დღეს კვლავ ოთხშაბათია, ანუ ტრადიციული ინტელექტუალური მარათონის დღე. კარგა ხანია, ვაპირებ, რომ Jeopardy!-ის რომელიმე პაკეტი ერთ კონკრეტულ ნაწარმოებს მივუძღვნა და, როგორც იქნა, ამის დროც დადგა – მოლი ბლუმის ბლოგზე ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ბენეფისია.
ფენტეზის მოყვარულებს შორის ფრიად პოპულარული ეს ნაწარმოები ჩინებულად თარგმნა ნიკა სამუშიამ, ხოლო ქარჩხაძის გამომცემლობამ სამივე ტომი ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადა, ამიტომ, ვფიქრობ, პასუხების გაცემა არ გაგიჭირდებათ. იმასაც დავამატებ, რომ ტრილოგიის თითოეულ ნაწილს ცალკე პაკეტი დაეთმობა, ხოლო პერსონაჟებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელები ქართული თარგმანიდან იქნება აღებული. მაშ, ასე, ფენტეზის თაყვანისმცემლებო,
Good luck!
1. სწორედ ამდენი ჯადოსნური ბეჭედი ერგოთ თავდაპირველად ჯუჯებს;
2. ასე მოიხსენიებენ ჰობიტები ადამიანებს;
3. ამ დღეს დაიბადნენ ბილბო და ფროდო აბგელები;
4. ეს სახელი ერქვა ძველისძველი ტყის გულკეთილ და უცნაურ ბატონს;
5. ბილბო აბგელი ამ “მრგვალი” იუბილეს აღსანიშნავი წვეულებიდან გაუჩინარდა;
6. ამ ფუნდუკში შეხვდა ფროდო პირველად არაგორნს;
7. ოდესღაც გოლლუმს სწორედ ასე ეძახდნენ;
8. ეს უდიადესი ჯადოქარი და თეთრთა საბჭოს თავკაცი ამპარტავნობამ ბოროტების მსახურად აქცია;
9. ამ ენაზე იყო შესრულებული ცნობილი წარწერა ძალაუფლების ბეჭედზე, ელფური ასოებით;
10. ამ მდინარეში თევზაობისას იპოვნა დეაგოლმა ძალაუფლების ბეჭედი;
11. მას ელფებმა “დუნ-ადან” – “ადამიანი დასავლეთიდან” შეარქვეს;
12. “ბეჭდის საძმოს” ეს წევრი ელრონდის საბჭოს მონაწილე და გონდორის მმართველის შვილი იყო;
13. ხიფათით სავსე მოგზაურობაში ფროდოს, ერთგულ სემ გემჯისთან ერთად, ეს ორი უახლოესი მეგობარი გაჰყვა;
14. სწორედ ამ არსებასთან ბრძოლის შემდეგ გაუჩინარდა გენდალფი მორიის უფსკრულში;
15. “ბეჭდის საძმოს” წევრის – ელფი ლეგოლასის საყვარელი იარაღი მშვილდ-ისარი იყო, ჯუჯა გიმლისა კი ….
წაკითხული არ მაქვს, ფილმი ნანახი არ მაქვს :)
:პოპკორნი:
:)
LikeLike
მეც მინდა პოპკორნი :) არ გიყვარს შენ ფენტეზი, თამარა…
LikeLike
ამიტომაც დავჯდები და გიყურებთ :)
LikeLike
:პოპკორნი: – ეს მომეწონა :)
LikeLike
1. 9
2. დიდი ერის წარმომადგენლები(?)
3.
4. ტომ ბომბადილი
5.
6. ”ყალყზე შემდგარი პონი”
7. სმეაგოლი
8. სარუმანი
9.
10. ანდუინი
11. ელენდილი (?)
12. ბორომირი
13. მერი და პიპინი
14. მორიის ცეცხლოვანი ურჩხული (არ მახსოვს, რა ერქვა :დ)
15. ნაჯახი
LikeLike
მადლობა, რომ თამაშისთვის მოიცალე, ჯიჯღინა :) თან თუ არ ვცდები, დებიუტანტი ხარ.
შენს პასუხებს ხვალ გვიან საღამომდე დავმალავ…
LikeLike
აია, აქ ყოფილხარ :) :) სალამი :)
LikeLike
აიაც აქ ყოფილა :) სალამი :) :)
LikeLike
აია? ახალი მკითხველია და არ ვიცნობ?
LikeLike
აია დადებს 15-ვე სწორ პასუხს :) ეჭვგარეშე :)
LikeLike
სორრი მოდერაციისთვის. ჯეოპარდის დღეა და პასუხები რომ არ გამეპაროს, ჩართული მაქვს…
სხვა დროს ბევრად კომფორტულია აქაურობა :)
LikeLike
კი, პირველად ვპასუხობ :) აბა, ველი ხვალინდელ საღამოს
LikeLike
ვერი ნაის :)
LikeLike
ფილმი კი მაქვს ნანახი, მაგრამ…. :S:S
LikeLike
ხვალ, ღამის თორმეტამდე, დროა…
LikeLike
აააააააააააააააააააააააააააააააააა. ჩემი უსაყვარლესი ჰობიტები და იმ სამყაროზე ვგიჟდები..ვა ფრენ.. ჩემი უსაყვრლესი წიგნებიაა <3 <3 აუუუუ აიი როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი <3 <3 ახლა თავი არ მიაზროვნებს, და დილით აუცილებლად ვუპასუხებ ყველაფერს…. უუუუ :* ჩასაყლაპი მოლიიიიი <3 <3
LikeLike
არ ვიცოდი :) თორემ აქამდე დავწერდი :) სენქს ე ლოთ :)
LikeLike
1) შვიდი
2) თუ არ ვცდები დიდი ხალხი (არ მახსოვს ზუსტად)
3) არ მახსოვს :ს
4) ტომ ბომბადილო
5) 111-ე დაბ დღე
6) ყალყზე შემდგარი პონი
7) სმეაგოლ
8) სარუმანი
9) შავი ენა (black speech)
10) აუფ.. ეგ მართლა არ მახსოვს
11) ელესარი, იგივე არაგორნი
12)ბორომირი
13)მერიადოკი და პრეგრინი
14)ბალროგი
15) საბრძოლო ნაჯახი
LikeLike
შენს პასუხებსაც ხვალამდე თვალს მოვარიდებ, ორლანდო.
მადლობა თამაშისთვის :)
LikeLike
ტოლკინი, რომ ვნახე არც დავფიქრებულვარ ისე მოვიცალე… :დ ტოლკინუტები ასეთები ვართ :დ
LikeLike
ჰოო… სასიამოვნოა :) მეც რაღაც მსგავი გახლავართ….
ადრე, მახსოვს, იყო ქართული რესურსი ტოლკინისტებისთვის და მერე აღარც შემხვედრია.
LikeLike
tolkien.ge ახლაც არის საიტი :) ფორუმი დაიხურა უბრალოდ და მხოლოდ ინფორმაციულია :)
LikeLike
მეც ეს მახსოვდა :) შევივლი ხვალვე და დავაფავორიტებ. მადლობა :)
LikeLike
1) 7;
2) Man folk? ქართულ თარგმანში არ ვიცი რა ტერმინით აღინიშნება…
3) 22 სექტემბერი
4) ტომ ბომბადილი;
5) 111 წელი შეუსრულდა და ფროდოს 44 და სულ 155 სტუმარი ჰყავდათ დაპატიჟებული;
6) Prancing pony;
7) სმიგოლი;
8) მორდორის ენაზე;
9) საურონი;
10) ანდუინი;
11) არაგორნი, იგივე Strider… Eliasar და კიდევ ბევრი სახელი ჰქონდა.
12) ბორომირი;
13) მერი და პიპინი;
14) ბელროგი/ბალროგი – Again, არ ვიცი ქართულად როგორ თარგმნეს;
15) ნაჯახი.
LikeLike
ჩემი საყვარელი წიგნი :) ჩემი საყვარელი გმირები (განსაკუთრებით არაგორნი) :)
მომიტევეთ ქართულ–რუსული პასუხებისთვუის, უბრალოდ პირველად რუსულად წავიკითხე :)
1. შვიდი
2. რუსულად წავიკითხე და громадин მახსოვს :)
3. 22 სექტემბერი
4. ფანგორნი
5. 111 წელი
6. резвый пони – ისევ რუსულად წაკითხვის გამო..
7. Смеагол
8. სარუმანი
9. მორდორის ენაზე
10. ანდუინი
11. არაგორნი (h)
12. ბორომირი
13. პიპინი და მერიადოკი :)
14. ბარლოგი
15. სეკირა :)
LikeLike
საუკუნეა, არ გითამაშია, ლიბიკა :)
ველქამ ბექ :)
LikeLike
საუკუნეა დრო არ მქონია :( და არხც ახლა მაქვს, ჯასთ ამას ვერ გამოვტოვებდი :) ჩემი ოლ თაიმ ტოპ 1 ნაწარმოებია :)
LikeLike
ჩემს ტოპ-ათეულში ნამდვილად შედის. და ფენტეზიში უპირობოდ პირველია…
ფესტივალი…. სამაგიეროდ, კარგი იქნება :)
LikeLike
ფესტივალი… იმედია :) რაც ნაკლები დრო რჩება, მით უფრო ვღელავ…
LikeLike
სალამი, ნინო :) მიხარია, რომ შენც გყვარებია ეს ნაწარმოები.
LikeLike
აჰა… აიაც ვიპოვნეთ… დღეს, თუ არ ვცდები, პირველად მყავს სტუმრად… და მომიტევეთ, არ ვიცოდი :)
LikeLike
საბოდიშო არაფერია, მე მგონი :დ
ნინო, მადლობა :)
LikeLike
შენც მადლობა :)
LikeLike
ძალიან მიყვარს, აია :) და ვიცოდი რომ აუცილებალდ გეყვარენოდა შენც :)
LikeLike
”აია დადებს 15-ვე სწორ პასუხს :) ეჭვგარეშე”
უი, ეს ახლა ვნახე. 15-ვე სწორი არ მაქვს ნამდვილად, რამდენიმე გამოვტოვე კიდეც :)
LikeLike
ხვალის 11-მდე დიდი დროა… თუ რამე მოგაფიქრდა, დაამატე :)
LikeLike
მმmm…. მაგარი იყო… <3 ფრიად კმაყოფილი დავრჩი საკუთარი თავით. <3
LikeLike
მთავარი ეს არის, დია:) მთავარია, რომ მოგეწონა და იხალისე :)
LikeLike
ხო, რა თქმა უნდა!
LikeLike
მაგას რა ჯობია…
LikeLike
ბედნიერი იყოს ჩემი თითი ამ ბლოგზე ;)
უძილობას, რა ვუთხარი, თორე ახლა რაღაცა უშინაარსო არ უნდა მესიზმრებოდეს მეე?! :( მიყვარს მე ტოლკინი, აგერ ბატონო, რავარც ვაფასებ მე მაგ კაცს :)
1. შვიდი 2. მომკალი და არ მახსოვს, ეს ‘ჰობიტში’ არ იყო? ან რა აზრი აქ არ მახსოვს :( 3. 22 სექტემბერი; 4. ტომ ბომბადილი; 5. ბილბოს 111 და ფროდოს 33 წლის აღსანიშნავი იუბილე; 6. რაღაცნაირი (მგონი მოცეკვავე) პონი… აღარც ეს მახსოვს:( 7. სმეაგოლი; 8. სარუმანი; 9. მორდორულად :) 10. ნინგლორში; 11. არაგორნი; 12. ბორომირი; 13. მერიადოკ/მერი და პერეგრინი/პიპინი; 14. ბალროგი; 15. ნაჯახი… რაღაც ვერ ვაფასებ მგონი მაგ კაცს სათანადოდ :(
LikeLike
მადლობა, რომ მოიცალე საღამაშოდ, ანდროიდ…
შენს ბლოგს აქამდე არ ვიცნობდი, დღეს დავათვალიერე და ერთადერთი ნაკლი აღმოვაჩინე – ვორდპრესზე არ არის :( თორემ ასეთი საინტერესო ახალი ბლოგი საუკუნეა, არ მინახავს…
LikeLike
უფ, შენ რა გითხარი მე ;) საინტერესო ბლოგის სტატუსში, ნამდვილად ვერ შეგეცილები:)
მადლობა შენ, საინტერესო თავშესაქცევის და კომპლიმენტისთვის :)
LikeLike
ნამდვილად ასეა… ბლოგერი ვარ ახალბედა, თორემ მკითხველის ამპლუაში წლებია, ვმოღვაწეობ :) და საინტერესო ბლოგების გამოცნობა არ მეშლება :)
მადლობა :) და ისიც მითხარი, ბათუმს ახსენებ ხშირად და ბათუმელი ხარ?
LikeLike
კაი მაშინ:) გამიხარდი მე შენ :*
ხოდა იმას ვამბობდი რო.. კი მოლი, ბათუმელი ვარ თქო :)
LikeLike
არ არსებობს ქალაქი, რომელიც ბათუმზე მეტად მეყვარება…
LikeLike
აუფ მოლი ეს კი ძალიან კარგი მაგრამ პოტერზე როდის დადება ჰა?
15ვეს გავცემ პასუხს :) <3
ახლა კი,არც წიგნი წამიკითხავს, არც ფილმი მინახავს :|
LikeLike
პოტერის დროც მოვა… თან აუცილებლად.
პოტერზე შვიდი დამოუკიდებელი პაკეტი უნდა გავაკეთო :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, მოლი :) სამწუხაროდ, ფენტეზი არ არის ჩემი საყვარელი ჟანრი, მაგრამ ტოლკინი წაკითხული მაქვს და მაინც ვეცდები, ვითამაშო, ვნახოთ, რა გამომივა…
LikeLike
შენ დეტექტივები გირჩევნია, ვიცი :)
დილა მშვიდობისა, მერი :)
LikeLike
არა მარტო დეტექტივები :) აი, პოტერიადა რომ დაიწყება შენს ბლოგზე, პირველობას ვერავის დავუთმობ :) 7 პაკეტი პოტერზე – C’est une belle idée :)
LikeLike
მინი ტურნირი უნდა ჩავატარო – შვიდი ტური, შვიდი გამარჯვებული და საერთო შედეგების მიხედვით ერთი საუკეთესო სუპერპოტერომანი :)
LikeLike
მე, მე მინდა ეგ ტიტულიიიიიიიიიიიი :)
LikeLike
აბა, ვის უნდა სუპერპოტერომანის ტიტული? ანონიმური აქაუნთია და…
LikeLike
ჩემი ლაიქიც.. ძალიან კარგი თემაა. მე ვერ დავამთავრე ბოლომდე წიგნი, ცოტა გარემო მინდოდა ამისთვის, ხოდა ამას მე ვინ მომაშავებდა :დ
დუნ ადან – ეს კარგი პერსონაჟია :უსერ: თუმცა მე ყოველთვის სემი და ფროდო მომწონდა
ვაიმე, ეხლა შევამჩნიე.. ფროდო აბგელი? ჰაჰაააჰ, რა თარგმანია, მომწონს, მგონი რუსებიც თარგმნიან .. ეს ტოლკიენის მოთხოვნა იყო ნეტა?
LikeLike
კვირაში ერთხელ კონფერენციები გაქვს, ქევან და როგორ მოიცლიდი? :)
ჩემი ფავორიტი გიმლია :) და ფროდოს ორი ჰობიტი ძმაკაცი :)
ტოლკიენმა მტერს თხოვა აწი რამე, მაგრამ რუსებიც თარგმნიან, კი. უფრო სწორად, ორი ვარიანტია მანდ – ერთი, ჩვეულებრივად, ბეგგინსია და მეორე – თარგმნილი – ტორბინსი.
უძალიანმაგრესი ქართული თარგმანი გვაქვს. თან, სამივე ნიკა სამუშიას ნათარგმნია და ერთიანი სტილიც შენარჩულებულია.
LikeLike
1. შვიდი;
2. :(
3. 22 სექტემბერი;
4. ტომ ბომბადილი;
5. 111, თუ სწორად მახსოვს;
6. :(
7. სმეაგოლი;
8. სარუმანი;
9. მორდორის ენაზე;
10. :(
11. არაგორნი;
12. ბორომირი;
13. პიპინი და მერი;
14. ბალროგი;
15. ნაჯახი.
LikeLike
ყველას მოგესალმებით :)
ახლავე უნდა ვთქვა, რომ წიგნი არ მაქვს წაკითხული :( მაგრამ კინო მინახავს და მაინც ვითამაშებ :P
LikeLike
დილა მშვიდობისა, მატილდა :)
შენს პასუხებს გვიან საღამომდე მივმალავ :)
LikeLike
კინო თუ გახსოვს, კითხვების ნახევარზე გასცემ პასუხს, უდავოდ :)
LikeLike
უდავოდ…
LikeLike
1) 7
2) იი
3) იიი
4) ტომ ბომბადილი (არ მახსოვდა და მიკარნახეს :))
5) 100
6) იიიი
7) სმეაგოლი
8) სარუმან რუხი
9) მორდორულზე
10) იიიიი
11) იიიიიი
12) არაგორნი
13) ოოო… ვიცოდი და დამვიწყდა :(
14) დემონი
15) ნაჯახით არ დადიოდა სულ?
LikeLike
ვაიმე, მოლი :) გრავატარი არ მქონია ჩართული :) მე მინდა ეგ ტიტული :)
LikeLike
ვითომ, სხვა პოტერომანები უბრძოლველად დათმობენ?
LikeLike
არა მგონია, ცხვირი მიგრძნობს, დიდი ბრძოლა მელის :)
LikeLike
მეც ასე მგონია :)
LikeLike
როგროც იქნა, მოვიცალე… :))))))
1. შვიდი ბეჭედი ერგო ჯუჯებს
2, გრომადინები (ნუ რუსულად მაქვს წაკითხული და რუსულად მასე ჟღერდა ვიცი :)
3. 22 სექტემბერი მგონი
4.,ბომბადილი
5,მომეზონა სიტყვა “მრგვალი” სამი ერთიანი შეუსრულდა. 111
6, აუფ ქართულად ახლა ეს როგორ იქნებააა მახსოვს რომ იყო “გარცუიუშიი პონი” და რანაირი პონი იქნება ქართულად ნეტავი :(
7 სმეაგორლი
8, საურონი
9.მორდორის ენა არ იყო?
10, შინდისფერი ზამბახებში და ლერწმებში მახოსვს..და სახელწოდება ნამდივლად არ ვიცი, კიდე ნათქვამი იყო რომ მიდოდნენ ზამბახების დაბლობისკენ
11, არაგორნი
12 ბორომირი
13, მერი ბრენდიბაკი და ტუკი (სახელი ნეპომნუ)
14 ბარლოგი
15 რაღაცნაირი ნაჯახი
დამაიმედე მოლიიი :)))))
LikeLike
ფანტასტიური შედეგია, ჯეს :)
LikeLike
uuuuu magadiiaaa ^_^
LikeLike
ქართულად გახმოვანებული “ჩაჭრილები” გინახავს, ჯესი?
LikeLike
yes yes
LikeLike
მანდ ყვირის ერთი ბიჭი, გეპეიში მოვეწყვე, მაგარიააააა-ს :)
LikeLike
აი ნოუ :)))))))) ^_^
LikeLike
მოვეწვეე, მოვეწყვეე, გეპეიში მოვეწვეე, უუუ, აააა, მაგარიაააა :)
LikeLike
1) შვიდი
2) მაღლალ (აყლაყუდა) ერად (გრომადინ:))
3)22 სექტემბერი (ვაშა-ვაშა)
4) ოოო, ტომ, შე წითურო. ღმერთმანი, ბომბადილი რამდეხანს არ მინახავს:0
5) მახსოვს, 111 წლისგახდა, არადა რა ახალგაზრდულად გამოიყურებოდა;)
6) “ფრანცინგ ფონი”_ ყალყზე შემდგარი პონი, ბრიში.
7) სმეაგოლ, სმეაგოლ, მოდი, საჭმელი ჭამე, დეაგოლს მერეც კი მოკლავ;)
8) სარუმან, ჩემი კუმირი ხარ (რადაგასტი :))
9) ელფთა უძველეს რუნაზე (Старинные
руны эльфов :))
10) ზამბახების ველთან
11) არაგორნი?
12) ბორომირი (ხსოვნა იყოს!)
13) მერი(ადოკ), პიპინ(პერეგრინ) – ოოო,თქვე ცუღლუტებო!(მეგუთნი;0)
14) ბალრრროგგგ (უი, მოსიარულე ნაკვერჩხალი… ტავს უშველეთ;)
15) ცული/ ნაჯახი.
p.s. to be continued…
LikeLike
ბერენ, შენს პასუხებს საღამომდე დავმალავ…
გაგრძელებას ველოდები, დამაინტერესა :)
LikeLike
მე რუსულად მაქვს წაკითხული ამიტომ “კონკურსგარეშე” ვაგზავნი პასუხებს :)
1. შვიდი
2. „Громадины“
3. 22
4. ?? ენტი?
5. 111 წლის
6. “Гарцующи пони” (მოცეკვავე პონი)
7. სმეაგორლი (Смеагорл)
8. სარუმანი
9. მორდორის ენაზე ძველი ელფური რუნებით
10. ანდუინი (Андуин)
11. არაგორნი (Арагорн) – ?
12. ბორომირი
13. მერიადოკ ბრენდიზაიკი და ტორბე პერეგრინ კროლი Торбе (Мерри – Мериадок Брендизайк და Пин – Торбе Перегрин Крол)
14. ბარლოგომი (Барлогом)
15. საბრძოლო ნაჯახი
LikeLike
a bao a ku
ისეთი პასუხებია, ამის კონკურსგარეშე ჩათვლა უსინდისობა იქნება… პირველად მეც რუსულად წავიკითხე. სანამ ქართულ ტრილოგიას ვეღირსებოდით, ხელმისაწვდომი (და სხვათაშორის, არც თუ ურიგო) მხოლოდ რუსული თარგმანი იყო. ახლა ქართული ბევრად მირჩევნია, ერთადერთი, რაც კატეგორიულად არ მომწონს – ლექსებია. რუსულად უკეთ ჟღერდა.
LikeLike
მე-3 შეკითხაზე *** იგულისხმება :) მიწერა დამავიწყდა. (მიღებულია, ასეც ვიფიქრე, თარიღი ვარსკვლავებით დავფარე, ისე კომენტარს ვერ გამოვაქვეყნებდი).
რაც შეეხება ლექსებს, ჩემი ტვინის აბსოლუტურად პროზაული წყობიდან გამომდინარე, ლექსის შემფასებელი ყველა ენაზე ერთნაირად ცუდი გახლავართ :(
LikeLike
ლექსების და სიმღერების ქართული თარგმანი რაღაცნაირად უმარილო მეჩვენება. არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ რუსული უფრო სახასიათო იყო. პერსონაჟებს უფრო გამოკვეთდა…
LikeLike
sad davdo pasuxebi?
LikeLike
აქვე, პოსტის კომენტარებში, მოდერაციით გავაჩერებ და საღამოს გამოვაქვეყნებ….
LikeLike
pasuxebi sad gavce?
LikeLike
აქვე, კომენტარებში. ყველა აქ წერს პასუხს, უბრალოდ, გვიან საღამომდე დამალულია, სხვას რომ ხელი არ შეეშალოს…
LikeLike
პასუხები:
1. შვიდი;
2. “დიდი ხალხი”;
3. 22 სექტემბერს;
4. ტომ ბომბადილი;
5. 111 წლის იუბილე;
6. “ყალყზე შემდგარი პონი”;
7. სმეაგოლი;
8. სარუმანი;
9. მორდორის ენაზე;
10. ანდუინი;
11. არაგორნი;
12. ბორომირი;
13. მერიადოკ (მერი) ბრენდირემი და პერეგრინ (პიპინ) ტუკი;
14. ბალროგი;
15. ორლესული ნაჯახი.
წინასწარი შედეგები:
Jessie – 14; ლიბიკა სილვესტრის – 14; Di@ – 14; a bao a ku -14; Beren – 14; Orlando – 13; paran0id andr0id – 13; Mary Poppins – 12; jijgina – 10; mawilda – 7;
LikeLike
წარმოგიდგენიათ? თვით დიადი პოპინსი ჩამოიტოვეს უკან :) :) :)
LikeLike
პოპინსი დაბრუნდება! :)
LikeLike
ვაი ვაი ვაი მე :( :( ფანგორნიიიიი :( მდას :( კიდევ კარგი 14 ჩემი საყვარელი რიცხვია და ერთი ამით ვიმშვიდებ თავს :)
LikeLike
14 მაისის საპატივცემულოდ…
LikeLike
::))))))))) სამოოცენკა პავისილას :))))))
LikeLike
ყოჩაღ, ჯეს :)
LikeLike
ეგ ნაწარმოები როგორ მიყვარს… მაგრამ 5 კითხვაზე მეტს ვერ ვპასუხობ :)
LikeLike
ოდესმე ერთ პაკეტს “ვარსკვლავურ ომებზეც” გავაკეთებ, ლორდ :) და შენ მოგიძღვნი :)
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ SW-ზე ცალკე ბლოგიც მაქვს და ყველა ეპიზოდზე ცალც-ცალკე დავწერე, როგორ იღებდნენ და მსახიობებზე ცალკე პოსტები მაქვს და რავიცი კიდევ… მიუხედავად ამ ყველაფრის 5 კითხვაზე მეტს იქაც ვერ ვუპასუხებ. :)
დეტალების დამახსოვრება ყოველთვის მეზარება ხოლმე.
LikeLike
ეშმაკი დეტალებშიაო, სალომე დეიდამ…
მაინც შენ მოგიძღვნი :)
LikeLike
ვაიმე რატომ ვნახე ასე გვიან? :( :(
LikeLike
:) ახალი პაკეტი ოთხშაბათობით ქვეყნდება :)
ველქამ :)
LikeLike
შემდეგ ოთხშაბათს მეორე ნაწილიდან იქნება კითხვები? :unsure:
LikeLike
მეორეც იქნება, მესამეც და ჰობიტიც, მაგრამ შემდეგი ოთხშაბათის რა გითხრა… წიგნის ფესტივალი იხსნება ხუთშაბათს და სავარაუდოდ, საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებ – მხოლოდ საფესტივალო პოსტებზე…
LikeLike
და პოტერიადის დაპირებული ციკლი?
LikeLike
პოტერიადაც იქნება, მერი :) ფესტივალმა ჩაიაროს და ყველაფერი იქნება :) მათ შორის, პოტერომანების კონკურსიც :)
LikeLike
ისე, ვეფხისტყაოსანი ხომ წაიფენტეზებს ადგილებში? :?
LikeLike
შეგრცხვეს :) :) :)
LikeLike
რატო არ წაიფენტეზებს? :(
ქაჯები ჩვენებური ორკები არიან. ქაჯეთის მეფე კი საურონი თუ არა ან სარიმანი მაინც.
LikeLike
საქართველო – ფენტეზის სამშობლო :)
LikeLike
რატომაც არა. :)
ეპიკ დარქ ფენტეზია. :) ტარიელი-არაგორნი, ავთანდილი/ლეგოლასი ფრიდონი/გიმლი. :)
LikeLike
ჰობიტები? :)
LikeLike
ხატაელები ცალსახად. :)
ჰობიტებმაც თავის დროზე უარყვეს მეფის ძალაუფლება და ქალაქისთავებს ემორჩილებიან მას მერე.. :) :დ
LikeLike
წიგნი არ წავიკითხე, ფილმი არ ვნახე. ვერ ვინტერესდები ამ თანამედროვე რაღაცეებით და მომკალით :-D :-D
LikeLike
ფილმი კი და წიგნი არ არის თანამედროვე :) ძალიან ძველია, გვირილა :)
LikeLike
ნუ, ესეც ჩემი მინუსი და მომეჭრა თავი :-D მე ჯერ ფილმი გავიგე და მერე წიგნი, ამიტომაც მეგონა თანამედროვე. მაინც არ ვაპირებ წაკითხვას :-P :-D
LikeLike
1937-47 წლებში იწერებოდა სამივე ნაწილი და 1954-55 ში გამოქვეყნდა, თუ სწორად მახსოვს.
ვისაც ფენტეზი არ უყვარს, მისთვის, თავისთავად, უინტერესო იქნება…
LikeLike
ვა… პერსონაჟთა შერჩევა გრძელდება?
მაშინ გულანშაროელებისთვისაც გვინდა რაღაც როლი. ჰობიტებს გვანან – ვაჭრები არიან და ფულის დამგროვებლები.
LikeLike
ერთმა ჩემმა მეგობარმა, მოცალეობის ჟამს, თანამედროვე პოლიტელიტას პოტერიადის პერსონაჟების როლები შევურჩიოთო. თითქმის საათი ვიდავეთ და მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე შევთანხმდით – მტირალა მირტლს ყველაზე კარგად გია ცაგარეიშვილი განასახიერებს.
LikeLike
ბლოგერებზე ხომ გააკეთეს ეგრე :) ფსიქე
ტყუპ უიზლებს მტენიდა და კაი ხანი ვიბრძოლე რომ ვოლდემორტი დამეთრია :)
LikeLike
სნეიპი არა? შენ ვინ დაგასწრო სნეიპის როლის არჩევა?
მე არ ვიყავი მაგ დროს ბლოგერი :(
LikeLike
ისე, რუსეთში რომ მოსახლეობის აღწერა ჩატარდა რამდენიმე წლის წინ – მაშინ ვკითხულობდი ტიპებს ეროვნებაში ჩაუწერიათ – ელფები, ორკები და რა ვი კიდევ რა.
აი სითჰები და ჯედაები მგონი არ აღმოჩნდნენ.
LikeLike
რუსები ჭედავენ ფენტეზიზე. პორტალებიც აქვთ, როლურ თამაშებსაც აწყობენ… ერთი სიტყვით, სერიოზული ფანატები არიან.
LikeLike
ეგეთი თამაშები ყველგან ეწყობა… ჩვენთანაც უნდოდათ მგონი. ფორუმზე არიან სერიოზული ფანატები. :)
თუმცა, SW-ეც ბევრი პორტალები აქვთ.
LikeLike
იქ სხვა გაქანებაა :) მთელი კომიუნიტები არსებობს. ომებს ექნებათ პორტალები, თუ ექნებათ…
LikeLike
ვოლდემორტი ძლივს გაიმეტეს და სნეიპს ვინ მაღირსებდა? :)
LikeLike
:))))))) ყველაფერი დასწრებაზეა :(
LikeLike
პოტერომანები ადგენდნენ სიას თავიანთი გემოვნებით. :)
მე არ ვარ პოტერომანი.
სიამოვნებით წავიკთხე, მაგრამ ძალიანაც არ გავგიჟებულვარ.
LikeLike
პოტერომანობა მოდაშია დღეს :) ნუ, ბლოგოსფეროში მაინც :)
LikeLike
ბლოგოსფეროს საყმაწვილო სენია :)
ბევრმა ბლოგერმა ასაკიდან გამომდინარე ფენტეზისთან ნაცნობობა პოტერით დაიწყო.
პირველი სიყვარული არასდროს ხუნდება :)
LikeLike
ჭეშმარიტად ბრძანდებთ, ბატონო ვეიდერ :)
ისე, ერექციაზე წერას, ისევ პოტერზე წერონ, ჯობია… წიგნია მაინც. თან, ძალიან კარგი…
LikeLike
ფროიდს თუ ვენდობით (და რატომ არ უნდე ვენდოთ) ერთი და იგივეა ეგ.
LikeLike
ჰო, ზუსტად პა ფრეიდუ წერენ :) ზუსტად…
LikeLike
ნუ ახლა ხარისხზე ფროიდი პასუხს არ აგებს. პროცესია აქ მთავარი. :)
LikeLike
ფროიდისტები და იუნგიანელები ქართულ ბლოგოსფეროში :)]
მაგათ რაიხის “სექსუალური რევოლუცია” არ იციან, თორემ პოსტები მერე ნახე შენ…
LikeLike
რაიხი მაგარი კაცი იყო :)
და ფრომი კიდევ…
იუნგმა ჰესეს გამოუტენა თავი თავისი იდეებით. :)
LikeLike
ერიხი :) მე მაინც ტრი ოჩერკა ო სეკსუალნოსტი მგონია კლასიკა და ვვედენიე ვ ფსიხოანალიზ.
LikeLike
ლექციებია საკაიფო.
ისე კი ტოტემი და ტაბუ…. ოოო… რა მაგარი რამეა…
თან ერთი პერიოდი მაგრად მაინტერესებდა მითოლოგია.
ფრეზერის ძველი აღთქმის ლეგენდები (ასე ქვია მგონი) და ეგ კი არა ლევი-სტროსიც…
LikeLike
ზალატაია ვეტვ’ მახსოვს ფრეზერის.
ტოტემი და ტაბუ უმაგრესია.
და პაზოლინის ოიდიპოსი კიდევ.
ფსიქეს დაასლოკინებს ახლა.
LikeLike
მაგრამ ფროიდი მაინც სულ სხვა იყო… თან კარგად იკითხება. ამიტომაც შევიყვანე ჩემს ტოპეულში :)
აი, იუნგი ნამეტანი ჩახუჭუჭებულია…
LikeLike
d’accord :)
LikeLike
და როზანოვს აქვს კიდევ რუსეთზე ციკლი წერილების ფროიდის გავლენით – თუ რატომ არის რუსეთში შეუძლებელი რეფორმები და დემოკრატია და ტირანები რატომ ევასებათ რუსებს…
ფრეზერთან საინტერესოა, როგორ გავს ზღაპრები და მითები ერთმანეთს… თან იმ ხალხების, რომლებსაც არ ქონიათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ლევი-სტროსიც სწავლობდა მაგას. სანამ შარლ პერო დაწერდა ზღაპრებს, უძველეს აფრიკულ მითებში პოულობდა მაგის ანალოგიებს.
მოკლედ ბეზიქ ინსტიქტს ყველას ერთი აქვს რა დროც არ უნდა აიღო და რა ერიც.
ჰოდა, ფროიდიც მაგას არ მაბობს? :)
LikeLike
როზანოვი არ წამიკითხავს, არადა, რასაც ამბობ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს.
ფრეზერთან ზუსტად ეს მომწონს მეც.
ბეისიქ ინსტიქტი, სამწუხაროდ, ერთია. ან საბედნიეროდ. არ ვიცი. ჰა ჰა ორი.
LikeLike
ნუთუ არის ავტორი, შენ რომ არ წაგიკითხავს? :) თან როზანოვი…
ბერდიაევი და როზანოვი – სლადკაია პაროჩკა.
როზანოვი მაგარი იუმორიანი ტიპია. ცინიკოსი… მაგრად მევასება.
ყველაზე მაგრად რევოლუციას აღწერს – გამოვიდნენ მდიდარი, ლამაზად ჩაცმული ინტელიგენტები სასახლეებიდან, ჩასხდნენ ეტლებში და წაბრძანდნენ თეატრშიო, იქ ქურქები გარდერობში ჩააბარეს, ბინოკლები აიღეს და დარბაზში შევიდნენ იქ კი სცენაზე ორი მთვრალი მატროსი ერთმანეთს აგინებს და პანჩურებს ურტყამსო და ინტელიგენტებს ევასათ ეს სანახაობა და დაუწყეს ტაშის კვრა და წაქეზება – მიდი, მაგრად მოადეო… მერე რომ დამთავრდა წარმოდგენა, გამოვიდნენ სპექტაკლიდან მივიდნენ გარდერობთან და სადღაა მაგათი ქურქები, არც ეტლები დახვდათ და აღარც სასახლეებიო.
LikeLike
ბერდიაევი კი და როზანოვი არ შემხვედრია.
რევოლუციის აღწერა მომეწონა. უნდა ვნახო.
როზანოვი ნტვ+ კომენტატორი ვიცი. ვუსმენ და კონფერენციასაც ვკითხულობ :) ჰოკეიზე წერს კარგად. ჩემი ფავორიტია (უტკინის შემდეგ).
LikeLike
დიდუ… რა ფილოსოფიური საუბრები გვქონია :) ცოტა ნაქეიფარი ვიტავი გუშინღამ და მაგის ბრალია. :)
Душа России მაგარია ბერდიაევის. მანდაც აშკარა ფროიდის გავლენაა რუსულ მენტალიტეტზე საუბრობს და ქვეცნობიერზე.
და კიდევ Духи русской революции.
LikeLike
васисуалий лоханкин и трагедия русского либерализма გამახსენდა ახლა :)
LikeLike
ისე, რუსი ფაბრიკანტები აფინანსებდნენ უხვად რსდრპ-ს. სავა მოროზოვი მაგალითად ერთ-ერთი სერიოზული დამფინანსებელი იყო მაგათი, ესერების და ეგეთი სასტავის… თავად კი მოკვდა ადრე და იმის შვილს მერე ლენინმა წაართვა ყველაფერი…
ლენინმა თქვა მგონი, კაპიტალისტები ის ნაროდია თოკს მოგვყიდიან, რომელზეც ჩამოვკიდებთო :)
ჭკვიანი კი იყო ეგ მამაძაღლი.
LikeLike
აფინანსებდნენ, კი. მოროზოვიც და სხვებიც და საბოლოო ჯამში, საკუთარი ხელით გალესეს დასაკლავი დანა.
LikeLike
1. 7
2. “დიადი ხალხი”
3. 22 სექტემბერი
4. ტომ ბომბადილი
5. ბილბოს 111-ე იუბილეზე
6. მონავარდე პონი
7. სმეაგოლი
8. სარუმან თეთრი
9. მორდორის (ბნელეთის საუფლოს) ენაზე
10. არ მახსოვს ((((
11. საურონი
12. ბორომირი
13. მერიადოკ ბრენდიბაკი(მერი) და პირიგრიმ ტუკი(პიპინი)
14. ბალროგი (წყვდიადის დემონი)
15. “სიკირა” ქართულად დაახლოებით ნაჯახი
LikeLike
მშვენიერი შედეგებია :) მადლობა, თამაშისთვის რომ მოიცალე.
დღეს ღამით, თორმეტისთვის ახალი პაკეტები დაიდება – უკვე “ორი ციხე-კოშკის” მიხედვით.
LikeLike
ველოდები… :)
LikeLike
სულ რაღაც ორი დღე დარჩა… დღენახევარი :)
LikeLike
[…] პირველი ტომის მიხედვით დაწერილმა კითხვებმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ […]
LikeLike
1-7
2-didi xalxi.didieris warmomadgenlebi
3-22 seqtemberi
4-tom bobbadili
5-11 we
6-yalyze shemdgari po9ni
7-smeagoli
8-saruman tetri
9-mordorulad
10-anduini(didi mdinare)
11-aragoni(araornis dze)
12-boromiri (dze denetorisa)
13-meriadok brendibaki(brendiremi) da peregrin(pipin) tyki
14-balrogi
15-najaxi
LikeLike