ბავშვობაში ამ სახლში ცხოვრებაზე ვოცნებობდი…
უზომოდ მინდოდა, მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასა და წრიპა მორტენთან ერთად იატაკზე მძინებოდა და მერე ახლად შეძენილი ორსართულიანი საწოლებით გამეხარა…
მინდოდა, ოჯახის დაკარგული წევრი – მწვანე საბარგო მანქანა, წითლად რომ გადაღებეს, მეც მომეძებნა და რომ ვიპოვიდი, შინ ბედნიერი და გამარჯვებული დავბრუნებულიყავი…
მინდოდა, დიდედასთან ერთად ტრამვაით მესეირნა…
მინდოდა, ზაფხულის არდადეგები ზღვის პირას გამეტარებინა და საძილე ტომარაში მოკალათებულს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის მეცქირა…
მინდოდა, ჰილდა და ჰენრიკი დამექორწინებინა…