Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აპრილი 15th, 2011

tbilisi international book festival 2010

ჩემს მკითხველს, ალბათ, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ თბილისის წიგნის ფესტივალს ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე. თუმცა ღონისძიება, რომელიც წელს, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება, განსაკუთრებული იქნება და ჩვეულ მოლოდინს სხვა ინტრიგაც ემატება  – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოლი ბლუმის ბლოგი თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი ხდება.

პროექტი, უპირველეს ყოვლისა, წინ გადადგმული ნაბიჯია ჯერ ისევ ნეონატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბლოგისთვის. წინასაფესტივალო მზადებისთვის თვალყურის დევნება, შემდგომ კი უშუალოდ “ბრძოლის ველიდან” მომზადებული სპეციალური რეპორტაჟები, ვფიქრობ, ჩემს ბიბლიოფილ მკითხველსაც დააინტერესებს და, იმედი მაქვს, არც ორგანიზატორები დარჩებიან უკმაყოფილო.

კარგად მახსოვს შარშანდელი წიგნის ფესტივალი  – შუა კვირაში, სამუშაო საათებს ვიპარავდი და ფილარმონიის ფოიეს მონახულებას მაინც ვახერხებდი. მაშინ უბრალოდ მკითხველი ვიყავი – წელს უკვე თქვენი კორესპოდენტის ფუნქციასაც შევითავსებ, მერე კი ერთად განვსაჯოთ, რამდენად კარგად გავართვი ამას თავი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: