ბავშვობაში ამ სახლში ცხოვრებაზე ვოცნებობდი…
უზომოდ მინდოდა, მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასა და წრიპა მორტენთან ერთად იატაკზე მძინებოდა და მერე ახლად შეძენილი ორსართულიანი საწოლებით გამეხარა…
მინდოდა, ოჯახის დაკარგული წევრი – მწვანე საბარგო მანქანა, წითლად რომ გადაღებეს, მეც მომეძებნა და რომ ვიპოვიდი, შინ ბედნიერი და გამარჯვებული დავბრუნებულიყავი…
მინდოდა, დიდედასთან ერთად ტრამვაით მესეირნა…
მინდოდა, ზაფხულის არდადეგები ზღვის პირას გამეტარებინა და საძილე ტომარაში მოკალათებულს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის მეცქირა…
მინდოდა, ჰილდა და ჰენრიკი დამექორწინებინა…
მინდოდა, მთელი დანაზოგით გუგულიანი საათი მეყიდა აუქციონზე…
მინდოდა, ქუჩაში უსაყვარლესი ტაქსა მეპოვა და შინ წამომეყვანა, რომელსაც მერე მაჩუქებდნენ და უცნაურ სახელს – სამოვრის მილს – დავარქმევდი…
მინდოდა, მეზობლის სახლი ხანძრისაგან მეხსნა და შინ გმირივით დავბრუნებულიყავი…
მინდოდა, შუაგულ ტყეში მდგარ ძველ სახლში გადავბარგებულიყავი, რომელიც მიმიღებდა, შემიყვარებდა და მეც შევიყვარებდი, ისე, რომ ვერავინ დამაჯერებდა, თუ სადმე უკეთესი საცხოვრებელი არსებობდა…
მინდოდა, ულე–ალექსანდრესავით ერთგული მეგობარი შემეძინა…
მინდოდა, სააღდგომო არდადეგებზე მთებში გავმგზავრებულიყავი, სადაც ბევრზე ბევრი თოვლი, ულამაზესი მწვერვალები და გაყინული ტბა დამხვდებოდა და სადაც ყველაზე უჩვეულო საწოლში – თივით სავსე ბაგაში დავიძინებდი პატარა ხბოსავით…
მინდოდა, საკუთარი ძროხა მყოლოდა, სახელად ვარდო და ჩემს და–ძმებთან ერთად მორიგეობით მემწყემსა იდუმალ და ფათერაკებით აღსავსე ტყეში…
ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი… მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და ოცნებასა და რეალობას შორის ზღვარი ჩემთვის წაშლილი იყო. კარგა ხანია, გავიზარდე და ყოველთვის, როცა წიგნების თაროზე ძველი, ფურცლებგაცრეცილი წიგნი მომხვდება ხელთ, როცა გაღიმებული დავხედავ ყდას და „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“-ო, ამოვიკითხავ, ვნატრობ, ისევ ბავშვი ვიყო და წინ მქონდეს ანე–კატარინე ვესტლის სითბოთი, სიყვარულით და სინათლით სავსე სამყაროში პირველად მოხვედრის ბედნიერება…
uZaliansupergenialuresia!! ♥♥
LikeLike
უმაგრესი წიგნია :)
LikeLike
kartofilis trolebis mefis povna? :) titqos im wignis suni, ara, im samyaros suni momivida axla… udidesi madloba, rom gamaxsene :)
LikeLike
მადლობა დიდი :) მაგრამ ვერც ვორდპრესმა გიცნო და ვერც მე :)
LikeLike
აზრზე არ ვარ რა წიგნია :(
LikeLike
აცდი ვესტლის, თორემ მოგეწონებოდა :)
LikeLike
ნორვეგიელი ყყოფილა.
უინსეტი, იბსენი, ჰამსუნი, ნოსბე… მეტი არ მახსოვს. :)
LikeLike
ბიორნს ტიერე ბიორნსონი :)
და ნორვეგიული ქაშაყი :)
“ვიკინგები” მოგეწონა, ლორდ?
LikeLike
უი… ბიორნსონსაც აქვს ნობელი :) დამავიწყდა.
მარა არ წამიკითხავს.
ვიკინგები არ წამიკითხავს. რატომღაც ვიფიქრე რომ ზანუდობა იქნებოდა და დამეზარა წაკითხვა. ბარაბა მაქვს მარტო მაგისი წაკითხული.
იბსენი, ჰამსუნი და ნოსბე მაქვს წაკითხული და არც ერთით არ აღვფრთოვანებულვარ.
ნუ პიესები რომ არ იყოს, ალბათ იბსენი მომეწონებოდა.
ისე, ვიანის სერდცედერი მგონი მისტერიების ალუზიაა.
LikeLike
ბარაბა ლაგერკვისტის ვიცი, ვიკინგების წაკითხვას ვაპირებ. ვნახოთ, რა გამოვა…
სამაგიეროდ, გრიგი ჰყავთ ნორვეგიელებს. “პერ გიუნტი” და ჯუჯების მარში.
LikeLike
მართალია ;)
ესე იგი ლაგერკვისტის არაფერი წამიკითხავს :)
LikeLike
ბარაბა თუ წაგიკითხავს, ეი.ი ლაგერკვისტიც.. :) ნუ ლაგერკვისტის სიბილა არის საოცარი წიგნი Strongly recomended.
LikeLike
ლაგერკვისტის “კარლიკ” – აი, ეს არის საოცარი წიგნი :)
LikeLike
ლაგერკვისტი ქართულად არის? მე რუსულად მაქვს პატარა ჩანახატები წაკითხული და მახსოვს, ძალიან მომეწონა, სიამოვნებით შევიძენდი მის წიგნს, მაგრამ არ შემხვედრია (
LikeLike
მოკლედ ავირიე რა :)
ლაგერკვისტის ბარაბა წაკითხული მაქვს და უნსეტის ვიკინგები ნანახი მაქვს (ქერქ დაგლასით მთავარ როლში) :)
ახლა კი ელენა რუბინშტეინზე ვკითხულობ.
LikeLike
ლაგერკვისტი “ჯუჯით” გავიცანი (არ ვიცი, ქართულად ეგებ სხვა სახელი ჰქონდეს და რუსულად “კარლიკ” ერქვა) გავოგნდი… კულტურული შოკი მქონდა ;)
LikeLike
ქართული ლაგერკვისტი, თუ სწორად მახსოვს, “ინტელექტის” ნობელიანტების სერიაში უნდა იყოს.მე რუსულად წავიკითხე. საჯაროდან გამოვიტანე. სამეცნიერო აბონემენტი მქონდა და წიგნებს შინ დავატარებდი.
ნობელიანტები ნახე, თეო. მანდ უნდა იყოს.
LikeLike
mec mindodaaaaaaaa
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე, გვანცა :)
LikeLike
არ მაქვს წაკითხული.
ახალი ნათარგმნია?
LikeLike
კი, მანანა, ახლახანს თარგმნა სულაკაურის გამომცემლობამ. მხოლოდ პირველი ნაწილი და როგორც ვიცი, მეორესაც გეგმავენ.
მაღაზიებში არის. “სანტა ესპერანსაშიც” და ექს-შიც.
LikeLike
ბიბლუსში?
ქუთაისში რომ ვიყიდო.
LikeLike
წესით, ბიბლუსშიც უნდა იყოს, მანანა. გამომცემლობაა სულაკაურის, თორემ “ბიბლუსის” მსგავს უნივერსალურ მაღაზიებში კი უნდა იყიდებოდეს.
LikeLike
ამ ბავშვებთან ერთად დღემდე ვცხოვრობ, და დღემდე სინდისი მაწუხებს რომ მათ პატარა ბინაში, ასე მოურიდებლად ვარ ჩაკვეხებული. მაგრამ არ შემიძლია უმათოდ.
LikeLike
ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები, ბორგეზ :) გემრიელი ნათქვამი იყო :)
LikeLike
გადავირიე ამ კომენტარზე :) ორი სიტყვით უზადოდ გადმოსცა Borgez
-მა თავისი დამოკიდებულება ;)
LikeLike
ბორგეზი ბლოგის აღმოჩენაა :) ასეთი კომენტატორი დიდი იშვიათობაა :)
LikeLike
თავიდან მეგონა, რომ ამათზე გქონდა გაკეთებული Jeopardy და ელვისებური სისწრაფით შემოვქანდი.
ერთადერთი წიგნია, რომელიც სადღაც 88-ჯერ მექნება წაკითხული.
ბოლოს სამი, თუ ოთხი თვის წინ გადავალე საყვარელ მომენტებს თვალი და რაღაცნაირად მეგონა, რომ წიგნis წერის პროცესში ვიყავი… :D
LikeLike
არ იყო, ჯეოპარდი :( პოსტი დავწერე.
და შენ პოსტი არ მოგეწონა და შენი იუბოჩკიანი გოგოც არ დამიტოვე ავტოგრაფად :(
LikeLike
ძალიანაც მომეწონა პოსტი, მოლიკ.. <3
"მოწონების" დატოვება კი დამავიწყდა, სირცხვილი მე… :P :D
ჰოდა, იმის დაწერა დამავიწყდა წინა კომენტარში, რომ მეც მიფიქრია და მიოცნებია, აწ უკვე შენს მიერ ხსენებულ სიტუაციებზე. ^^
LikeLike
რაკი დაემთხვა, სწორად და კარგად დამიწერია :) მითუმეტეს, შენ დაგეჯერება – 88-ჯერ გაქვს წაკითხული :)
LikeLike
მოლიკ, პირველი წიგნი რომელი იყო? ^^
LikeLike
ჩემი პირველი წიგნი, მაცო?
რამდენიმე მახსენდება ერთად. ყველაზე მკვეთრად – რუსული ჩიპოლინო და კარლსონი.
LikeLike
მოიცა, ჩიპოლინო რუსული ზღაპარია? რავიცი, მე იტალიური მეგონა..უპს.. სად გამოვყო თავია მის მერე? :დ:დ;დ:დ
მმ, მე მახსოვს, ჩიპოლინოს რომ ვკიTხულობდი ხახვის სუნი მცემდა ხოლმე. :D
LikeLike
იტალიურია, მაცო :) სუფთა იტალიური :) მე რუსულად მქონდა :) მოსკოვში გამოცემული. ბევრი სურათით :) ოლიმპიადიდან ჩამომიტანეს.
LikeLike
ანუ პატარამ რუსული კარგად იცოდი. თუ პატარამ რუსული კარგად იცოდი ე.ი. ან ძიძა გყავდა რუსი, ან დრო იყო ისეთი, რომ რუსული ლამის მშობლიურ ენად ითველობდა. ჰოდა, ამიტომ 30 წელზე მეტის იქნები. :P :D :*
LikeLike
ძიძა არასოდეს მყოლია, დედ-მამა და ბებიები… დრო მართლა ისეთი იყო, ახლა რომ ინგლისურია, დაახლოებით იგივე იყო რუსული :)
LikeLike
მმ, ვამაყობ ჩემი მიხვედრილობჺით. ^^
არა, ისე როგორ უნდა მოვკვტე კაცი, რომ თქვენ – რამდენიმე ჩემი ბლოგერი ვერ გნახოთ, ა? :P
აი, შეიძლება ასე? :D :D: :D
ეს სამართალია? :D :P :D
LikeLike
რა დროს სიკვდილია, მაცო :) ჯვარი გწერია. ყველას ნახვას მოასწრებ :)
LikeLike
mm, es ukve momwons.
vsio, molik. Zilburanidan gamovedi da axla wavedi unda Sevisruto yvelaferi, rasac ki rukaze Tu wignSi vnaxav.
warmatebebi misurve da vso, wavedi. :*
dRes kargad unda davwero, Zalian kargad. ^^
LikeLike
წარმატებები, მაცო! :) აი, ნახე, დღეს მართლა ძალიან კარგად დაწერ! :)
LikeLike
სადღაც15 წუთში მეგობარი ამოვა ჩემთან.
მმ, უკეთესად ვისწავლი ეგრე. ^^
სხვას რომ ვუყვები, ან ვუხსნი მაშინ მამახსოვრდება კარგად. ^^
LikeLike
მთავარია, სხვა თემებმა, ჭორაობამ, სუსნაობამ, ტელევიზორმა და მუსიკამ არ გადაგძალოთ… მეგობართან ერთად მეცადინეობა ამ მხრივ, ღრმად სარისკოა :)
LikeLike
მეც მინდოდა… :)
LikeLike
ყველაფერი ყველაფერი?
LikeLike
ყველაფერი ყველაფერი არა, მაგრამ… :)
LikeLike
მაშინ რა მოგეწონა საშენოდ, ის გვითხარი :)
LikeLike
მე მომინდა…
ბევრი რამ მინდოდა… საძილე ტომარაში გახვეულს ვარსკვლავიანი ცის ყურება…
,, მინდოდა, შუაგულ ტყეში მდგარ ძველ სახლში გადავბარგებულიყავი, რომელიც მიმიღებდა, შემიყვარებდა და მეც შევიყვარებდი, ისე, რომ ვერავინ დამაჯერებდა, თუ სადმე უკეთესი საცხოვრებელი არსებობდა…” ეს საოცარია…
კიდევ მთებში წასვლა და კიდევ უამრავი რამ, უბრალოდ, ამის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ის სურვილები, რომლებითაც ვიყავი შეპყრობილი მთელი ბავშვობა და რომლებიც თითქმის არც ახლა შეცვლილა…
LikeLike
ძალიან კარგი :) გამიხარდა, რაღაცები ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ რომ გაგახსენდა :)
არ გინდა, ბავშვობის სურვილებზე პოსტი დაწერო? ძალიან საინტერესო იქნებოდა…
LikeLike
ეს რომ წავიკითხე მეც მაგაზე დავფიქრდი, მოლი, აუცილებლად დავწერ, კარგი იდეაა :)
LikeLike
აუცილებლად დაწერე და არ დაიზარო :)
LikeLike
ბავშვობაში ვგიჟდებოდი ამ წიგნზე ;)) აიი ძალიანმიყვარდა და ნუ 100ჯერ არა, მაგრამ დაზეპირებული კი მქონდა…. (მმ) ყოჩაღ მოლი ბლუმ :) ნოსტალგიააააააააააა
LikeLike
სენქს ე ლოთ! :)
LikeLike
ტყის სახლი ყველაზე მეტად მიყვარდა :3 ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე და კიდევ მინდება იქ ცხოვრება მეც…
LikeLike
ტყის სახლში დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეც… არ გამოდის, თორემ…
LikeLike
მომწონს ახალი გამოცემა. ისე მიხაროდა, რომ შევიძინე, პატარასავით :)
LikeLike
მართლა კარგი გამოცემაა :)
LikeLike
პირველი წიგნი იყო ”გოგონა ავრორა ც კორპუსიდან”, რომელიც თუ გაქვთ წაკითხული ასევე უსაყავრლესი წიგნია.. და ბოლოს გოგონა ავრორა და მამა მიდიან ტყეში სასეირნოდ და ხედავენ სახლს, რომლიდანაც 8 ბავშვის თავი ჩანს..
ცოტა ხანში კი ხელში მივარდება წიგნი, რომელშიც ამ 8 ბავშვზე მიყვება ანე-კატრინე, ჯერ მათზე და საბარგო მანქანაზე, მერე ტყის სახლზე, : )
მერტა მიყვარდა ყველაზე მეტად და მადსი.. : )
ეს ის წიგნია რომელსაც როცა ძალიან ძალიან ცუდად ვარ, როცა რამე შიში ამეკვიატება და ვერ ვმშვიდდები, მაშინ ვიღებ და ვკითხულობ და ყველაფერი თავისით ორთქლდება სადღაც. : ) <3
LikeLike
ავრორას ავცდი :(
ჩემი ფავორიტი წრიპა მორტენი იყო :)
მშვენიერი ანტიდეპრესანტი შეგირჩევია, ანაბელ :)
LikeLike
ეს ისეთი წიგნია, მთელი ცხოვრება უნდა იკითხო და თუ ერთხელაც აღმოაჩენ, რომ თავს აღარ გაკითხებს, ე.ი. გზას აცდი და ბავშვობიდან დაუკრეფავში გადაუხვიე :))) იმდენად მიყვარს ეს მოთხრობა, რომ კომენტარები ვინც გააკეთა, ისინიც შემიყვარდნენ :) არ შეგიმჩნევიათ, სკანდინავიელები რაღაც განსაკუთრებული თხრობის ნიჭით რომ არიან დაჯილდოებულნი? მარტო ასტრიდ ლინდგრენი რად ღირს!
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ბლოგზე, ქეთი :)
წიგნის შეფასებაში გეთანხმები და ისიც ცხადია, რომ სკანდინავია მეზღაპრეების მხარეა – ალბათ, ბუნებაა განსაკუთრებული :) იანსონი, ანდერსონი, ლაგერლოფი, ასტრიდი, ანე-კატერინე…
ასტრიდზე დიდი პოსტი მაქვს დაწერილი აქვე – ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს :)
LikeLike
მე ახლა შოკში ვარ… შოკში და თან ძალიან გახარებული, რადგან ანეც თუ სკანდინავიელი იყო არ მეგონა! ჩემი ერთ–ერთი საყვარელი საბავშვო წიგნია! როგორც ჩანს სკანდინავიასთან ლიტერატურულადაც დიდი სიახლოვე მაქვს და ეს ძალიან გამიხარდა მოლი!
ამ დღეებში უნდა დავიწყო საკონფერენციო თემის დაწერა სკანდინავიაზე, მარტოსულობის კონცეფციით და ანეს ჩართვაც კარგი იქნებოდა. აუ, რა მაგარია :*
LikeLike
ნორვეგიელია :) მახსოვდა, ძალიან რომ გიყვარდა ეს წიგნი. ადრე ახსენე, კომენტარებში :)
რა საინტერესო საკონფერენციოა… ბლოგზე ხომ გამოაქვეყნებ? დიდი სიამოვნებით წავიკითხავ,
LikeLike
კი ვახსენე :) მაგარია :)
კი, ალბათ გამოვაქვეყნებ, თუ საავტორო უფლებების დარღვევის არ შემეშინდა ;დ მარა არ შემეშინდება, ისედაც ისეთი ტექსტები მაქვს გამოქვეყნებული! :)
LikeLike
საავტორო უფლებები ჩვენი ტკივილია :( არ თქვა :( ისე იპარავს ხალხი, თვალს არ ახამხამებს და მერე აქეთ გდებს ბრალს – მე რა ვიცი, იქნებ შენც მოპარული გაქვსო… გული არ გაგისკდება, ამას რომ გეტყვიან?
მე შენი ცვლადი სახელები მომწონს ძალიან :) დღეს როდე ანე ხარ :) დიდი იმედი მაქვს, ანე-კატარინეს საპატივცემულოდ :)
LikeLike
ხო, ინტერნეტითაც სასტიკი დრაკონიერობაა, საიტებზე დაკოპირებული ტექსტებით… ნამდვილად გულგსახეთქია :(
კი, კატერინეს საპატივცემულოდ :) პოსტის შინაარსიდან გამომდინარე ვშვრები ასე :) სახალისოცაა :)
LikeLike
სახალისოც არის და ორიგინალურიც :) მე მომწონს ძალიან :)
LikeLike
მეც მომწონს, როდე :)
LikeLike
თან ძალიან ძალიან :)
LikeLike
იქნებ შენც მოპარული გაქვსო, მექას უთხრეს, მგონი და მახსოვს, საშინლად აღვშფოთდი, აღშფოთება კიდევ რბილად ნათქვამია – ასეთი ზღვარგადასული ცინიზმი არსად შემხვედრია.
LikeLike
ამას უნამუსობა ჰქვია :(
LikeLike
ბლოგზე საკონფერენციო თემები არ გამოაქვეყნო, ჩემი რჩევაა,
ფოსტით გაუგზავნე მოლის ვორდის ფაილად :)
LikeLike
მოიპარავენ? :(
ჯანდაბას :( საკუთარ ბლოგზე საკუთარი თემა ვერ გამოგიქვეყნებია :(
LikeLike
რა თქმა უნდა, საკონფერენციო თემა ეს სამეცნიერო ნაშრომია, ჯობია არ გამოაქვეყნო, მე ვიცი, ჩემი თვალითაც მინახავს და სხვებისგანაც გამიგია, რომ უბრალო ჩანახატებსაც კი იპარავენ, და მით უმეტეს როცა სამეცნიერო ნაშრომს დებს ადამიანი,.. მაშინ რამე დამცავი საშუალება უნდა გაუკეთო, რომ ვერ გადმოიწერონ.
რამდენი ეძებს მზა ავტობიოგრაფიებს, ესეის, თავისუფალ თემას, დახასიათებებს, რეფერატებს… უჰ… ყველას ეზარება ტვინის განძრევა და ამიტომ იპარავენ :/
LikeLike
ჯანდაბას :( პოსტებს რომ იპარავენ, ვიცი, მინახავს, მაგრამ საკონფერენციო თემებს… პრინციპში, რატომაც არა. შენს სახელს და გვარს მიაწერ და მორჩა. საკურსო მზად გაქვს.
მართალ ხარ, ქევან. არ ღირს ნაშრომის და ნაწვალების ღია ბლოგზე გამოქვეყნება. როდე, როცა დაწერ, ფოსტით გამომიგზავნე :)
LikeLike
კი მეც შემხვედრია ისეთი სერჩები, რომ აშკარად რეფერატებისთვის და სადიპლომოებისთვის რომ სჭირდებათ… მოკლედ, სრულ ვერსიას აუცილებლად გამოგიგზავნი მოლი :) თუკი დროს არ წაგართმევ, შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ბლოგზე იქნებ ერთი ეპიზოდი დავდო. მაინც შვიდგვერდიანი ნაწერი დიდი იქნება პოსტისთის, მოკლედ ვნახოთ, როგორი გამომივა :)
მადლობა გოგოებო რჩევისთის :)
LikeLike
აუცილებლად გამომიგზავნე. არ დაიზარო :) წავიკითხავ და ჩემს აზრს ან მაილით მოგწერ, ან ბლოგზე – შენ როგორც მოგიხერხდება, ისე.
და ქევანა მართალია – სრული ტექსტი არ გამოაქვეყნო არაფრის დიდებით. დაამუღამეს რეფერატების ბლოგებზე ძებნა. ოღონდ, ამით რა ემატებათ, ვერ ვხვდები.
LikeLike
ვაააა, ჩემი ბავშვობის წიგნია, “დაჟე”??? რატომ არ ჩამივარდა ხელში ნეტავი? :(
LikeLike
სამაგიეროდ, შენ ისეთი რაღაცები გაქვს წაკითხული, სახელებიც რომ არ მეცნობა…
LikeLike
მეეჭვება ბევრი იყოს ეგეთი :) ეჰ, შემთხვევითობის ამბავია, თორემ მაგას როგორ გავუშვებდი წაუკითხავად :)
LikeLike
კი, აშკარად შემთხვევით აცდი :)
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს წიგნი, მოგონებები მაკავშირებს უძალიანმაგრესი :) ფესტივალზე ვნახე და გადავშალე კიდეც გაციხკროვნებული სახით, გამიხარდა, რომ კიდევ ბევრი წაიკითხავს ამ უთბილეს წიგნს. ახალი თარგმანია და თუ ძველი მოლი?
LikeLike
ეს ისეთი წიგნია, თეო, ჩვენს შვილებსაც გაახარებს :)
ძველი, თუ გახსოვს, 1965 წლის გამოცემა იყო, ლია გოგიშვილის თარგმანი. ეს ახალია – შევსებული, რედაქტირებული, გასწორებული. ნანა წიქვაძის, თუ არ ვცდები. თუმცა, საფუძველი მაინც ძველი აქვს.
LikeLike
როგორ არ მახსოვს, ყდაც კარგად მახსოვს :)
LikeLike
ორინიგალს რა ლამაზი ყდა აქვს, ნახე? :)
LikeLike
მინდოდა, ისეთი მექანიზმი გამომეგონებინა, აღმართს ყოველთვის რომ დაღმართად აქცევდა (ამისთვის კი ბევრი დენთი და დინამიტი იყო საჭირო) :)
მიყვარს შენი პოსტები, მოლი ბლუმ – გემრიელია :)
LikeLike
მადლობა დიდი :) გამახარე :)
LikeLike
მოლი, რა იცი ხოლმე რა, გადამიყვან სადღაც, ბავშვობაში ^_^
მართალია ეს წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ემოციები ნაცნობია, მეც ასევე დავყვებოდი წიგნის გმირებს :-) მაგალითად, პეპისთან ერთად რამდენი ვიმოგზაურე, ეეეჰ… :-)
LikeLike
ასეთი კომენტარი საუკეთესო შექებაა :) მადლობა მადლობა :)
LikeLike
უთბილესი წიგნია და უთბილესი პოსტიც დაგიწერია, მოლი :)
LikeLike
სენქს ე ლოთ! :) გამახარე, მერი :)
LikeLike
ვაიმე, ჩემი ბავშვობის წიგნი.. და სულ არ მქონდა ავტორის ფოტო ნანახი… რა საყვარელი და თბილი ქალია… წრიპა მორტენი ყველაზე მეტად მომწონს :დ
LikeLike
მართლა ჯადოქარს ან მეზღაპრეს ჰგავს, ქევან :)
ჩემი ფავორიტიც წრიპაა :)
LikeLike
უი, არვიცი:((
რაა ასეთი ახლა ხომ არ წავიკითხო :დ
LikeLike
ანე-კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”.
წაიკითხე :) არ ინანებ :)
LikeLike
როგორ მიხარია, ამდენ ადამიანს რომ უყვარს ეს წიგნი. მთელი ბავშვობა მასთან და “ყვითელი კოდალას ორდენთან” ერთად გავატარე. დღემდე (!) მეცინება იმ მომენტზე, მონა ულე–ალექსანდრეზე რომ ფიქრობს და ჩანგალს აპრიალებს, დედა კი ყველაფერს დარეცხავს, დაამშრალებს და დაალაგებს. საბარგო მანქანაში ყველა ბავშვის სურათი რომ ჰქონდა გაკრული? ჰილდასთვის მიწერილი ჰენრიკის წერილი ცოლად გაყოლაზე ხომ საერთოდ შედევრია :D
LikeLike
ღრმად რომანტიული წერილი იყო :) ახლა კი მეცინება და მაშინ მართლა რომანტიულად მეჩვენა :)
LikeLike
ძალიან მაგარია ეს <3 და ყველაზე მაგრად გაქვს კიდევ შენ აღწერილი… გამოვტყდები, აღარ მახსოვს ბევრი მომენტი.. გადასაკითხია :)
LikeLike
მადლობა დიდი :)
LikeLike
ისე, ადრე, ტოპებში რამდენიმე მოლიტერატურო ბლოგი ხვდებოდა ხოლმე. ახლა ამ ბლოგმა ყველას დედა უტირა. :)
ასე რომ ვისაც სურს წეროს წიგნებზე საინტერესოდ – აი აქედან უნდა ისწავლონ.
LikeLike
ბლოგოსფეროს ექსპერტისგან (არ შემედავო და არ იუარო) ასეთი შეფასების მიღება განსაკუთრებით სასიამოვნოა :)
რაც მეტი ლიტერატურული და საერთოდ, გემოვნებიანი ბლოგი მოხვდება ტოპ-სიაში, მით უკეთესია, ლორდ :)
LikeLike
წიგნის მიმოხილვა ისეთი უნდა იყოს, თავად წიგნს ჯობდეს. ამას კი ბევრი ვერ ახერხებს :)
სანამ შენ არ იყავი – რაც იყო იმას კითხულობნენ, ახლა კი ყველა აქეთკენ გადმოვიდა, როგორც ჩანს.
LikeLike
წიგნის მიმოხილვა წიგნს როგორ აჯობებს, ლორდ… რას ამბობ :)
მიმოხილვა ისეთი უნდა იყოს, თუ წაკითხული არ გაქვს, დაგაინტერესოს და მოგაძებნინოს, თუ წაკითხული გაქვს (უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება) თავიდან გადაგაშლევინოს, გადასაკითხად….
მე ის მიხარია, მუდმივი მკითხველი რომ მყავს. რაოდენობას არ დავეძებ (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია), ლიტერატურულ ბლოგს მუდმივი მკითხველი გაუჩნდეს, ცოტა არ იყოს ძნელია. ერთი სიტყვით, მადლობა მოლის მკითხველს :)
LikeLike
ეგ გააჩნია წიგნს და მიმოხილვას :)
აი როგორც ხშირად თრეილერი სჯობს ფილმს – მაგ პონტში.
LikeLike
აგვისტოს ხუთი დღის ნახვა ღირს ვითომ? თრეილერის მიხედვით ვერ გადავწყვიტე…
LikeLike
დღეს ვაპირებდი მარა სასტავმა გადაიფიქრა და მარტო ხომ არ წავალ. მარა ვნახო მინდა აუცილებლად. ბოლო-ბოლო ფბ-ზე ერთი ამბავია და მე კი ვერაფერს ვწერ:(
LikeLike
მეც დღეს ვაპირებდი და გადავიფიქრე. საათნახევარის (თუ რამდენიცაა) ბევრად უკეთესად დახარჯვის გზას მივაგენი :) ფბ-ზე პოლიტჭრილში იქნება ამბავი ატეხილი, არა?
LikeLike
sainteresoa :)
LikeLike
დანქე1
LikeLike
ნუ აბა ლინგვისტუსზე მე რა მეთქმის… მარა ეს პოსტი ჯობია :)
LikeLike
მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, ლორდ ;)
LikeLike
ბერნარდ შოუ ერთხელ რაღაც გამოფენაზე ყოფილა და იქ ნახატი იყო – ლონდონი ჩიტის მიერ დანახული.
შოუს ნახატი არ დაევასა და ეგრეც თქვა. მხატვარი თურმე იქვე იდგა და ეწყინა:
– რატომ ამბობთ ამას, ბატონო შოუ, თქვენ ხომ არასდროს გიფრენიათო.
– მე არც კვერცხი დამიდია, მაგრამ ლაყეს და საღს კი ვარჩევ ერთმანეთოსგანო.
ექსპერტი არ ვარ, მაგრამ კარგად და ცუდად დაწერილ პოსტებს კი ვარჩევ.:)
LikeLike
უამრავ ბლოგს ვკითხულობ, ლორდ, ზუსტად ვიცი, რაც მომწონს რისთვის მომწონს და რაც არ მომწონს – რის გამო, ჰოდა, განსაზღვრება “ექსპერტი” ყველაზე კარგად ზუსტადაც რომ შენს სტაილიშბლოგს შეეფერება. შემოიხედავენ აქ შენი მკითხველები და დამეთანხმებიან.
LikeLike
ეგ სხვა რამეა.
ადრე გამოკითხვა იყო რამდენი ბლოგი გაქვთ რიდერშიო – ზოგს 50 ქონდა და ზოგს 100…
მე 15-ზე ნაკლები მაქვს, თან არავორდპრესულ ბლოგებს თითქმის არ ვკითხულობ. ასე რომ ექსპერტობამდე ვერ ვქაჩავ.
LikeLike
რიდერში (ანუ ბლოგროლში) რაც მაქვს, ფავორიტია ყველა და ბლოგროლის მიღმაც ბევრს ვკითხულობ. ხომ უნდა ვიცოდე, ვისგან რას უნდა ველოდო.
კარგი, ექსპერტული ბლოგი რომ გაქვს, ამაშიც არ მეთანხმები?
LikeLike
ნუ რიდერის გარეთ მეც ვკითხულობ ხოლმე. ვორდპრესი ახალ პოსტებს რომ მიჩვენებს იქედან… ძირითადად სათაურით ვარჩევ :)
კი, წერა მეხერხება. მადლობა გენებს.
მიუხედავად იმისა რომ ქართულის მასწავლებლები სკოლაში 5 პრინციპულად არ მიწერდა ხოლმე ;)
LikeLike
გენებზე შენი სათვალე მახსენდება ხოლმე :)
მეტი შეგიძლია და ზარმაცობო?
LikeLike
ჰო… :) ეგ დიდი ბაბუაც წერდა რაღაცეებს :) და ივერიაშიც კი უქვეყნებდნენ ხოლმე.
რავი რა ჯანდაბა უნდოდა :(
მოთხრობებივით ვწერდი გარჩევებს და ეგ არ მოსწონდა. თავისუფალ თემებში კი მიწერდა 5-იანებს.
LikeLike
ბლოგერობა მართლა გენეტიკური გქონია :)
გარჩევებს მოთხრობებივით წერდი? გემოვნება არ ჰქონია შენს მასწავლებელს, თორემ, სხვას რომ თავი დავანებოთ, ორიგინალური აზროვნებისთვის და ინდივიდუალიზმისთვის გეკუთვნოდა ხუთიანი.
LikeLike
განათლების სამინისტროს ინსტრუქციები უშლიდა ხელს :)
თან ეგრე თავისუფალ სტილში თუ წერ – რაც გევასება იმაზე კარგად გამოგდის და რაც არა – იმაზე ვერა.
ჰოდა პროგრამაში ბევრი არ იყო მაინცადამაინც დასავასებელი. :)
LikeLike
სად იყო მაშინ ბლოგები…
“თქვენ რომ სამიანი დამიწერეთ, მასწ, ის თემა ბლოგზე დავდე და 27 ლაიქი ჰქონდა და 150 კომენტარი. თქვენი, კიდევ, არ ვარგოდაოოო”
LikeLike
ახლა მასწავლებლებს თავად აქვთ ბლოგები, მოსწავლეები კი შედიან და უზრდელურ კომენტარებს უტოვებენ (ანონიმურს) ანდ მლიქვნელურს (არაანონიმურს) :)
LikeLike
“ვაიმეეე, ჟუჟუნა მაააასწ, როგორ მიყვარხააართ… აი, დედას გეფიცებით, ყველაზე ძაან თქვენ და ქიმიის მასწავლებელი მიყვარხართ პროსტა რაააა”
უზრდელურებს აღარ გავახმოვანებ :)
LikeLike
ჭკუას ვკარგავ ამ წიგნზე :) საკამოდ დიდი ვიყავი, როცა წავიკითხე და მაინც ძალიან შემიყვარდა :)
LikeLike
მშვენიერი ლიტერატურული გემოვნება გქონია :)
ამ წიგნს ასაკობრივი ჩარჩო არ აქვს :)
LikeLike
დამბურძგლა.. :))
რამდენჯერ მინატრია, რომ არ მქონდეს წაკითხული სკანდინავიური წიგნები, ისევ პატარა ვიყო, ზაფხულის არდადეგები მქონდეს, გადატყავებული მუხლებით ვიჯდე ეზოში, მზეზე და ვკითხულობდე.. <3
ვიტირებ ახლა…
LikeLike
ეჰ… პირველი წაკითხვის სიამოვნებას არაფერი შეედრება, ვასასი :)
ასტრიდი, ტუვე, სელმა, ანდერსენი, ანე-კატარინე…
მე სათავგადასავლო ბიბლიოთეკას ვინატრებდი კიდევ და კონან-დოილის და კრისტის დეტექტივებს. ჟიულ ვერნს და დიუმას. და სამი თვე არ მეყოფოდა :)
LikeLike
ტუვე რომელია, შემახსენე…
შერლოკ ჰოლმსი, ცოტა გვიან წავიკითხე მე, ასე 13-ს ვიქნებოდი.. ისე, დიდად არ გადავრეულვარ.. :)
ოო, ახლა ვიტირებ.. :)
LikeLike
ომგ….
ერთმა მეგობარმა დამიწერა ბლოგზე სამი მუშკეტერი საბავშვო წიგნიაო – 13 ჰოლმსისთვის გვიანაა? ;)
მე სულ რამდენიმე თვის წინ წავიკითხე.
LikeLike
არა, ლორდ, არ მგონია, გვიანი იყოს.
მაინც დეტექტივია და დედუქცია. 8 წლის ბავშვი ისე ვერ იხალისებს.
LikeLike
ტუვე იანსონი, ვასასი, მუმინების ავტორი :)
http://wp.me/s1gQ1e-moomins
შერლოკი ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო :)
LikeLike
მიყვარს ეს წიგნი:) ძალიან საყვარელი პოსტია მოლი ბლუმ:) და რაც პოსტში დაწერე იმას ერთს დავამატებდი , როდესაც ვკითხულობდი ამ წიგნს მე იმ სამყაროში ვიყავი და მათთან ერთად,ვიხარებდი ახალი ნაყიდი საწოლებით, წრიპა მორტენის სასაცილო თავგადასავლებით, და მთებში საშობაო არდადეგებით:)
LikeLike
მადლობა, მირანდულინო :)
LikeLike
ყოველთვის ოცნებებში ვცხოვრობდი. ლინდგრენამდე მომიტანა ბედნიერება ამ წიგნმა, მაგრამ ჰექტორ მალოს უსახლკაროზე გვიან. ეს სამი წიგნი ჩემი ბავშვობისდროიენდელი ნასახლარებია (ზღაპრებს თუ არ ჩავთვლით, ახლაც რომ დიდი სიამოვნებით ვკითხულობმ სადაც წავაწყდები).
ეს ბლოგი ადრეც უნდა მეპოვა მე!
LikeLike
მე ასეთი მკითხველი უნდა მენახა ადრე… კომენტარებზე გეტყობა, ვინც გვესტუმრა :) სად იყავი აქამდე :)
პ.ს. ლაიქებს პრინციპულად არ აღიარებ? :)
LikeLike
:D გავწითლდი, მაგრამ დიდი ვერაფერიშვილი მკითხველი ვარ. ყველაფერს ვედები ხოლმე და საბოლოოდ რა გამომდის კაცმა არ იცის :) კომენტარებს რო ვწერ ლაიქები მავიწყდება მერე :D
LikeLike
მე კი ვარ დამწყები ბლოგერი, მაგრამ მკითხველობის ბევრად მეტი სტაჟი მაქვს და კოლეგა მკითხველს (ნამდვილ მკითხველს ვგულისხმობ) ორი კომენტარითაც ვცნობ :)
ლაიქები ჩემი მკითხველის ავტოგრაფებია :) ფერადი და ლამაზი :) ამიტომ, განსაკუთრებით ვაქცევ ყურადღებას :)
LikeLike
მოლი, სხვა რომ არაფერი არ გქონდეს დაწერილი მარტო ამ წიგნის განხილვის გამო შემიყვარდებოდი <3 ჩემი ბავშვობა დაიწყო საბარგო მანქანასთან , დიდედასთან და 8 ბავშვთან ერთად.
ერთ პუნქტსაც დავამატებ შენს ჩამონათვალს – მინდოდა დიდედასთან ერთად უკუღმა მემგზავრა მარხილით (თუ გახსოვს ის ეპიზოდი მორტენი და დიდედა რომ ჩამოსრიალდებიან შემთხვევით მთიდან და მერე სასტუმროში რომ აღმოჩნდებიან :) )
LikeLike
უმაგრესი რამ გაგხსენებია :)
ესეიგი, დღეს შენ მყავხარ სტუმრად და კომენტარებს და გრავატარჩიკებს შენ მიტოვებ.
ველქამ!
LikeLike
აჰამ დღეს მე ვარ მოლის სტუმარი ^^
LikeLike
ველქამ!
LikeLike
ჩემი საყვარელი წიგნი..:)
LikeLike
რატო მეგონა რო მარტო ჩემი იყო ეს წიგნი:))) ბედნიერი ბავშვობა გავატარე ამ ოჯახთან ერთად.. მეცხრე ბავშვი მე ვიყავი :))))))
LikeLike
არც ისე ცოტა ვართ ანე-კატარინეს გმირებთან ერთად გაზრდილები :)
LikeLike
ხოდა ძალიან გამახარა მაგ ამბავმა :)) გადმოვქექე თაროები და ისევ შევიგრძენი ბავშვობის სუნი.. ”თუ ოდესმე გაივლი ტყეში, დიდ ქალაქს რომ გარს არტყია, და პატარა მინდორში ნაცრისფერ სახლსა და აქოჩრილ არყის ხეს დაინახავ, იცოდე – ეს სწორედ ის სახლია, რომელშიც დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი ცხოვრობენ”… :)))))
LikeLike
ახალი წიგნიც არსებობს. სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი ნაწილი. მე მაინც ის ძველი გამოცემა მიყვარს.
LikeLike
… [Trackback]…
[…] There you will find 13164 more Infos: mollybloomsday.com/2011/06/10/anne-cath-vestly/ […]…
LikeLike
I appreciate your work , thanks for all the informative blog posts. 379788
LikeLike
პირველ საჩუქარად შვილისთვის, ეს წიგნი შევარჩიეთ. ჯერ 4 თვისაა, მაგრამ უკვე მოეპოვება ერთი წიგნი პირად ბიბლიოთეკაში :)
LikeLike
მშვენიერია :) მკითხველი 4 თვის ასაკიდან უნდა გაზარდო :) აბა, მერე უკვე გვიანია :)
LikeLike
:)
LikeLike
[…] ანე-კატარინე ვესტლი და როალდ დალი, ბიძია რიმუსი, “ოქროს კომპასი” და “ოზის ჯადოქარი”, “მერი პოპინსი” და “სალამურას თავგადასავალი”, ჯერალდ დარელი, ეზოპეს იგავ-არაკები, ძმები გრიმების და ანდერსენის ზღაპრები, ბისეტი, “პიტერ პენი”, ტოლინები და თაგვისცხვირა ბუტერბროდები – რომელი ერთი ჩამოვთვალო. […]
LikeLike
მეც ძალიან მინდოდა ეგ ყელაფერი, ხოდა ფესტივალზე დანის ვუყიდი.
დანისაც რომ მოუნდეს…:)
LikeLike
[…] მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ ადრეც გავიხსენე ბლოგზე და აქ როგორ გამომრჩებოდა – […]
LikeLike
[…] გახსოვთ კიდეც, ადრე ერთ ყდაშემოცრეცილ წიგნზე გიყვებოდით, ხელმისაწვდომ ადგილას რომ მიდევს […]
LikeLike