მოგეხსენებათ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მონიჭებულ, ექსკლუზიური მიმომხილველის საპატიო სტატუსს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და 26 მაისის შემდეგ თბილისის წიგნის ფესტივალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ დღეს ცოტა შემაგვიანდა პავილიონში მისვლა, თუმცა თსუ-ს გამომცემლობის პრეზენტაციას მაინც მივუსწარი და ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც წიგნებზე საუბარი აშკარად პოლიტიკურ დებატებზე უკეთ გამოსდის, აქაქანებულმა გადავუღე რამდენიმე სურათი.
ვინც მოლი ბლუმის ბლოგზე ბოლო ორი პოსტი წაიკითხა, ეცოდინება, რომ წლევანდელი წიგნის ფესტივალით მე, როგორც რიგითი ბიბლიოფილი, ფრიად კმაყოფილი გახლავართ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ორგანიზატორებმა საკმარისად გაგვანებივრეს და დღევანდელი დღისგან განსაკუთრებულ კრეატივს აღარც ველოდი. მით უფრო სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებთან – ანა კორძაია-სამადაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან შეხვედრა. პოპულარულ ავტორებთან გასაუბრებას დიდი სიამოვნებით დავესწარი და “ახალი არხისთვის” მოწყობილ პრეზენტაციაზე გავქანდი, რომელზეც “დიოგენე” საბავშვო წიგნებს წარადგენდა. ცოტა მოგვიანებით “ზებრა გრუპის” მიერ გამართულ ”პრინცესა ზელინას”‘ პრეზენტაციას ვესტუმრე და თვალებგაფართოებული პატარების ხილვით დავტკბი, რომლებიც სცენაზე ფეხმორთხმულები ისხდნენ და ხმამაღლა წაკითხულ ზღაპარს გასუსულები უსმენდნენ.
იმასაც გაგიმხელთ, რომ აქციებს შორის დატოვებული დროის რამდენიმე მცირე მონაკვეთი არაჩვეულებრივად გამოვიყენე – “პალიტრა L”-ის სტენდთან დიდი ხნის სურვილი ავისრულე და ფანტასტიური “ვიზუალური ლექსიკონი” შევიძინე; იქვე “თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალს” გადავაწყდი, გემრიელად დასურათებულს და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი; ამას ენ ბრაშერესის “ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” მივამატე, წლების წინ ნანახი ფილმიდან გამოყოლილი იმპრესიების ხათრით და კიდევ იმიტომ, რომ ამ წიგნს გაზეთმა “გარდიანმა” “სიკეთის, სითბოს და მეგობრობის ზეიმი”უწოდა…
მიუხედავად უამრავი აქციისა, მესამე საფესტივალო დღის მთავარი მოვლენა ჩემთვის მაინც ნატო დავითაშვილის ფენტეზი-რომანის – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” – პრეზენტაცია იყო, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” მიერ გამართული. ეს წიგნი ჯერ კიდევ გუშინწინ მაჩუქა ჩემს ბიბლიოფილურ სიმსუნაგეში კარგად გათვითცნობიერებულმა მეგობარმა, ამიტომ დღეს ნატოს ავტოგრაფის გარეშე დავრჩი, მაგრამ ამის გამო ცხვირჩამოშვებული ყოვლისშემძლე და დაუღალავმა ლიბიკამ გამამხნევა და პრობლემის მოგვარებას შემპირდა :) ასე რომ, ავტოგრაფის მიღების იმედი მაქვს და ეს ამბავი ფესტივალის ბოლო დღეს ძალიან გამიხალისებს :)
ხვალ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს დავით ქართველიშვილს, რევაზ გაჩეჩილაძეს, ბასა ჯანიკაშვილს და ჯაბა ზარქუას შეახვედრებს, “ინტელექტი” ნობელიანტების ლექციების ოთხტომეულს წარადგენს, ბიბლიოფილები კიდევ ერთხელ დაივლიან სტენდებს და სტელაჟებს, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის დამზადებულ უსაყვარლეს ჩანთებს კიდევ ერთხელ აავსებენ წიგნებით და ფესტივალიც დაიხურება…
“ოთხი გოგო და ჯინსი” მაინტერესებს, ფილმი სითბოთია სავსე და თავისთავად წიგნიც ალბათ :)
LikeLike
ფილმი მართლა თბილია… წიგნზე ჩემს აზრს მოგვიანებით მოგახსენებთ :) ჯერ წავიკითხო :)
LikeLike
ეგ წიგნი მეც მომხვდა თვალში. იმ სტენდთან იყო, ელ. ნაწილაკების ფასი რომ იკითხე და არ იცოდნენ… :)
ჟაკო მეც მახსოვს <3 მქონდა კიდეც…
LikeLike
კი დი, ეგ წიგნი მე პირველივე დღეს შევნიშნე მაგრამ დამენანა ფულის მიცემა :) სხვა დროისთვის გადავდე მისი წაკითხვა :) თან მოლი წაიკითხავს და კომპეტენტურ აზრს მოგვახსენებს მასზე ;)
LikeLike
ჟაკო ჩემი ბავშვობის სიყვარულია… “დილას” ჟაკოს და კომიქსების ხათრით ველოდებოდი :)
LikeLike
“ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” რომელია? ყველას რომ ერგება, ისეთი ჯინსი რომ აქვთ? ადრე ერთი ფილმს მოვკარი თვალი, ამერიკა ფერერა თამაშობდა… ეგაა, ვითომ?? :/
LikeLike
კი, ეს არის, თამარა…
Sisterhood of travelling pants :)
LikeLike
უი, მე რატომ ვერ ვნახე კაცო ანა? დამაინტერესა ახლა :-( მე საღამოს ვიყავი და ალბათ მაგიტომ, მარტო წიგნების ყიდვა მოვასწარი, ყველა ღონისძიება დამთავრებული იყო მგონი :-(
P.S. ნუთუ პირველი მე ვტოვებ კომენტარს შენს პოსტზე? :-D :-D
LikeLike
ადრე იყო… სადღაც პირველისთვის დაიწყო.
სასიამოვნოდ განცვიფრებული ვარ, ქალბატონო გვირილა :)
LikeLike
ე.ი. ჩვენ ერთად დავსწრებივართ ყველა იმ ღონისძიებას რაც შენ აქ ჩამოთვალე….. და პირველ ფოტოზეც კი ვჩანვარ ამ პოსტში… :) ხვალ ბოლო დღე დამრჩა შენს ,,ამოსაცნობად” :S:S :)
მე კი დღეს არაფერი შემიძენია, ამოიწურა ჩემი ფინანსური შეასძლებლობები გუშინწინ და გუშინ :( დღეს კიდევ ერთხელ ვნახე როდე, აღმოჩნდა რომ ორივე ერთსა და იმავე კორპუსში ვსწავლობთ აგერ უკვე რახანია და არასდროს გვინახას ერთმანეთი :) :) მერე მის პოსტზე დავაკომენტარე, დღევანდელ დღეს აღწერდა, აღმოჩნდა ორივეს გვგონია, რომ შენ აუცილებლად ფოტოაპარატით ,,შეიარაღებული” დადიხარ, თანაც მარტო, აუცილებლად მარტო! :D :D
მოკლედ, ამ პრეზენტაციებს ხომ დავესწარი და მერე ,,დიოგენეს” გათამაშებაზეც დავრჩი, ვერაფერი მოვიგე, არადა ვაუჩერები როგორ მინდოდააააააააა :( :(
კიდევ გავიცანი 3 ბლოგერი, რამაც ძალიან გამახარა :) :) კიდევ რა… კარგი დღე იყო, ერთი ეგაა, რომ ვერაფერი შევიძინე… :( :)
LikeLike
უი, მეორე ფოტოზე ვჩანვარ თურმე :) აუ, რამდენს ვწერ ხოლმე შენთან, სხვაბთან მოკლედ შემოვიფარგლები ხოლმე, ძირითადად და აქ ვერ ვჩერდები :)
LikeLike
შენზე ყოფილა ეს პოსტი :) მშვენიერია :)
მიხარია, აქ რომ ასეთი სიხშირით წერ. ჩემი ბლოგის სიამაყე ჩემი მკითხველის კომენტარებია :) აქ უსულოდ და შემთხვევით არ შემოდიან და ეს ზუსტადაც რომ თქვენი ფიდბექით დასტურდება :) სენქს ე ლოთ :)
LikeLike
:)))) გამაღიმე :) ერთი იქნება, ყველა მკითხველს ერთ დიდ ტორტზე დაგპატიჟებთ :)
მთავარია, ისიამოვნე, ნათია… ბლოგერებიც გაგიცვნია :) იმედია, კარგი დღე გქონდა და კარგად გახსენდება…
LikeLike
კიი, თბილი დღე მქონდააა :) მინდა, მინდა, მინდა ტორტიიი :) :)
LikeLike
არც მე ვიტყოდი უარს… :)
LikeLike
კიდევ ერთი მშვენიერი დღე. მიუხედავად იმისა, რომ ვირჯინია ვულფი გათავებული დამიხვდა, აინუში არ გავიტეხე და… ისე, რას ნიშნავს ეს “აინუში”?
LikeLike
ვირჯინია ვულფი მიშველის მეეეე? ქოფირაით ვასასი.
არ იტეხენ იხტიბარს, როდე :) აინუში არ ჩავაგდეო, უნდა გეთქვა :)
LikeLike
აინუნში ალბათ ჰო? :)
LikeLike
კი, აინუნში :)
LikeLike
მგონი, სწორია – აინუნში :)
LikeLike
მეც ასე მგონია. აი, ხვალ ყოვლისმცოდნე მერი პოპინსი შემოვა და საექსპერტო დასკვნასაც მოგვაწვდის :)
LikeLike
ყოვლისმცოდნე არ ვარ, მოლი, ფილოლოგი ვარ (blush) (blush) (blush)
LikeLike
ექსპერტი ფილოლოგი :)
LikeLike
ჰე ჰეე, ვასასი :)
უი ხო. ;დ აი ასეთი დღის მერე, ნახევრად რომ მძინავს, თან ვწევარ და თან ფბ–ს ვარეფრეშებ და თან “გველის პერანგს” უნდა ვკითხულობდე? სასწრაფოდ ვიძინებ ;დ
საინტერესოა, ეს “აინუნში” რა წარმოშობის სიტყვაა :)
LikeLike
რობაქიძის ტალღაზე ხარ მომართული?
“აინუნში” ჩემი მოკრძალებული აზრით, სპარსული წარმოშობის უნდა იყოს :ვითომფილოლოგიმოლი: ნამეტანი აღმოსავლური ჟღერადობისაა.
ექსპერტებს დაველოდოთ…
ძილი ნებისა :)
LikeLike
არაბული წარმოშობის სიტყვაა, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩაიხედე და ნახავ :)
LikeLike
აჰა :) ხომ ვთქვი, ექსპერტები მოვლენ და გვეტყვიანო… გაიხარე, ნათია :)
LikeLike
უი, ექსპერტი არ ვარ, მოლი, ფილოლოგ მეგობარს ვკითხე :)
LikeLike
მადლობა შენ და ფილოლოგ მეგობარს :)
LikeLike
მართალი ხარ, ნათია, აინუნი არაბული სიტყვაა და თვალებს ნიშნავს. აინუნში არ აგდებს – თვალში არ მოსდის, არაფრად აგდებს; კონტექსტზეა დამოკიდებული.
LikeLike
ხომ ვამბობდი, მერი მოვა და თავისი საექსპერტო დასკვნას მოგვაწვდის მეთქი :) ა, ბატონო :)
LikeLike
თედო სახოკიას “ხატოვან სიტყვა-თქმანზე” რეფერატი მაქვს დაწერილი ათას ცხრაას არეულობას :)
LikeLike
ჭკვიანი და განათლებული ხალხი ჩემი უდიდესი სისუსტეა… :აღტაცებულიმოლი:
LikeLike
მადლობა მერი. რა დისუკუსია გავაჩაღეთ!!! აი ბლოგიც ამას ჰქვია :* საინტერესო სიტყვა ყოფილა, ამიერიდან გააზრებულად ვიტყვი და შინაარსიც მეცოდინება :)
LikeLike
მკითხველების დამსახურებაა, ჩემო როდე :) რაც მკითხველია, ის დისკუსია გამოდის… :)
LikeLike
უა, მოლი. ფესტივალი რომ შესანიშნავია ორი აზრი არ არსებობს. ^_^_^
ვიყიდე რაღაცები და მეცმაცუნება… :დ
ჰოდა, სტენდიდან-სტენდამდე სიარულისას რამდენ ფოტოაპარატიანს ვხედავდი ყველა შენ მეგონე და მერე ვმარჩიელობდი როგორი შეიძლება ყოფილიყავი… ))) რავიცი… )))))
LikeLike
გამაცინე, ბაო :) მშვიდობაში ახალი წიგნები :)
LikeLike
ხვალ როგორ ამოგიცნო, მოლი, იმას ვფიქრობ ახლა :ჩაფიქრებულ-წარბებშეჭმუხნულ-მომღიმარი სმაილი:
LikeLike
ეჰ, თათული… მე რა ამოსაცნობი ვარ მანდ :) ისეთი ხალხი დაიარება… ლაშაო, ანაო, ბაკურ სულაკაური, ლიბიკა დაჰქრის… ერთგან რომ მოკრავ თვალს, მეორე წამს დარბაზის მეორე ბოლოშია… როდე, ჰექსე, თეო, ბაო, ხვალ ჯესიც აპირებს გასვლას და როგორც ვიცი, თამარაც…
აბა მოლი რა სახსენებელია :)
LikeLike
ნუ თავმდაბლობ გეთაყვა, ხვალ დრო თუ დამრჩა და წამოვედი პლაკატებით უნდა შევიარაღდე, გამოუშვით მოლი! :დ
LikeLike
თავისუფლება ანჟელა დევისს! კი არა და მოლი ბლუმს!
LikeLike
შენთვითონ თუ არ გამოჩნდები, მე კი ამოცნობას ვერ შევძლებ, მე-11 პავილიონში ყველა სტუმარად მოსული ბიბლიოფილი გაიგებს ჩემს კივილს: “მოლიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!” :)
პ.ს. მერე კი გამოჩნდები, მგონი:) ;)
ხვალამდე:*
LikeLike
:) :) :) :) ერთბაშად ცხრა გოგომ რომ მოიხედოს, ვინ მეძახისო, მერე რა ვქნათ? :)
ხვალამდე :)
LikeLike
აჰაჰა… :დდ
ტატატატული, ერთად ვიკივლოთ რა. :დდ
LikeLike
შარში ვარ… ბოლო საფესტივალო დღეს ჩაშლა ემუქრება…
LikeLike
Pебята, давайте, жить дружно – პატივი ვცეთ მოლი ბლუმის ინკოგნიტოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ტორტზე ჩვენს დაპატიჟებას არ გადაიფიქრებს :)
LikeLike
არანაირად არ გადავიფიქრებ :)
LikeLike
ჰო, მართალი ხარ მერი. ))))
მივყუჩდი. :დ
LikeLike
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, დარწმუნებული ვარ მოლის ინკოგნიტობასაც ;) თორე მეც ფესტივალზე წიგნები მავიწყდებოდა და მოლის ვეძებდი სულ თვალებით :))))))) ხოდა რამდენი ფოტოაპარატიანი დავინახე ყველაზე მივიტანე ეჭვი, ისე სასაცილო სანახავი კი ვიქნებით მიტინგი თუ მოვაწყვეთ იქ :)))))))
LikeLike
ამას წინათ ვუპასუხე ჰექსეს – ანონიმურობა კომფორტულია, მაგრამ რამდენიმე აშკარა მინუსი აქვს. ერთერთი – შენი მკითხველი მხოლოდ ფსევდონიმით გიცნობს :(
არადა, ხუთი თვის წინ, ბლოგს რომ ვხსნიდი, არც მიფიქრია, მკითხველს ჩემი ვინაობა თუ დააინტერესებდა…
LikeLike
ეეჰ, რა ამაოდ დავბოდიალობდი სტენდებს შორის და ყველას ეჭვის თვალით ვუმზერდი:) თან რიგებს შორის ბუტბუტით ვიმეორებდი, სად ვიპოვო ახლა მოლი-მეთქი… :( :)
LikeLike
:) :) :) ფოტოაპარატიანები დღეს არც თუ მრავლად იყვნენ, თათული…
LikeLike
მეც ვიყავი და ვერცერთი ბლოგერი ვერ ვიცანი,პრინციპში დიდად არავის ვუყურებდი ისე მივახამდი ზებრას სტენდს,ლიბრისს და მოლი უცხოური საბავშვო წიგნები რომ შემოაქვთ(სახელი არ ამხსოვს) იმ სტენდზე ლამის დავრჩი…
ხო ყველას გეძებდით,მოლის განსაკუთრებით,მერე ვიფიქრე იქნებ მოლიმ თვითონ დამინახოსთქო,მაგრამ აშკარად არც ფოტოებზე ვცანვარ და არც პოსტში ვარ ნახსები)))))
პ.ს. ეკოს “ფუკოს ქანაქარა” შევუკვეთე უკვე გამომცემლებს მითარგმნეთ–თქო..
LikeLike
ვერ შეგამჩნიე :( ჯანდაბას :( როდის იყავი?
მეც მინდა ქართული ფუკოს ქანქარა :)
LikeLike
imedi momces rom gveqneba)
natos davitashvilis prezentaciis dges…mis sityvit gamosvlasac daveswari iq ideqi?)
LikeLike
ვიჯექი….
LikeLike
მეც ამ დღეს ვიყავი წიგნის ფესტივალზე, იმ დროს როცა თსუ–ს გამომცემლობა მართავდა პრეზენტაციას და ანა კორძაია–სამადაშვილი საუბრობდა.
შენ არ გიცნობდი, თორემ გნახავდი :)
წელს ყველაზე კარგი წიგნის ფესტივალი იყო ჩემთვის
http://salomeaa.wordpress.com/2011/05/28/ჩვენი-წიგნის-ფესტივალი/
LikeLike
რაც კი ფესტივალი მინახავს, წლევანდელი მართლაც ყველას ჯობდა…
LikeLike
პოლიტიკური კითხვები ვერ დაუსვეს მერე? :)
ისე, თითქოს ჩვენს წიგნების ფესტივალს ელოდებოდაო… თუმცა, ალბათ უფრო ამერიკულს – იქაც გაიმართა რაღაც მსგავსი – ამაზონმა “სანშაინ დიალზ” გაუშვა – ბესთსელერები და უბრალოდ კარგი წიგნები 3 დოლარამდე მაქსიმუმ.
იქაა მაგალითად უონეგუთის “კატის აკვანი”, კაფკას კრებული, ყორანი და სხვა გენიალური ლექსები და რავი… კენტავრი აფდაიქის… ნუ სია მუდმივად განახლებადია.
აქ არ უნდა დამეწერა? :(
LikeLike
ვის არ დაუსვეს, ლორდ?
ანას თუ ლაშას?
ნუგზარისთვის კითხვები არ დაუსვამთ საერთოდ – გამომცემლობის წიგნები წარადგინა და მერე კაფეში ყავას სვამდა :)
აპდაიკის კეტავრი…. ღრმა ბავშობაში წავიკითხე, ბევრი ვერაფერი გავიგე მაშინ, მაგრამ იმპრესიები დღესაც მახსოვს :)
LikeLike
პოლიტიკა რა ანასა და ლაშას საქმეა. :)
წიკლაურს.
ბაჭიის სერია მომწონს.
ბაჭია, გაიქეცი.
LikeLike
აბა ლაშას ჰკითხე :) ანა კი, ანა და პოლიტიკა ვერ წარმომიდგენია…
ბაჭია გამდიდრდა :) თუ ბოცვერი :)
LikeLike
ეგ არ წამიკითხავს.
გაიქეცი და დაბრუნდი მაქვს წაკითხული.
სულ 5 რომანია, რამდენადაც ვიცი.
უნდა ვნახო ერთი იქნება ინტერნეტში…
LikeLike
კი, როგორ არ იქნება…
LikeLike
კიდე მოდი, დავქორწინდეთ მაქვს წაკითხული… ძაან კაი რამეა.
ისთვიქელი ალქაჯებიც მაგისია, მაგრამ არ წამიკითხავს. ფილმი კი მაქვს ნანახი. ვან ჰორნ…
LikeLike
შენ აპდაიკი გყვარებია, ლორდ.
მე ასეთი გზნებით ნაკლებად… სადღაც ავცდით მე და ჯონი ერთმანეთს.
LikeLike
ნუ ცუდი არაა :)
თან რაღაცნაირად კაი დროს წავიკითხე. :)
კენტავრი უფრო რთული ნაწარმოებია ფორმის თვალსაზრისით.
LikeLike
ჰოდა, პირველი აპდაიკი რომ ის რთული კენტავრი იყო, იმიტომ ავცდი… პატრონი არ მყავდა, გამოერთმია :)
LikeLike
ახლა მოლი ბლუმი თუ ხარ კენტავრი რას შეგაშინებდა :)
თან როგორც ფოლქნერმა უთხრა ერთ მკითხველს – მესამედ უნდა წაიკითხოო :)
LikeLike
მაშინ არ ვიყავი მოლი ბლუმი :)
მოვა მესამედ გადაკითხვის დროც. ორი ახალი ფამუქი, ორი ხვედელიძე, თამრი ფხაკაძე და კატარინა მასეტი მყავს რიგში :) აპდაიკი – მერე :)
LikeLike
მასეტი ვინაა არ ვიცი :) და ხვედელიძე ვიცი დაცვისთვის რომ უნდა მიეხედა. :)
ისე, ბაჭია ძალინ სექსისტურია ოღონდ არა დღევანდელი გაგებით. იმ კუთხით, რომ მამაკაცებზეა გათვლილი. მე მგონი ქალი ვერ გაუგებს მთავარ გმირს და რაც იქ ხდება იმას ვერ მიყვება. იმჰო. :)
LikeLike
კატარინა მასეტი – “ტიპი მეზობელი საფლავიდან”. რაღაც ახალია, ფესტივალამდე მოვიტანე შინ და ჯერ ვერ მივწვდი.
მასე ფლეიბოიზეც ამბობენ, მამაკაცებზეა გათვლილიო და კი ვკითხულობ მშვენივრად :) ფორბსსაც.
LikeLike
საინტერესო სათაურია :)
მოვალ და დავაფურთხებ თქვენს საფლავებსო – ეგ გმახსენდა.
LikeLike
დავაფურთხებ ბევრად დრამატულია. ვერ ვუყურე მაგ ფილმს. სად მაქვს მაგის ნერვები :(
LikeLike
ფილმი არ მინახავს.
წაკითხული მაქვს.
ვერ ვიტყვი რომ ვგიჟდები ვიანზე, როგორც ბერვი სხვა, მაგრამ ძალიან მაგარი ტიპი იყო…
მგონი არის ქართულად გამოსული… ერთ-ერთ ბლოგზე ეწერა და მახსოვს დავაკომენტე კიდეც.
LikeLike
გულსაგლეჯია გამოსული და კიდევ რაღაც. ფსიქესთან მახსოვს, ვიანი ვიყიდეო, წერდა.
მე თამრი ფხაკაძეზე გავჭედე :)
LikeLike
შეიძლება ფსიქც იყო.. არ მახსოვს.
Сердцедер-ის წამკითხველი ბევრი არაა. რევოლუციონერ ახლაგაზრდობას უყვარდა ძალიან…
თუ ანდალუზული ძაღლის ყურება შეგიძლია, მაშინ მაგ რომანის წასაკითხადაც ხარ მზად… ისე – არა.
სხვა რამეები მირჩევნია. აქ რა თქმა უნდა გროტესკია და სიურეალიზმი და ასეც უნდა წაიკითხო, მაგრამ ადგილებში ძალიან ძიმე საკითხავია მაინც.
წავედი მე დავიძინე თორე გული ამარევა :0
LikeLike
ფსიქე სულით რევოლუციონერია, ბონუელი-ლორკა-დალიც უყვარს და ვიანსაც წაიკითხავს.
ძილი ნებისა, ლორდ :) მეც წავალ, ხვალ კი გამოვიძინებ, მაგრამ მაინც გვიანია.
LikeLike