როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც, რამდენიმე კვირაა, მოუთმენლად ელოდნენ თბილისელი ბიბლიოფილები და, რა თქმა უნდა, მეც. დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკარს ჯერ კიდევ შუადღემდე მივადექი საფესტივალო პროგრამით შეიარაღებული.
გამოფენის ტერიტორიაზე ხალხის სიმრავლემ თავიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენა, ხოლო როდესაც მე-11 პავილიონში, შესასვლელთან დამხვედრ გოგონებს ფერადი ფლაერები ჩამოვართვი და სტელაჟებთან შეჯგუფებულ მნახველებს გადავავლე თვალი, განწყობა კიდევ გამიუმჯობესდა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას,
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
ფესტივალის ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და თითქმის ყველა გამომცემლობამ წიგნები სერიოზული ფასდაკლებით შემოგვთავაზა. გამონაკლისს მხოლოდ “ლიგამუსი” წარმოადგენდა, რომლის სტენდზეც, ჩემთვის (და ალბათ ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის) საინტერესო გამოცემებზე სეილი ვერ აღმოვაჩინე.
სიახლეებს რაც შეეხება, ვფიქრობ, სტუმრები გულნაკლულნი არ დარჩებოდნენ, რადგან თითქმის ყველა გამომცემლობამ თითო-ოროლა ახალი წიგნი მაინც წარმოადგინა.
“დიოგენეს” სტენდთან ნატო დავითაშვილის “ნისლებში და ნისლებს მიღმა” მაჩუქა ჩემმა მეგობარმა, ხოლო როჯერ ზელაზნისა და ტერი პრატჩეტის ტომებით თავად გავინებივრე თავი. ერთი ეგ იყო, რომ ყველა კონსულტანტს რატომღაც წვრილი კუპიურების პრობლემა ჰქონდა და ბოლო წიგნის საფასური ლამის ლიფტისთვის გადანახული ათთეთრიანებით გადავიხადე. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ დღევანდელი მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ მომდევნო დღეებისთვის მაინც მოიმარაგებენ ხურდას-მეთქი.
პირველი საფესტივალო დღისთვის, მოგეხსენებათ, სამი პრეზენტაცია იყო დაგეგმილი. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, პირველი ორი ისეთი დაგვიანებით დაიწყო, რომ ერთადერთი პუნქტუალური პრეზენტატორი – მიხო მოსულიშვილი, საგანგებოდ მოწყობილ სცენასთან “პეგასის” სტენდით ხელში გერმანული სიზუსტით როცა გამოცხადდა, ბაკურ სულაკაურისა და მისი შვედი სტუმრების მიერ საბავშვო წიგნის “კოლოფის” წარდგინება ახალი დამთავრებული იყო, ხოლო ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლები უდრტვინველი სახით იწყებდნენ გალაკტიონის ოცდახუთტომრულზე საუბარს.
პავილიონში ხეტიალისას ერთი, ფრიად სასიამოვნო, ტენდენცია შევნიშნე – როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებისთვის წიგნის ფესტივალი უკვე საოჯახო დღესასწაულთან ასოცირდება და ამან ძალიან გამახარა. მით უმეტეს, რომ იმ სტუმრებისთვის, რომლებიც შემოთავაზებული წიგნების ავ-კარგის შესაფასებლად მეტისმეტად პატარები იყვნენ, ეზოში გასართობი პროგრამა “მულტი-პულტი” მიმდინარეობდა პოპულარული ანიმაციური გმირების მონაწილეობით. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ფოტოაპარატით პატარა ბიჭის დაფიქსირება, რომელიც შემზარავ ცისფერ დრაკონს მამაცურად ეკონწიალებოდა კუდზე.
სტუმრებს შორის ბიბლიოფილურ-მსუნაგი სახით ჩაიქროლა როდემ და “დიოგენეს” სტენდთან რატომღაც მინიატურული პოეტური კრებულებით სავსე კალათში ჩაყო ცხვირი. შორიახლო ჰექსეც დავლანდე და ვასასის დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე. უკვე დაღლილი ვიყავი, თან წიგნებით სავსე ჩანთაც გვარიანად მამძიმებდა, ამიტომ დანარჩენი ხვალისთვის გადავდე და სულიერი საზრდოს მიღების შემდეგ გადავწყვიტე, ცოტა მიწიერ საკვებზეც მეზრუნა. “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორია კი ერთი სასიამოვნო ფიქრით გამსჭვალულმა დავტოვე: “ფესტივალი შედგა!”
ოჰჰ მომინდა უკვე <3 ხვალ მივდვიარ მე 1-2 საათით "დასაზვერად" და შაბათს უვკე მთელი დღე იქ უნდა ვიყო : ))
ლიგამუსს არ ჰქოდნა პრატჩეტზე ფასდაკლება? :(( იქნებ სანტა ესპერანსას მაინც ჰქონდეს… თუ მაგათ არ აქვთ ეს წიგნები ჯერ?
Prospero’s Books-ს ჰქონდა ფასდაკლება? ^^
LikeLike
სანტას კი აქვს ის წიგნები, მაგრამ ფასდაკლებაზე აღარ მიკითხია. ლიგამუსის სტენდზე ვიყიდე, სპეციალურად ვიკითხე და არაო…
პროსპეროს ხვალ დავათვალიერებ. დღეს ვერ მოვასწარი…
LikeLike
რა ცუდია თბილისში რომ არ ვცხოვრობ… ;( მანდ მინდაა..
LikeLike
მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, რუსა და მართლა გულდასაწყვეტია, ამ ზეიმს მხოლოდ თბილისელები რომ სტუმრობენ… სხვა ქალაქებში რა დააშავეს :(
LikeLike
შაბათისთვის ვაპირებ ჩანთის დახუნძვლას “ტკბილეული” წასაკითხით :)
მიყვარს ამბების გადმოცემის შენეული სტილი:) ამ წინადადებაზე კარგად ვიხალისე: “სტუმრებს შორის ბიბლიოფილურ-მსუნაგი სახით ჩაიქროლა როდემ და “დიოგენეს” სტენდთან რატომღაც მინიატურული პოეტური კრებულებით სავსე კალათში ჩაყო ცხვირი.” :)
LikeLike
მეც ძალიან მიყვარს :)
მადლობა, თათული :) ზუსტად ასე “მსუნაგად” დაქროდა როდეს :) არ ვაჭარბებ :)
LikeLike
როგორ ველოდი ამ პოსტს… ხვალ და ზეგ თავადაც დავლაშქრავ… დღეს არ გამომივიდა… <3
LikeLike
დღეს, ხვალ და ზეგ კიდევ სამი პოსტი იქნება…
სურათებზე მწყდება გული. 40-მდე კადრი გადავიღე და ყველას პოსტს ხომ არ მივაბამ… არადა, მართლა კარგებია.
წინ კიდევ სამი დღე გაქვს, დია… დრო გამონახე და მოდი. გპირდები, არ ინანებ. მართლა ზეიმია…
LikeLike
მოლი, სურათები ძალიან მაინტერესებს და თუ შეგიძლია, ერთი პოსტი თუნდაც მხოლოდ სურათებით წარმოგვიდგინე ;)
LikeLike
არ იდარდო, მოლი, მალე ვისწავლით დანიშნულ დროზე ღონისძიებების გამართვას… :)))
და კიდევ ის მედარდება, რომ მარტო კითხვა ვიცი ინგლისურად და ლაპარაკიდან ორი–სამი სიტყვა თუ გავიგე, ესეც საქმეა, თორემ დღეს, ჩემი გამოსვლის მერე რომ ლონდონელი მოვიდა, იმას ხომ დაველაპარაკებოდი თავის ენაზე? :(
LikeLike
თქვენ რომ ქართულ ენაზე მეტყველებთ, ბატონო მიხო, ათას სხვა ენას ჯობია. ოღონდ, მართლა! :)
მადლობა, სტუმრობისთვის რომ მოიცალეთ :)
LikeLike
როგორ გამიხარდა ეს ეპითეტი! ოი, მე ისეთი არაადეკვატური ვიყავი, წიგნების გარდა არავის ვაკვირდებოდი. ორმა ბლოგერმა შემნიშნა და სანამ ხელი არ ამიქნიეს და არ შემანჯღრიეს მანამდე ვერ გამოვერკვიე :დდ
მაგ კალათაში პოეტი ქალის ემილ დიკინსონის ერთადერთი ეგზემპლარი ვიპოვე, თანაც 2 ლარად.
მოკლედ, ძალიან სასიამოვნო დღე გავატარე, თან ჩემი მკითხველიც შემხვდა იქ და გამეცნო!.. კარგი იყო :*
LikeLike
ნათიამ – როდეს მივიჭერი და გავიცანიო :)
დღეს კიდევ უფრო უკეთეს რაღაცებს ველოდები…
გუშინ ქაოტურად დავქროდი სტელაჟებს შორის. დღეს უკვე დავაგემოვნებ…
LikeLike
როდე, მეც მოგკარი თვალი და ზუსტად ასეთი გამომეტყველება გქონდა :)
LikeLike
5 საათზე მისვლას აზრი აღარ ჰქონდა,არადა ვერ მოვიცალე..ხვალ 1–იდან იქ ვიქნები,ხომ დროულია მოლი?
LikeLike
დროულია, აბა რა… დღეს, ხვალ და ზეგ – კიდევ სამი დღეა დარჩენილი.
LikeLike
რავი ფესტსივალის ფასდაკლებას კი არა ზოგიერტი გამომცემლობის ფასდაკლება სადგესასწაულო ფასდაკლება ჰგავდა, მატ სჰორის ბაკურ სულაკაურის… ილიაუნის მიერ წარმოდგენილ ფატეზის წიგნებზე კი გული დამწყდა …. არ იყო ფასდაკლებიტ აშკარად…
LikeLike
არ იყო. სამი ახალი ფენტეზია და ერთად 20 ლარი ღირდა. მაგრამ ისეთებია, ორმოციც არ დამენანებოდა…
LikeLike
,, შემზარავ ცისფერ დრაკონს ” – ესაა სალი, უსაყვარლესი გმირი მულტფილმიდან ,,მონსტრების კორპორაცია” :))))
LikeLike
ვიცანი :)
LikeLike
საოცარი დღე მქონდა, 12-ზე მივედი მე და იმის მერე 6 საათი არ გავჩერებულვარ, მთელიდ დღე დავბოდიალობდით გამომცემლობებს შორის მე და მეგობრები, ხან მხოლოდ მე. ყველაფერს მივედ-მოვედე, თითქმის ყველა პრეზენტაციას დავესწარი, მერე, ცოტა ხანი, იატაკზეც მოვთავსდი უკან და ნაყიდი წიგნების დათვალიერებას შევუდექი, რა კარგი იყო იქ კითხვაააა :) მერე ისევ დავდიოდი, ვიღებდი და ვიღებდი ფოტოებს. როდე მეც შევნიშნე – კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განყოფილებასთან წიგნებს ათვალიერებდა, უნამუსოდ მივეჭერი და ვუთხარი, რომ მის ბლოგს ვკითხულობ :)
არ ვიცი კიდევ რა ვთქვა, ემოციურად დატვირთული დღე იყო, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციებით :) გულდაწყვეტილი ვათვალიერებდი კარგუნა რამე-რუმე წიგნებს, ზოგთან ახლოსაც კი არ მივსულვარ იმიტომ რომ ამ შემეძლო ყიდვა და მხოლოდ თვალიერებით არ დავიტანჯე საკუთარი თავი! :( :) მიხაროდა, რომ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ხალხი ყიდულობდა წიგნებს, ბავშვები ხალისობდნენ (თუმცა, მე უფრო :) ), დიდები იღიმებოდნენ და ა.შ. და ა.შ… არაჩვეულებრივი დღე იყო, უზომოდ კარგი, ხვალაც (თუმცა, უკვე 5 საათია, ე.ი. უკვე დღეს) ვაპირებ წასვლას, ზეგაც და მაზეგაც! :) უუუუჰ, რამდენი ვიბოდიალეეე! მაპატიე, მოლი, ემოციებით ვარ სავსე! :)
LikeLike
რაის მაპატიე :) მადლობა ასეთი ემოციური კომენტარისთვის :)
ხომ გითხარი, აუცილებლად იყიდი წიგნებს, თან ბევრს მეთქი :) ა, ბატონო… :)
LikeLike
ჰოუ, ვიყიდე და გახარებული ვარ :) დღესაც მოვალ, რა თქმა უნდა, ასე სამის ნახევრაზე მანდ ვიქნები და ალბათ 6–მდე ვიქნები. როგორ მიხარია, რომ მანდ უნდა მოვიდე კიდეეევ! :)
LikeLike
აი თურმე ვინ ყოფილა, ნათია :)))
სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და ახლა უკვე შენი ბლოგის მკითხველადაც მიგულე ;)
მე შაბათს შემოვივლი კიდევ ;) რაღაცების ყიდვას ვაპირებ .
LikeLike
დიდი მადლობაააა :) მე დღესაც დილიდან იქ ვიყავი, ახლახანს დავბრუნდი სახლში დაღლილი დაგახარებული :) ხვალაც ვიქნები და ზეგაც :)
LikeLike
ჩემთვსიაც სასიამოვნი იყოო, გამიხარდა :) არადა უკვე დავაკომენტარე, მაგრამ ისე ვარ ემოციებით მოცული, სულ ამაზე მინდა ლაპარაკი :) დღესაც საოცარო დღე იყო, უზომოდ კმაყოფილი ვარ და კვლავ სულმოუთქმლად ველი უკვე ხვალინდელ დღეს :)
LikeLike
რა კარგია, რა კარგია, რა კარგი!
კვირამდე ვერ მოვახერხებ მოსვლას, იმედია, დარჩება ჩემთვისაც გემრიელი სასუსნავები :)
LikeLike
იმდენია, ნამდვილად დარჩება :)
LikeLike
შენ და თუ მიცანი?? :) :)
LikeLike
ჯანდაბას…
ახლა დავაკვირდი ურლს :)
მშვიდობაში :)
LikeLike
იძულებული გავხდი, თორემ :(
შენს ბლოგერ მტერს ასეთი რამე….
LikeLike
ძალიან კარგი იყო, თუმცა სრულყოფილად ვერ ვისიამოვნე ბავშვი მყავდა დატოვებული და 1 საათით შემოვირბინე, გიჟივით დავიარე სტენდები და რაც დაგეგმილი მქონდა თითქმის ყველაფერი ვიყიდე. მინდა ხვალ ან ზეგ კიდევ შემოვიარო, რომ ცოტა უფრო მშვიდ გარემოში დავუარო და დავათვალიერო :)
LikeLike
შენ ყოჩაღ… :) მე მაინც ვერ მოვიშორე შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია და გამომრჩა.
არა მგონია, ხვალ და ზეგ მშვიდი გარემო იყოს, ხალხი მაინც იქნება… თუ შენს დროს გულისხმობ, მართალი ხარ… მანდ აჩქარებით და დრომოზომილად მისვლა არ ვარგა – წიგნებს მოცლილი ბოდიალი უყვარს :)
LikeLike
ნამდვილად კარგი დღე იყო, იმედია, ერთხელ შერბენას კიდევ მოვასწრებ )))
მომეწონა, კარგად მომზადებული გამოფენა იყო )))
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
ჩემი და იყო და ორი წიგნი იყიდა: მარკესის “მარტოობის 100 წელი” და ჰერმან ჰესეს რომანი-მოთხრობა, სახელი არ მახსოვს..
კიდე აპირებს მისვლას და ყიდვას, ბევრი კარგი ნაწარმოებია თარგმნილიო და მინდაო :დ
LikeLike
ინტელექტის სტენდი დაულაშქრავს შენს დას :)
მართლა ბევრი და კარგი თარგმანია, ქევან :)
LikeLike
სამწუხაროა, ესეთი ფესტივალები მხოლოდ თბილისში რომ იმართება. დედაქალაქის გარეთ გასვლა არც გამომცემლებს აინტერესებთ და არც ადგილობრივი ორგანიზატორები ჩანან მათ დასაინტერესებლად. ორმაგად სამწუხაროა.
LikeLike
რა გითხრა… რომ ვიცოდე, მსგავსი რამ ბათუმში იმართება, როგორმე დროს გამოვნახავდი და ჩავიდოდი…
მართალი ხარ – სხვა ქალაქები ამ მხრივ დაჩაგრულია :(
LikeLike
პოლიტიკურად ყველაზე მშვიდი ბლოგი :)
LikeLike
რა თქმა უნდა! და ეს ძალიან სასიამოვნოა :*
LikeLike
პოლიტიკა სამსახურშიც რომ მყოფნის და სხვა რაღაცებისთვის ადგილი არ რჩება, იმიტომ გავხსენი ეს ბლოგი :)
LikeLike
au romel saatamdea mitxarit ra
LikeLike
ექვსამდე უნდა იყოს, მარი…
LikeLike
ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი დღით. მიუხედავა იმისა, რომ საღამოს მივედი, მაინც გულიანად ვიბოდიალე და ხელცარიელი ვერც წამოვედი.
შაბათს კიდევ ვაპირებ უკვე შეგულებული წიგნების შეძენას. მეც მომეჩვენა, რომ ფასდაკლებები რეალურად იყო.
LikeLike
ორივე დღე ფესტივალზე გავატარე და უამრავი წიგნი მაქვს შინ :) არ ვიცი, საიდან დავიწყო :) არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, მშვენივრად ორგანიზებული ფესტივალია, თუმცა მოლიმ უკვე ჩემზე უკეთ გიამბოთ ყველაფერი :) ნეტავ ვასასიმ თუ იცის, რომ ფამუქის ბოლო რომანია თარგმნილი? :)
LikeLike
დღეს შევიძინე ეგ რომანი და როგორ მიხარიააა :)
LikeLike
მშვიდობაში და გემრიელად წაკითხვაში, ნათია :)
LikeLike
დიდი მადლობა, მოლი, ხვალ ჩავუჯდებიი :)
LikeLike
ორი დღე წინაა :) ნადავლი კვირას დათვალე, მერი :)
ფამუქის ბოლო რომანის ქართული თარგმანი! ბრავო დიოგენეს!
LikeLike
აუ მეც თვალში მომხვდა ფამუქი და როგორ გამიხარდა! ხვალ ვიყიდი აუცილებლად <3
LikeLike
მართლა სერიოზული საჩუქარია :)
LikeLike
გეძებდი ფესტივალზე.
მერე მივხვდი რომ რთულია იპოვო ადამიანი, რომლის არც ერთი ფოტო არ გაქვს ნანახი და როდრიგოს ვკითხე ხომ არ იცი როგორია მეთქი და იმანაც არაო- გადამიწურა იმედი :(
LikeLike
სამაგიეროდ, მე დაგინახე :)
მიხარია, რომ მკითხულობ. ჰექსეს სტუმრობა ნებისმიერი ბლოგისთვის დიდი პატივია :)
LikeLike
აუ, მეც გეძებდი და რამდენიმეზე მივიტანე ეჭვი :)
LikeLike
მაგარია მეც გეძებდი :) ანუ ჩვენ ყველა გეძებდით მოლი <3
LikeLike
შენი ბლოგისთვის თუ დიდი პატივია, მაშინ ჩემთვის დიდი პატივია :)
რა ცუდია რომ ვერ გიცანი, თორემ ალბათ მეც დაგინახე :)
LikeLike
ანონიმურობას, კომფორტთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მინუსიც ახლავს :(
LikeLike
აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა… მოლი, დიდი მადლობა შენ, ასეთი რევიუსთვის :) სიმართლე გითხრა, შენი აზრის მეშინოდა :)
ძალიან მიხარია, რომ ორგანიზებულობა მოგეწონათ :) :) ხვალ და ზეგაც გელით :) :) :)
საშინლად დაღლილი რომ არ ვიყო უფრო ბევრს დავწერდი…
LikeLike
მე მარტო სიარულით და წიგნების შერჩევით დავიღალე, თან ისე, რომ მოწყვეტილი ვარ და შენ როგორ იქნები, ლიბიკა, წარმოდგენილი მაქვს…
მადლობა შენ და შენს სტაფს ასეთი კარგი ფესტივალისთვის. შარშანაც ვიყავი, დღე არ გამომიტოვებია, არც უკმაყოფილო წამოვსულვარ, წიგნებიც ბევრი წამოვიღე, მაგრამ წლევანდელი ათასგზის უკეთესია.
მართლა ფესტივალია, ზეიმი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
LikeLike
დღესაც ვიყავი, დიდი ხნით ვერა მაგრამ თითქმის საათი დავყავი, 15 მოთხრობის პრეზენტაციას და დაჯილდოებასაც დავესწარით მე და დია :) არა რა წლევანდელი ფეხტივალი ძალიან კარგია, დრო რომ მაძლევდეს საშუალებას დილიდან დაღამებამდე ვიქნებოდი იქ :) ჰექსესი არ იყოს მეც გეძებდი, მაგრამ აბა როგორ უნდა მეცნე :(
LikeLike
თუ ვინმე მომძებნის ხვალ და ზეგ, უბრალოდ ნინო იკითხეთ ;) ყველა მოგასწავლით სად ვიქნები :) ძალიან გამიხარდება თუ გაგიცნობთ :):)
LikeLike
ნინო ყველგან არის :) იმხელა პავილიონს სწვდება, ყველგან დაქრის, ყველაფერს ასწრებს და აგვარებს… შენი გაძლება მომცა, ლიბიკა… რამდენ რამეს უმკლავდები ერთად :)
LikeLike
:* მადლობა, მოლი :* შენც ასევე ყველგან ხარ :) :) და თანაც გაშუქებას ასწრებ! :) :) :) უშენოდ ფესტივალი ვერ იქნებოდა ასეთი :)
LikeLike
ასე თავხედიც არ ვარ, ლიბიკა :) მე ისიც მყოფნის, რომ სამი დღე, დილიდან საღამომდე, ფანტასტიურ დროს ვატარებ და წიგნებს ვეზიდები საყვარელი ჩანთებით :)
მადლობა ფესტივალს! :)
LikeLike
სანტას აქვს ფასდაკლება. ნებისმიერ წიგნზე.
თუ შეიძენთ ერთ წიგნს 10%-ანი ფასდაკლებაა
ორის შემთხვევაში 15%, სამის კი 18%
რაც შეეხება პრეტჩეტს, მაგიის ფერი გვაქვს, ფანტასტიური ნათება ჯერ არა, ვიმედოვნებ რომ ხვალ გვექნება. :)
:რიგითისანტაელი:
LikeLike
სანტა-ესპერანსა და ექს ლიბრისი განსაკუთრებით მომწონს :)
LikeLike
აუ პრატჩეტი ხვალ თუ გექნებათ თქვენთან ვყიდულობ! *_* უნიქარდის ქულების ხათრით : )))
LikeLike
უნიქარდი თავიდან უნიქარდობდა – 4,5 ქულა 10 ლარზე… ახლა მოიკლო :(
LikeLike
კაია მერე მიუხედავად ყველაფრისა წიგნები რომ იყიდება. :) და კარგი წიგნები რომ გამოდის, ეგეც.
უნიქარდი…
ამექსთან ერთად თითქმის არსად არ მუშაობს :(
LikeLike
ლამაზი დიზაინი აქვს :) თეთრი განსაკუთრებით სიმპატიურია…
იყიდება და მერე როგორ… ხალხიც ბევრია… მოკლედ, წიგნისკენ შევტრიალდით :ფუიეშმაკსარგავთვალო:
LikeLike
თეთრი იოლად ითხვრება :) მე შავი მაქვს.
LikeLike
არადა ფეისბუქში სურათი დავდე… ფესტივალს არ ეძღვნება პირდაპირ, მაგრამ ასე გამოვიდა :)
LikeLike
წიგნმომარჯვებულ კადიროვს დადებდი შენ…
LikeLike
არა… თუმცა, ეგ კადიროვის ხომ მართლა ძაან მაგარი სურათია :)
აი ეს დავდე https://www.facebook.com/photo.php?pid=1103036&l=89caa6417a&id=100000101194662
LikeLike
კადიროვი მაგარი იყო…
წიგნებს მაინც არ გადავყრი… ქინდლს და ტრადიციულ ბიბლიოთეკას ფანტასტიურად შევუთავსებ ერთმანეთს.
LikeLike
მართალია, მარგამ შავი მეტისმეტად პირქუში მეჩვენა და თეთრი დავიტოვე.
LikeLike
სასაცილოა… სულ შავი ფერის ჩვენებურ სიყვარულს დავცინი და როგორც კი არჩევანი მომეცა – ეგრევე მეც შავი ავარჩიე :(
აი, რას ნიშნავს ეროვნული მენტალიტეტი… :)
LikeLike
შავიც სიმპატიური იყო, მაგრამ თეთრმა ნათელი დიზაინით მომხიბლა :) ჩეეემი თეთრი უნიკარდი… სავსე მაქვს საფულე ასეთი საყვარელი ბარათებით :) ახლა დიოგენეც მივიმატე და ძალიან მომწონს :)
LikeLike
მე გახსნაზე არ ვიყავი, ხალხი ვიცოდი რომ ბევრი იქნებოდა და წიგნები კიდე დამრჩებოდა :-D
ხოდა, დღეს ვიყავი და კაი იყო ^_^
LikeLike
ნამდვილად კარგი იყო, გვირილა.
LikeLike