გუშინ Jeopardy!-ის უკვე ჩატარებულ ტურებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ, კარგა ხანია, ისტორიის თემას არ შევხებივარ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, უპირატესობა სხვადასხვა ეპოქაში გამართული ბრძოლებისათვის მიმენიჭებინა – ბოლოს და ბოლოს, სულ რაღაც გუშინწინ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 66-ე წლისთავი ვიზეიმეთ :)
მაშ ასე, ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველებო – დღეს ის ცნობილი ბრძოლები უნდა გავიხსენოთ, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. პირადად მე, ამ კითხვების წერისას ნამდვილად ვისიამოვნე, რადგან მივიწყებული ისტორიული მომენტებსაც გადავავლე თვალი და აქამდე უცნობ მოვლენებზეც ბევრი რამ შევიტყვე. იმედი მაქვს, უკმაყოფილონი არც თქვენ დამრჩებით. მაშ ასე,
Good luck!
1. ეს ცნობილი ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის გაიმართა, ელინთა გამარჯვებით დასრულდა და სპარსელების ევროპაში შეღწევა შეაჩერა;
2. 451 წელს, გალიაში გამართული ეს შერკინება ისტორიას „ერთა ბრძოლის“ სახელით შემორჩა;
3. ეს შეტაკება, სადაც ჰანიბალმა გამანდგურებელი დარტყმა მიაყენა რომაელთა არმიას, მეორე პუნიკური ომის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად ითვლება;
4. ვილჰელმ ნორმანდიელი სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვების წყალობით ავიდა ინგლისის სამეფო ტახტზე;
5. ამ ბრძოლის სახელით ისტორიაში სამი სხვადასხვა სამხედრო დაპირისპირებაა ცნობილი და სწორედ ერთ–ერთი მათგანის დროს ჩაიგდეს ინგლისელებმა ტყვედ საფრანგეთის მეფე იოანე II კეთილი;
6. მიგელ დე სერვანტესმა ხელი სწორედ ამ ბრძოლას შესწირა;
7. ეს ბრძოლა აღწერა დეტალურად ჰენრიჰ სენკევიჩმა რომანში “ჯვაროსნები”;
8. ადმირალი ნელსონი სწორედ ამ საზღვაო შეტაკებაში დაიღუპა;
9. ამ დაპირისპირებას ისტორია „სამი იმპერატორის ბრძოლის“ სახელით იცნობს;
10. ეს ბრძოლა 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა და მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა;
11. ამ ბრძოლას იაპონელებმა ჰავაიური ოპერაცია უწოდეს;
12. საფრანგეთისა და პრუსიის ომში ეს ყველაზე ცნობილი ბრძოლაა;
13. ამ სახელგანთქმულ ბრძოლაში ჩრდილოამერიკელებმა პირველად გამოიყენეს საომარი მიზნით მავთულხლართი;
14. ამ ბრძოლაში გენერალმა ნოგიმ კატასტროფული რაოდენობით დაკარგა ადამიანური და მატერიალური რესურსი. სინდისის ქენჯნა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მხედართმთავარმა საომარი მოქმედებების დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ, ცოლთან ერთად გაიკეთა ჰარაკირი;
15. ბელგიის ამ პატარა დასახლებასთან გამართულმა ბრძოლამ წერტილი დაუსვა დიდი მხედართმთავრის საომარ ბიოგრაფიას.
chemi sayvareli temaa:D ra maxsovs vnaxav exla:D
LikeLike
აბა, შენ იცი :)
LikeLike
1. კონკრეტულად რომელი ბრძოლაა ვერ ვხვდები ქსერქსე და სპარტას მეფის შორის გამართული თუ როცა სპარსეთს სურდა ბალკანეთში შეწრა და დამარცხდა?
2. გალია დღევანდელი საფრანგეთი.კატალაუნის ბრძოლა იგივე “ხალხთა ბრძოლა”
3. კართაგენის აღება?
4. მახსოვს რომ ირლანდიის დაპყრობით ავიდა ტახტზე და ვილჰელმ დამპყრობელი ამიტომ ეწოდა,ამ ბრძოლაზეა საუაბრი?
5. იორკმა ჩაიგდო ტყვედ მაგრამ რა ბრძოლა არ ვიცი
8. ტრაფალგარის ბრძოლა.
მოლი ცოტა არ იყოს რთულია და მეტი არ ვიცი ((( პასუხებით ვისწავლი ;)
LikeLike
ოკი, პასუხებს დაველოდოთ :)
LikeLike
moli meotxe kitxvis pasuxi irlandiis dapyrobisas mogebuli brdzola ar aris..ameria..mgoni hastingsis brdzola unda damewera)))))
LikeLike
vaiem moly dasawyisshi gavxalisdi magram boloshi vegar gavdivar:D (sad ipovi xolme:))
LikeLike
ნაწილი ჩამოწერე, ნათია :) დანარჩენი, ხვალ, საღამოს 11 საათამდე დროა და როცა მოიცლი, მაშინ დადე :)
ჰო, შენი ავტოგრაფი-ლაიქი არ დაგავიწყდეს :)
LikeLike
მე როგორც საფრანგეთის მოყვარული ადამიანი 4 და 9 კითხვებს ვეტანხმები, ვითარცა გამყრელიძის დასკვნას… და 8-აც ნაწილობრივ. ;)
მე-15 კი ვემიჯნები. :)
LikeLike
ABBA-ც არ მოგწონს, ლორდ? :)
LikeLike
რომელი? მანი, მანი, მანი?
მთელი ჩემი ახალგაზრდობა მაგაზე ვდაობდით ქერა ჯობდა თუ შავთმიანი. :)
LikeLike
ახლა მე-15 კითხვის შესაბამის სიმღერას ვგულისხმობდი. აი, იმას, ევროვიზია რომ მოაგებინა.
LikeLike
უი, ეგ სიმღერა არც მახსოვდა.
ახლა ვნახე და მე რომ მაქვს მაგათი დისკი იქ ეგ სიმღერა არცაა. :)
LikeLike
ABBA მაგ სიმღერამ გახადა პოპულარული :) მაშინ ევროვიზია ევროვიზია იყო, ბილანის, სერდიუჩკას და მისთანების ბირჟა კი არა…
LikeLike
ჰო ევროვიზია რომ მოიგეს ეგ ვიცი… იუთუბზე ყოფილა ეგ სიმღერა, ვნახე და მოსმენილი მქონია… მარა დამავიწყდა.
აბბა ჩემი ბავშვობის ჯგუფია და კაი ხანია აღარ მომისმენია.
აი, ჰეფინიუირს კი ვუსმენ ხოლე სეზონზე. :)
LikeLike
სეზონი ჰეფინიუიერის გარეშე წარმოუდგენელია :)
რაღაცებს მეც ვუსმენ ხოლმე. ჯო დასენის, ბონი ემის, აფრიკ სიმონის და აბბას ხასიათზე რომ ვდგები. ანუ, არც ისე ხშირად.
LikeLike
1. სალამინის ბრძოლა
6. ლეპანტო
7. ტევტონებთან ომი. გრიუნვალდის იგივე ჟალგირისის ბრძოლა უნდა იყოს.
8.ტრაფალგარი
10. კურსკის ბრძოლის შემდეგ.
12. სედანის
14 ჯერ პორტ-არტური მეგონა, მაგრამ მერე საცუმის აჯანყება გამახსენდა. სხვათა შორის, გენერალი უკანასკნელი იყო, ვინც ჰარაკირის ეს უძველესი რიტუალი ჯუმში შეასრულა.
LikeLike
მნიაჰ… გემრიელი თემაა… რა ვქნა, მიყვარს ასეთი თემები – ჰუმანიტარი ვარ თხემით ტერფამდე :)
LikeLike
ჩემსავით, მერი :) პასუხებზეც გეტყობა :)
LikeLike
1. მარათონის ბრძოლა;
2. კატალაუნის ბრძოლა უნდა იყოს;
3. ეს არ მახსოვს, სამწუხაროდ;
4. ჰასტინგსის ბრძოლა;
5. პუატიე;
6. ლეპანტო;
7. გრიუნევალდის ან ტანენბერგის ბრძოლა;
8. სახელგანთქმული ტრაფალგარი;
9. აუსტერლიცი;
10. კურსკის ბრძოლა;
11. პერლ–ჰარბორია აშკარად;
12. არც ეს მახსოვს :(;
13. :( ;
14. “შენ ის პიპინია არ ხარ, პორტ–არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო?” :D
15. ვატერლოო.
LikeLike
1. საბერძნეთ–სპარსეთის ომი, რავიცი რა ერქვა მაგრამ მგონი გულისხმობ 495—449 წლებში ხოოო რომელიც იყო
2. შერკინება კატალაუნის ველზე (ველი თუ მდელო ზუსტად არ მახსოვს)
3. ნე პომნუ
4. ეს არი იყო ინგლისის დამპყრობელს რომ ეძახდნენ? აუუ ჰასტინგსთან (სწორად თუ დავწერე) იყო ეს ბრძოლა და ზუსტად მგონი ქალაქის სახელწოდებიდან გამომდინარეობს ბრძოლის სახელწოდებაც
5. ბრძოლა პუატიესთან, “კეთილზე” სულ ვღადაობდი ხოლმე, ნუ თვითონ ზედმეტსახელზე
6, ბრძოლის სახელი მომკალი და არ მახსოვს, მახსოვს რომ საზღვაო ბრძოლა იყო, თან არ მოაჭრეს ხელი, პროსტა აღრ “ფუნქციონირებდა”
7. გრუნვალდის ბრძოლა? :( პოლონეთს ეხებოდა და :))
8, ტრაფალგეთის ბრძოლა. თან ბრძოლის დასრულებამდე გარდაიცვალა
9, აუსტერლიცის შებრძოლება
10.ის არ იყო? ოპერაცია ციტადელი?კურსკის ბრძოლა/შებრძოლება კურსკთან
11. ახლა რომც არ ვიცოდე, ფილმი მაინც ხომ მექნებოდა ნანახი. სხვა შანსი არაა, რმ იყოს .. პერლ–ჰარბორი (არ გამაგიჟი ახლა, არ მითხრა, რომ რომელიმე სხვა ომი იგულისხმება)
12 მარს ლა ტურთან? მეტი კი არმახსოვს
13, აუფ, დარბზის დახმარებას ვითხოვ :))))
14, რუსეთ–იაპონიის ომიანობისას, პორტ–არტურის ბრძოლა რომ იყო, ყველაზე ხანგრძილი, მგონი.
15, ასტერიქსი და აბელიქსი მახსენდება :)))))) გალიასთან არ გამართა? ბრძოლა გალებთან რა
უუუუფ აი როგორც მახსოდა სახელწოდებები ისე დავწერე რა :)))) :))))))
ვნახოთ ვნახოთ
LikeLike
დილა მშვიდობისა ძვირფასო მოლი :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, ჯესი :) ვნახე შენი პასუხები და საღამომდე მივმალე :) როგორ ხარ?
LikeLike
კარგააააად :))) სამსახურში საქმეები უკეთესად, რომ იყოს საერთოდ ბედნიერი ვიქნებოდი..
შენ როგორ ხარ?
LikeLike
nothing is perfect…
არა მიშავს მეც. შენთვის გესტ-პოსტს ვწერ :)
LikeLike
სკუპეში შემოსვლა არ გინდა?
LikeLike
ჭედავს ჩემთან სკაიპი. ვცდი მაინც :)
LikeLike
ui, moli, tavi istoriis siyvarulit momqonda… :((
:d
LikeLike
რთული კითხვებია, თამთა? :(
LikeLike
mgoni ki:(
LikeLike
უჰ, ჩემი ბრალია :(
LikeLike
didgoris brzola rodis moxdao xom ver gvkitxavdi:)
ase, rom unda vicodet :)
LikeLike
:) კითხვები თუ მოგეწონა, ეს მითხარი :)
LikeLike
kargia;) :)
LikeLike
მოლიი, გამარჯობა!
გადავყევი ბლოგერების ბავშვობის ფოტოებს და გვიან გამახსენდა, რომ დღეს ოთხშაბათია, სირცხვილი მე!!!
ვიწყებ:
1. სალამინის ბრძოლა ალბათ (სახელი შეიძლება დავამახინჯე, აი, ქსერქსეს და თემისტოკლეს მონაწილეობით რომ იყო, იმ ბრძოლას ვგულისხმობ :) );
2. ატილა ებრძოდა რომაელებს და დამარცხდა;
3. აუჰ, არ ვიცი ზუსტად, რომელი ითვლება, მაგრამ ტრებიის და ტრასიმენეს ბრძოლები მახსოვს მაქედან;
4. ჰასტინგსი?? :( ;
5. ნამდვილად არ ვიცი;
6. ლეპონტო თუ ლეპანტოს ბრძოლა… სადღაც წავიკითხე;
7. გრიუნვალდის (ჩემი სენკევიჩიიი) :) ;
8. ტრაფალგარის;
9. აუსტერლიცის ბრძოლა;
10. ბუდაპეშტი ფიგურირებს, მაგრამ ზუსტი სახელწოდება არ ვიცი;
11. პერლ–ჰარბორზე თავდასხმა;
12. ჰმ.. არ ვიცი, ვისემბურგის ბრძოლა მახსოვს შედარებით მკაფიოდ და ეგ იყოს;
13. არ ვიცი;
14. რუსეთ იაპონიის ომში იყო ეგ და კონკრეტული ბრძოლა არ მახსოვს;
15. აუფ… ნაპოლეონზეა საუბარი ვითომ? მაგრამ არ ვიცი ზუსტად…
ჰმმ, ჯერ პასუხებს უნდა გადავხედო და მერე ვიკის :) :) :)
13.
LikeLike
რეებს კითხულობ, თამარა… პირდაპირ გაკვირვებული ვარ :) შენი გემოვნების ბლოგერი და რეებზე ცდები…
შევინახე საღამომდე შენი პასუხები :)
LikeLike
ჰოო:):)
შეიხედე და თუ მიცნობ, აბა :) :) :)
LikeLike
აა, შენც ხარ მანდ? :) მაშინ სხვა საქმეა :)
შენი ხათრით შევიხედავ :)
LikeLike
გიცანი :)
LikeLike
ჰაჰა :) არადა, ვერავინ მიცნო :)
LikeLike
მოიცა და…. პირველი არ ხარ?
LikeLike
ki :)
LikeLike
აჰა! ძნელი არ ყოფილა :)
LikeLike
თამარპირველივე ხარ? :))))) ჰეჰე არადა ვერ გიცანი :))
LikeLike
მამაკაცურ პროფესიას რომ აირჩევდა, ბავშვობაშიც ეტყობოდა თურმე :)
LikeLike
ჰო, მოტოთი :) :)
LikeLike
lol.
მე კიდე რადიატორთან რომ ზის ის ვარ.
LikeLike
ყველას ახსოვხარ და არავინ გიცნობს? :)
LikeLike
ნუ იქ არც არვინ იცნობდა და არც აღარვის ახსოვდა :)
LikeLike
ვალოდია ჯინჭარაძისგან რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდე?
LikeLike
@ მოლი,
რაზე მეტყობოდა, გაბრაზებულ მზერაზე?? : )
LikeLike
მოტოზე :)
LikeLike
1. სალამინის ბრძოლა;
2. კატალაუნის ბრძოლა – ატილას ებრძოდნენ ლამის მთელი ევროპის წინაპრები;
3. კანის ბრძოლა აპულეაში (თუმცა ორი წლით ადრე ტრების ბრძოლაც მნიშვნელოვანი იყო ჰანიბალისთვის);
4. ბრძოლა ჰასტინგსთან;
5. პუატიესთან ბრძოლაში;
6. ლეპანტოს ბრძოლაში;
7. გრუნვალდის ბრძოლა;
8. ტრაფალგართან;
9. აუსტერლიცის ბრძოლა;
10. კურსკის ბრძოლა (курская дуга)
11. პერლ-ჰარბორს გულისხმობთ ალბათ;
12. სედანთან ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონ მესამის ისტორია
13. არ ვიცი, რომელ ბრძოლაში იყო პირველად – მაგრამ მასიურად პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს
14. პორტ-არტურის ალყისას დაკარგა 56 000 ადამიანი (თუმცა თავი იმპერატორ მეიძის გარდაცვალების შემდეგ მოიკლა, სამურაების კოდექსის შესაბამისად);
15. ვატერლოო
LikeLike
bao a ky
კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ბლოგზე :)
და მადლობა, სათამაშოდ დრო რომ გამონახეთ :)
LikeLike
პასუხები:
1. მარათონის ბრძოლა (ძვ. წ. აღ. 490წ; მე მარათონს ვგულისხმობდი, მაგრამ კითხვა ისე დამისვამს, სალამინის ბრძოლის ჩათვლაც მომიწევს);
2. ბრძოლა კატალაუნის ველებზე (451წ.);
3. კანის ბრძოლა (ძვ. წ. აღ. 216წ.);
4. ჰასტინგსის ბრძოლა (1066 წ.);
5. პუატიეს ბრძოლა (1356წ.);
6. ლეპანტოს ბრძოლა (1571წ.);
7. გრიუნვალდის ბრძოლა (1410წ.);
8. ტრაფალგარის ბრძოლა (1805წ.);
9. აუსტერლიცის ბრძოლა (1805წ.);
10. კურსკის ბრძოლა (1943წ.);
11. პერლ–ჰარბორის ბრძოლა (1941წ.);
12. სედანის ბრძოლა (1870წ.);
13. ჩატანუგას ბრძოლა (1863წ.);
14. პორტ–არტურის ბრძოლა;
15. ვატერლოოს ბრძოლა (1815წ).
წინასწარი შედეგები:
a bao a ky- 14; Mary Poppins – 12; Jessie – 11; tamaRa – 10; ნატო დავითაშვილი – 7; faifuris angelozi -4.
LikeLike
ფუ, რა არის ეს, მეორე ტურია, 10–ზე გავიყინე :(
პორტ–არტური და ვატერლოო როგორ შეიძლებოდა, ვერ გამომეცნოოო :( :(
LikeLike
თან ლორდს ველაპარაკებოდი კომენტარებში და აბბა ვახსენეთ :) და აბბამ ევროვიზია “ვატერლოოთი” მოიგო :)
LikeLike
კი შევნიშნე ეგ, მაგრამ აი, რას ნიშნავს აბნეული და ამავდროულად, გაყინული ტვინი :) :)
LikeLike
ცილისწამება დასჯადი არ არის, მაგრამ მაინც ცუდიაო, ხომ გაგიგონია, თამარა? :)
LikeLike
აუ… ვატერლოოზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ თუ ვინმე ვერ გამოიცნობდა რავა მეგონა ;)
LikeLike
კომენტარებს ყურადღება არ მიაქციეს, ლორდ :)
არადა ამ ბლოგზე კომენტარები პოსტებზე არანაკკლებ საინტერესოდ იკითხება :)
LikeLike
მარა პორტ-არტურზე კითხვა იყო რთულად ფორმულირებული და მაგის ბრალია.
ასე უნდა ყოფილიყო – ბრძოლა საიდანაც პიპინია ერისთავმა საკუთარ ცხენს გამოასწრო.
LikeLike
:))))))
ქართულ კინოზე რომ დავწერ პაკეტს, ამ ფორმულირებას მაშინ გამოვიყენებ :)
ცნობილი შემთხვევაა :) ერთ-ერთი უკანასკნელი რიტუალური სეპუკუ. სამურაი მაინც სამურაია :)
LikeLike
ჰაჰაა:):):) აი, მაგას როგორ ვერ მივხვდებოდი :)
LikeLike
ლორდი რომ ადგენდეს კითხვებს, ფანტასტიური პაკეტები გამოვიდოდა :) ჩემს გამოცდილებას ენდეთ, ოდნავ არ ვაჭარბებ :)
LikeLike
интернет против знатоков პონტში. :)
LikeLike
фантомас против скотланд-ярда :)
LikeLike
გააჩნია ვისთვის.
ჩემთვის არ იყო ცნობილი. :)
და საერთოდ აქედან მხოლოდ 3 ვიცოდი. სამივე ნაპოლეონის.
პუნიკური ომებისა ვილჰელმ დამპყრობლის კამპანიების ისტორია კი ვიცი, მაგრამ ეგრე ცალკეული ბრძოლებით არა.
LikeLike
სტანისლავსკი გაგახსენო, ლორდ?
შენს ბლოგს დიდი ხანია ვკითხულობ და…. მოკლედ, იცი შენ, განათლებული და ერუდირებული ადამიანის გამოცნობა რომ არ მეშლება.
LikeLike
არა 10-იც ვიცოდი და მე-11-ს მივხვდი. :)
ზეთს ოლ.
რომის ისტორია ზოგადად მიყვარდა ყოველთვის და მაქვს წააკითხული რაღაცები… ცეზარის გალიის ომები და ტაციტუსი და ეგეთები, მაგრამ ახლა ეგრე ბრძოლების ადგილები არ მახსოვს. თან ჰანიბალი არასდროს მევასებოდა. :)
ნაპოლეონზე კი თუ რამე მემუარები ვნახე ყველაფერი წავიკითხე თავის დროზე.
ბრიგადირ ჟერარის მოგონებების ჩათვლით. :)
LikeLike
ტიტუს ლივიუსის “ომი ჰანიბალთან” სკოლის ბიბლიოთეკიდან წამოვიღე და არ დამიბრუნებია :)
რევერტეს “ტრაფალგარის კონცხიც”? მოგეწონა?
LikeLike
რივიერტეს ისტორიულები არ წამიკითხავს. ველოდები ისევ მისტიკურ დეტექტივებს როდის დაწერს. :)
კაი ხნის წინ ერთ ტიპს ვიცნობდი, რომელიც ბრიტანელი იყო და ფრანგულ კომპანიაში მუშაობდა და ყველას უკვირდა…
აი, მაშინ მომიყვა ბრიტანეთის მთელი ისტორია. :) უელსელი იყო თავად და პირველი ის თქვა, რომ ფრანგებთან ბევრად ახლო ნათესავები ვართ ვიდრე ინგლისელებთანო.
ჰოდა ეგრე… რეალურად ეგენი ხომ ყველანი გალები არიან, ინგლისელების გარდა. და ინგლისის ტახტზეც კაი ხანს ფრანგები ისხდნენ… ჯერ ვილიამის დროს და მერე დრიუონს რაც აქვს აღწერილი იმ ეპოქაში.
მოკლედ სამი დღე ყვებოდა გაგრძელებითურთ :):)
ისე, მიყვარს ხალხი საკუთარი ისტორია ასე რომ იციან.
მე ნამდვილად ვერ დავიკვხნი საქართველოს ისტორიის ასეთი ცოდნით.
LikeLike
მახსოვს, შენი კომენტარი, მაგ უელსელზე ყვებოდი. შოტლანდიელებს, ირლანდიელებს და უელსელებს ეს თვითმყოფადობის შეგრძნება და ჩვენ-ინგლისელები-არ-ვართ განწყობა განსაკუთრებით აქვთ გამძაფრებული.
ყველაფერში ინგლისელებს ეჯიბრებიან.
შენ მეორე “დიუმას კლუბს” ელოდები? ჩემმა მეგობარმა – საუკეთესო რევერტეაო. საუკეთესო მე კომანჩების ტერიტორია მგონია, მაგრამ კლუბიც ფანტასტიურია.
ტრაფალგარის კონცხი ტრაფალგარზეა :) და კიდევ “მრისხანების დღე” აქვს – მადრიდის 2 მაისის აჯანყებაზე.
და კიდევ – “არწივის ჩრდილი” – ნაპოლეონის არმიის ესპანურ ნაწილზე :)
LikeLike
იი, ლორდ, პუნიკური ომები კიდე ჰო და ჰასტინგსის ბრძოლა არ უნდა გამოგრჩეს, ბოლო ბოლო პუაროს თანაშემწეს კაპიტანი ჰასტინგსი ერქვა, ხო :)
LikeLike
მაგიტომ დაარქვა ვითომ? აგათას მზაკვრული ჩანაფიქრი? :)
LikeLike
ვითომ? უყურე შენ, აგათას…
LikeLike
ამერიკელებმა რომ გაიგონ მე (ნატომ) პერლ–ჰარბორის ბრძოლა ვერ გამოვიცანი, ნატოში ჩვენს მიღებას კითხვის ქვეშ დააყენებენ. ამის არგამოცნობა არ შეიძლებოდა, მე კი შევძელი.:)
LikeLike
მაპი ჩვენი ტკივილია :(
ვორდპრესმა გიცნო, ნატო :) საოცრებაა :)
LikeLike
მეც გამიკვირდა. ამისთანა რა ჩავიდინე-მეთქი. ეტყობა, უბრალოდ, სიტყვაზე მენდო. :)
LikeLike
გრავატარი გინდა შენ. მერე მშვიდად დააკომენტარებ და ლაიქებსაც დატოვებ :)
LikeLike
არწივის აჩრდილი ვიცი, მაგრამ ესპანელი ნაპოლეონზე კაის რას დაწერდა :) ასე რომ მომრჩა წაუკითხავი ეგეც. :)
მადრიდის 2 მაისის აჯანყება – ეგ ისაა ჩვენ თანამემამულეს რომ დაესხნენ ტავს? :)
ფლამანდიური დაფაც ძალიან მომწონს.
აი, დოლი ნაკლებად. ფინალი არ დამევასა.
LikeLike
დიახ :)
ფლამანდური დაფა დეტექტივის შედევრი მგონია მე.
ტყავს რაც შეეხება, ფინალმა მომხიბლა – განსაკუთრებით იმან, რომ ორიდან ერთი მკვლელის ვინაობა ბოლო წინადადებაში გაამხილა რევერტემ.
თუმცა, მანდ სხვა ღირსებებიც ბევრია – თუნდაც ვატიკანის შიდა სამზარეულოს დეტალიზაცია. ან სევილიას აღწერა. მაკარენა ბრუნერი მომეწონა :)
LikeLike
ერთგან ნაპოლეონზე ლინკი ვნახე – სადაც სომეხი ისტორიკოსების წიგნი იყო.
რუსტამ რაზმაძეზე ამტკიცებდნე რომ სომეხი იყოო. და კიდევ სხვა მამელუკებზეც. და რაც მთავარია მიურატზეც.
კიდევ კარგი ნაპოლეონზე არ ეწერა რომ სომეხი იყო.
LikeLike
მაგას სხვაგან დაწერდნენ. სინდისი დაუშლიდათ თუ შერცხვებოდათ? :)
აშილ ნამეტანი სომხურად ჟღერსო, არა? :) :)
LikeLike
ნაპოლეონზე რომ ეგ დაწერონ, საფრანგეთი დიპლომატიურ კავშირს გაწტვეტს :):)
სხვათა შორის რუსტამის შვილს ერქვა აშილი მაგის საპატივცემულოდ.
ისე მეჟდუ ნამი ანუ ტეტატეტ და, რუსტამა ნახევრად ალბათ მართლა იყო სომეხი. :) მაგის მემუარებიდან ასე ჩანს როგორც მახსოვს. :)
LikeLike
აი, ეტ ბანა ჩე პეტკა ასეირ – მგონი, ასე ჟღერს სომხურად, აი, ეგ არ უნდა გეთქვაო :D :D :D
LikeLike
ეგეც მარშალი ნეი არ მყავდეს ერთბაშად ან პონიატოვსკი :):)
LikeLike
ნეიც სომეხი იყო? :(
LikeLike
რომ არ იყო, მაგიტომ ვამბობ…
დიდი ვერაფერი იყო ეგ რუსტამი. ჩვენ კი გვეამაყებასავით… მაგრამ უბრალოდ სწორ დროს აღმოჩნდა დიდი კაცის გვერდით და ეგაა სულ მაგისი დამსახურება.
LikeLike
მე მამლუქები მეამაყება…
LikeLike
რამდენიმე ვიცი მხოლოდ. ^^
მე მგონი, ეგეც კარგია.. ^^
LikeLike
კარგი კი არა, მშვენიერია :) მით უმეტეს, რომ პასუხების გადახედვის შემდეგ უკვე ყველა გეცოდინება :)
LikeLike
დილა მშვიდობისა მოლი.
ამ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ ბლოგზე შემოვლას,ძალიან მწყდება გული … :( განსაკუთრებით, ვიქტორინებს რომ ვერ ვთამაშობ… კითხვებს გადავხედე და უნდა ვაღიარო,მხოლოდ რამდენიმეზე მქონდა სწორი პასუხი…
LikeLike
დღე მშვიდობისა, ნატალია :)
იმედია, შენთან მშვიდობაა. მთავარი ეს არის, თორემ კითხვები აწიც ბევრი იქნება და როცა მოახერხებ, მაშინ შემოიხედე :)
LikeLike
აუფ, ეს საერთოდ გამომრჩა :|
უინტერნეტობის ბრალია :)
LikeLike
ისე, ხანდახან კარგიც კია უინტერნეტობა… :) დაისვენებ :)
LikeLike
ახლა ვნახე შედეგები :) რა კარგია რა კარგი.. აი რაც არ ვიცოდი ის პასუხები ნამდვილად უნდა დავიმახსოვრო :))
ძალიან საინტერესო თემა იყო
მადლობა მოლის :)
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
რა კარგი ჯეოპარდი გამომიტოვებია :(
LikeLike
შენ კარგად იყავი და კიდევ ბევრი იქნება :) უკეთესები :)
LikeLike
ასი. <2+1
LikeLike
დანკე! :)
LikeLike