისნეია თუ რაღაც ეგეთი ერქვა…
LikeLike
დოკუმენტური ფილმი არ მინახავს, მაგრამ დისნეის კლუბი არ გამიცდენია. თარგმნილი სიმღერებიც მახსოვს :) კარგი იყო…
LikeLike
კიდე წიგნი მქონდა – “უოლტ დისნეის ცხოვრება და ზღაპრები” ერქვა. :)
LikeLike
რა მაგრობაა… რუსულად?
LikeLike
არა, ქართულად იყო ნათარგმნი.
LikeLike
აუჰ… ეს წიგნი მინდა :(
LikeLike
რაღაც დამაინტერესა საინტერესო წიგნია?
LikeLike
ჩემი და შენი საინტერესო, ამ ბოლო დროს, რაღაც ნაკლებად ემთხვევა, თაია :) ამიტომ, ჯობია, თავად გადახედო :).
LikeLike
მას მერე უკეთესებიც გამოვიდოდა.
LikeLike
იმ ძველ ქართულს თავისი ხიბლი აქვს, თორემ დისნეის ავტორიზებულ ბიოგრაფიებს რა მოთვლის. უამრავი იქნება ქსელში.
LikeLike
გემოვნების რა გითხრა და მთავარი ისაა რომ ორივეს წიგნები მოგვწონს და წერტილიც აქ ისმება :P
LikeLike
პრინციპში, მართალი ხარ. მთავარი ეს არის.
და რაო, ავატარი ბლოგს არ უხდებაო, რა გადაწყვიტე?
LikeLike
იყოს მშვენიერი ავატარი მაქვს :) რას მიშლის :)
LikeLike
მეც მაქვს ეგ წიგნი :)
LikeLike
რა საყვარელია სქრუჯი :) “მიშკი გამი” მახსოვს ბუნდოვნად და “ჩიპ ი დეილიც” :)
LikeLike
საყვარელია და ჭკვიანი! :) ჩემი საყვარელი გადაცემა იყო დისნეის კლუბი.
LikeLike
იიი, სქრუჯი კიდე დიდხანს იქნება პირველ ადგილზე :დ :დ :დ
LikeLike
ათი მილიარდის ამოქაჩვა, წესით, იოლი საქმე არ უნდა იყოს…
LikeLike
რას ნიშნავს, რომ ბევრი პერსონაჟი არ ვიცი :) კარლაილის ნახვა კი გამიკვირდა ამ სიაში, არ ველოდი… გაიძვერა ეგა! :)
LikeLike
მე რვა ვიცი :) ქარლაილი, მაგალითად, უბრალოდ გამიგია და ცოდნადაც არ ჩაითვლება.
LikeLike
მე 9 ვიცოდი.
LikeLike
სკრუჯი, სტარკი, ბეტმენი, სმოგი, ბარნსი, პენიბეგზი, გეკო, ლებოვსკი.
დანარჩენები – არა :)
LikeLike
რიჩი რიჩი? ფილმიც არ გინახავს ქალქინი სადაც თამაშობს?
LikeLike
ბეტმენი, კარლაილი და ლებოვსკი :) ლებოვსკის რაც შეეხება, ფილმიც არ მინახავს, დავიწყე და გამაწყვეტინეს ათ მინუტში :)
LikeLike
დისნეის და ანიმაციის პატივისმცემელი ქალი მაკდაკს როგორც აცდი, ღრმად მიკვირს… ერთი სერიაც რომ გენახა, დანარჩენს თავად მოიძიებდი.
LikeLike
ქოენების ყველა ფილმი ნანახი მაქვს.
ალენის დონის იუმორი. ოღონდ ცოტა შავ ფერებში.
LikeLike
ბორათიც კოენია, ლორდ?
LikeLike
ჰო, მაგრამ ეგ სხვა ქოენია.
ლებოვსკი ძმები ქოენებია – მილერის უღელტეხილი, ფარგო, ადამიანი, რომელიც არ იყო, დაწვი, როგორც კი წაიკითხავ და ბევრი სხვა.
LikeLike
აჰა, ბორათიც ამათი მეგონა.
ისე, დიდი სისულელე კია…
LikeLike
ვერ ვიხსენებ ახლა :( არ მაქვს ნანახი.
LikeLike
ლორდ ვეიდერი! :))
LikeLike
აჰა :) როდე, შენ ისევ ლეღვის ნახარშით დამწვარ გოგჩოებს დასცინი? :)
LikeLike
უი ლიტერატორისგან გამომყვა ეს ნიკი ;დ ახლა რაიმე უკეთეს მოვიფიქრებ. აი :)
LikeLike
შენი ნიკებით, როდე, ბლოგოსფეროს სიახლეების გაგება შეიძლება :)
LikeLike
ჩაქ ბასი (Chuck Bass) <3 <3 ყოჩღ ლორდ :))
ძლაიან მაგარი სიააა.. ძლაია ვიხალისე :)
მეც მინდა სიეტი პერსონაჟი გამოვიგონო , რომელიც მილიონებს მომიტანდა (მილიარდები არ მინდა კაცო )
LikeLike
ბისექსუალი მოგწონს, ჯესი? არ თქვა სადმე :) კოცონზე დაგწვავენ, ან (რაც უფრო მარტივია) ბლოგს აგიფეთქებენ შეგონებებით.
სია მართლა უმაგრესია!
LikeLike
მოიცა მოლი ედ ვესტვიკი, ჩაკ ბასის როლის შემსრულებელი ბისექსუალია? ბოჟე მოი! არადა ჩაკის და ედს გამწარებული ფანი ვარ!
LikeLike
ედი სრულიადაც არაფერ შუაშია.
:)
LikeLike
აააა უი ეს ფრაზა რაღაც გამომრჩასავით მაშინ მშვიდად ვაგრძელებ ორივეს ფანობას :0
LikeLike
თაია, ჩაიკოვსკის უსმენ? ან უაილდის მოგწონს რამე?
LikeLike
ჩაიკოვსკს ინტენსიურად არ ვუსმენ, აი ოსკარ უიალდის ნაწარმოებები კი ძლიან მიყვარს, განასკუთრებით მისი თხრობის სტილი მომწონს რაღაც აღმოსავლური მანერა აქვს აღებული
LikeLike
ჰომოსექსუალი იყო ორივე :)
LikeLike
მერე რა, ჰომოსექსუალი იყო სოკრატე, ბისექსუალი იყო მაკედონელი მაგრამ ;) გარდა ამისა არც ჰომო მაღიზიანებს, არც ჰეტერო და არც ბი ყველა თავისი ცხოვრების წესს ირჩევს ;0
LikeLike
ყოჩაღ შენ! ამას ბევრი ზრდასრული და დიდად განათლებულობაზე პრეტენზიის მქონე ვერ ხვდება.
LikeLike
შენ ხარ ნუცა კვიტაშვილის პროტოტიპი?
LikeLike
სასაცილოა. მაგრამ სულ სხვა სტილია.
საშა ბარონ ქოენია – ბრიტანელი კომიკოსი. მაგარი პროვოკატორი როჟაა, მაგისია “ბრუნო”.
ძმები ქოენების ყველა ფილმი შესანიშნავია. თან ბევრი ფილმი აქვთ. ესეთი – ამდენს რომ იღებდეს და ჩავარდნების გარეშე მე მარტო ვუდი ალენი ვიცი და ქოენები.
LikeLike
მე ბორათს ვუყურე და რეფლექსების დონეზე სასაცილოდ მეჩვენა. იუმორი – ნოლი. უფრო პროვოკაცია. თან უნიჭო… იმჰო, რა თქმა უნდა.
LikeLike
ბრუნოს არ უყურო…
მე ბოლომდე ვერ გავუძელი.
უნიჭო პროვოკაცია – გეთანხმები
LikeLike
დიზაინი შეიცვალე, ტაბუ?
საუკუნეა, არ გამოჩენილხარ…
LikeLike
არც შენ და არც ლორდი იმედებს არ მიცრუვებთ… <3
LikeLike
მადლობა შენ, ლორდს და პატრულს.. :)
LikeLike
კარგი გესტ-პოსტია, ვეიდერ :)
LikeLike
სხვანაირ პოსტებს ვერ ვწერ.
:თავმდაბალისმაილი:
LikeLike
скромность – удел посредственности
LikeLike
ოჰოჰო,რა თანხები ტრიალებს გამოგონილ პერსონაჟთა სამყაროშიი. :)
LikeLike
არ თქვა :) იხვი და დრაკონი რომ გაჯობებს, გული არ გაგისკდება?! :) :)
LikeLike
სქრუჯზე ბავშვობა გამახსენდა, ვგიჟდებოდი ამ მულტფილმზე, განსაკუთრებით ის მომენტი მახსოვს საცურაოდ რომ გადაეშვებოდა ხოლმე ოქროს მონეტების ზვინებში :)
LikeLike
საცავში რომ შევიდოდა, ჯერ თავის პირველ ათცენტიან მონეტას მოეფერებოდა და მერე ოქროში ბანაობდა :)
და ის ათცენტიანი მოპარა ერთხელ კონკურენტმა და საქმე შავად წაუვიდა. დაიბრუნა ბოლოს.
ჩემი უსაყვარლესი სერიალია.
LikeLike
სქრუჯი ყველაზე კარგია მაგ 15 და სხვა 15დანაც ჩემი მოკრძალებული აზრით
LikeLike
მეც ასე მგონია და ლორდიც ზუსტად ასე ფიქრობს.
საშვებულებოდ გადმოვწერე ტორენტებიდან სერიები და ნება-ნება ვუყურებ :)
LikeLike
რა მაგარი პოსტია ტო…
აიდა ვეიდერ, აიდა სანოფებიჩ! :)
LikeLike
:)))))))) თანამედროვე მკითხველები ამ რემარკას ვერ შეგიფასებენ, ლორდ :) პუშკინი დღეს მოდური არ არის :)
ისე, მართლა უმაგრესი პოსტია.
LikeLike
მე თანამედროვე მკითხველი არ ვარ :) ასე რომ – აიდა, ვეიდერ! :D
LikeLike
შენ კოკისპირულად განათლებული მკითხველი ხარ, მერი.
და მარილსაც იოლად ჩაწვდებოდი :)
LikeLike
დავბრუნდი და ვიწყებ :)
LikeLike
ველქამ! :)
LikeLike