კარგად მოგვეხსენება, რომ იტალია ფერწერის შედევრების სიმცირეს არ უჩივის, ხოლო ვენეცია – ერთ–ერთი ყველაზე სანუკვარი და სანატრელი ადგილია ხელოვნების მოყვარულთათვის. აქ დაბინავებული საგანძურით დასატკბობად, ალბათ, წყალზე გაშენებულ ქალაქში ნახევარი სიცოცხლის გატარებაც არ იქნება საკმარისი, თუმცა, აქაც არსებობს ტილოები, რომლებიც, ვენეციაში ერთი დღით სტუმრობის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად უნდა ნახოთ. აკადემიის გალერეის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ექსპონატი – რენესანსის ეპოქის ფერმწერის, ჯორჯონეს ტილო „ჭექა–ქუხილი“, ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ასეთი შედევრების რიცხვშია.
კაცი, რომელმაც მეტსახელი „ჯორჯონე“ („დიდი ჯორჯო“) სულის სიდიადის და კეთილშობილების გამო მიიღო, სამართლიანად ითვლება პეიზაჟის ჟანრის ერთ–ერთ პიონერად ფერწერაში. მიუხედავად იმისა, რომ „ჭექა–ქუხილის“ კომპოზიცია სამი ადამიანის ფიგურას მოიცავს, მთავარი აქ სულ სხვაა – სურათზე ასახული ქარიშხლიანი ღამე და უკანა პლანზე დაკლაკნილი ელვა. ადამიანები მხატვარმა მხოლოდ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად გამოიყენა, ეს კი მეტისმეტად თამამი, შეიძლება, ითქვას, რევოლუციური ნაბიჯი გახლდათ იმდროინდელ მხატვრობაში, სადაც საკვანძო ელემენტებად ყოველთვის ცოცხალი არსება მოიაზრებოდა. თუმცა დღევანდელი პოსტის თემად ეს ნახატი არც ნოვატორული იდეის გამო ამირჩევია და არც იმ განუმეორებელი ფერთა კოლაჟის, რომლითაც ხელოვნების მოყვარულები შეუცდომლად დაგისახელებენ ავტორის ვინაობას. მინდოდა, ჩემი მკითხველის ყურადღება იმ მითქმა–მოთქმისა და აზრთა სხვადასხვაობისაკენ მიმეპყრო, რომლის გამოც ჯორჯონეს „ჭექა–ქუხილი“ერთ–ერთ ყველაზე იდუმალ ტილოდ ითვლება ხელოვნების ისტორიაში.
სურათი, რომელიც იტალიელმა ფერმწერმა მე-16 საუკუნის დასაწყისში ვენეციელი პატრიცის – გაბრიელე ვენდრამინისთვის დაწერა, დღემდე ხელოვნებათმცოდნეების კამათის საგანია – სიუჟეტის თაობაზე ერთპიროვნული დასკვნის გამოტანა ვერაფრით ხერხდება. მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ტილოზე ასახული ნახევრად შიშველი, ახალგაზრდა ქალი, მკერდზე მიხუტებული ჩვილით, და პატარა მდინარის მეორე ნაპირზე მდგარი მამაკაცი ედემის ბარიდან გამოძევებული ადამი და ევა უნდა იყვნენ, კაენთან ერთად. ამ თეორიის მომხრენი ელვაში უფალს ხედავენ, გადატეხილ კოლონებში კი სიკვდილის სიმბოლოს. რამდენიმე მკვლევარი პარისის და ოინონას მითზე დამყარებულ სიუჟეტს ემხრობა, ზოგიერთები კი თვლიან, რომ ტილოზე ეგვიპტეში გაქცევაა გამოსახული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვენდრამინის კოლექციის აღწერისას სურათზე ასახული ადამიანები ბოშა ქალად და მწყემს ბიჭად მიიღეს.
არანაკლებ საინტერესოა გერმანელი ხელოვნებათმცოდნის – გუსტავ ფრიდრიხ ჰარტლაუბის მოსაზრება, რომელიც ჯორჯონეს შედევრს უბრალო ლითონის ოქროდ გადაქცევის თემაზე შექმნილ ალქიმიურ ალეგორიად მიიჩნევდა, სადაც ოთხივე სტიქია იყო გამოსახული.
ასე თუ ისე, „დიდმა ჯორჯომ“ მკვლევარებსა და კრიტიკოსებს შარადად მონათლული სერიოზული თავსატეხი დაუტოვა, ჩვენ კი ულამაზესი ფერებით და საოცარი ჰარმონიით გაჯერებული ტილო, რომელზე იმის თქმა, რომ შედევრია, ნიშნავს – არაფერი არ თქვა.
მოლი კი არა, დიდრო და დალამბერი უნდა გერქვას შენ :) მართლა რა განათლებული ბლოგი გაქვს :) და რა გემრიელი პოსტები :)
LikeLike
განათლებული ბლოგი :) მომწონს ეს სახელი :) დიდრო და დალამბერი ხომ საერთოდ :)
LikeLike
შედევრია :)
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
ჰმმ, ადამისა და ევას ვერსია მომეწონა, მაგრამ მამაკაცის ჩაცმულობას რომ შევხედე, გადავიფიქრე :დილეტანტი:
LikeLike
ტყუილად ეძახი თავს დილეტანტს, თამარა…
LikeLike
ჯორჯონესთან, თითქმის ყველა ნამუშევარში (რაც მე მაქვს ნანახი) ქალი შიშველია, კაცი ჩაცმული :დ :დ
ასე რომ…. :)
LikeLike
დასკვნა, ქევან? :) :) :)
დასკვნაა საინტერესო :) ასე, რომ-ს მერე რაც მოდის :)
LikeLike
ჰო, ლეღვის ფოთლიდან ამ ჩაცმულობამდე დიდი მანძილია :)
LikeLike
ხვლა კარგად გადავიკითხავ კიდევ ერთხელ, დღეს უარყოფითი განწყობით ვარ აღვსილი, არ ღირს ასეთ განწყობაზე წაკითხვა :(
LikeLike
მოხდა რამე? :(
LikeLike
ახლა ის, რომ ბლოგზე რაღაცეები ავურია, იმედია, ხვალამდე გამოვასწორებ :) შემოგივლი ხვალ :)
LikeLike
გრავატარი გაქვს შესაცვლელი… მეტი არაფერი, ნათია. იოლი საქმეა. გელოდები ხვალ :) თუ რამეა, მომწერე აქ და ერთად შევცვალოთ.
LikeLike
ვენეცია <3 ოდესმე აუცილებლად ვნახავ…
LikeLike
გონდოლა, ბარკაროლა და ეს სურათი არ დაგავიწყდეს :)
LikeLike
სავსებით შესაძლებელია იყოს ადამ და ევა.
ჯორჯონე ძალიან უცნაური და იდუმალებით მოცული მხატვარი იყო, მით უფრო რომ მე რამდენადაც მახსოვს ახალგაზრდა გარდაიცვალა (ნუ, სადღაც 37-38 წლისა, სადღაც, ზუსტად არ მახსოვს)
საქმე იმაშია რომ ვეძებ ატრიბუტებს, რაც მიმახვედრებს რა სიუჟეტი შეიძლება იყოს და ჯერჯერობით გავიჭედე :დ
LikeLike
ტყუილად კი არ ეძახიან შარადას… რამდენიმე თანაბარზომიერი ვერსია არსებობს და ძნელია, რომელიმეზე გადაჭრით თქვა – ერთადერთია და მართალიო.
ხელოვნებათმცოდნეებს უჭირთ და ჩვენ რა მოგვივა… :)
LikeLike
მეც მსმენია ლექტორისგან ამ ტილოზე, მისი აზრით, იდეა ამ ფრაზით შესაძლოა გამოიხატებოდეს: “ლამაზ ბუნებაში, ლამაზი ადამიანები”.
:)
LikeLike
ეს თავისთავად… მაგრამ ზოგადია ფრაზა და სიუჟეტს მაინც ვერ ხსნის, როდე…
LikeLike
ნუ მე მოლი ბლუმი ერთხელ და სამუდამოდ ვაღიარე ამ ადამიანმა ჩემში მხატვრობისადმი ინტერესი გააღვიძა. რაც სეეხება ამ ნახატს ერთი აზრი ამეკვიატა როგორ ფიქრობ მოლი იქნებ ნახატზე პოლიფიმოსი და გალათეაა გამოსახული
LikeLike
და ეს ორი რატომ?
LikeLike
პლუს პოლიფემოსი და გალათეა ბევრმა მხატვარმა გამოსახა რაფაელმა ,ლორენმა, ტიეპოლომ.
LikeLike
მარტო ამიტომ?
LikeLike
ბერძნული მითის მიხედვით პოლიფემოსს შეუყვარდა გალათეა რომელსაც აკისი უყვარდა. როცა პოლიფემოსმა თვალი მოჰკრა შეყვარებულებს კლდის ნატეხი ესროლა. გალათეა ზღვაში გადახტა ხოლო აკისი კი სისხლის მდინარედ იქცა და იმავე ზღვას შეუერთდა სადაც ის და გალათეა შეუღლდნენ კიდეც. მათი ამ სურათზე გამოსახვა უფრო იმ ყმაწვულის ჯოხმა მაფიქრებინა აკი პოლიფემოსიც ხომ მწყემსი იყო
LikeLike
ბავშვი? ერთადერთი მდინარე ემთხვევა და წყვილი.
LikeLike
კარგი მოლი ვაღიარებ ჩამჭერი თუმცა ელვა შეიძლება ზევსად გავასაღოთ აი ბავშვი
LikeLike
არც მიფიქრია ჩაჭრა :) ამ სიუჟეტზე სპეციალისტები დაობენ და ჩვენც რომ განივიხილოთ ვარიანტები, არაფერი დაშავდება :)
LikeLike
ოკეი განვიხილოთ აი ჩემი მოსაზრება (უფრო სწორად კი ფანტაზია):
ქალი-გალათეა
კაცი-პოლიფემოსი
მდინარე-აკისი
ელვა-ზევსი
ბავშვი-როგორც უკვე ვთქვი აკისი და გალათეა შეუღლდნენ იქნებ ეს ბავშვი მათი სიყვარული ნაყოფად ჩათვალა ჯორჯონემ?
LikeLike
ეტნა რომ არ ჩანს?
LikeLike
ეტნა- ვულკანი თუ? პირადად მე ვულკან ეტნას ამ მითთან კავშირი არ დამიფიქსირებია
LikeLike
აქ მდინარე ჩანს და მოკლული მწყემსი მდინარედ გადაიქცევა, რომელიც ეტნას ძირს მიედინება.
ერთერთი ვერსიაა.
LikeLike
ეს ვერსია მე წაკითხული არ მაქვს . ხო რა ვიცი ეტყობა ჩემმა ფანტაზიამ ფრთა გაშალა, მაგარმ პოლიფემოსისა და გალათეას მითი ისე უხდება ამ ნახატს რომ შევხედე და პირველად ისინი გამახსენდა :)
LikeLike
ოვიდიუსთან მოიძიე, თუ დაიანტერესებს.
მაგ ლოგიკით, ოიდიპოსი და იოკასტაც უხდება.
LikeLike
პრინციპში კი მაგრამ თვითონ ოიდიპოსი არ მევასება, ინცესტი და რამე. მე უფრო პოლიფემესის და გალათეას იდტორია უხდება :)
LikeLike
საწყალი ოიდიპოსი… შემეცოდა…
LikeLike
რატომ?
LikeLike
თავისი გასაჭირი არ ეყოფოდა თითქოს, ახლა აგერ შენც არ გევასება.
LikeLike
არ ვიცი, არ ვიცი… რომელი ხელოვნებათმცოდნე მე ვარ, მაგრამ ადამი და ევა ნამდვილად არ მგონია, ისევე, როგორც ეგვიპტეში გაქცევა …
LikeLike
რატომ?
შენი არგუმენტები მაინტერესებს, თამარა. აქ მკითხველის არგუმენტაციაა მთავარი და მნიშვნელოვანი, თორემ ბლოგის ძალებით სიუჟეტის ზუსტი იდენტიფიცირება შევძლოთ, ღრმად მეეჭვება :)
LikeLike
ადამი და ევა უკვე ვთქვი, მამაკაცი ასეთი ჩაცმულობით ნამდვილად არ მიტოვებს ადამის ასოციაციას… მეტი არგუმენტი არ მაქვს, მაგრამ ჩემში გამჯდარ სტერეოტიპს ფრიად ეწინააღმდეგება ამ მამაკაცის ტიპაჟი :)
ეგვიპტეში გაქცევა… რა ვიცი, რა ვიცი :(
LikeLike
და იქნებ სტერეოტიპის დამსხვრევა უნდოდა ჯორჯონეს?
მე მომეწონებოდა უცნაური (ჩაცმული) ადამი და ევა. ან ასე, ან ბევრად თანამედროვედ – მაგალითად, ასტრონავტების კოსტუმებით.
LikeLike
ვერ აღვიქვამ და რა ვქნა :)
და ასტრონავტების კოსტიუმებში რა იდეა იდებოდა, ვითომ ?:)
LikeLike
თუნდაც ახალი ადამი და ევა (გლობალურ კატასტროფას გადარჩენილი ორი ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავიდან დაიწყებს).
ჰოდა, კიდევ, იდეის ძებნა არ უნდა იყოს აუცილებელი. იდეები და სიმბოლოები ჩვენი უნის დარბაზში რომ პანო ეკიდა ჯავახიშვილის თავის პირდაპირ (თუ გახსოვს) იქ იყო ოხრად და კაპიკად არ ვარგოდა ის პანო.
LikeLike
კი, მაგაში მართალი ხარ :)
მე სუბიექტურად ვუდგები ამ საკითხს, რამდენად აღვიქვამ ამ ყველაფერს მე თვითონ, როგორც ერთი რიგითი მნახველი…
თორემ ხელოვნებათმცოდნე ან სხვა მხრივ უფრო გარკვეული ადამიანი რომ ვიყო ამ ყველაფერში, სხვა არგუმენტები მექნებოდა :)
LikeLike
თავისთავად… მეც ერთი რიგითი მნახველი ვარ.
LikeLike
გიორგიონე.. <3
ჩემი ხელოვნების წიგნში ეწერა ამ ნახატზე. ვერ ვიხსენებ კარგად, მაგრამ კიდევ ერთი ვარაუდი იყო, რომ ამ ორ ადამიანს შორის არსებული "მდინარე" რაღაცის მანიშნებელი იყო. ის წიგნი მეგობარს აქვს და არ დაუბრუნებია, თორემ ახლავე ვნახავდი.
ჯორჯონეს ნახატების უმრავლესობაში მუდამ სევდა იგრძნობა. სევდა, ან სიფიცხე. ადრე ვფიქრობდი კიდეც, რომ თითქმის ყველას ერთნაირი თვალები ჰქონდა. დღემდე მეშინია "მოხუცი ქალის". საოცრად გაფითრებულია, კანიც საშინელება აქვს, მზერაზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო.
ჩემთვის მაინც ყველაზე, ყველაზე საყვარელ ნახატად "ბიჭის პორტრეტი" რჩება. საოცრებაა… <3
LikeLike
ეს გაშინებდა, მაცო? :)
LikeLike
ho, mag qalis meSinoda.. : sss
LikeLike
არადა, რა სანდომიანია :)
LikeLike
ერთი ამისი მეშინია და მეორე ბასკერვილების ძაღლის. : ს
LikeLike
ძაღლის ნუ გეფიქრება :) მოკლეს კარგა ხანია (საწყალი) და სტეპლტონიც ზედ მიაყოლეს (სტეპლტონი არ შემცოდებია :) )
LikeLike
სტეპლტონი რა შესაცოდი იყო… ფფფ.. დამპალი, საზიზღარი.. თმები უნდა დააწიწკნო ღერა-ღერა… : ს მაგის ცოლსაც.. : სსს
LikeLike
ბერილს? რას ერჩი ცოლს… დაშინებული ჰყავდა :)
LikeLike
სულ დაშინებული… ხმა არ ჰქონდა, თუ? მერე თუ გაბედა ხმის ამოღება, მაშინ რატომ Cაიგდო ენა და ლამის რატომ დაღუპა? ნტ, ნტ, ნტ…
არა, დღემდე ვერ მომინელებია. :D
LikeLike
ოჰ, მაცო :) შენ მსახიობობაზე ფიქრს უნდა გაეშვა და ლიტერატურული კრიტიკოსი გახდე… იმდენი მკითხველი გეყოლება, ნახევარს ვერ დათვლი :)
LikeLike
ვაიმეე ამ ქალმა ახლა ისე დამაშინა ინფარქტს ცოტა მიკლია ! რაღაც ბოროტად იყურება:D
LikeLike
ნუ, ჰო…
LikeLike
მოლიკო, მსახიობობაზე ფიქრს ნამდვილად ვერ შევწყვეტ, ისეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს… მერე დედა ვეღარ მეტყვის უარს, ნამდვილად ვეღარ მეტყვის.. არა, თავის დროზე უნდა წავსულიყავი, გავყოლოდი იმ რეჟისორს.. დღემდე სულ მაგაზე მწყდება გული, მაგრამ ეტყობა, ასე იყო საჭირო.. ((
ადამიანების მიმართაც საშინლად კრიტიკული ვარ. ძალიან იშვიათია, თუ ვინმე მომეწონა. ისე, იცი, თავიდან თუ ვიღაც არ მომწონს, იმ ადამიანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მიყალიბდება შემდეგში. აი, შენ არ მომწონდი თავიდან, მოლიკო. სულ არ გიცნობდი, ორჯერ ვიყავი შენთან შემოსული, მაგრამ არ მომწონდი.. ბოლოს როგორი აღმოჩნდი, ძალიან კარგად ვიცი. :**
LikeLike
მარტო ის რეჟისორი ხომ არ არის, “შუა ქალაქში” რომ თანაშობდა :) სხვებიც იქნებიან :)
ახლა ეს მითხარი, მაცო, რატომ არ მოგწონდი, ოღონდ გულახდილად :)
დამაინტერესე :) თან ძალიან :)
LikeLike
არა, მოლიკო, ეგ ჩემი თეატრალურის მასწავლებელი იყო, ის კაცი კი, ჩემი მასწავლებლის მეგობარი.
რატომ არ მომწონდი? რა ვიცი… არ მომწონდი. :D
საერთოდაც მეგონე 17-18 წლის გოგო და ცოტა ყეყეჩიც. ახლა რომ ვიხსენებ, სულ მეცინება ხოლმე. ან 19 წლისას რა მიგიგავდა, ან შენი ყეყეჩობა სად დავინახე. :D
LikeLike
ყეყეჩიო :) :) :) შენი პირველი კომენტარები მახსოვს, ვორდპრესელი არ ვარ, თორემ ყველა პოსტზე ლაიკს დაგიწერდიო. ფბ-ს ლაიკი დააყენეო. მაშინ გეგონე ყეყეჩი?
LikeLike
არა, მოლიკო. პირველი კომენტარი მაშინ დაგიტოვე, როდესაც სიმპატიები გამიჩნდა შენს მიმართ. :*
LikeLike
მაშინ კიდევ არაუშავს :)
LikeLike
კარგი რა მოლი დამცინი?
LikeLike
რას ამბობ, არც მიფიქრია…
LikeLike
:)
LikeLike
:) :)
LikeLike
ვენეციააა <3 როგორ მიყვარს.
ჯორჯონეც მიყვარს <3 და საერთოდ იტალიური კულრურა. :)
ესეც,როგორც ყველ სხვა ჯორჯონეს ნახატი სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ულამაზესია და სიმშვიდეს მაზიარებს <3
LikeLike
ფერებია საოცარი ანა…
LikeLike
perebi lamazia…eva sheidzleba martlac aris ,magram adami???ara…upro demonuri saxe aqvs,cota avxorci???surats daakvirdit!bosha mckemsi (ertad) dasashvebia,magram mshvidad dgas upro..qali ki sheshinebulia…netav es persona xilulia qalistvis tu(xedavs)t..titqos ara,sorsaaooo…..
LikeLike