
თვენახევრის წინ, ბლოგოსფეროს აღიარებულმა ექსპერტმა და ფანტასტიკის დიდმა მოყვარულმა ლორდ ვეიდერმა შოტლანდიელი ლიტერატორის დეივიდ ფრინგლის მიერ შედგენილი ასი საუკეთესი Sci Fi ნაწარმოების სია გამოაქვეყნა და საკუთარი კომენტარებიც დაურთო.
მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს ფანტასტიკური ლიტერატურის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ კარგად მოეხსენებათ – ჟანრის გულმხურვალე თაყვანისმცემელი გახლავართ. ამას წინათ ქართული ფანტასტიკის პრობლემებზე ვწერდი. კომენტარების რაოდენობამ და შინაარსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველ მკითხველთა შორის Sci Fi და ფენტეზი ფრიად პოპულარულია. არც მაესტრო ფრინგლისთან გაჯიბრებას ვაპირებ და არც ფუნდამენტური მიმოხილვის დაწერა მიფიქრია, მაგრამ მინდა, ჩემს მკითხველს პირად იმპრესიებზე აგებული ფანტასტიკური (ყველა გაგებით) ტოპ-ოცეული შევთავაზო, რომელიც ასე გამოიყურება:
რეი ბრედბერი. “მარსის ქრონიკები”;
ჯონ ტოლკინი. “ბეჭდების მბრძანებელი”;
აიზეკ აზიმოვი. “მე, რობოტი”;
ურსულა ლე გუინი. “წყვდიადის მარცხენა ხელი”;
სტანისლავ ლემი. “სოლარისი”;
კლაივ სტეიპლ ლუისი. “ნარნიას ქრონიკები”;
რობერტ შეკლი. “აბსოლუტური იარაღი”;
ჯოან როულინგი. პოტერიადა;
არტურ კლარკი. “2001: კოსმოსური ოდისეა”;
როჯერ ზელაზნი. “ამბერის ქრონიკები”;
არკადი და ბორის სტრუგაცკები. “პიკნიკი გზის პირას”;
ტერი პრატჩეტი. “მაგიის ფერი”;
კლიფორდ საიმაკი. “ყველა სხეული ბალახია”
სერგეი ლუკიანენკო. “ღამის გუშაგი”;
ალფრედ ბესტერი. “გაქრობის ფენომენი”;
რობერტ ასპრინი. “მითები”;
პიერ ბული. “მაიმუნების პლანეტა”;
პოლ ანდერსონი. “ოპერაცია “ქაოსი”;
რობერტ ჰაინლაინი. “ორმაგი ვარსკვლავი”;
რობერტ სილვერბერგი. “მეფე გილგამეში”.

რიგითობა, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა, უბრალოდ, არ შემეძლო, სიის თავში რეი ბრედბერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები არ მომექცია. “მარსის ქრონიკები”, ჩემი მოკრძალებული აზრით, გაცილებით მეტია, ვიდრე თუნდაც საუკეთესო ფანტასტიკური რომანი… სამოცდაერთი წლის წინ დაწერილი წიგნი ახლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და პრობლემები, რომლებსაც ბრედბერის გმირები აწყდებიან, დღესაც აქტუალურია.
საბჭოთა პერიოდის ფანტასტიკურ ლიტერატურას ბევრი ზედმეტად იდეოლოგიზირებასა და სიუჟეტების სიმწირეში ადანაშაულებს. ბუნებრივია, იმ დროს ალექსანდრ ბელიაევის უსახური, წითლად შეფერილი კვაზი-ფანტასტიკური ნაწარმოებებიც იწერებოდა და სერგეი აბრამოვის უფერული და მოსაწყენი მოთხრობებიც; არც იმაზე ვდაობ, რომ სოციალისტური Sci Fi ამერიკული გაქანებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ძმები სტრუგაცკების რამდენიმე რომანი ჟანრის დასავლელი კლასიკოსების შედევრებს არაფრით ჩამოუვარდება.
მათ, ვინც ფანტასტიკას “არასერიოზულ” ლიტერატურად მიიჩნევს, შევახსენებ, რომ ანდრეი ტარკოვსკის ორი კინოშედევრი – “სტალკერი” და “სოლარისი” – ზუსტადაც რომ სტრუგაცკების და სტანისლავ ლემის რომანების მიხედვით არის შექმნილი; არა მგონია, მათ მხატვრულ ღირებულებას ვინმე ეჭვქვეშ აყენებდეს, ფრანსუა ტრიუფოს “ფარენჰეიტზე” და კლარკის “ოდისეის” კუბრიკისეულ ეკრანიზაციაზე აღარაფერს ვიტყვი – ხელშეუხებელი კინოკლასიკაა.
სერგეი ლუკიანენკოს “გუშაგების” სერია უპირველესად, იშვიათი დეტალიზაციით და ფენტეზი-სამყაროს დასრულებული გეომეტრიით იქცევს ყურადღებას, ამ ფონზე კი სერიის პირველი ორი წიგნის მიხედვით, მოდური რეჟისორის – თემურ ბეკმამბეტოვის გადაღებული ღრმად კომერციული ფილმები მხოლოდ დასანანი გაუგებრობა მგონია.
ჯოან როულინგის პოტერიადას, ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება. წიგნის უზომო პოპულარობას სკეპტიკოსები ეგზალტირებული თინეიჯერების ფაქტორით ხსნიან, მაგრამ რატომღაც ვერ ან არ ამჩნევენ, რომ პატარა, სათვალიანი ჯადოქრის ფანკლუბში ყოვლად ზრდასრული და მეტად გემოვნებიანი ადამიანებიც მრავლად მოიძებნებიან. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის მარადიულ თემაზე დაწერილი ეს საგა, სტეფანი მეიერის ვამპირული ეპოსისგან განსხვავებით, დროს გაუძლებს.
ტოლკინის ჯადოსნური სამყაროს მკვიდრთა შესახებ დღეს ყველამ ყველაფერი

იცის. თუმცა, გობლინებს, პირველად, სახელგანთქმულ ტრილოგიაში კი არა, კლიფორდ საიმაკთან გადავაწყდი. შეკლის მოთხრობებს, პრატჩეტის რომანებს და აპრინის ფენტეზი-ციკლს, რადიკალურად განსხვავებული ჟანრობრივი კუთვნილების მიუხედავად, საერთო შტრიხი – იშვიათი იუმორი აერთიანებს. ფენტეზის დედოფლად აღიარებული ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი” ჟანრის ორი უმაღლესი ჯილდოს – “ჰუგოს” და “ნებულას” პრემიების მფლობელია. ფრანგი ფანტასტის – პიერ ბულის “მაიმუნების პლანეტას” კი, სხვა ღირსებებთან ერთად, გამაოგნებელი ფინალი აქვს…
ფანტასტიკური ლიტერატურის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი”, სტანისლავ ლემის “მაგელანის ღრუბელი”, ძმები სტრუგაცების “ორშაბათი იწყება შაბათს”, “განწირული ქალაქი” და “ძნელია, იყო ღმერთი”, რობერტ სილვერბერგის და ჰარი ჰარისონის თრილერები, არტურ კლარკის მოთხრობები, ტოლკინის “სინმარილიონი” – როგორც ხედავთ, ჭეშმარიტად ღირებული ყველა წიგნისთვის ოცეული მეტისმეტად ცოტა აღმოჩნდა.
ჩემთვის, როგორც ფანტასტიკის დიდი მოყვარულისათვის, ეს თემა ამოუწურავია, თუმცა, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, აქ შევჩერდე და ჩემს მკითხველს მოვუსმინო. დარწმუნებული ვარ, სათქმელი ბევრი გექნებათ. პოსტს კი ჟანრის კლასიკოსის, სახელგანთქმულ “უტოპია 14”-ის ავტორის კურტ ვონეგუტის ფრაზით დავასრულებ: “ფანტასტიკა – ეს არის კომიქსი ნახატების გარეშე”.
41.709981
44.792998
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
ბრედბერი თავში მომეწონა <3 დღემდე ვერ გადამიწყვეტია ფარენჰეიტი უფრო მეტად მივყარს თუ მარსის ქრონიკები : ))
ახლა ლე გუინის The Dispossessed:-ს ვკითხულობ და აღფრთოვენებული ვარ *_* The Left Hand of Darkness-ის ყიდვასაც ვგეგმავ აუცილებლად :3
P.S. "სილმარილიონი" XD
LikeLike
წაკითხული:
ნანახი:
ველოდებით ქინდლს
LikeLike
ქინდლს მეც ველოდები…
LikeLike
+ როჯერ ზელაზნი. “ამბერის ქრონიკები”;
უფრო სწორად:
Nine Princes in Amber
The Guns of Avalon
Sign of the Unicorn
ჯერ.
LikeLike
ანუ ის, რაც ქართულად თარგმნა ლიგამუსმა.
LikeLike
ჩემთვის ‘ქრონიკებია” პირველი :)
კარგ რაღაცებს კითხულობ :აღტაცებულიმოლი:
LikeLike
ამათგან არ წამიკითხავს პიკნიკი, ლუკიანენკო, ასფრინი, გილგამეში… ანდერსონის ეგ ნაწარმოებიც არ მახსენდება. მაგიის ფერიც არ მაქვს წაკითხული.
ნარნია ნაწილი მაქვს წაკითხული.
გაქრობის ფენომენი კი არ მახსოვს რომელია… თუ ვარსკვლავია – მაშინ ვიცი, თუ არა – არ წამიკითხავს.
საიმაქის “ქალაქი” მირჩევნია… ჰაინლაინთან ძნელია თქმა – რომელსაც იმ მომენტში ვკითხულობს, ის მომწონს. :)
ოდისეა კი არ მიყვარს.
ნწუ… :)
LikeLike
ჰაინლაინთან შენ “puppet master” მოგწონს, ასე მახსოვს.
წავიკითხე, მაგრამ თუ თრილერზე მიდგა საქმე, ჰარისონის ფოლადის ვირთხა მირჩევნია…
საიმაკის თითქმის ყველაფერი მომწონს, მაგრამ ეს ყველას ჯობია, იმჰო, რა თქმა უნდა.
ბესტერი – პალატაში გამოკეტილი ხალხი წარსულში რომ დასეირნობს, ოღონდ – საკუთარი წარმოდგენით შექმნილ წარსულში…
ოდისეა რომ არ გიყვარს, ვიცი :)
და ისიც ვიცი, ექსპერტი რომ ხარ :)
LikeLike
ჰო…
ჰაინლაინი ჩემთვის ის მწერალია, რომელსაც არ აქვს იმ დონის შედევრები, რაც ბესთერს აქვს ან დიქს ან საიმაქს, სამაგიეროდ ჩავარდნებიც არ აქვს. სტაბილურად მაღალ დონეზე წერს და კარგად იკითხება… თუმცა მარიონეტები ერთ-ერთი პირველი იყო რაც მაგისი წავიკითხე და გამომყვა. :)
ფოლადის ვირთხის ციკლი არ წამიკითხავს. დავიწყე ადრე, მაგრამ რარაც არ წავიდა და თავი დავანებე.
LikeLike
შემთხვევით, რომელიღაც ჟურნალში გადავაწყდი ვირთხას და შენ წარმოიდგინე, უგემრიელესად წამოიღო :) არადა, თხემით ტერფამდე ექშენია, არც დახვეწილ ბრედბერის ჰგავს და არც ღრმად აკადემიურ კლარკს და აზიმოვს… მაგრამ მაინც მომეწონა :)
LikeLike
კარგი ”ოცი საუკეთესოა”, თუმცა მასში ძალიან მაკლია ჰერბერტის ”დიუნა” და ფრედერიკ პოლის ”ხიჩები”. მე ორივეს სიით პირველ ათეულში მოვახვედრებდი. ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს. ამას წინათ ვფიქრობდი, რა იქნება ”ხიჩები” რომ გადაიღონ-მეთქი. აი, ”დიუნას” ეკრანული ტრილოგიით აღფრთოვანებული არა ვარ, თუმცა, ზედმიწევნით ზუსტი ეკრანირებაა ორივე ვერსიაში. წიგნით მიღებულს სიამოვნებას იოტისოდენადაც ვერ შეედრება.
რა კარგია ფანტასტიკა/ფენტეზის რომ ამდენი დამფასებელი ჰყავს, არადა, ორიოდე თვის წინ გაზეთი ”24საათი” დარდობდა, ფენტეზის მცოდნე კაცი ვერ ვიპოვეთ, ინტერვიუ რომ ჩამოგვერთვაო. კარგად არ მოძებნეს. :)))
LikeLike
კარგად ვერ მოძებნეს :) ფანტასტიკა ჩვენთან ძალიან ბევრს უყვარს…
მე რაც წამიკითხავს და მომწონებია, იმის მიხედვით შევადგინე სია, ნატო :)
საერთოდ, ასეა… უიშვიათესი შემთხევაა, ფილმი წიგნის ტოლფასი რომ გამოდის.
LikeLike
ან ან ბრედბერისთან არ მუშაობს :)
მაგალითად ველდი არ არის მარსის ქრონიკების ნაწილი, მაგრამ სრულიად გენიალური მოთხრობაა.
კიდევ ბრედბერის აქვს არაჩვეულებრივი დეტექტივი – “სიკვდილი მარტოხელათა ბედია”, რომელიც ფანტასტიკა არაა. და სქოტ ჯოფლინის მუსიკითაა გაჟღენთილი. :) ძალიან მაგარი ნაწარმოებია.
აზიმოვსაც აქვს კლასიკური დეტექტივი დაწერილი, თუმცა ისე რა… ცუდი არაა, მაგრამ არც გადასარევია.
LikeLike
მაქვს შინ “სმერტ დელო ოდინიკიხ” – პირქუშია ძალიან. ან მე მომეჩვენა პირქუში.
“ქრონიკები” უპირობოდ პირველია.
LikeLike
კი პირქუშია. ყველა მარტოსულია მაგ რომანში. :)
მაგრამ ეგ წიგნი ჯოფლინის რეგთაიმების ფონზე უნდა წაიკითხო და გახალისდება :)
და როცა ფილიფ დიქი არ აქვს წაკითხული კიდევ უფრო მისალოცია…
LikeLike
დიკი მაქვს წაკითხული. ბევრი არა, რაღაცები. თბილისში თითქმის ყველაფერს იშოვნი, დიკის გარდა…
LikeLike
მოლი, თუ დიუნა და ხიჩები წასაკითხი გაქვს, რა ”მოსალოცი” ხარ. :) დიდი სიამოვნებით განვიცდიდი თავიდან მათი პირველი აღმოჩენის სიამოვნებას.
პ.ს.თუ მოინდონებ, ეს წიგნები მაქვს.
LikeLike
კი, აშკარად “მოსალოცი” ვარ :)
დიუნა მხოლოდ თამაში ვიცი. ისიც თვალის ერთი შევლებით…
მადლობა, ნატო :) ჯერ თავად მოვიძიებ და თუ ვერ ვიპოვნე, შეგაწუხებ :)
LikeLike
უი ისე ქალბატონი ნატოს პოსტი რომ დავინახე გამახსენდა და ბარემ დავწერ : ))
Tanith Lee-ს Tales From the Flat Earth დავამთავრე ახლახანს (<3) და მე4 წიგნში ფრთოსანი ლომი შემხვდა ^_^ გამიხარდა რაღაცნაირად XD ერთ-ერთი გამოცემის ყდაზეც ყოფილა… http://www.anime.ge/upload/images/Upload-1305838904-U325.jpg
ისე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფენტეზია, და საერთოდაც Tanith Lee ძალიან მიყვარს <3
LikeLike
ვირთხა ფორსაითის რომანის გმირიცაა. რომელსაც ქირაობენ რომ სერბი სამხედრო ჩამოიყვანოს ამერიკაში, რომელიც ეთნიკურ წმენდაშია ეჭვმიტანილი, CIA კი ხელს უშლის… ფინალი აქვს ძალიან მაგარი მაგ რომანს. “შურის მაძიებელი” ქვია.
LikeLike
აუჰ… არ ვიცი. ლიბ.რუ-ზე ოთხი ფორსაიტი იდო და ეს არ ყოფილა. ვეძებ სასწრაფოდ.
ვიპოვნე და გადმოვწერე კიდეც :) სენქს ე ლოთ!
LikeLike
ახალია შედარებით – ბინ ლადენზეა უკვე. მეც არ მქონდა წაკითხული, არც ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე უკვე ქინდლში. მაგისთვის სხვა ბიბლიოთეკებიდან ვქაჩავ ხოლმე…
სამწუხაროდ ყველაფერი წავიკითხე უკვე :(
LikeLike
ალდებარანზე იდო პატიოსნად. თან უფასოდ.
რა საშინელებაა, ყველაფერს რომ წაიკითხავ….
იულიან სემიონოვზე დამემართა ასე. ყველაფერი წავიკითხე, კარგიც და ცუდიც… და ახლა ხელახლა ვფურცლავ ხოლმე.
LikeLike
ნუ ცოცხალია ეგ კაცი და დაწერს კიდე რამეს. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაზე ველოდები :)
და კობრა ვერ ვნახე ჯერ – შარშანდელი რომანია, სადაც უკვე ობამა ფიგურირებს.
LikeLike
აი. ახლა ვკითხულობდი პირველ გვერდებს და ჯერჯერობით მშვენიერია – ოღონდ “ტურის დღეს” მაინც ვერაფერი აჯობებს.
ახალ ფორსაიტებს, იმედია, ქინდლში წავიკითხავ.
LikeLike
წამოვიდა უკვე? :)
LikeLike
ახლახანს მიიღო დაშიფრული შეტყობინება…
LikeLike
ლოლ…
არა, ქინდლი თუ წამოვიდა-თქო. თუ გეგმაშია ჯერ. :)
LikeLike
გეგმაშია, ოღონდ – უახლოესში. რაც მალე, მით უკეთესი…
LikeLike
Bookworm Elf სამწუხაროდ, საკითხავად დრო ბევრი არ მრჩება. Tanith Lee-ს Tales From the Flat Earth არ ვიცი. ასე ვინიშნავ-ხოლმე საინტერესოს და იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე წავიკითხავ. რაც შეეხება მფრინავ ლომს, იმედი მაქვს ტარუტოს ხედ არ გადაიქცა ბოლოს :)
LikeLike
ადრეც დავწერე სადღაც, აქვე, რომ ფანტასტიკა არ მიყვარს, მაგრამ პოსტს და კომენტარებს რომ გადავხედე, ეჭვი შემეპარა – მგონი, ბევრი მაქვს დაკარგული :)
LikeLike
დაკარგული ნაკლებად – უფრო მოსალოცად გაქვს საქმე :) წინ დიდი სიამოვნება გელის…
LikeLike
ნატალიას ვეთანხმები :) ჟანრის ასეთი მოყვარულების ფონზე მეც დავეჭვდი – ვაითუ, დიდ სიამოვნებას ვაკლებ საკუთარ თავს? თუმცა, პოტერიადა ჩემი უსაყვარლესი წიგნების სიაშია და “ბეჭდების მბრძანებელიც” ძალიან მომწონს.
LikeLike
ჩემი არ გჯერა და ამ ხალხს მაინც დაუჯერე :)
LikeLike
ეს ჟანრი (მიმართულებები) რომ არ ყოფილიყო, წიგნის კითხვას საერთოდ არ დავიწყებდი. “ბეჭდების მბრძანებელი” ჩემი ბიბლიაა )))
LikeLike
ჯეოპარდის ბოლო პაკეტი ნახე?
LikeLike
“ბეჭდების მბრძანებელზე” რომ იყო?! კი, როგორ არა და სამსახურშიც წავაკითხე მცოდნეებს. მაგრად გაასწორა, საკაიფო იყო )))
LikeLike
დანქე! შენი კომენტარი და ლაიკი მოვისაკლისე და ჩავთვალე, რომ გამოგრჩა.
ფესტივალი ჩავამთავროთ და დანარჩენი ორი წიგნის მიხედვითაც დავწერ.
LikeLike
მასეთი რამეების გამოტოვება ნამდვილად უპატიებელი შეცდომაა. ლაიქი კი ნამდვილად დამავიწყდა, გადარეული კვირა იყო და გამოვასწორებ მაგ შეცდომას )))
LikeLike
არადა, რომ იცოდე, როგორ უხდება პოსტს შენი ფერადი ავატარი…. :)
LikeLike
რა მშვენიალური პოსტია, ინფორმატიული…
სულ არ მჭირდება წიგნების წაკითხვა :P
LikeLike
პირიქით :) ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ რომელიმე წიგნს თუ გადმოიღებ თაროდან, ჩავთვლი, რომ მიზანი მიღწეულია :)
დანკე :)
LikeLike
რა ვიცი, იქნება ბრედბერისკენ გამექცეს ხელი… საცდელად :)
LikeLike
ცადე :) არ ინანებ :)
LikeLike
ველდი ნახე. ძაან მაგარია, თან კოსმოსური ფრენები და ეგეთი რამეები არაა, რაც შეიძლება არ გევასებოდეს მაინცადამაინც.
LikeLike
ჩემ sci-fi ლოგზე უნდა დავდო მაგ ჟანრის ყველაზე ეპოქალური ნაწარმოებების მოკლე შინაარსი :) დაახლოებით 1-2 გვერში რომ ჩაეტიოს ყველა :)
LikeLike
რისთვის? :) პოპულარული კლასიკის საი ფი ვარიანტს აკეთებ? :)
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)
შენი sci-fi ლოგის ლინკი მინდა…
LikeLike
წინა კაცი უკანის ხიდიაო – ხომ გაგიგონია.
წაიკითხე რაღაც – მოუყევი სხვას და ორივეს წაკითხული გექნებათ. :)
LikeLike
ესეც მართალია :) ბლოგის ლინკი? თუ კონფიდენციალურია?
LikeLike
http://planetkorriban.wordpress.com
LikeLike
Vielen Dank!
LikeLike
ძალიან სასიამოვნო პოსტია. :)
ნატოს დავეთანხმები და დიუნას მოვისკალისებდი მეც. ფაქტობრივად ბიბლიაა ჯანრის.
იმავე საიმაკსაც, რომელიც ჩემი აზრით გამორჩეულად წერს. მსგავსად იდეალური შერწყმა ფანტასტიკის და ფენტეზის ერთ წიგნში იშვიათად მინახავს. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება.
სხვა მხრივ სია იდეალურია, ყველა ის ნაწარმოები ვიხილე რომელთაც ველოდი სათაურის წაკითხვის შემდეგ. :) განსაკუთრებით პრეტჩეტის და ტოლკინის დანახვამ გამახარა. :)
პ.ს. თუ არ მიწყენთ ერთ რჩევას მოგცემთ: თუ ფენტეზი გიყვართ აუცილებლად წაიკითხეთ ჯორჯ მარტინი და ანჯეი საპკოვსკი. ამ ორმა ადამიანმა ჯანრი ახალ საფეხურზე აიყვანა ჩემი აზრით. :)
LikeLike
მადლობა :)
“დიუნას”, მარტინს და საპკოვსკის აუცილებლად მოვიძიებ. მონიტორიდან კითხვა მაინცდამაინც არ მეხერხება, ჩემთვის ცნობილ მაღაზიებში კი ამ ავტორებს არ შევხვდერივარ. რაღაცას მოვახერხებ…
საიმაკი არის სიაში. “გობლინების ნაკრძალიდან” დაწყებული, თითქმის ყველაფერი მომწონს.
LikeLike
როგორც კი განვაახლებთ(ექსლიბრისი) რუსული წიგნების შემოტანას, პირველ რიგში ვითჩერის საგას ჩამოვიტანთ რუსულად. :)
LikeLike
იქნებ საიეს ფიქშენზეც გეფიქრათ…
LikeLike
ახლა მარტინისა და საპკოვსკის სახსენებლად შემოვედი, ბორგეზმა დამასწრო:)
არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებით, თუ აქ სტივენ კინგის ”ბნელ კოშკს” მივამატებ. რადგან ერთდროულად ყველა ჟანრს ეკუთვნის, ჩემი აზრით. დიდებული რომაა, ეს კი ფაქტია.
LikeLike
მე კინგი არ მომწონს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია და ალბათ, ნებისმიერ ტოპ-სიაში ეკუთვნის ადგილი,მაგრამ აქ – არა.
LikeLike
”ბნელი კოშკი” კინგის სრულიად ”სხვანაირი” ნაწარმოებია. ამ წიგნმა გამაოცა. რომ არ იცოდე მისი დაწერილი რომაა, ვერც კი წარმოიდგენ.
LikeLike
ფანტასტიკა, ვესტერნი, ფენტეზი და ჰორორი… ანოტაცია წავიკითხე და დამაინტერესა, ნატო :)
LikeLike
ჩემდა სამარცხვინოდ ამ ჩემონათვალიდან მარტო პოტერიადა მაქვს წაკითხული..ისიც ადრე,მაშინ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი , მაგრამ ახლა აღარ მომწონს…ეტყობა ეს ჟანრი ჩემში არ ზის..ახლა თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს,თორემ გავეცნობოდი… ,,მარსის ქრონიკებს ”და ,,ბეჭდების მბრძანებელს ”მაინც…დამაინტერესე შენ :)
LikeLike
მშვენიერია :) ამ პოსტის მიზანიც ეს იყო… თან, მხოლოდ საკუთარი იმპრესიების მიხედვით დავწერე. სულაც არ არის აუცილებელი, ფანტასტიკის გაცნობა მაინცდამაინც ამ ოცეულით დაიწყო. კარგ წიგნებს რა გამოლევს :)
მადლობა შეფასებისთვის :)
LikeLike
რახან ასეთი ლიკბეზია, მაშინ მეც დავამატებ.
პირველ ყოვლისა ფილიფ დიქი – მისი ერთი 10 რომანი მაინც შეიძლება თავისუფლად დაემატოს ფანტასტიკის შედევრებს.
და ვერნორ ვინჯის “ცეცხლი უბსკრულის თავზე”.
მოლი ბლუმი
ჰოდა, ყველამ რომ თითო რამე დაამატოს, იმდენი დაგიგროვდება წასაკითხი, რომ მაგ ფასად 3 ქინდლი მოგივა. :)
LikeLike
დიკს ვკითხულობ…. მაღაზიაში ისეთი რამ ვნახო, რაც მაინტერესებს და ფასს ვინ უყურებს :) პარნასში ჰქონდათ პოკეტბუკები და აღარ აქვთ და ახალ პარტიას როდის შემოიტანენ, ღმერთმა იცის.
და სხვაგან ფანტასტიკა არ მინახავს მე.
LikeLike
რას?
მაღაზიაში იყიდე თუ ინტერნეტიდან?
LikeLike
მზის ლატარეა, ვულკანის ურო, მოთხრობები…
ლიბ.რუ-ზე ვკითხულობდი. დიკი მაღაზიაში არ მინახავს.
LikeLike
UBIK – ესაა ძალიან მაგარი… ნუ მაგას ბევრი აქვს მაგარი, მაგრამ ეს ძალიან ექსპერიმენტულია და არაჩვეულებრივი.
LikeLike
უბიკი არ წამიკითხავს…
LikeLike
ლატარეა არ წამიკითხავს. ვულკანი კი… ცუდი არაა. დეტექტივის ელემენტებით.
თუმცა სხვები უფრო კარგი აქვს.
LikeLike
შენ დაგეჯერება, მაესტრო :)
LikeLike
ისე, უფრო ცნობილი და გვიანდელი ნაწარმოებებით ჯობს დაწყება. ადრეული დიქი ჯერ ისეთი დონე არაა, თან ტექნიკურადაც ბევრი რამე მოძველებულია… ჰოდა, გული არ აგიცრუვდეს :)
მართლა შედევრებს რომ წაიკითხავ და უკვე იცი, რა მაგარია – მერე შეიძლება ძველებსაც გადახედა, ინტერესის გულისთვის.
LikeLike
სწორი სტრატეგიაა – სტრუგაცკებთანაც კლასიკით დავიწყე და “სტაჟორების” მსგავს რაღაცებზე მერე გადავედი.
LikeLike
ივნისში იქნება ახალი პარტია ^^ ფანტასტიკაც იქნება
LikeLike
მაგრობაა :) გამახარე :)
LikeLike
ამხელა ჩამონათვალიდან მხოლოდ ხუთი ც ა ლ ი?! :( წავედი მე, სამარცხვინოდ თავჩაქინდრულმა დავტოვე ეს ბლოგი…
LikeLike
პირიქით :) “მოსალოცი” ყოფილხარ :) რამხელა სიამოვნება გელოდება წინ :)
LikeLike
ხვალ “მარსის ქრონიკები” მოაქვთ ჩემთვის. ფანტასტიკის კითხვას ვიწყებ.
LikeLike
აღსანიშნავი მოვლენაა :) :) როგორ მოხდა, Sci Fi-თ რომ დაინტერესდი? :) :) :)
LikeLike
ბევრი წაკითხული მაქვს, ბევრსაც წავიკითხავ. მადლობა, რჩევისათვის <3
LikeLike
მიხარია, რომ მოგეწონა, დია :)
LikeLike
რობერტ შეკლი. “აბსოლუტური იარაღი”;
ახლახანს გამოვიდა :)
LikeLike
ქართული თარგმანი გამოვიდა ახლახანს და არაფრად ვარგა :(
LikeLike
მე სხვა მოთხრობები უფრო მომეწონა :)
LikeLike
აბსოლუტური იარაღი ძალიან კარგია. რძის ფურგონის რეისიც, კოე ჩტო ზადარომ, გუშაგი ჩიტებიც და საერთოდ, შეკლის ცუდი მოთხრობა არ მახსენდება – ქართული თარგმანია საშინლად უხარისხო. პირველი მოთხრობის პირველივე აბზაციდან ეტყობა.
LikeLike
ეს ეხლა რაც გამოვიდა პირველადაა ქართულად?
LikeLike
მე წიგნად ქართული შეკლი არსად შემხვედრია და… შესაძლოა, ვცდები.
LikeLike
ამ პოსტს კი უკვე ვეღარ გავცდი კომენტარის გარეშე :) მესამედი ძლივს მაქვს წაკითხული შენი სიიდან მოლი, რა საშინელებაა ღმერთო!!! :) გამუდმებით წიგნების სიმცირეს განვიცდი ჩემს გარშემო :) ამის გამო სამ უცხო ენას ვსწავლობ, იქნებ მერე ორიგინალში ან თარგმანებში მაინც ვიშოვო და წავიკითხო!!! ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა!!!
პ.ს. მომიტევეთ, ცოტა გავცხარდი :)
LikeLike
მესამედი ცოტა არ არის :) და ამ სიის დიდი უმრავლესობა, რუსულადაც მოიპოვება ელექტრონულ ბიბლიოთეკებში. თუმცა, ორიგინალში (ინგლისურად ანუ) ჯობია ნამდვილად. თითქმის ყველა მაქვს ინგლისურად წაკითხული და განსხვავება აშკარაა.
შენი სამი უცხო ენით კიდევ უფრო მეტს წაიკითხავ.
LikeLike
რუსული უკვე აღარაა ჩემთვის პრობლემა, კიდევ კარგი. ამ მხრივ ცოტა გზა ხსნილი მაქვს. :) მოკლედ რაა, საკუთარ თავს თავად თუ არ მიხედე…. :) მე თავად ვიქნები მთარგმნელი!!! :)
LikeLike
ჩვენც წაგვაკითხე მერე :)
LikeLike
:D აუცილებლად, ხუმრობა იქით და ჩემი ოცნებაა რაც შეიძლება ბევრი წიგნი ვთარგმნო :)
LikeLike
სულაც არ ვხუმრობ :) მშვენიერი ოცნება გქონია.
LikeLike
მადლობა :) წარმატებებს მე თვითონ ვისურვებ და გავეხეტები კიდეც ბლოგიდან :)
LikeLike
შენ თვითონ რატომ? ჩვენ გისურვებთ. მთელი სულით და გულით. ძალიან კარგი გეგმები გაქვს და იმიტომ.
და არც გახეტებაა საჭირო :) პირიქით :) ასეთ სტუმრებს აქ ყოველთვის სიხარულით ხვდებიან.
LikeLike
451 farenheits exla vkitxulob da dzalian momwons !
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო ბრედბერია
LikeLike
საიმაკის “გობლინთა ნაკრძალი” არც ისე ცუდაადაა ნათარგმნი
LikeLike
მე მაინც არ მომეწონა :( რუსული გამოცემა მაქვს შინ და ჩვენი აშკარად აგებს.
LikeLike
:(
LikeLike
ეგ არაფერი… ჩვენთანაც მოვა ფანტასტიკის ხარისხიანი თარგმანის დრო.
LikeLike
ლუკიანენკოს “ღამის გუშაგმა დამაინტერესა” წაკითხული გექნება? ქართულად მარტო იოტა რიდერზე ყოფილა :(
LikeLike
მარტო ღამის გუშაგი არა, “გუშაგების” ციკლის ექვსივე ნაწილი ძალიან მომწონს. ბოლო ორი “ქინდლის” წყალობით წავიკითხე, ქართულად მხოლოდ იოტასთვის არსებობს, ვიცი. საუკეთესო თანამედროვე ციკლია ამ ჟანრში და ძალიან ცუდია, რომ არ თარგმნიან.
LikeLike
ნეტა წიგნად გამოსცენ :))
LikeLike
იმედი ვიქონიოთ. ქართული თარგმანი მეც მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ შინ ორიგინალი მაქვს.
LikeLike
ეს ახალი გამომცემლობა alliance publishing რაღაც მომწონს უბრალოდ ჯერ ცოტა წიგნი აქვთ გადათარგმნილი ! დაველოდოთ იქნებ კარგი წიგნები თარგმნონ ჯერ მარტო უმეტესობა რა გამოსცეს ფანტასტიკური ჟანრისაა
http://www.facebook.com/pages/Alliance-Publishing/139036679459339
LikeLike
არც ისე ახალია. კლარკიც მაგათ გამოსცეს თავის დროზე და საიმაკიც.
LikeLike