რამდენიმე დღის წინ, მოლი ბლუმის ბლოგზე, ბავშვობის წიგნები გავიხსენეთ და, მკითხველთა ძალისხმევით, ერთიანი საყმაწვილო ბიბლიოთეკაც შევადგინეთ. წარსულში მოგზაურობას Jeopardy!-ის მორიგი ტურით ვაგრძელებთ – დღეს მულტ- პერსონაჟების ჯერია. მითუმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ – მულტფილმები, პატარა მაყურებლის მსგავსად, დიდებსაც ძალიან გვიყვარს.
Good luck!
1. ამ მულტსერიალის მე-17 სერია ანატოლი პაპანოვის ხსოვნას მიეძღვნა;
2. პოპულარულ საბჭოთა მულტფილმში “კარლსონი დაბრუნდა” კარლსონს “ყველა დროის საუკეთესო შერლოკ ჰოლმსი” – ვასილი ლივანოვი ახმოვანებს, ფრეკენ ბოკს კი – ეს სამგზის სტალინური პრემიის ლაურეატი და სახალხო არტისტი;
3. უოლტ დისნეის ეს პერსონაჟი ჩარლზ დიკენსის ცნობილი გმირის “სეხნიაა”;
4. ეს სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი რუსი ფანტასტის – კირ ბულიჩოვის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული;
5. 1975 წელს შექმნილი ეს საბჭოთა ანიმაციური ფილმი 2003 წელს, კინოკრიტიკოსებმა და მულტიპლიკატორებმა ყველა დროის და ხალხის საუკეთესო მულტფილმად აღიარეს;
6. ამ საკულტო პერსონაჟის დაბადების დღედ 1928 წლის 18 ნოემბერი – მულტფილმ “Steamboat Willie“-ში გამოჩენის თარიღი ითვლება;
7. ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით შექმნილი ამ მულტფილმში სამი ყაჩაღის პროტოტიპი ცნობილი კინო-სამეული – ვიცინი, მორგუნოვი და ნიკულინია;
8. ეს მულტპერსონაჟი 2004 წლიდან რუსეთის გაერთიანებული ოლიმპიური ნაკრების თილისმაა;
9. 2000 წელს, ჟურნალმა “TIME” ამ 114 სერიას ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი სატელევიზიო შოუ უწოდა;
10. ამ სოფელში ცხოვრობდა და მუშაობდა მულტფილმების, საბავშვო გადაცემების და ანეკდოტების პოპულარული გმირი – ფოსტალიონი პეჩკინი;
11. სწორედ მის პოვნას და პატრონისთვის დაბრუნებას ცდილობდნენ პოლიციის უფროსი ფოქსტროტი და მაძებრები – პინჩერ-უფროსი და დობერ-უმცროსი;
12. სახელგანთქმული კუ-ნინძები რენესანსის ეპოქის ამ ოთხი ტიტანის სეხნიები არიან;
13. ეს პაციფისტი კატა პროვინციული ქალაქის უცნობი ქუჩის #8/16 სახლში ცხოვრობს;
14. მულტფილმი “ეშმაკუნა ფუმფულა კუდით” ო’ჰენრის ამ მოთხრობის მოტივებზეა შექმნილი;
15. ეს სახელი ფრეკენ ბოკის კატასაც ჰქვია და ჩვენი ბლოგის ერთ-ერთ აქტიურ მკითხველსაც :)
მხოლოდ მეცამეტე ვიცი ასე ერთი თვალის გადავლებით : )
ჰოდა დრუზია დავაიწე ჟიწ დრუჟნო :ჵ ))))) ♥
LikeLike
გემრიელად გამაცინე, ჩორვენ :) ასეთ კომენტარს ვერანაირად ვერ დავფარავდი :)
LikeLike
ტაკს, პირველი ნუპაგადია მგონი, მესამე სკრუჯი,მეშვიდე ბრემენელი მუსიკოსები, მეათე პროსტაკვაშინო, კუ ნინძები – სახელებიდან გამომდინარე გასაგებია ყველაფერი, მეცამეტე მატროსკინი, აი ფრეკენ ბოკის კატას ვერ ვიხსენებ.. ა ხომ მეტყობა საბჭოთა ბავშვობა რომ მქონდა?ნ :))
LikeLike
კი, ფიქრო, გეტყობა :) შენს პასუხებს ხვალ (უკვე დღეს, პრინციპში) ღამემდე დავმალავ…
და არ გინდა, ნინძებზე პასუხი დააკონკრეტო?
LikeLike
აღორძინების ხანის დიდი მხატვრების სახელები ქვიათ
LikeLike
ჰო, კითხვა ასეა :) და სახელები?
LikeLike
და თუ არ ვცდები მეხუთე ვინიპუხია, სულერთია რამდენი გამოვიცანი და რამდენი ვიცი უბრალოდ კარგი რაღაცეები გამახსენდა თორემ შეჯიბრებების ასაკიდან კაი ხნის გამოსული ვარ :)
LikeLike
რაფაელო დონატელო ლეონარდო
LikeLike
ოკ… აქ შეჯიბრება არც არის მთავარი. ეს ისე, სახალისოდ მოგონილი პაკეტებია..
LikeLike
ui me12c mcodnia :D
me 11c :D
mtlad cudad ki ar mqonia saqme :D genialuur <3
LikeLike
არ გინდა, ჩამოწერო? :)
LikeLike
ვაი უღმერთოდ მეზარება ეხლა რომ ჩავუჯდე ამას : ) თვარა ისე თემა გენიალურია უდავოდ <3
LikeLike
ღამის სამის ნახევარზე რა დროს თამაში იყო :)
LikeLike
пგავიხსენოთ ბავშვობა ^_^ რა კაქიაა :))) ხვალ აუცილებლად გავაკეთებ :))
LikeLike
აჰა :)
LikeLike
დილა მშვიდობისა,მოლი!
რა საყვარლობააააა :) :) (საერთოდ ასე არ ვსაუბრობ :) )
მულტფილმები მართლაც ძალიან მიყვარს…მაგარია…
შევეცდები.ვნახოთ რამდენად მახსოვს :)
1)აბა, დამაცადე;
2)ფაინა რანევსკაია.რა ხმა აქვს :)
3)აუუუფფფ :( დომბი? ოლივერი? მულტფილმს ვერ ვხვდები :(
4)ალისას თავგადასავალი???
5)Ёжик в тумане;
6)მიკი მაუსი;
7)ბრემენელი მუსიკოსები;
8)მულტპერსონაჟი?ხოო…ვერ ვხვდები…ალბათ მაინც დათვთან იქნება კავშირში…ოლიმპიურ დათუჩაზე შევჩერდებოდი,მაგრამ-მულტფილმი?ვინი პუჰი?-ეგეც არ არის მაგათი.მოკლედ-არ ვიცი :)
9)სიმპსონები?მასეთი დაუმთავრებელი მეტი არაფერი მახსენდება :)
10)პროსტაკვაშინო :)
11)გამოვტოვებ…
12)ე.ი. ლეონარდო,რაფაელი,დონატელო და მიქელანჯელო;
13)ვაიიი :) რამ გაგახსენა :) ლეოპოლდი :)
14)წითელკანიანთა ბელადი;
15)მატილდა.
LikeLike
დილა მშვიდობისა, ნატალია :)
შენი პასუხები საღამოს ერთად ვნახოთ…
LikeLike
დილა მშვიდობისა, მოლი :)
ბავშვობის ასაკს იმდენი დრო მაშორებს, ვეჭვობ, ეს ტური კარგად ვითამაშო, მაგრამ მაინც ვცადოთ :)
LikeLike
1. “აბა, დამაცადე!“;
2. ფაინა რანევსკაია;
3. სკრუჯი :) ;
4. ეჰ, მოლი, ფანტასტიკა ჩემი აქილევსის ქუსლია;
5. ზღარბუნია ბურუსში :)
6. მიქაელ მუსკულუსი, ჩვენებურად – მიკი მაუსი;
7. „ბრემენელი მუსიკოსები“;
8. :(;
9. სიმპსონები? მაგრამ იქ ბევრად მეტი სერიაა;
10. პროსტოკვაშინო :) უსპენსკის წიგნი მქონდა ბავშვობაში და მულტფილმზე მეტად იქიდან მახსოვს;
11. გოჭუნია ფუნტიკიიიიიიიი;
12. მიქელანჯელო, დონატელო, რაფაელი და ლეონარდო :);
13. ლეოპოლდი :) «Ребята, давайте, жить дружно» :) ;
14. „წითელკანიანთა ბელადი“?;
15. მატილდა :) ჩვენი მტირალა მატილდა :)
LikeLike
მოგესალმებით და ვიწყებ :)
LikeLike
1) აბა დამაცადე იქნება ეგ :)
2) უჰ. არ ვიცი :(
3) სკრუჯი ალბათ, შარშან ვნახე ეგ მულტფილმი.
4) ___
5) ___
6) მიკი მაუსი.
7) ბრემენელი მუსიკოსები
8) ჩიბურაშკა არ არის?
9) ტომი და ჯერი ალბათ.
10) არ მახსოვს.
11) ___
12) რაფაელი, ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო.
13) კატა ლეოპოლდი (რა საზიზღარი თაგვები არიან)
14) ___
15. უი :) ეგ ხომ მე ვარ :)
დღეს ტირილის თავი არ მქონდა, ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და უნდა გავიქცე :) წარმატებები ყველას :)
LikeLike
1. “ну. погоди”
2. ფაინა რანევსკაია
3.
4, ალისაზე?
5, ёжик в тумане (უმაგრესია)
6, მიკი მაუსი , რათქმაუნდა
7. რაზბოინიკები :))
8, ჩებურაშკა
9. სიმპსონები?
10. პროსტოკვაშინო
11.ღრუტუნა, поросёнок фунтик :)
12. კარგად თუ მახსოვს: დონატელო, მიკელანჯელო, ლეონარდო და რაფაელი
13. “ლეოპოლდ ვიხოძი, ვიხოძი პოდლი ტრუს” :))) ლეოპოლდი :)
14.
15. მატილდა
ნუ დანარჩენები ვერ გავიხსენე :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, ჯესი :)
LikeLike
დილა მშვიდობისა მოლი :)
LikeLike
1. ჩემი საყვარელი “ნუკაბაძი” კი არადა, “ნუ, პაგადი!” :) (რუსულად წერა არ ვიცი);
2. არ ვიცი ნამდვილად;
3. ფისუნია ოლივერი ალბათ :) :
4. “მესამე პლანეტის საიდუმლო” არ ჰქვია?
5. “ზღარბი ნისლში” –ესაა? ისე, არ მინახავს :) ;
6. მიკი მაუსი, ალბათ;
7. “ბრემენელ მუსიკოსებზეა” იქნება საუბარი, სამი ყაჩაღი ზღაპრიდან მახსოვს, მულტფილმი არა :( ;
8. ჩებურაშკა;
9. ტომი და ჯერი;
10. არ ვიცი ფოსტალიონი პეჩკინი :( ;
11. ალბათ ლოგიკურად მაინც უნდა ვხვდებოდე, მაგრამ არ ვიცი;
12. რაფაელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და დონატელო. მახსოვს, რამდენი ვიცინე, ეგ რომ აღმოვაჩინე :) ;
13. არ ვიციიი :(
14. არც ეს ვიცი :(;
15. მატილდა, ოღონდ ფრეკენ ბოკის კატა არ ტირის ხოლმე :) :).
შევრცხვი ფაქტიურად :( მაგრამ არ მახსოვს და რა ვქნა, უშუქობის თაობა ვარ მე…
სულ დამავიწყდა, გამარჯობა, მოლი!! :)
LikeLike
გამარჯობა, თამარა :)
LikeLike
1. აბა დამაცადე!
2. ფაინა რანევსკაია
3
4. ალისა (თუმცა ფილმით უფრო ცნობილი გახდა)
5. ზღარბუნიაზეა ნისლებში რომ დადის. მგონი ”ზღარბი ბურუსში” ასე ჰქვია.
6.
7. ბრემენელი მუსიკოსები
8. დათუნია
9.
10 პროსტოკვაშინო
11
12 ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელი
13 ლეოპოლდი
14. წითელკანიანთა ბელადი.
15მაწილდა
პ.ს. აშკარად არასაბჭოთა მულტფილმებში მოვისუსტებ. რა ვქნა რევოლუციამდელი ბავშვი ვარ:)))
LikeLike
მოლი !
6 მიკი მაუსი თუა, პასუხი კითხვაში ვიპოვე, არ ჩამითვალო:)))
LikeLike
რატომაც არა, ნატო, ჩავთვლი აუცილებლად :)
LikeLike
:) გამარჯობათ, სასიამოვნო დღეს გისურვებთ ყველას, ულამაზესი თემაა მოლლი :) მულტფილმების ყურება მომინდა :) არადა თან საქმეც მაქ აქქ, და კითხვებსაც გადავიკითხავ.
LikeLike
დღე მშვიდობისა, ფარსმან :)
და მადლობა :)
LikeLike
bolo danamdvilebiT vici, rom gamovicani :D
favoriti blogis favoriti wevri : ))
LikeLike
ფავორიტი ბლოგი ცოტა ხმამაღლა ნათქვამი მგონია…
LikeLike
1. ანატოლი პაპანოვის ? “აბა დამაცადე” ეგ ალბათ ;
2. ფაინა რანევსკაია;
3. სკრუჯი (ებენეზერ სკრუჯი არის სკრუჯ მაკდაკის „სეხნია“);
4. მესამე პლანეტის საიდუმლო ; ??
5. ზღარბი ნისლში (რეჟ. იური ნორშტეინი);
6. მიკი მაუსი; :)
7. ბრემენელი მუსიკოსები;
8. “ჩებურაშკა”;
9. „სიმპსონები“;
10. პროსტოკვაშინო ; :)
11. გოჭი ფუნტიკი;
12. მიქელანჯელო, რაფაელი, ლეონარდო, დონატელო;
13. კატა ლეოპოლდი;
14. „ინდიელთა ბელადი“;
15. მატილდა ალბათ; :) არ მიწყენენ თუ არასწორად ვთქვი :)
დრო რო იყოს ახლა, ამათ ლინკს ყველას დავდებდი :) ცოტა მეჩქარება, საღამოს გადავიკითხავ ისევ. მაგრა გავერთე მადლობა მოლლი:)
LikeLike
მადლობა თამაშისთვის, ფარსმან
LikeLike
1) აბა, დამაცადე?
3) სქრუჯი?
7) ბრემენელი მუსიკოსები?
8) ვინი პუჰი? (დათვი) … არა, ეგ ადრე იყო, მგონი ჩებურაშკაა… ახლა…
12) რაფაელო, დონატელო, ლეონარდო და … მეოთხე არ მახსოვს… მიქელანჯელოოო! გამახსენდაააააააა!
13) ლეოპოლდი?
LikeLike
მადლობა თამაშისთვის, დია :)
LikeLike
1.”აბა დამაცადე!”
2.
3.სკრუჯი
4.
5,
6.მიკი მაუსი…
7.ბრემენელი მუსიკოსები…
8.ჩებურაშკა…
9.ტომი და ჯერი…
10.
11.ფუნტიკი…
12.ლეონარდო, რაფაელი , დონატელო, მიქელანჯელო…
13.ლეოპოლდი
14.
15.mawilda
LikeLike
უჰ, უკაცრავად, დამავიწყდა, საღამო მშვიდობისა მესურვებინა :) ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და კომპიდან მაგდებენ :)
LikeLike
აქ სწავლა პრიორიტეტულია! ერთი არც თუ ურიგო ტელე-პროექტის წამყვანს დავესესხები…
მადლობა, რომ ითამაშე :)
LikeLike
რაღაცეები მაქხსოვს მაგრამ დანამდვილებით არა და ამიტომ თავს ვიკავებ თამაშისგან.
პ.ს.დამვიწყებია ბავშვობის გმირები,სასწრაფოდ უნდა გავიხსენო.
LikeLike
თერთმეტის შემდეგ შემოიხედე და ერთად გავიხსენოთ :)
კაცმა რომ თქვას, დარწმუნებული ვარ, ისედაც მშვენივრად გახსოვს :)
LikeLike
სწორი პასუხები
1. “აბა, დამაცადე”;
2. ფაინა რანევსკაია;
3. სკრუჯ მაკ-დაკი; (სახელი და წუწურაქი ხასიათი დიკენსის “საშობაო ზღაპრის” მთავარი გმირის – ებენეზორ სკრუჯისგან ერგო :) სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ფისო ოლივერი, მაგრამ რაკი ტვისტსაც ოლივერი ერქვა, ჩაითვალოს)
4. “მესამე პლანეტის საიდუმლო”;
5. “ზღარბი ბურუსში”;
6. მიკი მაუსი;
7. “ბრემენელი მუსიკოსები”;
8. ჩებურაშკა; (მეოთხე ოლიმპიადაა თილისმად მუშაობს, ერთი ის არის, რომ ყოველ ჯერზე ფერს უცვლიან)
9. “ტომი და ჯერი”;
10. პროსტოკვაშინო;
11. ყოფილი აფერისტი ფუნტიკი (ребята, подайте на домик для бездомных поросят…)
12. ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო, რაფაელი;
13. ლეოპოლდი (В доме восемь дроб шестнадцать кот живёт, этот кот мышам покоя не даёт…)
14. “წითელკანიანთა ბელადი”;
15. მატილდა (მატილდა, მაპატიე :) ).
წინასწარი შედეგები
ფარსმანი – 15; მერი პოპინსი – 12; ნატალია ჩხენკელი – 12; ჯესი – 12; თამარა – 10; ნატო დავითაშვილი – 10; Griffin… – 10; მატილდა – 8; დია – 6; fiqro – 5.
მადლობა თამაშისთვის :) თითქმის სამოქალაქო გმირობაა, მულტფილმებზე კითხვები არჩიო, როცა გვერდით ნიჭიერზე, პროფილზე, პმს-ზე, ერექციაზე, თბილისელ ბოზებზე და ტაილანდურ პოზებზე წერენ…
ასე რომ ყველას, ვინც არ დაიზარეთ და დღეს აქ შემოიხედეთ, განსაკუთრებული მადლობა :)
LikeLike
ფისუნია ოლივერი უსახლკარო ფისოა :) :) ეგ გამახსენდა პირველი, სკრუჯი არ ვიცი საერთოდ, ვინაა… :)
პროსტოკვაშინო მართლა არ ვიცოდი და კატა ლეოპოლდი მაშინ ვნახე, შენგან წახალისებული “კარლსონს” რომ ვუყურებდი “იუთუბზე” :) :)
LikeLike
სკრუჯ მაკ-დაკი – “უტინიე ისტორიის” გმირი წუწურაქი მილიონერი, სამი დისშვილი ჰყავს – დილი, ვილი და ტილი :) თავის დროზე, რუსული პირველი არხს ჰქოდნა კვირაობით “დისნეის კლუბი” და იქ აჩვენეს ყველა სერია.
LikeLike
აშკარად არ ვიცი:)
LikeLike
დისნეის კლუბს მთელი კვირა ველოდებოდი…. ისე ჩაამთავრეს პროექტი, ერთი სერიაც არ გამომიტოვებია :)
LikeLike
შენ დიდი მადლობა, ბავშობისკენ რომ გამახედე და ალისა სელეზნიოვაც გამახსენე ”მესამე პლანეტის საიდუმლოდან”. ძალიან მიყვარდა მასზე გადარებული ფილმები.
LikeLike
სტუმარი მომავლიდან :)
ფილმიც ძალიან მიყვარს და მულტფილმიც :)
ნატო, ჩემი ბლოგი ვერ გცნობს და ყოველ ჯერზე გალოდინებ, სანამ შემოგიშვებ :( სორრი :(
LikeLike
ეგ არაფერი. უკეთესიცაა, სანამ კარს გამიღებ, ”პაწა გაპრანჭვას” მოვასწრებ… :)
LikeLike
აი, ახლაც გალოდინე… :(
LikeLike
მშვენიერია.. 12ც არც ისეტი ცუდი შედეგია :)) ზუსტად ამით ხარ კარგი და უკეთესი,რომ ყოვლედღიურ პრობლემებზე და ყოველდღიურ ძაან პოპლალურ ამბებზე არ საუბრობ.. ეს თემა უფრო ასინტერესოა და უფრო კარგი წასაკითხია.. ვიდრე ყველას ერთი და იგივე პოსტი ყოველდღიურ მოვლენებზე. სასაცილოა, მე შემიძლია კურიერს არ ვუყურო უბრალოდ დავათვალიერო ბლოგები და იქიდან გავიგებ ახალ ამბებს თან მინიმუმ 10დან… ძალიან შემიყვარდით მოლი შენ და შენი ბლოგი.. არ იცი როგორ მიხარია ოთხშაბათით, და არ აზარტით ველოდები ხოლმე (არადა აზარტული საერთოდ არ ვარ ) :* :* <3
LikeLike
მადლობა, ჯესი :)
LikeLike