ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უკვდავებისკენ მიმავალი გზა ეკლით არის მოფენილი… მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების შესახებ არაფერი იცოდა ნოემბრის წვიმიან დღეს პარიზში დაბადებულმა ბიჭმა… თუმცა, როდესაც საჭრეთელს მოჰკიდა ხელი, ის, ალბათ, არც უკვდავებაზე ფიქრობდა და არც ნარეკლიან გზაზე – ოგიუსტ როდენი მხოლოდ სულში დაგროვილი ჰარმონიის ქვაში გადატანას ცდილობდა. გადაჰქონდა კიდეც – მამის გააფთრებული წინააღმდეგობის, ხელმოკლეობის, არსებობისთვის გამუდმებული ბრძოლის მიუხედავად ჯიუტი ნორმანდიელი თიხისათვის სიცოცხლის შთაბერვას ლამობდა.
რენუარის, მანეს და მონეს მეგობარმა პირველი ნამუშევარი პარიზის სალონში მიიტანა, საიდანაც უარით გამოისტუმრეს – “ცხვირგატეხილი კაცის” ესთეტიკა სილამაზის აკადემიური კანონების უხეშ დარღვევად აღიქვეს. ამას წარუმატებლობის, სიღარიბისა და გულგატეხილობის წლები მოჰყვა… ოგიუსტი მაინც თავდაუზოგავად შრომობდა, მუშაობდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით, არაადამიანური ტემპით და მონდომებით, წარმატება კი მაინც არ მოდიოდა…
პირველი აღიარება როდენს თითქმის ორმოცი წლის ასაკში ეწვია, როდესაც სახელწიფომ მისი ორი ქანდაკება შეიძინა – “იოანე ნათლისმცემელი” და “მოსიარულე კაცი”, ხოლო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმისთვის ბარელიეფის დამზადება რომ შესთავაზეს, ოგიუსტი მიხვდა – ეს მისი შანსი იყო. მაშინ რომ მისთვის ვინმეს ეთქვა – ამ ნამუშევარს ვერასოდეს დაასრულებო, მოქანდაკეს, ალბათ, სიცილად არ ეყოფოდა. არადა, “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” სკულპტორი ოცდაექვსი წლის მანძილზე ქმნიდა… ბარიელიეფი საოცარი ფრაგმენტებისაგან შედგება და მაინც დაუმთავრებელია. არც არის გასაკვირი – შედევრს, რომელშიც დიდი ხელოვანის ტალანტმა მთელი ძალით იფეთქა და სადაც კაცობრიობის მთელი ცოდვა, დანაშაული და მონანიება უნდა ჩაქსოვილიყო, ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფოდა…
“ჯოჯოხეთის კარიბჭის” პირველი ფიგურები დანტე ალიგიერის გავლენით გამოიკვეთა და სწორედ ამ ქმნილების გამო უწოდეს როდენს იმპრესიონისტი მოქანდაკე. ბევრმა, შეიძლება, არც იცის, რომ საქვეყნოდ ცნობილი “მოაზროვნე”, ეროტიზმით გამსჭვალული “კოცნა” და ტრაგიკული სულისკვეთების “ფრანჩესკა და პაოლო” სწორედ ამ ბარელიეფის ფრაგმენტებია. ხანდახან მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, ეს საოცარი ფიგურები საკუთარი თვალით იხილონ… ხელი შეახონ ვნებიან პოზაში გაქვავებულ წყვილს… “მარადიული გაზაფხულის” სრულყოფილებით დატკბნენ… “ადამი და ევა” ნახონ… თუმცა, როდენის ხელოვნება იმდენად სრულყოფილია, რომ მის აღქმას ხელს მანძილიც ვერ უშლის. უგოლინოს ტრაგედიას, რომელიც, შიმშილისგან გაგიჟებული, საკუთარი შვილების ცხედრებით იკვებებოდა, მნახველი შორიდანაც ეზიარება… “ის, ვინც ოდესღაც იყო მშვენიერი ოლმიერი” სიბერეშეპარული კურტიზანების სევდას გვაგრძნობინებს… დანტეს, ვიიონის და ბოდლერის შემოქმედებით შთაგონებული, ერთმანეთში გადახლართული ფიგურები ფანტასმაგორიულ სანახაობას ქმნიან… შემაძრწუნებელია პაოლოს სასოწარკვეთილი სახე, რომელიც ფრანჩესკას დაჭერას ცდილობს… გასაოცარი, თითქმის ცოცხალია დანაე… ერთმანეთშია ჩაწნული ნათელი და ბნელი, სიცოცხლე და სიკვდილი, სისასტიკე და სინანული… ეს მოჯადოვებული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია… ამ კარიბჭეს მართლაც მივყავართ იქით, სადაც იმედი მხოლოდ ფუჭი სიტყვაა და სხვა არაფერი…
ეს – სიკვდილის ზეობაა, რომელმაც შემოქმედს უკვდავება მოუტანა…
პიიირველი ვარ…: :დ::დ
LikeLike
გამახარე, მაცო :) მართლა მართლა :)
LikeLike
ეეეეელვისებურზე უფრო მეტი სისწრაფით ვეცი კლავიატურას.
ახლა საამაყო თემა მექნება. :D
LikeLike
და მე გამიხარდა ძალიან და კიდევ დიდი ხანი გამიხარდება :)
LikeLike
ვერ დაგპირდები, სულ პირველი ვიქნები-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ ნორმალურ კომენტარებს მაინც დაგიწერ ხოლმე. ^^
LikeLike
არანორმალური როდის რა დაგიწერია?
როცა არ უნდა შემოიარო, ყოველთვის ძალიან გამახარებ :)
LikeLike
რა ვიცი, შეიძლებოდა მეც დამეფიქსირებინა ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველობისკენ სწრაფვამ მძლია და.. :P :D
LikeLike
მაცო :) შენ ყველაფერს მშვენივრად აფიქსირებ :) და პირველი რომ მესტუმრე დღეს, მართლა განსაკუთრებით გამიხარდა :)
LikeLike
ნარცისიზმი გაქარწყლდა, თუ რაშია საქმე?
აქამდე მოვკვდებოდი საკუთარი თავის ქებით, მმ.. ^^
მიხარია, თუ ჩემმა სტუმრობამ გაგახარა.
ხშირად შემოვივლი ხოლმე. :*
LikeLike
მე მაცოობა მინდოდაო, ერთმა გოგომ რომ გითხრა, ხომ გახსოვს? :) :) :) ჰოდა, ნარცისობა და თავის ქება არ გჭირდება, სხვებიც მშვენივრად ახერხებენ :) და დამსახურებულადაც :)
LikeLike
რატომ უწოდეს ზუსტად არ ვიცი (მეთოდის გამო, ალბათ), თუმცა არსებობს გილბერტის “სამოთხის კარიბჭე”, რომელიც შთაგონების წყარო გახდა როდენისთვის : ) ნუ ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად იმოქმედა და გავლენა მოახდინა.
ვფიქრობ, გილბერტს ედრებოდა და ბუნებრივია, მხოლოდ როდენს (მისნაირი ბობოქარი ცხოვრებით) გამოუვიდოდა ასეთი ღირსეული ალტერნატივის შექმნა ^_^
LikeLike
რა თქმა უნდა, მანერის გამო, ქევან…
LikeLike
გილბერტი ნამდვილად არ გამიგონია, მაგრამ ლორენცო გიბერტის “სამოთხის კარიბჭე” არსებობს და, მიუხედავად უდავო რირსებებისა, როდენის შედევრთან შედარებით, ბევრად მოსაწყენი და მკაცრად გეომეტრიულია (imho)
LikeLike
უფ.. უუფფ
“რირსება”–ც არ არსებობს ასეთი სიტყვა… 0_o
რ–ს მაგივრად ალბაღ ღ უნდა დაგეწერა, ხო?
LikeLike
სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, ერთი ასო რა შუაშია… სავსებით შესაძლებლად ჩავთვალე, გილბერტი ჩემთვის უცნობი ხელოვანი ყოფილიყო და დავწერე კიდეც, არ გამიგონია–მეთქი.
LikeLike
სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, ერთი ასო რა შუაშია… სავსებით შესაძლებლად ჩავთვალე, გილბერტი ჩემთვის უცნობი ხელოვანი ყოფილიყო და დავწერე კიდეც, არ გამიგონია–მეთქი.
LikeLike
ერთი ასოსაც არ შეგარჩენენ :დ
LikeLike
მოლიკო, სიმართლე რომ გითხრა, მხოლოდ მაგ ფრაზის გამოც ღირს ცხოვრება. ^^
მიხარის, თუ კარგად ფიქრობ ჩემზე. ^^
<3
LikeLike
რასაც ვხედავ (ვკითხულობ) იმის მიხედვით ვფიქრობ და ვინც ის ფრაზა გითხრა, ათასჯერ უკეთესად გიცნობს და დასკვნები თავად გააკეთე… :)
LikeLike
არა, ვერ ვიტყვი, რომ კარგად მიცნობს, მხოლოდ რამდენიმე თვე გვქონდა კარგი ურიერთობა.
რამდენიმე თვე – ეს ნამდვილად არაფერია. ^^
როგორც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანები ვართ და ხშირად არა გონებით, არამედ გულით ვუდგებით სხვადასხვა თემებს. ^^
LikeLike
ესეც მართალია, მაცო…
LikeLike
მოლიკო, უკვე გვიანია. თან მეძინება. **
ისე ამ ოთხშაბათს პოლიმერებში ვიყავით, ხვალ კი ნატახტ(ა(?))რის ქარხანაში მივდივართ. ჭკუაზე არ ვარ.
დროებით, მოლიკო. :*
LikeLike
რა მაგარ რაღაცებს ნახულობ, მაცო :) ქარხანაში არ ვყოფილვარ არასოდეს, არადა კი მაინტერესებს :) კოკა-კოლას ან ნატახტრის ლიმონათის ქარხანა… ან შოკოლადის :)
ძილი ნებისა, მაცო :) დროებით :)
LikeLike
http://www.glitter-graphics.com
LikeLike
სმაილები :)
LikeLike
მოოლი, აი, ასე როგორ უნდა გავაკეთო კომენტარების სიტემა?
ჩემთან კალაპოტს სცდება ხოლმე ძალიან ბევრი კომენტარის ქვერეფლაი როდესაც არის.
და ესე როგორ გაქვს ხაზებით?
LikeLike
გვერდით მიდის, არა? :( ეს თემის ამბავი უნდა იყოს, მაცო… ჩემი თემა იტანს. რაოდენობა რომ შეამცირო?
LikeLike
თვალი ვერ მოვწყვიტე პოსტს. ყოჩაღ!
LikeLike
მადლობა, აქსიომა :)
LikeLike
ra gemrielad dawerili postia.mominda xelit shevxebodi rodenis qmnilebebs.
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
როდენი დევიდ უაისის ბიოგრაფიულმა რომანმა შემაყვარა (“შიშველი მოველ ამქვეყნად”)… იქამდე ცუდად ვიცნობდი მის ხელოვნებას და თურმე რამდენს ვკარგავდი… “ჯოჯოხეთის ბჭე” გენიალურია (რა ორიგინალური ვარ, არა? :D)
LikeLike
ორიგინალური არა, ძალიან გემოვნებიანი ხარ, მერი :)
LikeLike
მოლი,რა ტყულა ვამბობდი შევეცდები აღარ შემოვიდე მეთქი..:)
აი,არ ვიცი რა ვთქვა,ისე აღფრთოვანებული ვარ!!! პირველი აბზაცი რომ ჩავათავე, არ ვაზვიადებ , ჟრუანტელმა დამიარა:) ოღონდ მართლა..:)
ოგიუსტ როდენი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საყვარელი მოქანდაკე..
ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიკითხე იმხანად ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი უეისის ,,შიშველი მოველ ამქვეყნად” და იმდროინდელი შთაბეჭდილებები დღემდე მომყვაბა…შენმა პოსტმა კი თითქოს უფრო გამიცოცხლა პატარა გაუღიმარი ოგიუსტის ხატება,რომელიც ცხოვრებისეული წინააღმდეგობების მიუხედავად მტკიცედ,გაუტეხელად იდგა და შემოქმედის დაუდეგარი ჟინით საჭრეთელით ისეთ საოცრებებს ქმნიდა როგორიცაა ,,ჯოჯოხეთის კარიბჭე”,,,კალეს მოქალაქეები”, ,,ღვთის ხელი”, ,,დანაიდა”…მახსენდება რა პირობებში ქმნიდა ჰიუგოს პორტრეტს…განსაკუთრებით ,,ფიქრი” ,კამილა კლოდელს თითქოს სამუდამო სიცოცხლე მიანიჭა…
ვეღარ ვჩერდები:) :D დიდი მადლობა მოლი! ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნება მომანიჩე ამ დილით …
LikeLike
ეგ წიგნი მეც ძალიან პატარამ წავიკითხე, ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი და რა კარგია, რომ შენც მოგწონებია, რუსა :) ასე ნიჭიერად დაწერილი ბიოგრაფიული რომანი სხვა არ შემხვედრია :)
LikeLike
მადლობა, რუსა :) ასე დაკავებული ჩემი ბლოგისთვის რომ იცლი, ზუსტად ეს არის საუკეთესო და ყველაზე ნამდვილი კომპლიმენტი :)
კალეს მოქალაქეები და დანაე ცალკე თემაა… ორივე ძალიან ძალიან მომწონს (ვის არ მოეწონება, ორივე ხელშეუხებელი შედევრია) და აუცილებლად დავწერ მათზე. კალეს მოქალაქეების ისტორიაა ამაღელვებელი,. ლამაზი და ტრაგიკული.
LikeLike
მერის ვეთანხმები მართლაც ძალიან კარგად დაწერილი რომანია..
არაფრის მოლი, შენი ბლოგი მაიძულებს მოვიცალო :) ესაა საოცარი,ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას :) მადლობა :)
კარგად აღნიშნე,მართლაც ხელშეუხებელი შედევრია ორივე…
LikeLike
პირიქით, მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის, რუსა :)~
მერის იშვიათად დახვეწილი გემოვნება და ფანტასტიური ერუდიცია აქვს :) ბლოგზე რაც ჩანს, მეასედიც არ არის :)
LikeLike
შენს პოსტებზე ” მბურძგლავს: :)
LikeLike
უღრმესი მადლობა :)
LikeLike
molly rogorc yovelTvis saintereso xar.
LikeLike
დანკე
LikeLike
ძალიან მომწონს, უმშვენიერესი ქმნილებაა, მადლობა მოლი, გამომადგება ეს ნარკვევი :))
LikeLike
გამახარე :) ერთია, კარგად გიწერიაო, რომ შეგაქებენ (ძალიან მსიამოვნებს ესეც), თუმცა გამომადგებაო – განსაკუთრებით გამიხარდა :)
LikeLike
უი, სათაური შეგიცვლია…
კი გავოცდი, ვიფიქრე, როგორ მოასწრო ახალი პოსტის გამოცხობა–მეთქი :)
LikeLike
რაღაც სერიოზული სჭირს ჩემს ბლოგს :( ბოლოსწინა პოსტებს აჩვენებს ტოპ-ათეულში :( ადრე ბოლო პოსტებს აჩვენებდა.
ახალიც მაქვს აქვე :) და რა ლამაზი ავატარი ჰქონია თემიდას…
LikeLike
ალბათ ეგ ბოლოს წინა ნახეს უფრო ხშირად და იმიტომ? რა ვიცი…
ჰო, მეც მომწონს, ლამაზი თემიდაა :)
LikeLike
არა :( რაღაცაშია საქმე :( ან ვორდპრესმა გაჭედა, ან ჩემმა ბლოგმა :( ჯერ ვერ გავარკვიე…
მეც მომწონს :) თან ჩემი ავტოგრაფების კოლექციაში არ მაქვს…
LikeLike
inebeT :)
LikeLike
რა მაგრობააა :) მართლა ლამაზია :)
LikeLike
ოგიუსტ როდენი
ჩემი დიდი სიყვარული…
დევიდ უეისმა დაწერა მასზე ბიოგრაფიული წიგნი ,,შიშველი მოველ ამქვეყნად და შიშველივე მივიქცევი”. საოცარი წიგნია, როდენის ნამუშევრების ილუსტრაციებით გაფორმებული.
ამ წიგნმა გადამატანინა ერთი რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. საჭირო დროს წავიკითხე: )
რაინერ მარია რილკემაც დაწერა მასზე წიგნი.
,,მოაზროვნე”, ,,კალეს მოქალაქეები” , ,,კოცნა” ,,ჯოჯოხეთის კარიბჭე”, ,,ხელები” ნამდვილი შედევრებია. საუკეთესო მოქანდაკეა მსოფლიოში.
მომეწონა შენი პოსტი, ისეთივე ტრაგიკულია, როგორც თავად როდენის ცხოვრება იყო.
LikeLike
მადლობა, სალომეა :)
როდენის თითქმის ყველა ქმნილება რაღაცით არის გამორჩეული და განსაკუთრებული… “დანაე” ცოცხალია, მოაზროვნე – შთამბეჭდავი, “კალეს მოქალაქეებს” ულამაზესი და ტრაგიკული ისტორია აქვს…
მეც ძალიან მიყვარს როდენი.
LikeLike
დაგბურძგლავს, ისეთია
LikeLike