ხანდახან უსაშველოდ მშურს თანამედროვე ბავშვების…
ოღონდ ციფრული ტექნოლოგიებით გასხივოსნებული ბავშვობის გამო არა – მათი თაროების მშურს, რომელზეც ისეთი წიგნების დალაგება შეუძლიათ, ჩემს ბიბლიოთეკას რომ არც დაესიზმრებოდა…
კარგად მახსოვს, როგორც კი უცხო ოჯახში მოვხვდებოდი სტუმრად, ზრდილობის ყოველგვარ წესს უგულებელვყოფდი და წიგნებისკენ გავრბოდი იმ იმედით, რომ აქამდე უცნობს და წაუკითხავს აღმოვაჩენდი რამეს… იშვიათად მიმართლებდა – მშობლები ისედაც განუწყვეტლივ მამარაგებდნენ იმხანად ხელმისაწვდომი ქართულ-რუსული საბავშვო ლიტერატურით და სიახლეებს ათასში ერთხელ თუ წავაწყდებოდი ხოლმე.
ჩემი მაშინდელი ბიბლიოთეკა საკმაოდ მოზრდილი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ უამრავი ლიტერატურული ნუგბარი რომ აკლდა, ამას მოგვიანებით მივხვდი… თანამედროვე ბავშვებისაც სწორედ ამიტომ მშურს – ისინი ჩემს წიგნებს კითხულობენ, იმ წიგნებს, მეც რომ შემეძლო, პატარაობისას წამეკითხა და ვერ მოვახერხე. ალბათ, ამიტომ არის, რომ ჩემს ბიბლიოთეკაში საბავშვო განყოფილებას საპატიო ადგილი უჭირავს და პერმანენტულად ივსება ხოლმე. ამის გამო იყო, რომ როცა “ექს ლიბრისში” ტუვე იანსონის “მუმინების ბიბლიოთეკის” პირველი სამი წიგნი აღმოვაჩინე, სიხარულისგან თვალდაბნელებულმა ვტაცე ხელი და ჩანთაში ვუკარი თავი.
შვედურ-ფინური წარმომავლობის მწერალი და მხატვარი ქალი – ტუვე იანსონი ასტრიდ ლინდგრენის მხოლოდ თანამედროვე და თანამემამულე კი არა, მასავით ღიმილის ორდენის კავალერიც გახლავთ. ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად – იანსონის საბავშვო პროზა, რომელსაც ჩვენში თითქმის არავინ იცნობს, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ნათელი ზღაპარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს… და როგორც ზღაპრების უმრავლესობა, არც მუმინების ისტორიაა მხოლოდ პატარებისთვის საინტერესო…
სკანდინავიური გოლიათი ტროლების შორეული შთამომავლები – პაწაწინა და ჩამრგვალებული მუმინები ტუვე იანსონის წიგნებში ცხოვრობენ… მათი სახლი მუმინების ხეობაში ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილია დედამიწის ზურგზე – აქ ყველას გულწრფელი სიხარულით ხვდებიან, ნებისმიერ უსახლკაროს და გზადაბნეულს შეუძლია, თავი მუმინებს შეაფაროს, დედა-მუმინის მოდუღებული ყავა მიირთვას და მამა-მუმინის დაყენებული სიდრი დააგემოვნოს. ეს სახლი სიმშვიდის, სინათლის და ოჯახური სიმყუდროვის სავანეა – სითბო და სიყვარული ყველასთვის საკმარისია, მზრუნველობასა და მოხერხებულ საწოლზე თავკერძა და ისტერიულ ონდატრასაც კი არ ეუბნებიან უარს…
ასეთი სახლის ბინადრებს, წესით, კერიის მიტოვების სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ, მაგრამ როცა პლანეტას უზარმაზარი კომეტა ემუქრება, სხვა რა გზაა – პატარა მუმინტროლი და მისი მეგობარი სნიფი წარბშეუხრელად დაადგებიან შორეულ გზას ობსერვატორიისკენ – ხომ უნდა გაიგონ, რა ელის დედამიწას? მერე რა, რომ ასტრონომებთან შეხვედრის შემდეგ შიშით გულგახეთქილები ბრუნდებიან უკან, სამაგიეროდ, მუმინების ხეობაში ახლად შეძენილი ერთგული მეგობრები მოჰყავთ – თავგადასავლების დაუღალავი მაძიებელი სნუსმუმრიკი, კოკისპირულად განათლებული და უცნაური ჰემული და გულისამაჩუყებლად მომხიბლავი ფრეკენ სნორკი, მუმინტროლის ფუმფულა სატრფო, სასაცილო კუდით და ფეხზე შებმული ოქროს რგოლით, მუდმივად რომ კეკლუცობს და შეყვარებულისთვის მირთმეულ საკუთარ საჩუქრებზეც კი ეჭვიანობს…
მუმინების ხეობა – მიუდგომელი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც საიმედოდ იცავს სიყვარული… ამ სიყვარულს რამდენიმე სახე აქვს – დედა-მუმინი, ვის წინსაფარსაც მუდმივად ყავის და კექსის არაჩვეულებრივი სუნი უდის და ვინც მუდამ მზად არის, მშიერი დააპუროს, მტირალი დაამშვიდოს და ანუგეშოს… მამა მუმინი, რომელიც სიხარულით შეიფარებს ყველა გაჭირვებულს და მიუსაფარს საკუთარი ხელით აშენებულ სახლში… თავდადებული მეგობრები – უსაყვარლესი პუტკუნა მუმინტროლი და ციცქნა სნიფი…
ამ ხეობაში ბოროტი და საშიში წითელთვალებიანი ჯადოქარიც კი სიკეთის ქმნის გუნებაზე დგება და ყველას თითო სურვილს უსრულებს… მუმინების ოჯახს არც წარღვნა აშინებს, არც მეორედ მოსვლა და არც კომეტა, რომელმაც დედამიწა უნდა გაანადგუროს – სანამ ისინი ერთად არიან, ვერაფერი მოერევათ…
ჩვენც ვერაფერი შეგვაშინებს, სულში ჩაბუდებულ ბავშვებს თუ მივაყურადებთ ხანდახან…
სნუსმუმრიკი <3
კარგი იქნება დანარჩენ წიგნებსაც თუ თარგმნიან :3
LikeLike
სულ შვიდის თარგმნა იგეგმება. ჯერჯერობით, სამი გვაქვს :)
ელფი გამოჩნდა :) ამ ბოლო დროს მოგისაკლისე ბლოგზე :)
LikeLike
3ივე მაქვს, იმედია ჩამოვამწკრივებ მალე თაროზე ყველას ^_^ ისე დედაჩემმა ჩემზე დიდი სიამოვნებით წაიკითხა მგონი მუმინები XDD
ვკითხულობ მაგრამ არ ვპოსტავ : )) რა ვქნა, კითხვა მირჩევნია წერას XDD
LikeLike
წესით, მუმინების ასაკის არ უნდა ვიყო, მაგრამ მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხე :)
ისე, კითხვა (ამ შემთხვევაში – შენი კომენტარების კითხვა) მეც მომწონს :)
LikeLike
^_^
ისე სულ მინდოდა მეთქვა, ძალიან მომწონს შენი ბლოგის დიზაინი :3 ბევრ ბლოგზე იწერება ბევრი კაი რამე მაგრამ აქ რომ შემოვდივარ თვალსაც უხარია <33 (პოსტები რომ მომწონს ეგ აღარ საჭიროებს აღნიშვნას XDD)
LikeLike
ირლანდიური დიზაინია :) იდენა თამარასი იყო, საბოლოო შერჩევაში მერი პოპინსი დამეხმარა :)
LikeLike
აუუ ძალიან კარგი პოსტი იყო :))) უუ.ვიხალისეეე.. მინდა წავიკითხო :))))))) რა საყვარლები არიან…. ^_^ დიდი ვარ, მაგრამ მიყვარს საბავშვო ლიტერატურა ძალიან ძალიან…. და კი, მეც მშურს, ისეთი წიგნები აქვთ თანამედროვე ბავშვებს და თან ისე ილისტრირებულები, რომ რავიცი… :(
მშვენიერი მშვენიერი იყო :)
LikeLike
მადლობა , ჯესი :)
წაიკითხე, არ ინანებ :) თანამედროვე ბავშვების რომ მშურს, იმიტომ მაქვს მზარდი საბავშვო ბიბლიოთეკა :) წიგნის მაღაზიებში აშკარად მრავალშვილიან მშობლად მთვლიან გამყიდვლები :)
LikeLike
სახელების უცნაურ ჟღერადობაზე გადავირიე:)))
ეეეჰ, მეც დავდივარ ხოლმე წიგნების მაღაზიებში და მართლა კეთილი შურით მშურს დღევანდელი ბავშვების, ისეთი თბილი ფრადოვნება იღვრება მათი ლიტერატურისთვის განკუთვნილი თაროებიდან… ის წიგნებიც კი, რომლებიც ჩვენს ბავშვობაში ყველას წაკითხული გვაქვს, საოცრადაა მოხატულ-გაფორმებული<3 აღარაფერს ვამბობ უამრავ ზღაპარსა თუ მოთხრობაზე, რომლებიც ჩვენს ბავშვობაში არ იყო ნათარგმნი ან გამოცემული:-|
მე კი ვფიქრობდი, ოდესმე საბავშვო ლიტერატურის შეძენასაც დავიწყებ მეთქი, მაგრამ აი, თურმე შენ არ აყოვნებ;)
საოცარი ადამიანი ხარ, მოლი! :*
LikeLike
არ ვაყოვნებ :) იმდენი ახალი წიგნია და ძველი წიგნების ახალი გამოცემა, მეშინია, რამე არ გამომრჩეს :)
მადლობა, თათული :)
LikeLike
ჩემს ბავშვობაში მუმიტროლებზე გადაღებული კომუნისტური მულტფილმიც არსებობდა და დღესაც გადის ხოლმე რუსულ ტელეარხებზე :) ძალიან მაგრები არიან. :)
LikeLike
“ვსე დელო ვ შლაპე” – “მუმინების ბიბლიოთეკის” მეორე წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი.
კომენტარებში ვაპირებდი, დამედო და ლინკი ვერ წაიკითხა. დილით ფბ-ზე დავაშეარე.
LikeLike
უსაყვარლესი არსებები :) მეც სულ ახლახანს წავიკითხე, მეგობარმა მათხოვა და ისე მომეწონა, მაჩუქა კიდეც :)
LikeLike
ჩემი გულწრფელი აღტაცება და აპლოდისმენტები შენს მეგობარს, მერი :)
კარგი გემოვნება ჰქონია :)
LikeLike
უნდა ვაღიარო, რომ იქამდე ტუვე იანსონის შესახებ მართლაც არაფერი ვიცოდი, არადა, ბავშვობაში ასეთ წიგნებს სანთლით დავეძებდი…
LikeLike
რამდენადაც ვიცი, ქართულად პირველად ახლახანს თარგმნეს.
სხვათაშორის, მეორე და მესამე წიგნი ბაკურ სულაკაურის თარგმნილია.
შვედური ენა თუ იცოდა, (თან ასე) არ მეგონა.
LikeLike
პირელად მესმის :( მაგრამ რადგან მოლი აქებს, კარგი იქნება :)
LikeLike
მადლობა, ფიფქია :) ძალიან კარგი რომ არის, ფანტასტიური თარგმანია და უცბად შემომეკითხა, იმიტომ ვაქებ :)
LikeLike
როგორ მიყვარს შენი სეთი კეთილი პოსტები. ხანდახან გულიც მწყდება, რომ გავიზარდე, მაგრამ როცა გკითხულობ იმედი მიბრუნდება, თუ შენ ისევ შეგიძლია ასეთი კეთილი ამბების სამყაროში დაბრუნება, მაშინ მეც შევძლებ, რამხელაცარ უნდა ვიყო :)
LikeLike
ქრისტოფერ რობინმა შეძლო :) გაიზარდა, მაგრამ მაინც ბავშვად დარჩა :)
ჩვენც შევძლებთ :)
LikeLike
დარჩა რო? მე მგონი არ დარჩა ბავშვად :(
მაგაშია ტრაგედია :)
ნუ გაგრძელებით ისევ გააბავშვეს, მაგრამ ორიღინალში ენგრე არ იყო.
ეგ სუბიექტები კი ბეჰემოთებს გვანან. :)
LikeLike
მე მაინც მირჩევნია, ვიფიქრო, რომ ბავშვად დარჩა :)
ტროლების ნაირსახეობაა :) რა უნდათ ფინეთში ბეჰემოთებს :) ისე კი, აშკარა მსგავსებაა :)
LikeLike
თუმცა, ფსიქე მგონი მართლა ბავშვად რჩება :):)
LikeLike
იშვიათი კომპლიმენტია, ლორდ :)
LikeLike
ფაქტია ეგ. :)
ნუ ასე ჩანს ბლოგიდან და ფბ-დან :):)
LikeLike
მე გამიხარდებოდა :)
ფსიქესაც გაუხარდება :)
LikeLike
სახლში საკმაოდ ბევრი წიგნი მქონდა მეც მაგრამ საბავშვო ლიტერატურა ნაკლებად. სულ გული მწყდებოდა, კლასელებისა და მათი მეზობლების სახლებშიც ვერ ვიპოვე მაინცადამაინც ბევრი, ამიტომ 12 წლიდან სხვა ტიპის წიგნებზე გადავედი, ამან რა შედეგები მოიტანა ეს კიდევ ცალკე საკითხია.
ფაქტი კი ისააა, რომ ბევრი რამ წასაკითხი დამრჩა, ახლა რომ წავიკითხო ისევე ვეღარ აღვიქვამ, ისევე არ გამიბრწყნდება თვალები როგორც 10 წლისას მემართებოდა :)
LikeLike
მეც ზუსტად მასე ვარ, ბევრ წიგნს ახლა ვკითხულობ მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე არ იყო ხელმისაწვდომი, ახლაც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ მაშინ რომ წამეკითხა, ალბათ, სხვანაირად აღვიქვამდი…
LikeLike
ბლოგის მასპინძელი რა იქნა?
LikeLike
შენს ბლოგს ვკითხულობ და გაოცებული ვარ, ჩემს გარდა ყველა (ტარიელაშვილის ჩათვლით) თურმე მშვიდობისკენ ყოფილხართ და მე ამიტეხია ერთი ამბავი….
LikeLike
ბატონო? :) რამე გამომეპარა? :)
LikeLike
კი, მგონი :)
LikeLike
^_^ :* თქვენ არ იენრვიულოთ :*
LikeLike
არანაირად…. შენ რა შუაში იყო ;)) დაიკიდე ჩემო კარგო.. დღე იყო მაშინ ისეთი რაღცნაირი და ახლა რატო ატყდა ან როგორ ატყდა ამხელა ამბავი ვინ იცის.. არანაირად არ არის შენი ბრალი :))) .. მეტი სადარდებელი არ გაქვს?
LikeLike
ჯესი, რაც მაშინ დავწერე, ახლაც იგივეს გავიმეორებდი – ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვიყავი, ზუსტად ვიცი, თამარა მართალი იყო, ზუსტად ვიცი, რომ შეურაცხყოფაზე პირველი ის გოგო გადმოვიდა, სანამდე საცოდავოო არ ახსენა, ხმა არ ამომიღია, ტუტრუცანებიც გავატარე და დაქალკებიც და საცოდავოს ნამდვილად ვერ გავატარებდი.
ეს არის და ეს :)
LikeLike
ვიცი მოლი ვიცი, თუ შემაცნიე მეც ვიაყვი ბოლომდე წყნარად, ვცდილობდი ნეიტრალური ვყოფილვიყავი, მარამრ ოცა ვნხე რომ გადალახა ზრდილობის ზღვარი, ემც ამოვიღე ხმა, სპეცლიალურად გვიწვევდა …
LikeLike
მე არ ვიყავი მშვიდობისკენ, არაააა:) გავბრაზდი და იმიტომ! ვოტ! :) :) ამბავიც მე ავტეხე და სულ არ მრცხვენია… მაგრამ გაგრძელება აშკარად არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი იყო! :)
LikeLike
იმის მიხედვით, რაც წავიკითხე, შეტევაზე პირველად ნამდვილად ქალბატონი ტარიელაშვილი გადმოვიდა და შეურცხმყოფელი კომენტარების ინიციატივაც ნამდვილად მისი იყო.
LikeLike
დაქალკებიო და ტუტრუცანა ქალებიო.
ანიმაციებს ამოფარებული პოსტავთო.
კაცმა არ იცის, რა გქვიაო… – მაგან რომ მოლი ბლუმი არ იცის, საიდან არის, არ გამკვირვებია. ცოდნოდა, ის უფრო გამიკვირდებოდა :)
LikeLike
მეც მაგას ვამბობ… ახლაც იგივეს გავიმეორებდი. ჩემი პასუხი მხოლოდ პასუხი იყო. და სხვათაშორის, ასიმეტრიულიც არ ყოფილა. პირიქით – აშკარად დავაკელი. ტუტრუცანა მშობლებს არ უწოდებიათ ჩემთვის.
LikeLike
aq ratom midis amaze diskusia? modit ar gavapuchot es mshvenieri tema, gadadiT chemtan :)
LikeLike
შენთან რაც გავაფუჭეთ, ის გვეყოს :)
LikeLike
არა რა, მევასებით რა… კი ცუდი იყო, მაგრამ ღირსი იყო ნამდვილად.. და არაფერ შააშია რომ 4 კაცი ერთზე წავედით, მართლები ვიყავით, და არავინ არაფერს არ უპირებდა წყნარად რომ მოქცეულიყო
LikeLike
ოთხი ორზე – თუ მთლად ზუსტად დავთვლით.
და დისკუსიაში მონაწილეთა რაოდენობა როდის აქეთ იზღუდება? დუელი ხომ არ არის?
სანამ შემეძლო, ვიცინოდი და მერე მეც მომწყინდა.
LikeLike
yes yes
LikeLike
რაო… ბლოგერებმა და მუმინებმა დაცხეს და მე გამომეპარა? :)
ლინკი დაიდოს!
LikeLike
არა, რა დავცხეთ :) ერთი საცოდავი, კომპლექსებით შეჭმული გოგო გვლანძღავდა და პასუხი გავეცით, ეს იყო და ეს :)
შენ მაგ დროს დიდი ავიაციის პრობლემატიკით იყავი დაკავებული, ლორდ :) მცირე პიკირებები გამოგრჩებოდა :)
LikeLike
მთელი დებატები მიდიოდა ჩემს ბლოგზე
LikeLike
გვირილას კი ვეტყოდი, რომ ბლოგოსფერო არ გახლავს დასახლებული ორთოდოქსი ქრისტიანებით და ერთ ლოყაში სილას რომ გააწნავენ, მეორეს არავინ არავის მიუშვერს.
LikeLike
ბრავო, მერი! :) შენგან ორმაგად დასაფასებელი კომენტარია. იცი, რატომაც :)
LikeLike
ვიცი :)
LikeLike
ახლა მაგ ქალს ბეჰემოთი უფრო ეყოლებოდა ნანახი ვიდრე ტროლი :) ჰოდა, რას ხატავდა არ ვიცი, მაგრამ აშკარად ბეჰემოთი გამოუვიდა.
LikeLike
ნამდვილად ..ბეჰემოტიკია
LikeLike
ამბობენ, ფინეთში და შვედეთში ტროლები და გნომები ყველა ფეხის ნაბიჯზე არიანო :)
ნორვეგიაში არსად მოგიკრავს თვალი?
LikeLike
არა. არც ფინეთში.
გნომებს რაც შეეხება, ნორვეგიელები თუ გნომები არინ, აბა ჩვენ ცეროდენები ვყოფილვართ. :)
LikeLike
არა, რაის გნომები… პირიქით, ბრგე და ახოვანი ხალხია. უბრალოდ, გნომები უყვართ.
ნორვეგიული მუსიკის ხსენებაზე გრიგი მაგონდება, გრიგზე – პერ გიუნტი და პერ გიუნტზე – გნომების მარში.
ჰო, კიდევ – ოლე ლუკოილე.
LikeLike
უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს საყვარელ მუმინტროლს და ფრეკენ სნორკს ბეჰემოთებს ნუ უწოდებთ… გული მტკივა :
LikeLike
ფრეკენ სნორკი. ჩემს ლექსიკონში, ზოგად სახელად იქცა და ჭირვეულ ეჭვიანობას აღნიშნავს :)
LikeLike
მუმიტროლი მომღერალი როა ის ვიცი :):) გევასება? :::
LikeLike
რუსული ჯგუფია :)
LikeLike
ლაგუტენკო. :)
LikeLike
ილია :) გულუბრყვილო რუსული როკი :)
LikeLike
არა :) მუმინტროლი “მუმინების” პერსონაჟია :)
LikeLike
ახლა უნდა დავწერო პოსტი, რატომ ჯობს, იყო ბეჰემოთი?
სპეციალურად მუმინებისთვის. :)
LikeLike
არ არიან ბეჰემოთები :(
LikeLike
ჰოდა, ისე დავწერ, რომ წაიკითხავენ ბეჰემოთობა მოუნდებათ. :)
LikeLike
კი, შენ თუ მოინდომე, ნამდვილად დაწერ!
LikeLike
ჰო, კუზანოვმა დარეკა რა ხდება დღეს დილიდან უამრავი ქალი მომაწყდა და კაცებად გადაკეთებას ითხოვენო…
LikeLike
იმიტომაც ხარ ტოპ-ათეულის თავში :)
LikeLike
მირჩევნია სხვა პოსტებით ვიყო ხოლმე :) ზოგი ჩემი პოსტი მართლა მომწონს, ხოლმე, მარა სადაა…
არადა მაგ ლაგუტენკოს კასეტა მქონდა თავის დროზე :):) პაცელუაიმი, ფაქსამი და რაღაც ეგეთი სიმღერა ქონდა… :) მონ ამი…
LikeLike
ია კ ტებე პრიდუ, მონ ამი :)
სამეფო ქორწილზე დაწერე მაშინ, ან ბინ ლადენი რომ მოკლეს, ან ვიღაც ცემე (ოღონდ, ცნობადი სახე უნდა იყოს) და ორი კვირა გეყოფა თემად.
გამოცდილი თემებია :)
LikeLike
ჰიჰ! რა საყვარლობები არიან :)
LikeLike
კი, მატილდა ;) ძალიან საყვარელია ყველა პერსონაჟი :) ონტადრაც კი :)
LikeLike
LikeLike
მუმინტროლი და ფრეკენ სნორკი :) ოქროს რგოლით :)
რა საყვარლად პრანჭიაა, ჯესი :) სად იპოვნე :)
მერის განსაკუთრებით მოეწონება :)
LikeLike
ის ქერა ჩოლკიანი მე მგავს :)))))))))
LikeLike
ის ქერა ჩოლკიანი ფრეკენ სნორკია :) და სნორკობაში (ანუ ეჭვიანობაში) ერთ სულიერს ჰგავს ძალიან :)
LikeLike
viiis?
LikeLike
ჩემს მეგობარს, ჯესი :)
LikeLike
ააა, ხო კაი :)))))
LikeLike
“სნორკობაც” მისი ტერმინია :)
LikeLike
ვააააიმე.. რა საყვარელია.. <3
LikeLike
აწი რა მომკლავს… შენს კომენტარს ვხედავ და…
LikeLike
თქვენს ბლოგს სულ ვკითხულობ, მაგრამ კომენტარების წერა…”რაღაცნაირად” მერიდება ხოლმე. ამ სურათმა ბავშვობა გამახსენა და ვეღარ მოვითმინე. წიგნებით დეიდაჩემი მამარაგებდა. ოთახში რომ შემოვიდოდა, ძალიან ცდილობდა, არ შეემჩნია, მაგრამ მაშინვე ვხვდებოდი, ახალი წიგნი ჰქონდა მოტანილი – ეშმაკურ–გახარებულ გამომეტყველებას ვერ მალავდა. ჰოდა, იმ წიგნებს ჰქონდათ ასეთი ნახატები – “ყვითელი კოდალას ორდენი” და “მუფთა, ხავსიწვერა და წაღანახევარა” გამახსენდა. დიდი მადლობა ამ მოგონებისთვის :) ახლა უკვე თავად ვყიდულობ და მევე ვასწრებ ჩემს შვილებს წაკითხვას :)
LikeLike
მადლობა, მაგრამ მოსარიდებელი არაფერი მგონია მე :) აქაური პოსტები, პირველ რიგში, მკითხველისთვის იწერება და ბუნებრივია, მკითხველის რეაქციაც განსაკუთრებით საინტერესოა.
LikeLike
მოლ შემოვიარე , სათაური წავიკითხე და ამ პოსტს გადაუხედავს ვერ დავტოვებდი : )
მუმი ტორილკები იანსონს ბევრგან ჰყავს საბავშოშიც და არასბავშვო ნაწარმოებებშიც.
საერთოდ მუმიკებზე საბავშვო სულ ერთი მაქვს წაკითხული დანარჩენი უკვე ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი პროზა იყო ჰოდა გენიალურია მართლაც მაგრად ჰყავს დახასიათებული და საერთოდაც იანსონი ლინდგრენის არ იყოს გენიოსია ♥
LikeLike
აი, ვორდპრესმაც ვეღარ გიცნო, ჩორვენ :( სახელი შეუცვლიაო…
მახსოვს, ამბობდი, იანსონს მარტო საბავშვო პროზა არ აქვს და დედაჩემს ვაბარებდი მოსკოვშიო. მე მარტო მუმინები ვიცი. სხვა რაღაცებიც უნდა მოვიძიო.
კარგია, რომ მოიცალე :) შენთან ცოცხალი თავით არ მიშვებს კომპიუტერი და ახლა გუგლ რიდერი უნდა დავაყენო ბლოგსფოთელების წასაკითხად, თორემ საერთოდ ჩამოვრჩი სიახლეებს :(
LikeLike
raT ar gishvebs?? adre ragac widgetis kodis gamo eubneboda xalxs virusiao :D eg movashte exlac mase shveba?? o. O
hoda ho me maqvs iansonis seri sholk : ) da radganac vici rom cignebs ufrtxildebi xelis kankalit magram mainc shemizlia gatxvo :D danarcheni ori cigni fizikurad me ar mqvs :D
LikeLike
რაღაცას მიწერს, ჩორვენ… შესული არ ვარ, ინტერნეტ ერორო, ეწერება კილომეტრიანი ტექსტით და გვერდი ითიშება. სხვა ბლოგსფოთ-ბლოგებზეც იგივეს აკეთებს :( გავწამდი :(
მადლობა :) შენ რომ არ შეგაწუხო, შევეცდები, ჯერ ჩემით მოვიძიო. ონლაინ იქნება, რომელიმე ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მივაგნებ.
LikeLike
ucnauria rom yvela blogze mase giketebs :D kompiuters ushvelo mgoni is droa :D
hoda kargi mash iyos egre moizie shentviton :D me mxolod shemizlia carmatebebi gisurvo : ) da migebuli siamovnebebis zgva :D
LikeLike
სახლშიც იგივეს აკეთებს და სამსახურშიც… ვუშველი, აბა რას ვიზამ :)
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
მე კიდევ , ძაიან ხშირად მიგდებს ერორს კომენტარების დატოვებისას ბლოგსპოტის ბლოგებზე…. :((((
LikeLike
მეც მაგას ვამბობ, ჯესი :(
LikeLike
მოლი ნუ გეშინია, შენი ლომპის ან ბლოგის პრობლემაა არააა, მგნი ბლოგსპოტი და ვორდპრესს შორის რაღც წაკამათება მინდინარეობს
LikeLike
ლომპი მომეწონა :)
კიდევ კარგი… :)
LikeLike
ნუ, კომპი ვიგულისხმე, ხო მიხვდი ^_^
LikeLike
მივხვდი, აბა რა :) მაგრამ ლომპი მაინც მომეწონა :)
LikeLike
bolo erti kviraa blogspoti urevs ki ragaceebs amateben da magis gamo :D postis cerac ki chirs mara sul ase ar iyo da ravic tqven didi xnia itanjebit??
me magalitad yvela versia maqvs blogze komentisatvis daje anonimuri komentatorebistvisac da mainc gichirt?
LikeLike
დაანებე თავი ბლოგსპოტს :)
დვორსკი, ქართული ბლოგსპოტსფერო ვიზეც იდგა, ისიც კი წამოსულა მაქედან… :)
LikeLike
მე კი დავანებებ თავს, მაგრამ სამი-ოთხი ისეთი ბლოგია ბლოგსფოთზე, მენანება :(
LikeLike
ჰოდა, მაგათ ვეუბნები, ზუსტად. :)
LikeLike
ჩორვენი და როდე. ნატალია. კიდევ რამდენიმე ბლოგი.
LikeLike
me mapatiet ra tqma unda magram michveva vici uazrod da gadachveva michirs ase rom davrchebi sadac var :D
mtavaria survili tore komentars Fbzec datovebs kaci :D
LikeLike
fb- დილიდან საღამომდე შეზღუდული მაქვს, ჩორვენ. სამსახურიდან ვერ შევდივარ.
უნდა დარჩე იქ, სადაც შენთვის უფრო კომფორტულია.
LikeLike
კონკურენტებს ნუ იშორებ :)
არ დაუჯერო მაგას, გადმოდი ვორდპრესზე.
LikeLike
არც მიფიქრია :)
LikeLike
wordpresszec maqvs ori sami blogi :D ase rom vici ra chiticaa :D
LikeLike
მითუმეტეს…
LikeLike
ლომპი მეც ძალიან მომეწონა :) ჯესი, ჩემს ლექსიკონში შემაქვს :)
LikeLike
რას დაგვცინით მე და ჩემს საწყალ კლავიატურას…. ვერ ვნახეთ საერთო ენა და :)))
LikeLike
პირიქით, მეც ძალიან მომწონს და მერისაც :)
LikeLike
რას ამბობ, ჯესი :) მართლა მომეწონა :)
LikeLike
მეც :)
LikeLike
ლომპები როალდ დალის უუმპა-ლუმპების კომპიუტერებს ჰქვია :)
LikeLike
ყეპ ყეპ ყეპ “_ ეს უკე თანამედროვე ისტორიააა ^_^ 21–ე საუკუნის მუმინები
LikeLike
რძიანი შოკოლადი მინდა… :(
LikeLike
მე ცხელი შოკოლადი მინდა :((((((((( ჩვენი სურვილები თითქმის ემთხვევა
LikeLike
ან აჭარული ხაჭაპური :(
LikeLike
აჩმა (მმ)
LikeLike
ნამდვილი, ბათუმური აჩმა :(
LikeLike
ეგა თქვიიიი :((( ვაბშეტამც, ბათუმში მინდა სასტიკად
LikeLike
საუკუნეა, არ ვყოფილვარ :(
ერთი კვირით, ოღონდ ისე, არ ვმუშაობდე და სხვა სავალდებულო საქმეც არ მქონდეს.
LikeLike
ეჰ…. მომინდა თან აი საააააასტიკად.. არა უნდა ავიღო ერთკვირიანი შვებულება, მაგრამ რა? მარტო ხო არ წავალ…
LikeLike
მარტო არც მე წავალ :) უარს რომ არ იტყვის და სიხარულით წამომყვება, ისიც ვიცი :)
LikeLike
საინტერესო ბლოგი გაქვს..რაც შეეხება პოსტს კარგი იქნება თუ კიდევ ბევრ წიგნს თარგმნიან..
LikeLike
მადლობა :)
კი, ნამდვილად კარგი იქნება.
LikeLike
როდრიგო არის წორდპრესზე ;)
LikeLike
არ ვიცოდი :( ჩემთან სულ სპოთით შემოდის.
LikeLike
რამდენჯერმე უნდა დააქლიქო, რომ ჩაჯდეს, ჩორვენ. ან პრევიუ უნდა ნახო და მერე გაუშვა.
წვალება არ ჰქვია ამას, უბრალოდ მოუხერხებელია.
LikeLike
ucnauria ertob : ) martlac ar vici ra vqtva : )
LikeLike
არაფერი :) დაიკიდე :)
LikeLike
მოგესმალმები მოლლი :) გამარჯობათ ყველას, საინტერესოდ ვკითხულობ როგორც ყოველთვის,
LikeLike
დილა მშვიდობისა. და მადლობა :)
LikeLike
ეჰ მოლი… :-) კაი პოსტი იყო, რაღაცნაირად ბავშვობაში გადამიყვანა.
ბოლო ფრაზა განსაკუთრებით…
LikeLike
მეც ეს მინდოდა :) პოსტი ზუსტად ამი მიზნით დავწერე :)
დღეს სტუმრად მყავხარ, გვირილა :) რა მაგრობააა :)
LikeLike
მოვიდა კვირა და… :-D
ხო, დღეს შენს ბლოგთან ერთად ვისვენებ ;-)
LikeLike
და ყველგან გვირილებს მიტოვებ :) :ღრმადკმაყოფილიმოლი:
LikeLike
რაღაცა ძალიან საყვარელი მუმინები ჩანან :) არ წამიკითხავს, სამწუხაროდ :(
LikeLike
ახალი თარგმანია. ჩვენს დროს მხოლოდ მულტფილმები იყო…
LikeLike
არაჩვეულებრივი, თბილი და ლამაზი პოსტია. პირველია, რაც ამ ბლოგზე წავიკითხე. გადამაწყვეტინა სხვა პოსტებიც წამეკითხა. თუ სულ მსავსი პოსტები აღმოვაჩინე, შენ ერთგულ მკითხველებში მომნიშნე.
LikeLike
მადლობა, გიო :) კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
აუფ მიყვარს მუმინების ბიბლიოთეკა, მე სამი წიგნი მაქვს წაკითხული
“კომეტა მუმინების ხეობაში”
“ჯადოქრის ქუდი”
“უჩინარი ბავშვი”
იმედია დანარჩენებსაც თარგმნიან
LikeLike
ჰო, ქართულად სამია ჯერ. რუსულად ბევრად მეტია თარგმნილი.
LikeLike
მე და მუმინები რაღაც ვერ დავმეგობრდით, წავიკითხე, მაგრამ სხვა წიგნებივით არ შემყვარებია. ამ პოსტის შემდეგ გადაკითხვა უნდა ვცადო, ალბატ რამე გამომრჩა
LikeLike
რა არ მოგეწონა? თავად მუმინებია უსიამოვნო ტიპები თუ სიუჟეტით დარჩი უკმაყოფილო?
LikeLike
ამბით, სულ ველოდებოი, რომ რაღაც დაწყებოდა და დამთვარდა(: მუმინები საყვარლები არიან, მაგრამ უფრო საინტერსო თავგადასავლიც შეიძებოდა ჰქონოდათ, ჩემი აზრით. მოერედ რომ წავიკითხავ, უფრო კარგად დავფიქრდები:)
LikeLike
ჰო, ასეთ დროს მეორედ გადაკითხვა შველის :)
ისე, ჯერჯერობით, მხოლოდ სამი წიგნია ნათარგმნი. კიდევ ოთხის გამოცემა იგეგმება და იქნებ ის ოთხი უფრო დასრულებულად გეჩვენოს.
LikeLike
ჩემთან სხვა ვერსია გაჩნდა. შუაში წაიკითხეო:) ამბის ასაკშიო აღარ ხარ და სხვა მხრივ ადრეაო. რა არ მოიფიქრებენ მოლი, ეგ რაღას უნდა ნიშნავდეს:)
LikeLike
შენებს დაეჯერებათ, ლუკა :) წიგნის ამბავი მათზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს? :)
LikeLike
მუმინები , მიუხედავად იმისა რომ ამ წიგნის პირველი წაკითხვიდან დღემდე დიდი დრო გავიდა მაინც ისევ ისე მინდა სნიფთან და მუმინტროლთან ერთად ობსერვატორიის პოვნა და სნუსმუმრიკის ტუჩის გარმონზე დაკრული სიმღერები <3 მახსოვს პირველად ჯადოქრის ქუდი გამოვიდა მერე უჩინარი ბავშვი და მერე კომეტა მუმინების ხეობაში , ჰარი პოტერს როგორც ველოდებოდი ოდესღაც დღეს ასე ველოდები მუმინებს <3
LikeLike
მე სამივე ერთად წამოვიღე. და შემდეგ მუმინებსაც სულმოუთქმელად ველოდები :)
ჩემი ფავორიტი ფრეკენ სნორკია :)
LikeLike
აწწწ <3 :დ ფრეკენ სნორკიც ძალიან მიყვარს თავისი რგოლით უკანა თათზე , და ონდატრას ფილოსოფიის ფანი ვარ :დ
LikeLike
ონდატრა ნამეტანი უჟმური ტიპია :) ფრეკენ სნორკი – უსაყვარლესია :)
LikeLike
მე ის მომენტი მიყვარს ონდატრა რომ ტორტში ჩაჯდება და მერე ბეწვიანი ტორტი რომ აქვთ გამოქვაბულში :) ფრეკენ სნორკი <3 <3
LikeLike
რა საყვარლად ეჭვიანია :) :)
LikeLike
აჰამ :)
LikeLike
დიახ :)
LikeLike
მე მუმინები შემთხვევით გავიცანი, მამაჩემმა მომიტანა საინტერესო ჩანსო . . .
LikeLike
მერე? გამოდგა საინტერესო?
LikeLike
მუმინებზე შარშან ბიერკმა გაახმოვანა მულწიკი და თან საუნდტრეკიც დაუწერა. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.
LikeLike
ქართულად პირველი სამი წიგნი არსებობს. რუსულად – ბევრად მეტია.
LikeLike
უკვე ჩავინიშნე :*
LikeLike
რა საინტერესო მწერალია, არც კი მსმენოდა :სირცხვილი:
თუ ჩამივარდა ხელში წავიკითხავ აუცილებლად.
LikeLike
ხო ძალიან საყვარელი. არც მე ვიცოდი. :(
LikeLike
მუმინები უსაყვარლესობაა… ძველი რუსული მულტფილმი მაინც გექნებათ ნანახი. მუმინტროლი ჯადოსნურ ქუდს რომ იპოვნის.
LikeLike
მეც სულ ვაყურადებ, მოლი, ალბათ ამიტომაც არასდროს მეტყობა ასაკი :) . მე რომ არ ვიცი ეგ? რატომ? პოსტი კი იყო გემრიელი და საყვარლად ჩამოწიკწიკებული, მაგრამ აი მწერლის და წიგნის არცნობამ გული დამწყვიტა :)
LikeLike
და არც დაგეტყობა, ასე თუ გააგრძელე, კატერინა :)
ქართულად არ ყოფილა აქამდე ეს წიგნები ნათარგმნი. რუსულად არსებობდა, მაგრამ ჩვენთან არც თუ ხშირად ჩნდებოდა. მეც პირველად რუსული მულტფილმი ვნახე. სულაკაურმა შარშანწინ გამოსცა პირველი სამი ნაწილი. აი, ამიტომაც აცდი.
LikeLike
მუმინების ხეობის ამბები არის ყვეეელაზე საინტერესო ამბები, რაც ბოლო წლებში შემიტყვია და წამიკითხავს : )) საშინლად მომწონს : )
LikeLike
მუმინების ისტორიები მეც ძალიან მომწონს. რაც არ მომწონს, ასეთი მკითხველის ანონიმურობაა :)
LikeLike
ძალიან მიყვარს <3
დანარჩენები ხოარ გადაუთარგმნიათ?
LikeLike
არა, ჯერჯერობით მხოლოდ სამი ტომია ქართულად :(
LikeLike
მუმინები. საყვარლები იქნებიან. ეხლა მე და დანი ჰარი პოტერს ვეცნობით და მუმინები უნდა ჩავსვა რიგში
LikeLike
თარგმნეს მეოთხეც! ვაშააა :)
http://sulakauri.ge/books/single/807/
LikeLike
[…] “მუმინების ბიბლიოთეკა“? ძველი და საყვარელი საბჭოთა […]
LikeLike
მე რა დებილი ვარ :) ახლა გავიგე ჯგუფი მუმიტროლი რატომაა მუმიტროლი :)
მუმიტროლები ყოფილან ეგენი. მუუმიები ფინურად :) მაგრამ რაკი მწერალი შვედიაო (შვედურად წერს) მუმიტროლად ეთარგმნათ ქართულადაც ის ჯობდა.
შვეურ-ფინური გაწევ-გამოწევაა თურმე დღემდე… თუმცა რას ვყვები. მე გავიგ დღეს, თორე, კი გეცოდინება უჩემოდაც.
LikeLike
ანუ ეს მუმინი და მუმიტროლი რომ ერთი ყოფილა :) სხვადასხვა რაღაცა მეგონა.
LikeLike
[…] თუ არა, მუმინტროლის სატრფოს – ფრეკენ სნორკს მაინც ენათესავება, გირჩევთ, ბუღაძის […]
LikeLike
ეს წიგნი წაკითხული მაქვს და ძალიან მიყვარს <3
LikeLike