ფესტივალის რიგით მეოთხე დღე, პირველი სამის მსგავსად, ხალხმრავალი გამოდგა. კვირას წიგნებისთვის იმათაც კი მოიცალეს, ვინც აქამდე, მიზეზთა გამო, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონში მისასვლელად დრო ვერ გამონახა.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველს, დაპირებისამებრ, მწერლებთან შეხვედრა დღესაც მოუწყო. “ინტელექტმა” სერიოზული საკითხავის მოყვარულებს ნობელიანტების სტოკჰოლმური ლექციების ოთხტომეული წარუდგინა. განსაკუთრებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა “პალიტრა L”-ის და “დიოგენეს” სტენდებთან, “ლოგოს პრესის” საბავშვო კუთხეში ფესტივალის პატარა სტუმრები გატაცებით ხატავდნენ და დროდადრო ფერად წიგნებსაც ფურცლავდნენ, ვაჟა-ფშაველას სტენდთან “ხმელი წიფლისა” და “შვლის ნუკრის ნაამბობის” ნაწყვეტებს კითხულობდნენ…
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა დასასრულს თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი…
მოლი ბლუმი, როგორც მოგეხსენებათ, ამ ოთხი დღის მანძილზე თქვენი ერთგული და კეთილსინდისიერი მეგზური გახლდათ მეთერთმეტე პავილიონის კედლებში მოქცეულ წიგნის სამყაროში. “ბრძოლის ველიდან” მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟებში იმწუთიერი, უაღრესად დადებითი ემოციაც იგრძნობოდა და ისიც ცხადი იყო, რომ ფესტივალი ძალიან მომწონდა. ახლა კი წუნია და ჭირველი მკითხველის ნიღაბს მოვირგებ და შევეცდები, აწ უკვე ჩავლილი ღონისძიება მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო.
ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ოთხი დღის მანძილზე “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში ხალხის ნაკადი წამითაც არ შეწყვეტილა. 26 მაისის (და შემდგომი დღეების) დრამატულმა მოვლენებმა ფესტივალს მნახველი ვერ შეუმცირა. ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პოლიტიკასა და წიგნს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
ფესტივალზე მოზარდი ბიბლიოფილების სიმრავლე თვალის ერთი გადავლებითაც შეიმჩნეოდა. ამას წინათ, მე და როდე საბავშვო გამოცემების სიჭარბეზე ვწუწუნებდით. ახლა რომ ვუკვირდები, ეს ფრიად სასარგებლო ტენდენციაა, რადგან წიგნის სიყვარული სწორედ ადრეული ასაკიდან იწყება და გამომცემლობებიც ერთგულ მკითხველზე აქედანვე ზრუნავენ.
“ექსპო ჯორჯიას” პავილიონი დამთვალიერებლისათვის უკიდურესად კომფორტული გამოდგა. წიგნების არჩევანი დიდი იყო, ფასდაკლება თითქმის ყველა სტენდთან – ხელშესახები. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალის სავიზიტო ბარათი კრეატივი გახლდათ. შარშანდელი “კარცერ-ლუქსიც” მახსოვს და უფრო ადრინდელი ტომ სოიერის ღობეც, მაგრამ ეს ოთხი დღე შემოქმედებითი აქციებით გაცილებით დატვირთული გამოდგა. ანიმაციური გმირების კოსტუმირებული შოუ, ფლაერების დამრიგებელი, გორგოლაჭებზე მოსრიალე გოგონები, უამრავი ფერადი მაისური, გამომცემლობების საფირმო ჩანთები, გემოვნებით გაფორმებული სტენდები, პატარებისათვის საგანგებოდ მოწყობილი საკითხავი და სახატავი კუთხეები – ამ ყველაფერმა წიგნის ზეიმი კიდევ უფრო გაალამაზა…
ფესტივალს ბლოგერებიც სტუმრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს სტელაჟებს შორის ავცდი, მაგრამ ჰექსე, როდე, ვასასი, დი@, ბაო, ნათია, თეკლა, შიო, მერი პოპინსი, თათა თათული, azazello, Taboo, სალომეა, გვირილა, ფაიფურის ანგელოზი, ten minutes older ნამდვილად იქ იყვნენ. ქართული ბლოგოსფერო არც ისე ყვითელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს…
მართალია, პოსტის დასაწყისში შეგპირდით, რომ მაქსიმალურად კრიტიკული ვიქნებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საწუწუნო ბევრი არაფერი მაქვს და საყვედურს არც არავინ იმსახურებდა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გამომცემლობას, რომელთაც ძველ, საბჭოთა სახელთან ერთად მემკვიდრეობად უჟმური ხასიათი და მკითხველისადმი ღრმად ინდიფერენტული დამოკიდებულება ერგოთ. მათ, ალბათ, არც სადღესასწაულო ფასდაკლებაზე სმენიათ რამე, არც გამომცემლობის ლოგოთი დამშვენებულ ფერად-ფერად პაკეტებზე, ღიმილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნინო გოგინაშვილი, რომელიც ჩვენთვის ლიბიკაა, მაგრამ, “შეთავსებით” საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ და წინასაფესტივალო ციებ-ცხელებამ სწორედ მის მხრებზე გადაიარა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კი ისეთ ტემპს და დატვირთვას გაუძლო, გამოცდილ ექსტრემალსაც შეშურდებოდა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მეთერთმეტე პავილიონში გატარებული ოთხი დღე ჩემთვისაც და, დარწმუნებული ვარ, სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც უამრავი სასიამოვნო იმპრესიის წყაროდ იქცა. “ფესტივალი”, როგორც მოგეხსენებათ, საზეიმოს ნიშნავს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მეცამეტე საერთაშორისომ სახელი გაამართლა.
P.S. ესეც ჩემი საფესტივალო “ნადავლი” :)
ძალიან კარგი იყო ყველაფერი, და შენი მეგზურობაც სასიამოვნო იყო მოლი , მადლობა :*
მე პალიტრა L სიუჟეტში მოვხვდი :) http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhvadaskhva/5003-qpalitra-lq-is-stendi-tsignis-festivalze-gansakuthrebuli-popularobith-sargeblobs.html
LikeLike
თეოო, მაგარია :))
LikeLike
უმაგრესი :)
LikeLike
როდე, მოლი :) ჩემი გატეხილი ცხვირით ნუ გამომაჭენებ მეთქი კი ვთხოვე იმ გოგოს მაგრამ არა უნდა გადაგიღოო და აღარ შევეწინააღმდეგე :)
LikeLike
ძალიანაც კარგი, რომ არ დაგიჯერა :)
LikeLike
მადლობა, თეკლე :) მშვენიერი სიუჟეტია :) შევეცდები, ისე დავდო, ვიდეოფაილად ჩანდეს.
LikeLike
დღესაც მეგონა საღამოს 8-მდე იქნებოდნენ და შვიდ საათზე დახურულ კარებთან აგვტუზეს მე და ჩემი მეგობარი :((( თუმცა მაინც შემიძლია ვთქვა რომ მთლად ხელცარიელი არ დავრჩი წელს და რაღაცეები შევმატე თაროს :)
პირადი კითხვა მაქვს… დამინახე იქ და მიცანი თუ ისე იცი რომ ვიყავი იქ? :)
LikeLike
შენი პოსტი წავიკითხე :)
LikeLike
დასრულდა: თან მიხარია და თან არა. მიხარია რომ ბევრი მოსაგონელი ამბავი იყო, არ მიხარია, რომ კიდევ მინდა გაგრძელდეს სულ და სულ. მაგრამ მერე ზალიან გაფეტიშებაც საჭიროა არაა, ამიტომ ასე აჯობებს.
მეც ბევრი ადამიანი ვნახე, ბევრი წიგნი გადავფურცლე, ბევრი ვიფიქრე და ვიხალისე. ყველაფერი კარგი იყო.
ხო ერთი გამომცემლობის სტენდთან უჟმურსახიანი გოგოები მეც შევნიშნე ;დ ეგ არაფერი :)
LikeLike
ჩემთან გოგოები არა და ქალები იყვნენ…
რა თქმა უნდა, ასე აჯობებს :) მით უმეტეს, ახალი გამოცემების პრეზენტაციები აწიც ბევრი იქნება. წიგნებს მაღაზიებში, სადაგ დღეებშიც მშვენივრად ვიყიდით :) ფესტივალი იმის ფესტივალია, ხანმოკლე და დასამახსოვრებელი იყოს.
თუმცა, ხვალ მეც მომენატრება იქაურობა :)
LikeLike
ე.ი. მე დღეს ადრე მოვედი და… აუ, ისე ვარ დაღლილი ვერ ვაზროვნებ… მაინც დავწერ… ე.ი. მოვედი ადრე ფოტოაპარატით შეიარაღებული და ჩამოვუარე ყველა სტენდს, გადავიღე უამრავი ფოტო. დავესწარი ბაკურს სულაკაურის სტენდთან წიგნების პრეზენტაციებს. იყვნენე დავით ქართველიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ჯაბა ზარქუა :)
ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ დღეს ძალიან ბევრი ბავშვი იყო პავილიონში, თითქმის ყველა დიდს თან პატარა ჰყავდა მოყვანილი, ვეთამაშე მათ, ორი საოცარი და-ძმა აღმოვაჩინე, მშობლებმა დამიტოვეს ცოტა ხნით გამომცემლობა სიესტასთან, ძირს ვისხედით და წიგნებს ვუკითხავდი, ვთამაშობდით, საოცრება იყო, აი, გავგიჟდი, იმდები დადებითი წამოვიდა, დღეს მე ბედნიერი ვარ :)
ბოლოს მე და ჩემს მეგობარს აღარ გვინდოდა წამოსვლა, უბრალოდ ვიდექით და აღარ გავდიოდით რა :) აუფ, გული მწყდება, რომ დამთავრდა ფესტივალი :( მორჩა! ამიერიდან ჭკუას ვისწავლი! უკვე ხვალიდან ვიწყებ ფულის შეგროვებას მომავალი ფესტივალისთვის! აუ, ძალიან ვარ დაღლილი, თან კარგად ვარ და თან ცუდად :)
LikeLike
კომენტარის მიხედვით, სასიამოვნოდ დაღლილი ყოფილხარ და ეს მთავარია, ნათია :) იმედია, ამ ოთხი დღის იმპრესიები დიდხანს გაგყვება.
საბავშვო კუთხეები მეც ძალიან მომეწონა და შენი ერთი ფოტო კი ვნახე ფბ-ზე და ფანტასტიური იყო… :)
მადლობა, დაღლის მიუხედავად აქ რომ შემოიხედე და შთაბეჭდილებები გაგვიზიარე :)
LikeLike
აი, ჰო, უკიდეგანოდ დაღლილი ვარ რა, მაინც ვწერ… ხვალ შემოვიხედავ აქ კიდევ ერთხელ და დასვენებული და საღად მოაზროვნე წავიკითხავ ხელახლა…
LikeLike
welcome :)
ხვალიდან ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები… ჩემი ფავორიტი ბლოგების გადაკითხვას ვიწყებ. ეს ოთხი დღე ვერაფერს ვასწრებდი…
LikeLike
გამიმართლა, მე მხოლოდ დღეს მოვხვდი გამოფენაზე და თავიც დავისაჩუქრე :))
მომავალ ფესტივალამდე !
LikeLike
რა იყიდე, ანი?
LikeLike
ამელი ნოტომი ”კრძალვითა და ცახცახით”
აკა მორჩილაძე ” ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” (ჩემი წიგნი არ მქონდა)
კნუტ ჰამსუნი “მისტერიები”
ორჰან ფამუქი “მე წითელი მქვია”
:))
LikeLike
მშვიდობაში და გემრიელად წაკითხვაში :)
“ფალიაშვილი” სამი სხვადასხვა გამოცემა მაქვს შინ და მეოთხეს – სულ ადრინდელს, მეკობრულად გავრცელებულს ვეძებ :არანორმალურიმოლი:
LikeLike
გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა… (რა სწრაფად გავიდა ეს ოთხი დღე).
ასე რომ, დასრულდა ჟამი ფესტივალისა და დგება ჟამი კითხვისა…
მრავალი სასიამოვნო წუთი გველის წინ.
იმდენი ხალხი იყო, ოთხი დღის ნაცვლად კვირეულსაც კი გაუძლებდა:)
თუმცა, ჩემთვის კიდევ გრძელდება _ სამი დღით ”წიგნებით დახუნძლული” ბათუმს უნდა ვესტუმრო:)
მომავალ ფესტივალამდე!
LikeLike
საფესტივალო ნადავლი, იმედია, კარგა ხანს გვეყოფა… მერე კიდევ გამოჩნდება რამე :)
წარმომიდგენია, ბათუმში როგორ ელოდებიან შენს ნისლებს, ნატო :)
ჩემი ქალაქი მომიკითხე :)
LikeLike
ღრმადლობა ანუ დიდი მადლობა, ასევე შენც ! : ))
ჰეჰ, ბიბლიოფილისთვის არაა ეგ არანორმალურობა, ასე რომ.. ეძიებდე და ჰპოვებდე !! : ))
LikeLike
არტეფაქტად მინდა… ჩემი პირველი აკა. პირველი კარლსონი მაქვს, პირველი ულისეც, პირველი აკა – ჯერჯერობით ვერა.
იმედი მაქვს, ვიპოვნი :)
LikeLike
არ იცი შენ რა ჩასაფრებული ვიყავი და გეძებდი, ჩემი ჭკუით გიცნობდი :-D სამაგიეროდ, შენც ვერ მიცნობდი :-P არადა დარწმუნებული ვარ, რომ შეგეჩეხე სადმე :-)
LikeLike
ოთხი დღე მანდ დავსუნსულებდი და სადმე აუცილებლად შეგხვდებოდი :)
LikeLike
კარგი იყო. ^_^_^
ძალიან, კმაყოფილი ველოდები მომავალ წელს, დარწმუნებული ვარ უკეთესი იქნება, უკეტესიი… ^_^_^_^
LikeLike
თუ ლიბიკამ ჩაატარა, მართლა უკეთესი იქნება, ბაო :)
LikeLike
მშვენიერი მოვლენა იყო უდავოდ :)
მოლის მიმოხილვით მით უმეტეს…
LikeLike
მკითხველის შექება საუკეთესო საჩუქარი და სტიმულია :) მადლობა :)
შენი ძველი დინამიტის რა ისმის, თამარა?
LikeLike
არც არაფერი… :(
LikeLike
ჯანდაბას :( საშინლად გავბრაზდი :( არ იცი, როგორ დამენანა შენი გემრიელი ბლოგი :(
იქნებ რამე შეიცვალოს, ვორდპრესს მსგავსი გაჭედვები სჩვევია.
ახლა ახალი უნდა გამოვიწერო, დინამიტიდან პოსტები ფოსტით მომდიოდა და არცერთს არ ვტოვებდი.
LikeLike
ვნახოთ, თუ წაიწია წინ ახალმა :) გული მწყდება, სამ პოსტს რომ ვუყურებ :) დიაგრამაზე რომ არაფერი ვთქვათ…
LikeLike
რას ამბობ :( შენს ადგილას გული გამისკდებოდა :( ძველი მასალა არ გაქვს შემონახული, რაღაც ნაწილი მაინც რომ აღადგინო? :(
LikeLike
რა ვიცი, რა არის აღსადგენი, ყველაფერი ადგილზეა, ერთი ეგაა, ადმინობა ჩამომართვეს… 101 პოსტს სათითაოდ ხომ ვერ დავაკოპირებ :(
LikeLike
ცოდოა :( თუ ყველაფერი ადგილზეა, ცოტა ხანი ვაცალოთ, იქნებ გასწორდეს :( 101 პოსტი :( ეხუმრები შენ ამხელა არქივის დაკარგვას :(
LikeLike
უზომოდ კმაყოფილი დავრჩი ამ ფესტივალით… უამრავი ახალი წიგნი მაქვს შინ და არ ვიცი, საიდან დავიწყო :)
LikeLike
მე დილით ვირჩევ ხოლმე :) რისი განწყობაც მაქვს, იმ წიგნს ვდებ ჩანთაში და ჯერ არ შემშლია :)
LikeLike
მე უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მხოლოდ 4 დღე იყო:( ინდოელების გამოფენა 2 კვირა გრძელდება ხოლმე და 7 დღე წიგნის ფესტივალი რომ ყოფილიყო არაფერი დაშავდებოდა.
LikeLike
გაგეცინებათ და უკვე მომდევნო ფესტივალს ველოდები :)
LikeLike
ნატოს არ იყოს, იმდენი წიგნი ჰქონდათ გამოტანილი და მნახველიც იმდენი მოვიდა, ერთ კვირას ნამდვილად გაუძლებდა.
მეც მომავალ ფესტივალს ველოდები უკვე :)
LikeLike
მეც ველოდები :) ისე მართლა 1 კვირა რომ გაგრძელებულიყო ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა :(
LikeLike
ახალი პრეზენტაციებით და ახალი სტუმრებით…. მე შენ გეტყვი, მასალა შემოაკლდებოდა…, ერთია, ლიბიკა თუ გაუძლებდა ასეთ შრომას :) ოთხი დღე წამით არ გაჩერებულა…
LikeLike
კვირას ვიყავი და რაც მინდოდა ყველაფერი ვიყიდე :) დანარჩენი სამი დღის ამბები კი მოლის მშვენიერი პოსტებიდან გავიგე :)
LikeLike
მშვენიერია :) მახსოვს, რის ყიდვასაც აპირებდი, ფიფქია და კარგია, რომ მოახერხე :)
LikeLike
ჩემმა დამ ეკოს “ვარდის სახელით” იყიდა :დ
ეს სიხარული უნდა გაგიზიაროთ აქ სწორედ ამ ბლოგზე (აბა სხვაგან სად თუ არა აქ, ბიბლიოფილისა და წიგნების მოტრფიალის ბლოგზე :*)
როგორც იქნა! ეს მშვენიერი წიგნი ოჯახურ ბიბლიოთეკასაც დაამშვენებს და გონებასაც …
ვერ ვცილდები უკვე მეორე დღეა, ლამის სამსახურში წამოვიღე : (
თარგმანი ნორმალური მეჩვენება, კარგი ენით წერია.
მაგრამ ერთი და იგივე ადგილს ორჯერ ნელა ვკითხულობ, გემრიელად რომ გავიგო… ძალიან დატვირთულია ხო ფილოსოფიურად :)
LikeLike
მშვიდობაში, ქევან :) მადლობა, ასეთი სასიამოვნო სიახლის გასაზიარებლად ჩემი ბლოგი რომ აირჩიე :)
მართლა კარგი თარგმანია. პირველად რუსულ ენაზე წავიკითხე, მერე – ინგლისურად და ქართული რომ ვნახე, იმ ორს არაფრით ჩამოუვარდება. პირიქით.
თავისებური ტექსტია. ეკოს სტილში. არქაული ქსოვილით ნაწერი. ეს არქაულობა ქართულშიც უცვლელად არის შენარჩუნებული და ამით განსაკუთრებით მომხიბვლელია.
წინ მართლა დიდი სიამოვნება გელის :)
LikeLike
“ვარდის სახელი” მეც ვიყიდე, თუმცა წაკითხვის სიამოვნება ზაფხულისთვის მაქვს გადადებული :) უოლბეკის “პლატფორმა”, შლინკის “მკითხველი”, პაჟის “როგორ გავხდი იდიოტი”, ქართული პროზის საგანძურის სამი ტომი და საბავშვო ბიოგრაფიები 4 ტომი :) მეტზე ბიუჯეტი არ მეყო :))) თორემ იმდენი იყო კიდევ საყიდელი :(
LikeLike
ბიუჯეტი – ბიბლიოფილების აქილევსის ქუსლი :(
LikeLike
არ თქვა :( ფესტივალზე ფული კატასტროფული სიჩქარით იხარჯება… :(
LikeLike
მომეწონა შენი სია :) გემრიელი წიგნები შეგირჩევია, თეო :)
LikeLike
ეგ ყველაფერი კარგია, კარგი იქნებოდა ჩამოსვლა. :(
LikeLike
თქვენთანაც რომ არის რაღაც მსგავსი… ყოველი თვის პირველ შაბათსო…
LikeLike
სად მოლი? ბათუმში?
LikeLike
ჰო. იმპროვიზებული წიგნის ბაზრობა იმართებაო… გვირილა ამბობდა. ან, იქნებ, ყოველი მაისის პირველ შაბათს… ზუსტად არ მახსოვს.
LikeLike
დიახ, მე ვამბობდი :-)
ყოველი თვის პირველ შაბათს ბათუმში იმართება წიგნის ბაზრობა. ყველას გამოაქვს გასაყიდად წიგნები, რომლებიც ორი ეგზემპლარი აქვს, ან ურჩევნია გაყიდოს და სხვა იყიდოს, ან კიდევ სულ არ უნდა ეს წიგნი და მოიშორებს, რავიცი :-D მოკლედ, საკმაოდ საინტერესოა და ბევრი წიგნი გროვდება, გაცვლაცაა შესაძლებელი, უამრავ ძველ და იშვიათ წიგნებს ნახავთ და ახლებსაც რა თქმა უნდა. ძირითადად ხელოვნების მუზეუმთან იმართება, გვერდით პატარა სკვერი რომაა იქ. თუ რამე შეიცვლება, ფეიქბუქით ატყობინებენ ხალხს.
აგერ ფანპეიჯის ლინკი და ყველა სიახლეს ნახავთ აქ ;-)
http://www.facebook.com/pages/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98/133480733365893?ref=ts
LikeLike
ა, ბატონო :)
გვირილაზე უკეთეს მოწმეს სად ვნახავდით, სრული ინფორმაციაა :)
ხელოვნების მუზეუმი, მერიის გვერდით რომ სკვერია, იქ არ არის?
LikeLike
კი, მაქაა :-)
ძველი გორკის ქუჩა, მერე ერას ქუჩა რომ გახდა და საბოლოოდ გორგილაძე დაერქვა :-D :-D ხოდა, მაგ ქუჩის და ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთაშია ხელოვნების მუზეუმი ;-)
LikeLike
გორკის ქუჩის დასაწყისში, პურის მაღაზიასთან, ტროლეიბუსი უხვევდა, სახაჭაპურეები იყო და პიონერთა პარკის კოლონადებთან მთავრდებოდა.
წიგნის ბაზრობისთვის საუკეთესო ადგილია :)
თვის პირველ შაბათს ერთხელ როგორ ვერ მოვხვდები მანდ… წიგნებსაც შევათვალიერებდი და მშვენიერი რეპორტაჟსაც დავწერდი :)
LikeLike
ხელები ამიწევია. ეგ თუ წიგნების “გამოფენა” იყო, არ ვიცოდი. :)
LikeLike
მაგაზე მაგარი წიგნები, მაგ მუზეუმის აქეთ კოლეჯია და მის წინ ბებო სემიჩკას ყიდის. მაგ ბებოს უფრო მაგარი წიგნები აქვს. 20 ლარად მომყიდა “ომი და მშვიდობა” 1938 წელს გამოცემული. რუსულად. კედელზე მიწყობილ წიგნებს თუ გამოფენას ეძახდნენ არ ვიცოდი. :)
LikeLike
გამოფენა არა, გრიო. ბაზრობაა. ხალხს შინიდან გამოაქვს წიგნები, რაც ორი ეგზემპლარი აქვს, ან არ სჭირდება და ყიდის, ან სხვა წიგნებში ცვლის.
არანაირი აკადემიურობა საჭირო არ არის. თუ სწორად გავიგე გვირილას მონაყოლი, ეს იმპროვიზებული ბაზრობაა და ზუსტად ამით არის საინტერესო და მიმზიდველი.
LikeLike
მართალი ხარ. მეც მივალ ივნისში. :)
LikeLike
მე,რასაც ქვია ერთი ფეხის შედგმით ვიყავი,ბევრი ვერაფერი ვნახე, ერთი წიგნის ყიდვა მოვასწარი,რომ დამირეკეს და გამოვედი პავილიონიდან.იმის შემჩნევა კი მოვასწარი,რომ ძალიან დიდი პოსზიტივი ტრიალებდა და ეს გამეხარდა,ადამიანები ისეთ განწყობაზე იყვნენ,როგორც კარგ დღესასწაულს შეეფერება.მიხარია,რომ ორგანიზაცია ასე კარგად ეწევა,წიგნის პოპულარიზაციას ძალიან ეწყობა ხელი ამგვარი გამოფენებით.
ვწუხვარ რომ ვერავინ ვერ გნახეთ :( არადა არ მეგონა ასე მცირე დრო თუ მექნებოდა ,ძალიან დამწყდა გული.
LikeLike
მართალი ხარ, ქეთუსი, ორგანიზატორების მთავარი დამსახურება ის მგონია, რომ ფესტივალი საოჯახო ზეიმად აქციეს – ხალხი ბავშვებით მოდიოდა…
ბლოგერები მართლა მრავლად იყვნენ :) და ეს განსაკუთრებით მახარებს :)
LikeLike
ვიყავი და როგორც წინა ფესტივალზე მომივიდა ახლაც ფეხით დავრუნდი სახლში
უფულო,მშიერი და ძალიან დაღლილი
მაგრამ ძალიან ბედნიერი :)
LikeLike
კარგი ფესტივალი გქონია :)
LikeLike
მინდა ავრნიშნო ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან ამაზრზენი იყო… ისეთი შთაბეჭდილება მექნებოდა თითქოს კიდევ კარგი ეს ფესტივალი რომ დაიგეგმა, თორემ უწიგნოდ დარჩებოდა თბილისის 70%… ისეთი დატვირთულები იყვნენ გეგონებოდა “ბაზრობიდან” ნავაჭრები ბრუნდებოდნენ… გასაგებია რომ შედარებით იაფად იყო ეს სიამოვნება, მაგრამ ამდენი ხანი წიგნი არ ქონდათ და ამ დღეს ელოდებოდნენ???!!! უუუფ მე ნერვები დამაწყდა… :(:(
LikeLike
ბევრი წიგნის ყიდვა რატომ არის ამაზრზენი, პაწუ? საქმე სიიაფეში არ არის, თუმცა ფასდაკლებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი სხვაა.
ფესტივალზე ყველა (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. წიგნის მაღაზიებში ასე არ ხდება – რაღაც არის, რაღაც – არა. შესაბამისად, არჩევანიც მეტი იყო.
სხვისი არ ვიცი და მე, ფესტივალი რომ არა, უწიგნოდ ნამდვილად არ დავრჩებოდი. წიგნის საყიდლად არც ფესტივალი მჭირდება და არც ფასდაკლება. ისედაც მშვენივრად ვახერხებ. მაგრამ ოთხ დღეში 20 წიგნი მაინც წამოვიღე. და რაღაც არ მგონია, “ამდენი ხანი წიგნი არ მქონდა და ამ დღეს ველოდებოდი” მაინცდამაინც ზუსტად შემეფერებოდეს.
LikeLike
იაფი ღირდა სხვათაშორის.. როცა ბევრს ყიდულობ, უფრო ჩანს..
თორე ფესტივალამდეც ვყიდულობთ ჭეშმარიტი მყიდველები (რა სახელია, მაგრამ მაინც), მე მაგალითად თავისუფლების მეტროსთან რომ ბუკინისტი ყიდის წიგნს, იქ ვყიდულობ, შედარებით იაფია :დ :დ თან რა ლიტერატურა კაცო :დ
LikeLike
მეც მაგას ვამბობ, ქევან :)
კიდევ იმიტომ ყიდულობდნენ ბევრს, რომ ბევრი პრეზენტაცია იყო ერთად და ბევრი წიგნი ფესტივალზე წარადგინეს პირველად.
ფამუქი, 15 საუკეთესო, ზელაზნის მესამე ტომი, პრატჩეტის მეორე წიგნი, ნობელიანტების ლექციები, ნატოს “ნისლებში და ნისლებს მიღმა”, საბავშვო გამოცემები… ჰოდა, დაგროვდა ბევრი.
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ კაცი (ქალი) ბევრ წიგნს ყიდულობსო, ეს არ გამაღიზიანებს არასოდეს :) პირიქით :) რაც მეტი – მით უკეთესი :)
LikeLike
ჟელიაზნი კარგი თარგმანია?
აი, ვარდის სახელზე ამბობენ ძალიან მაგარი თარგმანიაო.
LikeLike
არაუშავს…
ვარდის სახელი მართლა კარგია. არქაული ტონი უხდება ძალიან. რუსულზე ბევრად გემრიელად იკითხება.
LikeLike
მაგ თარგმანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია – ნატიფი ნამუშევარია.
LikeLike
როგორ მიყვარს წიგნები ^_^
LikeLike
მეც :))
LikeLike
მივხვდი ისეთი კარგი პოსტები გიწერია ლიტერატურასთან დაკავშირებით რომ ))
LikeLike
xvaalaac ariis festivaalii?
LikeLike
კვირის ჩათვლით არის. გუშინ დაიწყო, კვირას დასრულდება.
LikeLike