“მე უბრალოდ ზედმეტ ნაწილს ვაშორებ მარმარილოს” – ამ ფრაზის ავტორმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სიტყვები სონეტებად დაელაგებინა და გამოუვიდა კიდეც. არც არის გასაკვირი – იმ ადამიანის სულში, ვინც “დავითი” და “პიეტა” გამოაქანდაკა, უსათუოდ თვლემდა პოეტი…
არავინ იცის, როდის მოჰკიდა ხელი კალამს რენესანსის ტიტანმა – მიქელანჯელო დი ბუონაროტიმ. იქნებ, მაშინ, როდესაც შოკისმომგვრელ შედევრს “მოსეს” ქმნიდა… ან როცა სიქსტის კაპელის ჭერზე “ადამის შექმნას” წერდა… შესაძლებელია, პოეზიის მუზა დიდ მხატვარს “საშინელი სამსჯავროს” გენიალურ, დრამატიზმით გაჯერებულ ფრესკაზე მუშაობის პროცესში ეწვია… ახლა ამას ვეღარ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიქელანჯელოს მემკვიდრეობას გენიალურ სკულპტურებთან, ფერწერისა და არქიტექტურის შედევრებთან ერთად რამდენიმე ათეული სონეტი დაემატა.
იტალიის პატარა ქალაქ კაპრეზეში დაბადებულ ბიჭს ამ სონეტების მეტი რომ არაფერი დაეტოვებინა შთამომავლობისთვის, ისტორიას, ალბათ, კარგი პოეტის სახელით შემორჩებოდა. მაგრამ მისი პოეზია “წმინდა დომენიკის კიდობნის”, “ბრიუგეს მადონას”, “წმინდა პეტრეს ჯვარცმის” და სხვათა ჩრდილშია მოქცეული.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, სონეტების უმრავლესობა დიდმა ფლორენციელმა მარკიზ პესკარის ქვრივს – ვიტორია კოლონას მიუძღვნა. მაგრამ დროთა განმავლობაში მკვლევართა უმეტესობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვიტორია არასოდეს ყოფილა ბუონაროტის საყვარელი ქალი. ამ ორ ადამიანს მხოლოდ დიდი მეგობრობა, ფაქიზი სულიერი კავშირი და ხელოვნებისადმი ლტოლვა აერთიანებდა… მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე ისინი მხოლოდ ერთხელ შეეხნენ ერთმანეთს – მიქელანჯელო გარდაცვლილ ვიქტორიას ხელზე ეამბორა…
ახლა უკვე ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ სონეტების დიდი ნაწილი ახალგაზრდა არისტოკრატის – ტომაზო დი კავალიერის სიყვარულით იყო შთაგონებული. მაშინდელი ცენზურა იძულებულს ხდიდა დიდ ხელოვანს, საკუთარი გრძნობები შეენიღბა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, რომეოს შესაშური გატაცებით შეესხა ხოტბა მიჯნურისათვის. არავინ იცის, იყო თუ არა ეს სიყვარული ორმხრივი, მაგრამ ტომაზო დი კავალიერის სახელმა ჩვენამდე მხოლოდ ფლორენციელი ტიტანის წყალობით მოაღწია.
თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, სონეტებიდან ყველაზე შთამბეჭდავი წუთისოფლის ამაოებაზე ჩაფიქრებული, ცხოვრების გზის დასასრულთან მდგარი მიქელანჯელოს სტრიქონებია. სამწუხაროდ, თარგმანი მხოლოდ ერთია და ორიგინალის შეფასების საშუალებას ენობრივი ბარიერი არ მაძლევს, მაგრამ უნივერსალური შემოქმედის შედევრების შემყურეს, იოლად შემიძლია, წარმოვიდგინო, რა ლამაზად ჟღერს იტალიურ ენაზე:
გაფრენილ დრო-ჟამს ვედევნები კვლავ გაურჩებით,
მაგრამ დახშულა რწმენის წყარო, ჭაც დაგმანულა,
გასრულდა, სულო, უთავბოლო წლების მარულა,
ჩამოჭკნა ჩვენი სიყვარულის ბოლო ფურცელი.მაგრამ ნუ დარდობ, ოცნებაო, ისევ ისა ვართ
და გულუბრყვილო სურვილების დასაისრავად
ისევ ვდაობთ და საწუთროსთან ვწარამარაობთ.ცხოვრების ხე კი სიჩუმეში ფეთქავს ოდნავად
და ნაზამთრალი ღეროების შესაფოთლავად
უხმობს გარდასულ სიჭაბუკეს, მაგრამ ამაოდ…
რა მშვენიერი სიტყვებია <3
LikeLike
ჯემალ აჯიაშვილის თარგმანია :)
LikeLike
იიიიი. პირველი კომენტარი ჩემია
LikeLike
დღეს ყველას დაასწარი, ჯესი :)
LikeLike
უაჰაჰა
LikeLike
დღეს იტალიურად ვკითხულობდი მიქელანჯელოს ლექსებს :) :) ყველაფერი ვერ გავიგე, ცხადია, თუმცა ლამაზია !
მადლობა პოსტისთვის, მოლი :)
ზოგჯერ მგონია რომ ჩემს მაგიერაც შენ წერ <3 :)
LikeLike
აუუ მშურს.. იტალიურად? :(
LikeLike
2 თვის წინ დაბვიწყე სწავლა :) ჯერ არაფერია იმდენი შესაშური :)
LikeLike
რომ გინდა და რომ სწავლობ, უკვე მიღწევაა…
LikeLike
მადლობა, ლიბიკა :) გამახარე ძალიან :)
LikeLike
ამ ბლოგზე კომენტარის დატოვება მეუხერხულება !!
ჩემს განწყობას ეხმიანება პოსტი იდეალურად : ))
Well Done !!
LikeLike
ამ ბლოგზე კომენტარები განსაკუთრებით უხარიათ :) ასე რომ, არ მოგერიდოს, ანა :)
მადლობა :)
LikeLike
ასეა გენიოსი გენიოსია, გინდა კალამი დააჭერინა გინდა ჩაქუჩი, რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სულაც ფუნჯი. ♥
LikeLike
Absolutely so :) ახალი პროფილი :) მშვიდობაში :)
LikeLike
zvelia es profili :D photo blogisaa :D hoda xan daloginebuli var xan ara :D
LikeLike
აჰა, ვიცი შენი ფოტო-ბლოგი.
დალოგინებული მომეწონა :)
LikeLike
ქართული ენა არ უხდება:( ადრე სახლში ვიპოვე წიგნი სადაც მიქელანჯელოს ლექსები იყო თარგმნილი და 2-3 ხაზი რომ წავიკითხე იქვე მივაგდე:შ ჩემდა სამარცხვინოდ:|: ))
LikeLike
ვითომ? მე მომეწონა… ქართულ თარგმანს სხვა ეშხი აქვს. სპარსული რობაები, მაგალითად, ძალიან ლამაზია ქართულად…
LikeLike
კარგი პოეტი ბევრია და აღორძინების ხანის ტიტანი – ერთი! თავისუფალ დროს წერდა ალბათ მარტო და სწორადაც იქცეოდა, მე თუ მკითხავთ :) :) :)
LikeLike
:) :) :) ლოგიკურია :) თუმცა, არავინ იცის, მხოლოდ თავისუფალ დროს რომ არ ეწერა, როგორი პოეტი იქნებოდა… იქნებ პოეზიის ტიტანიც გამხდარიყო.
ნახე კონვერსი რა დღეშია? ტოპ-პოსტებში და ტოპ-ბლოგებშია გამოჭიმული.
LikeLike
ალბათ ხელს რომ გაიჭრიდა და ვერ მუშაობდა ან ასხლეტილი ქვა რომ მოხვდებოდა თავში მწარედ, მოეშლებოდა ნერვები, მიაგდებდა ყველაფერს და ლექსებს წერდა :) :)
კონვერსს რაც შეეხება, გუშინ სხვაგანაც დავწერე, ერთხელ გაფუჭებული ფიშტოც გაისვრის მეთქი :) ახლა ყველამ იცის, ვინცაა და მეტად აღარავინ შევა, ვოტ!!! :კეფის ქექვა:
LikeLike
არ მოსპო საწყალი მიქელა… იქნებ და უყვარდა ის ბიჭი და სიყვარული აწერინებდა სონეტებს :)
ჩემი ფეხი რომ არ იქნება მანდ, ფაქტია. უსინდისობას და უნიჭობას ერთნაირად ვერ ვიტან. და ის ოლსტარაშვილი იშვიათი ხარისხის უსინდისოა და კატასტროფულად უნიჭო :)
LikeLike
იქნება და არა, მოლი – ნამდვილად უყვარდა… წერილები დატოვა ისეთი, ამაში ეჭვს ვერ შეიტანს კაცი…
LikeLike
მითუმეტეს… აი, თამარა ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს :) მოცალეობისას ერთობოდაო :)
LikeLike
მე კი მგონია, რომ არა… უბრალოდ, გაცილებით დიდი სკულპტორი და ფერმწერი იყო, ვიდრე პოეტი :)
LikeLike
თავისთავად… მაგას ვინ აპროტესტებს :)
LikeLike
ჰო, მეც მანდ რომ ვარ, იმიტომ ვამბობ, კარგად მოიქცა, ლექსებზე მეტი დრო რომ არ დაკარგა – მეთქი :)
მოლი, მე სიყვარულს კი არ ვუყურებ სკეპტიკურად, ზოგადად, პოეზიისადმი ვარ ცოტა არ იყოს და გულგრილი :)
LikeLike
გულგრილი ცოტა ხმამაღლა ნათქვამია ჩემთვის, მაგრამ პროზა მეც აშკარად მირჩევნია :)
LikeLike
ქართული თარგმანი ნამდვილად მომეწონა, მაგრამ იტალიურად ალბათ მაინს სულ სხვა ჟღერადობა ექნება;)
არ ვიცოდი, მიქელანჯელო თუ ლექსებს წერდა, თუმცა რა გასაკვირია, რომ პოეტური სული ჰქონოდა… <3
მადლობა, მოლი, საინტერესო პოსტისთვის :*
LikeLike
ორიგინალს, ბუნებრივია, სხვა ჟღერადობა და სხვა ეშხი ექნება, მაგრამ ქართული თარგმანიც საინტერესოა და მელოდიური….
მადლობა, თათული :)
LikeLike
ჩემი ერთ–ერთ უსაყვარლესი გენიოსი,იცი რომ იგი ცაცია იყო და ყველაფერს მარცხენა ხელით აკეთებდა?)
მე როგორც ვიცი ბუენაროტია გვარად და არა ბუონაროტი თუმცა ერთ ასოს რა მნიშვნელობა აქვს.
თამაზ ბაძაღუას ჰქონია მიქელანჯელო ნათარგმნი,საინტერესო იქნება,მე კი მენდე იტალიურად ძალიან ლამაზია ეს ლექსი რომელიც აქ დადე.
LikeLike
ამბიდექსტრი იყო.
ბუ-ე-ნაროტი რომელ ენაზე? ქართულად, რუსულად, ინგლისურად და იტალიურად ბუ-ო-ნაროტია.
LikeLike
მე ვიცი, მე ვიცი, ჯეოპარდიდან მახსოოოვს :) :)
მოლი, დაბრუნდი შენს კუთვნილ ადგილას ტოპ–ბლოგებში, ვაშა!
ესწ ვ მირე სპრავედლივასწ! :)
LikeLike
ლორდმა მართალი თქვა, ასეთი ტემპით ერთ-ორ თვეში მშვენიერ რსრ გუნდს გავაკეთებთ :)
კუთვნილი ადგილის რა გითხრა, თამარა, ჯერ მხოლოდ ოთხი თვის ვარ და ბუნებრივია, ბევრი სახელოვანი და პოპულარული ბლოგი მჯობნის, მაგრამ კონვერსაშვილი თუ ოლსტარაშვილი თუ ვინც არის, მოპარული პოსტებით რომ მისწრებს, ამას ნამდვილად ვერ შევეგუები :)
დანკე! :)
LikeLike
“ესწ ვ მირე სპრავედლივასწ! :)
LikeLike
ნუ, ჰო :) იყოს ასე :)
LikeLike
ასეა, ასე :) Suum cuique :)
LikeLike
ბუხენვალდის ჭიშკარზე ეწერა ეს, მერი :)
LikeLike
დიახ, მაგრამ იქამდე, საუკუნეების მანძილზე, სამართლიანობის კლასიკური მაგალითი იყო :)
LikeLike
ხო მაგრამ ურთულეს სამუშაოებს მაინც მარცხენით ასრულებდა.
გეთანხმები იტალიურად ასე იწერება მაგრამ როგორც დავწერე ისე გამოითქმება))
LikeLike
ჰო, ამბიდექსტრს ორივე ხელით შეუძლია მუშაობა – რომელს აარჩევს, მისი გემოვნების საკითხია :) ცაცია ოდნავ სხვა რაღაცაა.
ამ ოთხ ენაზე ო-თი იწერება, იტალიურის სიღრმეებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ქართულად, რუსულად და ინგლისურად, სადაც არ მომისმენია, ო ისმის.
გამოთქმის სპეციფიკას თუ მივყევით, ტოლსტოის მაგივრად ტალსტოი უნდა იწერებოდეს – რუსულად ზუსტადაც რომ ა გამოითქმება.
LikeLike
მაგალითი არა, პრინციპი :)
LikeLike
ახლაც ასეა :) ფაშისტებმა უბრალოდ, გამოიყენეს :)
LikeLike
ბუხენვალდის ჭიშკარზე ამ ფრაზის გერმანული ვარიანტი – Jedem das Seine – რომ ეწერა, ჩემზე უკეთ გეცოდინება :)
LikeLike
არ ვიცოდი :) ახლა Arbeit macht frei გამახსენდა. ღრმად გავრცელებული წარწერა საკონცენტრაციო ბანაკების ჭიშკრებზე.
LikeLike
დუმბაძის არ იყოს, ფაშისტებსაც კლასიკური სიბრძნის ნიმუშებით ჰქონდათ გამდიდრებული თავისი ბინძური ფილოსოფია…
LikeLike
სამწუხაროდ…
LikeLike
არ ვიცოდი სონეტებსაც თუ წერდა მიქელანჯელო და როგორც ვხედავ ძალიანაც ბევრი დამიკარგავს.
მომწონს. ^_^
LikeLike
მიხარია, რომ მოგწონს :)
შენ არაფერს წერ, ბაო?
LikeLike
არაფერს როგორ არ ვწერ, აი ხვალ სტატისტიკაში დავწერ შუალედურ გამოცდას. :D
გამოვფხიზლდები მალე, იმედია. ))
LikeLike
წარმატებები, ბაო :) პოსტი ვნახე უკვე :)
LikeLike
მადლობა. ^_^
LikeLike
შედეგები გამაგებინე :)
LikeLike
სონეტების შესახებ არ ვიცოდი. თუმცა ტალანტი ალბათ ყველაფერში ტალანტია :)
LikeLike
ასეა :) დილა მშვიდობისა, ფიფქია. როგორ ხარ? აღარ ჩანდი ამ ბოლო დროს, მშვიდობაა შენთან?
LikeLike
მწვანე “მოლივით” უსაზღვრო და ყვავილებით მოჩითულია ეს ბლოგი, ძალიან შემიყვარდა. ერთი ამოსუნთქვით იკითხება , “ბლუმ” და ჟელესავით ჩასრიალდება სულში ხოლმე :)
LikeLike
რა სასიამოვნო მოსასმენია :)
LikeLike
რა საყვარელია ^_^
საცოდავი მიქელანჯელო. თუმცა, იქნებ ეს ცენზურა რომ არ ყოფილიყო, არც შეექმნა ასეთი ნაწარმოებები ;-)
LikeLike
ისე, მიქელანჯელოს დღევანდელ საქართველოშიც არ გაახარებდნენ…
LikeLike
ეს კარგად თქვი :-D
არ გაახარებდნენ რბილი ნათქვამია, ჩაქოლავდნენ პირდაპირ, რა ნახატი, რის ნახატი :-D კიდე კაი მიქელანჯელო დღევანდელ საქართველოში არ დაიბადა, ბევრ რამეს დაკარგავდა მსოფლიო.
LikeLike
რას იზამ :( უკიდურესად ჰომოფობიური საზოგადოება გვყავს :(
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია, მოლი. ზუსტად ეს მომწონს ამ ბლოგზე – ბანალურ პოსტებს რომ არ წერ.
LikeLike
სენქს ე ლოთ :) ბანალურ პოსტებს მიაქვს ბლოგოსფერო და რაღა მეც დავემატო…
LikeLike