თქვენი არ ვიცი და ოთხშაბათის დადგომა მე ძალიან მიხარია ხოლმე. რატომ, ახლავე მოგახსენებთ – კვირის ამ დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე ყველაზე ერთგული და აზარტული მკითხველები იკრიბებიან. მათი პაექრობისთვის თვალის დევნება კი, დამეთანხმებით, მეტად სასიამოვნოა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე, დღევანდელი Jeopardy!-ის თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზოთ. ეჭვი არ მეპარება, ჩემი მკითხველები ამ ლაბირინთშიც უშიშრად შემომყვებიან, მითუმეტეს, რომ მინოტავრი იქ ნამდვილად არ გველოდება :) მაშ, ასე
Good luck!
1. ასე ითარგმნება ქართულად სიტყვა “მითი”;
2. ზევსის მიერ დედამიწაზე მოვლენილ წარღვნას მხოლოდ ეს ორი ადამიანი გადაურჩა;
3. რითი იკვებებოდა ახალშობილი ზევსი?
4. ზევსისა და ჰერას ასული ეილითია (ილითიია) მათ მფარველ ქალღმერთად ითვლებოდა;
5. მან გამოიწვია ქსოვაში შეჯიბრებაში ქალღმერთი ათენა;
6. ოდისევსი ამ ნიმფამ შეიფარა;
7. ეს მითიური პერსონაჟი პოსეიდონისგან შეშინებულმა საქმრომ ნაქსოსის კუნძულზე მიატოვა;
8. ასე ერქვა ოდისევსის მიერ გაბრიყვებულ ციკლოპს;
9. სად ჩაყარა ზევსმა დამარცხებული ტიტანები?
10. მითების ამ პერსონაჟმა შემთხვევით იხილა მობანავე არტემიდე, რის გამოც ქალღმერთმა დასაჯა და ირმად აქცია;
11. სტიმფალიდები ამ მითიურმა გმირმა დაამარცხა;
12. სწორედ ის მიუჩინა გუშაგად ეჭვიანმა ჰერამ ზევსის მიერ ძროხად ქცეულ იოს;
13. ტროას ომიდან დაბრუნებული ეს მითიური მეფე მოღალატე ცოლმა მოაკვლევინა;
14. ეს ძმები ბერძნულ მითოლოგიაში შიშისა და ძრწოლის ღმერთები არიან;
15. ასე ჰქვიათ მითიურ ფრთოსან არსებებს – ნახევრად ლომებს და ნახევრად არწივებს.
სკოლაში რომ ვიყავი, ალბათ უმრავლეს კითხვას გავცემდი პასუხს. წიგნი მქონდა ბერძნული მითოლოგია სუ ზეპირად ვიცოდი :) ახლა ჩემი ფეხები მახსოვს იქედან.
LikeLike
:) გამეორება ცოდნის დედააო…. ისე, ამ აფორიზმს გაგრძელებაც აქვს და არც თუ სასიამოვნო.
LikeLike
შენი ფეხები ყოველთვის გემახსოვრება, დაიხედავ დაბლა და დაინახავ :დ :დ :დ
არა სერიოზულად, რა მოხდა მერე, უბრალოდ მტვერი ადევს შენს გონებაში მაგ ცოდნას, ეგაა და ეგ :)
LikeLike
გაგონილი გექნება:
რაც უფრო მეტს ვსწავლობთ – მით მეტი ვიცით.
რაც მეტი ვიცით – მით მეტი გვავიწყდება.
რაც მეტი გვავიწყდება – მით ნაკლები ვიცით.
დასკვნა: სწავლა უსარგებლოა.
LikeLike
ფანტასტიური სილოგიზმია.
LikeLike
აუ ლორდ ეგრეა თითქმის…
თითქმის მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ მე მგონია ჩვენმა გონებამ იცის ასე დახარისხება ცოდნის: რაც გვჭირდება ის წინა პლანზეა, რაც არ გამოგვიყენებია ის ნელნელა უკანა რიგში გადადის… ეხლა რომ მითხრათ აბა ავთანდილის ანდერძი გაიხსენეო, გამიჭირდება, მაგრამ საკმარისია გადავიკითხო ერთხელ, რომ მერე გონებაში უპრობლემოდ აღდგება :)
LikeLike
მიმიშვით :დ
1) ზუსტად არ მახსოვს, ვერსია: გამონაგონი?
2) დევკალიონი და მისი ცოლი?
3) რძით, ამალთეას რძით, ასეა?
4) აუ ეს არ მახსოვს :( ბავშვების?
5) არადნე? მერე ობობად იქცა
6) კალიფსო თუ კალისტო
7) ფუუ, რა მჭირს, არც ეს მახსენდება :დ ერთადერთი მახსენდება, რომ თეზევსმა მიატოვა არიადნე დიონისეს გამო და პოსეიდონის ქალები არ მახსენდება :(
8. არ მახსოვს, პოსეიდონის შვილი რომ იყო ეგ კი ვიცი, :დ
9) ტანტალოსში? ჰადესის ჯურღმულებში, ვაიმე ამაზე თემაც მქონდა, ეხლა რატო ვერ ვიხსენებ :(
10) და საკუთარ ძაღლებს დააგლეჯინა. აქტეონი უნდა იყოს.
11) სტიმფალიდები არგონავტების ერთ-ერთ თავგადასავალში უნდა შედიოდეს, არ მახსოვს რომელმა გმირმა და მგონი ჰერაკლე, ასეა? :(
12) იი, ფუტკარი?
13) კლიტემნესტრამ აგემემნონი?
14) არესის შვილები? სახელები არ მახსოვს ზუსტად, :(
15) სფინსქსი? ბერძნულში სფინქსს ცოტა სხვანაირი აღწერილობა უნდა ჰქონდეს
აუ ტოტალი Fეილ! :( სამსახურს რა ვუთხარი, კი არ დამაცდიან რომ გადავხედო რა დავწერე :(
LikeLike
არა, ქევან, რატომ ტოტალ ფეილ? :)
საღამოს ერთად ვნახოთ :)
LikeLike
აუ მე8 კითხვაზე სმაილი გააკეთა, არადა 8 ) ასე უნდა იყოს :დ :დ ტიტუ, წორდიკ ეს რა ქენი :დ
LikeLike
შევასწორებ :)
LikeLike
შემდეგისთვის 8.-ს დავწერ :)
LikeLike
მეც მასე შევასწორე :)
LikeLike
ჯეოპარდი იქით იყოს და, წინის წინა თუ წინა რომ კულინარიაზე გქონდა, ერთ საინტერესო ბლოგს მივაგენ, გოგო წერს ფანტასტიურად, თუ როგორ გამოაცხო ნამცხვარი :დ
LikeLike
წინის წინა იყო :) კულინარიული ბლოგი კი არადა პორტალი ერთი ვიცი – პერფექტ კუკი. და შენ რომელი იპოვნე?
LikeLike
წორდიკაზე ვიპოვე, პოსტი ვნახე ჯერ, ისე ლაღად და კარგად წერს, მომხიბლა. სხვა რაზე უწერია არ ვიცი ჯერ,
ხოდა პოსტის კითხვისას კულინარიის ვიქტორინა ამომიტივტივდა ასოციაციით :დ
ხოდა გაგიზიარეთ :დ
LikeLike
მისამართი?
LikeLike
ანონიმმა ტრადიციას არ დავარღვევ და ვითამაშებო…
ახლა იმას ვარკვევ, რომელი ცნობილი ანონიმია :)
LikeLike
მის.: http://gingercouturier.wordpress.com/2011/03/28/a-tale-of-two-cakeys/
:დ :დ :დ
აუჰ, ისე, ჩვენში დარჩეს და რომ გეტყვის ვიღაც, შენი მისამართი მომეციო და ბლოგის მისამართს რომ მისცემ.. მეორე მხრივ, ბლოგი იგივე შენი სახლია :)
LikeLike
არ ვიცოდი… ვნახავ მერე.
სახლია, აბა რა. ბლოგიც და ე.წ. პირწიგნაკიც :)
LikeLike
1. თქმულება
დანარჩენი უბრალოდ არ ვიცი:))) არასდრს მაინტერესებდა მითოლოგია, ასე რომ ამ ვიქტორინას პასს:))
LikeLike
კარგი, მანანა, ამჯერად პას იყოს :)
პასუხს მაინც დავმალავ :)
შენ წინა პოსტიც არ წაგიკითხავს, თუ არ ვცდები….
LikeLike
შუადღე მშვიდობისა,მოლი!
მითოლოგია ერთ-ერთი სუსტი რგოლია ჩემი ცოდნიერების ჯაჭვში :)(რა გავართულე :) ),თანაც არ მიყვარს :(
ტრადიციულად შევეცდები:
1)თქმულება;
2)დევკალიონი და პირა;
3)ამალთეას რძით;
4)ჩემი აზრით მშობიარეების;
5)არაქნე:
6)კალიფსო;
7)არ ვიცი :(
8)იმ სამი ციკლოპი-კიკლოპიდან რომელი იყო არ ვიციიიი… :)
9)ალბათ ტარტაროსში;
10)აქტეონი:
11)ჰერაკლემ;
12)არგუსი;
13)აგამემნონი;
14)ჰერაკლე და იფიკლე?
15)გრიფონები.
LikeLike
ვაჰ, რა მაგარია! სკოლაში კარგად ვიცოდი, ვნახოთ, აბა, თუ მახსოვს რამე :)
მოგესალმებით, საზოგადობავ და ვიწყებ:
1. თქმულება, ლეგენდა;
2. პრომეთეს ვაჟი დევკალიონი და მისი ცოლი პირა (რამდენას სწორად ვწერ, არ ვიცი, რუსულად წავიკითხე ადრე ეს ეპიზოდი);
3. ამალთეას რძით;
4. ბებიაქალების ვგონებ;
5. არაქნე, შემდგომში ობობადქცეული;
6. მმმ… კალიფსო??;
7. არიადნე?;
8. პოლიფემე თუ პოლიფემუსი, რა ვიცი, როგორ ითარგმნება;
9. ტარტაროსში :) ;
10. აქტეონი (“როცა აქტეონი, ძეი არისტეას ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ..” გალაკტიონი; დიდი ვერაფერი ლექსია, მაგრამ გამახსენდა :) );
11. ჰერაკლე, რა თქმა უნდა;
12. არგუსი ერქვა, თუ არ ვცდები;
13. აგამემნონი (საზიზღარი კლიტემნესტრა, მაგრამ დაბრუნდა ორესტე და…);
14. ფობოსი და დეიმოსი (პირველის სახელიდან ფობია მოდის, მეორიდან… არ ვიცი :) );
15. გრიფინი თუ გრიფონი, სულ ვოცნებობდი, საკუთარი მყოლოდა :) :)
ასე, ასე… კარგი პაკეტი იყო :)
LikeLike
დღე მშვიდობისა, ქალბატონო ადვოკატო :)
შენი სკოლის დიდი ხანია, მშურს…
LikeLike
შუადღე მშვიდობისა, მოლი და ძვირფასო კონკურენტებო :)
რომ იცოდეთ, რა ხრიკებს მივმართავ სამსახურებრივ დროს აქამდე მოსაღწევად, სპეციალურ პრიზს მარტო ამისთვის დააწესებდით :)
დღევანდელი Jeopardy!-ს თემამ ფრიად გამახარა… მითოლოგია ბავშვობიდან მიყვარს და მაინტერესებს, გუსტავ შვაბის „ოქროს საწმისი“ მესამე კლასსი ვიცოდი ზეპირად. ახლა ვნახოთ, რა მახსოვს :)
LikeLike
შენ აშკარად ყველაზე ერთგული მოთამაშე ხარ, მერი :)
LikeLike
მოლი, აქ ერთი შეცდომაც რომ მქონდეს, სირცხვილი და თავისმოჭრა იქნება ჩემთვის :) მითოლოგიის საკითხებში ექსპერტი მგონია თავი :უსაშველოდ–მოკრძალებული–პოპინსი:
LikeLike
ექსპერტები ჩემი სუსტი წერტილია, მერი :)
LikeLike
ვნახოთ, ვნახოთ :) :) მეც კმაყოფილივით ვარ და რა ვიცი, იმედია, არ ჩავაფლავე :)
LikeLike
ჰმ… ჩავაფლავეო… ოკ, საღამოც მალე მოვა :)
LikeLike
1. მითი „ამბავს ნიშნავს“;
2. დევკალიონი და პირა (გულის ამაჩუყებელი ისტორიაა :));
3. ფუტკრების თაფლით იკვებებოდა და მეფუტკრე ნიმფები უვლიდნენ, როგორც მახსოვს;
4. ელიტია მშობიარე ქალებს მფარველობდა;
5. არაქნემ, რის გამოც განრისხებულმა ათენამ თავხედი ფეიქარი ობობად აქცია :) საბრალო :) (ბავშვობაში ამ მითის მეშინოდა);
6. ნიმფა კალიფსო;
7. თეზევსს გამოეცხადა პოსეიდონი შუაგულ ზღვასი და საცოლის დაბრუნება მოსთხოვა. გულგახეთქილმა, მხდალმა თეზევსმა საბრალო არიადნე კუნძულზე გადასვა და გაემგზავრა – ალბათ, ეს ისტორიაა, თუმცა კუნძულის სახელი არ მახსოვს, უნდა ვაღიარო;
8. საწყალი პოლიფემე :);
9. ტარტაროსში;
10. აქტეონი;
11. სტიმფალიდების დამარცხება ერთ–ერთია ჰერაკლეს 12 გმირობიდან;
12. ასთვალა არგუსი;
13. აგამემნონი კასანდრასთან ერთად მოკლეს კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ;
14. ფობოსი და დეიმოსი, არესის და აფროდიტეს შვილები;
15. თუ არ ვცდები, გრიფონი.
LikeLike
გვიან საღამოს გამოვაქვეყნებ, მერი :)
LikeLike
აი, მტირალა მატილდაც მოვიდა :) ყველას მოგესალმებით და ვიწყებ:
1) ამბავი.
2) მოხუცი ცოლ–ქმარი იყო, სახელები სამწუხაროდ არ მახსოვს.
3) თხა ამალთეა აჭმევდა რძეს.
4) ცხვირს ვაქსუტუნებ.
5) არაქნემ, მერე ობობად აქცია ათენამ და არაქნოლოგია აქედან მოდის.
6) კალიფსო;
7) არიადნეს ამბავს გავს და რა ვიცი.
8)სლუკუნი გესმის, მოლი?
9) ქვესკნელში ალბათ.
10) არც ზლუქუნი ისმის?
11) ჰერაკლემ.
12) არგუსი.
13) გული ამომიჯდა.
14) კლავიატურა გამიფუჭა ამდენმა ტირილმა!
15) გრიფონი უნდა იყოს, რაღაც ასე მახსოვს.
მოლი, დღეს ჩვეულებრივზე ნაკლები ვიტირე, არა? :)
LikeLike
ყველაფერი კარგად იქნება, მატილდა :) შენ მაგაზე არ ინერვიულო :)
LikeLike
1. ambavi
2. filemoni da bavkisi
3. amalteas rzit
4. bavshvta dabadebis da bebia qalebis
5. araqne
6. calipso
7. caeneusi ?
8. plolipemusi
9. tartarosshi
10. aqteoni
11. herakle
12. argusi
13. menelausi
14. pobosi da deimosi
15. grifini
LikeLike
GeorgeSun
მე-12 კითხვა ევროპაზე კი არა, იოზეა :)
შენს პასუხებს საღამომდე დავმალავ. მე-12 კითხვაზე პასუხი თავიდან გამომიგზავნე და ჩავასწორებ.
LikeLike
suratzec chans xar zevs rogor miyavs europa cretaze, exla shevamchnie : D
LikeLike
კი :) მაგრამ მე-12 კითხვა სულ სხვას კითხულობს :)
სალომეა მომიკითხე და სულ ნუ დაივიწყე აქაურობაო, გადაეცი :)
LikeLike
mallobt salomeas mokitxvistvis
aucileblad gadavcem tqvens mokitxvas : )
LikeLike
ვორდპრესმა გაჭედა. ჯერ საერთოდ არ გიშვებდა და მერე ორი ერთად დაპოსტა…
:)
LikeLike
tu iozea gasagebia, io ki zroxad aqcia zevsma,
heram argusi miuchina
LikeLike
ამასაც დავმალავ :) და ძირითად კითხვებშიც გადავაკეთებ.
LikeLike
madlobt salomeas mokitxvistvis : )
salomeas aucileblad gadavcem tqvens mokitxvas : )
LikeLike
მე როგორ მიხარია ოთხშბათის დადგომა :)) რამდენიმე წლის წინ რაღა რამდენიმე (8 წლის წინ) დიიდი წიგნი მქონდა ბერძნულ მითლოგიაზე. გამწარებლი მთელი ზაფხული ვკითხულობდი.ვინიშნავდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი… :) ძალიან მომწონს… ვნახოთ რა მახსოვს იმ უხსოვარი დროიდან :))
LikeLike
დღე მშვიდობისა, ჯესი :)
ოთხშაბათი ყველაზე ერთგული მკითხველების დღეა :)
კსტატი, სკაიპი გავაკეთე და კონტაქტებს ვამატებ. შემოგვიერთდები?
LikeLike
მეკითები? ეგ კითხავა რ უნდა დაგესვა უნდა პიდაპირ გეთქვა გავაკეთე და შემოგვიერთდი :)))) აბა სკაიპი?
LikeLike
mollybloom1606 :)
LikeLike
you are added ^_^
LikeLike
thanks :)
LikeLike
საღამოს მოვალ მე პასუხების სანახავად სჯობს :)) კითხვები ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც არაფერი მახსოვს და გუუგლვას აბა რა აზრი აქვს :)
წარმატებები ყველას ;)
LikeLike
აქ მთავარი ის არის, რომ საინტერესოდ გეჩვენა და მოგეწონა :) თუმცა, შენი თამაშითაც ძალიან გაგვახარებდი :)
LikeLike
მოგესალმებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ
ცოტა დავაგვიანე მგონი :)
1. mythos – ქართულად ნიშნავს “თქმულებას”, აღნიშნავს უძველეს ფანტასტიკურ, ხალხურ თქმულებას, გადმოცემას;
2. დევკალიონი და პირა;
3. თხა ამალთეა, კუნძულ კრეტაზე ძუძუს აწოვებდა პატარა ზევსს;
4. ილითიია – მშობიარეთა მფარველი და დამხმარე ქალღმერთი;
5. არაქნე – რომელიც ათენამ ობობად აქცია;
6. კალიფსო;
7. არიადნა ;
8. ცოკლოპი პოლიფემე;
9. ტარტარში;
10. აქტეონი;
11. ჰერაკლე (ჰერკულესი);
12. ჰერამ ხარად ქცეულ იოს, გუშაგად მიუჩინა ათასთვალიანი გოლიათი არგუსი;
13. აგამემნონი;
14. ფობოსი (შიში) და დაემოსი (ძრწოლა);
15. სფინქსი.
LikeLike
დღე მშვიდობისა, ფარსმან :)
კარგია, რომ მოახერხე და შემოგვიერთდი :)
არ დაგგვიანებია, პასუხები აწი გვიან საღამოს გამოქვეყნდება.
LikeLike
1, თქმულება, ლეგენდა, რომლის გმირები არიან ღმერთები, სულები და კაცობრიობის “წინაპრები”
2. დევკალიონი და პირა
3, ამალთეას თხის რძით და თაფლით, რომელიც მოიპოვებოდა დიკტის (თუ არ მეშლება სახელწოდება) მთებზე. ლეგენდით, ფუტკრებს თვითონ მოჰქონდათ ამ შორეული მთიდან ეს თაფლი
4. შობადობის,მშობიარეების თუ ბავშვების დაბადების ნუ ზუსტი სახელწოდება არ ვიცი
5. არაქნე
6. კალიფსო მახსენდება , სხვა კიდე თუ იყო ვინმე არ მახსოვს
7. არიადნა.მაგრამ რამდენადაც მახსოვს იმ კაცს მხიარულების ღმერთი ბაქხი გამოეცხადა.. უი მგონი სხვა მხარეს წავედი
8. პოლიფემი *შეუძლება მეშლება ზუსტი სახელი)
9. ტარტარში თუ ტარტაროსში
10. საწყალმა მონადირემ აქტეონმა შემთვევით დაინახა ტყეში ეს ქალღმერთი და ამ ცუდმა ქალბატონმა ირმად აქცია და მისსავე ძაღლებს დააგლეჯინა …ბრრრრრ
11. მახსოვს რომ ჰერკულესს უნდა გაეგდო ეს “ფრინველები” სახელწიფოდან .. ნუ საბოლოოდ არ ვიცი გაყარა თუ არა, მაგრამ ალბათ იგულისხმება, რომ კი ^_^
12.
13. აჰამემნონი მოკლეწს ცოლმა და ცოლის საყვარელმა
14, შიშის ფობოსი (აქედან წარმოიქმნება სიტყვა ფობია) მეორე ძმას მგონი დეიმოსი ერქვა. ისე ჰარმონიაც ხომ მათი და იყო
15. გრიფონი
ოო მომეშალა ნერვი მე12ს რო ვერ ვუპასუხე :(
ძალიან მომეწონა დღევანდელი Jeopardy
LikeLike
ჯესი :) შენი პასუხების მოლოდინში თვალი ამომიღამდა. მეთქი, ინტერნეტმა გაჭედა…. :) საღამომდე დავმალავ და ერთად ვნახოთ :)
LikeLike
გენაცვალე…მელოდი???/ თა დავრბოდი იით–აქეთ და თან ვწერდი…. ამიტომ გამიგრძელდა :))) მითხარი ამჯერად თუ არის სავალალო მდგომარეობა? :)))
LikeLike
მადლობა შენ, რომ მაინც მოახერხე და თამაშისთვის დრო გამონახე :)
არა, რა სავალალო მდგომარეობა, რას ამბობ :)
LikeLike
madloba, damamshvide :))
LikeLike
რა გქონდა დასამშვიდებელი :)
LikeLike
მოლი ბლუმ, ანტიკური მითოლოგიაში თუ გინდა რომ კარგად ერკვეოდე, რუსუდამ ცანავას ლექციებს დაესწარი ხოლმე მერვე კორპუსში ხუთშაბათობით, პირველ საათზე.
მე სამი წლის წინ გავიარე ეს საგანი, მაგრამ იმის მერე ყოველწლიურად აქტიურად ვესწრები ხოლმე და ყოველი მისი ლექცია მოვლენაა ჩემთვის.
მასთან ვისწავლე თუ რას ნიშნავს ერკვეოდე მითოლოგიაში და რომ ის მითები, რომლებიც ყველამ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი სიფრიფანა საფარია იმ შინაგანთან შედარებით, რასაც შეიცავს ბერძნული მითოლოგია…
კაი, გავჩერდები ახლა, თორემ ასე თუ გავაგრძელე, გაჩერება გამიჭირდება :) :) :)
LikeLike
უპირველეს ყოვლისა, კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე, ნათია :)
ანტიკური მითოლოგია მართლა ძალიან მაინტერესებს, ქალბატონი რუსუდანის სახელიც გამიგია და უდიდესი სიამოვნებით დავესწრებოდი ლექციებს, სამსახური რომ არა :( ისე, სწავლა და ლექციები ისე მენატრება, ლამის მეორედ ჩავაბარო უნივერსიტეტში…
და სულაც არ არის საჭირო გაჩერება :) პირიქით :)
LikeLike
უი ეს კომენტარი ეხლა წავიკითხე და რომელ სართულზე?
LikeLike
ვიცოდი, რომ დაგაინტერესებდა, ქევან :)
შემოიხედავს ნათია და გვეტყვის.
LikeLike
მაშინ პაწაწინა შესწორებას შევიტან :) ჰერამ იო ძროხად აქცია და არა ხარდა (სქესს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ). ხოლო შიშისა და ძრწოლის ღმერთი ერთი და იგივე, თანატოსია, ჰიპნოსი კი, მისი ძმა – ძილის ღმერთია. თუმცა, მითებს სხვადასხა ვერსიებიც აქვს, უბრალოდ ეს ვერსია ყველაზე ცნობილია :)
LikeLike
ნათია, მადლობა, ასე დაკვირვებით რომ კითხულობ. სქესზე აბსოლუტურად მართალი ხარ :) კორექტურაა და შევასწორებ ახლავე. რაც შეეხება შიშს და ძრწოლას – თანატოსი, თუ არაფერი მეშლება, სიკვდილის ღვთაებაა. თანატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სიკვდილს შეისწავლის. ჩემი კითხვა სხვა პერსონაჟებს ეხებოდა. პასუხებს ვუყურებ და უმეტესობას სწორად აქვს გამოცნობილი.
შენს კომენტარს, შენი ნებართვით, თამაშის დასრულებამდე დავმალავ.
LikeLike
კაი :)
მაშინ, მოდი მეც ჩავრეთვები, ძალიან მომეწონა, სახალისოა :)
1.სიტყვა ,,მითი” ქართულად ითარგმნება, როგორც ,,ამბავი”, ,,სიტყვა”, ,,ზრაპარი”, თუმცა ეს უკანასკნელი მნიშვნელობა იშვიათად გამოიყენება, რადგან ზღაპარი და მითი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან;
2.დევკალიონი და პირა გადაურჩნენ;
3.თხის – ამალთეას რძით, თხის მიერ ზევსის გამოკვება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მეცნიერთა გამოკვლევით, თხის რძე ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან შემადგენლობით;
4.ილითიია მშობიარეთა მფარველი იყო, ჰერას ერთ-ერთი ფუნქციაც მშობიარეთა მფარველობა იყო. ილითიია არც ისე მნიშვნელოვანი ქალღმერთია, როგორც მისი მშობლები არიან;
5.არაქნემ გამოიწვია ათენა;
6.კალიფსომ შეიფარა;
7.ეს კი ნამდვილად არ მახსოვს… :((
8.პოლიფემოსი ერქვა, მოძველებული თარგმანის მიხედვით – პოლიფემე;
9.ტარტაროსში ჩაყარა;
10.ეს მითი ვიცი, მაგრამ გმირის სახელი დამავიწყდა :(( 11.ჰერაკლემ, ეს ერთ-ერთია მის თორმეტ გმირობათაგან; 12.ბუზს გულისმობ? ბუზანკალს? რომელიც სულ თან სდევდა იოს და მოსვენებას არ აძლევდა?;
13.აგამემნონი მოაკვლევინა ეგისთოსს კლიტემნესტრამ;
14.ეს კითხვა ალბათ სწორად ვერ გავიგე და ძილისა და სიკვდილის ღმერთებისკენ წავედი, თანატოსისა და ჰიპნოსისკენ;
15.სფინქსი?
LikeLike
ძალიან კარგი :)
შენს პასუხებს დროებით დავმალავ, ნათია :)
იმედია, აწიც ხშირად გვესტუმრები. თამაში ოთხშაბათობით გვაქვს ხოლმე. სხვადასხვა თემებზე. ორშაბათს და პარასკევს – ჩვეულებრივი პოსტებია.
და შენს პირველ ლაიქს თუ დატოვებ ავტოგრაფად, ძალიან გამახარებ :)
LikeLike
კიი, აუცილებლად გესტუმრები ხოლმე და ვეცდები ჩავერთო მსგავს თამაშებში :)
ვტოვებ ავტოგრაფსაც :)
LikeLike
როცა გაგიხარდება, მაშინ გვეწვიე ხოლმე :)
LikeLike
ვა… პრიზები დაგიწესებიათ და ვერ მითხარით?
მეც ხომ მივიღებდი მონაწილეობას :(
:)
LikeLike
აბა პრიზები, ლორდ?
LikeLike
რავი ხალხი მარიაჟობს მოლის ბლოგზე პრიზები მოვიგეთო და…
LikeLike
მეც მითხარით, რა პრიზებია, იქნებ მეც მოვიგო…
პრიზებისთვის სხვა ბლოგებზე, გეთაყვა :) და კიდევ viqtorina.ge იყო, იყო რა, ახლაც არის, უბრალოდ პრიზებს აღარ ათამაშებს…
LikeLike
კი არის პრიზი: მწვანე ქუდი მოლის ავტოგრაფით :დ :დ :დ
LikeLike
მწვანე ქუდი მოლის ავტოგრაფით – ჩემი ლაიქია :)
LikeLike
მერე შენი ლაიქი რომ გვექნება პრიზად, ეს ცუდია? :)
LikeLike
ჩემი მკითხველები ჩემს ლაიქებს ისედაც იმსახურებენ :) კარგად წერენ და იმიტომ :)
ისე, მართლა კარგი პრიზია :)
LikeLike
ულისე ჯოისის ავტოგრაფით… თუმცა მე დუბლინელები მირჩევნია.
LikeLike
არაა… ულისე :)
კიდევ კარლსონი, ვარდის სახელი, კომანჩების ტერიტორია და მე მქვია წითელი.
ეჰ…
LikeLike
ირლანდიელები მიყვარს მე. იმიტომრ რომ კაი ლუდი აქვთ.
ჰოდა, დუბლინელებს რომ ვკითხულობ, მეც დუბლინელი ვარ ხოლმე. მაგიტომ მევასება მაგრად.
LikeLike
მე u2 მომწონს, IRA-ს პატივს ვცემ და ჯოისი მიყვარს :) უაილდიც :)
LikeLike
უაილდი პიდარასტი იყო :)
LikeLike
ჩაიკოვსკიც, მერკურიც, ნურიევიც…
LikeLike
ნუ წერ სისულელეებს!
არ იყო პიდარასტი :)
LikeLike
ჩაიკოვსკი უკაცრავად ვიყო და საკუთარ დას ჟიმავდა :)
ლუის ქერალი კიდე პედოფილი.
LikeLike
აუ კაი რაა, კაი რაააა…. :(
LikeLike
არტურ რემბო და პოლ ვერლენი.
LikeLike
ლორდ და ქევან, რა დღეში ყოფილხართ აქ… ჩემი ინტელექტუალური თემაა…. რეები გაგირჩევიათ :)
ბაირონი და ავგუსტა ლეი გამოგრჩათ :)
LikeLike
ფროიდს თუ დავუჯერებთ ლეონარდოც წაუპიდარასტებდა. ნაშრომი აქვს მაგაზე.
LikeLike
რა იყო, ქევან, ბავშვობის კერპები ხომ არ დაგმსხვრიეთ? :)
რა მნიშვნელობა აქვს მაგას.
შენ ხილი (წიგნი) მიირთვი, მებაღეს რას კთხულობ. :)
LikeLike
მეც პიდარასტი ვარ…
პ.ს. მიქელანჯელო გამოგრჩა…
LikeLike
1.თქმულება
2.პირა და დევკალიონი
3.თაფლით
4.მშობიარე ქალების
5.არაქნემ
6.კალიფსო
7.არიადნე
9.ტარტაროსში
11.ჰერაკლე
12.გრიფონები (ჩემი ნიკის პატრონს ეს არ გამჭირვებია :) )
LikeLike
აჰა.. ინტელექტუალი ჰაკერიც გვეწვია :)
კარგია, რომ მოასწარი და ითამაშე :)
LikeLike
ვაიი დამაგვიანდა(((
LikeLike
არა :) ჯერ კიდევ არის დრო :) დაგელოდები და მერე გამოვაქვეყნებ :)
LikeLike
ქელეხიცა გაქვს წაკითხული?
LikeLike
ფინეგანი? კი :)
მიხო მოსულიშვილს ჰყავს უმაგრესი, ფანტასტიური დოგი. ფინეგანი ჰქვია :)
LikeLike
მერე კაი იყო? :)
მე არ წამიკითხავს.
LikeLike
კი :) მომეწონა :)
LikeLike
სწორი პასუხები
1. ამბავი, თქმულება;
2. დევკალიონი და პირა;
3. ფუტკრების თაფლით (კითხვა მითის მინუსური ვარიაციების მიხედვით მოვამზადე, თუმცა, გავრცელებული ვერსია – თხა ამალთეას რძეც კორექტულია);
4. მშობიარე ქალებს (თავად ქალღმერთი შეგვიძლია ბებიაქალად ჩავთვალოთ, მაგრამ მფარველობით მშობიარეებს მფარველობდა);
5. არაქნემ;
6. ნიმფა კალიფსომ;
7. არიადნე;
8. პოლიფემე ;
9. ტარტაროსში;
10. აქტეონმა;
11. ჰერაკლემ;
12. ასთვალა არგუსი;
13. აგამემნონი;
14. ფობოსი და დეიმოსი ( პლანეტა მარსის ორი თანამგზავრი);
15. გრიფონები.
წინასწარი შედეგები
მერი პოპინსი – 15; ფარსმანი – 14; ჯესი – 14; თამარა – 14; ნატალი – 12; ნათია – 10; GeorgeSun – 10; Griffin – 10; ქევანა – 8; მატილდა – 8; მოხეტიალე – 1.
ყველას დიდი მადლობა თამაშისთვის. დღეს კარგი დღე გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ორმა სტაჟიანმა მოთამაშემ და ტურების უპირობო ფავორიტმა – რაკარაკარაკამ და ლიბიკა სილვესტრისმა ჯეოპარდისთვის ვერ მოიცალეს.
დღეს რვა საათზე ვაქვეყნებ პასუხებს. მაპატიეთ, განსაკუთრებით – ფაიფურის ანგელოზმა – მაგრამ ახლა უნდა გავქრე და შინ ღრმად გვიან ვიქნები. ასე ვერ დავტოვებდი. შემდეგ ოთხშაბათს გვიანობამდე დავტოვებ.
განსაკუთრებული მადლობა ახლადშემომატებულ მოთამაშეებს – ნათიას და Griffin-ს. ნათია დღეს პირველად გვესტუმრა და ითამაშე კიდეც. Griffin-მა კი ამ რამდენიმე დღის წინ ბლოგი გახსნა. ახალბედა ბლოგერია, გემრიელად და რაც მთავარია, გულწრფელად წერს. ვისაც თანამედროვე ქართული ჰაკინგის და არტის სინთეზი გაინტერესებთ, შეიხედეთ – http://geoexploit.wordpress.com/ ნამდვილად არ ინანებთ.
ჯეოპარდის გვერდს ხვალ განვაახლებ. მანამდე კი ერთი რამ – ბლოგზე ჩემი სკაიპის მისამართიანი სურათი დავამატე და ახლა თქვენს რიქვესთებს ველოდები. ხომ იცით, რომ გამიხარდება.
შემდეგი ტური შემდეგ ოთხშაბათს… პარასკევისთვის გემრიელი პოსტი მაქვს ჩაფიქრებული და ყველას გელოდებით :)
LikeLike
რა ბებიაქალები ამიტყდა?? :(
LikeLike
ჩემი მითოლოგიურიკ ენციკლოპედიის მიხედვით, ეილითია თავად არის ქალღმერთი-ბებიაქალი. ალბათ, ეს გახსოვდა.
და ისა… შენი ლაიქი მოვისაკლისე :(
LikeLike
gamovaswore :)
LikeLike
დანქე :)
LikeLike
დიდი მადლობა გულთბილი დახვედრისთვის და იმისთვისაც, ჩემს ბლოგს რომ კითხულობ :)
LikeLike
გაიხარე :) საინტერესო ბლოგებს წაუკითხავს არასოდეს ვტოვებ :)
LikeLike
რა კარგიააააააააააა :) :საშინლადკმაყოფილიპოპინსი:
LikeLike
ყოჩაღ, მერი :)
LikeLike
კმაყოფილი და გაპრანჭული ვზივარ კომპთან :) ოღონდ უნაღებო ყავას ვსვამ, ნაღები გამითავდა :(
LikeLike
ამ ბლოგს ისედაც ნაღებიანი ყავის არომატი აქვს :)
LikeLike
ნამდვილად :)
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
1.ლეგენდა?
2.პრომეთეს შვილი დევკალიონი და მისი მეუღლე
3 თაფლით და რძით
4 არვიცი..
5 არაქნე რომელიც შემდეგ ობობად აქცია
6 კალიფსო?
7 მმმ
8 პოლიფემოსი დააბრმავა
9 ჰადესსში?
10 აპოლონი
11 ჰერაკლემ
12 ვერ ვიხსენებ სახელს((
13 აგამემნონი
14 ვერც ამათ სახელებს.
15 გრიფინი?
დიდი ხანია მიტებში არ ჩამიხედავს))
LikeLike
მაინც მოასწარი :) რა კარგია :) დავთვლი და საბოლოო შედეგებში ჩავამატებ აუცილებლად :)
LikeLike
)) და სიჩაქარეში აქტეონის ნაცვლად აპოლონი დავწერე)) სხვებიც ვერ გავიხსენე მაინც კარგი იყო,საჩქაროდ დაწერილი პასუხები.ე.ი მთლად არ დამვიწყებია ბერძნული მითები.მადლობა მოლლი.
LikeLike
ხვალ გადაგიკეთებ :)
LikeLike
@ლორდ
ხილს ხეხილი იძლევა და როგორ ფიქრობ, მწერალი მებაღეა თუ ხეხილი? :(
LikeLike
მაგას ლორდმა უპასუხოს. მე ახლა ასეთი ფილოსოფიის თავი არ მაქვს :საშინლადდაღლილიმოლი:
LikeLike
კაი სავიქტორინო თემა – არატრადიციონალისტი ხელოვნები. :)
სხვათა შორის, ეს უკვე მეორე კაი სავიქტორინო თემაა, რომელიც მოვიფიქრე.
LikeLike
პირველი რომელია: ფიქრ:
LikeLike
არ მახსოვს :(
რაღაც თემა რომ მოვიფიქრე მახსოვს და დავწერე კიდეც, მაგრამ აღარ მახსოვს რაზე იყო :)
LikeLike
მე მახსოვს – სერიული მკვლელები და ფსიქოპატები :) მერილინ მენსონზე იყო კიდევ კითხვა.
დიადი იდეები არ იკარგება, ლორდ..
LikeLike
ჰო, გამახსენდა. სახალისო ვიქტორინა იქნება. :)
ჩარლზ მენსონზე. :)
მერილინ მენსონი კი გამოიყურება, როგორც ფსიქოპატი, მაგრამ არ არის ფსიქოპატი. :)
როგორც დალიმ თქვა – ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შლეგს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შლეგიო.
LikeLike
ჰო, ჩარლზ მენსონი, რა თქმა უნდა. შემეშალა. წუხელ საშინლად დაღლილი და გათიშული ვიყავი…
კარგად უთქვამს დალის :)
LikeLike
გვიან შემოვიხედე:( მითოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებს. სხვადასხვა ვიქტორინებში მოსმენილი კითხვა–პასუხებიდან ან გადაცემებიდან ვაგროვებდი ხოლმე ინფორმაციას ბერძნული, რომაული და ეგვიპტური მითოლოგიის გმირებზე :)
ძალიან საინტერესო თამაში გქონია ოთხშაბათობით, სახალისოცაა და შემეცნებითიც, რაც ორმაგად ღირებულს ხდის ასეთ პოსტებს ;)
შემდეგში მეც მოთამაშეთა სიაში ჩამწერეთ:))))
LikeLike
მადლობა :) მიხარია, რომ მოგწონს :)
შემდეგი ოთხშაბათიც მალე მოვა :)
LikeLike
vaprotesteb 11 unda mqondes :D
LikeLike
შეიძლება მე ამერია რაღაც. თან ეს ხომ წინასწარი შედეგებია.
მითხარი, რომელი კითხვა არ ჩავთვალე შეცდომით და გადავაკეთებ აქაც და მთავარ გვერდზეც.
LikeLike
არაფრიიის :)
kevana-კითხვა იმას ეხებოდა თუ სად ტარდება ანტიკური მითოლოგიის ლექცია? თსუ, მერვე კორპუსი, მეოთხე სართული, 405 აუდიტორია :)
ხვალ აქვს ლექცია, 1 საათზე, შეგიძლიათ დაესწროთ.
LikeLike
სალომეამ მე თუ არა ჩემი სული მაინც შემოდის შენს ბლოგზეო:)
LikeLike
სალომეას ჯვარი სწერია, სული – 100 წლის შემდეგ, მანამდე თავად შემოვიდეს ხოლმეო…. სულ გიორგის რომ აგზავნისო…
LikeLike
სალომეა და გიორგი ერთია:)
LikeLike
მე რომ ორი მეგონა… :)
LikeLike
ორია ფიზიკურად
ერთი სულიერად:)
LikeLike
აჰა… უკვე გასაგებია :)
LikeLike
მერის ვულოცავ :) მექანიკური არა უფრო დაუკვირვებელი შეცდომა მქონდა :)
მოლის დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის :)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
მოლიი და თხა რო არის.
და ფუტკრები მეორე ვერსიაა,
და თხა ამალთეა ?? :)
LikeLike
კი, ფარსმან, ამალთეაა.
LikeLike
:)
LikeLike
არა, ყველაფერი სამართლიანად იყო :) ვწუხვარ რო უდავოდ მართლაც ფავორიტებმა გამოტოვეს კონკურსი, ბლოგის გვერდით ვართ :)
LikeLike
ლიბიკა და რაკარაკარაკა მართლა დაგვაკლდა… ლიბიკა სერიოზულ პროექტს აკეთებს და ბუნებრივია, ვერ მოიცლიდა. სამაგიეროდ, კარგი რაღაც გამოვა.
LikeLike
აუუ რა გამიხარდა ^_^ ე.ი ბევრი რამე მხსომებია.. აუ გამიტყდა… აი ეგრეც ვიცოდი რო მე12 კითხვა უადვლესი იქნებოდა… ეეე რგორ ვერ გავიხსენე :(
ძალიან დიდი მადლობა.. შენი ბლოგს წყალობით შუა კვირა შემიყვარდა ^_^.. პარასკევსაც დიდი მოუთმენლობით ველი ^_^
LikeLike
:)))) გამეცინა გემრიელად :)
შემდეგ ოთხშაბათს თხუთმეტივეს აიღებ :)
LikeLike
რაზე გაგეცინა?
LikeLike
ერთდროულად რომ გაგიხარდა და გაგიტყდა :)
LikeLike
აააა..ეს ხო ^_^ :)))
LikeLike
:) :) :) აუ გამიხარდა და იქვე აუ გამიტყდა :) ძალიან მომეწონა :)
LikeLike
სადაცაა, ღამის ორი საათი შესრულდება და მოლის ბლოგზე ჩემთან ერთად ვიღაც დასუნსულებს :)
LikeLike
ღამეს ათენებდი, მერი? :( რა ამბავია, ორი საათი…
LikeLike
ვმუშაობდი :( როგორ გამოვეთიშე აქაურ დებატებს :(
LikeLike
სერიოზული დებატები იყო :( მეც საშინლად ვინანე, გუშონ რომ ვერ მივუსწაარი.
და შენი ხელი და ქოლგა დააკლდა აქაურობას :(
LikeLike
ბოდიშს ვიხდი, თუმცა მე და ლორდმა “კულტურულად” მიმოვიხილეთ ხელოვნება :დ :დ :დ
LikeLike
რას, ამბობ, რისი ბოდიში :) გული იმაზე დამწყდა, რომ აქ არ ვიყავი… რა გემრიელად ჩავერთვებოდი კამათში… რა თემა გამოვტოვე :(
LikeLike
ჰო, ლორდს ასეთი საინტერესო თეორია აქვს: მწერალი და მისი ნაწარმოები ერთმანეთს არ უკავშირდება. იმ გაგებით, რომ მწერლის პიროვნება ერთია და მისი ნაწარმოები/შემოქმედება – მეორე, ორივე ერთიმეორეზე არ მოქმედებსო.
და როგორც მახსოვს ამის ნათელ მაგალითად დოსტოევსკი მოჰყავდა :) და კიდე სხვებიც, ცხადია.
LikeLike
ლორდის ეს თეორია არ მომისმენია :) თუ მოიცლის და აქ მოგვიყვება, ვიკამათოთ :) ისე, ვგიჟდები ლორდის თეორიებზე :) ყველაფერზე თავისი, განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული აზრი აქვს :)
LikeLike
რაო? :)
სად ვთქვი ეგ? მეც დამაინტერესა.
LikeLike
თუ ფბ დისკუსია იგულისხმე, იქ მე ის ვთქვი რომ თუ ადამიანი ერთ რამეშია მაგარი, მისი აზრი სხვა საკითხზე სულაც არაა ისეთვე ფასეული და კარგი ხელოვანი შეიძლება იყოს სრულიადაც არასიმპათიური ადამიანი სხვა ამბებში, რასაც მის ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს.
პოლიტიკურ ამბავში ნონა გაფრინდაშვილზე ვამბობდი.
მწერლებს რაც შეეხება – ვიიონზე და სელინზე…
დოსტოევსკიზე აკუტაგავას აბოდებდა :) მე დოსტოევსკის დიდი ფანი არ ვარ ზოგადად. :)
LikeLike
მართალია, რა გინდა… ამას ვინმე აპროტესტებდა?
და მითუმეტეს, მწერლის სექსუალურ ორიენტაციას არ აქვს მნიშვნელობა. და იმასა, ვისთან იწვა.
ბაირონი ძალიან მომწონს მე :) და ავგუსტა ლეის ფიგურა ხელს არაფერში მიშლის :)
LikeLike
რაღაც ფართო დისპუტი იყო რა… ხელოვანთა პოლიტიკურ გემოვნებას არჩევდნენ და ავტორიტეტებს ამხობდნენ.
მანდ ვთქვი, რომ ვიიონი დასაჭერი იყო, მაგრამ ჩამოხრჩობით ჯობდა არ ჩამოეხრჩოთ-მეთქი და მაგაზე გაბრაზდნენ. მაშინ მოვიყვანე სელინის მაგალითი. სელინი კოლაბორაციონისტი იყო და ნაცისტი-მეთქი, მაგრამ დეგოლმა თქვა ეგ რომ დავიჭირო და ციხეში მოკვდეს, მომავალი არ მაპატიებსო და დაანება თავი. დღეს კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ მწერლად თვლიან.
LikeLike
მათი ლოგიკაც გასაგებია, ლორდ… ხელოვანი ავტორიტეტი ხელოვნებაში არის. ძნელია უსმინო რეჟისორს, რომელიც პოლიტიკაზე ან უარესი – ეკონომიკაზე გესაუბრება და გმოძღვრავს. თან, რაღაც სისულელეს იტყვის და არგუმენტად – მე ხომ “რიჩარდ მესამე” დავდგიო, გეუბნება.
ლორთქიფანიძე, სტურუა, მაღრაძე და მიხალკოვი – კინოში და თეატრში. პარლამენტში მაგათი ადგილი არ არის.
მე ნონას ჭადრაკიც ძალიან მეამაყება და სტურუას “ჰამლეტსაც” დიდი სიამოვნებით ვუყურებ (თან თეატრალი არ ვარ), მაგრამ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ნი ტო ჩტო არ ვიზიარებ – საერთოდ არ ვუსმენ.
LikeLike
ჰოდა გადაფარვის პრინციპია შეცდომა. ნონას ვკითხოთ ჭადრაკის ამბები და პოლიტიკაში კი ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. ერთი უკიდურესობაა ერთ საქმეში წარმატებულ ადამიანს ავტომატურად ყველა ამბავში რომ იმიწმებენ ავტორიტეტად და მეორეა კიდევ როცა ერთგან თუ მიქარა – ყველაფერში გადაუსვამენ ხაზს და გადაუვლიან ხოლმე.
ო’ჰენრიმ ფული რომ მოიპარა ჩააყუდეს და კაი წიგნები რომ დაწერა გამოუქვეყნეს, მაგრამ ბანკის დირექტორად კი არ დაუყენებიათ :) ასეთი მიდგომის მომხრე ვარ.
LikeLike
გადაფარვა ემოციებს მოჰყვება ხოლმე და ემოციური შეფასება იშვიათად არის სწორი.
თუმცა, აქ ერთი ნიუანსია – იმ ხელოვანს თუ უნდა “ერთ ჩვეულებრივ ადამიანად” ყოფნა? იმას ხომ პოლიტიკაშიც მეტრობის პრეტენზია აქვს. სახელოვნებო დამსახურებები რაღაცნაირად მოქმედებს მასზე და აქაც მეთქმის სიტყვაო, ასეთი განცდა უჩნდება. და ეს რთული ასატანია.
LikeLike
მე არ მაქვს სახელოვნებო დამსახურებები, მაგრამ ეგ განცდა მეც მაქვს. :)
ჩვეულებრივი ამბავია, მგონი. ყველა ადამიანს გონია რომ ყველაფერი თუარა ბევრი რამე სხვაზე უკეთ იცის. :)
უბრალოდ როცა “ფეისი” ხარ – მეტი საშუალება გაქვს შენი აზრები აფრქვიო საჯაროდ და ჩვენი ჟურნალისტები ხომ ყველაფერზე აზრს გეკითხებიან.
თორემ ფორუმი, ფეისბუქი და ბლოგიც იგივე საშუალებაა არაა არაფეისებისთვის? :)
LikeLike
დოსტოევსკიზე არც მე ვგიჟდები… და, ჩემი დაკვირვებით, დიდი ადამიანები ძალიან ხშირად ფრიად არასასიამოვნო პიროვნებები იყვნენ და არიან…
LikeLike
სწორი დაკვირვებაა :) სადღაც წავიკითხე ამას წინათ გენიოსების უცნაურობებზე და ფობიებზე. კაშმარ…
LikeLike
მოლ, გენიოსი უცნაური იმიტომაა, რადგან იგი ხომ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისაგან. ამიტომ არ აქვს ის ჩვევები და მიდრეკილებები რაც ჩვეულებრივ, საშუალო ნიჭის ადამიანს, რაღაცით გენიოსი უმწეოცაა..
ეს საიდანღაც მაქვს ამოკითხული, ცხადია ციტირებით არ ვამბობ, აზრს გადმოვცემ :)
მაგრამ პიროვნება, რომელიც ადამიანის შიგნითაა, როგორ იქნება აბა შემოქმედება, ამ პიროვნების ჭრილში არ გადის? კვალს არტოვებს? მე კითხვები მაქვს უბრალოდ :)
LikeLike
მართალი ხარ, ქევან, მაგრამ ლორდმა აქ ეს თეორია ოდნავ სხვაგვარად ახსნა – ხელოვანი სადაც მაგარია, იქ დავაფასოთ, სხვა სფეროში ნუ მოვუსმენთ და სულაც არ არის აუცილებელი, ყოველმხრივ იდეალური იყოსო…
LikeLike
ძალიან სიტყვაუხვია. :) არ მიყვარს ეგეთი ლიტერატურა. მღლის და თავს მატკიებს. :)
LikeLike
მე დანაშაული და სასჯელი მომწონს :)
LikeLike
ჩემთან ბლოგზე, ერთ ერთ თემაში, მგონი “გივი ჩვენ ვართ”, მანდ შეჰყევი და ასეთი თეორიაც წამოსჭიმე კომენტარში :დ :დ :დ
LikeLike
სადღაც მართალი ხარ, ლორდ, ბლოგი ზუსტად “ექსპრეს იორსელფ” ოპციაა, მაგრამ აი, მე ზუსტად ვიცი, რომ პროფესიონალი მხოლოდ ერთ სფეროში ვარ და სხვა რაღაცებზე, თუნდაც ჩემი ბლოგის კონტენტზე, ის პროფესიონალიზმი არ ვრცელდება… და მთავარი პროკორორიც რომ გავხდე, მაინც არ გავრცელდება.
LikeLike
მეც გამომიტოვებია კაი დისკუსიები :დ :დ :დ
LikeLike
ახალი პოსტი არ გამოტოვო, ქევან :)
LikeLike
ვნახე და იქაც ზუსტად იგივე მიწერია :)
http://kevana.wordpress.com/2010/02/27/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98/#comment-389
http://kevana.wordpress.com/2010/02/27/%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98/#comment-372
ადამიანი მეკამათება, მწერლისთვის მთავარია, კაი ადამიანი იყოსო და ეროვნული ტიპიო. მე კი ვეუბნები ეგ ადამიანისთვისაა მთავარი, მაგრამ რა წიგნებს წერს ეგ სულ სხვაა-თქო და ნაწარმოები იმით არ უნდა შეფასდეს ავტორი რა ეროვნებისაა, რა მსოფლმხედველობისაა და რა ცხოვრებით ცხოვრობს-მეთქი.
LikeLike
აი, ამ ეროვნული ტიპის დეფინიცია მკლავს…
ჩვენთან მწერალი თუ ხარ, ერის წყლული უნდა გაჩნდეს წყლულად და ასე შემდეგ…
ევროპაში კიდევ მწერალი მწერალია და მეტი არაფერი.
და ახლა მითხარით, რომელი ჯობია.
LikeLike
მწერალი წიგნებით ფასდებაო, ამის მიღმა როგორი პიროვნება ეგ მნიშვნელოვანი არააო :)
LikeLike
მწერლობისთვის არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მისთვის თავად შეიძლება ძალიანაც მნიშვნელოვანი გახდეს :)
ვარ ფრანსუა, ესეც ასე მაწევს როგორც განაჩენი –
ეუწყება მალე კისერს, რას იწონის ტრაკი ჩემი. :)
LikeLike
მე ვარ ფრანსუა, ჭირს ველი
ჩემი მზე მალე ჩავა.
ხვალვე გაიგებს კისერი
რასაც იწონის გავა…
თუ არ ვცდები, დათო წერედიანი თარგმანია :)
LikeLike
ჩემი ვარიანტი გივი გეგეჭკორმა თარგმნა მგონი. უბრალოდ გავა უწერია. :) მაგრამ ტრაკი უფრო სწორეა.
LikeLike
აჰა… გავა ორივეგან მორცხვი ევფემიზმია :)
LikeLike
[…] კიდევ მაშინ, როცა Jeopardy!-ს თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზეთ, გადაწყვეტილი მქონდა, […]
LikeLike