მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველს, ალბათ, კარგად ახსოვს, რომ “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიის” ბოლო ფურცელი ცხრა მაისს გადავშალეთ – სურიბაჩის მთის კადრს ვიხსენებდით. ორიოდე სიტყვა რაიხსტაგის თავზე გადაღებულ ფოტოზეც ვთქვი და კომენტატორებთან ერთად არც თუ ორიგინალურ დასკვნამდეც მივედით – ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც ოდესღაც გვასწავლიდნენ – არც ცხრა მაისია მეორე მსოფლიო ომის დასრულების მთლად ზუსტი თარიღი და არც ევგენი ხალდეის ცნობილი სურათია ბოლომდე აუთენტური.
ნახევრად ყალბი საბჭოური ისტორიისგან განსხვავებით, 1944 წლის 6 ივნისის სინამდვილეს ეჭვქვეშ არავინ აყენებს – ზუსტად 67 წლის წინ საფრანგეთში, ნორმანდიაში გამართული ბრძოლა სამართლიანად ითვლება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდად.
დიახ, დღეს სახელგანთქმული D-Day-ს იუბილეა.
ოპერაცია “მბრძანებლის” ერთ-ერთი ეტაპის – ანტიჰიტლერული კოალიციის შეიარაღებული ძალების ოკუპირებული საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გადასხმის დეტალები ისტორიის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი – საჰაერო შტურმი 6 ივნისს, 00 საათსა და 05 წუთზე დაიწყო, ხოლო გამთენიისას ამერიკელი, ინგლისელი, კანადელი და ფრანგი ჯარისკაცები წინასწარ დაგეგმილ 5 წერტილში გადასხდნენ, რომლებსაც ოპერაციის ხელმძღვანელებმა კოდურ სახელებად იუტა, ომაჰა, იუნონა, ოქრო და მახვილი შეურჩიეს.
D-დღის შესახებ უამრავი სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი და დაინტერესებული მკითხველისათვის ამ ეპოპეის თითოეული წუთის დეტალური ანალიზია ხელმისაწვდომი. ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ლიტერატურის გარდა, არსებობს უილ ფაულერის წიგნის “D-დღე – პირველი 24 საათი” ქართული თარგმანიც, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. თქვენს ყურადღებას ამჯერად სხვა ისტორიაზე შევაჩერებ.
აშშ არმიის პირველი ქვეითი დივიზიის მე-16 პოლკის ჯარისკაცებთან ერთად ომაჰა-ბიჩზე იმყოფებოდა რობერტ კაპა – ფოტორეპორტაჟის კლასიკოსი, ანდრე კარტიე-ბრესონის მეგობარი, სახელგანთქმული “მაგნუმის” ერთ-ერთი დამაარსებელი, ადამიანი, რომელმაც ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ხუთი ომი გამოიარა.
იმ დილით, “კონტაქს-II” ფოტოკამერით შეიარაღებულმა კაპამ, უკიდურესად ექსტრემალურ პირობებში, 106 კადრის გადაღება შეძლო, თუმცა, “Life”-ს ლონდონის რედაქციის თანამშრომლების დაუდევრობის გამო, მხოლოდ რვა მათგანის გამჟღავნება მოხერხდა. გადარჩენილი სურათები ჟურნალის 19 ივნისის ნომერში დაიბეჭდა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდის ამსახველ კანონიკურ ფოტოდოკუმენტად იქცა.
ოპერაცია “ნეპტუნმა” სათავე დაუდო საფრანგეთის დეოკუპაციას. რობერტ კაპა მოკავშირეთა ჯარებს ბოლომდე გაჰყვა და 19 აგვისტოს პარიზის გათავისუფლებაც აღბეჭდა ფირზე. თუმცა, ყველაზე ცნობილი სამხედრო ფოტოჟურნალისტის ოცნებას – უმუშევარი დარჩენილიყო, ასრულება არ ეწერა. ადამიანები, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც შესაშური მონდომებით განაგრძობდნენ ერთმანეთის ხოცვას და კაპას სიცოცხლესაც, 1954 წლის 25 მაისს, სამხრეთ ვიეტნამში, ნაღმის აფეთქებამ დაუსვა წერტილი.
ფოტოგრაფიაზე და ფოტოგრაფებზე როცა წერ ის პოსტები განსაკუთრებით მომწონს ხოლმე <3 არ ვიცოდი კაპას შესახებ.
LikeLike
მე შენი დაბრუნება გამიხარდა :) აქაც და შენს ბლოგზეც :)
LikeLike
ძალიან სერიოზული პოსტია.
კაპა –გმირი,რომელიც სხვის გმირობასაც აფიქსირებდა.
ძალიან კარგი ფოტოები აქვს.
LikeLike
უჰ, მადლობა დიდი :)
კაპა ფოტოგრაფიის ლეგენდაა და მართლა ძალიან კარგი ფოტოები აქვს.
LikeLike
‘ჩემი’ კაპა და ომაჰა :):)
მშვენიერია! როგორც ყოველთვის :) :)
LikeLike
thanks a lot!
LikeLike
http://burusi.wordpress.com/2009/08/21/mikho-mosulishvili-4/ – “თითჭიდი ფუნიკულიორზე” (ჯონ სტეინბეკი და რობერტ კაპა)
რობერტ კაპა თბილიში რომ იყო ჩამოსული…
LikeLike
1947 წელს იყო ჩამოსული, თბილისშიც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბათუმშიც :)
მადლობა, ბატონო მიხო. ახლა შევეცდები, სურათი ბოლომდე გამოვაჩინო.
LikeLike
საყვარელი კაპა :-(
ოცნების შესახებ არ ვიცოდი. რაზე ოცნებობდა კაცი და ეეეჰ…
სამწუხაროა, მაგრამ სამხედრო ჟურნალისტს ამ გაუმაძღარ ხალხში ყოველთვის ექნება სამუშაო.
კაი პოსტი იყო მოლი ;-)
LikeLike
ამას წინათ ნიუ-იორკში (თუ არ ვცდები) ცხელ წერტილებში დაღუპული ჟურნალისტები გაიხსენეს. გულისმომკვლელი ცერემონიალი იყო. ბევრია :(
კაპაზე აუცილებლად დავწერ. მხოლოდ ერთ სურათზე არა. 41 წელიწადში იმდენი მოასწრო, სამ სიცოცხლეს ეყოფოდა.
მადლობა, გვირილა :)
LikeLike
D-Day ზე სულ ეს მახსენდება
LikeLike
კი :) ამბობენ, ამ ეპიზოდის გადაღებისას სპილბერგმა კაპას სველი “კონტაქსის” ეფექტის ხელოვნურად მიღება სცადაო…
ჟრუანტელისმომგვრელი მუსიკაა!
LikeLike
ზოგადად საინტერესო ჯგუფია საბატონი.. თან წელს ბათუმშიც ჩამოდიან :ინლოვე:
ნუ კაპა გენიოსი იყო. :) კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი. :)
LikeLike
პირველად მოვუსმინე და თუ სხვაც ასეთი კარგი აქვთ….
სენქს ე ლოთ!
ბათუმში ბოტი ჩამოდის წელს და სხვა არაფერი მიჩანს თვალში :)
კაპა მართლა გენიოსია!
LikeLike
ყველა ალბომი. პაუერ მეტალის საუკეთესო ჯგუფია პირადად ჩემთვის. :) თუ ეს მოგეწონა სხვებიც მოგეწონება..
უი ბათუმში წელს ისეთი ჯგუფები ჩამოდის და ისეთი მეტალ ფესტი იქნება, რომ წინასწარ კბილები მიწაკწაკებს.. :) დარქ ტრანქუილიტის და საბატონს ერთად ვნახავ სცენაზე :ინლოვე:
LikeLike
მესამეჯერ ვუსმენ უკვე. მომეწონა რომელია!
მეტალთან არც ისე ვმეგობრობ, მაგრამ ეს უმაგრესია :)
შუაში წყდება რატომღაც :( ვითომ ბლოგი ურევს? :(
LikeLike
ალბათ. :) უშუალოდ იუტუბზე ნახე. :)
აი მაგათი სრული დისკოგრაფია. :)
http://thepiratebay.org/torrent/6419249/Sabaton-Discography-2001-2010-VARiOUSGROUPS
LikeLike
აჰა. ახლა ბოლომდე გაუშვა.
დისკოგრაფიასაც ვნახავ და სხვა კომპოზიციებსაც, მაგრამ ეს ვიდეო ამ პოსტის კომენტარებში განსაკუთრებით მომწონს – ძალიან უხდება :)
გაიხარე, ბორგეზ!
LikeLike
nu rogorc yoveltvis ra molly
gadasarevi xar
LikeLike
მადლობა დიდი :)
LikeLike
მიყვარს მამაცი ადამიანები… და კაპა, უდავოდ, ერთ–ერთი მათგანი იყო. კარგია, მოლი :)
LikeLike
მადლობა, მერი :) კაპას აშკარად ცალკე პოსტი ეკუთვნის და აუცილებლად დავწერ.
LikeLike
მძმე თემას შეეხე და კარგად გამოგივიდა.. მშვენიერი კადრია და ისტორიულად მნიშნველოვანი.. კარგი ხარ მოლი :)
LikeLike
მთავარია, მკითხველი ფიქრობს, რომ კარგად გამოვიდა :)
სენქს ე ლოთ! :)
LikeLike
კაპა <3 მოლი ძალიან კარგი იყო :)
LikeLike
danke! :)
LikeLike
რა კარგია, შენ მაინც რომ მუშაობ ძველებურ ტემპში :*
კარგი პოსტია, როგორც ყველა წინა, რომლებზეც არ დამიკომენტარებია…
ცოტა რთული პერიოდი მაქვს, მაგრამ არ იფიქრო, რომ რადგან ვპასიურობ, უყურადღებოდ დაგტოვე :)
წავალ, იქნებ ჩემი ორი კვირის წინ დაწყებული დრაფტი დავასრულო. არადა, მეძინება და ცუდ ხასიათზე ვარ…
LikeLike
მშვიდობაა შენთან? რაღაც ამბები წამომეწიაო…. დაბლოკილი ბლოგი დამავიწყაო…
LikeLike
ჰო, რა ვიცი… ცოტა არ იყოს და მძიმე დღეები მაქვს… :)
LikeLike
გუდ ლაკ! ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, არ ინერვიულო.
LikeLike
მადლობა :) ჰო, ვიცი, რომ ყველაფერი გაივლის, მაგრამ ცოტა არ იყოს და დავიღალე… ემოციურადაც :*
LikeLike
ჰო :( პრობლემა პრობლემად, ყველაზე ცუდი ის არის, ემოციურად რომ იფიტები.
LikeLike
ამ სმაილებს რომ მაინც არ ვიშლი :)
LikeLike
ცუდია, მერე? :)
LikeLike
ეს კაცი ძალიან მაგრად მიყვარს. მაგის სურათები რომ ვნახე, მერე გადავწყვიტე ფოტოგრაფიით დაინტერესება.
ძალიან კარგი პოსტია, მომეწონა ))) პოსტში რომ ახსენე, ანდრე კარტიე-ბრესონი, ამაზე ბევრმა არ იცის და თუ დაწერ მშვენიერი იქნება. ესეც არანაკლები გენიაა )))
LikeLike
Vielen Dank!
კარტიე-ბრესონზეც დავწერ აუცილებლად და კაპაზეც. დამეთანხმები, ალბათ, ორივე ფოტოგრაფიის კლასიკოსია (თუნდაც მხოლოდ “მაგნუმი” რად ღირს) და ერთიც და მეორეც განსაკუთრებულ პოსტებს იმსახურებს. აქ მხოლოდ ვახსენე… არადა, სათქმელი და დასაწერი ასჯერ მეტია…
LikeLike
“მაგნუმი” სხვა ფენომენია, რომელსაც შეიძლება მიაეძღვნას ბევრი პოსტი. თითოეული წევრზე კიდევ რამდენის დაწერა (საუბარი) შეიძლება.
შენ შეგიძლია ეს საქმე იკისრო )))
LikeLike
გეგმაში მაქვს :) ბლოგი ერთი წლით ხომ არ გამიკეთებია, თუმცა, კაპას, ბრესონს და “მაგნუმს” ასე შორსაც არ გადავდებ :)
LikeLike
მარაზმატიკი რუზველთი, ვითომ პრინციპული მაგრამ მაინც უტრაკო და ქცეშ-ქვეშა მამაძაღლი ჩერჩილი, ეგოისტი დე გოლი და სტალინი, რომელმაც ყველა გააცურა…
დ-დეი-დენ დურაკოვ
LikeLike
რას ერჩი, ლორდ, ამ ხალხს? :) :) :)
LikeLike
ეგ შორს წაგვიყვანს :)
LikeLike
sure :)
ნე ნადო ო გრუსტნომ…
LikeLike
კაპას ცნობილი გამონათქვამია:“თუ თქვენი ფოტოები არც ისე კარგია, ესე იგი არც ისე ახლოს მდგარხართ”. D-Day-ის ფოტოების გადაღებისას, კაპამ უკვე მერამდენედ გარისკა სიცოცხლე და დაშვებულ ტერიტორიამდე ბევრად ახლოს მივიდა. მე როგორც მახსოვს, 11 ფოტო გადაურჩა “ბნელ ოთახში” ასისტენტის დაუდევრობით გაჩენილ ხანძარს. ეს სურათები დღემდე ფოტო-კლასიკადაა მიჩნეული.
რობერტ კაპა, ჰენრი კარტიე-ბრესონი, ჯაიმს ნახტვეი, დონ მაკკუილინი, ტიმ ფაიჯი, მარგარეტ ბურკ-უაითი (პირველი სამხედრო ფოტოჟურნალისტი ქალი) და დონ ელდონი არიან უძლიერესი და თავზეხელაღებული პროფესიონალები სამხედრო ფოტო-ჟურნალისტიკაში, რომელთათვის ბრძოლის ველზე ერთადერთი იარაღი ფოტოკამერა იყო.
LikeLike
კი, კაპას ყველაზე ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ამ თემაზე დაწერილ ყველა ნაშრომში იმეორებენ.
დესანტირების დროს წყალში ჩავარდა კაპა. აქედან – სურათების ხარისხიც. ობიექტივი სველი იყო.
სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ, თათული. “ლაიფის” არქივში 8 ფოტო იყო მოხსენიებული.
პერეს-რევერტეს “კომანჩების ტერიტორიაზე” თუ გსმენია რამე?
LikeLike
რაოდენობას არც აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ამ ფოტოებმა ჩვენამდე მოაღწია. უზომოდ მიყვარს კაპას ფოტო-შედევრები. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე დადო პირობა, რომ ომში აღარ წავიდოდა გადასაღებად, მაგრამ როგორც კი დავალება მიიღო, პროფესიონალის გულმა ვერ შეძლო უარის თქმა… :(
კაპას კიდევ ერთი ოცნება იყო, მწერალი ყოფილიყო :)
პ.ს. “კომანჩების ტერიტორიაზე” არ მსმენია. იქნებ შენ მომაწოდო ინფო ;)
LikeLike
ომი კაპას ბედისწერა იყო – საყვარელი ქალი (ისიც ფოტოჟურნალისტი) ესპანეთში დაიღუპა, თავად – ვიეტნამში ნაღმს ემსხვერპლა.
“კომანჩების ტერიტორია” სამხედრო ჟურნალისტებზე (ოღონდ, თანამედროვე – ტელეჟურნალისტებზე) დაწერილი, ალბათ, საუკეთესო წიგნია. რევერტე ძალიან მიყვარს, თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული და ყველა მომწონს, მაგრამ კომანჩები მაინც ყველას მირჩევნია.
შენ, წესით, დაგაინტერესებს.
LikeLike
მართალი ხარ, გერმანელი წარმოშობის კომუნისტი ქალი უყვარდა – გერდა ტარო, რომელთან ერთადაც გახსნა სააგენტო. იმ პერიოდში შეიძინა რობერტ კაპას ფსევდონიმი, მანამდე მისი ნამდვილი სახელი ანდრე ფრიდმანი იყო . 1937 წლის 27 ივლისს გერდა დაიღუპა. კაპას უნდოდა ცოლად შეერთო, ხელიც კი სთხოვა დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე:( :|
“კომანჩების ტერიტორია” ნამდვილად დამაინტერესებს. სად შეიძლება ვიშოვო?
LikeLike
ტანკმა გადაუარა :(
კომანჩებს, ბოლოს, რუსთაველის ბიბლუსში მოვკარი თვალი. წესით, ონლაინ – ვერსიაც უნდა არსებობდეს ნეტში.
LikeLike
მოლიიი შენი პოსტების შემდეგ მე აღარ ვწერ ფოტოგრაფიაზე თუ ატყობ?)) აი tatatatuli–იც კი ერკვევა ამ სფეროში…
კაპა ამბობდა–”ნიჭი საკმარისი არაა, ამისთვის უნგრელიც უნდა იყო”–ო.რატომღაც მგონია რომ,რომ არა მისი ებრაული წარმოშობა,იგი არ იქნებოდა სამხედრო ფოტოდოკუმენტალისტი.
მე ბრესონზე წავიკითხავდი შენ პოსტს..
LikeLike
tatatatuli ფოტოგრაფობას აპირებს და ამიტომ ვალდებულიცაა ერკვეოდეს :)))
ფაიფურის ანგელოზო, ახლა შენს პოსტებს დავლაშქრავ ;)
LikeLike
მეც ეს ვთქვი :) დალაშქრე, არ ინანებ :)
LikeLike
თათული ერკვევა, თუ ერკვევა… მე ისე, მოყვარული ვარ :)
ებრაელები უკიდურესად ნიჭიერი ხალხია, ასე გამოვიდა… ესეც არ იყოს, კაპა ორჯერ გაიქცა – ჯერ უნგრეთიდან, მერე – გერმანიიდან, ორჯერვე პოლიტიკურ რეჟიმს გაექცა და პარიზში რომ არ აღმოჩენილიყო, ვინ იცის, იქნებ არც “რობერტ კაპა” გამოეგონა.
ბრესონზე აუცილებლად დავწერ.
LikeLike
რა კარგი პოსტია:))
მიყვარს ეგეთი ისტორიები და შენც არაჩვეულებრივ პოსტებს უძღვნი:) :)
კაპაზე არ ვიცოდი, ყოჩაღ მაგას!:))
LikeLike
მადლობა, თამთა :) კარგია, რომ გამოჩნდი, დიდი ხანია, აქეთ არ ყოფილხარ :)
LikeLike