Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივნისი, 2011

HP3 cover

მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ მოლი ბლუმის ბლოგზე პოტერომანების მარათონი გრძელდება. დღეს პოტერიადის მესამე ტურია და პაკეტიც, შესაბამისად, საგის მესამე წიგნის – „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ – მიხედვით არის მომზადებული. ფუჭი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Arturo Pérez-Reverte Gutiérrez

Cartagena, España

სენიორ არტურო!

ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ  ნახევარი საათი დამჭირდა.

დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმარებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე, მეზობელ ბლოგზე, მშვენიერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.

(more…)

Read Full Post »

დღეს ბლოგის არქივს ვათვალიერებდი და რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმისთვის მიცემულ ინტერვიუს წავაწყდი. გადავხედე და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, ზოგიერთ საკითხზე მოლი ბლუმის შეხედულება ჩემი მკითხველისთვისაც გამეცნო – კითხვა–პასუხი, ვგონებ, უინტერესო არ უნდა იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუში გამოთქმული აზრები თქვენს პროტესტს გამოიწვევს, დისკუსიისთვის ყოველთვის მზად გახლავართ.

გიორგი კილაძე:  “მოლი ბლუმი”, საინტერესო ფსევდონიმია…  მიზეზთა გამო ჩავთვალოთ დღეს 16 ივნისია… კითხვა პირველი:   მოლი ბლუმის ლიტერატურული და არა მარტო  ლიტერატურული CV.

მოლი ბლუმი: ჩავთვალოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო :) პატარა, ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს… ახლა თბილისში ვცხოვრობ, პროფესიით იურისტი გახლავართ, ლიტერატურული ამპლუას მიხედვით კი – მკითხველი.

“მოლი ბლუმის ჰედონისტური მანიფესტი” სატირაა თუ იუმორი?

ვფიქრობ – არც ერთი. მინდოდა, მკითხველისთვის მინიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემ შესახებ და ეს ფორმა ავირჩიე.  ფერადი და სიმპათიური ჩამონათვალი გამოვიდა. ამბობენ, ადამიანს ის უფრო მკვეთრად ახასიათებს, რაც არ უყვარსო, მაგრამ  “სავიზიტო ბარათში” ნეგატიურ ჟღერადობას მოვერიდე.

ბლოგერი ხარ, ვიცი. რა არის შენთვის ბლოგერობა? საერთოდ, რატომ ხდებიან ბლოგერები?

ბლოგი ყველასთვის პირველ რიგში “express yourself” ოფციაა, ჩემთვის კი, ამასთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაც იყო. არასოდეს არაფერი დამიწერია.  კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვწერ – ეს ყველაფერი ხმამაღლა ფიქრს, ბლოგის სტუმრებისთვის აზრების გაზიარებას უფრო ჰგავს… მკითხველთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ და ეს პროცესი, ჯერჯერობით, მოსაწყენად არ მეჩვენება. პირიქით, სულ უფრო და უფრო მითრევს.  ბლოგინგს რაც შეეხება, ბუნებრივია, ვწერ იმას, რაც პირველ რიგში, თავად მაინტერესებს. თან ვცდილობ, სათქმელი მკითხველთან სწორად მივიტანო. უმეტეს შემთხვევაში, ასეც ხდება.

(more…)

Read Full Post »

chamber of secrets cover

კიდევ ერთი ოთხშაბათი თენდება და მოლი ბლუმის ბლოგზე Jeopardy!-ის მორიგი ტურის დროა. ასპარეზზე კვლავ ჰარი პოტერის ერთგული თაყვანისმცემლები გამოდიან და ეჭვი არ მეპარება, რომ პოტერიადის მეორე წიგნის – “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი” – მიხედვით შედგენილი პაკეტი პირველზე ნაკლებ წარმატებული არ გამოდგება.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

ნისლის თუ შეგშინებიათ ოდესმე? ალბათ, არა… და რომ იცოდეთ, სულ ტყუილად. ნისლს შესძლებია, ცა და დედამიწა გაყაროს, ადამიანებში უიმედობა და სასოწარკვეთა ჩაასახლოს, სიხარული და ხალისი წაართვას და მომავლის იმედი დაუკარგოს…

მოდი და ნუ შეგეშინდება, მზე, მთვარე და ვარსკვლავები რომ გაქრება ციდან და თავზე თვალგაუვალი ჯანღი ჩამოგაწვება…

შინიდან წასული ბილიკი გეზს რომ შეიცვლის და სადღაც დასაკარგავში გადაგხვეწს…

თავზე წამომდგარ ბუმბერაზ მწვერვალებს რომ სამუდამოდ შთანთქავს ბურუსი…

და ამ გაუვალი წკვარამიდან ავსულები გემუქრებიან…

შეგეშინდება და მერე როგორ… მაგრამ გულს ნუ გაიტეხ – ნისლებს მიღმა კიდევ დარჩენილა ერთი სოფელი, რომელსაც სამანის ქვები და ცროლის მთა იცავს, სადაც ჯერ კიდევ იციან, რა არის მზე, სითბო და სინათლე.

(more…)

Read Full Post »

“აქ, ჯოისის წარმოსახვაში, 1886 წლის მაისში დაიბადა ლეოპოლდ ბლუმი – მოქალაქე, მეუღლე, მამა, მოხეტიალე, ოდისევსის რეინკარნაცია” – დუბლინის ერთ–ერთ ქუჩაზე, აგურით ნაშენები სახლის მემორიალურ დაფაზე ამ სიტყვებს რომ ამოვიკითხავთ, ზღვარი სინამდვილესა და ლიტერატურას შორის ისე ფერმკრთალდება, აღარც გვახსოვს, რომ საუბარი რეალურ ადამიანს კი არა, ჯეიმს ჯოისის საკულტო პერსონაჟს ეხება.

წიგნი, სადაც ავტორმა ლეოპოლდ ბლუმი დაასახლა, არც მოდური რომანია და ვერც ფართო მასებისთვის ესოდენ საყვარელ რომელიმე ჟანრს მიაკუთვნებთ, მაგრამ  ძნელად იპოვით ქვეყანას, სადაც მას  ერთგული თაყვანისმცემელი არ ეყოლება. თითქმის საუკუნის წინ დაწერილი მოდერნისტული ლიტერატურის შედევრი დღესაც უაღრესად თანამედროვე, XXI საუკუნის შესაფერ ტექსტად აღიქმება. “ულისე” ქრონოლოგიური ჩარჩოების მიღმა არსებობს და  დრო უძლურია მის წინაშე…

(more…)

Read Full Post »

კიდევ ერთი ოთხშაბათი დადგა და მოლი ბლუმმა პირობა შეასრულა – დღეს ჩემს ბლოგზე ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული ფენტეზის ციკლის – პოტერიადის ტურები იწყება. პირველი პაკეტი, შესაბამისად, საგის პირველი წიგნის – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ – მიხედვით არის შედგენილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ტანმორჩილ და სათვალიან ჯადოქარ ბიჭუნას ჩვენში ჰობიტებზე ნაკლები თაყვანისმცემლები არ ჰყავს. ისღა დამრჩენია, ასპარეზი დაგითმოთ და თქვენს პასუხებსა და კომენტარებს დაველოდო. მაშ, ასე, პოტერომანებო,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: