“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ” – ამ კლასიკურ ფორმულას უამრავი ვარიაცია გააჩნია, მე კი ახალ, მოლი ბლუმისეულ ვერსიას შემოგთავაზებთ და ვიტყვი, რომ ადამიანს ყველაზე უკეთ მისი კოლექციები ახასიათებს.
ბავშვობაში შემგროვებლობისადმი არანაირ ინტერესს არ ვიჩენდი და ოცდაათ წელს ისე მივუკაკუნე, მონეტების, მარკების, ასანთის კოლოფების ან ღია ბარათების კოლექციაზე არც მიფიქრია. ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელმაც 2008 წლის 8 სექტემბერს (ზუსტად მახსოვს) გერმანიიდან ერთი შეხედვით უპრეტენზიო და უწყინარი საჩუქარი -“Hofbräu”-ს გასახსნელის ფორმის მაგნიტი ჩამომიტანა. (უცნაური ის არის, რომ იმ დროს არც ლუდს ვეტანებოდი და ე.წ. “Fridge magnets” -ზეც ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა).
ვერ გეტყვით, ასეთი რა ხიბლი ახლდა გერმანულ სუვენირს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღიდან დავკარგე თავიც და მოსვენებაც და ახლა, მაგნიტების ჩემსავით თავგადადებული კოლექციონერი მარტო თბილისში კი არა (გავკადნიერდები და ვიტყვი) მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნება.
ჩვეულებისამებრ, ასეთ მაგნიტებს მაცივრებზე აკრავენ ხოლმე, მაგრამ შვილივით ნაზარდი და ნალოლიავები კოლექცია სამზარეულოსთვის არ მემეტება და ჩემი ოთახის კედლებზე, ზომის მიხედვით შერჩეულ რვა დაფაზე მაქვს განაწილებული.
კოლექციის შევსებაში განსაკუთრებული წვლილი მეგობრებს მიუძღვით, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან ისე არ ბრუნდებიან, ხელს საჩემო სუვენირი არ გამოაყოლონ. სწორედ მათი დამსახურებით მოხვდა დაფებზე ვენეციიდან, სტრასბურგიდან, დუბაიდან, ბარსელონიდან, ჟენევიდან, ბერლინიდან, მოსკოვიდან, ლონდონიდან, ვილნიუსიდან, მონტე-კარლოდან, ბრიუსელიდან, სტოკჰოლმიდან, გლაზგოდან და ვინ იცის, კიდევ საიდან ჩამოტანილი მაგნიტები. 504 ეგზემპლარის სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმეზე მაინც გიამბობთ.
პირველ თემატურ გაერთიანებას – სხვადასხვა ჯიშის ძაღლების გამოსახულებებს სასაცილო და ორიგინალური წარწერებით – amazon.com-ზე მივაგენი და 28 ცალი ნაწილ-ნაწილ ჩამოვზიდე. “კინოლოგიური” დაფა ეფექტური გამოვიდა – მერწმუნეთ, ამერიკელებს, სადაც საჭიროა, არც გემოვნება ღალატობთ და არც იუმორის გრძნობა.
კოლექციის ქართული ხაზი მრავალფეროვანია, თუმცა, ყველას არ ვყიდულობ – ჩვენებურ მაგნიტებში უხარისხოებიც ბევრია. გამორჩეულად მიყვარს ფერწერული სერია – ახვლედიანის, ვარაზის, კაკაბაძის, ტიმჩენკოს, გუდიაშვილის, ფიროსმანის, ზიჩის ტილოების მაგნიტური ასლები, ვფიქრობ, ქართულ ბაზარზე, საუკეთესოა.
“ფერწერული” მაგნიტების ნამდვილი მარგალიტები კი ჩემმა მეგობარმა – ანუკამ – ისევ და ისევ უკიდეგანო ამაზონზე აღმოაჩინა და ერთ მშვენიერ დღეს აღტაცებული ჭყლოპინით სამსახურში მომიცუნცულა.
აღტაცება ჩემი უნდა გენახათ, როდესაც საგანგებოდ შეფუთულ ყუთში რემბრანდტის “ავტოპორტრეტი” და “ღამის გუშაგი”, ვერმეერის “გოგონა მარგალიტის საყურით”, ლეონარდოს “საიდუმლო სერობა”, “მონა ლიზა” და “ვიტრუვიელი ადამიანი”, ვან გოგის “მზესუმზირები” და “ზამბახები”, ბოტიჩელის “ვენერას დაბადება”, კლიმტის “კოცნა”, მიქელანჯელოს “ადამის შექმნა” და სხვა შედევრები დამხვდა.
კოლექციის ყველა ეგზემპლარს თავისი ისტორია აქვს და ჩემს დაფაზე შემთხვევით არც ერთი მოხვედრილა, მაგრამ რამდენიმე მაინც განსაკუთრებით მიყვარს. შავ-წითელ ფერებში გადაწყვეტილი “Amsterdam red light district” უდაოდ ყველაზე პიკანტურია, ვერგილიუსის ციტატით – “Omnia Vincit Amor” დამშვენებული სპილოს ძვლისფერი მაგნიტი ერთმა მეგობარმა საკუთარი კოლექციიდან დამითმო. დახვეწილი და იდუმალებით სავსე სამი ვენეციური ნიღაბი კი მეორემ საგანგებოდ ჩემთვის ჩამოატანინა.
ამ თემაზე მართლაც უსასრულოდ შემიძლია საუბარი, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ და ახლა თქვენ მოგისმენთ – იქნებ აქვე თქვენს კოლექციებზეც გვიამბოთ რამე. ერთში კი დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – თუ ოდესმე კრიმინალურ ქრონიკაში ყური მოჰკარით, მოლი ბლუმი ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრესო, ეჭვი არ შეგეპაროთ – ცხოვრებისეულ პრინციპებს რომელიმე იშვიათი მაგნიტის გამო ვუღალატე :)
ახლა უკვე ვიცი რა გაჩუქო, მოლი :) :)
LikeLike
არ იცი, როგორ გამახარებ, ლიბიკა :)
LikeLike
ოქტომბრამდე ხომ მოიცდი? რაიმე საგანგებოს აგირჩევ :)
LikeLike
აბა, რას ვიზამ :) მადლობა წინასწარ :) დიდზე დიდი :)
LikeLike
საყურეების კოლექცია მაქვს:)
ჯერჯერობით მწირია, სულ რაღაც 100 წყვილი, მაგრამ მალე გავზრდი იმედია.
შემიძლია უკანასკნელი თეთრიც კი დავხარჯო თუკი საყურე მომეწონება.
LikeLike
100 წყვილი მწირი კოლექციაა, მანანა? რას ამბობ… :)
მეც ასე ვარ :) მაგნიტის დანახვა და გონიერების დაკარგვა ერთია :)
LikeLike
ზოგი ძალიან პატარაა, მინიატურული.
თავიდან ეგრე ვიყავი მეც, ახლა მარტო განსაკუთრებულებს ვყიდულობ:)
LikeLike
მაინც სერიოზული კოლექცია გქონია…
განსაკუთრებულობის მოთხოვნა და ხარისხზე ორიენტირება დროსთან ერთად მოდის. ახლა უკვე სიუჟეტსაც ვაკვირდები. ბევრი ისედაც მაქვს. კარგი მინდა.
LikeLike
აუ კოლექციებზე რომაა ხოლმე საუბარი და მიყვებიან რამაგარი კოლექციებიაქვთ მინდა რომ წავართვა და ჩემი იყოს და მეც მქონდეს კოლექცია…
არმყოფნის ნებისყოფა რამეების შესაგროვებლად. :(
LikeLike
რას ამბობ, ჩემს მაგნიტებს რომ რამე მოუვიდეს, გადავყვები კიდეც :)
ჰო, კიდევ ენოთეკა მაქვს – ოღონდ მაგნიტები მაინც პირველია.
LikeLike
სულ მინდა რაღაცეები შევაგროვო და რამე უცნაურობა ვერ მოვიფიქრე :-( შენ კაი რამე მოგიფიქრებია, თან მიყვარს ეს მაცივრის მაგნიტები მე, ყველა სახის თითქმის :-) ნუ, ბლოკნოტების არაოფიციალური კოლექციონერი კი ვარ ისე :-D
LikeLike
ერთ დღეში, კი არა და ერთ საათში გადავწყვიტე შეგროვება და ისეთი ჩართული ვარ, აჟიტირება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.
არაოფიციალური რატომ? ბარემ სტატუსი მიეცი და მეგობრებიც ჩართე…
LikeLike
ჯერჯერობით კოლექცია ნამდვილად არ მაქვს და არც იდეა, მაგრამ თუ ოდესმე მექნება, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება ტექნიკის დიდი ხროვა. ათასგვარი აპარატურა და მსგავსი რამეები <3
ვარიანტი N2. მაგდენი ფული თუ მექნება მანქანების საუცხოო კოლექცია…. იფ იფ!
ვარიანტი N3. შენც არ აპირებდი მაგნიტების შეგროვებას, ცხოვრებაში რა არ ხდება… ამიტომ შეიძლება სპონტანურად რაღაც უცნაურობს მეც მოვკიდო ხელი :))))
LikeLike
ტექნიკაც მშვენიერია და მანქანებიც (ცხონებულ ბრეჟნევს ჰქონდა მანქანების კოლექცია. იცოდა, კაცმა, გართობის ფასი).
მართალი ხარ, არ ვაპირებდი კი არა, არც კი მიფიქრია, მაგრამ როგორც ჰექსე ამბობს “ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება” :)
LikeLike
არ მაწყენდა მსგავსი მოულოდნელობა ახლა :)))))))))))
LikeLike
მოულოდნელობა მოულოდნელად ხდება ხოლმე :ფილოსოფოსიმოლი:
LikeLike
ჰაჰა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაჩუქებ რაიმე ორიგინალურს :)
ჰმმ, მე უინტერესო ადამიანი ვარ ალბათ :( ასე გამიზნულად არაფერს ვაგროვებ :(
LikeLike
რა მაგრობაა, ლიბიკაც დამპირდა და ახლა შენც :)
მე მაგნიტების ამბავში ტაქტი არ მომეთხოვება. უკიდეგანოდ ხარბი ვარ :კოლექციონერიმოლი: და არ შეიმჩნიოთ :)
მეც არ ვაგროვებდი და ხომ ხედავ, ახლა რა დღეში ვარ… შიოს არ იყოს, შენც გეწვევა ერთ დღეს აღმაფრენა :)
LikeLike
შორეული ბავშვობიდან ვაგროვებ რაღაცეებს… არც კი მახსოვს სულ რამდენი რამის მოგროვება მიცდია, თუმცა არ გამიგრძელებია მერე… ვაგროვებდი სხვადასხვა ფერის კენჭებს, ნიჟარებს, ხელსახოცებს, მცენარეებს (ჰერბარიუმს ვაკეთებდი :) ), ვაგროვებდი თმას, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს დ აუბრალო ნაცნობებს ვთხოვდი რომ ერთი, თუნდაც პაწაწინა კულული მოეცათ ჩემთვის :) ჭიქებს, კონვერტებს, ღია ბარათებს, წერილებს… ეჰ, კარგი დრო იყო…
LikeLike
თმა პირველად მესმის :) ფრიად ორიგინალურია :)
ახლა არაფერს აგროვებ, ნათია?
LikeLike
წიგნებს მხოლოდ…
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი შეგროვებაც შეიძლება :)
LikeLike
ჰო, ნელ-ნელა ივსება ეს კოლექცია, ძალიან ნელა, მაგრამ მთავარია რომ ივსება…
LikeLike
მთავარია, რომ ივსება :)
LikeLike
მარკებს ვაგროვებდი და ავტომობილების მოდელებს….
ეგ იყო და ეგ.
კარტები (ბანქო ანუ) და კალმისტრებიც მაქვს კიდევ… მთლად კოლექცია არაა, მაგრამ უფრო მეტია, ვიდრე ნორმალურ ადამინს სჭირდება. :)
LikeLike
ბენტლის ნორმალურ მოდელს ვეძებ და ვერსად მივაგენი.
და კიდევ რომელიღაც რუსული გამოცემა უშვებს საბჭოთა ავტომობილების მოდელებს. ვოლგაო, ჟიგულიო, ძველებს ძირითადად. პრესის კიოსკებში ვხედავ ხოლმე. სად შევინახო, ვერ მოვიფიქრე, თორემ ურიგო შესაგროვებელი არ იქნებოდა.
LikeLike
ვაიმეე.. როგორ მინდა მეც დავიბრუნო ჩემი კოლექცია.. ქვედა საცვლების კოლექცია ვაკეთე დაახლოებით 9 წელი, მაგრამ რა.. ერთ საღამოს ისეთი ქვედა საცვალი მაჩუქეს, ავღბრთოვანდი, გავგიჯდი, გადავირიე.. მერე დაქალებმა დავლიეთ და იმ საღმოს ერთი საცვალი მოაკლდა კოლექციას.. მეორე დილით ჩემს ტანზე რომ დავინახე – კომა! ისე გავუნაწყენდი საკუთარ თავს 12 დღეში დავარიგე მთელი კოლექცია და არცერთი არ დავიტოვე ჩემთვის. იმ ერთი წყეული საცვალის გარდა.. 206 ცალი და ის ბედისგადამწყვეტი ორასმეშვიდე.. ეხლა რო მომკლა ვერ დავიწყებ ვერცერთი კოლექციის კეთებას.. ვგიჯდები მაგნიტებზე, და მთელი მაცივარი გადაჭრელებული მაქვს ფერად-ფერადი, საყვარელი, თუმცაღა უხარისხო (2-სამს ავუღნიშნავდი მარტო ხარისხს) მაგნიტებით.
პ.ს. ჩემს მეუღლეს აქვს სხვათაშორის რაღაც მაგარი მაგნიტი.. რაღაცა ისტორიას მიყვებოდა ამ მაგნიტის შესახებ, მაგრამ არ მოვუსმინე (რატომ – აღარ მახსოვს) .. :)
LikeLike
ვერ მოგსვლია კაი საქმე…
LikeLike
სამწუხაროდ, არასოდეს არაფერი შემიგროვებია – ასე მგონია, ნებისყოფა არ მეყოფა.
LikeLike
ერთხელაც მოინდომებ, მერი და…. ისეთი აზარტულია, ვეღარ გაეშვები :)
LikeLike
მოლი იქნებ ფოტო გადაუღო დაფებს და გვაჩვენო :) ძალიან საინტერესო იქნება;)
ახლა მეც ვიცი რა უნდა გაჩუქო ;)
LikeLike
ვიფიქრე მეც ფოტოებზე…. ფერწერული კოლექციის (აი, მსოფლიო კლასიკის შედევრების) შევსებას ველოდები და მერე ერთი დიდი ფოტოკოლაჟის მოწყობაც შეიძლება. ჯერჯერობით, არსად გამომიქვეყნებია კოლექცია და მინდა, განსაკუთრებით კარგი და რაც მთავარია, შევსებული იყოს.
ეს ოთხი მაგნიტი, რაც პოსტშია, თავიანთ სერიებში ფავორიტებად მყავს და იმიტომ ავარჩიე :)
LikeLike
მაშინ ჩვენც დაველოდებით ფოტოკოლაჟს :)
LikeLike
აუცილებლად გავაკეთებ :) შენ არაფერს აგროვებ, თეო?
LikeLike
კოლექციები მიყვარს, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის კოლექცია არ მაქვს :)
კარგ კოლექციონერს არაფერი ჯობია
LikeLike
მოვა დრო და გექნება :) მართალი ხარ, ქევან, კოლექციონერობის ეშხი გვიან, მაგრამ მაინც გავიგე და ახლა ზუსტად ვიცი, რამდენად სასიამოვნო და აზარტულია.
LikeLike
მშვენიერი პოსტია, არ მეგონა მსგავსი გატაცება ასე ახლოს, ვინმეს თუ ექნებოდა )))
მე კოლექციონერობა მამა-ბაბუისგან გადმომედო. ისინი აგროვებდნენ მანქანის მოდელებს, მარკებს. მეც გავყევი მაგ გზას და ჩემიც შევამატებ, ვაგროვებ CD დისკებს იმ შემსრულებლების, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, რამოდენიმეს დისკოგრაფიაც კი მაქვს შეგროვებული (თავისი “რედკი” ჩანაწერებიანად) )))
LikeLike
შენ რომ ჩანაწერებს არ აგროვებდე, სერიოზულად გამიკვირდებოდა… ბლოგზე გეტყობა :)
მანქანები მოდელები…. ბენტლის წესიერ მოდელს ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ :(
LikeLike
მშვენიერი ჰობი ჰქონია მოლის :)
LikeLike
მადლობა, ფიფქია :)
LikeLike
ვენეციური ნიღბები მაინტერესებს :)
LikeLike
სამივე ერთი მეორეზე უკეთესია…
ჩემს ნათლიდედას ჰქონდა მაცივარზე მიკრული ერთი ცალი. არ აგროვებს, ისე ჩამოუტანეს. გული გამისკდა :( იმას ჰქონდა და მე არა :( ჰოდა, ეს რომ გაიგო, ჩემმა მეგობარმა იმდენი მოახერხა, სამი ჩამოატანინა ჩემთვის – ათასჯერ უკეთესები :)
LikeLike
მეგობარიც ამას ჰქვია :)
LikeLike
არ თქვა :) უსაყვარლესი და უერთგულესი :)
LikeLike
მოლიკო, პატაარა რომ იყავი, ახლა, როგორიც ინგლისურის ცოდნაა სავალდებულო, ისე იყო მაშინ რუსულის. ანუ დაახლოებით 70-იანი, 80-იანი წლებია.
30 წელს მივუკაკუნეო.. ანუ დაახლოებით უნდა ჩაითვალოს, რომ 3-4 წლის წინ ხდებოდა ეს.. ანუ, ახლა იქნები 35-36 წლის.. თან ემთხვევა.. 2011-35=1976 აი, ზუსტად დაჯდა წელი.. ^^მმ, კიდევ გავიგე შენზე რაღაცებს და მალე შენს ზუსტ ასაკს გეტყვი, მოლიკ. :*
მმ, სურათები რომ დაგედო კარგი იქნებოა, ძალიან კარგი. :*
მე ადრე პასტების კოლექცია მქონდა.. სადღაც 100-ზე მეტი სხვადასხვანაირი ფორმის, ზომის, ფერისა თუ ნახატის…
მერე სალფეტკების კოლექციას ვაწარმოებდი, მაგრამ მათგან ყველაზე მეტად რომელიც მიყვარდა, ბოროტმა და ბოღმა ადამიანმა დამიხია და მერე აღარ გამიგრძელებია.. ^^
ახლა ბლოკნოტების კოლექცია მაქვს.. ერთ პოსტს მეც მივუძღვნი.. ^^
LikeLike
აქ ყველა შერლოქ ჰოლმსი თუ არა დოქტორი უოთსონი მაინცაა :)
LikeLike
შენ ეგა თქვი :) :) :) :)
LikeLike
პირველი ვარიანტი სჯობს. ^^
LikeLike
მისს მარპლი არ გირჩევნია?
სხვათა შორის, ერთი ფილმი მახსოვს ბუნდოვნად. ჰოლმსიანას პაროდია. ჰოლმსი ღრმად სულელია, ყველაფერს უოთსონი აკეთებს და ჰოლმსი, უბრალოდ, იჩემებს – ჩემი გამოძიებულიაო :)
LikeLike
მარფლი ნერვების მომშლელი ტიპია. :)
LikeLike
ჯეინი… <3
LikeLike
სავალდებულობა ერთია, მაცო, ოღონდ მე ისეთ ქალაქში გავიზარდე, რუსული ყველამ იცოდა, რუსულენოვანი მოსახლეობა იყო ჭარბად და არცოდნა არ გამოდიოდა :)
30 წელს 2008 ში მივუკაკუნა :) ანუ ახლა 33-ის რაიონში ვარ :) თითქმის გამოიცანი :)
აი, იმ ადამიანზე სერიოზულად გავბრაზდი :( რა ჯანდაბა უნდოდა :( როგორი ბოღმა უნდა იყო, სხვას ასეთი სიყვარულით შეგროვებული კოლექცია გაუნადგურო :( :( ჯანდაბას :( (
აუცილებლად დაწერე შენს ბლოკნოტებზე. ისე, გვირილამ თქვა, ბლოკნოტების არაოფიციალური შემგროვებელი ვარო :)
LikeLike
მმ, ერთ-ერთი ვარიანტი ბათუმია. ^^ თუმცა ქალაქის გაგება ძალიან შორს წამიყვანს და ვფიქრობ, სწორ შედეგამდეც ვერ მივალ.
თვითონაც აგროვებდა, ჩემი მამიდაშვილი იყო. : ს
კი, დავწერ.. ^^ ისეთი კარგებია.. ^^
პ.ს. ვამაყობ საკუთარი თავით. :D
LikeLike
შენ მართლა შერლოკ ჰოლმსი ყოფილხარ :) :)
LikeLike
მმ, ანუ ქალაქიც გამოვიცანი?
:D
LikeLike
ჰედონისტურ მანიფესტში ერთადერთი ქალაქი მყავს სახელით მოხსენიებული :) მიყვარს მეთქი :) და სადაც არ უნდა წავიდე, იმ ქალაქზე მეტად არაფერი შემიყვარდება :)
LikeLike
მახსოვს ეგ პოსტი.. ^^
ის მიყვარსო, ესაო, ისაო.. :პპპ
LikeLike
აჰა :) და მანდ ბათუმია ნახსენები :)
LikeLike
მმ, სამწუხაროდ ეგ არ მახსოვდა… თითოეულ პოსტში, ნუ უმრავლესობაში მაინც გიწერია რაღაც, კაუჭგამოსადები.. :პპპ
LikeLike
არ აქვს მნიშვნელობა, რაზეა პოსტი, მაინც საკუთარ თავზე ვწერ :)
LikeLike
ისე მოლი ბლუმია 33-ის. :)
LikeLike
არა, უფრო პატარაა.. ^^
LikeLike
ნწუ. 33-სა და 34 შორისაა.
LikeLike
დაბადების წელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 29-30-ის იქნება.. 33-ის არა.. ^^
LikeLike
აი, აქ ლორდია მართალი, მაცო :)
LikeLike
ჰოო?
ე.ი. არასწორად მახსოვს..
ვეცდები, უფრო ყურადღებიანი ვიყო ხოლმე.. :*
LikeLike
აპაპააპ.. მე შემეშალა.. 4-იანი უნდა დამეწერა წინ და რადგან შენ 3-ით დაიწყე.. დაახლოებით 39-40 წლის უნდა იყოს ახლა.. ^^
მახსოვს, რომ 76-ის ქვევით იყო.. დედაჩემია 76-იანი და…
LikeLike
მე ვარ 40 წლის? :) :) :) :) არა, რას ამბობ :) ნამეტანია :)
LikeLike
მოლიკო, შენზე არ მითქვამს მე.
იიიიიიმ მოლზე ვამბობდი.. ეტყობა, მე და Lord Vader-ი სხვადასხვა მოლზე ვსაუბრობდით.. :დ:დ:დ
LikeLike
არა, მაცო, შენ და ლორდი ზუსტადაც რომ ერთ მოლიზე საუბრობთ. ეს მე ავირიე :)
LikeLike
მე “იმ” ბლუმს ვგულისხმობ. :)
დაბადების წელი არ მახსოვს, მაგრამ გამოთვლილი აქვთ.
33 სიმბოლურად არის მისი ასაკი, გასაგებია, რატომაც.
LikeLike
გასაგებია :)
ბლუმსდეი მოდის… სამი დღეც და დამკაში ვართ.
LikeLike
აი რა ცუდია როდესაც ერთ სოფელში ორი მარინეა და ორვიე ფერაძეო? :)
ისე კაი ხანია ეგ ჩანაფიქრი მაქვს იმ გამოგონილ პერსონაჟებზე დავწერო პოსტები, რეალურებ რომ გახდნენ…
პრინციპში 2 დაწყებულიც მაქვს. ერთი ერთი ბლოგის დრაფტებშია და მეორე მეორის… :)~
ისე, ჩეშირულზე რომ დავწერე – ეგეც მამენტ მაგ ციკლიდან გამოდის.
LikeLike
ნატოშას გულისხმობ?
მახსოვს ის პოსტი. სულძაღლიანებზე და სულკატიანებზე რომ ყვებოდი, მერე ცნობილ კატებზე და მერე ჩეშირულ ღიმილზე და ყველის ვაჭრებზე.
რა საინტერესო ჩანაფიქრი გქონია… ოღონდ, შენი სიბარიტობის ამბავი რომ ვიცი, კიდევ დიდი ხანი დაიზარებ გამოქვეყნებას.
LikeLike
ერთი თითქმის დამთავრებულია. გადახედვა უნდა ბოლოჯერ :)
LikeLike
დაველოდებით….
LikeLike
რა საინტერესო კოლექციაა!
კოლექციონერობის დაავადებით საკმაოდ ვარ შეპყრობილი, უფრო ვიყავი. რეალურად რა კოლექვიები მაქვს: მსახიობების და რეჟისორების, ზოგადად კინემატოგრაფის პოსტერების, სტატიების; კალმების (50–ამდე მექნება და ყველა ორიგინალურია); ავტოგრაფების (ვამაყობ ფეტვიაშვილის, კალანდაძის და ბაშმეტის ავტოგრაფებით); ბრელოკების (ეს ცოტა ახალი დაწყებული მაქვს). წიგნებს არ ვთვლი. მოკლედ იქნებ როდისმე რომელიმე მათგანზე მეც მოვყვე პოსტში? :))
LikeLike
პოსტერები… როგორ მიყვარს :) განსაკუთრებით – ძველები :) რაღაცნაირად სხვანაირები იყო – უფრო ლამაზები.
ერთადერთი კალამი მქონდა – ოქროსწვერიანი მონბლანი. მეგობარმა მაჩუქა (შეთავსებით უფროსი იყო). ისეთი კალამი იყო… ხელს რომ ვკიდებდი, თბებოდა. ერთი, ხმას არ იღებდა, თორემ დანარჩენი… პარლამენტში დავკარგე და იმის შემდეგ კალამი არ მქონია :(
ბაშმეტის ავტოგრაფი თბილისში აიღე? აი, მართლა საამაყოა :)
დაწერე, აუცილებლად დაწერე.
LikeLike
კი ძველი პოსტერები ყველაზე მაგარია. ცოტა მაქვს, განსაკუთრებული გრეტა გარბოსია, რაღაცანიაირია, ისეთი :*
რა საინტერესოა კალამი ყოფილა. უი, მე კიდე დედისგან მერგო ბიბი კინგის პერსონალური კალამი, რომელიც თბილისში ყოფილა და დედის მამისთვის მიუცია და ახლა ჩემი კოლექციის ღირსეული წარმომადგენელია.
კი მის კონცერტს დავესწარი ოპერაში. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, დედამ რომ მიმიყვანა და სურათიც რომ გადავიღეთ :)
მომინდა დაწერა ახლა, ჩადგა გეგმაში :დ
LikeLike
უსერიოზულესი და ძალიან საინტერესო საპოსტე თემები გქონია :)
ბი ბი კინგის კალამზე აღვფრთოვანდი :)
LikeLike
მოლიკო, მოლიკო.. აი, ასეთი საინტერსო რომ ხარ იმიტომაც არის აააამდდენი ადამიანი აქვს.. ^^
LikeLike
ჩემი ბლოგის მთავარი დამსახურებაც ეს მგონია – გუშინ ვუთხარი ლორდს, ლიტერატურულ ბლოგს მუდმივი მკითხველი ძნელად თუ გაუჩნდება. ნეტი ცოტა სხვა სივრცეა. უფრო ყვითელი და ცხელი კონტენტი ფასობს.
ჰოდა, მადლობა ჩემს მკითხველს :)
LikeLike
მეც ეგ მიკვირს. ქე გაიძახიან რავარი უცოდინარი ხალხია, ისაო, ესაო.. არაფერი ამათ არ აინტერსებთო და ქე ეტყობა შენს ბლოგს კომენტარები.. მაა.. ^^
არა, კარგია აქ. საინტერესო მოსაუბრე ხარ. გუშინ ღამე ვფიქრობდი შენს ბლოგზე. ^^
LikeLike
მე ბლოგოსფეროში საუკეთესო მკითხველი მყავს :) ერთი მეორეზე უკეთესი :)
მართლა? და მერე რაო? არ მეტყვი?
LikeLike
რაო და ისაო… ოოო.. არ ვიტყვი. :P :D
წეღან რომ გითხარი, სწორედ იმ ფრაზით დავამთავრე შენი ბლოგს განხილვა გუშინ. ^^
LikeLike
კარგი, არ თქვა :) და მადლობა დიდი :)
LikeLike
ჰოოო… ცოტა ნაწყენი ვარ ერთ-ერთ ფორუმელზე და ამიტომ ვცდილობ, ბეევრი კარგი რაღაცები არ ვთქვა ხოლმე. : ))
LikeLike
ბევრი რაღაც, რაღაცები კი არა.. სსსს
LikeLike
ოკ :) არ თქვა :) რასაც ამბობ, ისიც ძალიან სასიამოვნოა :)
LikeLike
<3
LikeLike
nu რადგან ჩემთვის კოლექციები ეტა სვიტოე გადავწყვიტე რომ ჩემს ოთახში მიკრული ფრანგული ღვინის ასორტიმენტის მაგნიტი გაჩუქო : ) [ნუ იმიტომ რომ მე ეს ერთადერთი მაქვს და შენ კოლექციას შემატებ, თანაც ვიცი რა რამხელა სიხარულს ბადებს ყოველი ახალი ეგზემპლარი]
ისე კი შემგროველბლობანა ბიძაჩემმა დამაყებინა : ) ჯერ ხელსახოცები, მერე მსოფლიო მასშტაბით შეგროვებული ლუდის თავსახურები, საშლელები, რბილი სათამაშოები , მილკი ვეის ძროხები [ანუ შავი კოპლებით], ამაზი ბლოკნოტები და მოკლედ არ ვუჩივი კოლექციების ნაკლებობას : )
LikeLike
უღრმესი მადლობა, ჩორვენ :) მართლა გცოდნია კოლექციონირების ეშხი, პრინციპში შენი ასორტიმენტის ჩამონათვალის მიხედვითაც მივხვდებოდი :) უმაგრესი რაღაცებია. მილკი ვეი ძროხები, საშლელები და ლუდის თავსახურები – განსაკუთრებით :)
LikeLike
რაის მადლობა მოლ : )ვსეგდა რადა პამოჩ ჩო ნიბუდ კალექციონიროვა”წ” : )))
ჰო და ისა მე ჩემი კოლექციების ოთახში ლამაზად გამოფენას ჯერ თავი ვერ მოვაბი : ) ასე რომ მიწყვია ჯერ უზარმაზარ უჯრაში და შიგადაშიგ ვამოწმებ ხომ კარგად არიან ხოლმე : )
ჰოდა ისა რავი როდესაც მოიცლი მითხარი და გადმოგცემ ა მაგნიტს : )
LikeLike
გამოფენასაც მუზა სჭირდება :)
შენ როდისთვის მოიცლი, ის მითხარი :) ენივეი, ფბ-ზე შეგეხმიანები :)
LikeLike
da ziritadad sul moclili ar var : ) mtavaria megvizos da salxshi jdoma ar mqondes gadacyvetili da shexvedris dos gamonaxvas raga unda :D
LikeLike
აჰა, მეც მანდ ვარ :) შენი გეგმების მიხედვით ავეწყობი. კვირას თავისუფალი ხარ?
LikeLike
kvira anu 19i? : ) savaraudod ki : ) yovelshemtxvevashi jer ar maqvs gegmebi :D mbronav?? :P
LikeLike
კი, ჩორვენ, ცხრამეტში :) თუ გცალია, მე 19 მირჩევნია.
LikeLike
ook : )))
LikeLike
ფერწერული მაგნიტები საკმაოდ მრავლად გავაჩუქე თავის დროზე პოლონეთში. :)
დაგეთანხმები, მართლაც საუკეთესოა.
მე მაქვს ერთი მაგნიტი ძალიან საყვარელი ჩემთვის, ვენიდან. <3 ძალიან ლამაზია.
LikeLike
ჰეიჰეიჰეი..
მოლი, როგორ ხარ? <3
LikeLike
არა მიშავს, მაცო :) პოტერიადის პირველ ტურს ვამზადებ.
შენ როგორ ხარ>
LikeLike
მოლი, ფოტოც რომ გადაუღო შენს კოლექციას და პოსტში ჩაამატო, არ გინდა?
ვკვდები ცნობისმოყვარეობით :)
LikeLike
ოთხი მაგნიტის სურათი კი არის პოსტში, ტაბუ და სრულ ფოტოკოლაჟს მოგვიანებით გამოვაქვეყნებ :)
LikeLike
პატარობისას, ჩემი კოლექციაც მაცივარზე იყო განლაგებული – დისნეის პერსონაჟების ‘ნაკლეიკების’ ქვეშ ძნელად თუ შეიმჩნეოდა მაცივრის კარი… ზედა ნაწილში – ვიპ ადგილას, ამობურცული ნაკლეიკები იყო განთავსებული… ჩემი კოლექციის მარგალიტები ^_^
LikeLike
მე პატარობიდან დისნეის “დონალდო” მახსოვს. მანდაც იყო სერიები, ოღონდ არ ეწებებოდა.
დისნეის მაგნიტებს დიდი სიხარულით დავიმატებდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად მივაკვლიე და მხოლოდ ორი ცალი მაქვს.
LikeLike
zalian lamazi koleqciaa
LikeLike
აქ მხოლოდ ოთხი მაგნიტია, ლუკა და ოთხივე უმაგრესი. დანარჩენი კიდევ უკეთესია :)
LikeLike
[…] ამ ბლოგით დავინტერესდი, მისი ავტორის მაგნიტების კოლექცია […]
LikeLike
მეც გეტყვი ჩემს კოლექციებზე :)
ახლა დავუკვირდი.
არასოდეს მიფიქრია რო კოლექციონერი ვარ, მაგრამ ახლა ვხვდები რო კოლექიები მაქვს :)
ოთახის მცენარეები მაქვს ბევრი.
“ლიტერატურული პალიტრის” თითქმის ყველა ნომერი :))
ლამაზი თეთრეულები ლოგინისთვის, მაგრამ ვხმარობ თან. ანუ კოლექციებს საყურებლად არ ვაგროვებ.
კიდევ მაქვს უამრავი ვერცხლის სამკაული, რომელთა საერთო წონა 3კგმდეა :))
კიდევ… ჰო, პორტრეტებს ვაგროვებ :) ჩემით ვუღებ ადამიანებს ოღონდ :)
LikeLike
მცენარეებია ძალიან კარგი, ვერცხლის სამკაულებიც. პორტრეტებიც მომეწონა. ლიტერატურულ პალიტრაზე არაფერს ვიტყვი, მშვენიერზე მშვენიერია. ყოჩაღ შენ.
კარგია კოლექციონერობა… სასიამოვნოა აზარტული.
LikeLike
პატივცემულო მოლი, ბუების გამოსახულებიანი მაგნიტები თუ გაქვთ?
LikeLike
არა :(
LikeLike
“ვაგროვებ” ბლოკნოტებს და შენახვა რომ შემეძლოს ტკბილეულობის უზარმაზარი კოლექციონერიც ვიქნებოდი :))))
LikeLike
ტკბილეულების და სასმელების კოლექციას ერთი დიდი მინუსი აქვს – ძნელად ინახება :)
შენი პირველი კომენტარია მოლის ბლოგზე. ველქამ!
LikeLike
მომწონს შენი ბლოგი ^_^
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
ჰო, კიდევ ვაგროვებ – მოხუცების ისტორიებს და მუსიკოსებს – მთელი მსოფლიოს მაშტაბით და თავიანთი სრული შემოქმედებით :)))
LikeLike
ორიგინალურია :)
LikeLike
მე საპნებს ვაგროვებდი ბავშვობაში.
არავინ იცის რა ჯანდაბად მინდოდა.
ფაქტია, დღესაც სტენდერსის საპნების სტენდს რომ ცავუვლი ხოლმე, ყველას ჩაკბეჩა მინდება.
LikeLike
როგორ მესმის შენი )
LikeLike
[…] მერე ან თაროებს ვალაგებ, ან მაგნიტების კოლექციას, მულტფილმებს ვუყურებ ან რომელიმე […]
LikeLike