ის მართლაც ჯადოქარი იყო…
სხვა რა შეიძლება, ეწოდოს კაცს, რომლის ერთი გამოჩენა ეკრანზე ნებისმიერ ანტიდეპრესანტს აჯობებდა ეფექტიანობით…
ხმოვანი კინო მას არაფერში სჭირდებოდა – მხოლოდ მიმიკებით და სულ უბრალო მოძრაობით შეეძლო ჰომერული სიცილის გამოწვევა…
ესპანელი ცისფერსისხლიანი წინაპრები, ალბათ, წარბშეკრულნი ადევნებდნენ თვალს საიქიოდან გვარისა და ღირსების შემარცხვენელს და ბრაზისაგან ამაყად აწკეპილი ულვაშები და სოლისებური წვერი უთრთოდათ – სევილიელი არისტოკრატი კამერების წინ ტაკიმასხარაობით ირჩენდა თავს…