მოლი ბლუმის ბლოგი ფენტეზის ჟანრის პოპულარიზაციას აგრძელებს და მკითხველებს ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შემოქმედებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პაკეტს სთავაზობს – ინტელექტუალური პაექრობა ამჯერად „ჰობიტის“ გარშემო გაიმართება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ შემდეგი კვირიდან უკვე სათვალიანი ჯადოქრის თაყვანისმცემლებს ექნებათ თავის გამოჩენის საშუალება, რადგან მომდევნო Jeopardy!–ს თემა უკვე პოტერიადის პირველი წიგნი გახლავთ. მანამდე კი ვნახოთ, ვის უფრო უკეთ ახსოვს ბილბო აბგელის თავგადასავალი :) მაშ, ასე,
Good luck!
1. ბილბო აბგელის დედ-მამა სწორედ ეს ორი, ღრმად პატივსაცემი ჰობიტი, გახლდათ;
2. “კარგი სამუშაოს მაძებარ გამოცდილ გამტეხ” ბილბოს პირველი ეს ჯუჯა ესტუმრა;
3. “მწვანე მინდვრებზე ბრძოლაში ხარბღავილამ მარტოდმარტომ გაარღვია მთა გრემიდან შემოსული გობლინთა ლაშქარი და კომბლით თავი წააწყვიტა მათ მეთაურ გოლფიმბულს. გოლფიმბულის თავმა ჰაერში ასიოდე იარდი იფრინა, მიწაზე დაეცა და კურდღლის სოროში შეგორდა. ასე მოიგეს ის ბრძოლა და, იმავდროულად გამოიგონეს თამაში…” ?
4. ასე ერქვა ჩრდილოეთში მოსახლე ყველაზე ხარბ, ძლიერ და ვერაგ დრაკონს, რომელიც მთისქვეშეთის სამეფოს ჯუჯების განძს დაეპატრონა;
5. აპრილის მიწურულის ერთ მშვენიერ დილას, მძიმედ დატვირთული პონებით, სწორედ ამ ფუნდუკიდან გაემგზავრნენ შორეულ მოგზაურობაში ბილბო და თორინის რაზმის წევრები;
6. ეს სამი ტროლი დატყვევებული ჯუჯების შეჭმას აპირებდა, მაგრამ გენდალფის მოხერხებულობის წყალობით განთიადმა მოუსწრო და სამივე ქვად იქცა;
7. ჯუჯების კალენდრით ახალი წლის პირველ დღეს ამ სახელგანთქმული ჯუჯის სახელით მოიხსენიებენ;
8. მათ იხსნეს შუაგულ ტყეში, ხეზე შეხიზნული გენდალფი, ბილბო და ჯუჯები ველური ვარგების და გობლინების ალყიდან;
9. ამ ცხოველის სახეს იღებდა დროდადრო მუხნარში, ხის დიდ სახლში მცხოვრები კეთილი მაქცია ბეორნი;
10. ამ ჯუჯას მოჯადოებულმა მდინარემ ხანგრძლივი ძილი მოჰგვარა;
11. ამ მეტად უცნაური “ტრანსპორტით” გამოაპარა ბილბომ ჯუჯები ტყის ელფების მეფის საპყრობილიდან;
12. სწორედ ეს ფასდაუდებელი საჩუქარი მიიღო ბილბომ თორინისგან გაწეული სამსახურისათვის პირველ გასამრჯელოდ;
13. ტბის ქალაქის მშვილდოსანთა კაპიტან ბარდს სმაუგის მოკვლაში ეს ფრინველი დაეხმარა;
14. თორინ მუხისფარი ამ ბრძოლაში დაიღუპა;
15. სწორედ ამ დღეს დაბრუნდა ბილბო შინ და გახურებულ აუქციონზე აღმოჩნდა – თანასოფლელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგონათ და მის ქონებას ყიდდნენ.
წარმატებები, ბავშვებო და უკვე გაზრდილებოო.. ^^
:P
LikeLike
:) მე უკვე გაზრდილი ბავშვი ვარ :) ორივე ერთად :)
LikeLike
ჰაჰა… ^^
იცი, რა კარგ კინოს ვუყურებ?
ძაააალიან მომწონს… :პ
LikeLike
აბა, რომელს, მაცო?
LikeLike
http://80.241.245.28/movies-i-a/id_12925/files/Tres%20metros%20sobre%20el%20cielo%5B2010%5D%5BRUS%5D%5BDVDRip%5D.avi
აი.. :*
LikeLike
ვერ ვიცანი, მაცო. რა ფილმია?
LikeLike
http://allmovies.ge/ge/#movie/ABCJCF
ეს ფილმია, მოლიკ..
მე ძალიან მომეწონა, ძალიან.. :*
LikeLike
სამ მეტრზე ციდან… არ ვიცი. ახალია, თან ესპანური.
შინაარსი ორი სიტყვით?
LikeLike
მმ, რა ვიცი.. ვერაფერი გავიგე.. ცოტა ხნის წინ დავიწყე ყურება…
ხელიდან წასული ბიჭისა და ხელიდან არწასული გოგოს ისტორიაა.. მართლა ძალიან საინტერესოა. ძააალიან.. :დ:დ:დ
LikeLike
მშვენიერი სიუჟეტი ყოფილა :) ხელიდან წასული გოგო და ასევე ხელიდან წასული ბიჭი “რომეო და ჯულიეტაა” და ეს აშკარად უფრო სხვაა :)
LikeLike
1. ბელადონა ტუკი და ბანგო ბეგინსი
2. დვალინი თქვენს სამსახურში
3. გოლფი (სხვათა შორის რსრ-შიც იყო თავის დროზე ეგ კითხვა. :) )
4. სმაუგი
5. მწვანე დრაკონი
6. ბილი (უილიამი), ტომი, ბერტი
7. დურინი
8. ჩრდილოელმა არწივებმა (თუ სწორად მახსოვს გვაიჰირი სახელით მოხსენიებული არ არის, მაგრამ ეგ იგულისხმება)
9. დათვი
10. ბომბური
11. კასრები (მგონი ფილის კასრში ვაშლის სუნი იდგა, რის გამოც ფილი იძახის ცხოვრებაშ ვაშლს ვეღარ შევჭამო :დ)
12. მითრილის პერანგი, მარგალიტებიანი ქამარი და მუზარადი
13. შაშვი
14. ხუთი ლაშქრის ბრძოლა
15. 22 ივნისს გახურებული აუქციონის დროს.. :)
კარგად მახსოვს ჰობიტი.. თითქმის ზეპირად. :)
LikeLike
მართლა ზეპირად გხსომებია ჰობიტი, ბორგეზ :)
რსრ-ში რომ კითხვა იყო, მახსოვს, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ. საქართველოს ჩემპიონატი იყო ჭადრაკის სასახლეში და გიორგი ლაშხმა პირველივე წამზე დადო თითი.
LikeLike
ამდენი ხანია კლუბში? მე ეგ ჩემპიონატი არ მახსოვს. პატარა ვიქნებოდი. მე რეფორმის წელს მოვედი კლუბში. :)
გიორგი ლაშხი! რეალურად მაგის გამო გავხდი ტოლკინის ფანი. :)
LikeLike
ლითა-ს ნამსხვრევებს მოვესწარი. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში შაბათის ტურებს და კვირის სხადნიაკებს. პირველ ტელე-ჩაწერას “ახალგაზრდულში”. ჭადრაკის სასახლის ფესტივალებს და ჩემპიონატებს.
ანუ, სადღაც 96 წლის ბოლოდან.
დიდი ხანია, აღარ ვთამაშობ.
ლაშხი ტოლკინის რეინკარნაციაა :) და ბუთურიშვილიც :)
LikeLike
ბესოს და ტოლკინის კავშირი არ ვიცი. :) ნუ ლაშხის გენიალური ფრაზა, დღემდე ჩემი ხელმოწერაა ფორუმებზე:
მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი… ამას ვგულისხმობდი.
ბრავო! მე გვიან მივაგენი კლუბს. სამაგიეროდ ეხლა ვცხოვრობ კლუბით. :)
LikeLike
ცნობილი ფრაზაა :)
კი, ბუსო ტოლკინის თაყვანისმცემლად მახსოვს მე და კლუბში ბევრს უყვარს, მაგრამ ლაშხი მაინც გამორჩეულია.
გავეშვი კლუბს. შაბათ-კვირაობით მძინავს ხოლმე :( ან ტელევიზორს ვუყურებ.
LikeLike
ბოლო ჩუკზე, ინგლისური სვოიაკის ჩამტარებლებისდა საუბედუროდ თემაში Tales 120 ქულიან ნომინალზე, არაკორექტულად დასმული კითხვა მოვიდა Unfinished Tales ზე. მე წილად მხვდა ბედნიერება მომესმინა ზუსტად 45 წუთიანი ტირადა სამ ენაზე, რომ ფაქტი არასწორი იყო და კითხვა მოსახსნელი. :)
LikeLike
იზამდა მაგას… არ მიკვირს.
მოხსნეს კითხვა?
უკვე ინგლისურადაც ატარებთ სვაიაკს? მაგარია… ჩუკის სვაიაკებს თავისი ეშხი აქვს. აზერები, სომხები, ღამით თამაში… რამანწიკა…
LikeLike
მოხსნეს. :)
წელს პირველი მცდელობა იყო. :) რომელიც ბაქრაძის სრული ტრიუმფით დასრულდა. :) სამწუხაროდ მხოლოდ ეგ დასრულად ქართველის ტრიუმფით წელს. :) მაგრამ არაუშავს..
უჰ ჩუკი ზოგადად გენიალური მოვლენაა.. :| ორღამიანი სვოიაკი, დილით ბრეინი. წარმოუდგენლად ბევრის სმა..
ეჰ ნოსტალგია :წუბ:
LikeLike
სომხები და აზერები, არარატის არ იყოს, მთელი წელი მაგ ჩუკისთვის ემზადებიან და…
იამ რაო, ინგლისურად ვერაო? თუ არ თამაშობდა?
პლუს ფეხბურთი, პინგ-პონგი, ერუდიტ-კვარტეტი… და ისა – პოტანინა აუზზე…
ისე, ჩუკზე სმა ქართველებისთვის, ჩვენში დარჩეს და მატარებლის კუპედან იწყება…
LikeLike
უი პოტანინა! სუსტი წერტილია ეგ რამოდენიმე ქართველი ინტელექტუალის
ია არ თამაშობდა. :) პინგ-პონგი აღარაა . :დ ერუდიტიც სექსტეტი გახდა.. :| სამაგიეროდ ელენა არ იცვლება: იგივეა მარად და მარად.
LikeLike
მოლიკ, ხელიდან არწასული გოგო და ხელიდან წასული ბიჭი.. :დ:დ:დ
ძალიან ბანალურად და უინტერესოდ ავხსენი, მაგრამ მართლა კარგია.. ^^
LikeLike
პასუხები, რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ ეს თამაშები სტიმულია ჩემთვის რომ მომავალში გავეცნო ამ ყველაფერს :)
LikeLike
ამ ტურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს არის, ნათია :) წაიკითხე, არ ინანებ :)
LikeLike
სადაც ქვემეხები, უკაცრავად Borgez გუგუნებს, მუზები, უკაცრავად, მე ვდუმვარ.:)))
LikeLike
ნატო :) :)
ნეტა ლილეზეც გააკეთებს მოლი? :) მაინტერესებს გულწრფელად. :) წესით ეგეც ზეპირად მახსოვს :D
LikeLike
ეს წამია, ვიფიქრე ბორგეზ, ურიგო არ იქნება ნატოს ტრილოგიის დამუშავება მეთქი :)
ახლა უკვე აუცილებლად გავაკეთებ!
LikeLike
უჰ. :) გამეხარდა. :) :)
სიამოვნებით ვითამაშებ
LikeLike
არის, უფროსო! :)
LikeLike
მე შენც ქვემეხი მგონიხარ, ნატო :)
LikeLike
მარტინი ჩიოდა, იმდენი გმირი მყავს, ყველას თვალის ფერს ვეღარ ვიმახსოვრებ და ჩამოწერილი მაქვსო, როცა მჭირდება სიაში ვეძებ და დიდი დრო მიაქვსო.
მე სად მივალ მარტინთან, მაგრამ მე სახელებთან მაქვს საქმე ცუდად. გმირების სახელების სიას ვწერ ხოლმე :) ახლაც სახელებში გავიჭედე, არადა, როცა არ მჭირდება მაშინ მახსენდება.
LikeLike
ოღონდ, შენს გმირებზე თავადაც უნდა ითამაშო, ნატო :)
LikeLike
აუცილებლად. მეც მაინტერესებს.
LikeLike
შევთანხმდით :)
LikeLike
ჰო, სექსტეტი… ამას წინათ წავაწყდი სადღაც. სექსტეტად მოიხსენიებდნენ.
როგორ ჩამოვრჩი ცხოვრებას… მე ძველი ჩუკი მახსოვს. აზერები ბრეინის აპარატურას ბაქოდან რომ მოათრევდნენ.
LikeLike
Hi :) მოსასწრებად მაქვს საქმე, მერე არ მეცლება და ახლა ვითამაშებ. ჰობიტი წაკითხული მაქვს და მგონი მახსოვს კიდეც :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, მატილდა ;)
LikeLike
1) ბანგო და ბელადონა
2) დვალინი
3) გოლფის თამაში
4) სმაუგი
5) იიი
6) იიი
7) დურინი
10) იიი
11) ისა.. რაღაცა სუნიანი კასრი არ იყო?
12) იიი
13) შაშვი
14) იიი
15) ეჰ. არც ისე კარგად მხსომებია, როგორც მეგონა :(
LikeLike
არც თუ ურიგოდ გხსომებია, მატილდა :)
LikeLike
წარმატებები ყველას! მე საღამოს შემოგივლი, პასუხებს ვნახავ. ჰობიტი სახლში მიდევს , მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს, თავის რიგს ელოდება ;)
LikeLike
ახალი წიგნების რიგში ჩაყენება ჩემი საყვარელი ჩვევაა ;) უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ახლადნაყიდ წიგნს მაშინვე არ ვკითხულობ.
დანკე!
LikeLike
გული მიგრძნობს, კიდევ ერთხელ უნდა შევრცხვე მაგრამ მაინც ვცდი :)
LikeLike
სამაგიეროდ, შემდეგი ოთხშაბათიდან შენი დღეები იწყება – პოტერიადა :) უდიადესი პოპინსი ისევ ფავორიტებში მოექცევა :)
LikeLike
მმმ… წინასწარ ვტკბები :)
LikeLike
შვიდი ტომი, შვიდი ტური, შვიდი გამარჯვებული და ერთი სუპერპოტერომანი :)
LikeLike
მოკლედ რომ ვთქვათ, შვებულებაში მიშვებ :) :)
ეჰ, მე არავის ვუყვარვააარ :( :( :( :მატილდა:
LikeLike
ჯანდაბას :( როგორ არ მინდა, რომ იცოდე :(
LikeLike
შენ მაგაზე არ იღელვო:) მე მაინც აქ ვარ :) იქნებ ფილმებმა მიშველოს :)
LikeLike
შენ და ჯესიმ ერთად ითამაშეთ… :)
LikeLike
1. ბელადონა ტუკი და ბანგო ბეგინსი;
2. ჯუჯა დვალინი;
3. გოლფი;
4. საზიზღარი სმაუგი;
5. მწვანე დრაკონი, თუ არ ვცდები;
6. სახელები არ მახსოვს :(
7. დურინი;
8. არწივებმა;
9. დათუნია დრუნჩა :);
10. ბომბური არ იყო?
11. კასრები იყო, მგონი;
12. :(
13. :(
14. :(
15. 22 ივნისს :).
LikeLike
ისა:) დილა მშვიდობისა, საზოგადოებავ :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, თამარა :)
LikeLike
მშვენიერი მშვენიერია :) დღის განმავლობაში ნელ–ნელა ვუპასუხებ. სულ ოგორ არ მცალია :ცენზურა: … :)))))))
LikeLike
ცენზურის მაგივრად ბ…დ ჯდება გემრიელად :)
LikeLike
ზუსტად ამას ვწერდი მაგრამ შენს ბლოგზე ასეთ სიტყვებს არ დავწერ ნადმბილად :)
ხობტზე თააშიც იყო, ზუსტად წიგნის სიუჟეტს მიყვებოდა.. ბავშვური საინტერესო თამაში იყო… დაზეპირებული მქონდა ყველაფერი :))))))))))
LikeLike
გამომიცვნია :) მეც მახსოვს, კარგი თამაში იყო :)
LikeLike
ე.ი
1. ბელადონა ტუკი და ბანგო ბეგინსი
2. დვალინი
3,. ლოგიკურად ვიმსჯელოთ – გოლფი
4, სმაუგი
5, მწვანე დრაკონი
6, უილიამი, ბერტი და ბილი (რა სტანდარტული სახელები აქვთ ტროლებს )
7, დიურინი
8, არწივები
9, დათვი
10,ბომბური
11, იმას რა ჰქვია “ბოჩკები” (თამაშში მახსოვს მთელი ქვესტი იყო მაგაზე :) კასრია ქართულად?
12,
13,შაშვი
14 იმ ბრძლის მერე არ იყო არწივებზე რომ გაფრინდნენ? რავიცი რამე სახელი ჰწოდნა ამ ბრძოლას?
15 1 მაისი
მორჩა და გათავდა
LikeLike
ჯესს, შენ რა მითხარი იცი, პოტერიც ასე კარგად გახსოვს?
LikeLike
ნეტ,
არ თქვა პოტერით უნდა გააგრძელო შემდეგ?
ეჰ.. საერთოდ არ მაქვს წაკითხულო… პოტერი არ მომწონს.. ფილმი ნუ წავა და არ მიზიდავს წიგნი ..არც ერთი :)))))))
LikeLike
კი, ჯეს :( შემდეგი ციკლი პოტერიადაა.
LikeLike
უფ. ჩემს დას შემოვგზავნი აქ :):) იმას წაკითხული აქვს :) )))
LikeLike
აუცილებლად შემოგზავნე :) დაველოდები და პასუხებს არ გამოვაქვეყნებ :)
LikeLike
1. ბანგო ბეგინსი და ბელადონა ტუკი
2. დვალინი
3. საერთოდ აღარ მახსოვს ეს მომენტი :P
4. სმაუგი – გაწყდა მაგის სინსილა!
5. ‘მწვანე დრაკონი’
6. უილიამსი, ბერტი და ტომი.
7. :(
8. თუ არ ვცდები არწივები დაეხმარებიან O_o
9. დათვი
10. :(
11. ღვინის კასრი
12. ჯუჯების წინაპართა მიერ გამოჭედილი ვერცხლის პერანგი და მუზარადი? და ალბათ ხმალი? :))
13. შეიძლება სისულელეს ვამბობ მაგრამ – შაშვი მახსოვს… (ჯუჯების ნალაპარაკევს რო იმეორებდა:()ჰა?! არა? :/
14. ხუთი ლაშქრის ომი :(
15. 22 ივნისი
:D
LikeLike
პასუხები:
1. ბანგო აბგელი და ბელადონა ტუკი;
2. დვალინი;
3. გოლფი;
4. სმაუგი;
5. “მწვანე დრაკონი”
6. ტომი, ბერტი და უილიამი (ბილი);
7. დურინი (დურინის დღე);
8. არწივებმა;
9. დათვი;
10. ბომბური;
11. კასრებით;
12. მითრილის ჯაჭვის პერანგი;
13. შაშვი;
14. ხუთი ლაშქრის ომი;
15. 22 ივნისს.
წინასწარი შედეგები:
Borgeze – 15; Jessie – 12; paran0id andr0id – 12; Mary Poppins – 11; mawilda – 7;
ყველას დიდი მადლობა თამაშისთვის :) შემდეგ ოთხშაბათს – დიდი პოტერიადის პირველი ტური.
LikeLike
(rock) rრა მაგარი ვარ :ეგო:
LikeLike
ძალიან :)
LikeLike
მცირე დამატება, დაინტერესებულებისათვის – უილიამს სრული სახელიც ჰქონდა (რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) – უილიამ ჰაგინსი :)
LikeLike
ერთერთი ტროლი მიმართავს ასე :)
LikeLike
ბილბო ბაგელი რატომ?
ბილბო ბეგინსი ქვია :/
LikeLike
ბაგელი სად წერია?
LikeLike
აბგელი – ეს ერთი. :) მეორეც – რეალური გვარი ბეგინსია, დიახ :) უბრალოდ ტოლკინისტიკაში მიღებული წესით, ამა თუ იმ ენაზე ზოგიერთი სახელი და გვარი ტოლკინის შემოქმედებიდან (მხოლოდ ზოგიერთი) ითარგმნება. ვინაიდან ჰობიტებს აქვთ სასაცილო გვარები და ამიტომ გარკვეული მოთხოვნებია მთარგმნელებთან, რომ ამა თუ იმ ენაში შენარჩუნდეს ეს სასაცილო ეფექტი. ჰობიტების გვარების ნაწილი მომდინარეობს მცენარეებისგან ან რამე ადგილისგან.
აბგელს რაც შეეხება, სიტყვისგან ’აბგა’ მომდინარეობს.
LikeLike
ასეთი ამომწურავი საექსპერტო დასკვნისთვის რამის დამატება რთულია… :) მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ რუსულ თარგმანშიც (ჩემთვის ორია ცნობილი, მათ შორის ერთი – მურავიოვის – კლასიკურად ითვლება) საკუთარი სახელები ორივე ვარიანტში გვხდება – უცვლელად დატოვებულიც და ნათარგმნიც. ასე მაგალითად, ბილბო ერთგან ბეგგინსია, მეორეგან – ტორბინსი (ტორბა ქართული აბგაა).
მადლობა კომენტარისთვის :)
LikeLike
1-beladona tuki da bango abgeli
2-dvalini
3-golfi
4-smaugi
5-mwvane drakoni
6-bili,tomi da ბერტი
7-დურინი
8-არწივები
9-დათვი მაქცია
10-ბომბური
11-ღვინის ცარიელი კასრებით~
12-მითრილის ჯაჭვის პერანგით
13-შაშვი
14-ხუთი ლაშქრის ბრძოლა
15-22 ივნისი
LikeLike
მეტიც – არსებობს რუსულში ’ბებინსიც’ კი :)
LikeLike
ბებინსი არსად შემხვედრია… საინტერესოა :)
ისე, მე ნათარგმნი უფრო მომწონს, რუსულადაც და ქართულადაც.
LikeLike
ცოტა ხნის წინ დავიწყე ამ წიგნის კითხვა. რო მცოდნოდა დავწერდი პასუხებს :)) ისე კაია ქართულადაც როა
LikeLike
თან ძალიან კარგი!
ტრილოგიის სამივე ნაწილი და ჰობიტი ერთი მთარგმნელის – ნიკა სამუშიას ნათარგმნია და ეს კიდევ უფრო კომფორტულია.
LikeLike
მესამედ უკვე ქართულად წავიკითხავ =]]
LikeLike
მეც მასე ვარ. რუსულად, ინგლისურად და ახლა ქართულად. პერფექტ!
LikeLike
1. ბელადონა ტუკი და ბანგო ბეგინსი
2. დვალინი თქვენს სამსახურში
3. გოლფი
4. სმაუგი
5. მწვანე დრაკონი
6. ბილი , ტომი და ბერტი
7. დურინი
8. ჩრდილოელმა არწივებმა
9. დათვი
10. ბომბური
11. კასრები
12. მითრილის პერანგი, მარგალიტებიანი ქამარი და მუზარადი
13. შაშვი
14. ხუთი ლაშქრის ბრძოლა
15. 22 ივნისს აუქციონის დროს..
LikeLike
es wigni sheni postis shemdeg wavikitxe da iseti madlobeli var, ver gadmogcem:)
LikeLike
საუკეთესო კომპლიმენტია, მადლობა, ლუკა :)
LikeLike