მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას, მიზეზთა გამო, ალბათ, არ ახსოვს ოდესღაც ძალზე პოპულარული საბჭოთა დეტექტიური სერიალი «Следствие ведут знатоки»; მით უმეტეს, არ გემახსოვრებათ «Следствие ведут колобки», ფილმის ერთგვარი მულტ-პაროდია. ორი კერძო მაძებარი – შეფი და კოლეგა – ზოოპარკიდან გამქრალი სპილოს საქმეს იძიებს და გზადაგზა ათას ფათერაკს აწყდება.
ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა მულტფილმის შესახებ სხვა დროს გიამბობთ, დღეს კი, Jeopardy!-ის მორიგ ტურში, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ლიტერატურული გმირები – დეტექტივები და კერძო მაძებრები გავიხსენოთ.
Good luck!