დადგა პოტერიადის მეხუთე ტურის დღეც და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დამადანაშაულეს პლაგიატში, ჩვენი მარათონი გრძელდება. ვფიქრობ, მოლი ბლუმის რეპუტაცია საკმაოდ მყარია იმისათვის, რომ ამგვარ სასაცილო ბრალდებას გაუძლოს. ასე რომ, წინ, პოტერომანებო და
Good Luck!
1. ასე ეწოდებოდა ჯადოქართა უმაღლეს სასამართლოს;
2. სწორედ ასე ჟღერდა პერსი უისლის მეორე სახელი;
3. ამ ჟურნალს უშვებდა ლუნას მამა – ქსენოფილიუს ლავგუდი;
4. ეს მცენარე ჩამოუტანა ნევილს პაპა ელჯიმ ასურეთიდან;
5. ეს პროფესორი კითხულობდა ჰოგვორტსში ჯადოსნური არსებების მოვლის კურსს ჰაგრიდის ნაცვლად;
6. ქვიდიჩის ამ გუნდის ქომაგი იყო ჩო ჩენგი;
7. ამ შელოცვით გააქრო სნეიპმა ჰარის მიერ მომზადებული დამამშვიდებელი ბალზამი;
8. ეს არსებები ცხოვრობენ ხეებზე, რომლებსაც ჯადოსნური ჯოხების დასამზადებლად იყენებენ;
9. ასეთი უჩვეულო საფენით მკურნალობდა ჰაგრიდი გოლიათებთან სტუმრობის შემდეგ დალურჯებულ სახეს;
10. გოლიათების ამ ბელადთან აწარმოებდა მოლაპარაკებს ჰაგრიდი;
11. ეს ჯადოქარი ქალი წმინდა მუნგოს კლინიკის მკურნალიც გახლდათ და ჰოგვორტსის ერთ–ერთი დირექტორიც;
12. ჯადოქრობის ამ სფეროში ავარჯიშებდა ჰარის სევერუს სნეიპი;
13. ამ გოგონამ გასცა „დამბლდორის არმია“;
14. ვისი ხელჯოხით მისდევდა პოლტერგეისტი პივსი პროფესორ ამბრიჯს?
15. ამ ჯადოქართან ორთაბრძოლაში დაიღუპა სირიუს ბლექი.
ძალიან ცოტას პასუხები მახსოვს და აშკარად არ აქვს აზრი დაწერას :(
LikeLike
ხვალ გვიან საღამომდე დროა, ფსიქე :)
LikeLike
ჰო, მაგრამ წიგნებიდან ხომ არ ამოვიწერ? :( ან მხსოვს, ან არ. ასე ყველა ამოიწერს, სულ რომ არ უყვარდეს პოტერი და წაკითხულიც არ ქონდეს ისიც :|
ცუდია,
უნდა გადავხედო ისევ პოტერის ბოლო წიგნებს :)
LikeLike
გადახედე აუცილებლად ;)
და ისა… მაინც რომ სცადო დაწერა?
LikeLike
3. ქარაგმები
7. ალბათ “ევანესკო”
9. დრაკონის ხორცი
10. ჰელგა ჰაფლეპაფი ვითომ?
12. ოკლუმენცია
15. ბელატრისა ლესტრეიჯი.
სამწუხაროდ, მეტი არაფერი მახსოვს :(
LikeLike
ახლახანს შევამჩნიე და სასწრაფოდ შევუდექი თამაშს :)
იმედი მაქვს ამჯერად ყველას დავასწარი … აი, ჩემი პასუხებიც :
1. ვიზენგამოტი
2. იგნასიუსი
3. ქარაგმები
4. მიმბულუს-მიმბლეტონია
5. გრაბლი პლენკი
6. ტორნადო
7. ევანესკო
8. ტყის კაცუნები
9. დრაკონის ხორცით
10. კარკუსი
11. დაილის დერვენტი
12. ოკლუმენცია
13. ჩო ჩენგის დაქალმა მარიეტამ
14. პროფესორი მაკგონაგელის
15. ბელატრისა ლესტრეინჯი
LikeLike
მადლობა, რომ ითამაშე, მარი :)
LikeLike
ღამე მშვიდობისა, გრიფინ!
მარიმ დაგასწრო. შენ მეორე ხარ :)
LikeLike
აღვშფოთდი :(
LikeLike
ვფიქრობდი რომ მეხუთე ნაწილი ყველაზე ცუდად მახსოვდა და ასეცაა :(
LikeLike
ვითომ?
LikeLike
[…] კი მოლის ჯეოპარდი პოტერის […]
LikeLike
ამდენ რამეს როგორ იმახსოვრებ? მე რომ წავიკითხავ წიგნს, ძალიან სწრაფად მავიწყდება არამარტო დეტალები, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი :დ
LikeLike
რაც ძალიან მიყვარს, იმას ბევრად იოლად ვიმახსოვრებ, მორტიცია :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე ;)
LikeLike
1. ვიზენგამოტი
2. პერსი იგნაციუს უისლი
3. ქარაგმები
4. მიმბულუსმიმბლეტონია
5. გრაბლი პლენკი
6. ტორნადო
7. ევანესკო
8.ტყის კაცუნები
9. უმი ხორცის ნაჭრებით
10. გურგი კარკუ
11. დაილის დერვენტი
12. ოკლუმენცია
13. მარიეტა ეჯკომბი – ჩოს მეგობარი
14. მაკგონაგელის
15. ბელატრისა ლესტრეინჯი
LikeLike
ძალიან კარგი იყო, მოლი მაგრამ ცოტა რთული ხელაჯოხზე დარწმუნებული არ ვარ. იმედია ,სწორია. საწყენია დანარჩენ ტურებს ვეღარ ვითამაშებ.
LikeLike
დილა მშვიდობისა, ლუკა :)
მადლობა :) მიხარია, ჩემი კითხვები რომ მოგეწონა :)
რთულია ნამდვილად, მაგრამ შენ ხომ გამოცდილი პოტერომანი ხარ (ასაკის მიუხედავად) და პასუხების მოძიება არ უნდა გაგჭირვებოდა :)
საწყენია ნამდვილად, აშკარად დაგვაკლდები, მაგრამ რას იზამ… რომ ჩამოხვალ, ყველა ტური ერთად გადაიკითხე და შენი შთაბეჭდილებებიც მოგვწერე :)
LikeLike
ვიზენგამოტი
იგნაციუსი
ქარაგმები
მიმბლუს მიმბლტონია
პროფესორი გრაბლი-პლენკი
ტორნადო
ევანესკო
ტყის კაცუნები
უმი ხორცით
კარკუსი
უმმ :|
ოკლუმენცია
მარიეტა ეჯაკომბი
მაკგონაგელის
ბელატრისა ლესტრეინჯთან (ჩემი ბელლა <3)
წიგნი სამწუხაროდ არ მაქვს თან :( სახელებს გადავამოწმებდი, ბევრი შეცდომა მექნება სავარაუდოდ :|
LikeLike
დილა მშვიდობისა :)
ცოტა ნაჩქარევად მიწევს თამაში, მაგრამ იმედია, შეცდომებს არ დავუშვებ :).
LikeLike
დილა მშვიდობისა, მერი :) შენთვის შეცდომების დაშვება არ შეიძლება :) რეკორდს გააფუჭებ :)
LikeLike
1. ვიზენგამოტი;
2. იგნაციუსი;
3. “ქარაგმები”;
4. მიმბულუს მიმბლეტონია;
5. ვილჰელმინა გრაბლი–პლენკი;
6. “ტორნადო”;
7. ევანესკო;
8. ტყის კაცუნები;
9. დრაკონის უმი ხორცით;
10. კარკუსთან;
11. დაილის დერვენტი;
12. ოკლუმენციაში;
13. მარიეტა;
14. მინერვა მაკგონაგელმა ათხოვა ხელჯოხი :);
15. ბელატრისა ლესტრეინჯი.
LikeLike
პასუხები მიღებულია, მერი :)
LikeLike
რეკორდსმენები აქ უჩემოდაც არიან :)
LikeLike
რეკორდსმენები აქ უჩემოდაც მრავლად არიან :)
LikeLike
აჰა :) ბლოგოსფეროში ყველაზე ინტელექტუალი მკითხველი მე მყავს :)
ყველაზე პატარებიც :) აგერ, ლუკა, წინა ტურში 14 კითხვას უპასუხა, ახლა… არ ვიტყვი ჯერ, მაგრამ აღფრთოვანებული კი ვარ. არადა, მე-4 კლასშია გადასული.
LikeLike
ჩვენი მხურვალე აპლოდისმენტები ლუკას :) და ისა, რაო, რა პლაგიატიო? :ფრიადგაკვირვებულიპოპინსი:
LikeLike
ლუკა ათიოდე წლის შემდეგ ნახეთ თქვენ :) თუმცა, ახლაც ძალიან ჭკვიანი და ნაკითხია და ეტყობა კიდეც :)
რაო, მერი და პოტერის ტომებიდან კითხვების დასმის იდეა ჩემგან მიითვისეო, ერთმა ახლად და კარგად გამომცხვარმა ფანმა…
LikeLike
ჰიჰ :) რაო, კითხვები დაემთხვაო?
LikeLike
არა, რას ამბობ :) ეგეთ უნიჭობას რომ დამთხვეოდა ჩემი კითხვები, ბლოგს დავხურავდი.
იდეაო…
LikeLike
კიდევ ერთხელ ჰიჰ :) ჯასთ დაიკიდე :)
LikeLike
ჰიჰ :) მეც ჯასთ მკიდია :)
LikeLike
1.ვიზენგამოტი.
2.პერსი იგნაციუს უისლი.
3.”ქარაგმები”.
4.”მიმბულუს მიმბლეტონია” (დიდი იშვიათობაა :) )
5.პროფესორი გრაბლი-პლენკი.
6.ტორნადო.
7.ევანესკო.
8.ტყისკაცუნები, იგივე ხის მცველები.
9.დრაკონის ხორცის სისხლიანი ნაჭრებით.
10.გურგი.
11.პროფესორი დაილის დერვენტი.
12.ოკლუმენცია.
13.წიგნში მარიეტამ გასცა და ფილმში ჩო ჩენგმა :)
14.პროფესორი მაკკონაგელის (?)
15.ბელატრისა ლესტრეინჯი.
LikeLike
დილა მშვიდობისა, სოფია :)
შენი პასუხები მიღებულია!
LikeLike
დილა მშვიდობისა, Molly :)
იმედია ამჯერად შეცდომა არ დამიშვია :)
LikeLike
წინა პაკეტშიც არ უნდა დაგეშვა შეცდომა, სოფია…
LikeLike
ჰო, მართალია, მაგრამ გამოცდაზე მაგვიანდებოდა და ვიჩქარე…
LikeLike
გამოცდამ როგორ ჩაიარა? 100-დან 100, თუ კიდევ უფრო კარგად? :)
LikeLike
ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია, უფრო კარგად :D
LikeLike
მშვენიერია :) ძნელი საგანი იყო?
LikeLike
ჩემთვის არა :)
LikeLike
ასეც ვიცოდი :) ყოჩაღ, სოფი :)
LikeLike
:)
Molly, პლაგიატობა ვინ და რატომ?
LikeLike
სალამი, ხალხო :) სულ რამდენიმე კითხვაზე ვიცი პასუხი და ღირს დაწერა? მოლი რას იტყვი?
LikeLike
სალამი, მატილდა :) როგორც თავის დროზე პენსილვანიის ეპისკოპოსმა თქვა – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება :)
ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ღირს :)
LikeLike
კარგი, რაც იქნება იქნება, ვსინჯავ
LikeLike
თან გაერთობი კიდეც (იმედია!) :)
LikeLike
1) ვიზენგამოტი
3) ქარაგმა
12) ოკლუმენცია
13) მარიეტა
15) ბელატრისა
სულ ეს არის :(
LikeLike
შენ ეს მითხარი, კითხვები თუ მოგეწონა?
LikeLike
კითხვები ძალიან :) თან გადავწყვიტე, რომ შვებულების დროს პოტერი მთლიანად წავიკითხო, შენი დამსახურებით :)
LikeLike
უმაგრესობაა :) აი, ამისთვის მიყვარს ჩემი ბლოგი! მკითხველი რომ ასეთ რაღაც მოგწერს, მოდი და ნუ გაგიხარდება :)
LikeLike
ჯორჯ ლუქასი რომ “კლონების შეტევას” იღებდა, სინამდვილეში ბოლო ფილმზე ფიქრობდა და ვერც ერთი კაი იდეა, რაც თავში მოუვიდა მეორე ეპიზოდისთვის ვერ გაიმეტა და მესამისთვის გადაინახა.
ჰოდა ეს ტომიც მაგ პონტშია.
LikeLike
ანუ, ფენიქსის ორდენი პრევიუა, ლორდ?
სხვათაშორის, ჩემს უგზოუკვლოდ განათლებულ მეგობარს სერიოზულად ვეკამათე. ვამტკიცებდი, რომ მეხუთე პოტერი ოდნავ გაწელილია, კონფლიქტები ზედმეტად არის დამატებული და არ უხდება.
LikeLike
მაიმუნობას დავარქმევდი :)
მე ყველაზე მეტად პირველი წიგნი მომეწონა. ბოლოზე ბევრი ამბობს – რომ ზღაპრის ფარგლებს გაცდა და ფენტეზის ჟანრში გადავიდაო… შეიძლება. თუმცა სრულიად არადამაჯერებელი და ხელოვნური ჰეფიენდია. არანაირ ლოგიკაში არაა.
ნუ ამაზე დავწერე ადრეც ;)
კლონებში იოადასა და დუკუს ბრძოლაა ფასეული :)
LikeLike
მახსოვს, შენი უკმაყოფილება, ჰეპი ენდს და ჰარის გადარჩენას აპროტესტებდი.
რაღაც კარგი ყველა ტომშია, ლორდ. მე მეორე და მეშვიდე მომწონს ძალიან.
LikeLike
1-ვიზენგამოტი
2-იგნაციუს
3-“ქარაგმები”
4-“მიმბულუს მიმბლეტონია”
5-პროფესორი გრაბლი პლენკი
6-
7-
8-“ტყისკაცუნები”
9-ხორცის საფენებით
10-გოლგომათი
11-
12-ოკლუმენცია
13-
14-ფილჩის?
15–ბელატრისა ლესტრეინჯი
LikeLike
11 vicodi da danarchenic vicodi mara agar maxsovda
shemdegShi naxevarprinci iqneba xo?
mara exla vis aqvs wignebis tavi
xvalindel dges gaqanebuli velodfebi
LikeLike
კი, შემდეგი ნახევარპრინცი იქნება, გიგა. ხვალეს მეც ველოდები, მაგრამ წიგნების თავი მაინც მაქვს :) არ უშლის ერთი მეორეს ხელს.
LikeLike
xo mara mainc me wi9gnebi bevrad ufro miyvars
chemi azrot filmi vercerti sheedrebawigns ara marto hari
LikeLike
მეც წიგნები მირჩევნია, გიგა :) თუმცა, ბოლო ფილმი მართლა ძალიან კარგი უნდა იყოს. პირველი ნაწილიც მომეწონა და მეორე კიდევ უფრო საინტერესოა. ყველა მნიშვნელოვანი ამბავი მეორისთვის აქვთ შემონახული. ვნახოთ…
LikeLike
ჰო…
ზოგადად ეტყობა წიგნს რომ თავისი შვილისთვის წერდა მაინც. რაღაცეები გამარტივებულია ძალიან.
პოტერომანებში სერიოზული დაკა-დაკა იყო სევერუსზე – ამტკიცებდა ბევრი რომ მართლა უარყოფითი პერსონჟია, არადა მზესავით ნათელი იყო რომ – არა. :)
ვერც ბეჭდების მბრძანებლის, ვერც ემბერის ქრონიკების, ვერც ჰაინის ციკლის დონის ნაწარმოებია.
თუმცა – კარგია.
LikeLike
შენც შეადარე…. ტოლკინთან ნებისმიერი ციკლი წააგებს. ზელაზნიც კი.
რაც შეეხება სევერუსს, ადრეც ვთქვი და ახლაც იგივე აზრი მაქვს – ზედმეტი მოსდიოდა. რა აპირებდა საბოლოო ჯამში და რა მიზნები ჰქონდა, სხვა საქმეა, მაგრამ ამ მიზნების მიღწევა ოდნავ ჰუმანური გზებითაც შეიძლებოდა.
LikeLike
ეგეც ხელოვნურადაა, რომ გეფიქრა, რომ ცუდი ტიპია :) როულინგს მოუვიდა ზედმეტი :)
ჟილაზნი მაქსიმალურად მიაუხლოვდა.
და ლე გუინის მარცხენა ხელიც უდავოდ შედევრია, თუმცა ეგ უფრო მიქსია ფენტეზისა და საიფაის.
ჯორჯ მართინია ახლა მოდაში. ძალიან ბევრმა შემიქო.
ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა გადმოვქაჩე უკვე. :)
LikeLike
მეც მიქეს მარტინი. თან, ისეთმა ხალხმა, დაეჯერებათ…
ურსულაზე რა გითხრა, ორივე ხელით (და არა მხოლოდ მარცხენათი) გეთანხმები :)
ზელაზნის “ლოკის ნიღაბი” მაქვს ჩანთაში. ვკითხულობ, ვკითხულობ და ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ძალიან მომწონს თუ უბრალოდ მომწონს.
იცი ეგ წიგნი?
LikeLike
მასკა ლოკი. კი.
კიდევ შავი კატა აქვს. ერთდროულად ჩეშირულ კატას და ედგარას შავ კატას ეთამაშება ალუზიებით.
LikeLike
შავი კატა არსად შემხვედრია. ალუზიები საინტერესოა, უნდა ვნახო.
ლოკის თანამედროვე ვსტავკებზე ვფიქრობ. ტომ გარდენის ეპიზოდები ოდნავ გაწელილი და მოსაწყენი მეჩვენება. სამაგიეროდ, იერუსალიმის ეპოპეაა ფანტასტიური.
LikeLike
au martali xarT tolkintan verc erti ver maiva!imitio ro yvelaze magari mweralia yvela drois!
memgoni mivxvdi 7-s pasuxs
-EWANESKO!
LikeLike
ძაან უცნაური ტანდენაი შექლისთან ერთად – პრინცის თავი…
დიქთან ერთადაცა აქვს დაწერილი 1 რომანი, მაგრამ არ წამიკითხავს.
LikeLike
შეკლისთან? რას ამბობ… მაგას სანამ წიგნად ვიპოვნი, მე ვერ მოვიცდი. ნეტი უნდა მოვჩხრიკო.
LikeLike
სამი ნაწარმოებია მაგრამ მე 1 მაქვს წაკითხული.
LikeLike
აჰა. სამივეა ლიბ.რუ-ზე.
LikeLike
მე როგორც ვიცი ეგ ძალიან უცნაურად დაწერილი რომანია – სროლები და ბათქა-ბუთქი როა მაგას ყველაფერს თომასი წერდა და ფენტეზიური ამბები ჟელიაზნისაა. მერე ადგნენ და შეაერთეს… და ისტორიული წყაროებიც თომასმა დაამუშავა…
მე ცოტა ზანუდური :) მეჩვენა. ტემპი არაა.
LikeLike
ჯერჯერობით, რაც მაწუხებს, იმ პიანისტის ამბებია. არც ტემპია და არც იზიუმინკა.
ტამპლიერები, ჰოსპიტალიერები, გი დე ლუიზინიანი, რეჯინალდ დე შატიიონი და სალადინი უმაგრესობაა :)
ლიბ,რუ-ზე უამრავი ზელაზნია. შეკლისთან ერთად სამი რომანი, ტომასთან – ორი, დიკიც არის და ჰაუსმანიც.
პრინცი მაქვს გაშლილი ახლა და პირველი აბზაცები უკვე მომწონს :)
LikeLike
ჟელიაზნისას კატის თვალი ქვია.
LikeLike
ესეც ვნახე უკვე :)
LikeLike
shs
LikeLike
“დამბლდორის” არმია გასცა ჩომ, სნეიპმა რაღაც დაალევინა თუ შეულოცა და ბლექი ფილმში ბელატრისამ მოკლა, წიგნში არ ვიცი :)
გვიანი გამარჯობა თქვენ! :)
LikeLike
მოლი ეს სტატია წაიკითხე:)))
http://www.orthodoxy.ge/skhva/hari_poteri4.htm
LikeLike
ვიცი, სალომე :) წაკითხული მაქვს :)
LikeLike
ქადაგებდნენ მაგას :) და მერე მშობლები შვილებს წიგნებს უწვავდნენ. ნამდვილად ვიცი 1 ეგეთი შემთხვევა.
LikeLike
ერთიც ვიცი და მეტიც :( დაბდღეზე ნაჩუქარი პოტერის უკან გამოტანებაც, გადაგდებაც და ათასი მსგავსი საზიზღრობა :)
ორთოდოქსი.ჯი – ლამის ოფიციალური საიტია და იქადაგებენ, აბა რას იზამენ :(
მე ის თოქშოუც მახსოვს, პოტერის პირველი ტომის თარგმნას რომ მიეძღვნა. ვიღაც ქალი და სულაკაური ისხდნენ. ქალმა, მეო, თეოლოგი ვარო და პოტერი უნდა გამოვიკვლიოო, მწვალებლური ხომ არაფერია შიგნითო.
ჰოდა, გამოუკვლევიათ :(
LikeLike
შვილმა წიგნის წაკითხვა მოინდომოს ჳგანსაკუთრებით ამ თაობაში) და ავუკრაძალოა მარაზმია ნუ :|
LikeLike
მარაზმზე უარესია :(
LikeLike
ანუ ძირიტადად საწუწუნოდ შემოვირბნე :) კბილების კაწკაწით ველი რამდენი შეცდომა მექნება 3 თუ უფრო მეტი :| სამზე შევჯერდი :)
LikeLike
ღრმად ცდები, აგათა :) 1 :)
LikeLike
avjitirdi :d ave jer shedegebi vnaxo mere gavamaydebi kidec :)
LikeLike
ახლავე შეგიძლია :)
LikeLike
პლაგიატობა რატომ სოფია და ერთმა ძალად პოტერომანმა, შვიდტომეულის მიხედვით კითხვების დაწერის იდეა ჩემგან მიითვისეო…
LikeLike
საინტერესოა ამაზე რაღას იტყვიან?
LikeLike
:))))))) გამეცინა :)
LikeLike
მოვახერხე შემოჭყეტა
1, ვიზენგამოტი
2. იგნატიუს
3. ქარაგმები
4. მიმბულუს მიბლეტონია
5. ვილჰელმინა გრაბლი-პლენკი
6. ვიღაცეების “ტორნადო” (ქალაქი არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს რომ რონი ეჩხუბება და იძახის მას მერე აეწეპნენ რაც ლიგა მოიგოო)
7. ევანესკო
8. ტყისკაცუნები
9. დრაკონის ხორცი
10. ერთს კარკუსი ერქვა, მერე მოკლეს ეგ და მეორეს გოლგომათი
11. დაილის დერვენტი
12. ოკლუმენცია
13. მარიეტა ეჯკომბი
14. მინერვა მაკგონაგელი
15. ბელატრისა ლესტრეინჯი
13.
LikeLike
კარგია, რომ შემოხედვა მოახერხე, ბორგეზ :)
LikeLike
საშინელი გრაფიკი მაქვს. სამსახური სმა. სამსახური სმა.. :) :)
მაგრამ ამ ტურს ვერ გავმაზავდი.. :)
ხოდა კიდე ის მაინტერესებს გრაბლი პლენკის სახელი თუ ახსოვდა ვინმეს ჩემს გარდა.. :) თავის დროზე სპეციალურად დავიმახსოვრე.. :დ :დ
ხოდა რა პლაგიატო არ ვიცი მე არაფერი
LikeLike
მე მგონია, ახსოვთ :)
იდეა მომპარეო, ერთმა მოსულმა პოტერომანმა. კითხვებს მე ვწერდი და შენ მიითვისე იდეაო.
LikeLike
ჰმ… :) დაგეწერა მერე სად არის თქო..
LikeLike
მე დამეზარა და შენ გაგიგრძელებიაო… მოკლედ, ამ ხალხს ჰგონია, პოტერს მარტო თავად კითხულობენ და მეტი არავინ… ეჰ…
LikeLike
დამეზარა მაგარი არგუმენტია მე და ჩემმა ღმერთმა.. :) :)
LikeLike
ეგ ჰო, ბორგეზ… უარესი იცი, რა არის? ამას რომ წერ საქვეყნოდ, იქნებ დაფიქრდე, ვის წერ… ცამეტი წელია, კითხვებს ვადგენ რსრ-სთვის და სვაიაკისთვის. ამან კიდევ, იდეა მიითვისეო.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ვიზენგამოტი;
2. იგნაციუსი;
3. “ქარაგმები”;
4. მიმბულუს მიმბლეტონია;
5. ვილჰელმინა გრაბლი–პლენკი;
6. “ტორნადო”;
7. ევანესკო;
8. ტყის კაცუნები;
9. დრაკონის უმი ხორცით;
10. კარკუსი;
11. დაილის დერვენტი;
12. ოკლუმენციაში;
13. მარიეტა;
14. მინერვა მაკგონაგელის ხელჯოხი;
15. ბელატრისა ლესტრეინჯი.
წინასწარი შედეგები:
Mary Poppins – 15; luka – 15; Griffin… – 15; Sophie Beria – 15; borgez – 15; agatako – 14; giga – 10; Di@ – 9; Mari – 5; mawilda – 5; tamara – 3.
ხალხო, ერთი ეს ამიხსენით, ბელატრისას რა მოგწონთ?
LikeLike
სამი სადაა, მოლი, ორია :) :) :)
LikeLike
სნეიპმა რომ შეულოცაო, ეს ჩავთვალე :)
LikeLike
ვაიმე რა სამარცხვინო ვარ :|
ბელატრისა წიგნში არაფერი ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია მაგრამ ფილმში ჰელენა ბონემ კარტერმა საოცრებები ჩაატარა, ფილები საერთოდ არ მიყვარს ჰარისი, მაგრამ ბელა ძალიან გამორჩეული პერსონაჟია <3
ტელე სავსე მაქვს მაგის ფოტოებისთ, საერთოდ მიყვარს ეგ ქალი :)
LikeLike
მოკლედ, ერთმა ჩემმა ფავორიტმა (ფსიქემ) ბელა ვარო და ლამის გვარი გადაიკეთა, ახლა შენ… რაღაცაშია საქმე და მე ვერ ჩავწვდი.
იქნებ ის მოგწონთ, ბოლომდე იდეის ერთგული რომ დარჩა? ეს მეც მომწონს, მაგრამ მაინც ბელატრისაა და სირიუსი მაგან მოკლა…
LikeLike
დამაგვიანდა, მაგრამ ეგ არაფერი… ;
2. იგნაციუსი;
3. ქუიბლა (ინგლისურად);
4. მიმბულუს მიმბლეტონია;
9. დრაკონის ხორცით;
10. კარკუსთან;
12. ოკულმენციასა შინა;
13. მარიეტა ეჯკომბი;
14. მინერვასით;
15. ბელატრის ლესტრეინჯი.
LikeLike
რა თქმა უნდა, არაფერია, დია :)
LikeLike
მოლიკო, რა მაგარია, არა? შეხედე, 15 ქულა რამდენმა აიღო.. ბრავისიმა.. :000
LikeLike
აბაა :) აქ სერიოზული პოტერომანები იკრიბებიან :)
LikeLike
10 qula Chemtvis cudi shedegia tavi didi poteromanad mimachnia.mara araushavs naxevarprincshi 15-s avigeb aucileblad ai naxet sikvdilis sachuqrebzec
LikeLike
აბა, შენ იცი! ნამდვილი პოტერომანისთვის 10 ქულა მართლა ცოტაა, ასე ომ შემდეგ ოთხშაბათს უნდა გამოასწორო :)
LikeLike
lord valder sagol magari videoa
LikeLike
უმაგრესი!
LikeLike
magas vapireb zustad!
LikeLike
აბა, შენ იცი!
LikeLike
სიმართლე თუ გინდათ სირიუსი დიდად არასდროს მიყვარდა და არც ბელზე ვიგიჟდებდი თავს, მაგრამ იდეის ერთგულიც დარჩა და ბოლომდე იბრძოდა იმისთვის რაც სჯეროდა, მერე რა რომ ბოროტი იყო :პ
თან ბონემ კარტერის პერსონაჟი <3 <3
მძიმექუთუთოებიანი :პ ეს ეპითეტი მახსოვს წიგნიდან, მოკლდ მაგარი ტიპშაა ბელა, პოტერიადას ქალებიდან ეგ ჰერმი და მინერვა მომწონან :)
LikeLike
რა გითხრა, აგათა. ყევლას საკუთარი გემოვნება აქვს. ზოგს ვოლდემორტიც კი მოსწონს.
მე მხოლოდ ვიკითხე.
LikeLike
არა, მართლა მიკვირს რატო მოგწონთ. მოლი ყველა კომენტარის ჩაკითხვა მეზარება, მაგრამ რაც წავიკითხე ვხვდები რა დამოკიდებულებაც არის საწინააღმდეგო აზრისადმი.
სტატია წავიკითხე და მომეწონა მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ფაქტი იყო აღწერილი, ფაქტი, რომელსაც ვერ გადახვალ.
ჰარი პოტერი არასდროს მომწონდა და დღემდე გულწრფელად მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც მოსწონს. არა იმიტომ, რომ არარელიგიურია ან მსგავსი რამ, უბრალოდ როგორც მხატვრულ ნაწარმოებს, ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს არანაირი ღირებულება. ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” მაქვს წაკითხული და მას შემდეგ სურვილიც არ მქონია გაგრძელება წამეკითხა.
თბილისში ხომ ძაან იციან ატაცება და ახლა კინოთეატრებში ერთი მასკარადი აქვთ, გმირების ტანსაცმლით დადის ხალხი. ეს არის ფანატიზმი და მეტი არაფერი. მე ასე ვფიქრობ.
უბრალოდ მართლა მიკვირს ასეთი გემოვნებიანი მკითხველებისთვის რატომ არის ჰარი პოტერი ასეთი საყვარელი წიგნი. ყველა ფორუმზე და პირად საუბრებშიც ღიად ვაფისქსირებ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას ამ წიგნისადმი და ჰოდა შენი ბლოგიც გამოვიყენე:)
LikeLike
შიშველი მეფის ფენომენია რა :) და პირველი შეძახილია მთავარი.
LikeLike
მოიცა…. რაღაც ვერ გავიგე… შენ ამბობ, ლორდ რომ პოტერის პოპულარობა შიშველი მეფის ფენომენია და ერთი შესახილით დაიმსხვრევა?
LikeLike
ინდუისტი რომ ვიყო – ვიფიქრებდი, რომ სალომეა ანტონ კათალიკოსის რეინკარნაციაა :)
LikeLike
რომელი ანტონის – საქართველოდან რომ გააძევეს?
LikeLike
იმ ამბავში რომ ლიტერატურა დაყო ჟანრებად.
LikeLike
:) :) :) ჩამეძინა :)
LikeLike
დროა:)
მე 100% ჭოტი ვარ. გვიან ვიძინებ და 10-ზე ადრე არ ვიღვიძებ.
LikeLike
ხვალ მეც გემრიელად გამოვიძინებ. ორის ნახევრამდე საქმე არ მაქვს.
ძილი ნებისა :)
LikeLike
სალომეა, საწინააღმდეგო აზრისადმი ამ ბლოგზე დამოკიდებულება ერთია და მარტივი – ყველას ვუსმენ. ჩემთვის, სადღაც, საწინააღმდეგო აზრი უფრო საინტერესოც კია. მთავარია, როგორ გამოიხატება.
რამდენიმე თვის წინ, პოსტი დავწერე რემბრანდტზე და ერთმა მკითხველმა – რემბრანტდი რატომ, ფიროსმანზე დაგეწერა, ქართველიაო.
აი, ასეთი “საწინააღმდეგო აზრი” ჩირადაც არ მიღირს, თუმცა მასაც ვუსმენ და ადექვატურ პასუხსაც ვცემ.
რაც შეეხება პოტერს. შენ რომ არ მოგწონს, ამაში განსაკუთრებულად ცუდს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. წიგნი მათემატიკური განტოლება არ არის, ერთი ჭეშმარიტი პასუხი ჰქონდეს. წიგნი წიგნია. ზოგს მოეწონება, ზოგს – არა. მეც ბევრი ისეთი მწერალი არ მომწონს, სხვები რომ აღტაცებით ახსენებენ. მერე რა. ყველას თავისი გემოვნება აქვს.
მასკარადებს და პერფორმანსებს თავისი მუშტარი ჰყავს. ვისაც უნდა, ვისაც მოსწონს, მიდის. მე არ მივდივარ. ფილმს ხვალ ვნახავ. მშვიდად და კოსტუმების გარეშე. თუმცა, კოსტუმებში ცუდს ვერაფერს ვხედავ და არც იმ კატეგორიას მიკაუთვნებ თავს, შენი თქმის არ იყოს, ატაცებული რომ არის. იმედია, დამიჯერებ, რომ კითხვა პოტერით არ დამიწყია და არც პოტერით დავასრულებ.
ჰო, რაც შეეხება სტატიას – აი, ამაზე მაქვს ჩემი აზრი. რელიგიური ფანატიზმი. არც მათი ე.წ. “ფაქტები” მაღელვებს და არც მათი “გამოკვლევები”. ჩემთვის, უბრალოდ, არ არსებობენ.
LikeLike
Lord Vader
,,ინდუისტი რომ ვიყო – ვიფიქრებდი, რომ სალომეა ანტონ კათალიკოსის რეინკარნაციაა”
,,იმ ამბავში რომ ლიტერატურა დაყო ჟანრებად.”
რისი თქმა გინდა ამით ვერ ვხვდები? რა ანტონი, რა ჯანრებად დაყოფა?
მოლი
,,იმედია, დამიჯერებ, რომ კითხვა პოტერით არ დამიწყია და არც პოტერით დავასრულებ.”
ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. შენ ნამდვილად კარგი ლიტერატურული გემოვნება გაქვს და ამიტომ ვკითხულობ შენს ბლოგს:) სწორედ ამიტომ მიკვირს, რომ ,,ჰარი პოტერი” მოგწონსთქო ეს აღვნიშნე. მართლა ვერ ვხვდები რა გიზიდავს: )))))
LikeLike
მოლის ნაცვლად საუბარს, რასაკვირველია, არ ვაპირებ, მაგრამ პირადად მე საკუთარი თავი მდარე ლიტერატურის მოყვარულად არ მიმაჩნია, ამიტომ ძალიან უსიამოვნოა, როცა პოტერისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამო ვიღაც ფანატიკოსს და ატაცებულს მიწოდებს. იქნებ დაგვდოთ პატივი და საწინააღმდეგო აზრზე მყოფი ადამიანების მიმართ უფრო კორექტული გამოთქმები გამოიყენოთ?
LikeLike
სალომეა, არა მგონია, შვიდტომეულის ჩემეული შეფასება (რატომ მიყვარს და რა მიზიდავს) ერთ კომენტარში ჩაეტიოს. ესეც არ იყოს, შენი “ვერ ვხვდები, რა გიზიდავს” მაფიქრებინებს, რომ არგუმენტების მოშველიება უსარგებლო იქნება და, საბოლოო ჯამში, ნამდვილად არ არის აუცილებელი, ჩემს ლიტერატურულ პრეფერენციებს ბლოგის უკლებლივ ყველა მკითხველი იზიარებდეს.
LikeLike
ზოგადად ჟანრს იწუნებ, ასე ვივარაუდე. ისევე როგორც დეტექტივებზე მითხარი ადრე, რომ მთლად სერიოზულ ჟანრად ვერ აღიქვამ. :)
LikeLike
Lord Vader– ჟანრს თი ვიწუნებ ეს იმას არ ნიშნავს რომ ლიტერატურა ჟანრებად დავყავი. ჩემამდე ეს უფრო ჭკვიანმა ადამიანებმა გააკეთეს და ანტონ კათალიკოსი რა შუაში იყო ვერ გავიგე მაინც. დეტექტივი არ მიყვარს, მაგრამ არასერიოზულ ჯანღად აღვიქვამ მეთქი არასდროს მითქვამს: )
Mary Poppins– მგონი არასწორად გაიგე. ატაცებული და ფანატიკოსი მე იმათზე ვთქვი, ვინც კოსტუმებს იცმევს და გაგიჟებული ღამეებს ათენებს იქნებ, რომელიმე მსახიობი დავინახოო. (იგულისხმება პოტერის ფილმის პრემიერა, როცა წვიმაში 2 დღე–ღამე გაათენეს ,,ფანებმა”.
,,პოტერისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამო ვიღაც ფანატიკოსს და ატაცებულს მიწოდებს” ეს მხოლოდ შენი ვარადუდია, აშკარად ასაწორად გაიგე. თუ არადა თავიდან წაიკითხე ჩემი პოსტები, მოლის არ წაუშლია.
მოლი ბლუმი – მე არ გთხოვ ,,თავი იმართლო” რატომ გიყვარს ,,ჰარი პოტერი” : )))
LikeLike
მე გთხოვე დაგეწერა, რატომ გიყვარს და რა გიზიდავს ,,ჰარი პოტერში”, მაგრამ თუ არ გინდა ან ერთ პოსტში არ ჩაეტევა არაუშავს: )))
LikeLike
“მე გთხოვე დაგეწერა, რატომ გიყვარს და რა გიზიდავს ,,ჰარი პოტერში”
ორჯერ გადავიკითხე შენი კომენტარები, სალომეა და ასეთი რამ ვერსად აღმოვაჩინე. კითხვები (სადაც არის) უფრო რიტორიკულია.
anyway, ამას ერთი კომენტარი მაინც არ ეყოფა, სრულმეტრაჟიანი პოსტია საჭირო და პოსტს პოტერიადაზე აუცილებლად დავწერ.
LikeLike
თუ სწორედ მახსოვს სამი სტილის თეორია და დაბალ და მაღალ ჯანრებად დაყოფა ანტონის ნოუ-ჰაუა ჩვენთან ყოველ შემთხვევაში. სამი სტილის ლიტერატურა და სამი სტილის მკითხველი.
კიტა აბაშიძე ამბობდა, რომ ყველა ჟანრი კარგია ნიჭით ძლიერი მწერლისთვის და ცუდია ნიჭით სუსტისთვისო. :)
როულინგი არაა ცუდი მწერალი და რა ჟანრში მუშაობს ამას ნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს რომ დღეს ფიუჟენია მთავარი ტრენდი ლიტერატურაშიც, მუსიკაშიც – ჟანრთა შერევის ეპოქა გვაქვს.
LikeLike
ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ სილაითე და სიგიჟეები გვაკლია. შერეკილები გვყავს ცოტა.
უფრო პატარა რომ ვყოფილიყავი, მეც სიამოვნებით მივიდოდი ვეიდერის კოსტიუმში სთარ ვორზე ან გენდალფივით თეთრ წვერში – TLOTR-ზე.
ეგეთი გადარეული ხალხი აშენებს ზოგადად ისეთ დავარცხნილ და მოწესრიგებულ ქვეყნებს მე რომ მომწონს. :)
თუმცა – ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
გორინის და ზახაროვის “სწორედ ის მიუნჰაუზენი” გამახსენდა – იქაა გადასარევი ფრაზა ბოლოს :)
LikeLike
+1
LikeLike
Я понял, в чем ваша беда. Вы слишком серьезны. Серьезное лицо – еще не признак ума, господа. Все глупости на Земле делаются именно с этим выражением. Вы улыбайтесь, господа, улыбайтесь!
თუმცა, ეს სულ სხვა საუბრის თემაა :)
LikeLike