Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივლისი 4th, 2011

Wassily Kandinsky. Composition VII

მის ნახატებს რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცამ ხელებში მოქცეული ცისარტყელა გაწურა და ფერები წვეთ-წვეთად ჩამოღვარა ტილოზე… მერე წვეთები აირ-დაირივნენ, ზოგი ერთმანეთს მიეხუტა და სხვისი ფერის გაზიარებით თვითონაც სულ სხვანაირი გახდა, ზოგი, პირიქით – გაბუტული გაიქცა და სადღაც კუთხეში გადასკუპდა… მაგრამ ვინ მოასვენა – აბეზარმა თანამოძმეებმა სხვადახვა ფერისა და ფორმის ბილიკებით გაიკვლიეს მათკენ გზა, მიაგნეს, ხელი ჩაჰკიდეს და სანამ არ ააცეკვეს, არ მოეშვნენ…  დატრიალდნენ, დაბზრიალდნენ, აქა-იქ შემოპარულ მუქ წვეთებს ჯერ შეუბღვირეს, გაინაპირეს, მერე მათაც გული უჩვენეს და საერთო ფერხულში ჩააბეს…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: