ის მართლაც ჯადოქარი იყო…
სხვა რა შეიძლება, ეწოდოს კაცს, რომლის ერთი გამოჩენა ეკრანზე ნებისმიერ ანტიდეპრესანტს აჯობებდა ეფექტიანობით…
ხმოვანი კინო მას არაფერში სჭირდებოდა – მხოლოდ მიმიკებით და სულ უბრალო მოძრაობით შეეძლო ჰომერული სიცილის გამოწვევა…
ესპანელი ცისფერსისხლიანი წინაპრები, ალბათ, წარბშეკრულნი ადევნებდნენ თვალს საიქიოდან გვარისა და ღირსების შემარცხვენელს და ბრაზისაგან ამაყად აწკეპილი ულვაშები და სოლისებური წვერი უთრთოდათ – სევილიელი არისტოკრატი კამერების წინ ტაკიმასხარაობით ირჩენდა თავს…
წინაპრების რა მოგახსენოთ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლუი ჟერმენ დავიდ დე ფიუნეს დე გალარცა მეოცე საუკუნეში დაიბადა და ცხოვრება საგვარეულო ციხე–სიმაგრეში კი არა, გადასაღებ მოედანზე გაატარა. სხვაგვარად არც კომისარი ჟუვი იქნებოდა განუმეორებელი, ვერც ჟანდარმი კრიუშო გაგვაცინებდა ასე გულიანად, არც დირიჟორ სტანისლას ლეფორტის შეუდარებელი ფრანგულ–გერმანული „Das ist entracte“ გადაიქცეოდა ფრთიან ფრაზად და ვერც ევან ევანსი – ადამიანი–ორკესტრი დარჩებოდა კინემატოგრაფის ერთ–ერთ ყველაზე ოდიოზურ სახედ.
სხვისი არ ვიცი და ფიუ–ფიუ, როგორც სიყვარულით ეძახდნენ ფრანგები, ჩემთვის ერთი მსახიობი არ არის – მთელი სამყაროა, რომლის წყალობითაც ჩემს ბავშვობას (და არა მარტო ბავშვობას) განუზომლად მეტი სიცილი და ხალისი ახლდა მათთან შედარებით, ვინც არ იცოდა, ვინ იყო ლუი დე ფიუნესი. თუმცა, არიან კი ასეთი ადამიანები ამქვეყნად? არა მგონია…
ძნელი დასაჯერებელია, რომ კაცი, რომელიც მთელ მსოფლიოს სიცილს აიძულებდა, რეალურ ცხოვრებაში ფრიად უხასიათო, ჯიჯღინა და ფხუკიანი ადამიანი ბრძანდებოდა. თაყვანისმცემელთა სიმრავლე და უზომო პოპულარობა მისთვის იმდენად თავმომაბეზრებელი იყო, რომ ერთხელ ბინის კარზე ფირფიტა გააკრა წარწერით: “სიცილით ვვაჭრობ ცხრიდან ექვს საათამდე”.
კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ ლუი დე ფიუნესი თავგამოდებული კაზანოვა გახლდათ – ძალიან უყვარდა ქალები და ქალებსაც უყვარდათ “პატარა კაცუნა, რომელიც ღმერთივით უკრავდა ჯაზს” – ეს მისი მეორე ცოლის, გი დე მოპასანის შვილიშვილის – ჟანა ბართელემის სიტყვებია. ქალის, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე ფიუნესის ცოლი, საყვარელი, დიასახლისი, ძიძა, თანაშემწე და მრჩეველი იყო და რომელსაც დიდმა კომიკოსმა უკანასკნელი სიტყვები უთხრა: “მე მოწყენილი ვარ…”
მიყვარს ლუი, მმმიყვარს, რაღაცნაირად მიყვარს, აი, სევდიანად, თუმცა რატომ სევდიანად არ ვიცი… :)
LikeLike
ყველა დიდი კომიკოსი რაღაცნაირად სევდიანია, ნათია…
LikeLike
მართალია, მოლი, აი, მაგიტომ მიყვარს სევდიანად… :)
LikeLike
ჩემი უსაყვარლესი ლუი. რამდენი ხანია არაფერი მინახავს მისი მონაწილეობით. მისი ფილმები ერთადერთია, რომელთაც მილიონჯერ შემიძლია ვუყურო.
LikeLike
და არასოდეს მოგწყინდება…
LikeLike
მეც რამდენი ხანია არაფერი მინახავს, უჰ, ძალიან დიდი ხანია :S:S
LikeLike
ნეტში უნდ იყოს ფილმები. ბევრი არ დევს, მაგრამ მაინც…
LikeLike
აუცილებლად გადმოვწერ და ვუყურებ :)
LikeLike
უიქენდზე დღესასწაული მოიწყვე :)
LikeLike
ისე,ფიუნესის ახალგაზრდობის როლები ნაკლებადაა ცნობილი… უფრო ხანში შესული გვახსოვს და ყველა ფილმში ზუსტად ერთნაირია (გარეგნობით).
ხომ არ იცით რამე მისი ახალგაზრდობის შესახებ? რას აკეთებდა?
LikeLike
დაახლოებით ისეა, როგორც ჟან გაბენი და ტატიანა პელტცერი (პელტცერის ახალგაზრდა როლები კიდევ მინახავს და გაბენის – ნაკლებად… )
LikeLike
ისევე როგორც ქართველი იპოლიტე ხვიჩია… : )
LikeLike
დიახ :)
LikeLike
არის კი ახალგაზრდობის ერთი ფილმი, ნაწყვეტები მახსოვს… იქაც ისეთივეა როგორც სიბერეში იყო : )
LikeLike
ქევან, შენ ფიუნესოლოგი ხარ და გეცოდინება…
LikeLike
ხომ აარ გახსოვს ფილმს რა ერქვა? ნეტში შეიძლება პოვნა? ძალიან მაინტერესებს…
LikeLike
მისი თითოეული თამაშის სცენა კლასიკაა და ნიჭის ზეიმი.
ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. ^^
მის სურათებზეც კი მეცინება ხანდახან. ^^
LikeLike
შესანიშნავი კინო გემოვნება გქონია, მაცო :)
LikeLike
ოიდააა, ოიდააააა… ^^
ნუ იცი შენ ასე ტკბილად შემოპარება კომპლიმენტებისა. ^^
კუდი რომ მქონდეს, ახლა გავაქიცინებდი. :p :D
LikeLike
არა, რა კომპლიმენტი :) ღრმად ობიექტური შეფასებაა :)
LikeLike
ჰეჰეეე… ^^
წავედი მე, მოოოოოოოოლიკ, ხვალ ისევ სკოლააა…. ((
ძილინებისა.
ფერადი სიზმრები.. ^^
დროებიით.. <3
LikeLike
ძილი ნებისა, მაცო :)
აბა შენ იცი :) 88,8 პროცენტიან შედეგს და მაღალ ქულებს გისურვებ :)
LikeLike
დიახ, დიახ, დიახ…
ეგ გამოცდებში მესაჭიროება.. ^^
არა, საოცრება ხარ.. ^^
მიყვარს დაკვირვებული ადამიანები. ^^
LikeLike
რვიანი შენი საყვარელი ციფრი რომ არის, კარგა ხანია, მივხვდი :)
LikeLike
წავედი მე..
ლურჯს მანიყურებს ვუყურებ და ნერვები მეშლება..
წავედი, ვსო, წავედი… :დ:დ :*
LikeLike
რას უყურეებ? ლურჯი მანიკური სად ნახე ამ ღამით?
LikeLike
მოლი, უეჭველი თითებზე ესვა ლურჯი მანიკური და კომენტარის წერისას მოწკაპუნე გალურჯებულ ფრჩხილებს ხედავდა:)) არა, Mallorie
?:)
LikeLike
vaime rogor miyvars
dzalian dzalian
yoveltvis vuyurebdi filmebs.
martlac ra didi da ganumeorebelia lui
LikeLike
უდიდესი! :)
ვუყურებდი და ახლაც ვუყურებ. და არ მომწყინდება არასოდეს :)
LikeLike
მიყვარს მისი ფილმების ყურება ბებიასთან ერთად.. : ))
მადლობა, მოლი თბილი პოსტისთვის .
LikeLike
მე მარტოც მიყვარს :)
მადლობა შენ, ანი, ასეთი თბილი შეფასებისთვის :)
LikeLike
საყვარელი და ბუზღუნა ლუი :( მახსოვს სადღაც წავიკითხე, გარდაცვალების წინა პერიოდი ღრმა დეპრესიაში გაატარა და ხმას თითქმის არავის სცემდაო :( Sad – sad Lui :/
LikeLike
კომიკოსების ხვედრი – ოდესღაც აუცილებლად იწყენენ. სხვის გაცინებას თავისი ფასი აქვს და თანაც – ძვირი.
LikeLike
მოლიკ, ლურჯი მანიკური ჩემს თითებზე ვნახე ამ ღამით… :D :P ფფფ… : ssss არადა, გუშინ ისე ლამაზად გამოიყურებოდნენ. ^^
LikeLike
:)))) შენ მაგაზე არ იდარდო :)
LikeLike
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ, წავედი რა..
არადა, აქ მინდა…
აი, მაგირუი ძალა გაქვს შენ.. დიახაც.. :P :D
LikeLike
შენ ძილი არ დაიკლო და სკოლა არ გააცდინო, მაცო :) ხვალეც ამ თვისაა და ხვალ შემოიხედე :)
LikeLike
15 ივნისამდე რამდენიმე წუთით მომიწევს კომპიუტერთან დაჯდომა.. :(((((( ასთე რომ, დღეს ფრთების გაშლის ბოლო საღამოა.. ^^ (( საააასსსს
LikeLike
თხუთმეტიც მალე მოვა – შენ კარგი ქულები მიიღე და დანაკარგს მაქსიმუმ ორ დღეში აანაზღაურებ :)
LikeLike
მმ, არ ვიცი… გეპგრაფიის და რუსულის მეშინია ძალიან..
ჩავიჭრები და გამაგდებენ.. ;(
LikeLike
არ ჩაიჭრები და შესაბამისად, არც გაგაგდებენ…
LikeLike
მეეეც მაგის იმედი მაქვს..
ძალიან კარგად უნდა მოვემზადო.. (((
LikeLike
მშვიდად მოემზადე, მაცო, არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება :)
LikeLike
თითქოს ხასიათი ვიგრძენი მე მისი ამ პოსტში. ადამიანი საოცრება, ჩემი ბავშვობის და არამარტო ბავშვობის უსაყვარლესი მსახიობი, გენიოსი არტისტი. სიტყვები არ მყოფნის რომ მე მის მიმართ სიყვარული გამოვხატო.
LikeLike
ნამდვილად ასეა, ნინაკა :) გენიოსი იყო. გენიოსისათვის დამახასიათებელი ყველა შტრიხით და უცნაურობით.
მადლობა პოსტის შეფასებისთვის :)
LikeLike
მართლაც რომ Das ist entracte მოლი! :)
LikeLike
:) ვორდპრესი ვერ გცნობს და გალოდინებს ხოლმე :)
LikeLike
არაუშავს :))
LikeLike
სახელს იცვლი და იმიტომ :) მომწონს, ხშირად რომ ცვლი – ორიგინალურია და სახალისო :)
LikeLike
ჩარლის შემდეგ ეს კაცია რიგით მეორე – სიცილის ღმერთი!
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა, ჩორვენ! :)
LikeLike
ბავშვობიდან მიყვარს ეს კაცი… რა თბილი პოსტია, მოლი :)
LikeLike
ჩემთვისაც ბავშვობის მოგონებებია :) მადლობა, მერი :) გამახარე :)
LikeLike
უხ რა მშვენიერი და ჩასაყლაპი პოსტია :))) <3
ძლაიან მიყვარს ლუი, რამდენი წელი გავიდა და მისი ხუმრობებზე აქამდე ეცინება ხალხს და უხარია ეკრანზე მისი გამოჩენა. უნიჭიერესი მსახიბი იყო.. ხმას რომ არ ამოეღო, მხოლოდ მიმიკების შემყურე – ვბჟირდებოდი სიცილისგან.
ძლაიან ძალიან ძალიან მიყვარს.. თითეული ფილმი გენიალურია და აქამდე ვერავინ ვერ შეედრება ამ ადამიანს :))
LikeLike
მეც ზუსტად ეს დავწერე, ჯესი :) კომედიის სინონიმია – და არა მხოლოდ ფრანგულის. პირველი ლუი გახსენდება ხოლმე :)
LikeLike
ძალიან მომეწონა, რომ ალსე კარგად გყავს აღწერილი…. ნამდვილად გეთანხმები ყელაფერში. კიე ბევრი მშვენიერი კომედიანტი ჰყავს საფრანდეთს, მაგრამ ლუი სულ სხვაააა :))))
აუუ მიხარიხარ მოლიიი ^_^
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
შენ არაფერს წერ, ჯესი? საუკუნეა, ახალი არაფერი გამოჩენილა შენს ბლოგზე.
LikeLike
ჩემო მოლი, ძლაიან ბევრი აზრ მიტრიალებს ამ ოხერ თავსი და უბრალოდ არ ვიცი, როგორ დავალაგო ყველაფერი, რომ ჩმოვაყალიბო პოსტში… ამ შაბათ–კვირას რამეს მოვიფიქრებ :))
LikeLike
აუცილებლად დაწერე… ცოდოა, შენი ბლოგი უმოქმედოდ იყოს.
LikeLike
შემიფასე ახალი ბექი
LikeLike
ახლავე :)
LikeLike
^_^ რო იცოდე რა ვიწვალეე… :)) მიხარია რომ მოგეწონათ :*
LikeLike
მთელი ამბავი გქონია ბლოგზე :) კარგია, ჯეს :) მართლა კარგია.
სიახლე თითქმის ყოველთვის ამართლებს. მითუმეტეს – გემოვნებიანი სიახლე.
LikeLike
მაააააადლობაააა :**
LikeLike
ნოთ ეთ ოლ :)
LikeLike
უდიდესი კომიკოსი… ისე, “ფანტომასი” ყველაზე ნაკლებად მიყვარს, არ ვიცი რატომ, პატარა ვიყავი, ტელევიზია რომ უშვებდა ხოლმე და რაღაც ვერ აღვიქვი. აი, “განდიდების მანია” სხვა საქმეა :) და ჟანდარმის სერიები კიდევ :)
LikeLike
“დიდი გასეირნება” და “დოყლაპია”?
ახლაც განსაკუთრებული სიამოვნებით ვუყურებ ორივეს :)
LikeLike
ეგენი აღარ მახსოვს :/
LikeLike
“დიდ გასეირნებაში” დირიჟორია, ბურვილთან ერთად ინგლისელ მფრინავებს ეხმარება გერმანელებისგან გაქცევაში.
“დოყლაპიაში” კონტრაბანდისტების მეთაურია. აუცილებლად გექნება ნანახი ორივე.
LikeLike
კი, თათული, ასეა :)
LikeLike
ლუი ჩემი ბავშვობის საყვარელი კომიკოსია<3 სწორად შენიშნე, მოლი, არც მე მეგულება ვინმე, მისი ყურებით რომ არ ემხიარულოს:)
დღემდე გულიანად მეცინება ხოლმე, როცა ვუყურებ. თუ სადმე მის ფილმს მოვკარი თვალი, ბოლომდე შემოვრჩები ხოლმე :) გმადლობ, მოლი, ამ პოსტით მოწოდებული თბილი განწყობებისთვის; თან ზოგი ნიუანსი არც ვიცოდი :*
LikeLike
ყველაზე სასიამოვნო ის არის, ჩემი პოსტი მკითხველს განწყობას რომ უქმნის… წერას რომ ვიწყებდი, ამგვარ წარმატებაზე არც მიფიქრია :) მადლობა, თათული :)
შენს ნათქვამს გავიმერებ – კინოინდუსტრია ისეა განვითარებული, სანახავ და საინტერესო ფილმს რა გამოლევს, მაგრამ სადმე ლუის კომედიას თუ გადავაწყდი, ყველა საქმეს გვერდზე ვდებ და ვუყურებ… და არც არასოდეს მომბეზრდება.
LikeLike
საყვარელი ლუი ^_^
ბავშვობის მერე არ მინახავს მაგის ფილმები მგონი, უნდა გადავხედო ამ დღეებში, აშკარად ღირს ;-)
“სიცილით ვვაჭრობ ცხრიდან ექვს საათამდე” – საშინლად შემეცოდა. პირქუში არა ისა, რა იქნებოდა აბა, ყველას ეგონა რომ მუდივად კაი განწყობაზე უნდა ყოფილიყო. მას ფაქტიურად არ ჰქონდა უფლება მოეწყინა და ეს საშინლად დამთრგუნველია. ადამიანი იყო რა…
LikeLike
დიდი კომიკოსების ჩვეული ხვედრია, გვირილა… ყველა სიცილს, ხუმრობას, კარგ განწყობას ითხოვს, არადა ის კომიკოსიც, შენ არ იყოს, ადამიანია და თავისი განცდები აქვს.
საშინლად დამთრგუნველია, რა თქმა უნდა.
გადახედე :) ისიამოვნებ :)
LikeLike
ფანტომასზე ვგიჟდები ამ ფილმში რააცნაირად სხვანაირია ჩვენი ლუი-ლუი. თან პირველად რომ ვუყურე, დავამუღამე რომ ,,ტომი და ჯერის” ვარიანტი იყო, მაგიტომაც დამამახსოვრდა ალბათ ასე ძალიან :)))
LikeLike
ყველას თავისი ფიუნესი ჰყავს :) ფანტომასი მეც ძალიან მომწონს, შიო. პირველად, მგონი, სწორედ მაგ სერიებში ვნახე.
LikeLike
ა, ახლა გამახსენდა, რომ ფანტომასზე რომანიც არის სერიებად… წაკითხული არ მაქვს და სიამოვნებით მოვძებდნიდი :დ
LikeLike
კი კი :) არის… ალენი და სუვესტრი, თუ სწორად მახსოვს.
ერთი ძველი გამოცემა მაქვს შინ. რუსული. ქუჩაში წავაწყდი და წამოვიღე.
LikeLike
ძაან მაგარია მარლაც.
ცხოვრებაშ კი ერთი უცნაური ადამიანი ყოფილა. და გულკეთილი.
ადრე იბეჭდებოდა მისი შვილის მოგონებები.
ისე, იპოლიტე ხვიჩიას ქონდა არაჩვეულებრივი მიხვრა-მოხვრა. უბრალოდ ჯეროვნად ვერ გამოიყენა ჩვენმა კინემატოგრაფმა.
და საველი კრამაროვიც ასევე ვერ დააფასეს რუსებმა.
LikeLike
იპოლიტე განუმეორებელი იყო… პანაშვიდებზე ვერ დადიოდა თურმე – ხალხი სიცილს ვერ იკავებდა მის დანახვაზე… კრამაროვი კი… ბანალურად მოგეჩვენებათ, მაგრამ რუსებს ასეთი კომიკოსი არ ჰყოლიათ.
LikeLike
ძაან მაგარია მიმინოს ეპიზოდი.
დრუგ უ ტებია დობრია გლაზა – რო ეუბნება და ის უცებ მოტრიალდება…
უხმოდ და გენიალურად თამაშობს.
LikeLike
უმაგრესი.
მიმინოს ამოჭრილ ეპიზოდებზე თუ გსმენია რამე, ლორდ?
ლეგენდები გამიგია, იაპონელების სცენა ამოჭრესო, ეკლესიის სცენაო…
LikeLike
ფეოლა ნებისმიერი ქვეყნის კინოკლასიკას დაამშვენებდა, მაგრამ მაგ დროს გასაქანი არ ჰქონდა საბჭოთა და მითუმეტეს ქართულ კინოს, ჰოდა დაიკარგა ხვიჩია… მსოფლიოსთვის დაიკარგა, ისე ვერ გაიცნეს და დააფასეს, როგორც ეკუთვნოდა.
კრამაროვიც, კი… რამდენიმე ეპიზოდური როლი. ბოლოს, კონჩალოვსკისთან აქვს ერთი გაელვება – ია ვერიუ ვ პერესტროიკუ-ო.
მარტო ტალანტი არაფერია. იღბალიც გჭირდება…
LikeLike
Во деревня! Кто ж его посадит! Он же памятник! :D
LikeLike
карту купи, лапоть!
LikeLike
ახლაც კი სიცილი ამივარდა :)
LikeLike
კლასიკაა… სხვა რა უნდა თქვა.
ფეოლა ლამის ზეპირად ვიცი, მაგრამ ყოველი ნახვისას მაინც გულიანად ვიცინი.
არა რა, ძველ ფილმებს სხვა ეშხი აქვს…
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს მხასიობი და მისი ფილმები <3
შეუდარებელი იყო მართლაც,რომ :)
LikeLike
ნამდვილად ასეა, ანა :)
LikeLike
მაგ იაპონლების ეპიზოდზე კი ყველა საუბრობს, მაგრამ დანელიას აქვს ეგეთი წიგნი – უბილეთო მგზავრი და იქ უარყოფს – არ ყოფილაო.
არადა ძაან მაგარია :)
LikeLike
ლამაზი ისტორიაა. კაკ ეტი რუსსკიე დრუგ ნა დრუგა პოხოჟი…
LikeLike
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია :)
LikeLike
ჩემიც :)
ლამაზი ავატარი გაქვს :) და გემრიელი :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
დიდი მადლობა :D შემომირბინე ხოლმე ;)
LikeLike