როგორ უნდა მოიქცე, თუ კვირაში ექვსი დღე სამსახურის საქმეების გამო მუდმივად მოგზაურობა გიწევს, შინ კი ამ დროს პატარა გოგონა გელოდება, რომელსაც შენს მიერ ნაამბობი ზღაპრის გარეშე დაძინება არ შეუძლია?
როგორ და… ზღაპარი ტელეფონით უნდა მოუყვე.
მერე რა, თუ კბენია ტარიფების გამო იძულებული ხარ, სათქმელი შეამოკლო… მერე რა, რომ ყოველ საღამოს ახალი ზღაპრის გამოგონება გიხდება, რადგან ძველები უკვე სამ-სამჯერ უამბო დედამ… სამაგიეროდ, ტელეფონისტი ქალები სხვა კლიენტებს ყურადღებას აღარ აქცევენ და სულგანაბულნი გიგდებენ ყურს, პატარა გოგონა კი გაღიმებული და ბედნიერი იძინებს. ეს კი ამქვეყნად ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
ვარეზეს მკვიდრი სინიორ ბიანკი წამლებით მოვაჭრე ფირმაში მსახურობს და მთელი იტალია კუნჭულ-კუნჭულ აქვს შემოვლილი. თუმცა, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, მაინც დაუღალავად თხზავს ახალ-ახალ, ზოგჯერ გასართობ, ზოგჯერ გულისამაჩუყებელ, ზოგჯერ კი ჭკუის სასწავლებელ ისტორიებს.
პატარა გოგონაც ხან ჯოვანინო ჩიტირეკიასთან ერთად დაეხეტება უკუთხო და უკუნჭულო ქვეყანაში, ხან გულკეთილ ჯილბერტოს ეხმარება საცრით წყლის მოზიდვაში, ხანაც სასწაულმოქმედი ლიფტით ვარსკვლავებს სტუმრობს.
ვის არ შეხვდებით ტელეფონით ნაამბობ ზღაპრებში – შოკოლადის კვერცხიდან გადმოსკუპებულ წკიპა კოსმონავტს, ბედოვლათ მონადირე ჯუზეპეს, პაწაწუნა ალისა-ქარისას, ბაბუას შემთხვევით ბოთლში რომ ჩაუვარდა, ლურჯად აკიაფებულ შუქნიშანს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მიუხვდნენ, ზეცისკენ მიმავალ გზაზე რომ ანიშნებდა… მსუნაგეთის სამეფოშიც მოხვდებით, მუცელა მეფეების დინასტია რომ მართავს და ლავენოელი სინიორის გაქცეული ცხვირის ამბავსაც შეიტყობთ.
კიდევ… რომელი ერთი გავიხსენო… გამოსარიცხი ცხრიანის ამბავზე გულიანად იცინებთ, რატომელა უკუღმართის შეკითხვებით გაერთობით, უჩინმაჩინი ტონინოს თავგადასავალზე იხალისებთ… იმასაც გაიგებთ, როგორ იყიდა ერთმა კაცმა ქალაქი სტოკჰოლმი და როგორ ცდილობდა მეორე კოლიზეუმის მოპარვას.
სასუსნავები გიყვართ? გემრიელი ზღაპრები თქვენთვისაც მოიძებნება – შოკოლადის გზაზე ისეირნებთ, ფერადი შაქარყინულის წვიმაში გაილუმპებით, კარაქის კაცუნებს გაიცნობთ და ნაყინის სახლში ნაირ-ნაირი გემოს ავეჯით ჩაიტკბარუნებთ პირს.
ერთი სიტყვით, ისღა დამრჩენია, ამ საოცარი სამყაროს მისამართი მიგასწავლოთ – გადაშალეთ ჯანი როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” და მერწმუნეთ, იქ კიდევ უამრავ თავშესაქცევ ისტორიას აღმოაჩენთ. ღამით კი, სინიორინა ბიანკის მსგავსად, ფერად-ფერადი სიზმრებიც გესტუმრებიან.
ამ ბოლოს წავაწყდი მაღაზიაში შედარებით ახალ გამოცემას <3
სირცხვილი მე და არ მაქვს წაკითხული. :|
მოლ როგორ ყოველთვის, გემრიელი პოსტია (როგორც შენ იტყოდი)
LikeLike
მეც ახალი მაქვს, აგათა :) ძველი, სამწუხაროდ, არ შემომრჩა.
მადლობა :) ისე, არც ახლა არის გვიანი წაკითხვა :) დამიჯერე, ისიამოვნებ :)
LikeLike
ტკბილი პოსტია. კიდევ ერთხელ დამაბრუნე ბავშვობაში <3
LikeLike
მეც ზუსტად ეს მინდოდა, მანანა :) დიდებს ვაბრუნებ, პატარებს ვუყვები, წინ რა სიამოვნება ელით :)
LikeLike
მნიამ, მნიამ, მნიამ.. დეელიშააას, როგორც დაშა ამბობდა ხოლმე.. ^^
მოლიკო, ახლა პოსტს რომ ვკითხულობდი, ერთი კი გავიფიქრე, აი, მე რომ მოლიკოს განათლება მქონდეს და მისნაირად ვწერდე… ვეღარ დავაბოლოვე. ერთი დასასრულიც რომ მეპოვნა, მერე წამოვიდა, მეორე, მესამე…. მერვე, ოთხმოცდამერვე და ა.შ.
იცი, რატომ მიყვარს შენი პოსტი, შენი ბლოგი და ზოგადად შეენ? -აამ, იცი, მგონი.. გუშინაც გითხარი. ძალიან ჩემიანი ხარ. არცერთ ბლოგზე ისე არ ვგრძნობ თავს, როგორც აქ..
თავიდან, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ 12 საათის განმავლობაში, 3-4 საათს აქ გავატარებდი… შემოვალ, ვნახავ კომენტარებს, პოსტებს… გავალ.. შემოვალ და ისევ იგივე…. იგივე ისევ…
LikeLike
მადლობა მადლობა მადლობა :) შენ არანაკლები განათლება გაქვს, მაცო :) 16 წლისამ მე შენსავით ბევრი არ ვიცოდი :)
მეც გითხარი და ახლაც გავიმეორებ – შენნაირი სტუმრებისთვის გავაკეთე ბლოგი და რაც უფრო ხშირად მესტუმრები, მეტად გამიხარდება :)
LikeLike
არაფრის, არაფრის, არაფრის… :>
ბევრი წიგნი არ მაქვს წაკითხული, უფრო სწორედ, ბევრსაც ვერ ვიტყვი. საკმაო რაოდენობის წიგნი არ ირიცხება ჩემს ბიბლიოთეკაში… არა, მარტო წიგნი არ არის განათლება, მაგრამ მისი ერთ-ერთი ძირიტადი თანამშრომელი ხომ არის? -არის.
ჰო, ძალიან კარგი სტუმართმასპინძელი ხარ შენ, მოლიკო. :> <3
LikeLike
ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, მაცო :) მთელი ცხოვრება :)
სტუმრები მყავს კარგი და იმიტომ :)
LikeLike
მოლიკო, კარგად ქე მოგეხსენება, რავარი სწრაფად გარბის დრო. ყვარელში რომ ვიყავი, იმდენად კარგი გარემო დამხვდა წიგნების წასაკითხად, რომ იმ 9 დღის განმავლობაში ხელიდან არ გამიგდია ფურცლებისსგან შემდგარი ბუკეტი.. ბოლოს ისეთი საშინელი განცდა დამეუფლა..
როგორც იქნა ქალი სარჩობელაზედ მოვკიდე ხელი და ბაბონტკააც… ისე უცხონდა იმ წიგნს ბებია, როგორც მე მოვახერხე იმ წიგნის დამთავრება.. მეორე დღეს რა ჭირად ავიტეხე თბილისში წამოსვლა, რა ვიცი… არადა ხომ დავამთავრებდი.. დედაჩემთან რაღამ გადამარეკინა და მერე ყველა რამ ჩამაყენებინა საქმის ყურში, ჰომ შემეძლო, მანამდე ცოტა მაინც მეფიქრა, რატომ შეიძებოდა ერთი დღით დარჩენა… თან იცი, როგორი ლამაზი წიგნია? რომ დავინახე გამაჟრჟოლა.. სუნი აქვს საოცარი.. ^^
არა, მთლად დროის სისწრაფესაც ვერ დავაბრალებ, მაგრამ მაინც დროის ბრალია.. 9 დღეში უნდა მომესწრო “ქალი სარჩობელაზედ”-ის დამთავრებაც.. ^^
უი, მოლიკო, იცი, რა წავიკითხე? 99 ფრანკი.. ჰაჰ.. რეალობა რეალობაა… ცუდი წიგნი ნამდვილად არ არის.
აა, ჰო, კიდევ ის, ძველი გამოშვება – ტრიუმფალური თაღის. გადავირიე, გაავგიჟდი.. მე ასეთი მაგარი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს.. აწაწაწ… <3
კიდევ, გავიხსენე თეთრი ბაირაღები.. ნუ გეშინია, დედა!
ჯეინ ეარიც წავიკითხე თავიდან… როჩესტერი ისევ გულში ჩამივარდა…
ჰემინგუეის ორი ნაწარმოები ვნახე.. წაკითხვა მინდოდა, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიე.. (((
აუ, მოლიკო, იცი, რამ დამაინტერესა? სტალინის საყვარლის აღსარება ერქვა წიგნს.. ბებია კითხულობდა.. რომ წამოვედი, მაინც და მაინც იმ დღეს დაამთავრა..
LikeLike
რამდენი რამ მოგისწრია, მაცო :) ყოჩაღ, შენ :) წიგნის კითხვის მეტს არაფერს აკეთებდი მანდ? :) აბა, სიმპატიებიო? :) თანაც, ორიო :)
“ტრიუმფალური თაღი” ძალიან მომწონს მე. ჩემი საყვარელი რემარკია. ყველა სხვას მირჩევნია. ჯეინ ეარიც მომწონს. დუმბაძეზე არაფერს ვიტყვი – მართლა კლასიკაა. ბაირაღებიც და დედაც. მაგრამ ყველაზე მეტად მარადისობის კანონი მომწონს.
99 ფრანკის რა გითხრა,… რაც შენ ჩამოთვალე, ყველაზე ნაკლებად ბეგბედერი მომეწონებოდა. თუმცა ცუდი წიგნი ნამდვილად არ არის.
აი, ის ქალი სარჩობელაზედ ვერ გავიხსენე :) და სტალინის საყვარლის მოგონებებიც არ მაქვს წაკითხული :) :)
LikeLike
ოთხი წიგნი დამრჩა წაუკითხავი იმათ გარდა, რომელზედაც წეღან ვწუწუნებდი, მოლიკო. მმ, ბიჭები ეს ისეთი თემაა… ოოო… რომ ვკვდებოდე, თვალს მაინც დავალევინებ წყალს.. :დ
წინა წელს ნახევარი წავიკითხე ამ ‘ქალი სარჩობელაზედ’-ის და მერე სადღაც გაქრა.. მამიდას უთხოვებია სხვისთვის.. აა, როგორ მიშლის ეგ ქალი ნერვებს.
თიკას 5 დღე ვეხვეწებოდი,’ ენდჰაუზის საიდუმლოება’ წაიკითხე-მეთქი და ბოლოს საშველი დააყენა.. მერე ‘აღმოსავლეთის ექსპრესი’ წავაკითხე… ვითომ, არ იყო მოულოდნელი და ხვდებოდა, რომ ყველა იქნებოდა მკვლელი.. აა.. როგორ არ მიყვარს ასეთი რაღაცები. ‘ბასკერვილებს ძაღლი’ რომ წავიკითხე, სრულიად არ დამიმალავს ჩემი ემოცია, პირიქით მთლიანად გამოვამჟაღავნე.. რაც მე მაშინ ვტიროდი. აი, მოლიკო, ოთხი დღე გავწელე. ამდენ ხანს წიგნი არ მიკითხავს. ისე მეშინოდა ხოლმე, ღამეც კი მესიზმრებოდა ‘ის’.. :დ
ნუ გეშინია, დედა-ზე რაც მე ვიცინე და ვიტირე… ძლივს მოვსულიერდი იმ მომენტზე, ჯაყოს, დირექტორის ავამყოფობის გამო მისი მოვალეობის შემსრულებლმა რაღაცა რაღაცა, რაღაცა, რაღაცა ვიღაცის ასულმა ამან და ამან რომ დაუწერა დახასიათება. აი, ეგ იყო საოცრება. :დ და ის, მინი კაბებზე რომ საუბრობდა.. მე მეგონა, უჭირდაო.. ბოლოში, დედა-შვილს შორის გამართულ საუბარზე ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა.. ((
LikeLike
მოიცა, “აღმოსავლეთის ექსპრესში” მკვლელები გამოიცანით? ყოჩაღ თქვენ :)
კარგ წიგნებს კითხულობ, მაცო :) მომწონს მე შენი ბიბლიოთეკა და როგორც კითხულობ, ისიც მომწონს :) ყოჩაღ :)
LikeLike
არა, მოლიკო, თიკას თქმით, მან გამოიცნო, უფრო სწორედ, ბოლოში ისე წავიდა საქმეო, რომ მივხვდი, ყველა იქნებოდა უეჭველიო..
მე პირადად, საქმე რომ გაიხსნა, თვალებში შუბლზე ამივიდა.. :დ
ჰო, დედას რჩევით ვკითხულობ.. წინასწარ ვეკითხები ხოლმე, ღირს თუ არა წაკითხვად.. ჯერჯერობით ყველა წიგნი ძალიან მომწონს, რომელიც წავიკითხე.. ^^
LikeLike
აი, დედა! :) მე მომიტევეთ, უხერხულად თუ გამოვა, მაგრამ დედას ჩემი გულწრფელი აღტაცება გადაეცი :)
რას ამბობ, მეც ვერ ვიპოვნე მანდ მკვლელები, ხან ვინ მეგონა, ხან ვინ და თურმე სად ხარ… ერთ-ერთი საუკეთესო კრისტია. ოსტატურად ჩახლართული სიუჟეტით და ნატიფი ფინალით.
LikeLike
ჰიოდა, მე პირველად გავიგე ‘ტელეფონით მოყოლილი ზღაპრების’ შესახებ. ^^ მერე შვილები რომ მეყოლება… :>
^
|
|
მოლიკო, ეს ამომიჭრა რატომღაც… ((
LikeLike
ჰოდა, შვილები რომ გეყოლება, აუცილებლად წაუკითხე :)
LikeLike
აუუუცილებლად. **
LikeLike
შევთანხმდით!
LikeLike
როდარის ნაწერებიდან ეს ყველაზე ძაან მიყვარს.
შოკოლადის ქვეყანა რომ იყო ეგ.
კიდევ ბავშვები რომ შეუსიეს სახლს და მიდით – დაანგრიეთო.
და კიდე დონალდ ბისეტის ზღაპრები მიყვარდა – ყველაფერი ყირამალა.
ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა – ფაიფურის ფინია, ჟრუნა დედალი, ვეფხვი რრრრრ და მავნეები – არგაბედო, ნუიზამ და გრცხვენოდეს.
LikeLike
ჩემი მქუხარე აპლოდისმენტები, ლორდ :) ზღაპრების ამბავშიც ექსპერტი ყოფილხარ.
ბისეტის წმინდა ინგლისური ყაიდის ზღაპრები… როგორ ესტუმრა ვატერლოოს სადგური ბებიას :) როგორ მოინახულა ბურუსმა დედოფალი :) და რა თქმა უნდა, ყირამალა :) უმაგრესობებია :)
LikeLike
“ყველაფერი ყირამალა” მიყვარს საშინლად :) ცი და ცხე ონკანები და ციცქნა ღრუბელი უნდა მივამატო, ლორდ :)
LikeLike
ისა :) ღრრრრ ნავში რომ ვერ ეტეოდა და აბაზანაში ჩაწვა და ცხემ წყალი მოუშვა და ღრრრრ შედგა და ჩაეტია :) :) :) :) :) :)
LikeLike
ჰოოოოოო :) და გრცხვენოდეს რომ წესიერი არამზადა იყო :) პატიოსანი :)
LikeLike
აჰა :) არამზადობებს რომ ჩადიოდა, რცხვენოდა ხოლმე :)
LikeLike
რრრრ-ს რრრრ რომ მოპარეს საწყალს :(
LikeLike
და ნაღვლიანი ბრონტოზავრი რომ მოთქვამდა – მისის ქვითინა დაიბადება ათასი წლის მერე და მე ვერ ვნახავო :) იმ ბრონტოზავრივით ვარ ახლა – ნაღვლიანი… ისეთი ნაღვლიანი, რომ “ჰარი პოტერზე” წასვლაზე უარი ვუთხარი ჩემს მეგობარს :( მეორედ არ დამპატიჟებს ნეტავ? :(
LikeLike
დაგპატიჟებს :(
LikeLike
რა ვიცი, რა ვიცი :( არა უშავს, მარტო წავალ :ქსუტუნისსმაილიკი:
LikeLike
თუ არ დაგპატიჟებს, მე და შენ წავიდეთ, მერი :) :)
LikeLike
და არითმეტიკის ქვეყანაში, დიკერი-დიკერიმ რომ ასწავლა, საათი უკან გადაწიე, გუშინდელი დღე დააბრუნე და რრრრრ-საც იპოვნიო :) :) :)
LikeLike
ფაიფურის ფინია)) მეც მიყვარდა ბისეტის ზღაპრები.
LikeLike
ბისეტის მოყვარულთა კლუბის კიდევ ერთი წევრი :) ველქამ! :)
LikeLike
vai rogor minda <3 ar maqvs wakitxuli da arc wigni minaxavs, tan mteli weli am abituerntobis gamo araferi wamikitxavs da exla ertiii suli maqvs rame daviwyo(nu rom davamtavreb sabolood), xoda iqneb vishovo esec. ise zgaprebi mec dzalian miyvars, qartule xalxurebs dgemde vkitxulob. magaria.. sul sxva azria tu sxvanairad miudgebi…
LikeLike
მაღაზიაში ხშირად მხვდება, ნათია და არც ისეა საქმე, ზღაპრებია და მხოლოდ საბავშვო იქნებაო, რომ იფიქრო :)
გამოცდების საქმე როგორ მიდის?
LikeLike
არაჩვეულებრივი იუმორი აქვს.
ერთი რომ ძალიან ზრდილობიანი კაცი იყო და სამი ქუდი ეხურა – რომ სამჯერ მოეხადა მისალმებისას – მაგრამ უჭირდა ორი ხელით ამ სამი ქუდის მოხდა და კატა ყავდა მხარზე შემოსკუპებული.
სუპერ.
LikeLike
მართლაც რომ სუპერ!
ანგლოფილს გაგხდის კაცს. ქალსაც :)
დაკარგული ჩრდილის ისტორია? დედოფლის კარის ძროხა?
ერთი მეორეზე უკეთესია ყველა.
LikeLike
მოლი, ახლა სძინავს, ხვალ გადავცემ. ** მოლი, ადრე როგორ არ მიყვარდა იცი, წიგნების კითხვა? აააწაწაწ.. საერთოდ ვერაფერს ვხედავდი საინტერესოს წიგნებში.. მახსოვს, დედამ ჩემს გამო დაიწყო ზღაპრების წერა, უფრო სწორედ, ზღაპრების წერა სისტემატიურად.. მახსოვს სამ ძმაზე მოთხრობა, კიდევ ზღარბებზე.. იცი, რა ერქვა მოთხრობას ზღარბებზე? როგორ გაუჩნდათ ზღარბებს ეკლები.. მერე მისი ერთ-ერთი ზღაპარი ჟურნალ კარუსელშიც იბეჭდებოდა, დაახლოებით 20 ნომერში გადაანაწილეს… მერე წიგნი თარგმნა და გამოუშვა.. ახლაც ახალ წიგნზე მუშაობს.. რა სასაცილოა მუშაობის პროცესში, ცალი თვალით უნდა შეგახედა.. ^^
ეგ კი არა, უნდა გითხრა. ამ რამდენიმე დღის წინ, დედას წერილები წავიკითხე, ბებოსთან რომ გზავნიდა ხოლმე, მე და ჩემი და უკვე ვყვადით. ჰოდა, აი, იცი, როგორი სხვა არის მაინც? რამდენიმე აბზაციც კი კმარა იმისთვის, რომ მიხვდე, ეს ადამიანი წერსო…
არა, მართლა ძალიან მაგარი დედა მყავს..
ოი.. კრისტი ძალიან მაგარია… ჩემთვის მეორეა… <3
როჯერ ეკროდის მკვლელობა.. პუაროს შობა.. მკვლელობა აბანის მიხედვით.. მესამე გოგო.. მართლა ძალიან ზე ქალია.. ჩემთვის პირველი მაინც აღმოსავლეთის ექსპრესია.. ))
LikeLike
ძალიან კარგი დედა გყოლია, მაცო :)
ხვალ გადაეცი, ახლა ნუ გააღვიძებ :) შენ რომ ფეხზე ხარ, ესეც ცუდია… უნდა გეძინოს :)
დეტექტივების სერიოზული მოყვარული ყოფილხარ, ჩვენში რომ დარჩეს :) რაც ჩამოთვალე, “ათ პატარა ზანგსაც” მივუმატებდი მე. როჯერი მართლა უმაგრესია და ერთადერთი, სადაც მკვლელი ყვება რომანს.
კრისტი თუ მეორეა, პირველი რომელია? კონან დოილი?
LikeLike
ახლა არა, მაგრამ შემდეგ, თვეების.. დიდი ხნის, ან ცოტა ხნის, ან არ ვიცი.. მოკლედ, შემდეგ, მოგიყვები უუფრო ბევრ რამეს და მერე ძახილის ნიშნასაც მიაწერ, ნუ თუ შენი სურვილი იქნება ჩემი მოსმენა.:** ერთადერთი თემაა დედა, ვისზე საუბრის დროსაც არ ვუფიქრდები, ხალხმა რა შეიძლება იფიქროს..
არა, მოლიკო. ბევრი არ მაქვს წაკითხული. რამდენიმე მხოლოდ. ჰო, პირველი,რა თქმა უნდა, ჰოლმსია.. ორი წლის წინ პუარო იყო, ახლა ჰოლმსი.. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ შეიცვალა.. ისე, კაცებს მაინც როგორი ოთხკუთხედური გონება აქვთ, არა? ^^
LikeLike
შენ რასაც მოყვები, ყოველთვის დიდი ინტერესით მოგისმენ, მაცო. მითუმეტეს – ასეთ თემაზე.
ჰოლმსი ჰოლმსია კი :) ოღონდ, კრისტიც ძალიან კარგია და ასე ვერ ვიტყვი, რომელი ჯობია.
ისა და… კაცებს რატომ აქვთ ოთხკუთხედური გონება? :) :) :) :)
LikeLike
ახლა მართლა იტყვი, მხოლოდ სევდიან ამბებს ყვებიო. :დ:დ:დ
კარგია ორივე… კონანდოილიც და კრისტიც.. მაგრამ ჩემთვის უფრო ჰოლმსია, ვიდრე პუარო.. არა, მაინც ორივე ძალიან მაგარია.
აი, ოთხკუთხედური.. წვეტიანი.. მათემატიკური.. ვერასდროს ვერ ვხსნი, რას ნიშნავს ჩემთვის – ოთხკუთხედური გონება. იმედია, წლბების შემდეგ მაინც მოვახრხებ. :**
LikeLike
:) :) წლების შემდეგ რომ მიხვდები მაგას, არ დაიზარო, აქ შემოიხედე და მითხარი :) დამაინტერესა :)
LikeLike
აუცილებლად… აი, შენ როგორი წარმოგიდგენია კაცის გონება?
ჰომ ამბობენ, რომ უფრო ტექნიკურია კაცის გონება, ვიდრე ქალისო.. ჰოდა, ამ ტექნიკურს, მათემატიკურს, თუ აი, რაღაცნაირს ვეძახი ოთხკუთხედურს.. :დ
LikeLike
მამაკაცს ლოგიკა უფრო მეტი აქვს და ქალს – ინტუიცია.
დაახლოებით ასეა გავრცელებული მოსაზრება :)
ჰოდა, აბა შენ მითხრი, სოფია კოვალევსკაიას და მარია კიურის როგორი ტვინი ჰქონდათ?
LikeLike
მმ, ინტუიცია მე მაქვს კარგი. ^^
კიური ეს ნობელის პრემია რომ მიიღო, ჰომ ეგ არის? ადრე ვკითხულობდი, ნობელის პრემიის მქონე ქალების შესახებ. ისე, რამდენნი არიან, არა? დაახლოებით 40, ან შეიძლება ცოტა მეტი.
სოფია კოვალევსკაიაზე თემა დავამუშავესავით. უფრო სწორედ ვაპირებდი, მაგრამ მერე მასწავლებელმა, კარგით არ მინდაო. ძალიან მაგარი ქალი იყო. მწერალი, ქალთა უფლებების დამცველი, მათემატიკოსი.. ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული. ისე, ჩემს ინგლისურის წიგნშიც წერია მის შესახებ, მგონი. დედას უნდა გადავურეკო და ვკითხო, სად შეინახა წიგნები.. **
LikeLike
კი, ეგ არის :) წარმოშობით პოლონელი – სკლოდოვსკაია. კიური ქმრის გვარია. იმიტომაც დაარქვა თავის აღმოჩენილ ელემენტს პოლონიუმი.
ქმარიც ნობელიანტი ჰყავდა.
ჰო :) კოვალევსკაია პრეფერანსს თამაშობდა კიდევ ძალიან კარგად :)
LikeLike
ჰაისმითს ვკითხულობ ახლა.
ნუ რიფლის სერია დავამთავრე და კიდევ სხვას ვკითხულობ… მარა არა რა :)
LikeLike
პატრიციას? და არ მოგწონს?
LikeLike
ისე რა… პირველი რიფლი თითქოს კარგია მარა მერე სულ უარესი და უარესი. და საერთოდაც ფილმი ჯობია.
ჟაპრიზო არაა მოკლედ.
LikeLike
შენ ნუარი მოგწონს, როგორც მახსოვს.
ბრედბერის ნუარ-დეტექტივი შეაქე ერთხელ.
ჟაპრიზოს სპეციალისტი მერია :) და ზოგადად, დეტექტივების დედა. უამრავი რაღაც აქვს წაკითხული.
LikeLike
ჟაპრიზო ძალიან კარგი მწერალია. ხასიათები და ყველაფერი.
ჰაისმითი ვერ ქაჩავს. აი, კატამ რა მოიტანა – ეგ მოთხრობა კარგია შავი იუმორით…
კიდევ რუთ რენდალს ვკითხულობდი. არა უშავრს რა…
LikeLike
და ფილის ჯეიმსი მყავს რიგში :)
ქალ დეტექტივისტებს ვიკვლევ :)
LikeLike
ჯეიმსი არ წამიკითხავს. მითხარი მერე, თუ ღირს და მივხედავ.
LikeLike
ჰაისმითი ამას წინათ დავიწყე და არ მომეწონა, აი, ფილის ჯეიმსი მიყვარს, თავისი დელგლიშით. რუთ რენდალიც არ მომხვედრია ხელში, ნუარია?
LikeLike
შენ მე მაოგნებ, მერი.
ოღონდ, მართლა.
ყველაფერი როგორ გაქვს წაკითხული :)
LikeLike
ყველაფერი სულაც არ მაქვს წაკითხული :) აი, რუთ რენდალი პირველად გავიგე :)
LikeLike
სასექტემბროდ რენდალიც გექნება…. ჭეშმარიტი ბიბლიოფაგი ხარ შენ! :)
LikeLike
იგივე ბარბარა ვეინი.
ნუარი არაა – უფრო ფსიქოლოგიური დეტექტივია. ცუდი არაა ზოგადად.
ადრე ვნახე სტატია იყო – ში როუთ მარდერ – და ქალი დეტექტივისტები იყო ჩამოთვლილი – აგათა, ჰაისმითი, რუთ რენდალი, ჯეიმსი, ფრენსის ჰეგერთი. ჰოდა ნელ-ნელა ვეცნობი :) იმიტომ რომ ზოგადად სექსისტური ლიტერატურული გემოვნება მაქვს :)
LikeLike
სექსისტური რატომ? დეტექტივები ქალების გირჩევნია და ფანტასტიკა – მამაკაცი ავტორების? რაღაც ვერ ვამჩნევდი აქამდე.
LikeLike
სექსისტური იმიტომ რომ წიგნებიც და ფილმებიც მამაკაცების შექმნილი მირჩევნია. :)
ურსულა ლე გუინი ერთადერთი გამონაკლისია ;)
LikeLike
:) :) :) ურსულას ყველაფერი გაქვს წაკითხული, ლორდ?
LikeLike
ყველაფერი რა მაგისი რედაქტორი კი არ ვარ.
LikeLike
ძალიან კარგი უნდა იყოს შავი იუმორი, რომ მომეწონოს.
შეკლის სტილს უფრო ვკითხულობ და ვგუობ. ან სტრუგაცკებს.
ხვალ ზელაზნის ქრონიკები უნდა დავიწყო ქართულად. განსხვავებები მაინტერესებს.
LikeLike
ვაიმე ჰიჩქოქზე ვგიჟდები. :)
მიყვარს პარადოქსალური იუმორის გრძნობა რომ აქვთ ადამიანებს.
უბრალოდ ნუარიც მიყვარს. მაგრამ იუმორიც თუა გარეული – კიდევ უკეთესია.
LikeLike
ფსიქო და ჩიტები :)
წიგნი მახსოვს ერთი, ღრმა ბავშვობაში, “ალფრედ ხიჩკოკ რეკომენდუეტ” – დეტექტიური მოთხრობების კრებული იყო. მისი იყო თუ უბრალოდ შეადგინა, ვეღაც ვიხსენებ. დიდი კრძალვით და შიშით ვკითხულობდი :)
LikeLike
აბა ძილინებისა, მოლიკო.
ტკბილი ძილი, ჭყეტელა სიზმრები.. :*
დროებით.
ხვალ დილით ისევ აქ ვიქნები. :********
LikeLike
ძილი ნებისა,მაცო :) ფერადი სიზმრები :) და დროებით :)
LikeLike
აააი, უკვე აქ ვარ, მოლიკო!
<3..დილამშვიდობისა..<3
LikeLike
დილა მშვიდობისა, მაცო :)
LikeLike
როგორ ხარ, მოლიკო? :*
LikeLike
ცხელა :) სხვა მხრივ, არა მიშავს.
შენ როგორ ხარ? :)
LikeLike
me ori kino gadmovwere da axla andrias velodebi, rom maRaziaSi gavagzavno.. :d mokled, kargad var. :D
LikeLike
დაგისაქმებია ბიჭი :) სულთანი ხარ, მაცო :) და რა ფილმებია? :)
LikeLike
ერთ-ერთი ფილმია – Beastly. ურჩხული და მზეთუნახავის თანამედროვე ვერსია ყოფილა. თან ალექსი თანაშობს. ალექს პეტიფერი ხომ იცი, ახალგაზრდა, სიმპატიური… ბავშვობაში მიყვარდა ისე საშინლად… აწაწაწ… :>
მეორე ფილმი, ორი ნაწილისგან შედგება.. Kidulthood და Adulthood… გიორგიმ მითხრა, რომ კარგი ფილმია და თან თინეიჯერბზეაო.. მოგეწონებაო. ვნახოთ აბა რა იქნება. ^^
LikeLike
რა ჩამორჩენილი ვარ კინოს ამბავში, მაცო… :) :) :)
არც ერთი მეცნო და არც მეორე :)
LikeLike
wow :) ჩემი საყვარელი ზღაპრებია, დედა მიკითხავდა ბავშვობაში :) ნაზუქის ურმები მახსოვს კარგად, ნაზუქი რა იყო არ ვიცოდი, მაგრამ სიტყვა მომწონდა :D
LikeLike
გემრიელად ჟღერდა, არა? :) :)
შესანიშნავი ლიტერატურული (და გასტრონომიული) გემოვნება გქონია, გრიფინ :)
LikeLike
რა კარგი წიგნი გამახსენე, მოლი :) ოდესღაც ზეპირად ვიცოდი. ჩიპოლინოზე და ჯელსომინოზე არანაკლებ მიყვარდა…
LikeLike
არაფრით არის როდარის სხვა შედევრებზე ნაკლები. უბრალოდ, ჩიპოლინოსავით სახელგანთქმული ვერაა.
LikeLike
ვაჰ, როგორ მოგწონთ თურმე ბისეტი :)
ნუ, როდარი სხვა საქმეა, მომწონს :) ჯელსომინო ყველაზე მეტად :)
LikeLike
ჰო :) შენ არ ,მოგწონს ბისეტი, მახსოვს :)
ეს კომენტარების კომენტარი იყო :) პოსტი ვის გაახსენდა :აქვითინებულიმოლი:
LikeLike
პოსტი უგემრიელესი, უთბილესი და უსაყვარლესია, მოლი :)
LikeLike
მადობა მადობა :ქვითინისქსუტუნშიგადასვლისსმაილი:
LikeLike
ვაიმე, რა გაქვითინებს? :) რა ვიცი, კარაქის კაცუნები მახსოვს მე ყველაზე კარგად და კიდევ სტოკჰოლმის ყიდვის ამბავი…
ნუ, ჩიპოს და ჯელსომინოს მერე აღარ მომინდომებია მაგ ზღაპრებში ჩაღრმავება რატომღაც და რა ვიცი, რა ვიცი :) მაგიტომაც დავდუმდი, მაგრამ ვინ გაცალა :)
LikeLike
პოსტი თუ მოგეწონა, ეს ვერ გავიგე :) :) :) და ამიტომაც ვქსუტუნებ :)
LikeLike
ნუ, მე მაგას აღარც აღვნიშნავ ხოლმე, თორემ ყველა პოსტზე ერთი და იგივე შინაარსის კომენტარის დატოვება მომიწევს :)
LikeLike
დამამშვიდე ;) :) :) ისა და… საუკუნეა, არაფერი დაგიწერია, თამარა :) ხდება რამე?
LikeLike
მუზამ გადამაგდო :) გრინმართან მივჯღაბნე ერთი გესთ-პოსტი და ესაა :):)
LikeLike
ვაი ვაი ვაი… და ამას მალავდი? სასწრაფოდ ლინკი მაგნუმზე :)
LikeLike
მრცხვენის :( :(
LikeLike
მაინც მივაგნებ :)
LikeLike
თან ქართულად მართალია – რუსულიდან, მაგრამ რეზო ინანიშვილმა თარგმნა.
LikeLike
შენც ის ძველი ბისეტი გქონია, ლორდ. პრინციპში, სხვა არც არის ალბათ.
LikeLike
მგონი მარტო ჩვენთან იყო ასე პოპულარული – ყოველ შემთხვევაში ვიკიპედია არ ცნობს ფაქტიურად :)
LikeLike
ინანიშვილის ხათრითაც ალბათ. კიდევ იმიტომ, რომ სხვა არ იყო. ტრევერსი და მილნი მაინც ცოტა განსხვავებულია.
LikeLike
კარგია თან და რას ერჩოდნენ ვერ გავიგე.
მილნი ამერიკელებმა დააპიარეს. ინგლისში უფრო პოეტად იცნობდნენ.
სხვათა შორის, როულინგიც ამერიკელებმა დააპიარეს – იმ დღეს ბესთსელერებზე ვკითხულობდი და როულინგი ინგლისში ბევრად ნაკლებია გაყიდული, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მთლიანად ბრიტანეთის ჩათვლითაც კი გერმანიას მაინც ჩამორჩება.
LikeLike
ამიტომ ვაფასებ ამერიკელებს – ქსენოფობიური ბოჭვები არ აქვთ და რაც კარგია, ყველაფერს სათავისოდ იყენებენ.
რუსეთში ჭედავენ პოტერზე. პოტერომანების კომიუნითებია ოხრად. როლური თამაშები, პორტალები და ასე შემდეგ.
LikeLike
რუსეთზე ძნელია მონაცემების მოპოვება. გრეი მარქეთია.
ჯერ წიგნად გამოდის ნ რაოდენობით ულიცენზიოდ და მერე ელექტრონული ვერსიები ხომ სულ ეგეთია – ამიტომ ვერავინ თვლის :)
LikeLike
გრეი მარკეტს რას დათვლი… უბრალოდ, ნეტს რომ ვათვალიერებ, პორტალებზე ხალხია ბევრი. ლაივ როლურ თამაშებსაც აწყობენ. პაროდიებიც გამოდის. ერთი ვიცი – ტანია გროტერის თავგადასავლებია და ისეთი დიზაინი აქვს ყდას, კარგად თუ არ დააკვირდი, პოტერისგან ვერ გაარჩევ. მოკლედ, პოპულარულია ძალიან.
რუსებს ფენტეზი უყვართ. საიენს ფიქშენიც, პრინციპში და საერთოდ, კითხვა უყვართ.
LikeLike
მოლი, რა კარგია, როდესაც ძირითადი რაღაცების გარდა, კიდევ ბევრი რამ იცი.. აი, ეს მომწონს ძალიან.
ნამდვილად არ ვიცოდი, თუ რატომ დაარქვეს თავის აღმოჩენილ ელემენტს პოლონიუმი.
პირველი ქალი ეს არ იყო, მოლი?
პიერი.. ფიზიკაში რომ მიიღო ნობელის პრემიერა, მასთან ერთად ჰომ კიდევ მიიღეს? თავის ცოლთან ერთად მუშაობდა და კიდევ ვიღაც ქალთან, თუ კაცთან.. ეს უკვე გაზეთში წავიკითხე. პაპაჩემს აქვს ძააალიან დიიიიიდი გაზეთები და იქ ისეთი საინტერესო რაღაცები წერია. ისე უფრთხილდება… ერთხელ გამეხა ძალიან ცოტათი და ისეთი ამბავი დამაწია. როგორი ბუზღუნაა უნდა ნახო. მე არ ვუყვარვარ. ერთხელ გასაღები თვითონ ჩაუტყდა კარებში და მე დამაბრალა, მარიკას რომ მივეცი, ის მომიღუნავდაო.. არადა, რაღაცას აკეთებდა წინა დღეს და გასაღები რომ მივუტანე, იქვე მიაგდო. პააპ, ფრთხილად არ გაგიტხდეს-მეთქი და შენ ვინ გეკითხებაო. ჰაჰ, თავში ქვა უხლია, მუცელში სამართებელი.. :D :D
LikeLike
პირველია, კი. ოღონდ, ფიზიკაში და ქალი. პირველი ფიზიკოსი ნობელიანტი რენტგენი იყო.
ერთად მუშაობდნენ :) ცოლიც და ქმარიც და მაგას გადაჰყვა ორივე.
გაზეთების გახევა არ ვარგა, მაცო :) მითუმეტეს, თუ ინახავს პაპა :) მეც მეწყინებოდა :)
LikeLike
უცებ არ კითხულობდეს ეგეც. არა, ჰო, მთლად შესაქები საქციელიც არ იყო, მაგრამ ასე გასაბრაზებელიც არ არის.. თან ძალიან ცოტათი ჩაიხა. ნაწერებამდე არც კი მისულა… არც დამიმავალს, მივედი და ვუთხარი. ასე და ასე მომივიდა-მეთქი..
უფუუფუფუფ… :დ:დ:დ
LikeLike
:) :) :) მთავარია, რომ ინახავს :)
და შენც ნამეტანი ნუ გაბრაზდები :)
LikeLike
როგო არ უნდა გავბრაზე..
რას მიკეთებს ხოლმე, ერთი უნდა ნახო…
ასე არცერთ შვილიშვილზე არ არის გადაკიდებული..
არა, ჩემი ბრალიცაა… არასდროს ხმამაღლა არ ვალაპარაკებ ხოლმე და მაგაზე სულ გიჟდება.. რომ ჩამოვედი, ვაა, ჯიგარო, ასე ადრე რატოო და ჩამეხუტა. მეთქი-აა? ასეთი რაღაცები არ სჩვევია ხოლმე.. :დ:დ:დ
LikeLike
მაცო:) ბაბუაა :) რეებს ამბობ შენ :)
LikeLike
babua? არ ვიცი… ჩემთვის ძალიან უცხოა, ძალიან უცხო.
LikeLike
შენ უკეთ იცი, მაცო…
LikeLike
კაცოო… ეგ ის 81 წლის პაპიკო არაა? თუ ის მეორეა?
LikeLike
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, უნდა გადმოვიღო წავიკითხო :) კარგი პოსტია მოლი, ლამაზი და უდარდელი დრო გამახსენა <3
LikeLike
არ იცით, როგორ მიხარია “უნდა გადმოვიღო, წავიკითხოო” რომ მეუბნებიან :) პოსტისთვის ამაზე დიდი წარმატება რა უნდა იყოს :) მადლობა, თეო :)
LikeLike
ბუნდოვნად, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”… უფრო სწორად, სათაურის წაკითხვაზე გამახსენდა და… ვაიმე!.. ძალიან-ძალიან ტკბილი მოგონებები გამოიწვია… მადლობა, მოლი, ამისთვის <3
LikeLike
მშვენიერია :) მიხარია, რომ მოგეწონა, მარიამ :)
LikeLike
ისე, ზოგადად მირჩევნია წერის მანერა რომ არის კარგი, ვიდრე სიუჟეტი რომაა კარგი. ეს ყველა ჟანრს ეხება დეტექტივების ჩათვლით – თუ ორივეა ამას რა ჯობს :)
ისე, ბლოგებზეც იგივე აზრისა ვარ.
ჯერ მთავარია როგორ წერ და მერე ის, თუ რაზე წერ.
პოლ ვალერიმ თქვა – სიუჟეტი ისაა, რაზეც მდარე ნაწარმოები დაიყვანებაო :)
LikeLike
ლაბორატორიულ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეა – ღრმად არაჩემი სტატიაც წამიკითხავს და გადაცემაც მინახავს ბოლომდე მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტი იყო საინტერესო და საინტერესოდ წერდა (ყვებოდა).
ეს თეორიულად. რაც შეეხება პრაქტიკას, ის, ვინც პოსტის სათაურად “სექსში ღრმად შესვლას”, “მე და სექსს”, “ბებიაჩემის ინტიმურ საიდუმლოებს” ან “ჩემი მეზობელი ჟენია მეტროსექსუალიას” ირჩევს, ვერც წერის სტილით დაიკვეხნის და ის პოსტი თავიდან ბოლომდე, სათაურიდან ეპილოგამდე, ერთი დიდი ნაგავია.
LikeLike
მოლა ნასრედინისა და ხურმასი არ იყოს – სხვა როგორ გავკილო მყვირალა სათაურების გამო, როცა თავადაც ვიყენებ. მთავარია სათაური და პოსტი ალთა-ბალთას არ იყოს.
LikeLike
გაკილვით არც მე გავკილავ… მარტო სათაურის პრობლემა რომ იყოს, რა უშავს… უბრალოდ, ვიმახსოვრებ ასეთ ბლოგებს და მერე ასტრიდზეც რომ ეწეროს რამე, აღარ ვნახულობ :)
LikeLike
ასტრიდზეც შეიძლება რამ სკანდალური პოსტის დაწერა.
შვედი იყო ბოლოს და ბოლოს.
უნდა მოვჩხრიკო ერთი მაგისი ბიოგრაფია.
LikeLike
დაწერა ყველაფრის შეიძლება, ლორდ. საქმე იმაშია, ვინ წერს და როგორ წერს. და ვინც ფონს სკანდალური თემებით გადის, როგორც წესი, ძალიან ცუდად და უინტერესოდ წერს. უმრავლესობა ასეა.
LikeLike
ჰეჰ:) ჰქონდა სკანდალები, სხვათა შორის, მაგის გამო წავიდა სმოლანდიდან… :)
LikeLike
ვის რა დაუშავა? :(
LikeLike
სასიყვარულო სკანდალი იყო, მოლი… ქორწინების გარეშე ჰყავდა შვილი, ორსული წავიდა სახლიდან, რაღაც ასე მახსოვს :/ ნუ, ღარიბი და მკაცრი სმოლანდისთვის უცხო იყო ეს. ისე, ქორწინებაზე თვითონ თქვა უარი, დაადო თავი და წავიდა სტოკჰოლმში. ჰოდა, კიდევ კარგი :)
LikeLike
ბოზი ასტრიდ ლინდგრენი
პედოფილი ლუის ქერალი
კომუნისტი ჯანი როდარი
პედერასტი ჰანს ქრისტიან ანდერსენი
ვის ხელშია საბავშვო ლიტერატურა :(
LikeLike
ჩაიკოვსკი
უაილდი
ნურიევი
მერკური
ჩაპლინი
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ…
LikeLike
ჩარლისგან რა გინდა? :)
LikeLike
ქალი ეგ ყოფილა!!! :)
LikeLike
ჩარლის ცოლების ასაკს გადახედეთ, მილორდ :)
LikeLike
უნაზე ამბობ?
არასრულწლოვანი ხომ არ იყო :) თან ეგ ყველაზე ბედნიერი ქორწინება გამოდგა.
LikeLike
უნა ჩვიდმეტის იყო, ჩარლი – ორმოცდაცამეტის.
დასაქორწინებლად ისეთი შტატის ძებნა მოუხდათ, სადაც ნებას დართავდნენ.
ლიტა გრეი, საერთოდ, თოთხმეტის იყო.
LikeLike
რა გინდა მოლი,რას მერჩი) საღამოს უნდა გადმოვიღო და წავიკითხო, ძველებურად ვიხალისო “ტელეფონით მოყოლილ ზღაპრებზე”.მადლობა შენ ამ პოსტისთვის და ჩემი ბავშვობის კონკრეტული ეპიზოდების გახსენებისთვის,რომ არა ეს პოსტი ბევრი რამ არ მახსოვდა..
LikeLike
თუ შენ წიგნს გადმოიღებ და წაიკითხავ, პოსტის მისია შესრულებული იქნება :)
LikeLike
ბავშვობის საყვარელი წიგნი იყო, როგორ ტკბილად მახსენდება ეხლა :)
LikeLike
ბავშვობის წიგნებმა ასე იციან :) მერე, დიდობისას, უფრო გემრიელდებიან :)
LikeLike
კარგა ხანია ასეთი თბილი, ტკბილი და ჩაიზე მისაყოლებელი პოსტები არ წამიკითხავს. გემო ჩავატანეhttp://s0.wp.com/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif?m=1309109346g
LikeLike
მადლობა, მადლობა :)
ისა და… ავტოგრაფს (ლაიქს ანუ) პრინციპულად არ ტოვებ თუ უბრალოდ, შემთხვევით?
LikeLike
უბრალოდ, შემთხვევით. არაა პრობლემა აწი დავტოვებ. მავიწყდება ხოლმე :)
LikeLike
D’accord!
LikeLike
Parlez-vous français?
აუჰ გამოვიდე თავი დიუმა ატდიხაეტ!
LikeLike
არა, სულ რამდენიმე წინადადება :)
LikeLike
არც მე ვიცი მაინცდამაინც ბევრი :)
LikeLike
შენ ყველაფერი წინ გქონია :)
LikeLike
:)
LikeLike
gmadlob moli blum dzalian momewona. me chipolinoc zalian mikvars, xaxvic ki shemikvarda magis xatrit:)
LikeLike
მადლობა, ლუკა :) მიხარია, რომ მოგეწონა :) ისე, ხახვი სალათშია კარგი :) კიტრთან, პომიდორთან, ცხარე მეგრულ წიწაკასთან და ყველთან ერთად :) ჩიპოლინი მეც ძალიან მიყვარს :)
LikeLike
კიდევ მშიერი დადიხარ სამსახურში, ხომ? :) :)
LikeLike
მეტყობა, არა? :(
მაკდონალდსის ნაყინი მინდა :( :(
LikeLike
2-317667 ან 2-218818 დარეკე და პიცა შეუკვეთე
(ცხარე პიცას გირჩევ) :)
LikeLike
რომელი პიცერიაა? მე მხოლოდ პანატერიას ვაღიარებ!
LikeLike
mcvadtanac ara ushavs, moli. mteli tvit gemshvidobebit tkvenc da blogsac. shemodgomamde:)
LikeLike
მწვადთანაც მშვენიერია, კი :)
დასასვენებლად მიდიხარ, ლუკა? აბა შენ იცი. კარგად დაისვენე და შემოდგომაზე ისევ გვეწვიე :) ვეცდები, გემრიელი საკითხავი პოსტები და სახალისო სათამაშო ვიქტორინები დაგახვედრო :)
LikeLike
ვინ გაგაბრაზა, ლორდ? :)
LikeLike
დიდი სხვაობა რომ იყო ვიცი და იუჯინი არ ელაპარაკებოდა სიძეს… მაგრამ ბედნიერი ქორწინება აღმოჩნდა და ლამაზი შვილები ყავთ. და ნიჭიერი.
პანეტერიაა ზუსტად.
თუმცა, პრეგოსაც კარგი პიცა აქვს.
LikeLike
ბედნიერები იყვნენ და ეს მთავარია :) ვისთან ეძინათ და ვისთან იღვიძებდნენ, ეს უკვე მათი პირადი საქმეა. у всех свои скелеты в шкафу.
პანატერიაში როტონდაა ჩემი ფავორიტი. დიდი ხანია, სხვა პიცა არ გამისინჯავს.
LikeLike
მაგათ იმდენი შვილები დაჩეკეს, მგონი სულ არ ეძინათ :)
LikeLike
ან ერთმანეთი უყვარდათ ძალიან :)
LikeLike
ძალიან დადებით განწყობაზე დავდექი პოსტის წაკითხვის შემდეგ, პირველი რაც გავიფიქრე აუცილებლად უნდა წავუკითხო ჩემ დის შვილს მეთქი, მართალია ჯერ ძალიან პატარაა და მხოლოდ ნახატების თვალიერებით შემოიფარგლება, მაგრამ მე ჯიუტად არ ვანებებ თავს და ვუკითხავ ზღაპრებს (უფრო სწორად კი ჩემთვის ვკითხულობ), ჰოდა ვინაიდან არ მაქვს წაკითხული და ვინაიდან შვებულება წინ მაქვს აუცილებლად წავი(უ)კითხავ :)
LikeLike
მადლობა, ფინიკი :) შენს პატარა დისშვილს. მერწმუნე, ზუსტად ახლა უნდა წაუკითხო ხარისხიანი წიგნები. ასეთ ნაწარმოებთან შეხვედრა ადრე არასოდეს არის. მერე რა, თუ ყველაფერს მთლად ზუსტად ვერ გაიგებს… ის, რასაც წაუკითხავ, ჰაერში არ გაიბნევა, აუცილებლად დაილექება და გემოვნების ჩამოყალიბებაშიც წაადგება :)
LikeLike
პირველად გავიგე და ძლაიან დამაიტნერესა და საერთოდ მიუხედავად ასაკისა ზღაპრები ძალიან მიყვარს :))))
LikeLike
ზღაპრებს ასაკი არ აქვთ, ჯესი. კარგი ზღაპარი ყველას მოსწონს, დიდსაც და პატარასაც.
LikeLike
ვაიმეე, ეს წიგნი რამდენჯერ მომიშორებია თავიდან, არადა მიყვარს ზღაპრები( მსოფლიო ხალხთა ზღაპრები გადაბულბულებული მაქ მთელი ტომეული). დამაინტრიგე :)) უნდა წავიკითხო :*
LikeLike
ნამდვილად არ არის თავიდან მოსაშორებელი წიგნი. მითუმეტეს, ზღაპრების მოყვარულთათვის.
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად? მე – აფრიკულები და იტალიურები.
LikeLike
ვაა, ახლა შევამჩნიე! – com . გილოცავ,, რა მაგარია! :) :) :)
LikeLike
danke! :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
პირველი რვა თვვის ტოპ.ჯი სტატისტიკა კი წამიშალა, მაგრამ მაინც მაგარია :)
LikeLike
ხო მაგარია! ახლა ივხვდი რაზე მკითხე, უკვე დაგიმატებია. :ბოთე სმაილი
LikeLike
ოთხი დღეა, ამაზე ვწვალობ და მაინც დავამატე! :) თან მწვანე!
LikeLike
ვერ მოვწვი! ხო მაგარია მაგრად უხდება – მწვანე. :) მაგარი ხარ რა! მეც ბევრი ვიწვალე სანამ დავაყენებდი :)
LikeLike
ჯავასკრიპტს არ იღებდა ვორდპრესი.
LikeLike
ხო :)
LikeLike
ჩემი ბავშვობის წიგნები ისევ :დ
მოლი ბლუმის ბლოგი = ბავშვობის ნოსტალგიას
LikeLike
საბავშვო ოთახში – კი :)
LikeLike
რა საინტერესოა. და რა მოძველ
LikeLike
ებული,ჩვენს შვილებს სკაიპში წავუკითხავთ ალბათ :)
LikeLike
ტელეფონშიც შეიძლება :) ვცადე ერთხელ და მშვენივრად გამოვიდა :)
LikeLike
მგონი, ჩიპოლინოზე მეტადაც კი მიყვარდა “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” :) ცოტა კი “მიმავიწყდა”, მაგრამ გავიხსენებ ბავშვებთან ერთად :)
LikeLike
გაიხსენე, არ ინანებ :))
LikeLike
[…] ჯერ მხოლოდ “ჩიპოლინოთი” და “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრებით” გადავიხადე. ცრუთა ქვეყანაში […]
LikeLike
[…] გახარებულმა დავხედე. ჯანი როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” და “ჩიპოლინო” უკვე მაქვს და […]
LikeLike
რომელ მაღაზიაში შეიძლება „ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები“ს შეძენა?
LikeLike
ყველგან, სადაც საბავშვო ლიტერატურა იყიდება.
LikeLike
hehee, axlac miweria planshetshi eleqrtronuli versia, adre gadavawydi da miuxedavad wakitxulisa mainc chaviwere, mere mteli zafxuli patarebs vartobdi ^__^
LikeLike
კარგი ელეტქრონული წიგნი ვერ მოვიძიე, თორემ მეც გადავაგდებდი ქინდლში. თაროზე მიდევს, სამაგიეროდ და დღესაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ )
LikeLike
[…] ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები by Molly Bloom […]
LikeLike