რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური სამყარო იყო – მთავარი გმირი, უამრავი ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.
ხვალ დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს, ქალთევზას, კაის და გერდას, გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.
მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუნებრივია, ამ ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგთავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.
ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, ხარისხიანი ლიტერატურა მხოლოდ ნაცნობობით, დახლქვეშ რომ იყიდებოდა, თუმცა, ჩვენ, რიგით მოკვდავებს, არკადი გაიდარის და ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობების გარდა ხელი სხვა, ბევრად უკეთეს, გამოცემებზეც მიგვიწვდებოდა. რევოლუციამდელი ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც.
ჩემი ბავშვობის წიგნებიდან ყველაზე გემრიელად სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” მახსენდება (ზაფხულში წავიკითხე და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა – ეს წიგნი, თავიდან, გეოგრაფიის სახელმძღვანელოდ იყო ჩაფიქრებულიო, ვერ დავიჯერებდი – სახელმძღვანელოებზე მაშინ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა), მოსკოვის ოლიმპიადიდან საჩუქრად ჩამოტანილი, ფერადი და მხიარული, ულამაზესი ილუსტრაციებით სავსე “ჩიპოლინო” დღემდე ღიმილს მგვრის – მახსენდება, პატარა ხახვებს, გოგრიკოს, მარწყვას, ალუბალას, ათასფეხას როგორ ვგულშემატკივრობდი… “ვინი პუჰის” არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი, დაძინებით ისე არ ვიძინებდი, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან ერთი ტომი მაინც არ გადამეფურცლა (განსაკუთრებით აფრიკულმა და იტალიურმა ზღაპრებმა მომხიბლა)… რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალმა” გულიანად მაცინა, ანდერსენის ასანთის გამყიდველ გოგონაზე დარდით კი ლამის გამისკდა პატარა გული… ასტრიდ ლიდგრენის შედევრებზე საუბარი ხომ არასოდეს მომწყინდება… როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი”, პამელა ტრევერსის “მერი პოპინსი”, “პატარა უფლისწული” და სეტონ-ტომპსონის “მოთხრობები ცხოველებზე” ჩემი საყვარელი წიგნების სიას ოდნავ მოგვიანებით შეემატნენ.
მერე უკვე ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, დიუმას, კონან დოილის და ფენიმორ კუპერის დროც დადგა… თუმცა ბავშვობის წიგნები არ დამვიწყებია და არც არასოდეს დამავიწყდება – ლიტერატურის სამყაროში ჩემი პირველი მეგზურები სწორედ ისინი იყვნენ. ამიტომაც არის, რომ წიგნის მაღაზიებში ჯერ საბავშვო განყოფილებას მივაშურებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, გავიზარდე.
ჩემს შარშანდელ საბავშვო წიგნებზე იანვარში, ერთ-ერთ პირველ პოსტში დავწერე. ამ სამ თვეში ჩემს კარადაში ტუვე იანსონის “მუმინების ბიბლიოთეკის” პირველი სამი წიგნი (გახსოვთ ძველი საბჭოთა მულტფილმი? ), ანე კატარინე ვესტლის “მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” და არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავალი” დაბინავდნენ. “სახურავის ბინადარ კარლსონის” ჯენეტ ბაჯელიძისეულ, ძველ თარგმანს, ვიკლანდის შავ-თეთრი ილუსტრაციებით კი საერთო ჩამონათვალისათვის ვერ გავიმეტებ – ყველაზე საპატიო ადგილი წიგნის თაროზე მას ეკუთვნის.
განსაკუთრებით ერთი რამ მახარებს – მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის კარგად ნაცნობი თუ აქამდე უცნობი შედევრების თარგმნა თანამედროვე ქართული გამომცემლობების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. რამდენადაც ვიცი, არაერთი კარგი წიგნის გამოცემა იგეგმება, რასაც ბავშვებზე არანაკლებ მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, მალე, რომელიმე სტელაჟზე, ნილსის და გარეული ბატების ჯადოსნურ ზღაპარს აღმოვაჩენ… ძველი, მწვანეყდიანი წიგნი, გარეკანზე თმააქოჩრილი ნილსი რომ ეხატა, სამწუხაროდ, სადღაც დავკარგე…
P.S. ხვალ “ექს ლიბრისი” საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და ახალ მაღაზიას ხსნის. ყაზბეგის 24-ში, “აქსისის” სავაჭრო ცენტრის შენობაში, 4 საათიდან უამრავ სახალისო საბავშვო კონკურსს და უგემრიელეს ტორტს გვპირდებიან. მე მივდივარ და თქვენც იგივეს გირჩევთ, მანამდე კი, თუ არ დაიზარებთ, აქვე, ამ პოსტის კომენტარებში, თქვენი ბავშვობის წიგნებზე გვითხარით ორიოდე სიტყვა.
როგორი სითბო ვიგრძენი სტატიის წაკითხვის შემდეგ.:) ჩამოთვლილი წიგნებიდან ზოგიერთს ავცდი (საბედნიეროდ. ერთი-ორს), თუმცა ახლა საშუალება მაქვს, ჩემს შვილთან ერთად, ზოგი გავიხსენო, ზოგი კი აღმოვაჩინო.
სტივენსონის ”შავი ისარი” გამახსენდა კიდევ _ ჩემი უსაყვარლესი წიგნი. მთავარი გმირი დიკი წლების მანძილზე ჩემი ‘ვირტუალური” მეგობარიც კი იყო.
LikeLike
კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
დიდი მადლობა :)
მოდით, ყველამ ერთად ვირტუალური ბიბლიოთეკა შევადგინოთ. პირველი წიგნი უკვე გვაქვს – სტივენსონის “შავი ისარი” :)
დანარჩენებიც არ დააყოვნებს…
LikeLike
მეც მადლიერი ვარ თქვენი. ეს რა ბლოგი აღმოვაჩინე 0011 წლის
1 აპრილს ღამის 1 საათზე:)))
LikeLike
უჰ :) დიდი მადლობა :) იმედია, აწიც ხშირად გვეწვევით :)
LikeLike
ასე მგონია, საკუთარი წიგნების თაროს ვათვალიერებ :) ოღონდ რენე რეჯანის “მზის მატარებელს” დავამატებდი, ბახის “თოლია ჯონათან ლივინგსტონს” და ერიხ კესტნერის “ტყუპთა ოინებს”… კიდევ “იყალთოელი ბიჭები” მიყვარდა ძალიან :) და ბულგარელი მწერლის მოთხრობაა ერთი, სადაც მოზარდები ჯაშუშებს უდგანან კვალში – პაველ ვეჟინოვის “კვალი იკარგება” – ვგიჟდებოდი ამ წიგნზე :) სამწუხაროდ, ვერსად მივაგენი, არადა, კარგი იქნებოდა, ბავშვობისდროინდელი იმპრესიები გადამემოწმებინა :)
LikeLike
რიჩარდ ბახი ბავშვს კი არა, ბევრ უფროსს არ წაუკითხავს, მერი :)
შენი წიგნები მოვინიშნე და კვირა საღამოს, სხვების გახსენებულ წიგნებთან ერთად გამოვაქვეყნებ.
მართლა მაინტერესებს, როგორი ბიბლიოთეკა გამოგვივა :)
LikeLike
რეჯანის “მზის მატარებელი” მიყვარს :) აგატათი აღტაცებული ვიყავი :)
თხა ჩიკუცა იყო უსაყვარლესი პერსონაჟი :დ არავინ შემხვედრია აქამდე, ვისაც რეჯანი ახსოვს :)
LikeLike
ილუსტრაციები თუ გახსოვს? აგატასნაირ ვარცხნილობაზე ვოცნებობდი და პორტო-ემპედოკლეს ჩირაღდნებზე :)
LikeLike
მე ილუსტრაციების გარეშე გამოცემა მქონდა :( :(
LikeLike
იცი, რა ნახატები იყო? ფანტასტიკა! :)
LikeLike
კიდევ ვიტორიოს ბაბუა მიყვარდა ძალიან :)
LikeLike
მახსოვს ილუსტრაციებიც :) :) აგატასნაირი ვარცხნილობა მქონდა ერთხელ :დ ვიტორიოს ბაბუა მაგარი პერსონაჟია :)
LikeLike
ვაიი, ვაიი, “ტყუპთა ოინები” ვინ ახსენა? მახსოვს, სოფელში ვიპოვე, ძველთაძველი, თავ და ბოლო ნაკლული, მაგრამ მაინც ჩავყლაპე… არც ავტორი ვიცოდი და არც სათაური, მოგვიანებით აღმოვაჩინე :)
LikeLike
უსაყვარლესი წიგნი იყო :) ლუიზა და ლოტა :)
LikeLike
მერიმ ახსენა :)
მერი ჩემზე უარესი ბიბლიოფილი და ბიბლიოფაგია :) ისეთი რაღაცები აქვს წაკითხული, პირი ღია მრჩება…
LikeLike
ძალიან კარგი იდეაა :) მაშინ კიდევ რამდენიმე წიგნს გავიხსენებ: შარლ პეროს ზღაპრები, დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა”, ჰაუფის ზღაპრები (განსაკუთრებით – პატარა მუკი :)), “ტომ სოიერი”, ედუარდ უსპენსკის “ძია თევდორე, ძაღლი და კატა”… კიდევ ბევრს დავამატებდი, მაგრამ უმჯობესია, სხვებმაც გვიამბონ ბავშვობის ბიბლიოთეკის შესახებ :)
LikeLike
აი, ბისეტი ვერ დავამუღამე და მომკალი :(
LikeLike
:( არადა, რა კარგი, პაწაწუნა ზღაპრებია, ძალიან ინგლისურ სტილში…
LikeLike
რას ამბობ…. წმინდა ინგლისური ზღაპრები :) ვატერლოოს სადგური ბებიასთან ჩაის დასალევად რომ მიდის ან ბურუსი დედოფალს სასახლეში რომ ესტუმრება…
LikeLike
მაინც ვერ დავამუღამე :)
LikeLike
მაგის დროც მოვა…
LikeLike
სულ დამავიწყდება ახლა რომ უკვე დიდი ვარ და სახლში მისული ამოვქექავ ჩემი ბავშვობის საყვარელ წიგნებს… მეღიმება სულელივით :) :)
პირველი წიგნი, რომელიც მახსოვს, არის პეპი, რომელსაც დედა გვიკითხავდა ხოლმე მე და ჩემს დას, როცა მე 5 წლის ვიყავი და ჯერ ვერ ვკითხულობდი დამოუკიდებლად. კითხვაც სწრად ამის გამო ვისწავლე, მგონი. დედას არ ეცალა ხშირად და ბევრს ვერ გვიკითხავდა, მე კიდევ საშინლად სულსწრაფი ვიყავი და არაფრით მყოფნიდა დღეში ერთი თავი :დ
პეპის შემდეგ იყო პაწაწინა წიგნი, რომლის ავტორი დღემდე არ ვიცი. მამაცი ჭანჭველა ფერდა (რომელსაც მე ფრედას ვეძახდი, რატომღაც) გახლდათ წიგნის მთავარი გმირი.
მერე, მაჩუქეს გრიმების სამტომეული, რომელიც ისე სწრაფად წავიკითხე, რომ არ დამიჯერეს და გადასამოწმებელი გახდა :დ გადამოწმება საკუთარი ინიციატივით შევთავაზე. ნებისმიერ გვერდზე გადაშალეთ წიგნი და წინადადება წაიკითხეთ და მე ვიტყვი რომელ გვერდზეა ეგ წინადადება და რომელი ზღაპარია მეთქი. ასეთი ურცხვად თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი :) თუმცა, ცხადია რომ მე მოვიგე :დ
6-დან 10 წლამდე ასეთივე ტემპით წავიკითხე მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ყველა წიგნი, კიპლინგი, სელმა, ტრევერსი და ვესტლი და ანდერსენი, რომელიც გახდა კიდეც ჩემი საყვარელი მეზღაპრე. ოცეოლას და თეთრი თათმანის შემდეგ კი ბრონტეს ჯერი დადგა. მახსოვს, ჯეინ ეარის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად 20 წლით უფროსი შემიყვარდებოდა :დ
გავჩერდები ახლა აქ, თორემ ერთი ცალკე პოსტი გამოვიდა, ლამის :)
პ.ს. ხვალ ექსის გახსნაზე მეც მივდივარ და ძალიან გამიხარდება თუ ბევრი ხალხი იქნება :) :)
LikeLike
სათაური დაამატე, ლიბიკა, სურათი ჩასვი, თეგები მიაბი და პოსტია :)
თან – უგემრიელესი :)
ურცხვად თავდაჯერებული გოგო მეცნო :) დაახლოებით ასეთი ვიყავი მეც :)
შენს წიგნებს მოვინიშნავ. წინასწარ ვტკბები შემაჯამებელი კომენტარის მოლოდინში. მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველების საბავშვო ბიბლიოთეკა :) რაღაც კარგი გამოვა :)
LikeLike
მივამატოთ ნემო, ფილიასი, ჩექმებიანი კატა და კუზიანი კვიცი :)
ვაიმე, იმდენი რაღაც მახსენდება, რომ უშველებელი ბიბლიოთეკა გამოგვივა :)
LikeLike
ერშოვი სად გაგახსენდა :) ჟურნალის ტიპის წიგნი მქონდა :) ნახატებით სავსე :) კარგი ქართული თარგმანი იყო და ილუსტრაციები – კიდევ უკეთესი :)
მერე მაგას რა ჯობია, ლიბიკა :) ამ ორ დღეში ბიბლიოთეკას შევადგენთ, მერე ყველა მონაწილეს მივაკრავ და ფეისბუქზე გამოვაქვეყნებ :)
დოკუმენტია :) ამის დაკარგვა არ იქნება :)
LikeLike
მეც ეგ წიგნი მქონდა :დ ჩექმებიან კატაზე გამახსენდა რატომღაც :დ და ახლა რუსლანი და ლუდმილაც გამახსენდა :დ
LikeLike
პეროსთან ჩექმებიანი კატა ჩადიოდა სასწაულებს და ერშოვთან – კუზა კვიცუნა :) იმიტომაც გაგახსენდა :)
რუსლანი და ლუდმილა ცალკე წიგნად მქონდა. რუსულ ხალხურ სტილში გადაწყვეტილი ილუსტრაციებით…
LikeLike
‘У лукоморья дуб зеленый,
Златая цепь на дубе том
И днем и ночью кот ученый
Все ходит по цепи кругом” :) :)
რა მაგის პასუხია და სტრუგაცკებთან წავაწყდი ამ კატაზე ალუზიას – კატა ვასილი რომ დადის და ზღაპრებს ყვება, თან სულ ერთმანეთში ურევს სიუჟეტებს და პერსონაჟებს : რა ვიცინეეე :)
LikeLike
დაბერდა და იმიტომ.
“понедельник начинается в субботу” სტრუგაცკების ერთ-ერთი საუკეთესო რომანი.
там и вправду ходит кот
как налево, так поёт
как направо, так загнёт анекдот…
но ученый сукин сын
цепь златую снёс в “торгсин”
а на выручку один – в магазин…
აი, ეს უკვე ვისოცკია.
LikeLike
“კუზიანი კვიცის” ზუსტად ეგ გამოცემა მქონდააააააააა :) ვეშაპის ზურგზე გაშენებული სამყაროს ილუსტრაცია გახსოვთ?
LikeLike
ილუსტრაციები ყველაფრის მახსოვს, მგონი :დ
LikeLike
რას ჰქვია, მახსოვს. მანდ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი სურათი ეგ იყო.
ათასჯერ მაქვს დათვალიერებული, პატარა სახლები, ეკლესიები, ქუჩები და ციცქნა ხალხი მომწონდა :)
LikeLike
მაგდენი წიგნი ნამდვილად არ წამიკითხავს ბავშვობაში )))
ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა იყო, ძმები გრიმების ზღაპრები. ეს წიგნები დღესაც თაროზე მიდევს და ხშირად გადავიკითხავ ხოლმე )))
LikeLike
გრიმების ახალი, ქართული გამოცემა მაქვს შინ.
ბავშვობაში რუსული მქონდა. ახლა ქართული ვიპოვნე და სიხარულით წამოვაცუხცუხე :)
LikeLike
კომეტა მუმინების ხეობაში – ეს არ მაქვს წაკითხული :(
ჩემი ბავშვობის ზღაპრები? ნილსი მეც მქონდა, ვესტლიც, ლინდგრენი, კიდევ პინოქიო მქონდა (და არა ბურატინო), მქონდა ჯანი როდარის ზღაპრები (ჩიპოლინო, ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში და სხვა), ღმერთო როგორ მიყვარდა და ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავდი :თვალზეცრემლი:
ბარონ მიუნჰაუზენი? დღეს ჩემს ბიბლიოთეკაში აღარ არსებობს, სამწუხაროდ ისე დაიფლითა რომ რავიცი რა,.. თუ შემეხვდება სადმე ვიყიდი.. კიდევ იყო სერია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, მიყვარს ეგეც… ქართული ზღაპრების კარგია :წუბ:
კიპლინგი საერთოდ მაგარია, არამარტო საბავშვო ზღაპრები, სხვა მოთხრობებიც :)
“კრაზანა” გვიან წავიკითხე და მაინცდამაინც არ ავღფრთოვანებულვარ :( არადა მამაჩემის ბავშვობის წიგნი იყო :დ :დ
მეფე მათეუშ პირველი? იანუშ კორჩაკის :)
აუ რამდენი წიგნია… ეხ, იცით მე რას ვფიქრობ? დაწერო ზღაპრები, ეს ყველა მწერალს არ შეუძლია, არცერთი ზღაპარი , იმდენი სიბრძნეა მათში : )
LikeLike
ე, კლავიატურას რა ვუთხარ, ჩამიყლაპა :დ
არცერთი ზღაპარი არაა უზრო და გამოუდეგარი მეთქი, იმდენი სიბრძნეა მათში :)
LikeLike
რა თქმა უნდა :)
აი, თამარა შემოიხედავს და პოლონურ ზღაპრებზე მოგვიყვება :)
LikeLike
ნუ დამცინიიით :)
ყველაზე ორიგინალური და ცოცხალი ზღაპრებია, მე თუ მკითხავთ! ზოგიერთი კიდევ ისეთი სევდიანი გამოერია, ღამღამობით ვტიროდი ხოლმე…
LikeLike
რას ამბობ, რისი დაცინვა… მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო და ახლა გამოსცემდეს ვინმე, ერთ ტომსაც არ გამოვტოვებ.
LikeLike
მუმინების ბიბლიოთეკა ქართულად პირველად ითარგმნა, ქევან..
სულ შვიდი წიგნი იგეგმება. ჯერჯერობით, პირველი სამი გამოსცეს.
ძველი რუსული მულტფილმი იყო “ჯადოსნური ქუდი” – მანდ იყვნენ მუმინტროლები…
მე ჯერ ბურატინო მქონდა და მერე პინოქიო…
კორჩაკზე და მათიუშზე ცრემლი ვღვარეე….
ბავშვებისთვის ისე უნდა დაწერო, როგორც უფროსებისთვის. ოღონდ, უკეთესადო – ეს ფრაზა მახსოვს.
მივამატებ შენს წიგნებს საერთო ბიბლიოთეკას. უკვე 30-ს გადავცდით :)
LikeLike
“ჯადოსნური ქურქი” გახსოვთ ვინმეს?? მე ავტორი არ მახსოვს, ბავშვობაში რამდენიმე დღით მათხოვეს და წავიკითხე. კიდევ მინდოდა გადაკითხვა და ვეღარ მოვასწარი… არადა, ისე განსხვავებულად და ღრმად ჩამრჩა…
LikeLike
არა :( ზღაპარია? ჯადოსნური ქურქის ამბავი მინჰაუზენის ისტორიებიდან ვიცი. ძაღლის ტყავისგან რომ შეიკერა…
LikeLike
მე მახსოვს :) ავტორი უნგრელი მწერალია, ფერენც მორა და მართლა ძალიან კარგი ზღაპარია.
LikeLike
შენ მე გამაოგნებ, მერი :)
LikeLike
ჰო, მართალია :) უნგრეთში ვითარდება მოქმედება… ჰო, ძალიან მომწონდა… კიუშმიოდი და პეტი :( და შორსმჭვრეტელი კიდევ… და ქურქი, რა თქმა უნდა…
LikeLike
ქურქი მეც მომეწონებოდა…
LikeLike
მოლი, კიდევ ერთი წიგნი გამახსენდა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანო შენს სიაში (IMHO) – “მეფე მათიუშ პირველი”, ყველაზე სევდიანი საკითხავი, რაც კი ოდესმე ბავშვებისთვის დაუწერიათ…
LikeLike
კი, შემაქვს უკვე. ორივე ნაწილი.
საშინლად განვიცადე, მახსოვს :(
საწყალი პატარა მათიუში :(
LikeLike
მეც მიყვარს :(
მართლა, რა მაგის პასუხია და… დღესო, ათზეო :)
LikeLike
ეჰ… კარგი, ბატონო. ვიქნები ათზე.
LikeLike
აქ ჩამოთვლილებს უნდა დავამატო ჩემი საყვარელი წიგნები:
ოსკარ უაილდის “ბროწეულის სახლი”
ტომინის “ჯადოქარი დადის ქალაქში”
როდარის “ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში”
“კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი” (ავტორი არ მახსოვს სამწუხაროდ)
დიკენსის :დევიდ კოპერფილდი”
ჯერომ ჯერომის მოთხრობები
ვინი პუჰზე, და ასტრიდ ლინგრენზე ხო საუბარიც ზედმეტია.
და რა თქმა უნდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები :)
LikeLike
დავამატებ აუცილებლად :)
ბლოგის მკითხველების ბავშვობის ბიბლიოთეკას ვაკეთებთ :) ყველა თავის წიგნს წერს და კვირა საღამოს გამოვაქვეყნებ…
შენს ჩამონათვალსაც, რა თქმა უნდა, თავის ადგილს მივუჩენ :)
LikeLike
კარიკი და ვალია ის არ არის, ბავშვები რომ დაპატარავდებიან? ავტორი არც მე მახსოვს…
LikeLike
კი მერი ეგაა, ძალიან მიყვარდა ბავშვობაში :)
და “ჯადოქარი დადის ქალაქში” არ გაქვთ წაკითხული? ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყო, უამრავჯერ მაქვს წაკითხული :)
LikeLike
მე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ თავს დავდებ, მერის ექნება… ისეთი რაღაცები ახსენდება, ვგიჟდები…
შენს ლაიქ-ავტოგრაფს არ მიტოვებ? :შეწუხებულიმოლი:
LikeLike
სამწუხაროდ, არა :( ავტორი არ გახსოვს?
LikeLike
ტომინი იყო ავტორი, სახლშჳ მაქვს ახლაც ეს წიგნი, ბიჭზეა რომელსაც ხელში ჩაუვარდება სასნთის კოლოფი და ყველა ღერის გატეხვაზე შეუძლია სურვილის ჩაფიქრება :)
LikeLike
რუსული მხატვრული ფილმი გამახსენდა. ეს სიუჟეტი აქვს. დეტსკი მირზე ვნახე ამასწინათ.
LikeLike
რა კარგი იყო მოლი :)
ნილსის მოგზაურობა, ანე კატერინე, როდარი და ლინდგრენი ყველაზე მეტად მიყვარან.
მუმინებზე არ გამიგია, ახლა გადაიღეს მულტფილმი და მუსიკა ბიორკიმ დაწერა. არ მეგონა, ასეთი ძველი თუ იყო :)
LikeLike
ჩემი ბავშვობის რუსული მულტფილმია :)
მუმინები შინ ჯადოსნურ ქუდს მოიტანენ – რასაც ჩადებ, რაღაცები ემართება…
ბიბლიოთეკის მეორე წიგნის მიხედვით ყოფილა გადაღებული. აქამდე არ ვიცოდი. მუმინები ქართულად პირველად თარგმნეს.
LikeLike
საინტერესო იქნება.
მგონი ბეგემოტები არიან ხო?
LikeLike
არა :) ჯადოსნური არსებები არიან… ისე, სულო ცოდვილო, ილუსტრაციების მიხედვით კი ჩამოჰგვანან ბეჰემოთებს :)
LikeLike
მეც შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, თუ მოგეწონებათ: პიტერ პენი, ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ჰეკლბერი ფინი, ბიძია თომას ქოხი და ბემბი – ეს გამახსენდა ახლა ნაუცბათევად.
LikeLike
აქედან რომელი არ უნდა მომეწონოს? :)
ყველა ერთი მეორეზე უკეთესია…
არც მაინცდამაინც საჩქაროა, ზეგამდე დიდი დროა და დამატებაც შეიძლება. რაც გაგახსენდებათ, მოგვწერეთ :)
LikeLike
ზეგამდე კიდევ გავიხსენებ რამეს :)
LikeLike
მაგას რა ჯობია :)
LikeLike
სულ დამავიწყდა სულ ახლახანს წავიკითხე სიამოვნებით ფილიპ პულმანის “ოქროს კომპასი”. და ნარნიას ქრონიკები (რუსულად ოღონდ, ქართულად სამწუხაროდ არაა)
და ხო მართლა ბაუმის “ოზის ჯადოქარი” როგორ დამავიწყდა :)
და ტოლკიენი? ნუ მთლად საბავშვო არაა მაგრამ გარდატეხის ასაკში წასაკითხია ალბათ :)
LikeLike
შენ ფენტეზი გყვარებია :)
სიმართლე გითხრა, პულმანი ყველაზე ნაკლებად მომეწონა.. იდეა მართლა კარგია, ოღონდ გაწელილი მეჩვენა.
ნარნია და ტოლკიენი ფანტასტიურია. და არასაბავშოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
ოზი მართლა დაგვავიწყდა…
LikeLike
ჰარი სადაა პოტერი? :)))
LikeLike
არავის უთქვამს…
თორემ მე შვიდივე ტომი ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე.
ჩემმა მეგობარმა მაჩუქა შვიდივე საახალწლოდ – მანამდე მხოლოდ ინგლისური და რუსული ტომეულები მქონდა.
ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ყოჩაღ სულაკაურს.
LikeLike
ჰო ფენტეზი და მისტიკა დღემდე ჩემი სუსტი წერტილია :)
LikeLike
ჟელიაზნი და ურსულა ლე გუინიც მოგწონს?
LikeLike
არ მაქვს წაკითხული :(
მოლი და ჰარი სადაა პოტერი?
LikeLike
ჰარი პოტერი ისეთ ასაკში წავიკითხე, ჩემი ბავშვობის წიგნებში რა სინდისით უნდა შემეტანა? თორემ პირველად ეგ გამახსენდა… საპატიო ადგილი ეკუთვნის უდავოდ :)
LikeLike
ფენტეზი თუ მოგწონს, გირჩევ… მოგეწონება :)
პოტერზე პოსტში არ დამიწერია – ბავშვობის წიგნებს ვიხსენებდი.
ისე, ძალიან მომწონს, ჯოანაზე და ასტრიდზე ერთობლივი პოსტიც მაქვს დაწერილი.
სიაში აუცილებლად შევიტან :)
LikeLike
მოლი, ჯეოპარდში ჩემი მიღწევებითაც მიხვდებოდი, რომ მოსიარულე ენციკლოპედია არ ვარ მაგრამ საბავშვო ბიბლიოთეკისთვის მეც შეგმატებთ რამეს :) აი მაგალითად წითელკანიანთა ბელადი, ოზის ჯადოქარი, კიდევ ერთი ძალიან საყვარლობა წიგნი, ფრამი, ამბავი თეთრი დათვისა, იხვის ჭუჭული ტიმი და ჩვენც სალტკროკელები ვართ. ნახე, რა სია გამოვიდა? :) ავტორები ჩემზე უკეთ გეცოდინება, დარწმუნბული ვარ :)
LikeLike
რას ერჩი ჯეოპარდის მიღწევებს?
კი, ავტორებიც ვიცი და წიგნებსაც თავის ადგილს მივუჩენ :)
LikeLike
“ფრამი”, პეტრესკუს “ფრამი”… ძააალიან კარგი წიგნი <3<3<3
LikeLike
მე სათამაშო “ფრამი” მყავდა. წიგნი არ მქონია…
LikeLike
რას ამბობ… მაგის მერე დავინტერესდი პოლარული ექსპედიციებით :)
LikeLike
თამარა – პოლარული მკვლევარი :)
ისე, ვინი პუჰიც მიდიოდა პოლუსის აღმოსაჩენად…
ფბ-ზე ვერ შემოვდივარ. ნახევარი საათია, ვცდილობ და ჭედავს.
LikeLike
გასწორდება, იმედია…
ეჰ, რამხელა გავლენა ჰქონდა წიგნებს :) პოლარული მკვლევარიც ვიყავი, ესპანელი კონკისტადორიც, აცტეკების თანამებრძოლიც, თემისტოკლეს მრჩეველიც და ქსერქსეც კი შემომემარცხა მგონი ფანტაზიებში :)
LikeLike
ტენოჩტიტლანის დაცემას და სამას სპარტელს კითხულობდი?
LikeLike
“ტენოჩტიტლანის დაცემა” და “მონტესუმას ასული” :) სამას სპარტელზე ისტორიიდან გავიგე, წიგნი არ მქონია…
LikeLike
კუატემოკი და აკუიტლაკი რა კაცები იყვნენ… ჰაგარდზე მეტად “დაცემა’ მომეწონა. წითელყდიანი წიგნი მქონდა.
LikeLike
თემისტოკლე? არ მითხრა ახლა, ესქილეს ბიოგრაფია მაქვს წაკითხულიო :)
LikeLike
არ ჩამვარდნია ხელში :) ეჰ, რა წიგნსმოწყურებული ბავშვი ვიყავი, სულ გავზარმაცდი :(
LikeLike
მე თემისტოკლე ესქილეს ბიოგრაფიიდან მახსოვს :)
LikeLike
არა, “ალკამენე” იყო ჩემი პირველი მეგზური ძველ საბერძნეთში; მერე კიდევ რაღაცები მოვიძიე, მერე BBC-ს და სხვათა დოკუმენტური ფილმები :)
სალამინის ბრძოლის ჭეშმარიტი გმირი თემისტოკლეა და არა ესოდენ გაფეტიშებული ლეონიდასი :)
LikeLike
მე ლეონიდასი მომწონდა :( ძცელი ფილმი გახსოვს? ახალი არც მინახავს, ძველს მაინც ვერ აჯობებს.
LikeLike
შენ დრო თქვი წასაკითხად, თამარა… :(
ჩანთაში ერთი წიგნიყოველთვის მიდევს. ისე, უბრალოდ, არ გავდივარ გარეთ, მაგრამ… გზაში თუ წავიკითხავ ან სამსახურში ვიპოვნი წუთებს :(
LikeLike
ლეონიდასი დასაფასებელი პიროვნებაა, მაგრამ თემისტოკლე რომ არა, მასაც ამაოდ ჩაუვლიდა თავგანწირვა…
ახალი ფილმი ნაწყვეტ–ნაწყვეტ მაქვს ნანახი, საშინლად არ მომეწონა, ზოგს კი პირიქით, მოსწონს… არარეალურია, ლეგენდასავით ან ზღაპარივით აღიქვამ და ამით არ მომეწონა ზუსტად. პირსინგებიანი ქსერქსე, ჰმ :/:/
LikeLike
დღემდე მიყვარს კალე ბლუმკვისტი… ვგიჟდები კაპიტან ბლადის ოდისეაზე… კარგ მოგონებებს აღძრავს ემილი და ბიულერბიუელი ბავშვები… აღტაცებაში მოვყავდი საიდუმლო კუნძულს და კაპიტან გრანტის შვილებს… თუ რამე გამახსენდა მივამატებ ამ ჩამონათვალს :)
LikeLike
დამატებულია :) ზეგამდე თუ რამეს გაიხსენებ, მოგვწერე და იმათაც დავამატებთ :)
LikeLike
აქ ჩემი ბავშვობაცაა.. <3
მშვენიალურია, როგორც ყოველთვის : ))
LikeLike
danke :)
და შენი წიგნები, ანი? ერთიანი სიისთვის შენი წიგნებიც გვინდა :)
LikeLike
ჩემს წიგნის თაროზე საკმაოდ დიდი ადგილი აქვს გამოყოFილი ბავშობის საყვარელ წიგნებს :3 “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” ახლაც უზომოდ მიყვარს ^_^ “მეფე მათიუშ პირველს” კიდევ აღარ ვკითხულობ იმიტომ რომ ვიცი ახლაც ისევ მატირებს როგორც პირველად რომ წავიკითხე : ( და კიდევ გურამ პეტრიაშვილი “პატარა ქალაქის ზღაპრები” <33 სევდიანი და ძალიან ლამაზი ზღაპრები ჰქონდა, ამისწინ გადმოვიღე წიგნი და თავიდან გადავიკითხე…
სეტონ-ტომპსონის "როლფი ტყეში" და "პატარა ველურები"… როგორ მინდოდა მეც ჩემი ტიპი ამეშენებინა და ინდიელებივით მეცხოვრა :D
ასტრიდ ლინდგრენის ყველაFერი მიყვარდა ofc ^_^ პირველი "ცეროდენა ნილს კარლსონი" იყო, მერე კდიევ პეპი შემიყვარდა, ჩემი იდეალი იყო XD
კლარა ფეჰერის "მე კუნძული მექნება!" მიყვარდა კიდევ ძალიან…
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წიგნები ძალიან გიყვარს :)
ვესტლი და კორჩაკი უკვე ვახსენეთ და ორივე უმაგრესია… გურამის ერთადერთი რაც მომწონს, ზღაპრებია. მხიარულ მღებავზე, უჟმურ კაცზე, ქალაქზე, სადაც ყველას უცებ ჩემოდნები შეუყვარდა…. ყველაზე მეტად ის ზღაპარი მომწონს, კაცი, მთელი სიცოცხლე, ქარის დამორჩილებას რომ ცდილობდა..
სეტონ-ტომპსონთან იანი და გაი მომწონდა :) ტიპიც მაგარი იყო და სენდერელი ინდიელების ტომიც …
აი, ფეჰერი არ მაქვს წაკითხული.
შენს წიგნებს საერთო სიას მივუმატებ :)
იმედია, აწიც შემოგვივლი ხოლმე.
LikeLike
კი, აუცილებლად შემოვივლი ხოლმე, მომეწონა აქაურობა ^_^
LikeLike
მადლობა დიდი :)
LikeLike
კლარა ფეჰერის “მე კუნძული მექნება!”–მამამ ოთახში რომ გაუკეთა კუნძული…ფოსტით თავის მოსახელე და მოგვარეს რომ სწერდა წერილებს))
LikeLike
ცხოველები ვის გიყვართ? წიგნები ცხოველებზე? :)
ჯერალდ დარელი – უუუნიჭიერესი ზოოლოგი, რომელიც აგრეთვე ძალიან კარგად წერდა. “ჩემი ოჯახი და ცხოველები”, მგონი, არ შეიძლება, ვინმეს არ მოეწონოს…
კიდევ მახსოვს ძალიან კარგი საბავშვო მოთხრობები, მაგრამ ავტორები აღარ :( სიუჟეტი ჩამრჩა, მაგრამ…
ერთ–ერთია “ალკამენე”, ავტორი არ მახსოვს, ძალიან კარგი მოთხრობა, ძველ საბერძნეთზე, ათენზე, სალამისის ბრძოლაზე…
მეორე, ძალიან კარგი ქართული მოთხრობა “ყვანჩო”, ავტორი არც მისი მახსოვს :(
LikeLike
მე მიყვარს :) მაი ფემილი… ბავშვობაში რუსულად მქონდა. ახლა ახალი, ქართული გამოცემა მაქვს. კიდევ – პოდ პოლოგომ პიანოგო ლესა… ესეც დარელია.
“ალკმენე” და “ყვანჩო” არ მეცნობა…
LikeLike
იქნებ მერიმ იცოდეს :)
LikeLike
მერი საბავშვო ლიტერატურის და ზოგადად, ლიტერატურის ექსპერტია :) ეცოდინება! :)
LikeLike
“ალკამენე” ვიცი :) რუსი მწერლის მოთხრობაა, როგორც მახსოვს, ალექსანდრე გოვოროვი უნდა იყოს ავტორი – ათენელ მონა ბიჭუნაზე რომ გვიამბობს, ეგ არ არის? ყვანჩო არ მახსოვს :(
LikeLike
ხომ ვთქვი, ეცოდინება მეთქი :)
LikeLike
აი, ხომ ვთქვი :) ეგ არის, კი… ძალიან იმოქმედა წაკითხვისას, მძიმე მომეჩვენა, რეალისტურად იყო აღწერილი ყველაფერი და იმიტომ…
“ყვანჩო” ცხოველების მოყვარულ ოჯახზეა, მოშინაურებული ყვავი ჰყავთ ბუ კიდევ, ბუბა :) არადა, მომეწონა ბავშვობაში ეგ მოთხრობა….
LikeLike
სამწუხაროდ გვიან დავიწყე კითხვა, უკვე სკოლაშიო ვიყავი და ჩემი პირველი წიგნი იანუშ კორჩაკის ,,მეფე მათიუშ პირველი” იყო. მანამდე ალბათ რაღაცეებს ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს მეხსიერებას არაფერი შემორჩენია. აი მეფე მათიუშის მეფობიდან დღემდე კი თუ რამ წიგნი წამიკითხავს ყველა მახსოვს, ემოციურად მაინც.
ვანო ურჯუმელაშვილზე ძალიან გამეცინა. სოფელში ტომეულები ჰქონდა ბებიაჩემს და რომ ჩავდიოდი იძულების წესით ვკითხულობდი, სხვა არაფერი იყო და:)ახლა მეცინება
,,პატარა უფლისწული” არის იმდენად საყვარელი წიგნი ჩემთვის, რომ დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ და ამ წიგნის საბავშვო ლიტერატურად მოხსენიება ნამდვილ დანაშაულად მიმაჩნია.
ლინდგრელი ყველაზე უფრო ნათლად შემორჩა ჩემი ბავშვობის მეხსიერებას. ,,მერი პოპინსი” ინგლისურის მასწავლებელმა მოგვცდა წასაკითხად და პირველად ინგლისურად წავიკითხე (რათქმაუნდა ადაპტირებული)
გილოცავ მოლი ბლუმ ამ ფრიად მნიშვნელოვან დღეს
ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ:)
LikeLike
წიგნების “საბავშვო-არასაბავშვოდ” დაყოფაზე ერთი მოსაზრება მაქვს –
საბავშვო იმ წიგნს ჰქვია, რომელსაც რაც მალე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ ის არავის უთქვამს, მოზრდილმა არ წაიკითხოსო…
წარმომიდგენია, მათიუშზე რა დღეში ჩავარდებოდი… მე ცხარე ცრემლით ვიტირე.
მადლობა, სალომეა :) ხვალ კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას :) ისე, ძალიან დიდი ნიჭია, გაიზარდო და ისევ ბავშვად დარჩე. სულის სიღრმეში მაინც.
LikeLike
ჩვენი და ევროპული გაგებით, საბავშვო წიგნი სხვადასხვაა. შვედი მწერლებისგან მაქვს მოსმენილი, რასაც თქვენ საბავშვო წიგნს ეძახით – ჩვენთან საკითხავი წიგნიაო. საბავშვოდ ილუსტრირებული, ფერადი, დასურათებული წიგნები მოიაზრება, პატარა ასაკისთვის. თვით ანდერსენსაც არ უყვარდა, როცა მის ზღაპრებს საბავშვოდ მოიხსენიებდნენ.
პ.ს. მორის ჯერალდი არ დამიჩაგროთ ”უთავო მხედარიდან” და ჯეკ ლონდონის ”თეთრი ეშვი”.
LikeLike
ასეთი ინფორმირებული და ბიბლიოფილი მკითხველი მოლი ბლუმის ბლოგისთვის დიდი შენაძენია, ქალბატონო ნატო :)
მადლობა, რომ გვსტუმრობთ :)
“უთავო მხედარს” და მორის მუსტანგერს არავის დავაჩაგვრინებთ :)
LikeLike
არ დამიჯერებთ და სწორედ “უთავო მხედრის” დასამატებლად შემოვედი აქ :) ყველას ეგ სჯობს მაინ რიდის ნაწარმოებებს შორის; “თეთრ ბელადსაც” არა უშავს…
საკითხავსა და საბავშვოს რაც შეეხება, მეც მიკვირს… მაგალითად, რატომ ითვლება “რობინზონ კრუზო” საბავშვო წიგნად, მართლა არ მესმის; აი, “გულივერის მოგზაურობა” ნამდვილად არაა საბავშვო;
მართლა, “ულენშპიგელის ლეგენდა” წაკითხული გაქვთ? გეხვეწებით, მითხარით, რა ასაკის მკითხველმა უნდა წაიკითხოს ეგ წიგნი? :)
LikeLike
შარლ დე კოსტერი არ არის საბავშვო მწერალი და არც ულენშპიგელია საბავშვო წიგნი. მე ასე მგონია. დაახლოებით რაბლეს გარგანტუას მსგავსი სატირაა. ბავშვს გააჩნია, რა თქმა უნდა, მესამე კლასში “გმირათა ვარამის” გადამბულბულებლებსაც ვიცნობ, მაგრამ კოსტერი ნამეტანი ადრეა…
LikeLike
მეც ეგრე მგონია… “გულივერის მოგზაურობა” გაცილებით მსუბუქია, ვიდრე “ულენშპიგელი”, მაგალითად, მაგრამ ბავშვმა საიდან უნდა გაიგოს, რომ ეს სინამდვილეში სატირაა და არა მხოლოდ ლილიპუტებისა და გოლიათების ამბები! აი, “ულენშპიგელი” ვერც აღვიქვი თავიდან, განცვიფრებული დამტოვა, ვერ მივხვდი, უნდა გამცინებოდა თუ უნდა მეტირა და საერთოდ, რა ჟანრის იყო :)
LikeLike
დაახლოებით იგივე რეაქცია მქონდა “გარგანტუა და პანტაგრუელზე”. არადა, ყდა ჰქონდა ისეთი მხიარული, აშკარად საბავშვო წიგნი მეგონა :)
LikeLike
ულენშპიგელი საკმაოდ რთული ნაწარმოებია და, ვფიქრობ, მოწიფულ ასაკსი უნდა წაიკითხოს ადამიანმა… ბავშვისთვის გაუგებარი და მოსაწყენი მგონია…
LikeLike
ჯერალდ დარელის „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ ეს გამოგრჩა თუ არ წაგიკითხავს? ძალიან მიყვარდა.
LikeLike
მე დავამატე:):) მეც მიყვარს :)
LikeLike
დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას :) ეს ჩვენი დღეა :)
LikeLike
ახლა დავფიქრდი, ბლოგზე პირველ მნიშვნელოვან თარიღს ავღნიშნავთ – პოსტიც მივუძღვენით (და მინდა გითხრათ – წარმატებული) კომენტარებიც ბევრზე ბევრი გვაქვს და ხვალ ბლოგის მკითხველების ერთიანი ძალისხმევით შედგენილ საბავშვო ბიბლიოთეკასაც გამოვაქვეყნებთ.
არ გამოვიდა ურიგო, არა? :)
ყველას გილოცავთ :)
LikeLike
დილაუთენია კიდევ რამდენიმე წიგნი გამახსენდა – ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო”, ფერენც მოლნარის “ბიჭები პალის ქუჩიდან”, “ელექტრონიკის თავგადასავალი” (მგონი, ავტორი გვარად ველტისტოვი უნდა იყოს), მარკ ტვენის “უფლისწული და მათხოვარი”, რობერტ მაკლოსკის “ჰომეროს პრაისის თავგადასავალი” და “ტიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი”…
P.S. იქნებ ვინმეს წაგიკითხავთ პატარა რკოს თავგადასავალი? არც სათაური მახსოვს, არც ავტორი და ვერსად მივაკვლიე :( და კიდევ ერთ წიგნს ვეძებ – მთავარ გმირს იუსუფი ჰქვია, უკუღმა გაზრდილ ხეს ჩაჰყვება უფსკრულში და ათასგვარ ფათერაკს გადაეყრება…
LikeLike
ახლა გადავთვალე, ფანტასტიური ბიბლიოთეკა გამოდის :) ასეთ ტომეულებს ნებისმიერი ბიბლიოფილი ინატრებდა :) არა რა… ტყუილად არ ვამბობ, ბლოგოსფეროში ყველაზე გემოვნებიანი და ინტელექტუალი მკითხველი მე მყავს :)
LikeLike
“გრძელფეხება მამილო” წაკითხული მაქვს, მაგრამ ახლა სულ ვერ აღვიდგინე :( “ბიჭები პალის ქუჩიდან” მეც მომწონდა; მაგან გამახსენა “სან–ლორენცოელი ბავშვები”, მაგრამ ავტორი ისევ არ მახსოოოოოოვს :( :( :(
LikeLike
მოიცა, მოიცა… “ბიჭები პალის ქუჩიდან” ის უნგრული წიგნი არ არის, ორი არმია ერთმანეთს რომ ებრძვის, ერთს ბოკა მეთაურობს და მეორეს – ფერენც აჩი? წითელპერანგიანები და ტომაჰავკები და ასე შემდეგ?
LikeLike
კი, ზუსტად ეგ არის… საბრალო პატარა ნემეჩეკი :(
LikeLike
ნემეჩეკი მახსოვს, ჩონაკოში – სტვენა რომ უყვარდა, მოღალატე დეჟე გერები, საგოზავის საზოგადოება…
LikeLike
ცხარე ცრემლით ვტიროდი…
LikeLike
მეც :(
ძმები პასტორები გამახსენდა კიდევ.
LikeLike
“სან–ლორენცოელი ბავშვები” – მარჩელო არჯილია :) ოღონდ მე სულ ხუთიოდე წლის წინ წავიკითხე, თანამშრომლის შვილს წავართვი :)
LikeLike
ახლა გამახსენდა, რომ გუშინ ჰარი პოტერი გამომრჩა და დაოთხილი შემოვვარდი ბლოგზე :) მოლი, ხომ არ დამაგვიანდა?
LikeLike
არანაირად… ხვალამდე გვაქვს დრო :) თუ ვაკეთებთ, კარგად და საფუძვლიანად გავაკეთოთ :)
LikeLike
ეგ ყველა, რაც ჩამოთვალე, ძალიან მიყვარს.. კიდევ ძალიან ბევრს დავამატებდი, მაგრამ… ნება მომეცი პოსტითვე გიპასუხო, მოგვიანებით :)
LikeLike
რა თქმა უნდა…
LikeLike
გელოდებით :)
LikeLike
საინტერესო პოსტი გამოვა…
LikeLike
პირსინგიანი ქსერქსე :) გამაცინე :)
ძველი ვერსია კლასიკაა. ახალი – კომერციული ფილმი. შესაბამისია ხარისხიც.
მე ასე მგონია და…
LikeLike
ძალიან მინდა, ამ ბიბლიოთეკასი კიდევ ერთი წიგნი მოხვდეს – “ტიტების ადმირალი კეესი”. იცით ვინმემ?
LikeLike
ნიდერლანდების ბურჟუაზიულ რევოლუციაზე… არა?
LikeLike
კი… ვილჰელმ ორანელის სახელი პირველად მანდ გავიგე :)
LikeLike
სწორად მხსომებია…
LikeLike
რა მაგის პასუხია და ეს-ეს არის დავბრუნდი ახლად გახსნილი”ექს ლიბრისიდან”. მომეწონა იქაურობა, პატარა, საყვარელი მაღაზიაა, ირგვლივ წიგნების სუნი ტრიალებს და გამოსვლა აღარ მოგინდება :) ცერემონიალმაც კარგად ჩაიარა, სხვათა შორის, ლიბიკა გამოვიდა სიტყვით :) პრიზი, სამწუხაროდ, არ შემხვდა, მაგრამ ხელცარიელი მაინც არ დავბრუნებულვარ – მეგობარი მახლდა თან, რომელიც შეთავსებით ჩემს პერსონალურ თოვლის ბაბუად მუშაობს და ორი წიგნი მაჩუქა – დიკ ფრენსისის დეტექტივი და “მერი პოპინსი” :) სიმბოლურად :) ერთი სიტყვით, თუ ესტუმრებით, არ ინანებთ :)
LikeLike
აჰ დიკ ფრენსისი ჩემს წინ იყიდა ვიღაცამ, მგონი ერთი იყო მარტო XDD გილოცავ : ))
მომეწონა მეც მაღაზია <3
LikeLike
აფსუს… არაუშავს, ამ დღეებში ვნახავ.
LikeLike
მე ვერ მივედი :( არადა, როგორ მინდოდა :(
საჯარო სამსახური ასეთია – შაბათ-კვირა არ იცის, რაღაცას რომ დაგეგმავ, მაინცდამაინც მაშინ შეგიშლის ხელს :( დამირეკეს და სასწრაფოდ წასვლა მომიწია :( ძალიან მაინტერესებდა ახალი ექსი და ეკოს “ვარდის სახელის” ყიდვაც მინდოდა. პრეზენტაციაზე არ ვყოფილვარ და ახლა მაღაზია-მაღაზია ვეძებ…
LikeLike
არ ინერვიულო,. ეკო არ ჰქონდათ ^^ ან მე ვერ ვიპოვე? :-?
anyway, გუშინ თუ არ ვცდები Fილარმონიასთან ახლოს მაღაზია “პეპელა”-ს ვიტრინაში მოვკარი თვალი და შეიძლება კიდევ ჰქონდეთ ^^ მე გადავწყვიტე წიგნის Fესტივალამდე არ ვიყიდო XD (თუ მოვითმინე >.<)
LikeLike
“პეპელას” ქართული წიგნები ყოველთვის მრავლად აქვს ხოლმე. რუსული – იშვიათად.
ძალიან კარგი… მანდაც ვნახავ და “პარნასშიც”. ფესტივალამდე რა გაძლებს… თან, ფესტივალისთვის სხვა სიახლეებიც იქნება…
LikeLike
მოლი, <3 შენ.
იმისთვის, ბავშვობაში დამაბრუნე რამდენიმე წუთით და იმისთვის, რომ ამ წიგნების არსებობა გახსოვს.
LikeLike
რას ამბობ :) მადლობა შენ, ასეთი შეფასებისთვის :)
ამ წიგნების არსებობას რა დამავიწყებს. ახლაც დიდი სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე…
LikeLike
კიდევ გავიხსენებ-მეთქი ვთქვი და ეს წიგნები გამახსენდა: ფრაერმანის ველური ძაღლი დინგო და ტროეპოლსკის შავყურა თეთრი ბიმი.
LikeLike
მადლობა, ფიფქია, კარგი წიგნები გაგახსენდა… დინგო არც თუ მკაფიოდ მახსოვს. შინ მქონდა, ყდასაც ვიხსენებ, მაგრამ სიუჟეტს – ბუნდოვნად… ბიმი საშინლად მეცოდებოდა…
ერთიან ბიბლიოთეკას ხვალისთვის გამოვაქვეყნებ და შენი ფბ-ს სახელი მჭირდება, თეგისთვის. სიის თანაავტორებში უნდა დაგამატო :)
LikeLike
დღეს ნაყინის დღეაა :დ
http://www.google.ge/#q=ice+cream+sundae&ct=icecreamsundae11-hp&oi=ddle&fp=1c86c4feee7f8082
პ.ს. არადა წვიმს :(
LikeLike
ჰო, გუგლში ეწერა დილიდან :) წვიმას არაუშავს, ცივა ჯერ ნაყინისთვის.
LikeLike
[…] თუ არა ამ პოსტის დაწერა. აგერ, მოლი საბავშვო წიგნებს აგროვებს, მე კიდევ სერიალები უნდა […]
LikeLike
მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველების საბავშვო ბიბლიოთეკა
ალან ალექსანდრ მილნი. ვინი პუჰი და სხვები
ალექსანდრე გოვოროვი. ალკამენე
ალექსანდრე დიუმა. სამი მუშკეტერი
ალექსანდრე პუშკინი. რუსლანი და ლუდმილა
ანე კატარინე ვესტლი. დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი. პატარა უფლისწული
არტურ კონან დოილი. ბასკერვილების ძაღლი
ასტრიდ ლინდგრენი. ბიულერბიუელი ბავშვები
ასტრიდ ლინდგრენი. ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი
ასტრიდ ლინდგრენი. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
ასტრიდ ლინდგრენი. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის
ასტრიდ ლინდგრენი. ემილის თავგადასავალი
ასტრიდ ლინდგრენი. პეპი გრძელიწინდა
ასტრიდ ლინდგრენი ცეროდენა ნილს კარლსონი
ასტრიდ ლინდგრენი. ჩვენ სალტკროკელები ვართ.
გაბრიელ ტროეპოლსკი. შავყურა თეთრი ბიმი.
გურამ პეტრიაშვილი. პატარა ქალაქის ზღაპრები
დონალდ ბისეტი. ყველაფერი ყირამალა
ედუარდ უსპენსკი. ძია თევდორე, კატა და ძაღლი
ევგენი ველტისტოვი. ელექტრონიკის თავგადასავალი
ენიდ ბლაიტონი. სახელგანთქმული იხვის ჭუჭული ტიმი
ერიხ კესტნერი. ტყუპთა ოინები
ერნსტ სეტონ-ტომპსონი. მოთხრობები ცხოველებზე
ერნსტ სეტონ ტომპსონი პატარა ველურები 22
ერნსტ სეტონ-ტომპსონი. როლფი ტყეში
ეტელ ლილიან ვოინიჩი. კრაზანა
ვილჰელმ ჰაუფი. ზღაპრები
ზოია ვოსკრესენსკაია. გოგონა ბობოქარ ზღვაში
თომას მაინ რიდი. თეთრი თათმანი
თომას მაინ რიდი. ოცეოლა
თომას მაინ რიდი. უთავო მხედარი
იან ლარი. კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი
იანუშ კორჩაკი. მეფე მათიუშ პირველი
იანუშ კორჩაკი. მეფე მათიუშ პირველი უკაცრიელ კუნძულზე
იური ტომინი. ქალაქში ჯადოქარი დადიოდა
კარლო კოლოდი. პინიქიო
კლაივ სტეპლზ ლუისი. ნარნიას ქრონიკები
კლარა ფეჰერი. მე კუნძული მექნება
კონსტანტინე სერგიენკო. ტიტების ადმირალი კეესი.
ლადო მრელაშვილი. იყალთოეული ბიჭები
ლუის კეროლი. ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ლუის კეროლი. ალისა სარკის მიღმა სამყაროში
მარკ ტვენი. ტომ სოიერის თავგადასავალი
მარკ ტვენი. ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
მარკ ტვენი. უფლისწული და მათხოვარი
მარჩელო არჯილი. სან-ლორენცოელი ბავშვები
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები
ნოდარ დუმბაძე. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ოსკარ უაილდი. ბროწეულის სახლი
ოსკარ უაილდი. ვარსკვლავბიჭუნა
ო’ ჰენრი. წითელკანიანთა ბელადი
პაველ ვეჟინოვი. კვალი იკარგება
პამელა ტრევერსი. მერი პოპინსი
ჟიულ ვერნი. კაპიტან გრანტის შვილები
ჟიულ ვერნი. საიდუმლო კუნძული.
ჟიულ ვერნი. 80 დღე დედამიწის გარშემო
ჟიულ ვერნი. 80 000 კილომეტრი წყალქვეშ
პეტრე ერშოვი. კუზიანი კვიცი
რაფაელ საბატინი. კაპიტან ბლადის ოდისეა
რედიარდ კიპლინგი. ჯუნგლების წიგნი
რენე რეჯანი. მზის მატარებელი
რიჩარდ ბახი. თოლია ჯონათან ლივინგსტონი
რობერტ მაკლოსკი. ჰომეროს პრაისის თავგადასავალი
რობერტ ლუის სტივენსონი. განძის კუნძული
რობერტ ლუის სტივენსონი. შავი ისარი
როსტისლავ კინჟალოვი. ტენოჩტიტლანის დაცემა
რუდოლფ ერიხ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
რუვიმ ფრაერმანი. ველური ძაღლი დინგო
სელმა ლაგერლოფი. ნილს ჰოლგერსონის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა
ფელიქს ზალტენი. ბემბი
ფერენც მოლნარი. ბიჭები პალის ქუჩიდან
ფერენც მორა. ჯადოსნური ქურქი
ფილიპ პულმანი. ოქროს კომპასი
ფრენკ ბაუმი. ოზის ჯადოქარი
ქართული ხალხური ზღაპრები
შარლ პერო. ჩექმებიანი კატა
შარლოტა ბრონტე. ჯეინ ეარი
ჩარლზ დიკენსი. დევიდ კოპერფილდი
ჩეზარ პეტრესკუ. ფრამი – ამბავი თეთრი დათვისა
ძმები გრიმები. ზღაპრები
ჯანი როდარი. ჩიპოლინოს თავგადასავალი
ჯანო როდარი. ლაჟვარდისფერი ისარი
ჯანი როდარი. ჯელსემინო ცრუთა ქვეყანაში
ჯეიმს კრუსი. ტიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი
ჯეიმს მეთიუ ბარი. პიტერ პენი
ჯეიმს ფენიმორ კუპერი. უკანასკნელი მოჰიკანი
ჯეკ ლონდონი. თეთრი ეშვი
ჯერალდ დარელი. ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
ჯერომ კლაპკა ჯერომი. სამნი ნავში
ჯინ ვებსტერი. გრძელფეხება მამილო
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ბეჭდების მბრძანებელი
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ჰობიტი
ჰანს ქრისტიან ანდერსენი. ზღაპრები
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ. ბიძია თომას ქოხი.
ჰენრი რაინერ ჰაგარდი. მონტესუმას ასული
განსაკუთრებული მადლობა დახმარებისთვის – მერი პოპინსს, ლიბიკა სილვესტრისს, თამარას, ქევანას, როდეს, თენ მიტითს ოლდერს, mecmikvarkhar-ს, ფიფქიას, მოხეტიალეს, მატილდას, Griffin…-ს, Bookworm Elf-ს. faifuris angeloz-ს, salomeaa-ს და ქალბატონ ნატო დავითაშვილს :)
LikeLike
პეპი გრძელიწინდა ^^ჩემი პატარაობა პეპის უკავშირდება,მახსოვს 4 წლის რომ ვიყავი პეპი მინდოდა ვყოფილიყავი.
LikeLike
მე კარლსონის გაცნობა მინდოდა… :)
LikeLike
გვიან შემოგიერთდით, მაგრამ ისეთი თემაა არ შემიძლია გამოვტოვო:)
მიჭირს არჩევა, იმდენი კარგი წიგნი მახსენდება, მაგრამ რადგან არჩევანი მაინც უნდა გავაკეთო ხუთ წიგნს დავწერ.
მაშ ასე, ჩემი ბავშვობის წიგნების ხუთეული ასე გამოიყურება.
1. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
2. პეპი გრძელი წინდა
3. ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი
4. მზის მატარებელი
5. გოგონა ბობოქარ ზღვაში
LikeLike
ხუთეული არ არის აუცილებელი და არც ოდენობაში ვართ შეზღუდულები :) რამდენიც გინდა, გაიხსენე და ერთიანად დავამატებ სიას ფბ-ზე :) თან შენც მიგამაგრებ ავტორებში :)
LikeLike
კარგი, დავამატებ მაშინ;
ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი, მეფე მათიუშ პირველი, შავყურა თეთრი ბიმი,მერი პოპინსი, ლურსმანას თავგადასავალი, ტომ სოიერის თავგადასავალი, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი. აგათა კრისტის ” მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე”, სიკვდილი უცნაურ სახლში, ენდჰაუზის საიდუმლოება, სიკვდილი ღრუბლებში, მივიწყებული მკვლელობა – ბევრი რომ არ გავაგრძელო, კრისტის ქართულად რაცაა ნათარგმნი, თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული ღრმა ბავშვობაში:)
ასევე ბავშვობაში ავითვისე ჟიულ ვერნის რვატომეული, დიუმას სამი მუშკეტერი , ფენიმორ კუპერის ნადირთმჟლეტი და უკანასკნელი მოჰიკანი…
უუჰ, კარგი იყო. ნეტავ ახლა იმდენი დრო მქონდეს, რამდენიც მაშინ მქონდა როცა ამათ ვკითხულობდი :(
LikeLike
ეჰ… შენ დრო თქვი :( ერთი წიგნი სამი-ოთხი დღე დამაქვს ჩანთით :( არადა, იყო დრო, მეორე დღეს ვცვლიდი…
LikeLike
მოლიიი, ქართული ზღაპრებიც ჩაწერე რაა, ყველა ჩამოთვლილ წიგნს პატივს ვცემ, ასტრიდზე ხო გავიზარდე და ვგიჟდები, მაგრამ აი ქართული ზღაპრების მსგავსი არცერთი არაა:)
LikeLike
წერია :) ქართული ზღაპრები :) ყველა ერთად :)
ოღონდ, მაინც ნუ შეადარებ. ჩემთვის ყველა ერთნაირად კარგია.
LikeLike
ახალი ფონიი…. :დ :დ გილოცავ :)
რამე ხომ არ გამოგვრჩა? კითხვა მაქვს: ნოტრ დამ დე პაღი რატოა თეგებში? :დ
LikeLike
წარმოდგენა არ მაქვს… გუგლმა შემომთავაზა და მივამაგრე.
სია მუდმივად განახლებადი მინდა, იყოს. ასე რომ, გამორჩენის საშიშროება არ გვემუქრება :)
ახალ შპალერს ვეძებ :)
LikeLike
ამ მწერლის არაა 5 ბავშვი და ერთ ძაღლი? :უსერ:
და პლუს ისა, სანლორენცოელი ბიჭები და უსინათლო ნანდუ? :ორმაგად უსერ: ჩემი ბრალია, გვიან გამახსენდა :( :(
LikeLike
სან-ლორენცოელი ბიჭები მარჩელო არჯილის არის. დანარჩენები არ წამიკითხავს…
LikeLike
ჰო ეგრეა, მაგრამ ჩამატებული გაქვს?
LikeLike
ჰო ეგრეა, მაგრამ ჩამატებული გაქვსა?
LikeLike
მე დავამატებდი მონტეირუ ლობატუს ”ყვითელი კოდალას ორდენს”, ბრედბერის ”ბაბუაწვერების ღვინოს” და ჰარპერ ლის ”ნუ მოკლავ ჯაფარას”(მგონი, ქართულად ასე ჰქვია). დიდი მადლობა
LikeLike
პირიქით, მადლობა შენ :) სია მუდმივად განახლებადია, ამ წიგნებს აუცილებლად დავამატებ.
ფბ-ზე საღამოსთვის ვიქნები და რიქვესტსაც პასუხს გავცემ. სამსახურიდან წვდომა არ მაქვს.
LikeLike
ბუთქუნა და გემრიელი პოსტია.
LikeLike
სად დაიკარგე, ბაო? ისევ მაღლივში დაფრინავ?
LikeLike
ჰორავი, დაახლოებით. ^^
ვეღარ ვასწრებ კომპიუტერთან დაჯდომას, უსაქმურად დავდივარ აქეთ-იქით და… )))
LikeLike
კი არ დადიხარ, დაფრინავ :)
LikeLike
კომენტარი ბოლომდე არ დაწერა. O_o
არ დავნებდები და კიდევ ვიტყვი.. :)
წინ კიდევ მაქვს ასეთი ორი კარი პოსტი და მიხარია-მეთქი. : >
LikeLike
შენს ბლოგზე ვორდპრესი არ მიშვებს, მოდერაცია გაიარეო…
LikeLike
ჰომ, მეც გამიკვირდა, აღარ მოგთხოვს. :>
LikeLike
ვორდპრესი ხანდახან საშინლად ჭირვეულობს…
LikeLike
მოლი, თუ დაგვიანებული არ არის, ორ წიგნს მივამატებ ჩვენს ბიბლიოთეკას – ქრისტინა ნესტლინგერის “ლოლიპოპი” და “ძირს კიტრა ხელმწიფე”:)
LikeLike
არა, მერი, არანაირად არ გვიანდება… ვფიქრობ, კარგი იქნება, ეს სია მუდმივად განახლებადი იყოს. ახალი მკითხველებიც მოგვემატებიან, ძველებსაც გაახსენდებათ წიგნები და ნელნელა შევავსებთ.
LikeLike
ალბათ გულმა მიგრძნო, რომ დღეს ამ პოსტს წავაწყდებოდი :D მეზობელ თემაში ბავშვობის წიგნები გავიხსენე და…
სულ პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე, იყო არკადი გაიდარის ”ჩუკი და გეკი” :D რატომღაც ვერ მოქოქა ჩემში წიგნის კითხვის სურვილი, რომელიც ცოტა მოგვიანებით, მესამე კლასში მეწვია. ამიტომ პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე და რომლის მერეც ვეღარ გავჩერდი, არის ლუი ბუსენარის ”ჩხუბისთავი კაპიტანი”. და მერე წამოვიდნენ ”80 000 კილომეტრი წყალქვეშ” და ”საიდუმლო კუნძული”, ჰეკლბერი ფინი (ჯერ) და ტომ სოიერი (მერე), სეტონ ტომპსონის ”როლფი ტყეში” და ”პატარა ველურები”, მაინ რიდის ოცეოლა, ჯეიმს გრინვუდის ”პატარა მაწანწალა”, ჯეკ ლონდონის ოთხფეხა და ორფეხა გმირები, ლურსმანა, მარეკ პეგუსი, იოახიმ რიბკა, ჯელსომინო, კალე ბლუმკვისტი, კარლსონი, პეპი და ასტრიდ ლინდგრენის ყველა ის უსაყვარლესი პერსონაჟი, რომლებმაც შემაყვარეს შვედეთი, ინგვალგ სვინსოსის ”ტომი მთებში”, რენე რეჯანის პატარა იტალიელები და ჯერალდ დარელის ცხოველებით სავსე ამბები, ”პატარა უფლისწული”, რომელიც ალბათ მეოცე საუკუნის ყველაზე მაგარი ნაწარმოებებიდან პირველ სამეულშია. კიდევ უამრავი ქართული თუ რუსული საბჭოთა საბავშვო (და არა მსოლოდ საბავშვო) ამბები – ”ტარანტული” ”ახალგაზრდა გვარდია”, ”კანდაურელი ბიჭები” რიაბინინის ”ჩემი მეგობრები” და სხვები… რეზო ინანიშვილის ბიბო და არჩილ სულაკაურის ”ბიჭი და ძაღლი”, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და რომანები, ირაკლი უგულავას ”ორი ლაზარეს ზღაპარი”, თამაზ ჭეიშვილის ”ქუჩის ბიჭები”. მერე დავიწყე ”სამოსელი პირველი” და რა თქმა უნდა გვერდზე გადავდე :D მივუბრუნდი დაახლოებით მეხუთე თუ მეექვსე კლასში (იძულებით :D ) და სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე, დავამთავრე და თავიდან დავიწყე. საერთოდ, ძალიან მიყვარს ერთხელ წაკითხულის რამდენჯერმე წაკითხვა. მერე წამოვიდა კიდევ ბევრმა წიგნმა გაიარა ჩემს ხელში, ზოგი დაილექა, ზოგი ჩაიბეჭდა, ზოგმაც ჩამიარა ისე, რომ არც შემხებია…
შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე ამ წიგნების მარტო ხსენებაც კი, ჩემს ტკბილ ბავშვობას მაგონებს.
და მე მგონი, მოლი ბლუმი არ გამიბრაზდება, თუ ამ გვერდზე დავდებ ერთი ლეგენდარული ადამიანის, ჩემთვის ყველაზე დიდი რუსი პოეტის ერთ ჩემთვის უსაყვარლეს ლექსს, რომელიც ზუუუუსტად ამ თემას ეხება :)
Сpедь оплывших свечей и вечеpних молитв,
Сpедь военных тpофеев и миpных костpов
Жили книжные дети, не знавшие битв,
Изнывая от мелких своих катастpоф.
Детям вечно досаден
Их возpаст и быт,-
И дpались мы до ссадин,
До смеpтных обид.
Hо одежды латали
Hам матеpи в сpок,
Мы же книги глотали,
Пьянея от стpок.
Липли волосы нам на вспотевшие лбы,
И сосало под ложечкой сладко от фpаз,
И кpужил наши головы запах боpьбы,
Со стpаниц пожелтевших слетая на нас.
И пытались постичь
Мы, не знавшие войн,
За воинственный клич
Пpинимавшие вой,
Тайну слова “пpиказ”,
Hазначенье гpаниц,
Смысл атаки и лязг
Боевых колесниц.
А в кипящих котлах пpежних боен и смут
Столько пищи для маленьких наших мозгов!
Мы на pоли пpедателей, тpусов, иуд
В детских игpах своих назначали вpагов.
И злодея следам
Hе давали остыть,
И пpекpаснейших дам
Обещали любить,
И, дpузей успокоив
И ближних любя,
Мы на pоли геpоев
Вводили себя.
Только в гpезы нельзя насовсем убежать:
Кpаткий век у забав – столько боли вокpуг!
Постаpайся ладони у меpтвых pазжать
И оpужье пpинять из натpуженных pук.
Испытай, завладев
Еще теплым мечом
И доспехи надев,
Что почем, что почем!
Разбеpись, кто ты – тpус
Иль избpанник судьбы,
И попpобуй на вкус
Hастоящей боpьбы.
И когда pядом pухнет изpаненный дpуг,
И над пеpвой потеpей ты взвоешь, скоpбя,
И когда ты без кожи останешься вдpуг
Оттого, что убили его – не тебя,-
Ты поймешь, что узнал,
Отличил, отыскал
По оскалу забpал:
Это – смеpти оскал!
Ложь и зло – погляди,
Как их лица гpубы!
И всегда позади –
Воpонье и гpобы.
Если, путь пpоpубая отцовским мечом,
Ты соленые слезы на ус намотал,
Если в жаpком бою испытал, что почем,-
Значит, нужные книги ты в детстве читал!
Если мяса с ножа
Ты не ел ни куска,
Если pуки сложа
Наблюдал свысока,
И в боpьбу не вступил
С подлецом, с палачом,-
Значит, в жизни ты был
Ни пpи чем, ни пpи чем!
LikeLike
რამდენი ახალი წიგნია… ამ თემაში ჩვენი ბავშვობის ბიბლიოთეკას ვადგენთ და ასეთი კომენტარები ოქროს ფასად მიღირს. ამ წიგნებსაც საერთო სიას დავუმატებ – შაბათ-კვირას შედარებით მეტი დრო მაქვს და ასეთი პროექტებისთვის უფრო ვიცლი.
გაიდარის “ჩუკი და გეკიც” მახსოვს, “მედოლეს ბედიც” და “თემური და მისი რაზმიც” (ერთ დიდ წიგნად მქონდა), ბუსენარის “ბრილიანტის გამტაცებლები” უფრო მომეწონა, ვერნთან – კაპიტანი გრანტი, გრინდვუდთან ბევრი ვიდარდე, სამეულიდან ყველაზე უფროსი რომ მოკვდა, რიაბინინის ძაღლების სახელებიც კი მახსოვს – დოგი ჯერი და ერდელტერიერი სნუკი, “ორი ლაზარეს ზღაპარი” დაბადების დღეზე მაჩუქეს, მანდ კიდევ ერთი მოთხრობა იყო – ფხაჭნიაზე (თუ სწორად მახსოვს), დარელიც მქონდა, სეტონ-ტომპსონიც, ტომი – პატარა კატა, პატრონს მთებში რომ დარჩება… “პატარა უფლისწული” მეოცე საუკუნის ლიტერატურის მშვენებაა და თუ ვინმეს ეკუთვნოდა ნობელის პრემია, პირველ რიგში ანტუანს… ვერ მოასწრეს :(
მადლობა კომენტარისთვის და წიგნებისთვის :)
ვორდპრესმა გაჭედა და ნახევარი კომენტარი წამიშალა…
ვისოცკის დიდი ხანია ვუსმენ, ძალიან მიყვარს და არა მგონია, ოდესმე ეს სიყვარული გამინელდეს.
Кони привередливые, цыганская, городской роман, охота на волков, охота с вертолетов, на большом каретном, баллада о любви, пародия на плохой детектив, песня о слухах, Шахматная партия, еще не вечер, лукоморье… ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი საუკეთესო აქვს.
LikeLike
იოახიმ რიბკას შვიდი საათის შვიდი გენიალური ისტორია :) ეს იყო პატარა, ოთხკუთხედი, მოვარდისფრო მაგარყდიანი წიგნი (რომელსაც წესით ”სუპერაბლოჟკა” უნდა ქონდა), სადაც ერთი მესაფლავე ძალიან სახალისოდ ყვება თავისი 7 ცალი საათის ისტორიას :) დაწყებული სადღაც მაღაროებში მომხდარი ამბებიდან, გაგრძელებული სარაევოში ფრანც-ფერდინანდის მკვლელობით, რომლის შემსწრეც თვითონ იყო და ა.შ. უბრალოდ ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ, და ვერც ისეთ ადამიანს, ვისაც არათუ სახლში ედება, გაგონილი მაინც რომ ქონდეს ეს წიგნი :D
მარეკ პეგუსის თავგადასავალი კი ერთი ფათერაკიანი პოლონელი ბიჭუნას ამბებია, რომელიც რაღაც მანქანებით, ბანდიტების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და მოიტაცებენ. შემდეგ მის კვალს დაადგება ერთი სახელგანთქმული მაძებარი, რომელიც ამ ბანდიტების ტყვეობაში აღმოჩნდება და მერე საქმეში ერთვებიან ვარშაველი პიონერები :) ძალიან სასაცილო, სახალისო და საინტერესო საბავშვო მოთხრობაა.
LikeLike
ისე გემრიელად გვიამბობ მაგ წიგნების შესახებ, უკვე ავწრიალდი – ვფიქრობ, სად მივაკვლიო და ხელში როგორ ჩავიგდო :)
LikeLike
მარეკ პეგუსის შოვნა უფრო ადვილია, აი იოახიმ რიბკასი კი რა მოგახსენო :)
LikeLike
ნაცნობ-მეგობრებში უნდა მოვიძიო…
LikeLike
არა მგონია, გაგიბრაზდეს :) ეჭვი მაქვს, ვისოცკი მოლისაც უნდა უყვარდეს, რომელიღაც პოსტის კომენტარებში თქვა კიდეც ეს…
LikeLike
ძალიან მიყვარს :)
LikeLike
მე მიხარია, როცა ვისოცკი უყვართ :)
LikeLike
მეც მიხარია ვისოცკის მოყვარულების სტუმრობა :)
LikeLike
მოლი, საბატინის “სკარამუში”?
LikeLike
მე არ წამიკითხავს, მერი :) საბატინის ოდისეა და კალკუტელი მემკვიდრე – მგონი ასე ერქვა. სკარამუში არა :)
LikeLike
რამდენი კარგი რაღაც გამახსენდა :)
ზაფხულში, დასასვენებლად რო მივყავდით, დარტყმულივით ბიბლიოთეკებში ვიძირებოდი ხოლმე :D შევიდოდი ძველი წიგნების სუნით გაჟღენთილ ბიბლიოთეკაში, სადაც მარტო ბიბლიოთეკარი იყო ხოლმე და ვზიდავდი და ვზიდავდი სახლში. როცა რამდენიმე წიგნს ერთად არ მატანდნენ ხოლმე, ჩუმადაც გამომიქონდა, მაისურის ქვევით ვმალავდი და ისე (თუ თხელყდიანი წიგნი იყო ხოლმე). წაღვერის, კიკეთის და ბორჯომის ბიბლიოთეკებში ”ვმუშაობდი” ხოლმე :D თან საოცარი ისაა, რომ კითხვასთან ერთად ყველაფერს ვასწრებდი – ტყე-ტყე ბოდიალსაც, თამაშსაც, სიგარეტის ჩუმ-ჩუმად მოწევასაც (ძალიან ადრე დავიწყე :( ), კარტის თამაშსაც, კინოში სიარულსაც, სირბილსაც, ჩხუბსაც, მდინარეზე სიარულსაც და რავიცი რას აღარ :D
რა კარგი იყო ბავშვობა :)
LikeLike
მე ის მიხარია, ჩემი ბლოგი მკითხველებს ასეთ სასიამოვნო ემოციებს რომ აღუძრავს :) ბიბლიოთეკებში იმდენად შინაურად ვითვლებოდი, თვითონ მირეკავდნენ – ახალი წიგნები მივიღეთ და გამოგვიარეო :) მოსწრებით, სხვათა შორის, მეც მშვენივრად ვასწრებდი ყველაფერს :)
LikeLike
ოდესღაც თბილისის ფორუმზე ჯერ კიდევ ბლერ ვიჩი რომ მერქვა თემა მქონდა გახსნილი ასეთივე სათაურით, დადებითი ემოციების დიიდი საბადო იყო, მეამაყებოდა ავტორობა
LikeLike
ბლერის ალქაჯი და საბავშვო წიგნები :) საინტერესო კონტრასტია :) დამსახურებულად გეამაყებოდა, მინდა გითხრა…
LikeLike
“მწვანეთითება ტისტუ” – ნუთუ არავის გიყვართ ჩემ გარდა? :)
დღეს დედას ვეტუმრები და ბავშვობის წიგნებს ამოვქექავ…
დიდი მადლობა ბლოგის ავტორს ამ უზომოდ სასიამოვნო ემოციისათვის <3
LikeLike
ღმერთო, როგორ მიყვარდაააა :) და როგორ არ გამახსენდა, როცა ბიბლიოთეკას ვადგენდით :( სულ ცრემლების ყლაპვით ვკითხულობდი ხოლმე ბოლო ფრაზას – “ტისტუ ანგელოზი იყო”… მადლობა, რომ გამახსენე :)
LikeLike
შენი კომენტარი ვორდპრესს სპამი ეგონა და დამალა :(
მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :) “ტისტუს” ხვალვე დავამატებ საერთო სიას.
შემოგვიარე ხოლმე :)
LikeLike
აუცილებლად და დიდი სიამოვნებით – ძალიან მომეწონა ბლოგი :)
გუშინწინ ბუკინისტები მოვიარე ტისტუს და ნილსის ძიებაში. ვერცერთს მივაგენი…
სამაგიეროდ გავარკვიე, რომ “ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” 2006 წელსაც გამოცემულა და შეიძლება ამ ახალი გამოცემის შეძენაც:
http://books.ge/Book.aspx?id=1093
დიდი მადლობა ამ საოცარ პოსტს ასეთი სასიამოვნო მოგონებების აღძვრისათვის :)
LikeLike
პირიქით :) მადლობა მკითხველს ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის :)
ნილსის ეს გამოცემა ვიცი. კიდევ ერთია, ჟურნალის ფორმატის, მაგრამ მე უკეთესი მინდა – ჩემი ბავშვობისდროინდელი. ის ბევრად საყვარელი იყო…
ტისტუ მართლა არსად შემხვედრია.
LikeLike
“ბავშვობისდროინდელი. ის ბევრად საყვარელი იყო”
გეთანხმებით ამ ფრაზაშიც :)
LikeLike
დიდი ხანი ვეძებდი ძველ კარლსონს. ზუსტად ის მინდოდა, ბავშვობაში რომ მქონდა. ჩემმა მეგობარმა იპოვნა, თითქმის ხელუხლებელი და მაჩუქა…
ახალიც მაქვს, მაგრამ ის ძველი მაინც სხვაა.
LikeLike
ოღონდ ავტორი ვერ გავიხსენე ვერაფრით :(
LikeLike
მორის დრუონი.
მეც არ მახსოვდა, ინტერნეტში მოვიძიე :)
LikeLike
დრუონის “დაწყევლილი მეფეების” შვიდი ტომი მახსოვს. საფრანგეთის ისტორია ამ ციკლით ვისწავლე :)
LikeLike
კი, კი, მართალია :) მაშინ, როცა ტისტუს ვკითხულობდი, ჯერ არ ვიცოდი, რომ დრიუონი საბავშვო მწერალი არ იყო… პრინციპსი, არც ტისტუა საბავშვო წიგნი, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია :)
LikeLike
-ამ ბლოგის არსებობამ ძალიან გამახარა,ამდენი წიგნის მკითხველი ერთად …სასიამოვნოა. რადგანაც მრჩეველი,არავინ მყავდა,რაც ხელში ჩამივარდებოდა იმას ვკითხულობდი,ვკითხულობდი ყველაფერს…ყველა ჟანრის ნაწარმოებს,პოეზიით,ხომ ავად ვიყავი…
-რადგან ძალიან პატარა ვიყავი,როცა კითხვა დავიწყე მომიხდა ყველაფრის ახლიდან წაკითხვა…ყოველ წაკითხვისას ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი,ხოლო საბავშო ლიტერატურა ჩემს შვილებთან ერთად წავიკითხე,ახლა შვილიშვილებთან ერთად ვკითხულობ…ბედნიერებაა კარგი წიგნის წაკითხვა,მაგრამ დიკენსის დევიდ კოპერფილდივით,რომ ვინმე შემიყვარდეს არა მგონია…
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
აქ მკითხველები ვიკრიბებით ხოლმე და თუ შემოგვიერთდები, ძალიან კარგი იქნება :)
ისე, ყველაფრის მიყოლებით კითხვა მთლად ცუდი სტრატეგია არ უნდა იყოს :) მეც ასე ვიყავი და რამდენიმე აქაურ მკითხველსაც ვიცნობ, რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს რომ კითხულობდა :) და წყენით არავისთვის უწყენია ამას.
იმედია, აწი ხშირად გვესტუმრები :)
LikeLike
ახლა წავაწყდი ამ ბლოგს. ბერლინიდან გწერთ, უკვე 9 წელია აქ ვარ, ჯერ უნივერსიტეტი, ახლა სადოქტორო, რამდენიმე თვეში ბავშვს ველოდები და მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე იმ წიგნებზე, რომელიც აუცილებლად უნდა წავუკითხოთ და მივცეთ წასაკითხად. და ერთმანეთს არ ვაცდით ხოლმე ლაპარაკს, ისეთი სიხარულით ვიხსენებთ ბავშვობის წიგნებს, მათ სუნს, ყდის ფერს თუ იმ სამყაროს, რომელშიც ვიძირებოდით ხოლმე. და ახლა აქ წავაწყდი ჩემი ბავშვობის უამრავ წიგნს და მკითხველებს, რომელთაც ჩემნაირი სიყვარული და ღრმა ემოცია აკავშირებთ მათთან. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. უკვე კარგა ხანია თბილისიდან ჩამომაქვს ხოლმე ძველი წიგნები, ახლა სია შევადგინე და ნელნელა ყველაფერი უნდა ჩამოვზიდო. უცნაურია, რომ გერმანიაში მაინ რიდი არ არის პოპულარული, არც ჩვენი საყვარელი იტალიელი მწერლები, რეჯანი, ამიჩისი თუ არჯილი. ძალიანაც კარგი, ამას ყველაფერს ბავშვი ქართულად გაეცნობა. იმედი მაქვს, რომ ბუკინისტებში ყველაფერს ვიპოვნი. მადლობთ კიდევ ერთხელ, მთელი საღამო ჩემს ბავშვობაში გავატარე !
LikeLike
საღამო მშვიდობისა, ნათია :)
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი და სასიამოვნო კომენტარისთვის. კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე. იმედია, აწიც ხშირად გვეწვევი.
აქ მართლაც ლიტერატურის მოყვარულები ვიკრიბებით და სხვა თემებზე მეტად, წიგნებს განვიხილავთ. არა მხოლოდ საბავშვოებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ბავშვობის წიგნები ერთ-ერთი უსაყვარლესი სასაუბროა და არაერთი პოსტი ეძღვნება.
გერმანიაში საყმაწვილო-სათავგადასავლო ლიტერატურის მცირედ პოპულარობა მართლა გამიკვირდა… თუმცა, მანდ, სხვა, არანაკლებ საინტერესო წიგნები იქნება ხელმისაწყვდომი. სამაგიეროდ, აქ მაინ რიდი, როდარი და ვერნი ისევ უყვართ და არა მგონია, ბუკინისტებთან ძებნა დაგჭირდეს. ბევრი ხელახალი გამოცემაა. ბევრიც თავიდან ითარგმნება და ჩვენი ბავშვობის ავტორების მოძებნა ნამდვილად არ გართულდება.
LikeLike
წავიკითხე პოსტი და ყველა კომენტარი თითქმის.. ისეთი შეგრძნება მაქვს ბიულერბიულელი ბავშვები მელოდებიან სათამაშოდ და უნდა გავიქცე.. კარლსონის გადასანსლული მრგვალი ბურთულებივით კატლეტების გემოს (მიუხედავად იმისა რომ ვეგეტარიანელი ვარ) ვგრძნობ და პეპის პუდინგების არომატს.. ეხლა ისე მომინდა რომელიმე წიგნის გადაკითხვა თავიდან მეორედ,მესამედ ან რავიცი მერამდენედ..
არასროს მინდოდა წიგნი დამთავრებულიყო, გვერდებს ვითვლიდი ხოლმე იმის შესამოწმებლად, რამე ახალი თავგადასავალის განვითარება დაეტეოდა თუ არა დარჩენილ ფურცლებზე… მადლობა მოლი ბლუმ <3
LikeLike
კეთილი იყოს შენი ფეხი მოლი ბლუმის ბლოგზე, ლატა :)
ველქამ!
მადლობა უგემრიელესი კომენტარისთვის. შენ, ჩემსავით, ასტრიდის მოყვარული ყოფილხარ… იცი, ბავშვობის ასაკს საუკუნეა, გამოვცდი, მაგრამ იმ წიგნების სითბო, კარლსონი, პეპი, ჩორვენი, კალე, ემილი დღემდე მომყვება და ძალიან არ მინდა, ოდესმე გამინელდეს. საკუთარი თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს დავკარგავ.
აქ ასტრიდზეც მაქვს ცალკე პოსტი და სხვა საბავშვო წიგნებზეც. იმედია, კიდევ გვესტუმრები და სხვა პოსტებითაც ისიამოვნებ :)
LikeLike
კი, ეხლა ყველაფერს შემოვივლი, ჯერ საბავშვო ოთახში ვტრიალებ <3 მომავალ სტუმრობაზე არც ვიცი რა გითხრა, ვეღარ გავდივარ, ალბათ აქ დავრჩები :) მადლობა შენ ესეთი მრავალფეროვანი და საინტერესო ბლოგისთვის :)
LikeLike
საბავშვო ოთახი ახალი პროექტია :) ერთ ჩემს პატარა მეგობარს და მკითხველს მოუვიდა აზრად და ხვალ კიდევ ერთ დიდ მადლობას ვეტყვი – აშკარად ამართლებს :)
მიხარია, რომ აქაურობა მოგწონს, ლატა. ზუსტად ასეთი მკითხველისთვის ვწერ მე… აბა, მყვირალა და ყვითელი კონტენტი არ მაქვს, ვინმეს თვალი მოსჭრას. ჩემი აუდიტორია ინტელექტუალი, წიგნის და ხელოვნების მოყვარული მკითხველია :)
შემოიხედე მაშინ, როცა გეცლება და გესიამოვნება. ყოველთვის დიდი სიხარულით დაგხვდებით :)
LikeLike
აა ნილსისთვის როგორ მინდოდა პოსტის მიძღვნა და დაუსწრიათ :) ლაჟვარდისფერი ისარი და ერიხ კესტნერიც დღემდე ძალიან მიყვარს
სალამურას თავგადასავალი და ჯადოსნური კაბა ასევე ^__^
კიდევ დავით ჯავახიშვილს აქვს დაწერილი “ბიძია სევას ამბები” , ესეც ძალიან საყვარელი წიგნია <3
LikeLike
ნილსზე ვინ დაწერა? მე კარგ გამოცემას ველოდები და პოსტსაც დავუწერ.
როდარი ძალიან მიყვარს…
“ბიძია სევა” არ წამიკითხავს :(
LikeLike
არა შენ ხომ ახსენე პოსტში და , ფაქტიურად უკვე დამასწარი :) სხვათაშორის წიგნის ფესტივალზე წავაწყდი წელს სელმა ლაგერლოფის – პორტუგალიის იმპერატორს და დედაჩემს სანამ უკანასკნელი ხურდები არ ამოვაფხეკინე ჯიბიდან არ დავწყნარდი :)
LikeLike
მე ხომ გაკვრით ვახსენე :) არ ითვლება :)
მეც მახსოვს იმპერატორი. ოღონდ, არ მიყიდია. კარგია?
LikeLike
კიი მე ძალიან მომეწონა , თავიდან საბავშვო წიგნის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მერე აღარ.
სელმას სხვა წიგნებიც მინდა , თუმცა აქ ვერ ვნახე.
LikeLike
საბავშვო წიგნი ნამდვილად არ არის.
სელმას სხვა წიგნები, ალბათ, ონლაინ ბიბლიოთეკებში უნდა მოიძიო… მანდ ბევრი იქნება.
LikeLike
ჰო შეიძლება , დავძებნი აუცილებლად
კიდევ ერთი საყვარელი წიგნი გამახსენდა – “თიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი” წაკითხული გაქვს?
LikeLike
კი, როგორ არა. რუსულად ოღონდ. ქართულიც არსებობს, რამდენადაც ვიცი, მაგრამ მე არ მინახავს.
ტიმი და ბარონი ტრეჩი (რუსულად ასე ერქვა). გაყიდული და დაბრუნებული სიცილი. უმაგრესობა იყო.
LikeLike
მე მაქვს ქართულად წაკითხული , კი კი ბატონი ტრეჩია ^^
სხვათაშორის მერე ძველ რუსულ ფილმსაც წავაწყდი და ისიც კარგი რამეა :))
LikeLike
AUIIIOOOOOOOOOOO
LikeLike
ასეთი კომენტარი ამ ბლოგზე ჯერ არ შემხვედრია.
პრინციპში, არც სხვებთან…
ახლა მნიშვნელობაზე ვფიქრობ.
LikeLike
გულაჩუყებული ვკითხულობდი კომენტარებს და იმისთანა ხარხარი ამიტყდა ახლა, რომ ლამის წამოვყარე ფეხზე მეზობლები :)
LikeLike
დღემდე არ ვიცი, ეს რას ნიშნავს :) ნუ, მე უკიდეგანო აღფრთოვანების გამოხატვისკენ ვარ :))))
LikeLike
ალბათ :) ასე ვივარაუდოთ :)
LikeLike
:)))) ერთადერთი და უნიკალური კომენტარის პატრონი ვარ :))
LikeLike
ეტყობა საუბარი უჭირს:)
LikeLike
[…] საოცარი მოგზაურობა” – უბრალოდ მოლის სიტყვები – “ზაფხულში წავიკითხე და […]
LikeLike
ზღაპრების სიყვარული ვერაფრით მოვიშორე, მივდივარ ბიბლიოთეკაში, ვეძებ ფრანგულს კლასიკას ან საბჭოთა ჟურნალისტიკურ ლიტერატურას მაგალითად და ვხედავ “ოსური ზღაპრები” ან ნებისმიერი რამ; იმდენად მართობს, მავიწყებს ყველაფერ ცუდს, მახალისებს, მამსუბუქებს… ზღაპრების საკითხავად ასაკი არ არსებობს ჩემი აზრით
LikeLike
კი, ნამდვილად ასეა. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერია დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემა მგონია. და საერთოდ, საბავშვო ლიტერატურა იმიტომ არის საბავშვო, რომ რაც უფრო ადრე წაიკითხავ, უკეთესია. დიდებმა არ წაიკითხონო, არავის უთქვამს.
LikeLike
ანა ფრანკის დღიური რატომ არავის გაგახსენდათ?!ეს პატარა გოგონა როგორი ძლიერი და შეუპოვარია,არა?!
LikeLike
არ გაგვახსენდა :((
LikeLike
ბავშვობის წიგნებზე ლინდგრენი და ტვენი მახსენდება პირველ რიგში :) პირველი დამოუკიდებელი “მოგზაურობები” მაინც განსაკუთრებული იყო…
LikeLike
პირველი ყოველთვის კარგი და განსაკუთრებით სასიამოვნოა :)
LikeLike
ბავშვობის წიგნები? მე ხომ ისედაც ბავშვი ვარ.არა, იმ ასაკის ნამდვილად არა შოკოლადით მოთხუპნილი, რომ ებგაუჭება სათამაშოებს,არც იმ ასაკის გამუდმებით,რომ ტიტინებს და სხვებს ამ კითხვებით აბეზრებს თავს:ეს რა არის?…. და ის? SO,მაინც ბავშვი ვარ და ისევ ბავშურ სამყაროში ვტრიალებ., ვცელქობ, ვტეხავ და ვტირი……ბავშურად.მოკლედ, თუ თქვენ თინეიჯერობის წლებსაც ბავშვობის წლებად ჩათვლით, მაშინ მეც მისი ერთ-ერთი ტიპიური წარმომადგენელი ვიქნები, ოგონდ შესაძლოა ოდნავ განსხვავბული ამბიციებით.რაზე ვფიქრობდი მაშინ?-სახურავის ბინადარ კარლსონზე, ბიულერბიუელ ბავშვებზე…….. კარგი იყო ყველაფერი და ლინდგრენი………ახლა რაზე ვფიქრობ? ახლა ყველაფერზე და ხშირად ვზედაპირულდები.მომწონს სტენდალი, მოემი,უაილდი…. მიყვარს წიგნები….”ჯეინ ეარი”, “ქარიშხლიანი უგელტეხილი”, “მთვარე და ექვსპენიანი”, “სუნამო”………და ვკითხულობ “ბინდს”-სტეფანი მეიერი და აგტაცებაში მოვყავარ…..სასაცილოა მათ მერე ეს, მაგრამ გიტაცებს და ფიქრობ მათზე.ვკითხულობ ჯილბერტს-(“ჭამე, ილოცე და შეიყვარე”) და მერე მეცინება…ისე სატირალი უფროა.ვეძებ GOOGLE-ში პატისონს, სტიუარტს, ლოტნერს….. და ჭეშმარიტება მრჩება.ვეძებ მათ, როცა ყურადგება ჭეშმარიტების ძიებას უნდა დავუთმო,მაგრამ რას ვიზამთ:იმისათვის,რომ გაიგო თუ რომელია უკეთესი… მარადიული…ყველაფრის შეცობის საშუალება უნდა გქონდეს.მეც ნელ-ნელა მივდივარ იმ აზრამდე, რომ ზუსტად ის არის ჭეშმარიტება, რამაც დროსა და საზგვრებს გაუძლო და არა ის, რომელიც მის ფეხქვეშ იცვითება.მართლაც, ეს არის ჩემი ბავშვობა,მთელი მისი სრულყოფილებით…წიგნებით……..მიყვარს ბავშვობა..ალბათ ყველასთვის საყვარელი, ტკბილი …
LikeLike
me
LikeLike
უკვე 40 წლის ვარ და როცა ცუდ ხასიათზე ვარ ან :მზის მატარებელი: ან “დედა,მამა რვა შვილი და საბარგო მანქანა”ან “ჯადოსნური თითი” უნდა Wავიკიტხო რომ კარგ ხასიათზე დავდგე.და “ორი კაპიტანი” არავის არ გიყვარდათ
LikeLike
კავერინი? წაკითხული მაქვს, ფილმიც მინახავს, მაგრამ სიყვარულის რა გითხრათ…
LikeLike
წიგნები ჩემი სამყარო იყო, კითხვა ვისწავლე თუ არა სკმაოდ პატარამ დავიწყე დიდი წიგნების კითხვა. არ მახსოვს მესამე კლასში წავიკითხე “ნანა” მართალია ბევრს ვერაფერს მივხვდი , მაშინ ისიც კი არ მესმოდა რატომ მაგლიჯავდნენ მშობლები ხელიდან ამ წიგნს, ამის შემდეგ სასწრფოდ გაამდიდრეს ბიბლიოთეკა საბავსვო ლიტერატურით. ვკითხულობდი მაინ რიდს, ლინდგრენსს, ტვენს, “უთავო მხედარი”
“80 000 კილომეტრიწყალქვეშ” “განძის კუნძული” “ოკეანეში დაკარგულები” უთავო მხედარი” სტივენსონის “განძის კუნძული”ჩემი ბავშვობიდან არაფერი არ მახსოვს წიგნების გარდა.
ხოდა კარგად გადავათვალიერებ ჩემი ბავშობის ბიბლიოთეკას და მეც დავწერ პოსტს ამავე სახელწოდებით თუ დამრთავ ნებას.
LikeLike
ნებართვა რა მოსატანია ;) გამიხარდება ძალიან :) აბა, შენ იცი და ველოდებით პოსტს.
LikeLike
ავტორ თქვენი არ იყოს ნილსენი ჩემი უსაყვარლესი წიგნი იყო ბავშვობაში
LikeLike
იმდენი ხანია ამ ბლოგზე არ ვყოფილვარ, რომ ჩემი ბლოგის არსებობაც არ მახსოვდა :) ახლაც პალისქუჩელი ბიჭების დევნამ გადმომიყვანა აქ. ხოდა, კომენტარებს რომ გადავხედე, მალოს ,,უსახლკარო” აკლდა. დღმდე მომყვება მაგ წიგნის სიყვარული და ინგრესში, ალბათ, მაგის პატივსაცემად მქვია, რაც მქვია (არადა არც მიფიქრია მაშინ :დ)
LikeLike
“უსახლკარო” არ წამიკითხავს, მაგრამ პალისქუჩელები კარგად მახსოვს :) ბოკა, ფერი აჩი, ძმები პასტორები, ნემეჩეკი, ჩონაკოში, წითელპერანგიანები, ტომაჰავკები და რამე :) რაც მე მაგაზე ვიტირე :)
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისვენებ და ძველი პოსტია, არ შემიძლია არ დავტოვო კომენტარი. იმდენი კარგი წიგნი გამახსენდა ^_^ როგორც ვხვდები, ბავშვობაში სხვანაირი მკითხველი ვიყავი: იშვიათად იყო წიგნები, რომლებიც არ მომწონდა. სულმოუთქმელად ვკითხულობდი ხოლმე. საკმაოდ დიდი სია გამომივა, ასე ვატყობ.
1. ედიშერ ყიფიანი ,,ათფურცლიანი რვეულები” – სკოლის დაწყებისას, მასწავლებელი ავალებს ბავშვებს დაწერონ ზაფხულის შესახებ. იმდენი ერთმანეთზე საუკეთესო მოთხრობაა და განსაკუთრებით ბოლო, თავად მასწავლებლის შვილის მიერ დაწერილი, მახსოვს, ძალიან იმოქმედა.
2.ფრანგული ზღაპრები – ბაშვობაში ჩემი და ხშირად იყო ხოლმე ცუდად და გიჟდებოდა ამ წიგნზე. გაუთავებალდ ვუკითხავდი ხოლმე. განსაკუთრებით “სიმართლის მთქმელი ჩიტი” უყვარდა. მე ხალხურ ზღაპრებზე მეტად “ლურჯწვერა” მომწონდა. სულ ვიზაფრებოდი ხოლმე შიშისგან კითხვისას და ძალიან მომწონდა.
3. “მერი პოპინსი” – დედას რჩევით წავიკითხე. თავად გიჟდებოდა ამ წიგნზე და მეც ძლაიან შემიყვარდა.
4. ასტრიდ ლინდგრენი – ყველა წიგნი მიყვარს ამ გენიალური ქალის. განსაკუთრებით, კალე ბლუკვესტის თავგადასავალი მომწონდა. ვგიჟდებოდი ევა-ლოტაზე. “ჩვენ სალკტროკელები ვართ” ცოტა მოგვიანებით წავიკითხე და ამაზეც ვგიჟდებოდი. ასევე ძალიან მინდოდა, ჩემს რომელიმე დაქალს მოპირდაპირე სახლში ეცხოვრა და გამეგზავნა წერილები, როგორც “ბიულერბიულ ბავშვებშია”
5. ჟიულ ვერნის 8-ვე ტომი ჩემი ბიბლიოთეკის სიამაყე იყო. განსაკუთრებით მიყვარდა ” 15 წლის კაპიტანი”.
6. თამაზ ბიბილური “წელიწადის დრონი” – აი, აქ ძალიან ბევრი რამე გავიგე ქართული ტრადიციების, კულტურის შესახებ. ძალიან თბილი და კარგი წიგნია.
7. რევაზ ინანიშვილი – ამ კაცის რამდენიმე წიგნი მაქვს სახლში და ისე მიყვარს, ისე მიყვარს. ახლაც მინდა ხოლმე გადავიკითხო.
8. “დაშნა”, ,,ბრინჯაოს ფრინველი” – თუ არ ვცდები, ავტრორი რიბაკოვია. სოფელში ვიპოვე შემთხვევით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგია იგრძნობა, იმდენად კარგი თავგადასავლებია, მაინც ძალიან შემიყვარდა.
9. “პატარა ჯადოქარი”, ,,პატარა წყალბიჭუნა” – ოტფრიდ პროისლერი. ერთმანეთზე უკეთესი წიგნებია. მე მაინც პატარა ჯადოქარი მიყვარდა უფრო. პაწაწინა გოგო, რომელიც 100 წლისაა და ჯადოქრების სამყაროში ძალიან პატარაა. მამაცია, არ ჰგავს სხვებს და ძალიან კეთილი. გამაოგნებელია მისი ისტორიები.
10. “უკანასკნელი მოჰიკანი” – ეს წიგნი ფილმით შემიყვარდა და დღემდე ძალიან, ძალიან მიყვარს.
11. მარკ ტვენი, “ტომ სოიერი” და ,,უფლისწული და მათხოვრი” – არც კი ვიცი, რამდენჯერ მექნება წაკითხული.
12. ჯინ ვებსტერი ,,გრძელფეხება მამილო” – ამ წიგნის წაკითხვის მერე, დრიურებში უმისამართოდ აღარ ვწერდი და წერილებს ვწერდი ხოლმე გამოგონილ ადამიანს.
13. ნარგიზა მგელაძე – ”თეასა და ნათიას საოცარი არდადეგები”- არაჩვეულებრივი საბავშვო წიგნია. ძალიან კარგია, რომ საბავშვო წიგნები ქართველებს ძალიან მრავლად გვაქვს და თან კარგები.
14. თენგიზ გოგოლაძე – ამ კაცის დიდი წიგნი ვიპოვე ბიძაჩემის ძველ წიგნებში. განსაკუთრებით მომწონდა “რითი ვჯობივარ მამაჩემს”. ძალიან აკრგადაა აღწერილი ურთიერთობები უფროსებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის. “შუქი სიკეთისაზე” სულ ვტიროდი ხოლმე რაღაც მომენტებში.
15. ჯეიმს გრინვუდი ,,პატა მაწანწალა ” – ბევრს ვნერვიულობდი ხოლმე პატარა მაწანწალას ბედზე.
16. სეტონ თომფსონი “რალფი ტყეში”, “პატარა ველურები” – იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მერე უფრო სადიდო წიგნებსაც ვკითხულობდი ბუნების და ცხოველების შესახებ.
17. “ნიანგი გენა და მისი მეგობრები” – ჩებურაშკა და საოცარი პერსონაჟები.
18. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ,,ბიძია თომას ქოხი” – იმდენი ვიტირე პატარა ევას სიკვდილზე, ბებომ ცოტა ხანი წიგნების კითხვა ამიკრძალა.
ჯერჯერობით ესაა რაც ასე უცებ გაამხსენდა. თუ რამე კიდევ მომივა თავში, დავამატებ. ^_^
LikeLike
ახალი პოსტია და ახალი სია ფაქტიურად <3 ისეთი რაღაცები გამახსენე <3 უღრმესი მადლობა <3 რაღაცები უნდა მოვიძიო აუცილებლად.
LikeLiked by 1 person
ისე გამიხარდა ედიშერ ყიფიანი და თენგიზ გოგოლაძე, რევაზ ინანიშვილი და ფრუ ასტრიდი, 8. “დაშნა” “ბრინჯაოს ფრინველი” “გასროლა”_ ანატოლი რიბაკოვი. ნარგიზა მგელაძე :) :*
LikeLiked by 1 person
ამ წიგნებმა არათუ ბავშვობა, ის ემოციაც კი გამახსენა, რომელსაც ამა თუ იმ წიგნის კითხვისას განვიცდიდი. წიგნების სიას აუცილებლად დავუმატებ შემდეგ ნაწარმოებებს:(ზოგი, შეიძლება,არის კიდეც სიაში)
1 “კარიკასა და ვალას საოცარი ტავგადასავალის ” ავტორი გახლავთ ლემი.
2. იური ოლეშა-“სამო გოდორა”
3.ანანიანი “სევანის პირას”
4.კრიშან ჩანდრი-“დაყირავებული ხე”
5,ნინო ნაკაშიძე”ყველამ მიულოცა”
6.შიო არაგვისპირელი-“გაბზარული გული”
7,.ლობატუ მონტეირუ-“ყვითელი კოდალას ორდერი”
8.გაბრიელა პარკა,მ. არჯილი-“ლურსმანას თავგადასავალი”
9.მატვეევი-“ჩვიდმეტწლისანი”
10.მორის მეტერლინკ”ლურჯი ფრინველი”
11. ბელიაევი-“პროფესორი დოუელის თავი”
12.კუნი- ძველი საბერძნეთის მითები და ლეგენდები”
13.ლ. კარასისი-“იალუკსეს პატარა ამბები”
14,ძმები გრიმები-“გულადი თერძი”
15.ალ.ტოლსტოი -“ბურატინოს თავგადასავალი”
17. გოეთე-“რაინიკე მელა”
18. პაოლო იაშვილის პოემა-“ტყუილს მოკლე ფეხი აქვს”
19. ილინი-“წიგნის თავგადასავალი
20,ლურიე-“ბერძენი ბიჭის წერილი”
21. ჯოვანი პირელი-“ჯოვანინო ბდაპულჩეროზა”
ვეცდები, კიდევ გავიხსენო..
.
LikeLiked by 1 person
გადასარევი სიაა :) ნინო ნაკაშიძის ხსენება განსაკუთრებით მესიამოვნა :)
მადლობა დიდი :)
LikeLike