ჯერ კიდევ მაშინ, როცა Jeopardy!-ს თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზეთ, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე პაკეტი შემედგინა. ვფიქრობ, ზუსტად დროული იქნება, რომაულ მითებს მოვუსინჯოთ კბილი. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ დღევანდელი კითხვები ჩვეულებრივზე უფრო რთულია და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი აქვს – მოლი ბლუმი google-ს ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება :)
Good luck!
1. რომაელებს სჯეროდათ, რომ ეს ურჩხული შავი მამლის მიერ დადებული კვერცხიდან გამოიჩეკა;
2. რომაული პანთეონის ეს ღმერთი ორივე ფეხით კოჭლობდა;
3. ცოდვებით დამძიმებულ მიცვალებულთა სულებს სწორედ ეს ქალღმერთები მიათრევდნენ ტარტაროსის ცეცხლოვანი კარიბჭისაკენ;
4. ურჩხული ქიმერა სწორედ ამ გმირმა დაამარცხა;
5. ამ ტყუპი ძმების დედა ვესტას ქურუმი იყო და მარსთან საიდუმლო ქორწინებით უბიწოების აღთქმა დაარღვია, რის გამოც ცოცხლად დამარხეს;
6. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ღმერთმა იხსნა რომი შავი ჭირისაგან და მფარველობის ნიშნად საკუთარი ფარი ჩამოუგდო ზეციდან;
7. ეს ქალღმერთი ვაშლის სიყვარულით იყო ცნობილი;
8. ამ რომაული ღვთაების ტაძარში კარი მხოლოდ ომიანობის დროს იხსნებოდა;
9. ამ ქალღმერთის სადიდებლად გამართულ დღესასწაულებზე რომაელ ქალებს ჭრელი კაბების ჩაცმის ნება ეძლეოდათ, ხოლო ტაძრებს ყვავილებით რთავდნენ;
10. ეჭვიანმა იუნონამ იუპიტერის სატრფო კალისტო სწორედ ამ ცხოველად გადააქცია;
11. ეს ქალღმერთი უშედეგოდ ცდილობდა, ფლეიტაზე დაკვრა ესწავლა;
12. რომაელები ლოცულობდნენ, რომ არასოდეს დაენახათ ამ ღმერთის სახე;
13. ეს ახალშობილი ქალღმერთი ოკეანის ნიმფებმა – ოკეანიდებმა იპოვეს;
14. მწყემსების მფარველად ეს მხიარული ღვთაება ითვლებოდა;
15. ასე ჟღერს ლათინურად „კეთილი ქალღმერთი“.
“ამ ქალღმერთის სადიდებლად გამართულ დღესასწაულებზე რომაელ ქალებს ჭრელი კაბების ჩაცმის ნება ეძლეოდათ, ხოლო ტაძრებს ყვავილებით რთავდნენ” – ზღაპრულად ლამაზი დღესასწაული წარმომიდგა თვალწინ <3
LikeLike
ძალიან ბევრი პასუხი არ ვიცი ( ამიტომ აღარაფერს დავწერ იმის გარდა, რომ ბევრი არ ვიცი :”)
LikeLike
ეგეც პასუხია :)
LikeLike
14. პანი 4.ჰერაკლე მგონი :)
LikeLike
უმეტესობა არ ვიცი, ამიტომ საღამოს დავბრუნდები პასუხების სანახავად :)))
LikeLike
ოლ რაიტ :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, გეთაყვა :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, მერი :)
LikeLike
თემა ფანტასტიურია, მოლი. მითოლოგია ჩემი ბავშვობის სიყვარულია (და არა მარტო ბავშვობის)… ვნახოთ, რა გამოვა:
1. ბასილისკო (ალბათ, ამიტომაც ეშინოდა მამლის ყივილის);
2. ვულკანი (ზევსმა გადმოაგდო ოლიმპოდან და დაკოჭლდა საბრალო :));
3. ფურიები;
4. ბელეროფონტი;
5. რემულუსის და რომუსის;
6. მარსმა ჩამოაგდო ციდან წმინდა ფარი ანცილა;
7. პომონა მახსოვს;
8. ორსახოვანი იანუსი;
9. ყვავილების ქალღმერთი ფლორა იყო და, ალბათ, პასუხიც ეს არის;
10. დათვად გადააქცია, დიდი დათვის თანავარსკვლავედიც ამ ლეგენდას უკავშირდება;
11. ეს მარსიუსის მითია :) მინერვა სწავლობდა ფლეიტაზე დაკვრას :)
12. ეს არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე საშიში, ალბათ, ქვესკნელის მეუფე პლუტონი იქნებოდა;
13. ოკეანიდებმა თუ იპოვეს… ვენერა უნდა იყოს, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ :)
14. ნიმფების მოყვარული უზნეო ფავნი :);
15. ბონა დეა.
LikeLike
შენ ზრუნავ, რომ ქართველი ბლოგერები და მკითხველები არ მოდუნდნენ და მუდამ სრულ ინტელექტუალურ ფორმაში იყვნენ.
LikeLike
დაახლოებით :)
LikeLike
ჰოდა კითხვების მოფიქრება უფრო ძნელია თუ პასუხების? :)
შენ ორივეში გაწაფული ხარ და გეცოდინება.
LikeLike
დაახლოებით ერთი და იგივე სირთულეა :)
LikeLike
მგონი კითხვების მოფიქრება უფრო ძნელია :)
LikeLike
თუ თემა იცი, არ არის ძნელი…. პასუხებზეც იგივე წესი მოქმედებს :)
LikeLike
დილა მშვიდობისა მოლი :)) მშვენიერი თემაა და ველოდებოდი კდიევაც ბერძნული მითოლოგიის შემდეგ…. იიი უსაყვარლესი თემებიააა ^_^
აბა დავიწყოთ :)))
LikeLike
დილა მშვიდობისა, ჯესი :)
LikeLike
1. ვასილისკი
2.
3.
4.ბელეროფონტი
5. რეა ლისვია
6. ასკლეპოსი, აპლონის შვილი იყო
7.
8. იანუსის ტაძარი
9. ფლორა
10. ძუ დათვად
11.
12.
13.
14. ფავნი? :(
15. ბონა დეა
ვაღიარებ აი ემ სოუ სტუპიდ…
LikeLike
სულ ტყუილად აღიარებ, ჯესი….
სუფთა ცილისწამებაა :)
LikeLike
რუსულ ჩგკ-ში რომ ინტერნეტის კითხვა იყო, აი მაგ კითხვებზე და პასუხებზე ვკაიფობდი ხოლმე.
LikeLike
ბებიაჩემს რა ერქვაო, დაახლოებით ასეთი ტიპის კითხვები იყო. შეუმოწმებელი და უხარისხო.
LikeLike
სალამი ბავშვებს! რომაული მითოლოგია ბერძნულზე ცუდად ვიცი, ისიც იმიტომ, რომ სულ ერთმანეთში მერეოდა :)
მოკლედ, ვესტას ცოდვილი ქურუმი იყო რომულუსის და რემუსის დედა რეა (ასე არ ერქვა?), ფარი ჩამოაგდო იუპიტერმა, საწყალი კალისტო გადააქციეს დათვად…
მეტი არაფერი მახსენდება, დავამატებ მოგვიანებით, თუ მოვიფიქრე :)
LikeLike
დღე მშვიდობისა, თამარა :) გვიან საღამომდე რამე თუ გაგახსენდა, შემოიარე :)
LikeLike
ისა, რაღაცებზე ვფიქრობდი ახლა და :)
1. მოკლედ, შავი მამლის კვერცხისგან გამოჩეკილი ურჩხული ალბათ ბასილისკო იქნება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ;
2. ეს ჰეფესტოს რომაული ანალოგია და ვულკანი თუ ვულკანუსი იქნება ალბათ;
3. არ ვიცი, არ ვიცი; საზიზღრები ეგენი;
4. ქიმერა ბერძნული მითოლოგიიდან რომ მახსოვს? ბელოფონტი, ბელოროფონტი თუ რაღაც ეგეთი ჯანდაბა სახელი ერქვა იმ ვაჟბატონს… ვაჰ, არ ვიცი, ჩავიჭერი ფაქტიურად! :)
5. ვესტას ქურუმებს კი მარხავდნენ ცოცხლად, მაგრამ ტყუპების დედა მარტო რომულუსის და რემუსის დედა მახსენდება;
6. ისა, აქ შესწორებას შევიტან, რა: ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მგონი, რომს შავი ჭირი იუპიტერმა მოუვლინა და გადაარჩინა მარსმა… ასე იქნება! :)
7. ვაშლი, ვაშლი… აჰა, ისევ აფროდიტე მომიფრინდა თავში… მაშინ ვენერა იყოს :) ;
8. იანუსის ტაძარი;
9. ყვავილები და სიჭრელე… ალბათ ფლორას სცემდნენ ამ გზით პატივს;
10. დათვი, დათვი;
11. აუ, ათენა და მარსიასი მახსენდება და :) მინერვამაც არ იცოდა ფლეიტაზე დაკვრა, დავიჯერო? :) :) ;
12. რას ერჩოდნენ საწყალს? არ ვიცი :( ;
13. ნე ზნაწ :( ;
14. ბანჯგვლიანი პანი :) ;
15. არც ეგ ვიციიიი….
მარტივ კითხვებში ვარ მარტო მაგარი მე :) :)
LikeLike
რთულ კითხვებშიც მაგარი ყოფილხარ შენ :)
LikeLike
არ მჯერა :)
LikeLike
რატომ?
LikeLike
რა ვიცი :) ცუდი შედეგი იქნება :)
LikeLike
არა უშავს. შემდეგს მოიგებ :)
LikeLike
lol… თვითშეფასების კრიზისის მეორე წრეზე წავიდა :)
LikeLike
არა, არც ასე გლობალურადაა საქმე.
LikeLike
როცა საქმე ისეთ ობიექტურ და განჭვრეტად კატეგორიას ეხება, როგორიც ცოდნაა, ლორდ, მაშინ მეპატიება :) :)
LikeLike
დღეს კარგი თემაა ნამდვილად. დიდი პროფესორი არ ვარ, მაგრამ მაინც ვაპირებ თამაშს.
1. ვასილისკი
2) ვულკანი
3)
4)
5) რემი და რომული
6) იუპიტერი
7)
8)
9) ფლორა
10) ძროხა
11)
12) პლუტონი
13) ვენერა
14) ფავნი
15)
13)
LikeLike
კარგია, რომ მოიცალე, მატილდა :)
LikeLike
აჰ, მოლი რომაულ მითოლოგიაში დიდად ვერასდროს ვერკვეოდი, აქაც 4-5 შეკითხვას თუ ვუპასუხებ მხოლოდ, მგონი ცდადაც არ ღირს :)
ისე ძალიან კარგი კითხვებია <3
LikeLike
აშკარად ეღირებოდა იმ ხუთი პასუხის დაწერა.
მადლობა, აგათა :)
LikeLike
პასუხები:
1. ბასილისკო;
2. ვულკანი;
3. ფურიები;
4. ბელეროფონტი;
5. რემუსი და რომულუსი;
6. მარსი;
7. პომონა;
8. იანუსი;
9. ფლორა;
10. ძუ დათვი;
11. მინერვა;
12. პლუტონი;
13. ვენერა;
14. ფავნი;
15. ბონა დეა.
წინასწარი შედეგები
Mary Poppins – 15; tamaRa – 10; Jessie – 8; მატილდა – 7; აქსიომა – 1.
LikeLike
ფურია უნდა გამხსენებოდა, დანარჩენი არ ვიცოდი და რას ვუპასუხებდი :)
უარესს ველოდი, არა უშავს :)
ისე, რა ცოტა ხალხია, სირთულემ დააშინათ?? :/
LikeLike
ვაი, მინერვასთან დაკავშირებითაც მართალი გამოვდექი… ამ რომაელებმა მარტო ეს წვრილ–წვრილი ღმერთები დაამატეს ბერძნულებს თუ რაშია საქმე? მითოპლაგიატები ეგენი!!!
LikeLike
ნუ ჩვთვალოთ, რომ რაზედაც გავეცი პასუხი ასიანი იყოო.. ეე მომეწონა მომეწონა.. ანუ არც ისეთი სტუპიდი ვყოფილვარ…. აი აი აი ^_^ მადლობა მოლის
LikeLike
ეეეეჰ, რა გვიან ვნახეე :((
LikeLike
მოლი გაგვინაწყენდა, მგონი :(
LikeLike
რატომ?
LikeLike
აბა, სად დაიკარგა? :(
LikeLike
მოოოოოოოოოოლიიიიიიიიიიიიიი
LikeLike
მეძინა :)
LikeLike
დილა მშვიდობისა ქალბატონო
LikeLike
დილა მშვიდობისა, ჯეს :)
LikeLike
წლის ბოლომდე რამდენი ოთხშაბათი დარჩა? :)
ვფიქრობ 2012 წელს მოლის ტრენერობით (ან კაპიტნობით) მაგარი გუნდი მომზადდება რასადროდისთვის :)
მარა, გადაცემა მიხურეს და რად გინდა :(
LikeLike
eh …მოლი ღირსეულ თაობას გვზრის :))
LikeLike
უღირსეულესს!
LikeLike
გადაცემა აღადგინეს :) 18 მაისს პირველი თამაში გავა ეთერში.
LikeLike
აღადგინეს გადაცემა, ლორდ :)
ექვს ღირსეულ მოთამაშეს ნამდვილად ვიპოვნით.
LikeLike
ისე, ბლოგოსფეროს სახელით ერთი გუნდი რატომ არ უნდა შევქმნათ?? :) :) :)
LikeLike
ბლოგოსფეროში რსრ ტიტანები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, თამარა :) ზოგი – ნამდვილი სახელით, ზოგი – ფსევდონიმით.
ჩვენი ბლოგების სახელით კიდევ ჰო… დინამიტი დავარქვათ :)
LikeLike
თამარას იდეა მომეწონა… გუნდში არ მიმიღებთ? :)
LikeLike
მითოლოგია და დეტექტივები შენზეა, მერი :) საბავშვო ლიტერატურაც :) კინოც :)
LikeLike
მარტო საბავშვო ლიტერატურა? :) სხვა სფეროშიც არ შევირცხვენ თავს, მენდეთ :)
LikeLike
მჯერა :) უბრალოდ, სავალდებულო თემები ჩამოვთვალე, რაზეც ერთმნიშვნელოვნად აგებ პასუხს.
LikeLike
მიგიღებთ კი არა, ბლიცში შენ დარჩები ხოლმე :) :)
LikeLike
სუპერ-ბლიცზე :) და რომელი ტიტანი გახსენდება ასე მძაფრად, თამარა?
LikeLike
ჰეჰ! :) გავჩუმდები აქ :) მაილი ნახე, რა, გეხვეწები :) :)
LikeLike
ვნახე :) გადმოვალ ახლავე :)
LikeLike
ჯერ მომწერე პასუხი, რა:)
LikeLike
ტიტანებზე არც მაქვს ლაპარაკი, განსაკუთრებით, ერთი რომ მახსენდება.. ბრრრრრ!!! :) სამოყვარულო გუნდზე ვამბობ, მეტი სად შემიძლია მე :) :)
სახელზე თანახმა ვარ :) :) :)
LikeLike
რა ლამაზი პირამიდა გამიკეთებია სმაილებით :) თუ მარტო ჩემთან ჩანს???? :)
LikeLike
არა, ჩემთანაც ჩანს და მართლა ლამაზია :)
LikeLike
ჩემთანაც ჩანს და ლამაზია :) სპეციალურად გაკეთებული გეგონება :)
LikeLike
სამოყვარულო გუნდი შეიძლება… ჩელენჯსაც მოვიგებთ და მეოთხე ლიგასაც. მერე ვნახოთ…
LikeLike
აუჰ დილაუთენია შემოვვარდი, პასუხების გამო :)
ნუ 6-იც კარგად მცოდნია კაცმა რომ თქვას :))
მართლა ძალიან საინტერესო თემები და კითხვებია მოლი <3
LikeLike
მადლობა :) უნდა დაგეწერა ის ექვსი
LikeLike
მოგწერე :)
LikeLike
აი, ახლა ვებრძოდი ტიტანებს :) :) :) მაგრამ “იმას” არა :) :) :)
LikeLike
მანდ ტიტანებს რა გამოლევს… ფრიუნის დარბაზში ქვა რომ ააგდო, ტიტანს დაეცემა. ნუ, მინიმუმ – გენიოსს :) :)
LikeLike
დესანტს ველოდები ახლა შენგან და მეც თუ შემოვიკრიბე სათანადო მხარდამჭერები, არ გამოვრიცხავ, პოსტიც გამოვაცხო :) :) :)
LikeLike
მშვენიერი იდეაა :)
ჯესისაც გავაგებინოთ. მათემატიკის დედაა და დაგვეხმარება :)
LikeLike
ვაიმე, მართლა?? :) სადაა მერე, შემოვიდეს :( :( :( წავალ, სკაიპში ვნახავ :)
LikeLike
პოსტს დაარქვი “გმირები ტიტანების წინააღმდეგ” :)
LikeLike
ისევ დავიგვიანე… :)
LikeLike
ოთხშაბათობით გაგაფრთხილებ ხოლმე :)
LikeLike