დღეს ბლოგის არქივს ვათვალიერებდი და რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმისთვის მიცემულ ინტერვიუს წავაწყდი. გადავხედე და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, ზოგიერთ საკითხზე მოლი ბლუმის შეხედულება ჩემი მკითხველისთვისაც გამეცნო – კითხვა–პასუხი, ვგონებ, უინტერესო არ უნდა იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუში გამოთქმული აზრები თქვენს პროტესტს გამოიწვევს, დისკუსიისთვის ყოველთვის მზად გახლავართ.
გიორგი კილაძე: “მოლი ბლუმი”, საინტერესო ფსევდონიმია… მიზეზთა გამო ჩავთვალოთ დღეს 16 ივნისია… კითხვა პირველი: მოლი ბლუმის ლიტერატურული და არა მარტო ლიტერატურული CV.
მოლი ბლუმი: ჩავთვალოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო :) პატარა, ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს… ახლა თბილისში ვცხოვრობ, პროფესიით იურისტი გახლავართ, ლიტერატურული ამპლუას მიხედვით კი – მკითხველი.
“მოლი ბლუმის ჰედონისტური მანიფესტი” სატირაა თუ იუმორი?
ვფიქრობ – არც ერთი. მინდოდა, მკითხველისთვის მინიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემ შესახებ და ეს ფორმა ავირჩიე. ფერადი და სიმპათიური ჩამონათვალი გამოვიდა. ამბობენ, ადამიანს ის უფრო მკვეთრად ახასიათებს, რაც არ უყვარსო, მაგრამ “სავიზიტო ბარათში” ნეგატიურ ჟღერადობას მოვერიდე.
ბლოგერი ხარ, ვიცი. რა არის შენთვის ბლოგერობა? საერთოდ, რატომ ხდებიან ბლოგერები?
ბლოგი ყველასთვის პირველ რიგში “express yourself” ოფციაა, ჩემთვის კი, ამასთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაც იყო. არასოდეს არაფერი დამიწერია. კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვწერ – ეს ყველაფერი ხმამაღლა ფიქრს, ბლოგის სტუმრებისთვის აზრების გაზიარებას უფრო ჰგავს… მკითხველთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ და ეს პროცესი, ჯერჯერობით, მოსაწყენად არ მეჩვენება. პირიქით, სულ უფრო და უფრო მითრევს. ბლოგინგს რაც შეეხება, ბუნებრივია, ვწერ იმას, რაც პირველ რიგში, თავად მაინტერესებს. თან ვცდილობ, სათქმელი მკითხველთან სწორად მივიტანო. უმეტეს შემთხვევაში, ასეც ხდება.
დავით ჩიხლაძე: “არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ნარცისიზმი გარკვეულწილად არ ახასიათებს. ზოგჯერ მეც ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და ზოგჯერ პირიქით, მისი ატანა არ მაქვს (ძალიან აბეზარი ვინმეა და ბოლოს თავს მაცემინებს). ჩვენ ყველას გვიყვარს საკუთარი თავი და მე ისიც მიყვარს, როცა ამას ვაცნობიერებ” – შენი კომენტარი… შენ თუ გახასიათებს? ბლოგზე წერა… ხანდახან მხოლოდ ამოთქმას ხომ არ გულისხმობს?
საკუთარი თავით კმაყოფილება, გარკვეული დოზით, ბუნებრივიც არის და აუცილებელიც, მაგრამ ზღვარგადასული არაფერი ვარგა, ზედმეტი თვითკრიტიკულობა ყოველთვის ან პოზა მგონია, ან – არასრულფასოვნების კომპლექსი. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს, ვერავის და ვერაფერს შეიყვარებს. ნარცისიზმი მეორე უკიდურესობაა – საღად განსჯის უნარს გვიკარგავს, ყოველგვარ გონივრული ფარგლებს უარყოფს და აბსოლუტურ თვითტკბობაში გადადის. ვეჭვობ, ეს ვინმესთვის სიკეთის მომტანი იყოს.
შენი ბლოგერი კოლეგა, თამარა თვლის, რომ: “თანამედროვე სამყაროში ზოგიერთმა მწერალმა თვითონ მოიხსნა საზოგადოების ზნეობის მესაჭის ფუნქცია. მწერალს არც არასოდეს ევალებოდა საზოგადოების აღზრდა, მაგრამ უმეტესწილად მწერალი საზოგადო მოღვაწის როლს თუ არ ითავსებდა, აზროვნებაში ახალი მიმართულების შეტანას მაინც ისახავდა მიზნად და თუკი მისი მიმართულება დროის მოთხოვნებს პასუხობდა, სწორედ იგი ხდებოდა საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებების ფუძემდებელი, მამამთავარი და მესაჭე”. ეთანხმები? თუ ეთანხმები ისიც მითხარი, რატომ მოიხსნა “საზოგადოების ზნეობის მესაჭის ფუნქცია” ზოგიერთმა მწერალმა. ამაზე თუ გიფიქრია?
თამარა, როგორც ყოველთვის, დამაჯერებელია, თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, მწერალი იმთავითვე საზოგადოების ზნეობის სადარაჯოზე დგომას ისახავდეს მიზნად. ნუ დავაკისრებთ მწერლებს ზედმეტ ფუნქციას და ნუ დავივიწყებთ, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან. ბოლოს და ბოლოს, ბევრი დიდი მწერალი სულაც არ ყოფილა იდეალური ადამიანი, მაგრამ ამას მათი სიდიადისთვის ხელი არ შეუშლია… მწერალმა უნდა წეროს ის, რაც აწუხებს (ან ახარებს) და ისე, როგორც ეწერება. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ბუნებრივია, ნიჭიერი მწერალი მკითხველზეც ახდენს გავლენას. კარგია, თუ წიგნი მკითხველს ჩააფიქრებს, პრობლემას დაანახვებს, მაგრამ ერისკაცობა თვითმიზანი არ უნდა გახდეს.
პოეზიაზე ნაკლებად წერ, თუ არ ვცდები. იცნობ? გიყვარს? როგორ ფიქრობ, დღეს პოეტები ერთმანეთისთვის წერენ თუ მკითხველებისთვის? გემოვნებიანი მკითხველის შენეული განმარტება…
პოეზია მიყვარდა და ახლაც ვკითხულობ – ქართულსაც, რუსულსაც. თარგმანიც მომწონს. განსაკუთრებით – სპარსული რობაები და იაპონური ჰაიკუ. მუსიკასავით მსუბუქია, მინიმალური ინფორმაცია, მხოლოდ განწყობას გიქმნის. თუმცა, მაინც პროზას ვამჯობინებ. თანამედროვე პოეტებსაც ვიცნობ – ეკა ქევანიშვილს, დიანა ანფიმიადის, ხვიარას… არა მგონია, მათ ლექსებს მკითხველი, შემფასებელი და დამფასებელი აკლდეს.
“ტექსტი თოვლის გუნდასა ჰგავს. რაც უფრო კარგად დააგუნდავებ, მით უფრო მტკიცედ შეიკვრება და მიზანსაც ზუსტად მოხვდება”. ბატონმა გია არგანაშვილმა ბრძანა ჩემთან საუბრისას. შენ რას ფიქრობ?
უგუნურობა იქნება, ამ საკითხზე შეეკამათო ადამიანს, რომელმაც სიტყვასთან მუშაობის საიდუმლო ამქვეყნად ყველა მკითხველზე უკეთ იცის. რა თქმა უნდა, ვეთანხმები. კარგ იდეას, ორიგინალურ სიუჟეტურ მიგნებას არც თუ იშვიათად სწორედ რომ არასაკმარისი დამუშავების გამო ვერ მიუღწევია მკითხველამდე და სადღაც გაბნეულა კვამლივით.
რას ფიქრობ ზოგადად თანამედროვე ქართულ პროზაზე? შენი აზრით, რაზე წერენ ქართველი პროზაიკოსები დღეს? ვის ახალ ნაწარმოებს ელოდები ყველაზე უფრო და რატომ? დარწმუნებული ვარ ბევრს კითხულობ. პლაგიატზე მეტი სასაუბროა თუ გავლენაზე?
თანამედროვე ქართული პროზა, პირველ რიგში, აქტუალობის გამო მომწონს. დღევანდელ დღეზე წერენ, ჩვენს რეალობაზე და პრობლემებზე და არ აქვს მნიშვნელობა, როდის ცხოვრობდნენ მათი გმირები – ოცი წლის წინ თუ ორი საუკუნით ადრე… ინტერესით აკას, დათო ტურაშვილის, ბესო ხვედელიძის, ზაზა ბურჭულაძის, ლაშა ბუღაძის წიგნებს ველოდები. ჟურნალებში ანა კორძაია-სამადაშვილის, სანდრო ნავერიანის და გოგი გვახარიას ესსებს ვეძებ. ფავორიტი მთარგმნელებიც მყავს… სიმართლე გითხრათ, თანამედროვე პროზაში პლაგიატი ჯერ არ შემხვედრია. გავლენა სხვა თემაა… დღეს თითქმის ნებისმიერი უცხოელი მწერლის შემოქმედებაა ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, მხატვრული სიტყვის აღიარებული გრანდების და თანამედროვე მოდური და პოპულარული ავტორების გავლენა ქართულ პროზაშიც იგრძნობა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
ეკო და აკუნინი… ბლოგზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნე… თემასაც დაუბრუნდი და წერილსაც… ბიბლიოთეკარი ვარ ხომ იცი? “ეკო და აკუნინი”. წინა კითხვის გაგრძელებად ჩათვალე… ირიბად.
არა, პლაგიატი უხეში და პრიმიტიული კალკირებაა. “ალტინ-ტოლობასში” კი დახვეწილი ალუზიაა ეკოს შედევრზე. აკუნინს ლიტერატული ექსპერიმენტები უყვარს. თუ გახსოვთ, ჩეხოვის “თოლიას” იმ მომენტიდან აგრძელებს, სადაც კლასიკოსმა წერტილი დასვა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნი, დეტექტიური მოთხრობების კრებული “ნეფრიტის კრიალოსანი” თავიდან ბოლომდე ჟანრის დიდოსტატებისადმია მიძღვნილი და კრიალოსნის თითოეული მოთხრობა სახელგანთქმული ანალოგის ალუზიას წარმოადგენს. ერთგან ფანდორინისა და შერლოკ ჰოლმსის დუეტსაც კი ვხვდებით… ამას პლაგიატს ვერ დავარქმევ. უფრო ლიტერატურული პერფორმანსია – ლაღი, თავისთავადი და საინტერესო…
“მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანისთვის) წარსული ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს” – ბრძანა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ბუნებრივია საქმე შემოქმედებით წარსულას ეხება, ეთანხმები? თუ კი, რატომ?
ბატონი ბაჩო, ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ მწერალი ახალ ნაწარმოებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სუფთა ფურცლიდან იწყებს. სულ ერთია, რა ხვდა წილად წინა ტექსტს – ტრიუმფი თუ ფიასკო – ახალი ნაწარმოები ახალი გამოწვევაა. ამ შემთხვევაში, მეც იგივე აზრის ვარ.
“სხვა რომ არაფერი, ენა ინახავს წარსულს, მწერალიც სწორედ ენიდან, ე.ი. წარსულიდან ამოიზრდება და რამდენადაც დიდი აქვს სიტყვის ძირა ფენებში წვდომის უნარი, როგორც რობაქიძე იტყოდა, იმდენად ძლიერად აესხმება ფრთები ასაფრენად, იმდენად თავის-უფალი იქნება” – ბრძანა ქალბტონმა მაია ჯალიაშვილმა. შენი კომენტარი…
ცხადია, ენა მწერლის მთავარი იარაღია და მას სრულყოფილად უნდა ფლობდეს. ვერ წარმოიდგენთ, როგორი დასანანია კარგ და საინტერესო წიგნში ორთოგრაფიული შეცდომების და სტილისტური ლაფსუსების აღმოჩენა ან იმის შეგრძნება, რომ ავტორი სათქმელის გადმოსაცემად საჭირო სიტყვებს ვერ პოულობს, რადგან ენა (კალამი) არ ემორჩილება, არ მოჰყვება. ამასთან, არ მგონია, რომ ენა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და თანამედროვე მწერალი წინა საუკუნის ლექსიკით მეტყველებდეს. ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ვითარდება და ახალი ძალით ივსება. ჩემთვის თამამი ექსპერიმენტებიც მისაღებია, სლენგიც და ასე განსაჯეთ, ნატურალიზმიც, თუ ის კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ ვითარებას უხდება, ნაძალადევი და ყალბი არ არის.
კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე შემოაქვს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები? ამ კითხვაზე დავით ჩიხლაძის საინტერესო პასუხსაც “მოგასმენინებ” და შემდეგ კომენტარს გთხოვ – “სიმართლე გითხრათ, კრიტიკოსები არ მაინტერესებს. ძირითადად, ისინი სულ ყოვლისმცოდნეების იმიჯის მორგებას ცდილობენ და ასეთი ხალხი მე არ მომწონს. ლიტერატურულ ცხოვრებაში კი სიმძაფრე ახალ და კარგ ავტორებს შემოაქვთ, ახალი და საკაიფო წიგნებით”.
დავით ჩიხლაძის პოზიცია ძნელად გასაგები არ არის. წარმომიდგენია, რას გრძნობს მწერალი, როდესაც სავარძელში კომფორტულად მოკალათებული, სხვადასხვა ცნობარით თუ ლექსიკონით შეიარაღებული მავანი კრიტიკოსი, მშვიდად და აუღელვებლად ნაბიჯ-ნაბიჯ იკვლევს უძილო ღამეების, ნერვული სტრესის და არადამიანური დაძაბულობის ხარჯზე დაწერილ ნაწარმოებს და ყოველი საეჭვო პასაჟის აღმოჩენისას კმაყოფილებით ხელებს იფშვნეტს. რა თქმა უნდა, ეს უტრირებაა, მაგრამ რეალობა არც თუ განსხვავებულია… სახელოვნებო კრიტიკა მსოფლიოში ფრიად დაფასებული პროფესიაა, თუმცა, მწერალს და კრიტიკოსს შორის, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. თქვენს მიერ მოხმობილ ციტატას ასე ვუპასუხებდი – ლიტერატურულ ცხოვრობას ახალი და კარგი ავტორები ალამაზებენ, კრიტიკოსი კი (პროფესიონალი და არა დილეტანტი) გონივრული ზღვარია ზემოთ ნახსენებ თვითკრიტიკულობასა და ნარცისიზმს შორის.
ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე… შენი აზრით, რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, საქართველოში? საკმაო რაოდენობის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდის? უჭირთ ავტორებს წიგნების გამოცემა? ლიტერატურული ჟურნალის, გაზეთის, დაარსება არ გიფიქრია?
კითხვის პათოსი გასაგებია. ადრე, ლიტერატურული ჟურნალი ახალგაზრდა, პერსპექტიული და საინტერესო ავტორებისათვის ერთგვარ ტრამპლინს წარმოადგენდა. ასეთი ასპარეზი ახალგაზრდებს დღესაც აქვთ. საქართველო ლიტერატურული მიმართულების ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. “ჩვენი მწერლობა”, “ცხელი შოკოლადის” ლიტერატურული დამატება, “ლიტერატურული პალიტრა”, “ცისკარი”… სპეციალიზებული გამოცემების გარდა, პერიოდული პრესის ფურცლებზეც შესაძლებელია სტარტის აღება, პარალელურად, ინტერნეტი ვირტუალური მკითხველის ამოუწურავი რესურსით გვამარაგებს. წესით, საინტერესო ავტორს მკითხველის მოძიება არ უნდა გაუჭირდეს.წიგნის მაღაზიების თაროებზე ლიტერატურის ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა. ძნელია იმის თქმა, რომ ავტორს წიგნის გამოცემა უჭირს.ლიტერატურული ჟურნალის გამოცემაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ… თუმცა, “არასოდეს თქვა არასოდეს” – იქნებ ოდესმე საგამომცემლო საქმიანობითაც დავინტერესდე…
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? “კარცერ ლუქსის”, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვი?
ყველა დროის და ეპოქის ბიბლიოფილი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. ოღონდ, წიგნების თანამედროვე მოყვარული, ბევრად პრაგმატული მგონია. ვასიკო კეჟერაძე გამოუსწორებელი იდეალისტი იყო, “ქინდლი” რომ დაენახა ვინმეს ხელში, ალბათ, გული გაუსკდებოდა. “კარცერ-ლუქსი”, ვფიქრობ, ბატონ გურამს ეფექტის გაძლიერებისთვის და სათქმელის აქცენტირებისთვის დასჭირდა. ძნელი წარმოსადგენია, კითხვის (ან სხვა რამის) იძულებით შეყვარება. სხვა საქმეა პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ეფექტიანი “ხრიკების” გამოყენება. რაც მეტი იქნება კითხვის მოყვარული ადამიანი, მით უფრო დიდ დისკომფორტს იგრძნობენ მათ წრეში მოხვედრილი უწიგნურები… მე ესეც ერთგვარი კარცერ-ლუქსი მგონია.
თარგმანზე არ გვისაუბრია… როგორ ფიქრობ დღეს ბევრს თარგმნიან, ხარისხიანი თარგმანი სჭარბობს? შენ ვის თარგმნიდი? რატომ? ახლა რას და რატომ კითხულობ? ბოლოს რომელი ქართველი მწერალი წაიკითხე?
ქართულ თარგმანს თვალყურს განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებ. კარგად მახსოვს ის დრო, ხარისხიანად გადმოქართულებული წიგნი ძნელად რომ მოიძებნებოდა და ფონს რუსული თარგმანით გავდიოდით. ახლა ბევრს თარგმნიან. საბავშვო ლიტერატურასაც, თანამედროვე პროზასაც და კლასიკასაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხი გაუმჯობესდა. ერთი იმიტომ, რომ ამ საქმეს ქართული ენის კარგად მცოდნე ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი, მეორეც – მთარგმნელების გვარ-სახელებს უკვე ყურადღებას აქცევს საზოგადოება, ადრე ეს ტენდენცია ნაკლებად შესამჩნევი იყო. დღეს ირმა ტაველიძის, ქეთი ქანთარიას და ლია ჩლაიძის თარგმანს რომ შეხვდები, უკვე იცი, ღირებული საკითხავი გიჭირავს ხელში. სულ ორიოდე კვირის წინ ფასდაუდებელი საჩუქარი მივიღეთ – უმბერტო ეკოს “ქართული” “ვარდის სახელი”. მადლობა “დიოგენეს” და ხათუნა ცხადაძეს… პირველი თავები გადავათვალიერე და გადმოქართულებული ეკოს ჰარმონიულობამ მომხიბლა. დღეიდან ხათუნას სხვა თარგმანსაც ინტერესით დაველოდები… სათარგმნი იმდენია, ერთის და განსაკუთრებულის გამოყოფა გამიჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, ორიგინალში ან რუსულ ენაზე ხელმისაწვდომია თუ არა – ქართულს სხვა ეშხი აქვს. რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკების” და უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარას” თარგმანს ვისურვებდი. ვფიქრობ, ქართველი მკითხველი იმსახურებს ასეთ გემრიელ და ინტელექტუალურ ლიტერატურულ სასუსნავს. ქართველ მწერლებს რაც შეეხება, ბოლოს ანა კორძაია-სამადაშვილის “შუშანიკის შვილები” წავიკითხე. სხვათა შორის, კორნელია ფუნკეს “ქურდების მბრძანებელი” სწორედ მან თარგმნა და თანაც ისე, რომ ერთ დღეში ჩავამთავრე. არც გამკვირვებია – ქალბატონი ანა კალამსაც და ქართულ ენასაც ვირტუოზულად ფლობს.
მხატვრული ნაწარმოების წერას როდის დაიწყებ? დაწყებული ხომ არ გაქვს უკვე?
არა, ასეთი თავხედიც არ ვარ. ბლოგი ჩემს “გრაფომანულ” მისწრაფებებს სავსებით აკმაყოფილებს. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ უფლება მაქვს, საკუთარ თავს მკითხველი ვუწოდო.
და ბოლოს რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერჯერობით არ იცი? აქვე, კითხვა რომლის პასუხი ზუსტად იცი?
ისეთს არაფერს, თქვენი მკითხველისთვის საინტერესო იყოს :) ზუსტი პასუხი ყველაზე ვერა, მაგრამ ბევრ ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვაზე მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე მგონია.
წაკითხული მქონდა, მაგრამ სიამოვნებით გავეცანი ხელახლა…
ბევრმა ინატროს შენისთანა განათლებული, კულტურული და ტაქტიანი რესპონდენტი :) :)
LikeLike
გამახარე, თამარა :)
დიდი მადლობა შენ და რა თქმა უნდა, გიორგის :) მშვენიერი კითხვები იყო :)
ჰოდა, სანამ მე მომადგებოდა, ინტერვიუ მინდაო, მანამდე შენი წავიკითხე და ძალიან რომ მომეწონა, მაშინაც გითხარი და ახლაც გაგიმეორებ :)
LikeLike
რა კარგი ხარ, მოლი :)
LikeLike
მადლობა, ნათია :)
LikeLike
კარგი ინტერვიუა :)
LikeLike
სენქს ე ლოთ! :)
LikeLike
momwons, zalian ushualo da “dadebiti” interviua :)
LikeLike
მადლობა :)
და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა – ეს არის პროფესიონალი მკითხველის ინტერვიუ. ასეთი მკითხველი მწერალს პასუხისმგებლობას უძლიერებს და, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარი წიგნების მიმართ დამატებით ინტერესს უღვივებს _ დაინახოს და გაიაზროს ისინი სწორედ ასეთი მკითხველის თვალითაც.
პროფესიონალ მკითხველთან საუბარი მწერალს აღმოჩენებს აკეთებინებს.
LikeLike
მადლობა, ნატო :) მწერლისგან ასეთი შეფასება განსაკუთრებით სასიამოვნოა :)
მკითხველის სტატუსს განსაკუთრებით ვუფრთხილდები და ძალიან არ მინდა, ოდესმე დავკარგო.
LikeLike
ზიედა, ზიედა, ზიედა…
მოლიკო, შენ წარმოიდგინე, პირველი ინტერვიუ იყო, რომელიც თააავიდან ბოლომდე წავიკითხე. როგორც წესი, მხოლოდ საინტერესო კითხვებზე პასუხებს გადავალებ ხოლმე თვალს.
ძალიან კარგი იყო, მოლ. საინტერესო კითხვები და უფრო საინტერესო პასუხები. <3
LikeLike
გუშინ ვფიქრობდი, პრიზი ხომ არ დავაწესო იმ მკითხველისთვის, პოსტს ბოლომდე რომ ჩაიკითხავს მეთქი :) სულო ცოდვილო და კი გამოვიდა ცოტა მოზრდილი :)
გაიხარე, მაცო :)
LikeLike
მოლიკო, მოლიკო, მოლიკო…
ახლა დავაკვირდი შენს ვაატრას… რა კარქობაა.. <3
LikeLike
ჩემს ირლანდიურ ქუდს :) რამდენიმე მქონდა, მაგრამ მაინც ეს ავარჩიე :) ყველაზე მეტად ეს მომწონს :)
LikeLike
აუუუუ უსაზღვროდ საიტნეერსო პიროვნება ბრძანდებით მოლი ბლუმ :)))
ააა ზღვისპირა ქალაქშიო..რომელში რომელში? :))))
საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა ნამდვილად :)
ძალიან მიყვარხარ მოლი :)))
LikeLike
აი, შენ რომ იყავი უიქენდზე ბლოგოსფეროს ელიტასთან ერთად, იმ ქალაქში :)
მადლობა, ჯესი :)
LikeLike
აააა რა მაგარიაააააააააა ^_^
LikeLike
ჩემი ქალაქია მაგარი :)
LikeLike
ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე… შენი აზრით, რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, საქართველოში? საკმაო რაოდენობის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდის? უჭირთ ავტორებს წიგნების გამოცემა? ლიტერატურული ჟურნალის, გაზეთის, დაარსება არ გიფიქრია?
უფ ამ კითხვას რას ვუპასუხებდი :)
LikeLike
აჰა :) ერთ აბზაცში ხუთი “ქინდლი” იქნებოდა, სამი ლარსენი, ორი ამაზონი და დასაწყისში და ბოლოში – მომავალი მაინც იბუქების არისო :)
LikeLike
ტურიკას ლინკი გადმომიგდო ერთხელ მეგობარმა – რაღაც გადაცემაში ბაზრობს ელექტრონულ წიგნებზე… იმდენი სისულელე თქვა, მგონი, საერთოდ არ უნახავს ცხოვრებაში. ბოლოს თქვა – მე არ ვაძლევ უფლებას ჩემი წიგნები ელექტრონულ ფორმატში განათავსონო :)
LikeLike
ვერ უთქვამს მთლად ჭკვიანური რაღაც :(
ერთი, რომ აზრი არ აქვს ღრმად ლოგიკური და ბუნებრივი პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მეორე, ჩემი მოკრძალებული აზრით, ელექტრონულ ფორმატში გამოცემული წიგნი მწერლის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.
რაღაც ირაციონალური და ჩვენი-მამა-პაპები-როგორც-კითხულობდნენ-მეც-ისე-მინდა პოზიციაა :(
LikeLike
ვაჰ, რა სისულელეა…
დასასვენებლად რომ მივდივარ, ორი საწყალი რომანის წათრევა ლამის მხრის ჩამოწყვეტად მიჯდება ხოლმე. დამხატავდა ერთი რიდერი :)
LikeLike
წარმოიდგინე, თამარა – ბიბლიოთეკა ჩანთაში.
ყოველდღე ვატარებდი თან :(
LikeLike
ეს წიგნი მაგალითად :)
http://on.fb.me/lRfzif
LikeLike
აქ ვერ ვნახულობ და აბა ისევ თუ მოვარტყამ – ტოლსტოი უნდა იყოს. თან, თუ ერთი წიგნია, აღდგომა იქნება.
LikeLike
არა. ამჯერად სერიოზული კომენტარი იყო – ქინდლის სქრინშოთია. იმის რასაც ახლა ვკითხულობ – იასუნარი კავაბატა “გოს დიდოსტატი”
LikeLike
იაპონელი ნობელიანტებით ერთობით, მილორდ? კარგია?
ათასფრთიანი წერო უკვე წაიკითხე?
LikeLike
ეგ ქინდლამდელ ეპოქაში მაქვს ჯერ კიდევ წაკითხული. კავაბატა ჩემი 50-ეულის წევრია. მართალია, არა წეროს გამო, მაგრამ მაინც…
გოც კარგი ჩანს.
LikeLike
რაც ენდოს “ქალი, რომელიც მივატოვე” წავიკითხე, იაპონურ პროზას დიიიდი შიშით ვეკიდები. სად მაქვს მაგის ნერვი :( ჩემი პრობლემებიც მეყოფა, იაპონელებზე რომ არ ვიტირო :(
უკიდურესად მძიმეა და რეალისტური.
გოს სწავლა მინდა. ბრიჯისაც. ამ ორში ბრიჯი უფრო იოლია და ესეიგი, გოს შანსი არ მაქვს :(
LikeLike
კავაბატას ეგ არ ეხება. ყველაზე ევროპელი მწერალია იაპონთაგან. :)
მე მქონდა იაპონური პერიოდი კარგა ხნის წინ. ბევრი მწერალი მაქვს წაკითხული ძაან ცნობილიც და ნაკლებად ცნობილიც… კობო აბე, ტანიძაკი, კენძაბურო ოე, მისიმა… მაგრამ ამათგან მერე გადამიარა :) ახლა მაგათგან კავაბატა მიყვარს და მერე ედოგავა რამპო და იასუსი ინოუე.
LikeLike
მეც მქონდა. იაპონურ ესთეტიკას ვეძებდი. რიუნოსკეთი დავიწყე და არც ოე დამიტოვებია და არც მისიმა… ჰოდა,ვიპოვნე და ახლა არ ვეკარები ახლოს და მურაკამის მოძალებასაც მშვიდად შევხვდი.
აი, პოეზია, სულ სხვაა.
LikeLike
მეც აკუტაგავათი დავიწყე. მაგრამ კავაბატასთან ვერ მოვა.
და ინოუიესთანაც.
ედოგავა მაინც სხვა თემატიკაა.
იაპონური სამზარეულო არ მიყვარს, ამიტომ ლანჩზე პიცას შევჭამ :)
LikeLike
მეც პიცა მირჩევნია…
LikeLike
მოლი <3
ძალიან საინტერესო
LikeLike
დანკე! ცოტა კი მეფიქრებოდა, პოსტისთვის ნამეტანი დიდია მეთქი…
LikeLike
ძალიან საინტერესო იყო. ბოლომდე ვიზიარებ შენს აზრებს ;)
LikeLike
გაიხარე, როდე :)
LikeLike
რაღა დავამატო.
უბრალოდ <3
ჰო, წაკითხული მქონდა ადრე, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით წავიკითხე თავიდან.
LikeLike
გამახარე, მანანა :) ამხელა პოსტის ერთხელ წაკითხვა ჭირს და შენ და თამარამ ორჯერ წაიკითხეთ :)
შენი ახალი ბლოგის საქმე როგორ მიდის?
LikeLike
შეიძლება ითქვას კარგად. პირველი პოსტის თარგმანი თითქმის დასრულებულია და მალე დავდებ. მეორეც გზაშია:)
LikeLike
მშვენიერია :) დაველოდებით პოსტებს.
კარგი იდეაა და წესით, ძალიან კარგი საქმე უნდა გაკეთდეს.
LikeLike
გემრიელი ინტერვიუ პოსტია)
აუ მოლიიი სახლში დამპატიჟე და შენი ბიბლიოთეკიდან 3დღე არ გამოვალ.ხმას არ გაგცემ სანამ შენ არ მკითხავ ხომ არ გადაყლაპე ენაო,ან სულაც არ შემოგხედავ))))))))))))))))))))))
პოსტის კითხვისას წარმოვიდგინე რამდენი წიგნი გაქვს და რა სიამოვნება იქნება მათი შეთვალიერება,თან ყველა გემოვნებით არჩეული.
მართლა დამპატიჟე)
პ.ს. მომათმენინე ეკოს “ფუკოს ქანქარა”-მდე….
LikeLike
სამი დღე არ გეყოფა :)
დღეს მაქვს ბიბლიოთეკის დალაგების დღე. ორი კვირაა, არ გადამიწყვია.
ქანქარას მეც ველოდები, ოღონდ მალე ვერ იქნება, ასე მგონია.
LikeLike
ბლოგი ყველასთვის პირველ რიგში “express yourself” ოფციაა : ))))))
LikeLike
ვერ გაგიგე, სალომეა, შენ სხვაგვარად ფიქრობ?
LikeLike
ჩემთვის ბლოგი გრაფომანობის დაკმაყოფილების საშუალებაა :) თორემ, მეთ მულენვეგს რომ ვორდპრესი არ გამოეგონა, გვეყოლებოდა ერთი საშუალოდნიჭიერი ქართველი მწერლით მეტი. :)
LikeLike
გრაფომანობის დაკმაყოფილების საშუალებაც, საბოლოო ჯამში, იქსპრეს იორსელფ არ არის, ლორდ?
საშუალოდ ნიჭიერზე შეგედავებოდი, მაგრამ რა გინდა, შენსას არ გადათქვამ და…
LikeLike
რომელიღაც კომპოზიტორი იგონებდა: 16 წლის ასაკში ვამბობდი მეო, 25 წლის ასაკში – მე და მოცარტიო, 35 წლისა – მოცარტი და მეო, ახლა კი უბრალოდ ვამბობ – მოცარტიო.
ჰოდა მეც უკვე მაგ მეოთხე სტადიაში ვარ :)
LikeLike
შარლ გუნო. :) ფრანგების კლასიკური სიამაყე და “ფაუსტის” ავტორი :)
რა ვქნა, ხომ ვამბობდი, შემეწინააღმდეგები მეთქი და…
ისე, მაგ სიტყვების მთქმელიც უდიდესი კომპოზიტორი იყო :)
LikeLike
სატანა ტამ პრავიტ ბალ?
ჩემი ცოდნა კლასიკური მუსიკის რაველის ბოლეროთი და მოცარტის თურქული მარშით შემოიფარგლება.
ნუ შეიძლება კიდევ მთვარის სონატით და სიხარულის ოდით – ევროკავშირის ჰიმნად რომ აქციეს :)
LikeLike
люди гибнут за металл!
ჰარმონიის სამყაროში, თუ რაღაც მსგავსი, წიგნი მქონდა ბავშვობაში და მანდ იყო ისტორიები მუსიკოსებზე. ეს გამონათქვამიც იქედან მახსოვს.
LikeLike
mdaaa, saintereso iko namdvilad da shepasebebic momecona, magram rac kvelaze mnsihvnelovania, mgoni cxovrebashi pirvelad cavikitxe dalagebuli pasuxebi, rasac kitxvebze ver vitkvi, ognd ertad-ert ragacas ar vetanxmebi:
მწერალმა უნდა წეროს ისე, როგორც ეწერება.
LikeLike
კითხვებს რას ერჩი… მართლა არა უშავდა. შენ ის უნდა გენახა, ამას წინათ, ინტერვიუ გვინდაო და ექვსი კითხვიდან ხუთი – სახელს რატომ მალავ იყო და ერთი – შენს პირად ცხოვრებაში რა ხდებაო.
მწერალმა რომ ისე უნდა წეროს, როგორც ეწერება, აქ სხვა აზრი გაქვს, შეილა?
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
maaadlob, madlob. kargi adgilia ashakrad da kitxvebs imas verchi, rom zedmetad rtulia. me dziritadad sheni pasuxebidan mesmoda kitxva da ravi, mtlad maseti blondinkac ar var :P da eget kitxvebze, saxelze da arika, gavigot vin ukvars-ze mec magrad vgadaob
LikeLike
ყველაფერი შედარებითია :)
LikeLike
ui, za odno, imazec gipasuxeb ra: ashkarad marto ise ar udna ceros, rogorc ecerineba, torem dacers adibass burchuladzesavit da magari tipi egoneba tavi, imitom, rom “tavisupalia” da tamamad cers rom mistvis mxolod ori tipis kali arsebobs, vinc spermas klapavs da vinc ara.
chemtvis carmoudgenelia gamoikeno bindzuri sitkvebi, rodesac mat akvt – minimum medicinis dargshi – sinonimebi. araa aucilebeli tavisupleba sharvlis kveda zonis ukamrobit amtkico.
ai, amas vpikrob me
LikeLike
აჰა… ადიბასზე აშკარად განსხვავებული აზრი გვქონია. მე ადიბასის სლენგი და ნატურალიზმი არ მაღიზიანებს. პირიქით. ყალბი და ძალად მოტანილი არ მგონია.
LikeLike
xooom … ravi … chemtvis absoliturad mougebelia eg cigni da kide kobo abes “kali kvishashi”. nu, saidan sad, magram mianc : )
LikeLike
ლიტერატურული პრეფერენციების ამბავია :) მე თეკერეის წაკითხვა ვცადე ერთხელ, პირველი ოცი გვერდი გადავიტანე, მერე ბიბლიოთეკის ყველაზე ღრმა კუთხეში შევჩურთე და საშინელი ფიცით დავიფიცე, რომ ხელს აღარასოდეს ვახლებდი :)
LikeLike
: )))) ai, zustad amseti adamianebi mikvarxart, rom ambobt rom cigni radgan cignia, ar nishnavs rom kargia (subiekturad). xo ici, axla iseti tendenciaa, ai, clebis cin jurnalshi rom cavikitxe,pijonoba (<– vaime, rogor mikvars es sitkva) tu ginda, martoobis 100 celze unda ilaparakoo. dgemde egaa
LikeLike
ჰო :) მარკესის მარტოობა სავალდებულოა და კიდევ კოელიო და მურაკამი. დროდადრო, შთაგონებული სახით, ისიც უნდა დაამატო – რა ღრმაა რილკეო :)
LikeLike
არა მოლი მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და ამიტომ დავაკოპირე. მომეწონა. TBC ბანკის რეკლამაშია ეს სიმღერა “express yourself” და ეს გამახსენდა: )))
LikeLike
მე ვერ მივხვდი :) ის რეკლამა არ მინახავს და ალბათ, იმიტომ.
LikeLike
ყველას გესალმებით : )
LikeLike
ვაუ, ფარსმან? როგორ ხარ? სად დაიკარგე?
LikeLike
მომეწონა საინტერესო პიროვნება ჩანხარ,ვატყოვ წაგიკითხავ ხშირად <3
ადრეც გკითხულობდი,მაგრამ ახლა უფრო განმიმძაფრდა:))
LikeLike
thanks a lot! :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
როგორც ყოველთვის, ტალღა ინტელექტისა სითბოსთან ერთად :) ზღვისპირა ქალაქიდანაც ყოფილხარ :)
LikeLike
ღამე მშვიდობისა, ქალბატონო მენაკი :)
კი, ზღვისპირა ქალაქიდან ვარ :)
LikeLike
ერთი როგორ უნდა მოვკვდე ისე რომ მოლი ბლუმისგან რეალში არ ავიღო ინტერვიუ :)))))
LikeLike
რეალში სხვებთან :) არყის ბოთლის თანხლებით. ია პას!
LikeLike
რა ცივი უარი დაურტყა :):)
მაგარი კითხვა იყო პოტერიანასთვის სარეკლამო ჩადგმაზე :)
LikeLike
ნუ, ჰო :) არაყი არ მიყვარს.
LikeLike
არაყი სად თქვა? :) ეგება და ბალენტაინზე გპატიჟებს.
არა კონვერსებზე – ფბ-ში ვარჩევდით მაგას. ლუნას აცვია ფენიქსში.
LikeLike
სადაც სხვებთან თანხმდებოდა შეხვედრაზე, იქ ახსენა არაყი… თორემ, ბალენტაინზე უარს არ ვიტყოდი.
თქვენ თურმე სერიოზულ რაღაცებს განიხილავთ ფბ-ზე….
LikeLike
ვისაც რა აინტერესებს :)
LikeLike
где нам, дуракам, чай пить…
LikeLike
შენით მერამდენე პოსტით უნდა ავღფრთოვანდე აღარ ვიცი! :) ისე მართლა კარგი იქნებოდა გამოგეცა რამე, სულმოთქმელად წავიკითხავდი გამოსულს და გულის ფანცქალითა და იდუმალი მოლოდინით დაველოდებოდი შემდეგი ნომრის გამოსვლას. :)
LikeLike
არც ვიცი, რა ვთქვა :) დიდი მადლობა :) ოღონდ, წერა ჩემთვის მაინც ჰობია და არა პროფესია. ბლოგი სრულიად საკმარისია და აქაური მკითხველებიც ძალიან მიხარია.
LikeLike
და ჩვენც გვიხარია შენი არსებობა. :) რაც შეეხება თვითკრიტიკასა და თვითკმსყოფილებას, მგონია რომ მართლა გაქვს საამაყო და მაინც ძალიან დამაინტერესა “მოლი ბლუმის” სახემ რომელიც შემოგელახება (გეცემინება). :)
LikeLike
უჰ, არა :) ეს დათო ჩიხლაძეს ეცემინება საკუთარი ალტერ-ეგო. მე მოლისთან ვმეგობრობ :)
LikeLike
უი ხო ახლა გადავიკითხე კიდე. :) :) :)
LikeLike
მე და მოლის შესაშური ურთიერთობა გვაქვს. კომპრომისებს, სადაც საჭიროა, ყოველთვის ვპოულობთ და ერთმანეთსაც ვუთმობთ.
ფინიკის გაუხარდებოდა ამ კომენტარის წაკითხვა :)
LikeLike
:)
LikeLike
ზუსტად :)
LikeLike
საინტერესო ინტერვიუ იყო :)
აღმოჩენა არ იქნება ჩემთვის თუ ვიტვი, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი მაქვს და გაზვიადებული არაა. ზუსტად ვიცი. ხოდა, ხანდახან კიდე ისეთი შეცდომები მომდის, დეგრადაციისკენ მივდივარ მგონია :დ (არ უნდა ვიცინოდე, მაგრამ ამოჩემებული სმაილია, ახლაც შემთხვევით დამეწერა და წაშლის მაგიერ განმარტება ვბრეხვე :დ)
LikeLike
მადლობა :) შენ, შემთხვევით არასრულფასოვნების კომპლექსს თვითკრიტიკაში ხომ არ ურევ? მეორე ცუდი არ არის. პირიქით…
LikeLike
რავიცი, ძაან მოჭარბებული კია ეს თვითკრიტიკა თუა :დ
LikeLike