საყვარელი მწერალი არასოდეს მყოლია. ეს გამოთქმა, ზოგადად, ძალიან არაკორექტული მეჩვენება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყო კონკრეტული ავტორის შემოქმედებით, ერთხელ მაინც დაწერს რაიმე ისეთს, რაც დიდად არ მოგხიბლავს, სუსტი და მიფუჩეჩებული მოგეჩვენება ან სულაც შინაგანი პროტესტის გრძნობას გამოიწვევს; მეორეც, იმიტომ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც კითხვა უყვარს და, შესაბამისად, დიდი არჩევანი აქვს, ძალიან რთულია, ერთპიროვნული უპირატესობა ვინმეს მიანიჭოს.
მიუხედავად ამისა, არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ლიტერატურული ღირსება, ჩემს თვალში, კეისრის ცოლისა არ იყოს, არასოდეს დადგება ეჭვქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც მკითხველის იღბლიანობად მიმაჩნია, რომ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა, შუა საუკუნეების ისტორიის და სემიოლოგიის სპეციალისტმა, კრიტიკოსმა და ესეისტმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მხატვრულ პროზაში ეცადა ბედი.
არასოდეს მიფიქრია იმაზე, სად და რა პირობებში წერდა უმბერტო ეკო ლიტერატურული მედიევისტიკის შედევრს – “ვარდის სახელს”. არ მიფიქრია იმიტომ, რომ ამის თაობაზე საკუთარი ასოციაციები მაქვს, რომლებიც ძალიან მომწონს… სულ მგონია, რომ რომანი სადღაც მიყრუებულ, პირქუშ სენაკში იწერებოდა სანთლის შუქზე, ბატის ფრთითა და მელნით… ადვილად შემიძლია, წარმოვიდგინო, როგორ იფარება პერგამენტის ფურცელი ჩაწიკწიკებული ასოებით და როგორ იქცევა ისტორია მხატვრულ ტექსტად… რა ეშმაკური ღიმილით აგებს უმბერტო ეკო საბედისწერო ლაბირინთს, რომელსაც საკუთარი თეზევსი ჰყავს – უილიამ ბასკერვილელი – თეზევსი არიადნეს გარეშე, მინოტავრთან შესახვედრად მხოლოდ მახვილი გონებით შეიარაღებული რომ მიიკვლევს გზას.
თუმცა ბერძნული მითოლოგია რომ გვერდზე გადავდოთ, ეკოს რომანში ფრიად ვირტუოზული ოსტატობით ნაქსოვ ალუზიას ვაწყდებით – უილიამ ბასკერვილელი, გვარით დაწყებული და დედუქციის უბადლო უნარით დამთავრებული, ცნობილი მაძებრის ფრიად ესთეტური და ინტელექტუალური პაროდია გახლავთ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ შერლოკ ჰოლმსი ფრანცისკანელი ბერის ანაფორაში, რომლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ბენედიქტელთა პირქუშ, იდუმალ სავანეში მკაცრი გამოცდა ელის და რომელსაც ერთგული უოტსონის ნაცვლად თან მიამიტი მორჩილი ადსო ახლავს…
ლაბირინთის სიღრმეში მიმალული უსინათლო ხორხე – ბიბლიოთეკის მთავარი მცველი არანაკლებ დახვეწილი ალუზიაა და შეუძლებელია, დიდი არგენტინელი – ხორხე ლუის ბორხესი არ გაგვახსენდეს.
ამ წიგნში უბადლო ოსტატობით, მისხალ-მისხალ არის შეზავებული ისტორიული რომანის, დეტექტივის და თრილერის ელემენტები. მე-14 საუკუნის ბენედიქტელთა მონასტერში დატრიალებული დრამა იმდენად დახვეწილი მხატვრული ხერხებით არის აღწერილი, რომ თანამედროვე მკითხველის ყურადღებას იზიდავს და თანაც როგორ – წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ალბათ, იმიტომ, რომ იშვიათად შემხვედრია ისე ესთეტურად და იოტისოდენა სიყალბის გარეშე დაწერილი ნაწარმოები, როგორიც “ვარდის სახელია”. სიუჟეტის ნებისმიერი დეტალი, ისტორიული წიაღსვლები, მონასტერში გამეფებული აღვირახსნილობა, გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები, ინკვიზიციის შემზარავი ჩრდილი, რომელიც პირველივე ფურცლიდან გიგანტური ფრინველივით დასტრიალებს თავს არემარეს – ეს ყველაფერი ლაბირინთის სხვადასხვა დერეფანია, რომლებიც ცალ-ცალკე მიემართებიან “აფრიკის კიდისაკენ”, იქ, სადაც ხორხე ბურგოსელი დატუსაღებულ სიცილს დარაჯობს.
თხრობის დასასრულს, ბიბლიოთეკაში აბობოქრებული ხანძარი თავისებური განსაწმენდელია, რომელიც შთანთქავს რომანის ისტორიულ დეკორაციას შემაძრწუნებელ სისასტიკესთან და გარყვნილებასთან ერთად და ჩვენს წინაშე მთავარი სათქმელი შიშვლდება, სათქმელი, რომელის გარშემო დაიხლართა ეკოს ლაბირინთი – “ეშმაკის არსებობის ერთადერთი დასტური, ალბათ, სწორედ ის თავგამოდებაა, რითაც ადამიანები ილტვიან ხოლმე მისი თანამონაწილეობის დასანახად.”
მთავარი პერსონაჟი “ვარდის სახელში” მაინც ბიბლიოთეკა მგონია, რომელსაც, ცეცხლის არ იყოს, ერთნაირად შეუძლია, ადამიანის განადგურებაც და ამაღლებაც, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ წიგნი უვიცის ან ფანატიკოსის ხელში – სასიკვდილო იარაღია. “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იყო ღმერთი” – ასე იწყება “ვარდის სახელი” და როცა პოსტმოდერნისტული პროზის ამ შედევრს ბოლომდე ჩავიკითხავთ, გამოთქმის ჭეშმარიტებაში ეჭვი იოტისოდენადაც არ შეგვეპარება.
ეს პოსტი სპეციალურად “დიოგენეს” ლიტერატურული კონკურსისთვის დაიწერა
LikeLike
ჰაჰა.. ჩემს პოსტშიც მაქვს ნათქვამი, შერლოკს ჰგავს-მეთქი..
ე.ი. არ მომჩვენებია..
LikeLike
გვარი, დედუქცია, თანაშემწე – ადსო-უოტსონი.
პირდაპირი ალუზიაა ჰოლმსზე.
LikeLike
ვაფრენ ამ წიგნზე <3 <3 <3 ძალიან მიყვარს და ეკრანიზაციაც ძალიან კარგი ჰქონდა ))))) მშვენიერი ტკბილი და გემრიელი პოსტიაააა
LikeLike
მადლობა, ჯეს :)
LikeLike
არა რა.. აიი აიი ძააალიან შემიყვარდა შენი ბლოგი
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
ეს კარგად შენიშნე მთავარი პერსონაჟი “ვარდის სახელში” მაინც ბიბლიოთეკა მგონიაო. მეც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა. ეკოს გენიალურობაც მაგაშია: არაცოცხალი, პირობითად დავარქვათ საგანი, – ბიბლიოთეკა ცოცხალი პერსონაჟის რანგში აჰყავს.
LikeLike
ბიბლიოთეკა მანდ ცოცხალი მგონია მე :) და ყველა გაგებით ცენტრალური ფიგურა :)
LikeLike
აჰა, კიდევ ერთი წიგნის შეძენა მომიწევს ფესტივალზე :* :)
LikeLike
ქართული ვარდის სახელი მანდ აუცილებლად იქნება.
მადლობა ხათუნა ცხადაძეს და “დიოგენეს” :)
LikeLike
მე, წიგნის ფესტივალზე, იმედი მაქვს, ფამუქის “ჯევდეთ ბეის” და “თეთრ ციხესიმაგრეს” ფასდაკლებით შევიძენ.
არ შეიძლება, ეს წიგნები არ მქონდეს..
ვაიმე, როგორ მიყვარს ფამუქი.. როგორ..
როგორ.. <3
LikeLike
შენ ძალიან გიყვარს ფამუქი, ვიცი :)
ჩემი ფავორიტი “მე წითელი მქვია” არის.
სხვათაშორის, ფამუქს “თურქ უმბერტო ეკოს” ეძახიან.
LikeLike
კი, ვიცი.. მაგრამ მე დიდად ვერ ვამსგავსებ.. :))
ფამუქი ფამუქია.. <3
მართა~ლა ძალიან მიყვარს. :)
LikeLike
უფრო “წითელის” გამო.
თორემ, ისე, აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი – დასავლეთი და…
LikeLike
მე ორივე მაქვს :*
“მე წითელი მქვია” მინდა და რამდენადაც გავიგე მისი კიდევ ერთი ახალი წიგნიც უთარგმნიათ :)
LikeLike
სტამბული? თუ რამე სხვა, როდე?
LikeLike
არა სხვა. სათაურს გავიგებ და დავწერ აქ ;)
LikeLike
ოკ. გვეცოდინება, ფესტივალზე რა მოვძებნოთ :)
LikeLike
როდე, გამოვიდა უკვე? იყიდება?
ვაიმე..
ბლექ ბუქი მაქვს, მაგრამ მაგის ტარგმანს არ წავიკითხავ. ინგლიუსტრად მაქვს და მაგას უნდა მოვერიო.. :)
LikeLike
ქართულ თარგმანს სხვა ეშხი აქვს…
თან წითელი ისეთი გემრიელი ქართულით არის ნათარგმნი… ვარდის სახელიც…
LikeLike
შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტი–მარტო ამიტომ მიყვარს ამის წიგნები..
“იმიტომ რომ წიგნი უვიცის ან ფანატიკოსის ხელში – სასიკვდილო იარაღია”–წიგნი იგივე ცოდნაა და ცოდნა კი მართლაცდა უვიცის ან ბოროტის ხელში საშიშია,ხოლო კეთილი და ჭკვიანის ხელში სასარგებლო…ეს აზრი “ფუკოს ქანქარა”–შიც აქვს გატარებული გრაალთან მიმართებაში.
ვერ ვიყიდე ეს წიგნი(
LikeLike
ზუსტად! ცოდნა ძალაა და ძალის გამოყენება უკეთური მიზნების მისაღწევადაც შეიძლება.
დილის ათიდან თორმეტამდე მაღაზია-მაღაზია დავწანწალებდი მაგ წიგნისთვის – ყველგან ერთს მეუბნებოდნენ, ერთი ეგზემპლარი გვქონდა და გავყიდეთო. ბოლოს ექს ლიბრისში ვიპოვნე.
ფესტივალზე ექნებათ, თან გემრიელი ფასდაკლებით… (ნუ, ჩემი ვარაუდია და არა მგონია, ვცდებოდე).
LikeLike
ნეტავ..
LikeLike
დიდი იმედი მაქვს…
LikeLike
რაც ეკოზე პოსტები წავიკითხე მივხვდი, რომ მისი გაცნობა ჯერ არ მინდა, პუბლიცისტიკით დავკმაყოფილდები. “ვარდის სახელის” თარგმანს 6 წელი ველოდე, მაშინ ლაშა ბუღაძემ სტუდენტები შეგვაგულიანა აუცილებლად წაიკითხეთო, როგორც იქნა გამოიცა, ახლა კიდევ კითხვა არ მინდა :)
LikeLike
ჯოისის პოეტიკა, სილამაზის ისტორია და ჩანაწერები მინერვას მუყაოზე – ეკოს საგაზეთო პოსტები :)
პუბლიცისტიკაც ფანტასტიური აქვს.
LikeLike
ასე ვირტუოზულად შეზავებული ლიტერატურული კოქტეილი მართლაც ძნელად მოსაძებნია, მოლი… ძალიან ობიექტური და, ამავე დროს, შინაგანად დამუხტული პოსტი გამოგსვლია… კონკურსში წარმატებას გისურვებ :)
LikeLike
მადლობა, მერი :) ჩემი უსაყვარლესი წიგნია და პოსტიც გემრიელად დაიწერა :)
LikeLike
ყველაფერი უთქვამთ აქ და რაღა დავამატო…
წავიკითხავ და ეგ იქნება :)
LikeLike
აუცილებლად წაიკითხე :)
LikeLike
ამის შეძენას ფესტივალზე ვაპირებ :) იმედი მაქვს კიდევ ბევრი რამის შეძენა მომინდება და შარშანდელივით არ გამიცრუვდება იმედები, მოუთბენლად ველოდები ფესტივალს , სია უკვე შედგენილი მაქვს გონებაში :)
LikeLike
სია გვინდა :) თეო, სიას არ გაგვიზიარებ?
LikeLike
ე.ი. უოლბეკი “ელემენტარული ნაწილაკები” და “პლატფორმა”
ჰესეს “ტრამალის მგელი”
ტოლკიენის “ბეჭდების ბრძანებელი”
რუსულად თუ იქნა წიგნები ფაულზის “კოლექციონერი”
დანარჩენი ვნახოთ რა იქნება კიდევ საინტერესო :)
LikeLike
გემრიელი სიაა :)
ახლა მოვიფიქრე – წინასაფესტივალო დღეებში, იქეთ კვირაში, ასეთი სიები შევაგროვო და გამოვაქვეყნო – ვინ რას ელოდება, ვინ რას ეძებს, რის ყიდვას აპირებს… ბლოგის მკითხველების ერთიანი ბიბლიო-მენიუ შევადგინოთ :)
LikeLike
ეს დღეები ამ წიგნს ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვარ, როგორც იტყვიან… თავის სამყაროში გადამისროლა და იქედან აღარც მინდა დაბრუნება…
ვიცი, ჩემი უსაყვარლესი წიგნების ნუსხაში მოხვდება… კი არადა უკვე არის…:)
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე, ოთიუს :)
წიგნს რომ დაასრულებ, არ დაიზარო და ორიოდე სიტყვით შთაბეჭდილებებიც მოგვიყევი…
LikeLike
შთაბეჭდილებები ახლაც ბევრი მაქვს, წარმომიდგენია დამთავრებისას რამდენი იქნება :)
ისე კი ვიცი, რომ დამთავრების მერე ეგ წიგნი მომენატრება :)
LikeLike
მოგენატრება და გადაიკითხავ…. მაგას რა ჯობია :) მართლა საინტერესოა პირველი წაკითხვის შთაბეჭდილებები და ნუ დაიზარებ :)
LikeLike
ახლახანს დავიწყე კითხვა და უკვე მომწონს :) იმედი მაქვს, ბოლოსაც იმავეს ვიტყვი.
LikeLike
შთაბეჭდილებებს ხომ გაგვიზიარებ? პირველად წაკითხული წიგნის იმპრესიები განსაკუთრებით საინტერესოა…
LikeLike
კი, ალბათ ბლოგზე დავწერ. ვნახოთ…
LikeLike
very nice… არ გამომრჩება.
LikeLike
მმმ, არ მაქვს წაკითხული და ამ პოსტის შემდეგ მივხვდი, რამხელა რამ დამიკლია თავისთვის :|
გმადლობ, მოლი, გემრიელად საკითხავი პოსტებისთვის :*
LikeLike
არც ახლაა გვიან :) გინდა – რუსულად, გინდა – ქართულად. თუმცა, ქართული ჯობია…
მადლობა :)
LikeLike
ორჯერ წავიკითხე პოსტი, იმდენად მომეწონა :) გაოცებული დავრჩები კონკურსის გამარჯვებული მოლი, თუ არ გახდება :)
LikeLike
მადლობა, ფიფქია :)
სხვა კონკურსანტებს ძალიან კარგი პოსტები აქვთ. ვნახოთ…
LikeLike
მეც, ფიქრია, მაგრამ როგორც ვიცი, გაოცებას გადავრჩით.
LikeLike
მოლი, შენს ბლოგზე როგორც კი შემოვდივარ დაუძლეველი სურვილი მიჩნდება იმ წიგნების წაკითხვისა რომელზეც წერ…მე კიდევ წინ გამოცდები მაქვს 2 სასწავლებელში ერთდროულად და პლიუს სადიპლომო…
არა..თავს უნდა ვძლიო და გამოცდების დამთავრებამდე შენს ბლოგზე აღარ უნდა შემოვიდე, ან კიდევ აუცილებლად წასაკითხი წიგნების სია უნდა შევადგინო და გამოცდების ბოლო დღესვე ,,ჩავუჯდე”…
მირჩიე რომელი ჯობია :D
LikeLike
უჰ,,,, პირველ ვარიანტს არ გირჩევ :) სად მყავს დასაკარგი მკითხველი, მითუმეტეს – ასეთი :)
ისევ მეორე ჯობია :)
და დიდი მადლობა, რა თქმა უნდა :)
LikeLike
მოლი დამშვიდდი,მეც მეორეს ვარჩევ:) აქ რომ არ შემოვიდე ცნობისმოყვარეობა მომკლავს :) :D
მადლობა შენ,ასეთი კარგი რომ ხარ :)
LikeLike
დიდი დიდი მადლობა :) გამახარე ძალიან :) ახლა შენთან ვიყავი. დიდი ხანია, არაფერი დაგიწერია :( არადა, რაღაც საიტერესოს ველოდებოდი… სამაგიეროდ, ულამაზესი მუსიკალური ფონი დამხვდა :)
LikeLike
არაფრის
;( ხო, უდროობის გამო ვეღარ მოვიცალე პოსტისთვის.. ამ დღეებში დავწერ გპირდები :)
მიხარია თუ მოგეწონა :)
LikeLike
თან ძალიან :) მართლა ულამაზესია :)
LikeLike
2 კვირის წინ დავამთავრე კითხვა – ძაიან საინტერესო ნაწარმოებია (ისე ამ ნაწარმოების წაკითხვა არ მინდოდა-მეზარებოდა, მაგრამ ამ პოსტს რომ გადავაწყდი შენს ბლოგზე, მაშინვე დავტაცე წიგნს ხელი); ფილმიც მომეწონა.
LikeLike
კარგია, რომ არ დაიზარე და კიდევ უკეთესი – რომ მოგეწონა, ცოტნე :)
კეთილი იყოს შენი პირელი კომენტარი მოლის ბლოგზე.
ველქამ!
LikeLike
:) დაე იყოს ჩემი კომენტარი უფრო და უფრო მეტი რეიტინგის, მკითხველის და თანამოაზრეების მატების დასაწყისი. :)
LikeLike
გაიხარე! და დიდი მადლობა!
LikeLike
:)
LikeLike
ჩემი მკითხველი – ჩემი სიამაყეა და რეიტინგზე ბევრად მნიშვნელოვანიც.
LikeLike
ახლა უნდა ვაღიარო რომ მაინცადამაინც არ გადავრეულვარ.
შეიძლება ძაან რთულია ჩემთვის. პერეს-რივიერტე ზუსტად საჩემოა. ლაითად ინტელექტუალური… ეს ეკო ნამეტანი ჭკვიანია.
ნუ მარტო ვარდსი სახელი მაქვს წაკითხული….
ბიბლიოთეკის დაწვაზე რაღაც ფრაზები მომადგა ენაზე, მარა არ დავწერ :)
LikeLike
რევერტეზე დავწერ და პაპსაა, რაზე ცდებიო, ერთი სტუმარი მაინც მეტყვის…
ეკოზე დავწერ და ნამეტანი ზაუმნობაა, მაგას რევერტე მირჩევნიაო – აგერ, შენ ამბობ.
ერთი მე ვარ გიჟი, ორივეს თანაბარი სიამოვნებით რომ ვკითხულობ.
პ.ს. ფრაზა იოლად ამოსაცნობია, მილორდ. უბრალოდ, მაგ დროს ქინდლი არ არსებობდა, ესეც გაითვალისწინე.
LikeLike
უუუ, ეკოი, გოგო ეკოი ^^
LikeLike
ეკოი :))))))))
LikeLike
თან ამ კვირაში ფასდაკლება მეკუთვნის და ვფიქრობდი რა ვიყიდო მეთქი… ასე რომ გადაიჭრა პრობლემის ნახევარი…
LikeLike
სულაკაურის ფასდაკლება სხვა გამომცემლობის წიგნებზეც ვრცელდება? მაშინ გადაჭრილია.
LikeLike
არა ფასდაკლების გარეშე მომიწევს, რატომღაც სულაკაურის მეგონა
LikeLike
ისე, ქართული “ვარდის სახელი” უკვე განახევრებული ფასით იყიდება დიოგენეს მაღაზიაში, სპორტის სასახლესთან. თავიდან 30 ლარამდე ღირდა, ახლა 15,9-ზე ჩამოვიდა.
LikeLike
მშვენიერია, ხვალ ვიყიდი:)მადლობთ.
LikeLike
რისი მადლობა :)
LikeLike
[…] გადმოაქართულა. (სხვათა შორის, “ვარდის სახელის” თარგმანიც ქალბატონ ხათუნას […]
LikeLike
[…] – წარმატებით. “დიოგენესგან“, უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” წყალობით, მშვენიერი და პრაქტიკული […]
LikeLike