მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ დროდადრო ლიტერატურულ ფორმატს “ვღალატობ” და სხვა თემებზე, მათ შორის ფოტოგრაფიაზეც, ვწერ.
ბოლო დღეებში, თქვენც შენიშნავდით, მეტწილად თბილისის წიგნის მომავალ ფესტივალზე ვიყავი კონცენტრირებული და ახლა მივხვდი, რომ ბლოგის ერთ-ერთი განგრძობადი პროექტი – მე-20 საუკუნის ფოტომატიანე დიდი ხანია, არ შემივსია. თან, დღეს 9 მაისია, თარიღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ასოცირდება, ამიტომ, მორიგი პოსტის დასაწერად ისტორიულ ფოტოალბომებს გადავხედე.
ბუნებრივია, როგორც საბჭოეთში დაბადებულ ადამიანს, პირველად რაიხსტაგის ქონგურზე გამარჯვების წითელი დროშის აღმართვის სცენა გამახსენდა, რომლითაც უხვად იყო ილუსტრირებული ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსი სამხედრო ფოტო-კორესპოდენტის ევგენი ხალდეის სახელგანთქმული ფოტოსურათი “დადგმულია”. მოგეხსენებათ, როდესაც ქანთარიამ და ეგოროვმა რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ააფრიალეს (თუმცა ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, ერთი მხრივ დიდი ბელადის, მეორე მეორე მხრივ კი – უძლეველი რუსი ხალხის საამებლად შეთხზული ლეგენდა იყო და არავის არაფერი აუფრიალებია), თან ფოტოაპარატი არ ჰქონიათ და ამ დიადი მომენტის ამსახველი სცენა მოგვიანებით, მშვიდობიან ვითარებაში გადაიღეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ფაქტი ისტორიულ კადრს მთელს ეშხს უკარგავს.
მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა, ნახევრად გაყალბებულ ვერსიას ისტორიკოსებმა და სოვეტოლოგებმა მიხედონ, მე კი სხვა დროშის ამბავს მოგიყვებით.
1945 წლის 19 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ივოძიმას შეუტიეს. ბრძოლა თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა და 16 მარტს იაპონიის საიმპერატორო არმიის ნაწილების კაპიტულაციით დასრულდა. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის მე-5 დღეს, 23 თებერვალს, დღის პირველ საათზე, საექსპედიციო ძალების შემადგენელი მე-5 საზღვაო ქვეითთა დივიზიის მებრძოლებმა, ერთ-ერთ ლოკალურ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად, კუნძულ ივოძიმას სამხრეთით მდებარე სურიბაჩის მთაზე ამერიკის მომცრო დროშა აღმართეს, ხოლო ორი საათის შემდეგ სტანდარტული ზომის დროშით შეცვალეს.
სწორედ დროშის შეცვლის მომენტს შეესწრო “ასოშეიტედ პრესის” ფოტოკორესპოდენტი ჯოზეფ როზენტალი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, აზრადაც არ მოსვლია, რომ სურიბაჩის მთაზე თავისი ვარსკვლავური წამის დასაჭერად ადიოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთი შეხედვით რიგითი საბრძოლო ეპიზოდის ამსახველი კადრი ამერიკელი ჯარისკაცების მამაცობის სიმბოლოდ და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოდ იქცეოდა.
როზენტალმა ამ ნამუშევრისთვის, იმავე წელს, პულიტცერის პრემია მიიღო, ამერიკელებმა კი (რომლებიც საკუთარ ისტორიას არა მხოლოდ აფასებენ, უფრთხილდებიან კიდეც) ივოძიმაზე დროშის აღმართვის სცენა, “ტაიმს-სკვერის კოცნასთან” ერთად, საკულტო კადრად გახადეს, მარკებზეც გამოსახეს, ფოტოსურათის მიხედვით შექმნილ სკულპტურულ კომპოზიციას კი არლინგტონის სასაფლაოზე მიუჩინეს საპატიო ადგილი.
P.S. წითელი იდეოლოგიის მსხვრევამ ჩვენს ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ომს “სამამულოდ” სულ უფრო იშვიათად მოვიხსენიებთ. ისიც კი გამიგია, ვინ იცის, იქნებ გერმანელების ხელში უკეთ გვეცხოვრაო… ამის მთქმელს ბუხენვალდს, დახაუს, მაიდანეკს და ოსვენციმს შევახსენებდი, ან “შინდლერის სიის” ნახვას ვურჩევდი. ჩვენ კი, თუ მაინცდამაინც, 9 მაისს ევროპის დღე ვიზეიმოთ, რომელსაც უკვე 26 წელია, აღნიშნავენ და კომუნისტურ დღესასწაულთან საერთო არაფერი აქვს.
ამ ფოტოს ისტორია არ ვიცოდი… არადა კიდევ რამდენი ვერსიაა ))) აი, უთვალავი : ))
LikeLike
მოკლედ რომ დაგვიწერო? დამაინტერესე, აგასფერ :)
LikeLike
“იქნებ გერმანელების ხელში უკეთ გვეცხოვრაო…”// დამაჭერინა ერთი მაგის მთქმელი..ახლა თქვენთან აქ კი არ ვიჯდებოდი :( .. :( ეჰ… საბჭოთა დროშის აღმართვაზე მართლაც რომ მეც მეპარებოდა ეჭვები..საიდან ნახავდნენ მაშინ ფოტოაპარატს..საიდან დაიჭერდნენ ზუსტად იმ მომენტს.. ეს ფოტოც ვიცი…მაგრამ ახლა თვიდან რომ შევხედე ჯერ გამიკვრიდა, მეთქი, რატომაა ამერიკის დროშა და მერე გამახსენდა….
მშვენიერი პოსტია….
LikeLike
გაიხარე, ჯეს :) ერთერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა. ჩემს ფოტო-პოსტებს უხდება, თან 9 მაისია დღეს და ამიტომაც დავწერე :)
LikeLike
გამიკვირდებოდა ამ დღესთან დაკავშირებით რამე რომ არ დაგეწერა :)))
LikeLike
არა, რას ამბობ :) 9 მაისს როგორ გამოვტოვებდი.
LikeLike
ასე გააგრძელე :)
LikeLike
მადლობა, ქალბატონო ზინა :) თქვენი შექება განსაკუთრებით საამაყოა :)
LikeLike
კლინტ ისტვუდსაა აქვს ფილმი გადაღებული ივოძიმას ბრძოლაზე – ”ჩვენი მამების დროშები” ასე ჰქვია.
LikeLike
არ მაქვს ნანახი :( შენ ისევ ფბ-ს აქაუნთით წვალობ, ნატო. ყოველ ჯერზე გალოდინებს ვორდპრესი.
LikeLike
შესანიშნავი ფილმია… თავისთავად, წიგნიც, რომლის მიხედვითაც გადაიღეს.
ვისაც არ უნახავს, ვურჩევ ყურებას =)
პოსტით ვისიამოვნე. როგორც ყოველთვის. =)
P.S. ევროპის დღეს გილოცავთ!
LikeLike
მე არ მინახავს, მაია და აუცილებლად მოვიძიებ.
მადლობა, შენც გილოცავ ევროპის დღეს :) ბოლოს და ბოლოს, ქართველები ვართ და მაშასადამე, ევროპელები :)
LikeLike
ჰოდა, ეგ პოსტი გუშინ უნდა დაგედო.
თუმცა, როცა წერდი ამერიკაში ჯერ 8 იყო ალბათ კიდევ :)
LikeLike
კი :) როცა ვწერდი, 8 იყო. გამოქვეყნებით, ცხრის პირველ წუთებზე გამოვაქვეყნე. ორივე თარიღი დავიცავი :)
LikeLike
პოსტი მომეწონა ნამდვილად.. რაც მთავარია პოსტი იყო ‘არა’პოლიტიზირებული :)))
LikeLike
პოლიტიკა სხვაგანაც მყოფნის.
მადლობა :)
LikeLike
პოსტი მთლიანად შეესაბამება ბლოგის პროექტის იდეას, დღევანდელ ისტორიულ დღეს და მოლი ბლუმის მიერ მოვლენებისა და ფაქტების საინტერესოდ გადმოცემის სტილს:) ასე რომ, კიდევ ერთი შენი პოსტი სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე;)
იმათ კი, ვისაც ოდესმე აზრად მოსვლიათ ან მოუვათ, რომ გერმანელების ხელში უკეთ ვიცხოვრებდით, “შინდლერის სიის” გარდა, ვურჩევ, ასევე აუცილებლად უყურონ am filmebs: “Katyn”, “The Pianist”, “Valkyrie”, “The Courageous Heart of Irena Sendler”!..
LikeLike
კატინი??? ეგ რაღა შუაშია? :)
არ გინახავს და ისე დაწერე ხომ? :)
მე არ ვფიქრობ რომ ნაცისტების დროს უკეთ ვიცხოვრებდით, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ბოლშევიკები ჯობდნენ შეუძლია ნახოს თუნდაც “მონანიება”.
LikeLike
თათულის არ ვიცი, ფილმი მე არ მინახავს, გასაგებია, კატინი რუსების სინდისზეა, მაგრამ იცი, რაშია საქმე, ფაშისტებზე სიტყვას რომ ჩამოვაგდებ, რაო, რუსები უკეთესები იყვნენო, ამას მპასუხობენ. თითქოს ერთმანეთს ვადარებდე.
ჰო, კიდევ, დღეს ერთ-ერთ ფორუმზე წავაწყდი, მეო, მამენტ გერმანელები მერჩივნაო, სოსისის და ლუდის ხათრითო.
ასეთს რა უნდა ელაპარაკო?
LikeLike
რამდენიმე წლის წინ იყო ამაზე კამათი ფორუმზე. შეიძლება ახლაც იყო, უბრალოდ ჩემ გარეშე.
ეგ ორივე იყო ერთნაირად საზიზღარი და პარანოიდალური რეჟიმი. ჰოდა, თუ გრეა, მაშინ ჩვენთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის, მისი დამარცხება იქნებოდა უკეთესი.
როზენბერგის გეგმით საქართველოში მყარდებოდა რბილი რეჟიმი როგორც ვიშის რესპუბლიკაში ან დანიაში ან ნედერლანდში.
საქართველოს მმართველად იგზავნებოდა აქაური გერმანელი… ზუსტად არ მახსოვს ახლა,მაგრამ მგონი ბაკე – რაიხის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც ბათუმში იყო დაბადებული.
და კიდევ ბევრი სხვა.
ისე, დეალური იქნებოდა რომ მეორე ფრონტო დროზე გაეხსნა რუზველტს როგორც ეუბნებოდნენ ან “სანრაიზი” ამუშავებულიყო ან ბოლო-ბოლო პატონი როგორც ამბობდა რუსეთისთვის დაერტყათ გერმანიის მიგუდვის შემდეგ.
LikeLike
საზიზღარ და პარანოიდალურ რაიხს რბილი რეჟიმი როგორ ექნებოდა?
მანდ ისიც ხომ არ ახსენეს, ჰიტლერს ბებია ქართველი ჰყავდა, ქართველები განსაკუთრებით უყვარდა და ჩვენთვის სპეციალური შემოთავაზებები ექნებოდაო…
ან ის, არიელები ვყოფილვართ და გერმანელებთან ერთად, ახალი ევროპის ბატონ-პატრონები გავხდებოდითო…
ან კიდევ სხვა, მსგავსი ბოდვა.
ამათ, ოღონდ საკუთარი პრობლემა სხვისი ხელით გადააწყვეტინე და ნებისმიერს შეეკვრებიან, გინდა ჰიტლერი იყოს და გინდა ჯალალედინი.
LikeLike
ქონდა და…
მაგალითად დანიაში ებრაელების დევნა არ ყოფილა. მეტიც ის ცნობილი მითი, რომ დანიის მეფე დავითის ვარსკვლავით დადიოდა ტყუილია – სულ უბრალო მიზეზით – დანიაში ებრაელებს არ ევალებოდათ ვარსკვლავის გაკეთება.
იგივე ნედერლანდში ძალიან რბილი რეჟიმი იყო იქამდე, სანამ ქართველები არ აჯანყდნენ ტექსელზე. ამაზე თავად ჰოლანდიელებიც ამბობენ და შალვა მაღლაკელიძის მემუარებში წერია ძალიან კარგად.
გერმანელებს რესურსი არ ეყოფოდათ, ყველას განხალხებისთვის – ცოტანი იყვნენ. რუსებმა ეს ბევრად უფრო წარმატებით მოახდინეს.
სხვა კი… კავკასია როზენბერგის მმართველობის ქვეშ ექცეოდა და მისი გეგმები ცნობილია. ამაზე დაყრდნობით ვამბობ.
LikeLike
დუკვიცმა რომ გადაარჩინა დანიელი ებრაელები დეპორტაციას, ესეც მითია?
შალვა მაღლაკელიძე და როზენბერგი სხვას რას იტყოდნენ… კაციჭამიები ვართო?
LikeLike
როცა მოკავშირეები მიადგნენ, შემდეგ გამკაცრდა სიტუაცია. ამას როზენბერგი კი არ ყვება – ციკლი იყო ფილმების ჰისთორი ჩენელზე სად როგორი რეჟიმი იყო. 1 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე ფილმი გავიდა. საინტერესო იყო ძალიან.
რაც შეეხება როზენბერგს – არ მალავდა ეგ არაფერს. და არც იმას ფიქრობდა, რომ განხალხება კაციჭამიობა იყო.
მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით სხვა გეგმა ქონდა. ასე მიაჩნდა საჭიროდ და რა ვქნა. ;) მიაჩნდა, რომ ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვიყავით გერმანელების. რაც არ ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელ საქართველოს შექმნას გეგმავდა… თუმცა, სსრკ-მ რომ ამდენი ხანი გაძლო, ძალიან მეეჭვება გერმანიასაც ამდენი გაეძლო. ბევრად მალე დაიშლებოდა. ასე რომ შანსები უკეთესი იყო.
LikeLike
история не терпит сослогательного наклонения – არავინ იცის ზუსტად, რა იქნებოდა, ჩემთვის წითელი და ყავისფერი ჭირი დაახლოებით ერთი და იგივეა. ბუხენვალდს და ტაიშეტლაგს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ..
LikeLike
შენთან კამათი საინტერესოა, მაგრამ ზოგადად კამათი უაზრობაა მაინც :)
თან ახლა შემოვა სარეზერვო არმია და დამესევა, ამიტომ გადავფურცლოთ. :)
LikeLike
martali xar, lord. zogadad, kamati didi uazrobaa. mitumetes, ritorikul temebze. ai, iq, sadac kamats azri aqvs (ishviatad, magram mainc) sarezervo armiis gareshec mshvenivrad vaxerxeb.
LikeLike
სარეზერვო არმიების მართვა მხედართმთავრის ნიჭზე მეტყველებს :)
LikeLike
რომელ არმიას გულისხმობ, ლორდ? რაღაც ვერ გავიგე.
LikeLike
ჯასთ ქიდინგ :)
ფორსაითი ოსამაზე წიგნს წერსო ამბობენ. +
LikeLike
Lord, გერმანელებთან არა, მაგრამ სისასტიკესთან დიდ შუაშია. რა თქმა უნდა, მინახავს, ისე რატომ დავწერდი :) ნაცისტების სისასტიკეზე რაც წარმომიდგა თვალწინ, უცბად ჩამოვწერე და ამერია :))))
LikeLike
ოღონდ – ბეზ ობიდ :)
უბრალოდ გუშინ საღამოს გამობურღეს ტვინი ამ ომით და დღესაც გამომყვა :)
LikeLike
ეს ანდაზა გეცოდინება შენ, ლორდ :)
когда спорят двое, виноват тот, кто умнее
LikeLike
ქართველები ემოციური ხალხი ვართ. :) და ჯიუტი.
LikeLike
უცოდინარიც მიამატე.
ლორდ, შენი საექსპერტო აზრი მაინტერესებს, გუშინ მთელი დღე რაიხსტაგზე დროშის აღმართვის სურათებს ვათვალიერებდი, ჰოდა ყველა ქართულ წყარო იფიცება, ის ტიპი, დროშა რომ ხელში უჭირავს, ქანთარიააო.
არადა, სცენა დადგმულია და დადგმულია სულ სხვა ხალხის მონაწილეობით. ქანთარიამ იქნებ მართლაც აიტანა დროშა, მაგრამ სურათი მისთვის არ გადაუღიათ. მე ასე ვიცი. შენ რას იტყვი?
LikeLike
ფოტოექსპერტი შენ ხარ აბა მე რა ვთქვა…
ისე, მეც ეგრე წამიკითხავს, რომ არაა ქანთარია.
LikeLike
აჰა. მეც ეს მაინტერესებდა. სწორად მცოდნია.
LikeLike
მე არაფერს ვერჩი ამ დღესასწაულს…
ბოლოს და ბოლოს, ნაცისტური გერმანია მხოლოდ კომუნისტებს არ დაუმარცხებიათ! ნაციზმი/ფაშიზმი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხე იყო და ამის უარყოფა სისულელე მგონია… ბოლოს და ბოლოს, არაფერი დაშავდება, ერთი დღით თუ პატივი მიეგება იმათ ხსოვნას, ვინც იმ ავადსახსენებელ წლებში დაიღუპა!
LikeLike
ხსოვნის და პატივისცემის დღეს არასოდეს არაფერი დაუშავებია. თუ ვინმე ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ, წითელი სიმბოლიკის, სტალინის სურათების და “სოსო მაგარი იყო, ერთი ახლა მოგვცა, ამ მთავრობას დედას უტირებდა” პათოსს აპროტესტებს.
მე შერაცხადებზე მაქვს საუბარი, ლუდის და სოსისის მოყვარულებს არ ვგულისხმობ :)
LikeLike
ეგეთებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ყოველ 9 მაისს იმაზეა მსჯელობა, უნდა იყოს დღესასწაული თუ არა!
სტალინზე კი ჩვეულებრივ დღეებშიც ეგრე ამბობს, ვისაც კი მაგის რწმენა შერჩა დღემდე :) :) :)
LikeLike
9 მაისი, როგორც ლორდმა თქვა, ხელოვნურად შექმნილი თარიღია და არაფერს, აი არაფერს არ უკავშირდება.
სხცა საქმეა, ღირს თუ არა ახლა შეცვლა. მიზანშეწონილობის საკითხია.
სხვა დღეებშიც ასე ამბობენ, კი. მაგრამ დღესასწაული რომ ჰქვია და მართლა ხსოვნის დღე რომ არის, ომში დაღუპული ბაბუა და შიმშილგადატანილი ბებია რომ გახსენდება და ამ დროს, ვიღაც, სტალინის სურათის ქნევით რომ მოგადგება, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია.
LikeLike
ეგ სხვა საქმეა. :)
თუმცა 9 მაისი მოდელირებული თარიღია.
LikeLike
საინტერესო იყო. ნამდვილად არ ვიცოდი ამ ფოტოს ისტორია:)
LikeLike
მშვიდობაა შენთან? ბრძოლა როგორ გადაიტანე?
LikeLike
სანამ კითხვაზე გიპასუხებდი, ბლოგზე შევიხედე, მეთქი რა ხდება. იმსიგრძე კომენტარი დამხვდა, მგონი მეორე რაუნდი იწყება :)))
LikeLike
მმკ–ს შესასური ფანატიზმით დაწერილი კომენტარები დამხვდა შენთან, მანანა :)
LikeLike
заставь дурака богу молиться – лоб расшибёт :)
LikeLike
მოლი, შენ, როგორც ყოველთვის, ორიგინალურად რეზონანსული ხარ :)
LikeLike
მადლობა, მერი :)
LikeLike
ნუ, ჰო.
სადაც “კულუარული” წერს ოსამაზე (წერს რა, ინფო დააკოპირა), იქ ფორსაიტმაც დაწეროს, რა გასაკვირია :) :) :)
LikeLike
მოლი, ნამდვილად იცი, რომ იოძიმაა ქართულად? მე სხვანაირად ვთარგმნე თავის დროზე და მაგიტომ მაინტერესებს ;)
LikeLike
ინგლისურად – Iwo jima, რუსულად – иводзима, ქართულად – ივოძიმა.
ქართული წყარო, გასაგები მიზეზების გამო, არც თუ ბევრია. რამდენიმე ვნახე, მათ შორის – ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგი.
და შენ როგორ თარგმნე?
LikeLike
რუსულად არ მინახავს, ამიტომ პირდაპირ ინგლისურიდან ვთარგმნე “იო ჯიმა” :) :P თუმცა, იაპონურად უფრო “ძ” იქნება, ვიდრე “ჯ”.
იმაზეც ვიფიქრე, ვიკიპედიაში ცალ-ცალკე წერია სიტყვები და რუსულ-ქართულ თარგმანში გაერთიანებულია. ეს ენები რაა… :))))) მოკლედ, სჯობს, შენს მიერ გადამოწმებულ ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგს ვენდოთ ;)
LikeLike
კი, სანდო წყაროა :) თუ ვცდებით და არც ეს არის პრობლემა, მარტივად შევასწორებთ.
LikeLike
9 მაისთან დაკავშირებით ამ ლინკზე საინტერესო ფოტოებს გადავაწყდი http://www.fishki.net/comment.php?id=87938
LikeLike
სენქს :) ვნახავ აუცილებლად :)
LikeLike
იაპონურში ძ-ც არის და ჯ-ც :)
ზ ინგლისურად გადმოაქვთ z-დ (Kenzaburo Oe) და ჯ კი შესაბამისად – ჯ-დ.
ასე, რომ წესით ივო ჯიმა უნდა იყოს. ან ივუ ჯიმა.
და ეროვნულის კატალოგის თავზეც გავიარე კიდე :)
LikeLike
ეს ყველაფერი გასაგებია, მე ერთს ვერ ვხვდები – ასე მნიშვნელოვანია ძ თუ ჯ, “თავზე გავიარეთი” რომ ასაბუთებ, ლორდ?
ძალიან ბევრი რაღაცის (და ვიღაცის) თავზე გამივლია და კიდევ ბევრჯერ გავივლი, ოღონდ ამის დეკლარირება მაინცდამაინც აუცილებელი არ მგონია.
LikeLike
გავიარეთი არ ვასაბუთებ.
საერთოდ არ ვასაბუთებ – ვვარაუდობ. :)
რაც შეეხება ქართულ მართლწერას, ჩვენ ვართ ჩემპიონები უცხოური საკუთარი სახელების დამახინჯების, რასაც ჯიუტად ასაბუთებენ – მასწავლებელმა ასე თქვა – პითაგორას მოწაფეებივით.
აი მაგას ეხებოდა ეგ თავზე გავლა.
ძველი დისკუსიაა ეგ. მითუფრო ჩემთან მიმართებაში. :)
ასე რომ შენ რატომ გწყინს, მითუფრო რომ გრამატიკოსი არ ხარ. :)
LikeLike
ტოპონიმი ჩემით ვთარგმნე, რუსული და ინგლისური ვარიანტების მიხედვით. კატალოგი თათულის შეკითხვის შემდეგ მოვიძიე.
სადისკუსიოს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ჩემს ბლოგზე არ წყდება ქართული მართლწერის საკითხები. მე როგორც მიმაჩნდა სწორად, ისე დავწერე.
წყენით კი არაფერი მწყენია, უბრალოდ, გამოთქმა არ მესიამოვნა. კატალოგშიც ასე წერია მეთქი, მე ვთქვი და ამის შემდეგ – კატალოგის თავზეც გავიარეო, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო მოსასმენია.
LikeLike
არასწორად გაიგე.
შენთვის არ გამისწორებია – ჯერ ერთი თავს უფლებას არ ვაძლევ სხვის ბლოგებზე ავტორებს რამეები გავუსწორო. თუ მაინცადამაინც – მეილზე ვწერ და არა საჯაროდ ვაკომენტებ.
შეიძლება ზოგადად პოზიციას შევეკამათო, მაგრამ ეს ხომ სხვა საქმეა.
რაც შეეხება რაც დავწერე – შენ კი არა თათულის ვუპასუხე – ინგლისურად ასეა და სჯობს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგს ვენდოთ-ო. აი მაგას ვუპასუხე კონკრეტულად. :)
ასე მივხვდი, ის აინტერესებდა, როგორაა ორიგინალში – და ამ შემთხვევაში კატალოგი არ არის-თქო ავტორიტეტი. ზემოთ რაც დავწერე მაგის გამო.
ოკ? :)
LikeLike
მეც მახსოვს შენი მოწერილი private message, აქ და აქ შეცდომაა და გაასწორეო და ზუსტად ამიტომ გამიკვირდა.
იდეაზე კამათისთვის იწერება პოსტი, მე ასე მგონია, აბა კამათი რომ არ მინდოდეს, აქ კი არ გამოვაქვეყნებდი, ჩემთვის დავიტოვებდი.
კატალოგი, მით უმეტეს ტოპონიმის მართლწერაში, ხელშეუვალი ავტორიტეტი რომ ვერ იქნება, გასაგებია. ახლა გადავხედე გუგლს და ქართულად ასეც წერენ, ისეც, სულ სხვანაირადაც და ისეთი წყარო არსად არის, მშვიდად რომ დაეყრდნო.
ოკ, გავიარეთ :)
LikeLike
ლოლ :) შენც თუ მოგწერე არ მახსოვდა. :)
კოწიამ თქვა ერთხელ – დღეს მწერლები ადგენენ ენის კანონებს და არა გრამატიკოსნიო. რაღაც ამის მსგავსი.
ჰოდა ყველა თავის ბლოგის ბატონ-პატრონია.
შენ როგორც დაწერ – ეგრეა მართალი.
ესაა ჩემი პოზიცია საკუთარი თავის მიმართაც და ყველა სხვა ბლოგერის მიმართაც. მითუფრო რო შენ ძალიან კარგად წერ… ასეთი ბლოგი კარგი ქართულით ბევრი არაა სამწუხაროდ.
მე აი ეს საიტი მიყვარს http://inogolo.com/pronunciation
for non-English names, pronounced by native speaker
კიდევაა სხვაც მსგავსი.
LikeLike
კი, მე მომწერე, მაშინ ახალი ბლოგერი ვიყავი და გამიკვირდა – შეცდომებზე ასე დელიკატურად იშვიათად მიანიშნებენ ხოლმე.
შენი ფაქ-იც წაკითხული მაქვს და ისიც ვიცი, თავის დროზე როგორ აპროტესტებდნენ საკუთარი სახელების წერის მანერას.
ლინკი არ ვიცოდი, დავაფავორიტებ და გამოვიყენებ ხოლმე.
მადლობა :)
LikeLike
მოკლედ, ვადერი, კომენტარებსაც აკრიტიკებს:))) ლორდ, მოლის საჯაროდ კი არ შევუსწორე რამე, აზრი ვკითხე.
ივო ჯიმაა თუ იოძიმა, საბოლოოდ მაინც ისაა, რაც იაპონურად წარმოითქმის:) პირადად მე ვერავის ნაწერის თუ გამოცემის თავზე ვერ გავივლ-გამოვივლი, თუმცა ეჭვის შეტანა და გადამოწმება, რა თქმა უნდა, ბუნებრივია.
ერთი კია, საკუთარი სახელი, უმჯობესია, საერთოდ არ ითარგმნოს. ასეთ შემთხვევაში, სხვადასხვა ენაზე შეიძლება თარგმანის სხვადასხვანაირი ვარიანტი მივიღოთ ;)
LikeLike
ვაი :) ეტყობა ვერ დავწერე კარგად, რახან ვერავინ გამიგო :)
არ გამიკრიტიკებია შენი კომენტარი, კითხვა რომ დასვი მეც უბრალოდ მაგ კითხვაზე გიპასუხე.
მაგ პონტში ვთქვი ზუსტად. ქართული მართლწერის წესები უცხოური საკუთარი სახელების გადმოტანის აცდენილია ლოგიკას. იმჰო.
თავზე გავლა კი უბრალოდ იუმორისტული გამოთქმაა 105- და დაიგნორებას ნიშნავს. :) აკაკი შანიძე რომ იყოს ცოცხალი, არ ეწყინებოდა. :)
ჰოდა თუ კრიტიკაა, ეს ილია ჭავჭავაძე რომ დაეტაკა F ასოს და იოტს – რას ერჩოდა, ვერ გავიგე :)
LikeLike
ჩემი ბრალია – ქოთეიშენ ფუნქცია უნდა გამომეყენებინა.
LikeLike
მიშა მშვილდაძეს იმდენი კარგი აქვს გაკეთებული, ხმას როგორ ამოვიღებ, მაგრამ ეს ოხერი “ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე” მთლად წარმატებული ხუმრობა არ გამოუვიდა…
ან იქნებ პირიქით – შალვა რამიშვილის მამის რადიო არავის ახსოვს, თავად მიშა “ფორმულა კრეატივში” არც თუ წარმატებულ ფილმებს იღებს, “თავზე გავლა” კი მაინც ცოცხალია…
მოკლედ, როგორც ჯესი იტყოდა, რებიატა, დავაიწე ჯიწ დრუჟნა :)
LikeLike
ჰოდა, რაკი საკუთარი სახელების გადმოტანაზე ვსაუბრობთ, ჩემი ნიკი ჟღერს როგორც ვ-ეი-დერი. :)
ეს ისე, BTW. სიტყვამ მოიტანა. :)
LikeLike
სხვათა შორის, ბატონო ლორდ, მე ზუსტად ვ-ეი-დერით მოგიხსენიებთ ხოლმე :)
LikeLike
შენ მაგ ჟანრის მცოდნეც ხარ :)
LikeLike
ვუკრავდი ოდესღაც :)
ეს რა შუაშია… კომენტარი ამერია.
ფანტასტიკა კი… პოსტის დაწერას ვაპირებ მალე. ჩემს ტოპ-ოცეულს ძეგლი უნდა დავუდგა.
LikeLike
ეგ ვიცოდი, მაგრამ “ვადერი” რაღაც უფრო კარგად მეჟღარუნება სასმენ ორგანოში :) :) :)
LikeLike
გოთურად ჟღერს :)
LikeLike
საინრესეოა. რაიხსტაგის ფოტოს ნამდვილი ისტორიაც არ ვიცოდი, შეხედე შენ!.. :-)
მე არ ვიცი გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში უკეთ ვიცხოვრებდით თუ არა. მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სტალინის რეჟიმი არანაკლებ სასტიკი იყო, ვიდრე ჰიტლერის.
ამერიკელებს კიდე ყოჩაღ, იცის ხალხმა საკუთარი ისტორიის დაფასება.
LikeLike
ხალდეის ფოტოსესიაზე ერთი დიდი პოსტიც კი დაიწერება, საინტერესო თემაა, აქ მხოლოდ გაკვრით ვახსენე.
სტალინს და ჰიტლერს თითქმის არაფერი განასხვავებდა, წითელი რეჟიმი ყავისფერზე უკეთესი ნამდვილად არაფრით იყო…
LikeLike
ხოდა ველოდებით მაშინ პოსტს ხალდეის ფოტოსესიაზე ;-)
LikeLike
აი, ფესტივალს გადავაგორებთ და მოვიცლი…
LikeLike
ბავშვობაში გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ რაიხსტაგის თავზე ქანთარიას და ეგოროვს ფოტოგრაფი ახლდა :)
LikeLike
მობილურით გადაუღო ერთ-ერთმა თანამებრძოლმა.
LikeLike
და ვაი-ფაით ატვირთა ფეისბუქზე.
ამ სურათმა 10 წუთში 3 მილიონი ლაიქი და მილიონამდე კომენტარი დააგროვა. პირველმა სტალინმა დააკომენტა.
LikeLike
წარმოიდგინე, სტალინის ბლოგზე რა ამბავი იქნებოდა :)
LikeLike
ქართულ ინტერნეტს თუ დავუჯერებთ, ნატალია, მართლა ახლდა… გაგიკვირდება, ისეა ხალხი დარწმუნებული, რომ ის ფოტო გაგანია ბრძოლის დროს არის გადაღებული და ის ტიპი, დროშას რომ ამაგრებს, ქანთარიაა…
LikeLike