ლიტერატურის, კინემატოგრაფის და სახვითი ხელოვნების სინთეზი – ასეთი რთული სახელით მოიხსენიებენ ჟანრს, რომელმაც, მდიდარი ისტორიის და პოპულარობის მიუხედავად, დღემდე ვერ შეძლო ბულვარული და არასერიოზული იმიჯის მოშორება.
ძნელია, იპოვნო ადამიანი, რომელსაც კომიქსების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა, უმრავლესობა მას რატომღაც მხოლოდ საბავშვო საკითხავის ნაირსახეობად მიიჩნევს.
ჟანრი, რომელსაც შუა საუკუნეების ესპანეთში რელიგიური თემატიკის ნახატების გავრცელებით ჩაეყარა საფუძველი, დღეს ყველა ასაკის და გემოვნების აუდიტორიისთვის არის საინტერესო – ბავშვებისთვის მულტიპლიკაციური სიუჟეტებია მიმზიდველი, მოზარდებისთვის – სათავგადავლო და დეტექტიური თემატიკა, გემოვნებიანი და მომთხოვნი მკითხველისთვის – ავანგარდი და ასე განსაჯეთ, დახვეწილი და პიკანტური ეროტიკული გრაფიკული პროზაც კი მოიძებნება.
ევროპაში კომიქსი, დიდი ხანია, ხელოვნების დარგად არის ქცეული – საუკეთესო ნიმუშებმა ლუვრშიც კი დაიდეს ბინა. ამერიკაში ეს ყველაფერი პოპ-კულტურის ფრიად დაფასებული სეგმენტი და შტატების მკვიდრთა ცხოვრების განუყრელი ელემენტი გახლავთ. კომიქსის ნაირსახეობაა იაპონური მანგაც, სახელგანთქმული ანიმეს გრაფიკული საფუძველი.
ალბათ, უკვე დამეთანხმებით, რომ ეს “ბულვარული ჟანრი” არც ისეთი უბრალო და პრიმიტიულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ვფიქრობ, გაგიკვირდებათ, მაგრამ მსგავსი რამ მზიურ საქართველოშიც მოიძებნებოდა და კომიქსების ხილვის ბედნიერება, თქვენ წარმოიდგინეთ, “რევოლუციამდელ ბავშვებსაც” კი გვქონდა.
საბჭოთა იდეოლოგია კომიქსს, როგორც სრულუფლებიან არტ-მიმართულებას, არ აღიარებდა, თუმცა, რუსულენოვანი საბავშვო ჟურნალები – “მურზილკა” და “მხიარული სურათები” – ფერად-ფერად, თავშესაქცევ ისტორიებს თითქმის ყველა ნომერში ბეჭდავდა. ჩემი ბავშვობის “დილასაც” განსაკუთრებული ხალისით ზუსტადაც რომ პირველი ქართული კომიქსების ეშხით ველოდებოდი. იქნებ, გახსოვთ კიდეც – ბოცო და გვანცა დროის მანქანით საქართველოს ისტორიაში მოგზაურობდნენ, ყვანჩალა და ბოლოკა უცხოპლანეტელებს ერკინებოდნენ, ავტორალიში მონაწილეობდნენ და ტროპიკებში მოხვედრილი თეთრი დათვის გადარჩენას ცდილობდნენ…
უფრო მოგვიანებით, ყველა მნიშვნელობით “ბნელ” ოთხმოცდაათიანებში, ხეირიანი წიგნი აღარ გამოდიოდა და, აბა, კომიქსი ვის გაახსენდებოდა. ენთუზიასტებს ჟანრის რეანიმაციის რამდენიმე მცდელობა კი ჰქონდათ, მაგრამ “ადამიანი-ძერა” და ზოგიერთი სხვა გამოცემა მხოლოდ დასავლური პროდუქციის უხეირო კალკი აღმოჩნდა და მკითხველმაც მალევე მიივიწყა.
ადრე უკვე ვახსენე, რომ კომიქსებს დღესაც დიდი გატაცებით ვკითხულობ და ჩემი სიყვარული ზუსტად ბავშვობისდროინდელი “დილას” ფერადი ფურცლებიდან იწყება. ძველი ჟურნალები, სამწუხაროდ, აღარ შემომრჩა, სამაგიეროდ ახლახანს გამოცემული ბოცოს და გვანცას თავგადასავლების პირველი წიგნი მაქვს და იმედია, დანარჩენიც არ დაახანებს.
შარშან, “ექს ლიბრისში”, ერჟეს “ფარაონის სიგარებს” გადავაწყდი და აღტაცებულმა შინ წამოვაცუნცულე. თუ არ გსმენიათ, – ერჟე – ჟორჟ პროსპერ რემი – გრაფიკული პროზის ბელგიელი კლასიკოსია, ხოლო “ფარაონის სიგარები” მისი სახელგანთქმული სერიის – ‘ტენტენის თავგადასავალი” – მეოთხე ნაწილი.
ტენტენი ახალგაზრდა რეპორტიორია და ერთგულ მეგობართან – თეთრ ფოქსტერიერ მილოუსთან ერთად ათას ხათაბალაში ეხვევა – მეკობრეების განძს დაეძებს, ტიბეტში და კონგოში მოგზაურობს, ნარკომოვაჭრეთა ჯგუფს ებრძვის… ერჟემ სულ 24 სერია შექმნა. ამათგან პირველი – 1930 წელს გამოცემული “ტენტენი საბჭოელთა ქვეყანაში” – ერთგვარი პოლიტიკური პამფლეტია და, ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით, მისი მხოლოდ შავ-თეთრი ვარიანტი არსებობს. ქართული ერჟეც ევროპული სტანდარტების შესაბამისი გამოდგა – გიორგი ეკიზაშვილის პროფესიულ დონეზე შესრულებულ თარგმანს მაღალმა პოლიგრაფიულმა დონემ გაუმაგრა ზურგი.
რამდენადაც ვიცი, “აგორა” ტენტენის თავგადასავლების სრულ გამოცემას გეგმავდა, მაგრამ კომიქსი ჩვენში არც თუ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, ექსკლუზიურმა თარგმანმა და პოლიგრაფიულმა ხარისხმა ფასზეც შესაბამისი გავლენა მოახდინა, საბოლოოდ კი ევროპული კომიქსის ქართული წიგნის ბაზარზე გატანის პირველი მცდელობა ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც ჩაფიქრებული იყო.
წელს, 23 დეკემბერს, მსოფლიოს კინოეკრანებზე სტივენ სპილბერგის და პიტერ ჯექსონის ერთობლივი სარეჟისორო ნამუშევარი – ერჟეს სერიების მიხედვით შექმნილი “ტენტენის თავგადასავალი” გამოდის. ფილმს, სავარაუდოდ, თბილისშიც აჩვენებენ, ბელგიელი გრაფიკოსის საკულტო პერსონაჟს ჩვენი საზოგადოებაც გაიცნობს და ეგებ, კომიქსების ქართველმა მოყვარულებმა ასეთ უმცირესობასაშიც აღარ ვიგრძნოთ თავი…
ძალიან კარგი პოსტია მოლი. :)
ბოლოკა და ყვანჩალა ჩემი პირველი კომიქსებია. :) დილაში იბეჭდებოდა ადრე და მე ყველა ნომერი მქონდა. ;) შესაბამისად იქ გავიცანი ეს ორი მაიმუნიც. :)
პ.ს. ეხლაც მაქვს კომპში ელექტრონული ვერსია. თუ გინდა მოგაწვდი. :)
LikeLike
მე შევქმნი ახალი ტიპის ძრავას. 2000 ყვავის ძალიანს. :)
LikeLike
ცხენის ძალა რომ გააპროტესტა ყვანჩალამ :) რალისთვის ემზადებოდნენ :)
LikeLike
მე მეგონა “ბოლოლა და ყვანჩალა” მარტო მე მახსოვდა. როცა არუნდა გავიხსენო ყველა ისე მიყურებს, როგორც მაღაზიებში მიყურებდნენ The Cure “pornograhy” s რომ ვეძებდი :( ხოდა ახლა გამიხარდა ამ პოსტის წაკითხვა ^^ და შეგიძლიათ მითხრათ სად მოვიპოვო მათი ელექტრონული ვესრია? ^_^
LikeLike
“ბოლოკა და ყვანჩალა”, ისევე, როგორც “ბოცო და გვანცა”, თავის დროზე ფრიად პოპულარული იყო და კომიქსების ბევრ მოყვარულს ახსოვს დღესაც.
ოდნავ ქვევით გადმოსაწერი ბმულია. ბორგეზმა დადო.
LikeLike
:( ხო ეგ ვნახე, მაგრამ არ გამიხსნა ბმული. ახლა უცებ ჟურნალი “ნიანგი” გამახსენდა, იქაც იყო კომიქსები ვგონებ
LikeLike
კარიკატურები უფრო.
LikeLike
რას ამბობ, ბორგეზ :) როგორ არ მინდა :) სადღაც კუნჭულებში ვეძებ მაგ კომიქსს და ხან რა ფრაგმენტს ვნახულობ და ხან რას… მადლობა :)
და პოსტის შეფასებისთვისაც მადლობა :)
LikeLike
კარგი ავტვირთავ ეხლა ფოლდერს და დავდებ ლინკს. :)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
რამდენიმე წლის წინ საბავშვო კომიქსების ჟურნალთან ვთანამშრომლობდი. შეიძლება იცით კიდეც – ”კოტორა” ერქვა. მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო პროექტმა არ გაამართლა. ძალიან დამწყდა გული.
LikeLike
არ მახსენდება, ნატო… :( კომიქსებს ჩვენთან პოპულარიზაცია სჭირდება. სამწუხაროდ. მკითხველი არცთუ კარგად იცნობს.
LikeLike
ძალიან მხიბლავს ხოლმე,მაგრამ მკითხველი იშვიათად ვარ და შესაბამისად არც ვაგროვებ კომიქსებს :)
მაგრამ მართლა,ძალიან მომწონს როცა თაროები აქვთ კომიქსებით სავსე :)
LikeLike
დიდი სიამოვნებით და სიხარულით შევაგროვებდი ქართულ კომიქსებს. პრინციპში, ვაგროვებ კიდეც. უბრალოდ, ცოტაა…
LikeLike
კარგი პოსტია.. ტენტენის თავგადასავალიც ძალიან კარგია, მაგრამ ჰირანოს მანგაზე, ჰელსინგზე საინტერესო და ჩამთრევი კომიქსი მე პირადად არ მინახავს :) უი ხო, 4-5 წლის წინ ტენტენის სატელევიზიო ვერსია მეორე არხზე გადიოდა..
LikeLike
დანქე! კომიქსები მრავალნაირია და რაც მთავარია, ერთი მეორეზე უკეთესი. არჩევანი დიდია. ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს.
არ მინახავს ტენტენი მეორე არხზე. ახალ ფილმს მართლა დიდი ინტერესით ველოდები.
LikeLike
http://www.mediafire.com/?cr6o32o9lr31wwn
ა ბატონო ლინკი. :) ისიამოვნეთ. :)
LikeLike
უჰ, სენქს ე ლოთ, ბორგეზ :)
LikeLike
ძალიან, ძალიან მაგარია! <3 გაიხარე, მოლი !
LikeLike
თემაა საყვარელი და ალბათ, იმიტომ… მადლობა, ლიბიკა :)
LikeLike
კარგი პოსტია.
თუმცა მე არ მიყვარს კომიქსები. ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ არ ვიცი მიყვარს თუ არა. მე რომ კითხვა დავიწყე მაშინ წიგნი და კომიქსი კი არა ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, ომი და ათასი უბედურება იყო. მერე კიდევ არაფერი ჩამვარდნია ხელთ კომიქსისმაგვარი.
ვცდი, ვიყიდი და ვნახოთ რა გამოვა. როგორ შევეწყობით მე და კომიქსები ერთმანეთს:)
LikeLike
კომიქსს ბევრი მოყვარული არ ჰყავს, მანანა. ამას ვამბობდი, მეც. ცოტა არ იყოს და სპეფიციკური ჟანრია. სამაგიეროდ, ვინც ჰყავს, სულიც ხორცამდე კომიქსოლოგია :)
LikeLike
პატარაობისას “დილის” რამდენიმე შემორჩენილი ნომერი ვიპოვე სახლში და იქიდან მახსოვს ბოცო და გვანცა.. თუმცა, დროში მოგზაურობა არა, უფრო სხვა შინაარსის კომიქსი იყო :)
მანანასი არ იყოს, ნაკლებად მხვდება თვალში და ხელში კომიქსი, ფაქტიურად, არც ვიცი, რა არის :)
LikeLike
ისტორიაში მოგზაურობა არ იყო? განსხვავებული სიუჟეტებიდან ის მახსოვს, ბოცო და გვანცა ლაშქრობაში რომ წავიდნენ, იარეს იარეს, სადღაც, უცხო და უცნაურ დიდ ქვებთან დაუღამდათ, გათენდა და აღმოჩნდა, რომ ისევ საკუთარ სახლში დაბრუნებულან…
LikeLike
არ მახსოვს :(
LikeLike
ბორგეზმა დადო ყვანჩალას და ბოლოკას სრული სერიის ლინქი. რამდენი ხანია, ვეძებ და ა ბატონო…
ერთი იქნება, ბოცო და გვანცასაც ვიპოვნი სრულად.
LikeLike
კომიქსების მოყვარული, სამწუხაროდ, არც მე ვარ :( თუმცა პოსტი ისეა დაწერილი, იქნებ, გრაფიკული პროზის კითხვაც დავიწყო ამ სიბერეში :)
LikeLike
მადლობა, მერი :)
მაგნიტების შეგროვება მეც სიბერეში დავიწყე. ასე რომ, არასოდეს თქვა არასოდეს :)
LikeLike
შემოვქანდიიი…. ეხლა გულდამშვიდებული წავიკითხავ
LikeLike
ტინტინი იმ პატარა ფრაგმენტით რომ იცანი, გულზე მომეშვა ;) მივხვდი, ნამდვილ კომიქსოლოგთან მქონდა საქმე :)
LikeLike
უი ტენტენია ქართულად? :დ მე რატომღაც ტინტინს ვეძახდი :ბლუსჰ: :სორრყ:
კომიქსები ვის არ უყვარს …. მანგაც კი, თუ სიუჟეტი და ილუსტრაციები კარგია, მითრევს :)
LikeLike
მთარგმნელს უთქვამს, ქევან, ქართულად ტენტენიაო… მეც ტინტინს ვეძახდი, სანამ ქართულს ვნახავდი. ყველა სხვა ენაზე ასე ჰქვია.
შენ წარმოიდგინე და ბევრს არ უყვარს. უფრო სწორად, ბევრს, უბრალოდ, შეხება არ ჰქონია.
LikeLike
როგორ? მულტფილმიც კი არ უნახიათ? :0
LikeLike
ასე გამოდის…
LikeLike
მე, მე ვარ ეგ უვიცი, ქევან :(
LikeLike
ჰმ… შენ და უვიცი… არ არსებობს ეპითეტი, ამაზე ნაკლებად რომ მოგიხდებოდა, მერი.
LikeLike
ნოემბერში ჩვენი ტინტინის (თუ ტენტენის) ანიმაციური ფილმის პრემიერა იქნება… ჩვენთანაც აპირებენ… მე ვაპირებ წასვლას, შენ მოლ? ^_^
LikeLike
მე სპილბერგზე ვაპირებდი წასვლას და ანიმაციურ ტინტინზე, მითუმეტეს, წავალ. მულტფილმებიც მიყვარს და კომიქსებიც და რა გამაჩერებს :)
LikeLike
in ასოთშეთანხმება ფრანგულში en-ად იკითხება – აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული :)
LikeLike
ექსპერტი ხარ მეთქი, ტყუილად კი არ გეუბნები…
LikeLike
კომიქსები, ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ))) მართალი ხარ, ჩვენთან არ არის პოპულარული, ყველა სიკეთესთან ერთად ყიდვაც კი ძნელია. არც ერთ პრესის ჯიხურში არ არის სრულფასოვანი კომიქსი, რომელიც ჩვეულებრივ დაინტერესებულ პირს მიიზიდავს.
ჩემი ოცნებაა, თბილისში კომიქსების მაღაზია მქონდეს (აი, ისეთი ამერიკულ ფილმებში რომ არის) )))
პ.ს. “მარველის” 2-3 ისეთი ნომერი მაქვს, ახლა სანთლით საძებნი რომ არის (ჩემი სიამაყეები) )))
LikeLike
შენ ეგა თქვი :( ერთი ექსკლუზიური თარგმანი ძალიან კარგია და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი, მაგრამ პოპულარიაციისთვის ზუსტადაც რომ პრესის ჯიხურებით გავრცელებული “ჩვეულებრივი” და ხელმისაწყვდომი კომიქსებია საჭირო.
ეჰ… მაღაზია მაღირსა, იქედან გამომსვლელი არ ვარ…
მარველი საკულტო კომპანიაა.შემშურდა :) რომელი სერიები გაქვს?
LikeLike
თუ გავაკეთე მაღაზია special guest იქნები )))
მარველის მაქვს spider-man vs venom, მცირე ტირაჟით გამოდიოდა თავის დროზე და სულ შემთხვევით ჩამივარდა ხელში )))
LikeLike
რარიტეტული სპაიდერმენი გქონია…
მიყვარს ასეთი შინაურული მაღაზიები :) კვირაში ერთხელ რომ შეივლი და სიახლეებს დაგახვედრებენ, მოიკითხავ, ახალ გამოცემებს გაარჩევთ, რაღაცებს წამოიღებ და წამოხვალ :)
შენ მაღაზია გააკეთე და მუდმივი მყიდველი ვიქნები :)
LikeLike
სამწუხაროდ მეც მხოლოდ საბავშო ლიტერატურას მივაკუთვნებ რატომღაც კომიქსებს. ალბათ იმიტომ რომ სულ საბავშვო ნამუშევრებს ვაწყდები…
LikeLike
საბავშვო თემატიკა, უბრალოდ, უფრო შესამჩნევია… ბევრია და იმიტომ.
დიკენსიც გამოსულა კომიქსების სახით, პოც, დეტექტიური სიუჟეტებიც მრავლად არის. ავანგარდზე და მთლად “მოზრდილ” თემატიკაზე არაფერს ვამბობ.
LikeLike
ეგ უკვე ნამდვილად აღარ ვიცოდი… და თბილისში სადმე წავაწყდები პოს?
LikeLike
შემთხვევით თუ ნახავ სადმე… მაღაზია, სადაც კომიქსები მეტ-ნაკლები რეგულარობით ჩნდება, მე არ მეგულება სამწუხაროდ :(
ბათუმში ყოფილა და აღარ არის, როგორც ანდროიდის კომენტარიდან ჩანს… :(
LikeLike
კომიქსები არასოდეს მყვარებია.მაგარმ მოლი ისე წერს, რომ დამაინტერესა, ფილმის ყურებაც კი მომინდა, დაველოდები მის გამჩენას ეკრანზე..
არასოდეს მიზიდავდა კომიქსები, ან ვკითხულობდი ისეთებს სადაც ბეევრი ნახატი იყო და ცოტა ტექსტი..არ ვიცი, როგორც წესი დიალოგების კითხვა და თან ნახატეის ყრუება მეზარებოდა ხოლმე, სულ მეგონა ფილმს სუბტიტრებით ვუყურებდი :)
მშვენიერი პოსტია მოლი :)))))))))))))))))))))))))))) არა რა, ადამიანს ყველაფრის წაკითხვას მოანდომებს ,,,
LikeLike
მთავარია, რომ დაგაინტერესე, ჯესი :) დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა. ერთხელ წაიკითხავ, მეორედ, აგერ ფილმიც გამოვა და იქნებ მოგეწონოს :)
LikeLike
we will see ^_^
LikeLike
sure :)
შენ ჯეოპარდის თემაზე იფიქრე. შენ და თამარას, როგორც პოტერიადისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს, პერსონალური პაკეტები გეკუთვნით :)
LikeLike
ბოცო და გვანცა მახსოვს, დიდი ხმის წინ წავიკითხე, სხვა კომიქსები სამწუხაროდ არ ჩამვარდნია ხელში.
LikeLike
ქართული თითქმის არ არის და უცხოურიც იშვიათად ხვდება ჩვენთან და იმიტომ.
არადა, კომიქსზე მსუბუქ და სახალისო საკითხავს იშვიათად თუ იპოვნი…
LikeLike
ვერი ვერი გუდ გუდ… ნუ, როგორც ყოველთვის.. :*
მე ნეიტრალურად ვარ კომიქსების მიმართ განწყობილი.
ან რატომ უნდა მიყვარდეს, ან რატომ უნდა მძულდეს..
მე მახსოვს, პირველ კლასში კომიქსები მაჩუქეს…
ბიჭი და გოგო იყო. სულ აქეთ-იქით დაწანწალებდნენ.. ხან რას გადაეყრებოდნენ, ხან რას… აუაუაუ.. ერთი მახსოვს.. ვიღაც დრაკონი იყო.. ჰოდა, სახლში რომ მივიდა ერთხელ, დედამ ცეცხლი შეაფრქვია, რადგან სუფრასთან ისე დაჯდა ხელები არ დაიბანა.. აა, ეს იყო შოკი და საოცრება.. რაც მე მაგაზე ვიცინე.. ასეთი უნიჭობა, საშინელება არ მინახავს, კიარადა წამიკითხავს მე…:დ:დ:დ:დ:დ
LikeLike
ნეიტრალური კი არა, უარყოფითი განწყობა უფრო გამოვიდა, მაცო :)
ბიჭი და გოგო რომ დაწანწალებენ (თუ ქართულ კომიქსს გულისხმობ) ბოცო და გვანცაა. დრაკონის სიუჟეტი არ მახსოვს, მაგრამ დიდი შანსია, უბრალოდ ავცდენოდი.უნიჭობის რა გითხრა, ის ძველი ქართული კომიქსები მთლად მწვერვალი ვერ იქნებოდა გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე დღემდე დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ და ჟანრის განვითარება ზუსტადაც რომ ასეთი პატარა ნაბიჯებით იწყება.
უბრალოდ, ჩვენთან, დიდი ხნის წინ გაჩერდა და ახლა იწყებს სვლას.
მე, მაგალითად, სპორტული ცეკვები არ მომწონს, თუმცა არსებობს ხალხი, ვისთვისაც ეს უმნიშვნელოვანესია, ულამაზესი და მეტს არაფერს აკეთებენ. გემოვნების ამბავია, მაცო :)
LikeLike
აააამ, რატო გამოვიდა უარყოფითი? მე რომ მეთქვა, 49,000000000000000007-ით მომწონს-მეთქი, მაშინ კი, მაგრამ ახლა ზუსტად 50/50-ზეა.. :*
მოლიკო, სახელები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ გვანცა და ბოცო რომ არ იყო ზუსტად ვიცი… პოსტში ხომ წავიკითხე და ვიცნობდი…
კაგი რა, მოლიკო… :D ხელები არ დაუბანია და დედამ იმიტომ მიაფრქვია ცეცხლიო, ეს უკვე შოკია… :დ:დ:დ::დ
LikeLike
უარყოფითი იმიტომ ჩანდა, რომ ორი გაგახსენდა და ორივე არ მოგწონებია თავის დროზე :)
უხარისხო და სულელურ პროდუქციას რა დალევს, მაცო :) მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჟანრია სულელური :)
LikeLike
არა, არა… მე მაგას არც ვამბობ, რა სისულელეა. ერთი კომიქსიდან მსჯელობა ზედმეტად სუულელურად მეჩვენება. :*
LikeLike
სულელური არა… უბრალოდ, სრულ სურათს ვერ მიიღებ.
ეს დაახლოებით იგივეა, მანველიძის რომელიმე წიგნი რომ წაიკითხო და ექშენ-დეტექტივები არაფრად ვარგაო, დაასკვნა.
LikeLike
მე არ მაქვს მისი ნაწარმოები – მგლები წაკითხული. უმრავლესობა ამბობს, რომ შენს ასაკში არ უნდა წაიკითხოს, მითუმეტეს გოგომო. ვეღარ გავიგე…
LikeLike
მარტო მგლები იყოს, რა გვიჭირს…
არ ვიცი, მაცო, ყველას თავისი გემოვნება აქვს და საკითხავსაც თავად ირჩევს, მაგრამ მე თუ მკითხავს ვინმე, მანველიძის ე.წ. პროზა საერთოდ არ უნდა წაიკითხო. არც ამ ასაკში და არც მერე. არც გოგომ, არც ბიჭმა და არც ანდროიდმა.
მაკულატურაა.
LikeLike
არადა საჭიროა მაგის წაკითხვა მაინც.. :) გემოვნებას აყალიბებს. :)
ქართველი “მასტერების” თითქმის ყევლაფერი მაქვს წაკითხული მაგ ჟანრში. სპეციალურად დავუთმე 2 წელი.. :)
ყველაზე ადვილია დაამარცხო მტერი, როცა მას კარგად იცნობ
LikeLike
თავი არ შეგეცოდა? :)
ვინ რას წერს, ზოგადი წარმოდგენა კი უნდა გქონდეს,მაგრამ სრულად იკითხო… მე ვერ შევძლებ :(
LikeLike
არ მკითხო. :( საშინელება იყო.. :) :)
მწვანეთვალება ანგელოზი, დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში, თვითმარქვია დეტექტივი იათამზე მდივანი, სლეპოის საგანძური, დაუმორჩილებელნი, სარანგი, მარტოხელა, სულების შურისძიება, მგლები, კრიმინალური საუბრები.. :) :)
ვოტ ჩემი მონაგარი.. შეიძლება რამე გამომრჩა კიდე
LikeLike
რას ამბობ :) ზოგი უბრალოდ გამიგია. წაკითხული არაფერი მაქვს. ბავშვობაში პარმენ ლორიას კი ვკითხულობდი, მაგრამ ეს ბევრად უარესია…
LikeLike
ბურჭულაძე? :დ :დ
დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში და იათამზე მდივანი, ეს მახსოვს :დ :დ კაშმააარ…. იმჰო
LikeLike
აი, ქევანას სცოდნია :) კოშმარია, აბა რა :)
LikeLike
უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს და თუ შეიძლება მიპასუხეთ:ეხლა ჰარი პოტერის კვირეულები რო ტარდება ბინდისას არ გაათებთ.ჩემი დიდი თხოვნა იქნება თუ გააკეთებთ ბინდის 4ივე ნაწილის კვირეულებს
LikeLike
მე მგონი, არ უნდა მოსწონდეს მოლის ქალბატონი მაიერი… :)
ჰა, მოლი? :)
LikeLike
არა, თამარა, არ მომწონს :) ვამპირულ თემატიკაში ჩემი ფავორიტი სტოკერის “დრაკულაა”. სხვა რაღაცებიც წამიკითხავს, მაგრამ მაიერი არა… ვცადე და არ მომეწონა.
LikeLike
წაკითხვა არ მიცდია, აი, ფილმებზე ლამის ჩამეძინოს, რასაც ვერ ვიტყვი ჰარი პოტერზე…
გიგა, იმედია, არ გვიწყენს :)
LikeLike
იმედია…
ჯესის კომენტარზე ჩემი პასუხი ნახე?
თუ არ გინახავს, აქ გაგიმეორებ – როგორც პოტერული პაკეტებისგან ყველაზე მეტად დაზარალებულს, პერსონალური ჯეოპარდი გეკუთვნის. თემა შეარჩიე და კითხვებს მე დავწერ :)
LikeLike
ჰმმმ… დიდი პატივია ჩემთვის :)
ოკ, მოვიფიქრებ რამეს :)
LikeLike
ჰო, დრო ბევრი გაქვს… სადღაც ოთხი კვირა.
LikeLike
მე პირადად ვთვლი, რომ ალან მური კომიქსების მწვერვალია. მისი ნარამოებები (Watchmen, V for Vendetta და ა.შ.) იმდენად სერიოზული, დამაფიქრებელი და სერიოზულია, რომ ბევრ წიგნს მირჩევნია.
ცოტა ტვინსაც მოითხოვს მისი კომიქსები :დ ბევრი ლამაზი მეტაფორები აქვს გავლილი და ციტატები საერთოდ საოცარია. ყველას გირჩევთ !
LikeLike
მეც ამას ვამბობ, კომიქსი არც ისეთი მარტივი ფენომენია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს მეთქი.
LikeLike
ააჰ, როგორ მიყვარს კომიქსები. სამწუხაროდ ბათუმში არსად იყიდება, ადრე იყო პატარა მაღაზია ჭავჭავაძეზე, იქ ვყიდულობდი ხოლმე მარველის კომიქსებს, უცხოურ ჟურნალ გაზეთებთან ერთად … ახლა მხოლოდ ონლაინში ვათვალიერებ ან თავად ვადგენ ბოლოს და ბოლოს ^_^
LikeLike
ისა და… არ გინდა, რომელიმე შენი კომიქსი გვაჩვენო აქ? ერთი მაინც…
ჭავჭავაძეზე მაღაზია დაიხურა? :(
LikeLike
არ ვიცი, ავტვირთავ სამომავლოდ რამდენიმეს ^_^…
ჭავჭავაძეზე მგონი ისევ არის (ბოლოს შემოსაზღვრული იყო სარემონტო სამუშაოების გამო), მაგრამ კომიქსებს კარგა ხანია აღარ ღებულობენ :(( მხოლოდ რუსულ–ქართული ჟურნალ–გაზეთებიღა შემოაქვთ:(
LikeLike
თუ მაღაზია არ დახურეს, კიდევ არაუშავს… თუმცა, კომიქსები რომ არ შემოაქვთ, მაინც ცუდია :(
LikeLike
http://paran0idandr0id.blogspot.com/p/under-construction.html ^_^ ჰო ვიცი, შორსაა ნამდვილი კომიქსისგან, მაგრამ ჯასთ მოყვარულს მეპატიება :)))
LikeLike
არაუშავს თუ არ ჩაატარებთ ბინდის კვირეულებს.რა თქმა უნდა ბინდი ახლოსაც ვერ მივა ჰარისათან
LikeLike
მეც ასე ვფიქრობ :)
LikeLike
ვერ აღვიქვამ კომიქსებს სერიზულად, კაი წიგნის წაკითხვა არ ჯობია მაგას? :-D
LikeLike
კომიქსი წიგნის ალტერნატივაა, გვირილა? ორივე ერთად არ შეიძლება?
ჩემთან, მაგალითად, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
LikeLike
დრო გადის, დრო :-D
LikeLike
ნუ, ჰო… აბა რა გითხრა. ყველა საკუთარი დროის და გემოვნების მბრძანებელია.
LikeLike
შეხედეთ ამ საკითხს სხვანაირად. კომიქსი არის ვიზუალური ნოველა, რომელიც ითავსებს ილუსტრაციისა და კინოს როლს. ვინაიდან მის გვერდებზე წარმოდგენილი მოქმედებები არის უკიდურესად დინამიური და ზოგადად ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რა თქმა უნდა.
’ჯობიაზე’ არ არის. თუ ’ჯობიაზე’ საუბარი დავიწყეთ, მაშინ გამოვა, რომ ვთქვათ, რადიოსპექტაკლების მოსმენას წიგნის წაკითხვა ’ჯობია’ – არა და დადგმები თავისებური ხელოვნებაა და საერთოდ არ უშლის ხელს იმას, რომ ადგე და წიგნი და წაიკითხო.
გრაფიკული პროზა თავის მხრივ, უნიკალურია. თუ მხატვარია ადამიანი, საშუალებას აძლევს, სრულყოფილად გადმოსცეს ნაწარმოების ან სცენარის იდეები. თუ მკითხველია, არც თუ შეუმჩნეველ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. განსაკუთრებით, ისეთი კომიქსები, სადაც ვიზუალური დეტალები ძალიან ფართოდ არის განხილული. ზოგიერთი კომიქსი კი ხოლმე ნამდვილი ხელოვნების ნიმუშიც არის.
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა :) მეც დაახლოებით იგივეს ვუპასუხებდი (თუმცა, შესაძლებელია, ასე მკაფიოდ და გასაგებად – ვერა) მაგრამ მაშინ კომენტარის წერა დამეზარა.
“ჯობია-არ ჯობია” საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. მაგალითად,, კოპა ამერიკას მატჩების ყურებას,რა თქმა უნდა, ჯობია, წიგნი წაიკითხო, მაგრამ ვისაც უნდა, ორივეს ახერხებს.
ვისაც კომიქსი არ მოსწონს, იმისი მესმის. გემოვნებაზე არ დაობენ. არ არის ჩემი ჟანრი და მორჩა. მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, რატომ ითვლება კომიქსი “დაბალ”, მდარე, არასერიოზულ და ბულვარულ ხელოვნებად.
LikeLike
სხვათა შორის, ’ბეჭდებზეც’ არის კომიქსი :) უფრო ახლოს არის 1978 წლის ანიმაციურ ეკრანიზაციასთან (ტიპაჟების გარეგნობით). მესამე წიგნის მოვლენები მოქცეული არ არის (ისევე როგორც ანიმაციურ ფილმში). მაგრამ ნაჩვენებია ზოგიერთი რამ, რაც არც ანიმაციურ ფილმშია მოხვედრილი. მაგალითად – სმეაგოლი და მისი ქცევები ბეჭდის პოვნის შემდეგ. ესეც ერთ-ერთი გვერდი
მაგრამ უფრო დიდებულია ’ჰობიტის’ კომიქსი.
LikeLike
ახლა გავხსენი ორივე გვერდიგვედრ, ვუყურებ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელი მირჩევნია. ორივე ძალიან კარგია. ძალიან ძალიან.
აქ მინდოდა ღიად დამედო, მაგრამ ვორდპრესმა ვერ დააპატარავა. საღამოს ისევ ვცდი.
ასეთი გამოცემების გამო ღირს კომიქსების სიყვარული :)
LikeLike
ბოცო და გვანცა, ყვანჩალა და ბოლოკა – მეც როგორ მიყვარდა :)
“ფარაონთა სიგარებს” აუცილებლად შევიძენ – დიდი მადლობა რეკომენდაციისთვის, მოლი :*
LikeLike
აჰა, კიდევ ერთი კომიქსოლოგი :) არც ისე ცოტანი ვართ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
“აგორას” აქვს დროდადრო მნიშვნელოვანი ფასდაკლებები და მაგ დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია შეძენა. თან, იანვრიდან, სხვა ნაწილებსაც გამოვცემთო…
LikeLike
აუ ტენტენი მართლაც საყვარლობაა, მაგრად მომწონს. :)
LikeLike
კიდევ ერთი კომიქსოლოგი! :)
ველქამ!
მეც ძალიან მომწონს ტენტენი.
LikeLike
:) :) :)
LikeLike
[…] თავგადასავალი”, ერჟეს “ფარაონის სიგარები“, მადონას ზღაპრები, “პატარა […]
LikeLike
[…] არ მეხსენებინა… ზუსტად ორი წლის წინ ველაქლაქე სტუმრებს, ერთად გავიხსენეთ ძველი […]
LikeLike