წიგნის ფესტივალი. დღე მეორე
მაისი 28, 2011 ავტორი Molly Bloom's Day
სიმართლე რომ გითხრათ, ნაშუადღევს “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონისკენ მიმავალს, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, სამუშაო დღეს ფესტივალის სტუმრების რიცხვი არ შეემცირებინა.
დარბაზში ფეხის შედგმისთანავე მივხვდი, რომ შიში ამაო გამოდგა – იქაურობას ხალხი ნამდვილად არ აკლდა. ბიბლიოფაგიის პირველი შეტევა გუშინ წიგნებით სავსე ჩანთით მოვიგერიე, ამიტომ სტენდებსა და თაროებს ახლა უკვე დამშვიდებულმა გადავავლე თვალი.
დღეს, ძირითადად, სხვადასხვა საგამომცემლო სახლის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებზე ვიყავი ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ფესტივალისათვის გადანახული გამოცემა არც ისე ბევრი იყო, რამდენიმე ახალ წიგნზე მაინც გიამბობთ.
ფესტივალის მეორე დღე, პირველის მსგავსად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გონივრულად დაგეგმილი პრეზენტაციებით დატვირთა.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის “ამერიკული მოთხრობების” ავტორთა შორის ისეთი სახელებია, რომ ყოველგვარი რეცენზია უადგილოდ მეჩვენება. მარკ ტვენს, კურტ ვონეგუტს, ამბროზ ბირსს, ჯონ სტეინბეკს, ედგარ პოს და თეოდორ დრაიზერს ჩემი წარდგენის გარეშეც არ აკლია დამფასებელი ქართველ ბიბლიოფილებს შორის.
არაკეთილხმოვანი სახელის მიუხედავად, ფრიად საინტერესო აღმოჩნდა ვირტუალური გამომცემლობა “ვირგამის” პრეზენტაცია. მომავალი რომ ელექტრონულ წიგნებს ეკუთვნით, უკვე აღარავისთვის არის საეჭვო და ორგანიზატორებმა მეტად ინტერაქტიული და სახალისო აქციით ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს.
“სიესტამ” სიახლეებით დაინტერესებულ მკითხველს ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში” შესთავაზა, სულაკაურის საგამომცემლო სახლმა კი – ბესო ხვედელიძის “თამრო”. სხვადასხვა სტენდზე კიდევ რამდენიმე ახალშობილ გამოცემას მოვკარი თვალი, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება ბაკურ სულაკაურის პროექტი – “წლის საუკეთესო მოთხრობა” იყო. კონკურსში მონაწილე ავტორებიდან ზოგიერთი სხვადასხვა კომპანიამ დააჯილდოვა, საპატიო კვარცხლბეკი კი ქართული ლიტერატურული ბომონდის მეტრებმა დაიპყრეს. მესამე საპრიზო ადგილი ნიჭიერი პროზაიკოსისა და მთარგმნელის – ირმა ტაველიძის “გორის ციხეს” ერგო, მეორე – თეონა დოლენჯაშვილის “რეალურ არსებებს”, წლის საუკეთესო მოთხრობის ტიტული კი ზურაბ ლეჟავას “უხურდავებელმა მონეტამ” მოიპოვა.
საკმაოდ დიდხანს მიმდინარებდა მკითხველების შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, რომლის “წმინდა წყვდიადმა” ჯერ კიდევ მაშინ მომხიბლა, როცა ფრაგმენტებად იბეჭდებოდა “ცხელ შოკოლადში”. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ ნაწარმოების ირგვლივ გამართულმა საუბარმა დიდი სიამოვნება მომანიჭა და ფესტივალის ორგანიზატორებს კიდევ ერთი ქულა უყოყმანოდ დავუწერე.
ერთი სიტყვით, ფესტივალის მეორე დღე ერთმანეთზე საინტერესო ღონისძიებებით იმდენად დატვირთული აღმოჩნდა, რომ პავილიონი გუშინდელზე უფრო კმაყოფილმა დავტოვე… დადებითი იმპრესიები კი ზუსტად წამოსვლისას, “დიოგენეს” სტენდზე ნაპოვნმა, ორჰან ფამუქის ბოლო რომანის – “უმანკოების მუზეუმის” ცინცხალმა თარგმანმა გააათმაგა.
ხვალინდელი დღისთვის ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ რამდენიმე პრეზენტაციას გეგმავენ, თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ყველაზე მეტად ნატო დავითაშვილის ფენტეზი-რომანის – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” – ოფიციალურ წარდგინებას ველოდები, თან იმედი მაქვს, რომ რომელიმე სტენდზე აქამდე შეუმჩნეველ ლიტერატურულ სასუსნავსაც წავაწყდები და ჩემი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო შეივსება.
კარგი დღე იყო, როგორც იქნა, შევიძინე ორჰან ფამუქის ,,უმანკოების მუზეუმი”, რომელსაც საჩუქრად მოჰყვა პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის კრებული, კიდევ გადმომცეს სასაჩუქრე ბარათი და კიდევ ორი ბილეთი შემავსებინეს გათამაშებისთვის, რომელიც ხვალ შედგება :) მოკლედ, ,,დიოგენე” ჩემი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია! :)
კიდევ ბევრი ვიარე სტენდებს შორის და დავესწარი ლევან ბერძენიშვილის წიგნის პრეზენტაციასაც, რომელიც, თავისთავად, საინტერესო ჩანს და თან სასიამოვნო იყო კლასიკურ ფილოლოგიაზე და ზოგადად ანტიკურობაზე გადახვევები ბატონი ლევანის მხრიდან , ჩვენ ხომ პროფესია გვაერთიანებს! :) თანაც შენც დაესწარი, ე.ი. დიდი შანსია დამენახე… :)
მერე დავესწარი დათო ტურაშვილის წიგნის ,,ამერიკული ზღაპრების” წარდგენასაც საზოგადოების წინაშე, ძალიან სასიამოვნო იყო მწერალმა რომ შენიშნა ჩემი ბერძნულენოვანი წარწერის მქონე მაისური და რამდენჯერმე გააკეთა მასზე კომენტარი, მე შევპირდი, რომ ათენიდან ჩამოვუტან კაზანძაკისის საფლავის ეპიტაფიაზე არსებული წარწერის ანალოგს, რომელიც მაისურზე იქნება დატანილი :)
დავესწარი, ასევე, 15 საუკეთესი ქართული მოთხრობის დაჯილდოების ცერემონიალსაც :)
ფანტასტიური დღე იყო :)
LikeLike
@ჩემი ბერძნულენოვანი წარწერის მქონე მაისური
თქვენ წარმოიდგინეთ და მეც მომხვდა თვალში. :) უფრო იმიტომ რომ თავიდან სკანდინავიური რუნები მეგონა ერთი შეხედვით, მაგრამ მერე ბერძნული აღმოჩნდა. :) :)
LikeLike
:) სინამდვილეში, მას სოკრატეს ყველასთვის ცნობილი ფრაზა ეწერა: ,,მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი”, ეს შემოსასვლელშივე ვუთხარი, მას ეგონა, რომ იმ ეპიტაფიაზე არსებული სიტყვები ეწერა მაისურს :)
LikeLike
წლის მოთხრობის ლაურეატების დაჯილდოებაზე შევნიშნე :)
LikeLike
ჰოოო, იქ ეულად ვიდექი, მარტო ვიყავი… :( :) :)
LikeLike
მშვენიერი და რაც მთავარია, ნაყოფიერი დღე გქონია :)
მეც მომხვდა შენი ბერძნული მაისური თვალში :) :) :)
LikeLike
:) ძალიან კარგი დღე… საერთოდაც, კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი ღონისძიებანი უფრო ინტენსიურად იმართებოდეს, ან ზუსტად ამგვარად თუ არა, ცოტა განსხვავებული, თუმცა, რა თქმა უნდა, წიგნებთან დაკავშირებული, ეს მხოლდო მისასალმებელი უნდა იყოს მგონი :)
LikeLike
უი, რა არეული კომენტარი გამოვიდა, მაგრამ სათქმელი ვთქვი … :)
LikeLike
რაც მეტი, მით უკეთესი… განსაკუთრებით იმან მასიამოვნა, 26-ში ხალხმა მიტინგობას ფესტივალის მონახულება რომ არჩია…
LikeLike
კი, კი, მართალია, მეც ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი ადამიანი იყო ყველაფრის მიუხედავად…
LikeLike
არც ველოდი, სიმართლე რომ გითხრა… და საშინლად კმაყოფილი დავრჩი.
LikeLike
დიდი მადლობა მოლი მეორე დღის მოყოლისათვის. დღეს დაუგეგმავმა ”შუადღემ” არ დამასწრო ფესტივალს, თუმცა ეს ”შუადღეც” ფესტივალისადმი იყო მიძღვნილი.
LikeLike
მადლობა, რომ იცლი და კითხულობ, ნატო :)
ხვალ შენი დღეა :) წარმატებები :)
LikeLike
ჯერ ისედაც ვნანობდი, რომ დატვირთული გრაფიკის გამო ფესტივალზე ვერ მოვხვდი, ამ პოსტების წაკითხვის შემდეგ კი ორმაგად დამწყდა გული :( იქნებ კვირას მაინც მოვიცალო და მივიდე :(
LikeLike
სცადე, ნატალია, მართლა არ ინანებ :) დამიჯერე :) თან ბოლო დღეს თავისი ეშხი აქვს… წიგნები მაინც დაგხვდება.
LikeLike
სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე ფესტივალზე მისვლა, მაგრამ დღეს ვაპირებ. რამდენიმე წიგნი მაქვს შეგულებული და აუცილებლად უნდა ვიყიდო. ძალიან კარგია, რომ პოლიტიკურად მღელვარე დღეებმა ფესტივალზე ცუდად არ იმოქმედა. ძალიან კარგი რეპორტაჟებია, ვისიამოვნე :)
LikeLike
მადლობა, ფიფქია :) ერთგული მკითხველის ასეთი შეფასება განსაკუთრებით მახარებს :)
თუ საიდუმლო არ არის, შენი შეგულებული წიგნებიც გაგვანდე… ბლოგის მუდმივი მკითხველების ლიტერატურული გემოვნების გაგება სასიცოცხლოდ აუცილებელია :)
LikeLike
“15 საუკეთესო” მინდა აუცილებლად, 50 რჩეულს შორის სამი წიგნი მაკლია და უნდა შევავსო, და იქნებ ეკოსაც შევწვდე, თუ ფასდაკლება იქნება :)
LikeLike
მშვენიერი არჩევანია :)
50 რჩეული მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. ძველი ტომები მაღაზიებში 12 ლარი ღირს, ფესტივალზე – 7. პალიტრა ელის პავილიონს რომ შეხედო, თავი საშობაო ბაზრობაზე გეგონება – უამრავი ხალხია და მკითხველ-მყიდველი არ აკლდება :)
LikeLike
26-ში ვიყავი,და ბაკურ სულაკაურის სტენდთან ანა გავალდას “მინდა ვიღაც მელოდეს სადღაც” ყიდვა მინდოდა , და არ ქონდათ. ასე მითხრეს არ მოგვიტანია საერთოდო. მოლი შემთხვევით 27ში რომ არ დაგინახავს ეგ წიგნი?
LikeLike
არც მე შემიმჩნევია, ნინი. დიდი ხნის წინ კი გამოსცეს, მაგრამ სტენდებზე ბევრად ადრინდელი წიგნებიც არის…. თუ ფესტივალზე ვერ ნახავ, ექს ლიბრისში ან სანტა-ესპერანსაში მოიძიე. მანდ, სულაკაურის წიგნებზე დროდადრო გემრიელი ფასდაკლებებია.
LikeLike
ფამუქი მეც წამოვათრიე, მარა დღეს :-)
პირველად ვიყავი წელს ფესტივალზე და კმაყოფილი ვარ ნამდვილად.
შენი ბლოგიდან ბევრი ინფორმაცია მივიღე და მადლობა :-*
ხო, ნათიას მაისური რავა ყველას შეუნიშნია კაცო, მეც მინდოდა ნათიას ნახვა, ვახ!.. :-)
LikeLike
მიხარია, ჩემი რეპორტაჟები რომ მოგეწონა, გვირილა :) მე ხომ მოყვარული რეპორტიორი ვარ და პროფესიონალის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია…
რომელი ფამუქი? თეთრი ციხე-სიმაგრე თუ უმანკოების მუზეუმი?
ნათიას მაისური ისე ვნახე და მომეწონა, არც ვიცოდი, ნათიასი თუ იყო :)
LikeLike
dzalian gtxovt saswrafod damiwerot am festivalis chatarebis 4 an meti mizani . anu ra miznit tardeba tbilisis wignis festivali : )
LikeLike
ოთხი ან მეტი? ანუ, სამი არ ჩაითვლება? თან სასწრაფოდ?
LikeLike
saswrafod ara, ASAP. iyos sami :)
LikeLike
ჰო, სასწრაფოდო ეწერა და გამიკვირდა.
ოთხიც ვიცი და მეტიც, მაგრამ მაინც ჯობია, თავად მოიფიქრო.
LikeLike
ubralod mainteresebs mizani am festivalis chatarebisa da ase dznelia ro mitxrat ?
LikeLike
არა, ძნელი არ არის. უბრალოდ, კითხვის ფორმას გააჩნია – ეს ერთი. ეს ჩემი ბლოგია და არა კითხვა-პასუხის ფორუმი – ეს ორი. და მესამეც, მე ფესტივალს არ ვატარებ.
LikeLike
festivals ar atareb magram ashuqeb. chemi pirveli kitxvis forma memgoni sruliad normaluri iyo tu ar chavtvlit “saswrafods” ramac ase gagagiziana. ubralod shegedzlo gepasuxa da aseti dialogic agar gaimarteboda.
LikeLike
ჰო, სასწრაფომ და მინიმალური ოდენობის მითითებამ. ენივეი. აქაურობა კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის მაინც არ არის განკუთვნილი.
კარგად.
LikeLike