დათო ტურაშვილი “ჯინსების თაობით” გავიცანი…
კარგად მახსოვს, რომ ავტორის დამოკიდებულება იქ აღწერილ მოვლენებთან მთლად მისაღები არ აღმოჩნდა ჩემთვის… წარმოსახვაში ცხარედ ვეკამათებოდი კიდეც და მის არგუმენტებს იქვე, წიგნში ვპოულობდი…
საბოლოოდ, ისე დავშორდით ერთმანეთს, ის თავის პოზიციაზე დარჩა და მე – ჩემსაზე…
ამის შემდეგ ვფიქრობდი, რომ დათო ტურაშვილი ნიჭიერი მწერალია, მაგრამ ზოგიერთ საკითხს ტენდენციურად უდგება-მეთქი…
დროდადრო მის წიგნებს ვკითხულობდი… ხან მჩუქნიდნენ, ხან ვყიდულობდი კიდეც და ვერც შევამჩნიე, როდიდან დავიწყე თაროებზე მისი სახელის და გვარის ძებნა.
ხანდახან მგონია, რომ ეს კაცი ჩემი კარგი მეგობარია… მისი “ჩაძირული ქალაქის ღამე” და “მარტოობის დღესასწაული” ისეთი ახლობელი და საყვარელია ჩემთვის, არც კი მჯერა, რომ მათ ავტორს არ ვიცნობ… რას ჰქვია, არ ვიცნობ… აი, ზუსტად ახლა, საწერ მაგიდაზე “მეცამეტე” მიდევს და ვფიქრობ, რომ დათო ტურაშვილი მარტო ძალიან კარგი მწერალი კი არა, მოწოდებით ბლოგერია და თუ ოდესმე საკუთარი ბლოგის გახსნა დააპირა, ვაი, ჩვენი ბრალი :) თუ არ გჯერათ, ამ წიგნს ერთად გადავავლოთ თვალი და დარწმუნდებით, რომ ორმოცდაათამდე მოთხრობიდან ნებისმიერი იმდენად ფანტასტიური პოსტი იქნებოდა, კონკურენტებს ერთი დაკვრით ჩამოიცილებდა და ბლოგზე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობით ყველა რეკორდს მოხსნიდა.
წიგნი გადავშალე თუ არა, პირველივე მოთხრობამ მომხიბლა – წითური და ჭორფლიანი ირლანდიელი გოგოს ამბავი სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ფინალი არ ექნებოდა სასიკეთო…
“ვეფხისტყაოსანზე” იმდენი დაწერილა და თქმულა, ვინმე ახალს თუ დაამატებდა რამეს, როგორ ვიფიქრებდი, მაგრამ დათომ (მომიტევოს ფამილარობა, ხომ ვამბობ, სულ მგონია, რომ ჩემი ახლობელია-მეთქი) ესეც მოახერხა და მთავარი სათქმელი სულ ერთ პატარა აბზაცში ჩაატია: “ჩემი ცოლიც თუ მოინდომებს, ჩემი ფერფლის ამოცნობას “ვეფხისტყაოსნის” წყალობით სულ ადვილად შეძლებს და მეც იმ წიგნთან იქვე, ძალიან ახლოს ვიქნები”-ო…
განსაკუთრებით მინდა, “ომი” იმ ადამიანებმა წაიკითხონ, გარკვეული მიზეზების გამო მზად რომ არიან, მთელ რუსულ კლასიკას გადაუსვან ხაზი და ლამის არის, გვაფიქრებინონ, რომ აგვისტოს ომში რუსებს მეტყვიამფრქვევედ ტოლსტოი ჰყავდათ, ავიაგამანადგურებლის პილოტად კი – დოსტოევსკი…
ახლა “ჩემპიონი”? კურტ ვონეგუტის სახელი გაგონილიც რომ არ გქონდეს, ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ წიგნის მაღაზიაში თუ არ გაიქცევი, კარგი ბიბლიოთეკის პატრონ ახლობელს მაინც გადაურეკავ და “ჩემპიონების საუზმე” ხომ არ გიდევს რომელიმე თაროზეო, ჰკითხავ.
“ჯგრაგზე” ცალკე უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, იმიტომ, რომ ეს მოთხრობა კრებულის სავიზიტო ბარათია. დიდგორის ომზე ასე ვირტუოზულად დაწერილი არაფერი წამიკითხავს და ვეჭვობ, ოდესმე წავიკითხო. სად იპოვა ტურაშვილმა ბეწიკა ლიქოკელი, ბედინა მებუკე და ემრე ხოჯა ედდინი, დღემდე ვერ ვხვდები… არადა, დიდგორზე არ უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდაა სამაგისოდ.
“კორიდა” რომ დავასრულე, სიმართლე გითხრათ, ჩემი პოსტიდან, “სანამ ცოცხალი ვარ…” რომ ჰქვია, ერთი სურვილის ამოშლა მომინდა. ამ მოთხრობას გადახედეთ და თავად მიხვდებით, რა მაქვს მხედველობაში.
“როცა მეფე კვდება” ხომ ზუსტად ისეთი სიმართლით არის დაწერილი, ირაკლი ჩარკვიანს რომ ეკადრება და კიდევ იმ ხალხს, ვინც მისი მუსიკის ფასი იცის..
“პეპეს” ბოლო აბზაცი რომ ჩავიკითხე, მივხვდი, რომ პირი ყურებამდე მქონდა გახეული ღიმილისაგან… ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე ირონია მე სხვაგან არსად შემხვედრია და თქვენი არ ვიცი…
ანა-მარიამმა ხომ საერთოდ გადამრია… კი ვიცი, ახლანდელი ბავშვები ჩვენგან ძალიან რომ განსხვავდებიან, მაგრამ ასე? “კურკა” რომ დავასრულე და წიგნი დავხურე, დათოზე ნაკლებ არც მე მინდოდა სიკვდილი…
რამდენიც არ უნდა დავწერო დათო ტურაშვილზე, ბოლომდე ვერასოდეს ვიტყვი სათქმელს… ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მის წიგნებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მეორეც – იმიტომ, რომ ცოტა ხანში კიდევ დაწერს რამეს და გაგვაოცებს… თუ არა და, როგორც თვითონ იტყოდა – “აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ უცხოპლანეტელები”…
როგორ მიყვარს დათო ტურაშვილი. რომ ვკიტხულობ დიდ სიამოვნებას ვიღებ, განსაკუთრებით იუმორის გრძნობა და თავისუფალი წერის სტილი მხიბლავს.
რაც შეეხება ზემოთ ანხსენებ მოტხრობებს, ეგ წიგნი არ მაქვს (სადაც ეგ მოტხრობებია), თუმცა გურჯი ხათუნი და რამდენიმე სხვა მოტხრობა წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ერთ–ერთზე კი რამის ვიტირე “აჩიბაბა და ორმოცი ყაჩაღი” ასე ერქვა თუ არ ვცდები.
LikeLike
მეხ ზუსტად ეს მომწონს :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
დათო ტურაშვილი “კატმანდუთი” გავიცანი. მერე “ტიბეტი არ არის შორს” წავიკითხე და შეიძლება ითქვას – სამუდამოდ შემიყვარდა. ხეტიალი მანამდეც მიყვარდა, მაგრამ ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ ნახევარი საქართველო შემოვიარე.
თანამედროვე ქართველ მწერლებში საუკეთესოა.
LikeLike
უდაოდ :) აკა და დათო :) ამ ორს შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ.
LikeLike
მოლიიი)) დამაინტერესა შენმა შეხედულებებმა ჯინსების თაობასთან დაკავშირებით,გეთქვა ბარემ..
რაც შეეხება კორიდას,პოსტის დასაწყისიდანვე მივხვდი რომ დათოს წიგნის წაკითხვის შემდეგ ამ სურვილზე უარს იტყოდი..
LikeLike
არა, საბოლოოდ არ გადამიფიქრებია, უბრალოდ სურვილი გამიჩნდა :)
ჯინსების თაობას ცალკე პოსტი ეკუთვნის. მოკლედ რომ ვთქვათ – ტერორიზმი ნებისმიერ სახელმწიფოში დასჯადია. თან – უმკაცრესად.
LikeLike
დაწერე რა შენი შეხედულებები,ამაზეც ვიმსჯელოთ ერთხელ…
LikeLike
ვნახოთ, ოდესმე იქნებ, დავწერო კიდეც. თუმცა, მთლად ჩემი თემა არ არის.
ვნახოთ.
LikeLike
მე “ტიბეტით” და “კატმანდუთი” გავიცანი ^_^
LikeLike
ძველი ტიბეტი… ახლახანს ახალი რედაქციით გამოსცეს.
“თანამდევი ფიქრიც” ძალიან მომწონს და საერთოდ, ყველა დათო მომწონს ერთის გარდა :)
LikeLike
მეც “ჯინსების თაობით” გავიცანი დათო. თან მომეწონა, თან რაღაც დამაკლდა (არვიცირა) მაგრამ ყველაფერში დავეთანხმე მაინც და არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ ტენდენციურია
LikeLike
ვიცი :) შენ ხელოვანი ხარ, ფსიქე, მე – იურისტი :)
LikeLike
ძალიან მომწონს მისი სტილი ….
მიხარია ისიც რომ ახსენე ბლოგზე :))))))))
LikeLike
დათო როგორ გამომრჩებოდა, ჯესი :)
LikeLike
ჩემი დამოკიდებულება ამ ავტორის მიმართ კარგად იცი მოლი :)
მე “მარტოობის დღესასწაული”თ გავიცანი, მისი ერთ-ერთი პირველი წიგნია, მოთხრობების კრებულია. სკოლაში ვსწავლობდი მაშინ, დათომ დედაჩემის ბიძას აჩუქა თავისი 2 წიგნი, მან წაიკითხა და ძალიან მოეწონა, მერე მე მომცა. სწორედ მაშინ შემიყვარდა ტურაშვილი :) მგონი ყველაფერი მაქვს წაკითხული :)
LikeLike
ვიცი :) ყოველთვის ვამბობდი, მოლი ბლუმის ბლოგს ბლოგოსფეროს ყველაზე გემოვნებიანი მკითხველი ჰყავს მეთქი :)
LikeLike
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ხალასი და გულწრფელი ავტორი… შეუძლებელია, არ მოგეწონოს. ახლა “გურჯი ხათუნი” მიდევს შინ და ერთი სული მაქვს, როდის ჩავუჯდები. რა კარგია, რომ არ გამოგრჩა, მოლი..
LikeLike
“გურჯი ხათუნი” თანამედროვე ქართული პროზის ახალი სერიის პირველი წიგნია და სხვათაშორის, ბევრი ისეთი მოთხრობაა მანდ, ბოლო ხანს გამოცემულ სხვა კრებულებში რომ არ შეუტანიათ :)
ნამდვილი ლიტერატურული სასუსნავია, მერი :)
LikeLike
“ტიბეტი არ არის შორის” – ეს მომწონს ყველაზე მეტად. ამ დღეებში ახალ წიგნსაც წავიკითხავ, დამაინტერესა )))
LikeLike
ბოლო, ჯერჯერობით,”გურჯი ხათუნია”. მეც მაქვს შინ და ჯერ არ გადამიშლია. ожидание праздника лучше самого праздника :)
LikeLike
მშვენიერი პოსტია ნიჭიერ მწერალზე. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბლოგერებიც და ასეთი მწერლებიც :)
LikeLike
უნიჭიერეს და ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვეე ქართველ მწერალზე :)
მადლობა, ფიფქია :) მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :)
LikeLike
მმ.. მარტო ”ჯინსების თაობა” მაქვს წაკითხული.
ჰოდა, ჰოდა, ამ პოსტის მერე უნდა ვნახო სხვა რამეებიც. ^_^
LikeLike
აქ რომ ცუდ წიგნს არ გირჩევენ, ხომ იცი, ბაო :)
აუცილებლად წაიკითხე :) დაწერე შუალედური გამოცდა?
LikeLike
ჰომჰომ.. ))) გენდობი თვალდახუჭული. ))
გამოცდები, მაჯლაჯუნები და ჯოჯოები კიდე რა სახსენებელი იყო აქ. : დდ
LikeLike
რატომ, ბაო? ვიცოდი, რომ წერდი სტატისტიკას და ვიკითხე :)
LikeLike
ჰომჰომ.. ))))))
რავიცი დავწერე, ქულებს ნუ მკითხავ რა, მრცხვენია. :დ
LikeLike
დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაწერდი :)
LikeLike
რა სიმბოლურია, რომ ეს პოსტი 13 რიცხვს დაამთხვიე:)
მოლი, ჯინსების თაობაში ხომ არ ამბობს რომ , თვითმფრინავის ბიჭების ქმედება არ არის დანაშაული.ისინი სულ სხვა მიზანს ისახავდნენ, მაგრამ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. იმ რეჟიმისთვის დროს მსგავსი ქმედება გმირობა შეიძლება იყოს, მაგრამ… მსხვერპლი იყო და რა უნდა უთხრა იმ ხალხის ჭირისუფალს…
ისე ძაან ტენდენციურია და ეს გამოარჩევს სხვებისგან.
საყვერელი ტენდენციური მწერალი,:დდ
მიყვარს:წუბ:
LikeLike
თამთა იუბილარი გვყავს დღეს :)
გილოცავ კიდევ ერთხელ :)
მართალი ხარ, ბოლოს კი წერს, ნებისმიერ ქვეყანაში ეს ქმედება დანაშაულად ჩაითვლებაო, მაგრამ… საკამათო თემაა. არა მგონია, საკუთარი ქვეყნის თავისუფლება უდანაშაულო ადამიანებისთვის შუბლზე პისტოლეტის დადებით მიიღწეოდეს.
მეც ძალიან მიყვარს :)
LikeLike
მადლობა, კიდევ ერთხელ:))
ლიტველების(თუ ლატვიელების) მაგალითი ხო იყო, რომ გააღწიეს სსრკ–დან, თვითმფრინავის გატაცებით. თან ეგენი საკუთარ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არა ქვეყნისთვის. ოცნებად რომ ქონდათ საბჭოეთიდან გაღწევა… ამერიკაში იმხელა შენობებია ცა არ ჩანსო და მეორემ, ცას საერთოდ არ ავხედავ, ნიუ–იორკში მამყოფაო…
გეთანხმები, საკამათოა…
LikeLike
მახსოვს, თამთა :) ტერორიზმის ისტორია ნასწავლიც კი მაქვს.
ბალტიისპირელებმა (გამტაცებლებმა არა, სამივე რესპუბლიკამ) სსრკ-დან იმით გააღწიეს, რომ ქუჩას წითელ შუქზე არ კვეთდნენ, ნაგავს ტროტუარზე არ ყრიდნენ, მუშაობა არ ეზარებოდათ და მიტინგებზე უქმად დგომის მაგივრად ხელდაკაპიწებული შრომობდნენ. ანუ – სამშობლო უყვარდათ.
ჩვენ ერთმანეთს ვჭამდით :(
LikeLike
მე კიდე დათო ტურაშვილი მიტინგებსა და უნივერსიტეტის პრეს-კლუბში გავიცანი. :)
არ ვიცი რამდენად მაგარი მწერალია, მაგრამ ალალი, გულანთებული და კარგი ადამიანია.
LikeLike
უმაგრესი მწერალია და ადამიანი კიდევ უკეთესი, ლორდ.
ერთ ინტერვიუში ამბობდა – ცხრა აპრილის ღამეს, ჯარისკაცებთან საბრძოლველად რომ ვემზადებოდით, უბნების მიხედვით განაწილება ჩემი იდეა იყოო. უბნელი რომ გიდგას გვერდით, უფრო გულიანად იჩხუბებო…
ამის მთქმელი გულანთებული და ალალი როგორ არ იქნება :)
LikeLike
მე რომ უნივერსიტეტში მივედი, დათო აღარ იყო სტუდენტი, მაგრამ მისი გამოსვლები მახსოვს… ძალიან მიხარია, რომ ის გულანთებული ბიჭი ასეთ ნიჭიერ მწერლად ჩამოყალიბდა.
LikeLike
მოლი, საფეხბუთო ჟურნალია “ათიანი” და იქ თქვა ერთხელ ტურაშვილმა, ჩემპიონთა ლიგის ფილანლში ბარსა და რეალი მინდა გავიდნენო. გიო ახვლედიანმა უპასუხა, მაგას დაგიხატავენო:დ:დ
საყვარელი ადამიანია, ბასკები უყვარს ძალიან, ქართველებს გვენათესავებიანო:))
LikeLike
მეც მინდოდა :(
“ბარსელონა” გულზე მაქვს ამოჭრილი და “რეალი” ყველაზე ღირსებული მოწინააღმდეგეა, შესაბამისად – ყველაზე პატივსაცემიც. მშვენიერი ფინალი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა :(
დათო და აკა იცი, რატომ მიყვარს? ორივე გულანთებული პატრიოტია. საქართველო ორივეს ძალიან უყვარს, მაგრამ არა დეკლარაციების, სადღეგრძელოების და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების დონეზე. ნამდვილად უყვართ.
არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერენ. კატალუნიაზე თუ თუშეთზე. რაღაცნაირად, ჩუმად, ზედმეტი რიტორიკის გარეშე გაჩვევენ, რომ შენი საქართველო მსოფლიოს ნაწილია და სხვისი სიყვარული საკუთარის სიყვარულიდან იწყება.
წაიკითხავ დათოს და აკას და ცოტა უფრო მეტად გეამაყება, რომ ქართველი ხარ. ნამდვილ პატრიოტიზმს ამას ვეძახი :)
LikeLike
კლასელები ყოფილან:))
ორივე კარგად ერკვევა ფეხბურთში:)
მე ლივერპულს ვგულშემატკივრობ:)))
LikeLike
You’ll never walk alone :)
LikeLike
ნუ ტურიკა რომ ფეხბურთის აზრზე არაა, მაგას ლაპარაკიც არ უნდა :)
LikeLike
ფეხბურთის ცოდნა არ ნიშნავს, რომ მასზე მხოლოდ ობიექტური მხჯელობა შეგეძლოს.ისე, ეგ აქაც ტენდენციურია:დდ
LikeLike
10იანი კარგი ჟურნალია, მაგრამ ყველა რეალისმოძულე იქაა შეკრებილი, გორგოძის თამადობით.
ფრუნზიკასი არ იყოს, ტაკუიუ ლიჩნუიუ ნეპრიაზნ, რომ საკვები არ გადასდით. :)
ასე რომ სუბიექტივიზმი კარგია, მაგრამ ნამეტანი არ უნდა მოგივიდეს. :)
LikeLike
ათიანის აქტიური კითხვა უნდა დავიწყო :უზომოდდაინტერესებულიმოლი:
LikeLike
დაიხურა უკვე (((
LikeLike
ჯანდაბას :(
რა გაუჭირდა პალიტრას მედია სახლს ასეთი?
LikeLike
ათიანში დახურულა, ახლა გადავხედე არქივს. ეგ მგონი ჯერ კიდევ გამოდის, არ ვიცი ზუსტად.
არ ვიცი, გავიკითხავ, რა გაუჭირდათ ასეთი )))
LikeLike
მოიცა, ათიანი ის ჟურნალი არ არის, დათო ყიფიანი რომ აქვს სრულ სახელად, თავიდან სხვები უშვებდნენ და მერე პალიტას ჰოლდინგში გაერთიანდა?
მანდ წერს აკა და იქედან ვიცი.
LikeLike
ხო, ეგ არის. ვიცი, რომ პალიტრაშია, “ათიანშიც” პალიტრასი იყო და მანდაც წერდა აკა მორჩილაძე.
დათო ყიფიანი დაიხურა თუ არა, არ ვიცი ჯერ )))
LikeLike
10-ში დაიხურა, 10-იანი ხომ არა?
LikeLike
არცეთი არ დახურულა. პერიოდულად წყდება ხოლმე (უცნაურია:დ).
LikeLike
მე არ შემიმჩნევია, რომ ათიანში რეალი სძულთ. გორგოძეს ძაან უყვარს მესი და გვარდიოლა, მაგრამ რეალის სიძულვილზე რა მოგახსენოთ.
მოლი, არ დახურულა. რაღაც ემართებათ ხოლმე და 2 თვეში ერთხელ გამოდის, მერე ისევ თვეში ერთხელ…
თუ გამოვა წაკითხვა ღირს:))
როცა საფეხბურთო მიმომხილველი თვეში ერთხელ წერს თავისუფალ თემას, ცოტათი სუბიექტური რო იქნება, რათ უნდა ამას საუბარი.
მართლა კარგი ჟურნალისტები არიან.
ხო მანდაა, ახვლედიანიც და ტურაშვილიც. დათო ტურაშვილი თერთმეტ ქართველს წერს.
LikeLike
ნუ ახლა ეგ შორს წაგვიყვანს :) თუმცა 2-3-ჯერ საკამირია მოუსმინო გორგოძეს რომ უკვე ნათელია ყველაფერი.
აი მე არ მძულს ბარსა და იმასაც ვამბობ, რომ მესი რომ დღეს საუკეთესოა.
გორგოძე კი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ამტკიცებდა აი ნახავთ მალე რონალდოს როგორ გაფარჩაკდებაო. ძირითადშიც ვერ მოხვდებაო… ახლა ამას რომ ადამიანი ამტკიცებს ან ფეხბურთი არ ესმის (და ეს ასე არაა ან უბრალოდ… არ დავწერ არაფერ. :)
ჰოდა რონალდომ წელს ან რამდენი ბურთი შეაგდო ან ზოგადად როგორ თამაშობს – კი ჩანს.
მოუზე არარაფერს ვამბობ – 10 ყველაზე მაგარი მწვრთნელიო და… ოღონდ მოურინიო არ დაესახელებინა, ლამის ტოპმიოლერი შეიყვანა 10-ულში :)
LikeLike
icit, me var atianis mkitxveli da martla mikvirs ras gulisxmobt. naRdad ar aris gorgoZe egeTi… virgla fexburtelebi ar uyvars, amas arc malavs da ronaldu piJoniviT tipi rom aris, amas ar unda mtkiceba. sxva sakiTxia, ra saocrebebs Cadis moedanze,dasafasebelia:)
amaze postva Sors wagviyvans:)
LikeLike
მართლა შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი :)
LikeLike
დიდი ამბავი, სატურნირო “სეტკა” არ იცოდა…
LikeLike
თასის ფინალში შეხვდნენ.
სხვა თასი იყო, მაგრამ მაინც.
LikeLike
სამარცხვინოდ წავაგეთ….
კასილასი გყავთ ისეთი – ერთ გუნდს უდრის. ორსაც.
LikeLike
რეალთან წაგება არასდროს ყოფილა სირცხვილი :)
ისევე როგორც მესიანურ ბარსასთან წაგებაც არაა სირცხვილი.
LikeLike
მოლი, აღიარე, რომ რეალს გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე გულშემატკივრები ჰყავს :)
LikeLike
სამარცხვინო თამაში იყო, თორემ “რეალი” მოწინააღმდეგედ ყველა გუნდზე მეტად მეამაყება და არც მასთან წაგება მიმაჩნია სირცხვილად.
LikeLike
მოლი, აღიარე, რომ რეალს გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე გულშემატკივრები ჰყავს :)
LikeLike
რეალს გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე გულშემატკივრები-ც ჰყავს.
ისევე, როგორც ბარსელონას…
მარგინალები ორივე მხარეს საკმარისად მოიძებნება. სამწუხაროდ :(
LikeLike
… დათო ტურაშვილი.. :)
რაღაცებში არ ვეთანხმები (მოვლენებისადმი დამოკიდებულებას), 90-იანების მოვლენების მისეულ აღწერას, პათოსსა და ა.შ. არ ვეთანხმები (დაინტერესებულ მხარეს არასოდეს ვენდობი ხოლმე)..
ბოლო ერთ კვირაში წავიკითხე მგონი მისი ყველა მოთხრობა და მომწონს წერის სტილი.
LikeLike
გულწრფელად წერს. რასაც ამბობს, იმისი უკიდეგანოდ სჯერა და არ თამაშობს.
რაღაცებში არ არ ვეთანხმები, ასეც ყოფილა, მაგრამ მოსაწყენი და უინტერესო ჯერ არაფერი წამიკითხავს.
LikeLike
ხეტაფესთან კრიშტიანუმ ბურთი რომ მოიგერია, მოარტყა გულშემატკივარს…
შესვენების დროს უთხრეს ასე მოხდაო და თამაში რომ დამთავრდა – გადავიდა, ბოდიში მოუხადა და მაისური აჩუქა.
ხალხი კი ამბობს – პიჟონი და ცუდი ტიპიაო. :)
LikeLike
უტკინს (“რეალის” მქუხარე გულშემატკივარს) უწერია თავის ერთ-ერთ ბლოგის შესასვლელში – “გულშემატკივრებისთვის შემოსვლა აკრძალულიაო”.
გულშემატკივრებში ფანატიკოსებს გულისხმობს, საკუთარი ემბლემის გარდა თვალში არაფერი რომ არ უჩანთ.
პიჟონს და სოფლელს რონალდუს და მესის ზუსტად ასეთი მარგინალები ეძახიან.
ჩემთვის ძლიერი “რეალი” ისეთივე აუცილებელია, როგორც ძლიერი “ბარსა”. სადაც შემიძლია, მთელი გულით ვგულშემატკივრობ.
LikeLike
პრანჭიას ეძახიან :)
LikeLike
ჰო :)
LikeLike
უბრალოდ კაი ზმანები უყვარს :)
ეგეთი ბერვია. ბექჰემი მაგალითად.
და კალაძეც ;) მარა ამან ფერების შეხამება არ იცის :)
აუ, ბექზე მაგარი ვიდეო მაქ… Pepsi რეკლამას რომ იღებენ პლიაჟზე და ბურთებს ნაგვის ურნებში ყრის… ფბ დავდებ ახლა.
LikeLike
რა ვიცი, მე ერთხელ ფრიად ჭკვიანმა და ანგარისგასაწევმა ადამიანმა მითხრა – შენი რონალდუ (შენიო, თითქოს ყოველ საღამოს ფანჯარასთან მყავდეს ატუზული და სერენადებს მიმღეროდეს :D) სარკით დარბის სტადიონზეო :)
LikeLike
არც მთლად უმაგისობაა :) სადღაც მართალი ყოფილა ეგ შენი ჭკვიანი და ანგარიშგასაწევი ადამიანი :) აღიარე ახლა :)
LikeLike
ეგ ძველი ხუმრობა იყო – ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი ტროლეიბუსია – დაბმული რომ ასე დარბის, რო აუშვა რას იზამსო.
ეგ თუ სარკით ასე თამაშობს, ისე რას იზამდა არ გიფიქრიათ? :)
LikeLike
ეს ისეთი სარკეა, ნელ-ნელა თამაშს რომ გავიწყებს…
LikeLike
როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამინმა თქვა

LikeLike
ლოლ, ეგა ხართ აი, ბარსას გულშემატკივრები, ერთი ჟურნალი ვერ შეგინახიათ :):)
LikeLike
“ტაბულა” გვაქვს სამაგიეროდ :)
ბოლოსწინა ნომერში თქვენი “სპეშალ უანი” ისე მოთხარეს, ხმა აღარ ამოეღება :)
LikeLike
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – ჩვენი “სპეშალ უანი” დელ ბოსკე იყო.
LikeLike
იყო – გასაბოლდებელია.
ეჰ… დელ ბოსკე… რაც მე შარშან მსოფლიოს ფინალში ცრემლები ვაღვარღვარე :)
ის თამაში კასილასმა მოიგო – რეები აკეთა…
LikeLike
“იყო” ზმნას “იქნება” ფორმაც მოეძევება, გეთაყვა :)
LikeLike
რა თქმა უნდა :)
LikeLike
ეგ ვინ დაწერა არ ვიცი. თუ გორგოძემ ყველაფერი გასაგებია. :)
ლობანოვსკი იყო ეგეთი – კიევის მწვრთნელი ვისაც ახსოვს. მან თქვა ყველაზე ლამაზი ტაბლოაო. ადამიანებს ავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება რომ ფეხბურთი თამაში კია, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე უკვე სპორტია და ტარანი კიდე თვლითაა. მოუს ტიტულები არ აკლია. და კიდევ ექნება.
დანარჩენი პოეზიაა.
LikeLike
კოვზირიძემ.
მალოფეევიც მახსოვს, მსოფლიოზე მწვრთნელების ტრიუმვირატიც და კიევის დინამოს ის შემადგენლობაც – ბელანოვი, ბალი, ბალტაჩა, ზავაროვი, პროტასოვი, მიხაილიჩენკო, რაცი, ბლოხინი და ასე შემდეგ.
ტარანი რომ თვლითაა, იმას ვამბობ მეც. მაუს ტიტულები ჰქონდა, ალბათ ექნება კიდეც, მაგრამ ახლა არ აქვს და “რეალმა” უბრალოდ კი არ უნდა მოიგოს, ლამაზად უნდა მოიგოსო – დი სტეფანომ.
ლამაზად ვინ ჩივის, ისეც ვერ იგებს და პირველ რიგში, მაუს უნდა ვკითხოთ, რატომ.
ასე არ არის?
LikeLike
მთლად ასეც არაა.
ბოლო წლებია რეალი საერთოდ უტიტულოდ იყო და ახლა თასი მოიგო. ასე რომ მთლად უტიტულოდ არ დარჩენილა და აშკარად უკეთესი შედეგები აქვს.
LikeLike
თქვენ უკეთ გეცოდინებათ…
მეფის, თასი, ვინ დაობს, სერიოზული პრიზია, მაგრამ ვფიქრობ, გულშემატკივარს უფრო ლა ლიგა აწუხებს და სეზონური კლასიკო. ესეც არ იყოს, ჟოზესგან აშკარად მეტს ელოდნენ.
LikeLike
სულ ტურაშვილის ბრალია ბიორკი რომ ირლანდიელი მეგონა :უსერ:
ისლანდიელი ყოფილა და…
LikeLike
:) :) :) სახელი კი აქვს კელტური (ნუ, კელტურს წააგავს მაინც), მაგრამ გვარი აქვს… პირწმინდა ისლანდიური :)
დათომ თქვა სადმე?
LikeLike
ბიორკის ფანია ხო ეგ კაცი : )
ხოდა, “ცოცხალ” ინტერვიუში თქვა, რომ ქართველები და ირლანდიელები ძმები ვართო, ხოდა სულ ბიორკის გამოო..ოო..ოო
დიდი ხნის ინტერვიუა… ეხლა სად ვიპოვო არ ვიცი : )
LikeLike
არა, ქევან, რად გვინდა ინტერვიუ, მტკიცებულებას კი არ ვეძებთ :)
გემრიელად გამეცინა :)
LikeLike
:) მეც გამეცინა, სულ ჩვენს ნათესავებს ეძებს ევროპაში :) <3 ისე მე არ ვიცი შეიძლება წარმოშობით ირლანდიელია ბიორკი, დავფიქრდი ახლა უცებ :))
LikeLike
გუდმუნდსდორტია თუ რაღაც მსგავსი, გვარად :)
მამალი ისლანდიელია :) ისე, მეც დავფიქრდი :)
LikeLike
დავინტრიგდი და ინეტი გადავჩხრიკე, მაგრამ აქედანაც ისლანდიელია, იქიდანაც და რა ვქნა :) ვერაფერს მივაკვლიე :) სავარაუდოდ, მექანიკურად შეეშალა, თორემ ჩვენზე ნაკლებად არ ეცოდინება დათოს ბიორკის გვარ-ტომი :)
LikeLike
ან ისლანდიაში აღმოაჩინა ქართული კვალი :) დათოსგან არ გამიკვირდება :)
LikeLike
ჰაიტ, აბა ბიერკზე რეებს განიხილავთ უჩემოდ! :**
დარწმუნებით გეტყვით, რომ ბიორკი თავიდან ფეხებამდე ისლანდიელია.
ჰოდა რაც შეხება დათოს, პიროვნულად ძალიან მომწონს. კიდევ ვიცი რაღაც–რაღაცებიც, მაგრამ ახლა არ ვიტყვი და არცაა საჭირო. შეცდომა ყველას მოგვდის :)
LikeLike
ლაქები მზესაც აქვსო :)
მშვენიერი მუსიკალური გემოვნება გქონია, როდე :) ლიტერატურული რომ ფანტასტიური გქონდა, დღემდეც ვიცოდი.
LikeLike
ირლანდიელები გაააააცილებით სიმპათიურები არიან. :)
LikeLike
+1 ლორდ,.. ცოცხლად მყავს ირლანდიელი ნანახი.. მართლა “რეაქტიული ძრავები” არიან, ძალიან აქტიურები :დ :დ
LikeLike
მეც მყავს და მეც ასე მგონია :)
LikeLike
დათოს ერთი ძალიან თხელი წიგნი მქონდა, რომელიც ვიღაცამ მომპარა, უკანა ყდაზე ბოირკის სურათი იყო მახსოვს :) მაშინ გავიგე მისი არსებობაც, ირლანდიელიაო სად უწერია? :)
LikeLike
ბიორკისსურათიანი წიგნი ბუნდოვნად მახსოვს. სადღაც მაქვს ნანახი.
LikeLike
ბიორკის 90-იანების ძველი ალბომია, ყდაზე ტურიკას ფოტო რომ აქვს.
LikeLike
გაჩერდი ახლა, თორემ მართლა დავიჯერებ :)
LikeLike
კი ეგრეა. კონცერტზე იყო და ხო იცი რა ემოციურია მივარდა არიქა საქართველოდან ვარო ესაო ისაო… იმდენი ქნა ფოტო გადაუღეს და მერე ალბომის ყდაზე აღმოჩნდა.
LikeLike
აუჰ… არ ვიცოდი. უმაგრესი კაცია! რას ვამბობდი!
მე იმ ისტორიაზე ვხალისობ, მარადონას წიგნის თარგმნის უფლება რომ აჩუქებინა :)
LikeLike
პირველად დათო ტურაშვილი მოთხრობები წავიკითხე. მგონი ის მისი პირველი წიგნია.ძალიან პატარაა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი. მოთხრობა “რივა და ხავა” ძალიან მომეწონა. ჩემი საყვარელი მწერალია.არ არსებობს სადმე მის წიგნს გადავეყარო და არ წავიკითხო. მის ინტერვიუებსაც კი არ ვტოვებ. დათო ტურაშვილის წიგნები რაღაცნაირად თავისით გეკითხვინება.რაც უფრომეტს ვკითხულობ სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ასე უნდა წერდეს ნამდვილი მწერალი.
LikeLike
მეც ასე ვარ :) პირველი წიგნი მართლა არ შემხვედრია. იქნებ ხელახლა გამოცემაზე იფიქროს ვინმემ…
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ბლოგზე, დალუ :)
LikeLike
ზუსტად ეგ პატარა წიგნი მქონდა მეც :) მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მგონი, მართლაც ეგ არის პირველი წიგნი… “რივა და ხავა” ყველაზე კარგად მახსოვს, ენით აუწერელი სითბოთია სავსე…
LikeLike
მეც მაქვს ეგ წიგნი, <3 1990 გამოშვებული :)
LikeLike
მე ავცდი :( აკას ძველი წიგნები გამოსცეს ახლახანს ხელახლა და იქნებ ის პირველიც გამოსცენ…
LikeLike
იქ სადაც ბარსარეალობაზე წავა საუბარი, ობიექტურობა გამორიცხულია.
ასე, რომ პეპე უნდა გაეგო თუ არა, ქართველები ვერასოდეს შევთანხმდებით…
LikeLike
პეპე კიდე არ შეხებია საერთოდ :) შეგიძლია ნახო იუთუბზე ვიდეო… თუმცა ეგ სხვა საკითხია.
LikeLike
“პო სავაკუპნოსტი” მისცა.
რეპუტაციის ამბავია. ძველი უხეშობების საფასურს იხდის.
LikeLike
ეგ ამბავი იმას ჰგავს, ჩემი სომეხი მეზობელი რომ დააკავეს მოსკოვში, მოტივი – “У Вас подозрительное лицо”-ო :D
LikeLike
რობიკ-ჯან, ცავატანემ :)
LikeLike
მოლი, სამწუხაროდ ტურაშვილს არ ვიცნობ კარგად. მაგრამ ერთი რამ ცხადია – ლექციაზე წასვლის წინ შენი პოსტის წაკითხვა გახდა საფუძველი იმისა, რომ სანამ კორძაიასთან მივალ, ჯერ ბიბლიოთეკაში გავივლი და აუცილებლად ავიღებ ამ წიგნს. შენი აღწერით აშკარად უნდა მომეწონოს, მით უმეტეს რუსული რაღაცეებიც ახსენე და… ვერ ვიტან როცა არ აფასებენ მართლაც ღირებულ რუსულს, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულია.
ხოდა, წავედი ახლა მე :-)
პ.ს. მომენატრა შენი ბლოგი და პოსტები, შესაბამის განწყობაზეც გავდივარ სახლიდან ;-) და მალე დავბრუნდები ;-)
LikeLike
უჰ :) უმაგრესობაა :) გამახარე :) წაიკითხე და აუცილებლად მოგვიყევი შთაბეჭდილებები :) ორი სიტყვით მაინც :)
წარმატებები :)
LikeLike
მოლი, მოლი ძალიან დროული იყო ახლა ეს პოსტი, თავს ვერ დავდებ დათოს ბევრი ნაწარმოები წამიკითხავსთქო, მაგრამ რაც წამიკითხავს უმეტესობა მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან უბრალოდ და ამასტან საინტერესოდ წერს :)
დასასრულები მიყვარს ყველაზე მეტად:)
დღეს ვკითხულობდი ზუსტად “გურჯ ხათუნს” და მოთხრობებს და “კურკა” რომ დავამთავრე გული ყელში მომებჯინა :)
LikeLike
არა უშავს, მა:)
მეც ზუსტად ეს რეაქცია მქონდა :)
ისე, კარგად გამოვიდა, პოსტი 13 მაისს რომ გამოვაქვეყნე :)
LikeLike
ჰო საკრალური დამთხვევაა <3
ერტადერთი რაც არასდროს შემიყვარდება კი არა და არც კი მომეწონება ეს დათოს "ჯინსების თაობაა"
საშინელი პროტესტი მაქვს მაგ წიგნისადმი და საერთოდაც :)
LikeLike
მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, აგათა :)
LikeLike
მეც “ჯინსების თაობით” გავიცანი დათო ტურაშვილი და ლამის აღვშფოთდი მაგ კაცზე. არადა რადიოდან მიყვარდა ძალიან კარგი გადაცემა ჰქონდა ხოლმე უცნობზე “ტურიკას კომენტარები”. სულ ორი დღის წინ კი დათოს რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე და ყველაზე მეტად “აჩიბაბა და 40 ყაჩაღი” მომეწონა. არ ველოდი ისე მომეწონა. ჰოდა გამიხარდა ზუსტად ამ დღეებში რომ დაწერა ვინმემ ტურაშვილზე. მაგრამ დათოს “ჯინსების თაობა” მაინც მარაზმია :)
LikeLike
მარაზმს ნამდვილად ვერ დავარქმევ – მარაზმი, მაგალითად, ალექსანდრე ბელიაევის “ფანტასტიკური” რომანებია, ან გოჩა მანველიძის “მგლები”, ან რაღაც მსგავსი…
“ჯინსების თაობას” თითქმის არაფერში არ ვეთანხმები და დათოს ყველაზე სუსტი წიგნი მგონია.
“აჩი ბაბა” ახალ კრებულშია. “გურჯი ხათუნი” კარგი დასაწყისი იყო. პრინციპში, სერიის რედაქტორი ბესო ხვედელიძეა და ცუდი ნაკრები ნამდვილად არ იქნება.
LikeLike
ხოტაბიჩი ბელიაევის დაწერილია?
კირ ბულიჩევი უარესია :)
LikeLike
არა, ბელიაევი კოშმარია. ადამიანი-ამფიბია, ვარსკვლავი კეცი (კეცი – კონსტანტინე ედუარდის ძე ციოლკოვსკია), ჰაერის გამყიდველი… სრული ბოდვაა.
ბულიჩოვი, მაგასთან შედარებით, კლასიკაა. ალისას ციკლი :) ფილმსაც არაუშავს და მულტფილმსაც :)
LikeLike
პრადავეც ვოზდუხა – ეგ წაკითხული მაქვს. მაგრამ არ მახსოვს.
ხოტაბიჩი მაგისი არ ყოფილა.
კიდე ის მაქვს წაკითხული ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი – ტოლსტოის.
LikeLike
ხატაბიჩი რაის ფანტასტიკაა :) თუ მაინცდამაინც – ფენტეზი :) აბდურახმან იბნ ხატტაბ :) ტერორისტული სახელი აქვს :)
აელიტა? აელიტაც გექნება წაკითხული.
თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის 20-ტომეულში, თუ გახსოვს, 30-იანი წლების საბჭოთა ფანტასტიკის მთელი ტომი იყო. ერთი მეორეზე უარესი ბოდვები :)
პრინციპში, მანდ პლუტონეაც იყო…
LikeLike
აელიტა არა. სამაგიეროდ ნეზნაიკა ნა ლუნე მაქვს წაკითხული. :)
LikeLike
добрый дедушка мороз
привезёт в подарок мне
замечательный мультфильм
про незнайку на луне :)
მოვრჩი კინოსეანსს :) დავიძინე ახლა, ხვალ თორმეტამდე გვერდის შემცვლელი არ ვარ :)
LikeLike
მხოლოდ “ჯინსების თაობა” მაქვს წაკითხული და ძალიან ვისიამოვნე <3
:) დანარჩენი არა და ქართველ დანამედროვე მწერლებს რატომღაც ნაკლებად ვეკარები,ძველი დროის და უცხოელი ავტორები მიყვარს,რატომ რავიცი.. :D
LikeLike
მთელი სიამოვნება წინ გქონია – ერთხელაც გადაშლი თანამედროვე ქართველებს და მერწმუნე, დიდ ხანს ვერ მოწყდები :)
LikeLike
“იყო და არა იყო რას”
თჲ მოკრავთ სადმე თვალს,გირჩევთ,ძალიან კარგია:
80-90იანი საქართელოს გემოს იგრძნობთ..
LikeLike
შინ მიდევს, ყველაზე საყვარელი წიგნების თაროზე, ყველაზე საპატიო ადგილას :)
და ათასჯერ მირჩევნია ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანს”.
LikeLike
მიყვარს ეს მწერალი, ეს ბლოგი და პოსტიც, რასაკვირველია :)
LikeLike
მადლობა დიდი :)
LikeLike
მინდა გეკამათოთ, მაგრამ უხერხულია ))
LikeLike
კამათი უხერხული რატომ არის?
LikeLike
[…] ტურაშვილის წიგნებთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მოლი ბლუმის ბლოგის ძველ […]
LikeLike
აუ ძალიან მაგარი წიგნია ჯინების თაოება უკვე რამდენჯერ წავიკითხე აღარ ვიცი და რამდენჯერ ვიტირე წიგნის შესავლისა და დასურულების კითცვაში.. შენი კომენტარი სენს ფანტაზიაზე შენივე იყოეს ტურაშვილი საუკეთეოსა XXI-ე საუკუნესი.
LikeLike
მოდი, ჯერ გამართული ქართულით წერა ისწავლე და მერე აფრქვიე საკუთარი ფანტაზიები… ოკ?
LikeLike
“კარტული არ გეკერკება” ჰო? :)
LikeLike
და ამ პოსტში ვინმემ თქვა – ტურაშვილი ცუდიაო? :დდდ
LikeLike
რომც მეთქვა… აქ, მკითხველები და კომენტატორები ასეთი ტონით არ საუბრობენ.
LikeLike
დათოზე ახალი რაღა უნდა ვთქვა :) …მაგრამ “კურკას” რომ მივადექი კრებულში, ასეთი პატარა მოთხრობისგან ასეთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ველოდი…
LikeLike
კურკა ფანტასტიურია :) გამაჟრიალა :)
LikeLike
me gavicani ,,gurji-xatunit” da amas moyva,,achibaba da ormoci yachaghi” ai, rac sheexeba ,, jinsebis taobas”, wavikitxe axali wlis ghames da mteli es ghame vtirodi…
LikeLike
yvelaze sayvareliiiiiiiiiii <3
LikeLike
დიახაც :)
LikeLike
მე გუშინ ვიყიდე “მეცამეტე”, დაბადების დღე რომ მიმელოცა ავტორისთვის და დღეს უკვე შემომეკითხა :))
LikeLike
მშვენივრად მიგილოცია :)
LikeLike