“საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს!” – სასტუმრო “ლენინგრადის” ადმინისტრატორის და საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრის ლუდმილა ივანოვას ამ პათეტიკურ შეძახილს კომუნისტური აბსურდის ანთოლოგიაში ღირსეული ადგილი უჭირავს და ციტირების სიხშირით მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების ბარე ორ აფორიზმს არ ჩამოუვარდება. ფსევდო-მორალიზმის და პურიტანობის კლასიკურ ნიმუშს ანეკდოტებშიც შეხვდებით, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზეც და კინოფილმებშიც. “ლენინგრად-ბოსტონის” ტელეხიდის გაოგნებული ამერიკელი მონაწილეების რეაქციას კი ჩანაწერის ეთერში გასვლიდან 25 წლის შემდეგაც ღიმილით იხსენებენ.
დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ პირველ კომუნისტურ სახელმწიფოში, ბუნებრივია, სექსიც არსებობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეროტიკაც. 1964 წელს, დიდი სტალინის ერთგული თანამებრძოლის, ნიტიკა ხრუშოვის ზეობის ჟამს, “ფლეიბოის” საბჭოთა ვოიაჟისა და რკინის ფარდის მიღმა გადაღებული ეროტიკული ფოტოსესიის შესახებ ლორდ ვეიდერმა ისე დაწერა (Sex in USSR და გაშიშვლებული სტალინა), სათქმელი არაფერი დატოვა. მე სხვა ამბავს მოგიყვებით.
ვალერი ბარიკინის გვარს ამ რამდენიმე თვის წინ, რუსული “ფლეიბოის” ფურცვლისას გადავაწყდი. ნიჟნი-ნოვგოროდელი მხატვრის შემოქმედების მთავარი თემა ერთი შეხედვით აბსოლუტურად უპერსპექტივო სოც-რეალიზმია. ნატიფი ხელოვნების მოყვარულები დამეთანხმებიან – სოც-არტზე უღიმღამო, უფერული და უინტერესო მიმართულება ძნელად თუ მოიძებნება. ჰიპერტროფირებული კუნთების გროვად ქცეული, უსახური და უშინაარსო ფიგურებით თანამედროვე აუდიტორიის დაინტერესება უკიდურესად რთულია, მაგრამ ბარიკინი ამას ღრმად ამბივალენტური ელემენტების მიქშირებით ახერხებს – საბჭოთა სოც-არტს პიკანტური დეტალებით ამდიდრებს, რაც იმდენად პარადოქსული მოვლენაა, გულგრილად გვერდს ვერ აუვლი.
დაკვირვებული თვალი ამ კომპოზიციებში იოლად ამოიცნობს ამერიკული მასს-კულტურის ერთ დროს პოპულარული მიმდინარეობის – Pin-Up-ის მორიგ ვარიაციას (სხვათაშორის, Pin-Up-ს, კოკა-კოლას მსგავსად, საბჭოეთში იდეოლოგიურად მავნე პროდუქტად მიიჩნევდნენ). ცხადია, ბარიკინის შარჟების და საუკეთესო ამერიკელი მხატვრების მიერ შექმნილი კოლაჟების შედარება არც შეიძლება. რუსული ასლის წარმატების მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ.
ინტერნეტში ბარიკინის ორმოცდაათამდე კოლაჟია ხელმისაწვდომი. მათი ნაწილი თავის დროზე ფართოდ გავრცელებული საბჭოთა პლაკატების პაროდიული ვერსიაა, ნაწილი კი ყოფით, ყველასთვის ნაცნობ სცენებს ასახავს – ბიბლიოთეკა, სასადილო, სკოლა… ჩემი მკითხველების უმრავლესობა, სავარადოდ, არც დიად საბჭოეთს მოსწრებია და არც მზიურ საქართველოს, მაგრამ მე ნამდვილად მიმგზავრია ასეთი მატარებლით და ის ავტომატიც კარგად მახსოვს, სამ კაპიკად უბრალო გაზიან წყალს რომ ასხამდა, ხუთად – სიროფიანს.
პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველა სახელმწიფოზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რუსეთში ძველი სიმბოლიკა იშვიათი პოპულარობით სარგებლობს. ვარსკვლავიან-გერბიანი მაისურები ფეხბურთის და ჰოკეის გულშემატკივართა ჩვეული სამოსია, მოსკოვში, არბატზე, ყველაზე კარგად “კომუნისტური” სუვენირები იყიდება, ტელეკომპანია “НТВ+”-ის ერთ-ერთი კინოარხი მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკების კინოსტუდიებში გადაღებულ მხატვრულ ფილმებს აჩვენებს და სადღესასწაულო შოუებიც უხვად არის გაჯერებული საბჭოური ელემენტებით…
ვფიქრობ, ფსევდო-საბჭოთა Pin-Up-ის პოპულარობის საიდუმლოც ამაშია. ნოსტალგია, მეტნაკლებად, ყველას აწუხებს და სულაც არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც უაზრო შაბათობები, ერთპარტიული სისტემა, პომპეზური ყრილობები და თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავის 37 მანეთიანი ბილეთი გახსენდებოდეს. წითელ იდეოლოგიასთან საერთო არაფერი მაქვს, მაგრამ ხანდახან სატელევიზიო კინოდარბაზი “ცისკარაც” მენატრება, ოცკაპიკიანი პლომბირის ნაყინიც, “ილუზიონიც” და ფოსტალიონის მოტანილი ჟურნალებიც.
P.S. ამ ერთი კვირის წინ, “ექს ლიბრისში” რუმინელი მწერლის ვასილე ერნუს ახალი წიგნი მომხვდა ხელთ. “დაბადებული საბჭოთა კავშირში” მაცდუნებლად ჟღერდა. მალევე წავიკითხე. არც დიდად საინტერესო აღმოჩნდა და მთარგმნელიც გვარიანად სცოდავდა, მაგრამ მაინც მომეწონა – ბავშვობა გამახსენა და კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული პოსტის დაწერაც დააჩქარა.
:) :) სასაცილო იყო :) თუმცა სევდიანიც არის. რა საშინლად მახინჯ გარემოში ცხოვრობდა ხალხი :(
LikeLike
სიმახინჯე უდაოდ, მაგრამ მე რაღაცები მაინც კარგად მახსენდება…
LikeLike
ისე, მე ვერ მოვესწარი მაგ პერიოდს :დ უცნაურია, მაგრამ არაფერი მახსოვს საბჭოთა საქართველოდან :)
LikeLike
უცნაურზე უფრო სასიხარულო მგონია მე…
საბჭოთა და კარგი ბევრი არაფერი იყო, მაგრამ რაღაცებს არა უშავდა.
LikeLike
კარგიც ჰქონდათ…
LikeLike
ჰქონდათ, რა თქმა უნდა.
უბრალოდ, ცუდი ბევრად მეტი იყო.
LikeLike
ცუდი ბევრი იყო, კე :(
სამწუხაროდ, .. იცი როგორ გამოვიდა? აი ხაჭაპურს რომ დაწვავ და საჭმელად რომ ვერ ივარგებს, არადა ხაჭაპურია კაცო, ყველაზე გემრიელი საჭმელი (ჩემთვის)
LikeLike
ეჰ… მეც მიყვარს ხაჭაპური :(
და ხანდახან დამწვარიც იჭმევა :)
LikeLike
მისტერ ჰეფნერ, უთხარით მოლი ბლუმს, რომ ეს ჟურნალი მხოლოდ კაცებისთვისაა :)
LikeLike
მისტერ ჰეფნერ, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ლორდ ვეიდერი ცდება – “ფლეიბოი” ჭკვიანი, მდიდარი, გემოვნებიანი მამაკაცების და მათი ქალების ჟურნალია…
LikeLike
ლორდ, მოლი, ნუ მაბნევთ, ეს უსამართლობაა… რა ვიფიქრო ახლა ლორდის კომენტარის მერე? ა? :ეჭვ:
LikeLike
რა არის აქ დასაეჭვებელი? “ფლეიბოის” მარტო მამაკაცები არ კითხულობენ. ახალი ამბავია?
LikeLike
კი, მე მეგონა რომ მარტო კაცები კითხულობდნენ…
აბა მაშინ რა გამოდის, ქალების ჟურნალი რომ არის “და ქალი”, იმას კაცებიც კითხულობენ? :0_o:
I’m shocked..
LikeLike
“და ქალი” არ ვიცი მე :)
ასეთ ჟურნალებს, გინდა ქალის იყოს, გინდა კაცის და გინდა – ანდროიდის, მაინც არ ვკითხულობ ;)
სხვათაშორის, ერთერთ ბოლო “ფლეიბოიში” სტივენ კინგის ახალი მოთხრობა დაბეჭდეს და საერთოდ, მანდ ახალი პროზაც ხშირია და საუკეთესო ბელეტრისტიკაც იბეჭდება.
LikeLike
რუსულ ფლეიბოიში?
აუ, მინდა… კინგზე მაბოდებს, “ნამბერ თუ” ფანი ვარ :დ :)
LikeLike
მახსოვს და იმიტომაც გითხარი, თორემ მანდ სხვა არანაკლებ საინტერესო ავტორებიც იბეჭდება.
LikeLike
http://en.wikipedia.org/wiki/Playgirl
LikeLike
სადღაც წავიკითხე, “ფლეიბოის” ეშხით დაიწყეს გამოცემა და მალევე ჩავარდაო…
LikeLike
ალბათ, კაცები უფრო აფასებენ ლამაზ ქალებს, ვიდრე ქალები – კაცებს :)
LikeLike
ფემინისტების გამოშვებული რას ივარგებდა…
LikeLike
უუუუუჰმნ…. რა ჟურნალია, იფ :დ :დ :დ
LikeLike
მანდ კინგი არ იქნება, ქევან :)
LikeLike
სამაგიეროდ სხვა რამეა :დ :პ
LikeLike
ნუ, ჰო… სხვა რამე – იცოცხლე…
LikeLike
ქალები კითხულობენ.
მამაკაცები – ათვალიერებენ. :)
LikeLike
:))))
სადღაც ესეც მართალია :)
LikeLike
ნამდვილად :)))))
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
მე “კოსმოპოლიტენს” არ ვკითხულობ, თუ კარგია :) :)
LikeLike
არც მე ვკითხულობ…
LikeLike
მართლა, ლორდი აქაა და ბარემ ვკითხავ: მაგის ბლოგზე გაზაფხული ხო მოვა? მოკლეკაბების დრო ანუ :დ :დ : დ (ნუ მე იმედი მაქვს პოსტები გაჩნდება და…)
LikeLike
ლორდმა, სულ არ წავსულვარ, მხოლოდ შვებულებაში გავედიო და რა ვიცი, მეც დიდი იმედი მაქვს…
LikeLike
ჯერ დაგროვდეს რაც თვითმფრინავიდანაა გასატანი :)
LikeLike
ლორდი დაბრუნდება!
LikeLike
aeee xlapushkebiiiii
He’ll be back…
LikeLike
ტერმინატორივით :)
LikeLike
ტერმინატორზე უკეთესი არაა? :დ
დარქ ვეიდერ :დ :დ :დ
LikeLike
პერსონაჟი ათასჯერ უკეთესია… სად ლუკასი და სად შვარცნეგერი. მაგრამ ვეიდერი თუ ბრუნდება, აღარ მახსოვს. ტერმინატორი ბრუნდება :)
LikeLike
სამწუხაროდ არ ბრუნდება :(
დართ სიდიუსი ბრუნდება, ვეიდერი – ვერა :(
http://wp.me/p1mSHJ-53
LikeLike
უახლოეს არდადეგებზე უნდა ჩავუჯდე ეპიზოდებს. გადმოვწერ და მიჯრით ვუყურებ. თითქმის არაფერი მახსოვს :(
LikeLike
თბილისში არიან ფანები – დარბაზის დაქირავებას აპირებდნენ და ყველა ეპიზოდის ნახვას. მეც მითხრეს ფბ-ზე მიპოვეს, მარა მაგდენს ვერ გავუძლებ-თქო. :) თუმცა, მგონი ჩაიშალა პროექტი.
მაგრამ კონკრეტულად ეგ ეპიზოდი არაა ფილმში. ეგ ე.წ. იქსთენდედ ვარსიაა – აი წიგნები რომ გამოვიდა და თამაშების სცენარები და ა.შ. მოკლედ ორიგინალ ვერსიამდე რაც ხდება და იმის შემდეგ.
LikeLike
მე შინ ვუყურებ. კომპიუტერში. ფინჯან ყავასთან ერთად.
“ომების” წიგნად წაკითხვა დიდი ხანია, მინდა. ვეძებ და ვერსად მივაგენი. ამას წინათ, “პარნასში” ვიპოვნე, ოღონდ ძალიან მოუხერხებელი ფორმატით იყო გამოცემული. ვერც ჩანთაში ჩაიდებ და ხელიც დაგეღლება. ნორმალურ ფორმატს მივაგნებ სადმე და წავიკითხავ.
LikeLike
რამდენია იცი? :) უთვალავი :)
თან გრძელდება და ისევ წერენ ახალ ეპიზოდებს. მთლიან ციკლს ვგულისხმობ.
მე არ წამიკითხავს, მაგრამ ბლოგისთვის ეპიზოდებს რომ ვწერდი მაშინ დამჭირდა მოკლე მიმოხილვა.
მაგრამ თავად იმ 6 ეპიზოდს რაც შეეხება – იქ მინიმუმ 1 ძალიან კარგი ავტორია – ლი ბრექეთი. კარგი ფანტასტია საკმაოდ.
LikeLike
ის ტელეხიდი კარგად მახსოვს :D ამხაბნაგი ივანოვაც, კმაყოფილი და ამაყი რომ აკეთებდა ამ განცხადებას :) გაოგნებული ამერიკელების სახეებიც(განსაკუთრებულად ერთი შინელსმაგვარი პალტოიანი ბიჭი დამამახსოვრდა) და არანაკლებ გაკვირვებული ჩემი თავი (ჩვენ მაშინ ,,მაგ ამბავს” სექსს არ ვეძახდით) :)
…საბჭოთა საქართველო…იყო მაშინ ბევრი ცუდი და ცოტა კარგიც,მაგრამ იცი მოლი,მე ეგ პერიოდი ცუდად მაინც არ მახსენდება.ალბათ იმიტომ, რომ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი-ნაკლები პრობლემებით, ლაღი ყოფით,ლამაზი ოცნებებით…
….უფ,ფიქრებმა გამიტაცა,ღიმილით მივშტერებივარ ეკრანს…:)რამდენი რამ გამახსეეენდაააა……….:):)
LikeLike
მაინცდამაინც და განსაკუთრებით ცუდად არც მე მახსენდება. ახალგაზრდა კი არა და პატარა ვიყავი მაშინ და პატარა რომ ხარ, ირგვლივ ყველაფერი კარგია :)
101 არხიანი ტელევიზია მაქვს შინ და ხანდახან ის ორი – მოსკოვი და თბილისი მენატრება.
კალათბურთის მატჩებს სამ კვირაში ერთხელ აჩვენებდნენ, პროგრამაში ვპოულობდი და ველოდებოდი. ახლა მთელი არხი მაქვს შინ, 24 საათი მხოლოდ კალათბურთია და თვეში ერთხელ თუ გადავრთავ…
LikeLike
როგორი ჭრელია სსრკ აქ !!
პირველი სურათი მომეწონა განსაკუთრებით.
მოგონებებით დაჩქარებულმა პოსტმა შემეცნებითი ფუნქცია იტვირთა ჩემს შემთხვევაში.
:))
LikeLike
მე სამივე სურათი მომწონს, ანი :)
კოლაჟები დავათვალიერე და საუკეთესოები ავარჩიე. თუმცა, დანარჩენებიც კარგია… პოსტის გადატვირთვას მოვერიდე, თორემ სხვებიც ივარგებდა.
LikeLike
არის რაღაც მოგონებები, როდესაც იმ ჯოჯხეთშიც კი სასიამოვნოდ ახსენდება ადამიანს, რა უცნაურია, ადამიანი ყოველთვის ეძებს დადებითს და იმას იმახსოვებს. მაგრამ ზოგჯერ, იმ ჯოჯოხეთსაც ივიწყებს და ეს უკვე პრობლემაა. ეს პრობლემა აქვს სწორედ ჩვენს “გულმავიწყ” საზოგადებას.
LikeLike
ადამიანის მეხსიერება შერჩევითია. მხოლოდ კარგს იმახსოვრებს… უფრო სწორად, კარგს ბევრად უკეთ იმახსოვრებს და არავინ იცის, ცუდია ეს თუ პირიქით. ალბათ, უფრო პირიქით.
მე წითელი ჯოჯოხეთი არ დამვიწყებია, მაგრამ რაღაც კარგი მაინც იყო და იმას ვიხსენებ ზოგჯერ. ჩემი ბავშვობის ქალაქში (ამას წინათ დავთვალე) ერთდროულად 11 კინოთეატრი მუშაობდა. ახლა მხოლოდ ერთია….
LikeLike
მეც მაქვს კარგი მოგონებები, მაგას ვერ ვუარყოფ :)
LikeLike
არც არის საჭირო უარყოფა :)
LikeLike
ყველა რომ გაჰკიოდა მართლაც რომ: საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა, აბა ჩვენ წეროებმა მოგვიყვანეს და კომბოსტოში გვიპოვეს? თუ სპეციალური “პრაბირკის” წყალობით გავჩნდით ამქვეყნად/
ყველაფერი იყო მაგრამ ყველაფერი დამალულად და ფარულად არსებობდა, ახლა რომ გაჰკივიან იმასთან ვარ და ამასთან ვარ – ახლა აღარ ეშინიათ. დემოკრატიაა.. ადრე არ იყო დემოკრატია და გარყვნილების გამო სჯიდნენ , ამიტომ უმრავლესობა ვითომ ქალიშვილი იყო :))))))
მოლი საინტერესო პოსტია.. და საერთოდ რა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ხოლმე, შენს პოსტებს უნდა ბოლოში მიაწერო წინასწარ: “ჯესის თქმით ეს კარგი პოსტია”
LikeLike
მშვიდობაში ახალი ავატარი :)
მადლობა :) ოღონდ, მე მაინც მირჩევნია, შენ მიაწერო ხოლმე :)
ასე უფრო ლამაზი გამოვა…
LikeLike
მადლობა ავატარის ხსენებისათვის :))
კარგი იყოს როგროც შენ გენებოს ^_^ მივაწერ ხოლმე :))))
LikeLike
გამახარებ :)
LikeLike
ჰეჰე, რა გამახსენდა, არამგონია მთლად ზუსტად შეეხებოდეს, მაგრამ მაინც, ერთი მუსულმანური ანდაზით:
“ფარულად ჩადენილი ცოდვა სახალხოდ ჩდენილ სიკეთეზე უკეთესიაო”, ეს გულისხმობს ალბათ იმას, რომ ყველაფერის სახალხოდ გამოფენა არაა კარგი : )
LikeLike
აქ, ალბათ, ის იგულისხმება, რომ სახალხოდ ჩადენილ სიკეთეს ფასი არ აქვს…
LikeLike
ხო სიკეთე ფარულად უნდა კეთდებოდეს
თორემ ცოდვა სიკეთეს კი არ სჯობს.
პ.ს. არტეკი მახსენდება,ძალიან მინდოდა იქ წასვლა და გაგრა თავისი ფიჭვნარის სურნელით(,პიონერის ყელსახვევი რომელიც ვეღარ გავიკეთე,პარადი ყოველ 1 მაისს სადაც მამას სულ დავყავდი და 20კაპიკიანი გლიასე))
LikeLike
ცოდვა ცოდვაა, გინდა ფარული, გინდა სახალხოდ ჩადენილი.
აი, სახალხოდ გაკეთებული სიკეთე მთელს თავის ღირებულებას კარგავს.
რძის კოქტეილი გამახსენდა გლიასეზე. 10 კაპიკი ღირდა და ყოველთვის ორ ჭიქას ვსვამდი ხოლმე.
მაკდონალდსის კოქტეილი ახლოსაც ვერ მივა.
LikeLike
როგორ მენატრება გლიასე ვერ წარმოიდგენ,ჩვენთან გასტრონომში მაგ სექციაში გამყიდველს დღემდე ვახსოვარ,ეხლაც კი მცნობს და მეუბნება დღეში 7ჯერ სვამდიო)))
LikeLike
მულტფილმები?
არავინ მითხრას, რაც დღეს გადის ტელევიზორში, ძველს ჯობიაო.
LikeLike
მე გეტყვი :)
რასაც დღეს აკეთებს დისნეი ან WB არაა უარესი იმაზე, რასაც ადრე აკეთებდნენ. საკაიფო ანიმაციები აქვთ. და სხვა სტუდიებიც. სრულმეტრაჟიანები რაც გამოვიდა ამ ბოლო დროს ძალიან სახალისოებია.
LikeLike
ტვ-თი რომელი სრულმეტრაჟიანი გადის?
სათამაშოები, საშობაო ზღაპარი და პიქსარის ანიმაცია არ ითვლება. არც დისნეის კლუბი – ბავშვობაში მაგასაც ვუყურებდი და კვირა არ გამომიტოვებია.
გრენდაიზერი და კონანი ჯობია ძველ მულტფილმებს? ქართულ არხებზე რასაც აჩვენებენ, დალაგებული არც ერთი არ არის, “დეტსკი მირის” პროგრამასთან ახლოსაც ვერ მოვლენ.
LikeLike
პიპო და პაპო,კარლსონი,ჩებურაშკა რა ვქნა დღემდე მიყვარს..
LikeLike
მეც მიყვარს და რა ვქნა ახლკა, პიქსარი თუ უკეთესს იღებს. მე მაინც ძველი მირჩევნია, თუმცა კარგ ახალსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.
LikeLike
ახლა ისე გამოგივიდა სასტავი რომ ამბობს აი, მოსკოვის ნაყინი რო იყო – ეგეთი ახლა არააო :)
მაქშეიქი მაგრად საკაიფოა. :)
მოსკოვის ერთი ქალები იყო მართლა კონკურენტუნარიანი სხვა ყველაფერი ტრადიციული სავეტსკი ნაგავი იყო. :) ცოტა უკეთესი სხვა რესპუბლიკების ნაგავთან შედარებით.
LikeLike
მაქშეიქი ძალიან მიყვარს. მაკდონალდში სხვას თითქმის არაფერს ვეკარები. მაქშეიქს და ნაყინს.
მე მოსკოვს კი არ მივტირი, ლორდ. ჩემი ბავშვობის პლომბირს და კოქტეილს ვიხსენებ. გემრიელი იყო ძალიან. დღეს სხვა გემრიელობებიც ვიცი და გასტრონომიული კუთხით რომ შევადარო, იქნებ დღევანდელიც ჯობდეს (იქნებ კი არა და აჯობებს), მაგრამ მე ის ძველი სუსნები განსაკუთრებით ტკბილად მახსოვს.
LikeLike
ლორდ მაქშეიქი გლიასესთან ვერ მოვა,იმის გემო ეხლაც მახსოვს))
თუმცა ბევრი რამ რომ ნაგავი იყო ამას არ უარვყოფ.
LikeLike
აი, მეც ზუსტად ასე მახსოვს ჩემი კოქტეილი…
LikeLike
ეგ სხვა მომენტია.
მე, მაგალითად, ივერიის ქვეშ რომ ზაბეგალოვკა იყო, ჩემი მეგობარი “ტაშნილოვკას” რომ უძახდა იქ აღებული ჩებურეკი და ჟიგულიოვსკი პივაც გემრიელად მახსენდება…
არადა, ვიცი, რომ უკიდურესი საზიზღრობა იყო :)
LikeLike
აჰა :) ჩვენც მანდ ვართ :) ოღონდ, ჩემი კოქტეილი და ანგელოზის გლიასე საზიზღრობა არ იყო :)
LikeLike
ისე ახლა ზუსტად Sci-Fi “პალასაზე” ვარ. დილიფ დიქი გადმოვქაჩე ბლომად ქინდლში და ვკითხულობ.
ბევრი რამე წაკითხული კი მქონდა, მაგრამ ვიხსენებ.
LikeLike
ბოლო საიენს ფიქშენი ერთი კვირის წინ გადავიკითხე – საიმაკის всякая плоть – трава.
შინ პრეტჩეტის და ჟელიაზნის ქართული თარგმანები მიდევს და ჯერ ხელი ვერ მოვკიდე. ნუ, ეს უფრო ფენტეზია. გადაკითხვით ახლა შეკლის იუმორისტულ ფანტასტიკას გადავიკითხავდი.
LikeLike
საიმაკიც ბლომად მაქვს წაკითხული.
მაგის “სითი” მიყვარს. ქალაქი ან ზოგჯერ ძაღლებად თარგმნიან – ძაღლების ცივილიზაცია როა…. მართლა ძაან მაგარია.
ნუ ამბერის ქრონიკები – TLOTR-ის დონის ციკლია. ეგ და კიდევ ურსულა – ფენტეზის დედ-მამა :)
LikeLike
საიმაკი ჩემ ტოპ-სიაშია. გემრიელად წერს. რაღაცნაირად მშვიდი რომანები აქვს.
ჰო, ამბერის ქრონიკები :) ილიაუნის გამომცემლობამ თარგმნა პირველი ნაწილი და დანარჩენებიც იქნებაო.
ურსულა უმაგრესია :)
LikeLike
კლასიკური ექვსეული არ არსებობს, ლორდ? გაგრძელებების და პაროდიების და იმიტაციების გარეშე.
LikeLike
კი არსებობს. მაგრამ მანამდე რა იყო და მერე რაა ეგეც საინტერესოა. :)
პაროდიები არა. პაროდიები ცალკე ამბავია – კოსმიური კვერცხები არი ეგეთი საკაიფო პაროდია მელ ბრუქსისაა, მგონი :)
ეგ ოფიციალური ვერსიებია – მამა-მარჩენალთან შეთანხმებული. :) Lucas Arts approved :)
LikeLike
კოსმოსური კვერცხიი :) მეორე არხი ახალი ჩართული იყო, მაშინ ვნახე მანდ. რაც მე ვიცინეეე….
LikeLike
სექსის არ ვიცი, მარა სექსუალური განათლება მგონი არ ჰქონდათ. სხვათაშორის ჩვენთან რაც ხდება ეხლა მგონი იმ დროის გადმონაშთი უფოა ვიდრე ფსევდო რელიგიურობა. : )
LikeLike
მთლად სრული განათლება არც ახლა გვაქვს…
LikeLike
სექსუალური განათლების რა მოგახსენოთ, ჰორმონალური ქორწინებები მაინც ვერ მოვიშალეთ და…
LikeLike
კიდევ დიდხანს ვერ მოვიშლით…
LikeLike
ჰორმონალური ქორწინება რაა? :0
LikeLike
ქალი რომ გინდა და ცოლი მოგყავს. ერთი თვით.
LikeLike
ეგ ქრისტიანული ქორწინებაა. რომ ცოდვაში არ ჩადგე.
LikeLike
ჰო, და ერთი თვის შემდეგ ჰორმონალური შეტევა გაგივლის და აღმოაჩენ, რომ ცოლი ღრმად მოგბეზრდა და იმასაც მობეზრდი და საერთოდ, ოჯახი მარტო გართობა და სახლობანას თამაში არ ყოფილა და პირველ რიგში შრომა და პასუხისმგებლობაა და შენ ამისთვის მზად არ ხარ…
და რჩება ორი გზა – ან გაშორდე ან ეს მობეზრებული მეუღლე ითმინო.
სამაგიეროდ, ცოდვა არ ჩაგიდენია.
LikeLike
ეგ ქრისტიანული ქორწინება არაა, ეს ფსევდორელიგიური ქორწინებაა.. ქრისტიანობა აღიარებს ხორცისა და სულის კავშირს, ერთად, ანუ იდეალ :)
და გარიგება და ე.წ. ბიზნესქორწინება როდიდან გახდა ქრისტიანული, ჰათ? :დ
LikeLike
გარიგება რა შუაშია, ქევან? აქ სხვა ქორწინებას განვიხილავდით :)
LikeLike
კოლაჟები მომეწონა… ტელეხიდი არ მახსოვს, არც მინახავს, სხვებისგან მსმენია ხშირად. ეგ პერიოდი კი ცუდად არც მე მახსენდება, ნატალიასი არ იყოს, მეტისმეტად ახალგაზრდა და ლაღი ვიყავი…
LikeLike
სულ მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი შეგნებული თვე საბჭოთა პერიოდში გამეტარებინა და 37 მანეთიან ბილეთებზე და ა.შ. საკუთარი, სუბიექტური შეხედულება მქონოდა. ან მომნატრებოდა, ან არა.
LikeLike
37 მანეთიანი ბილეთი სუფთა კაცური მომენტია. შენ ვერ მოგენატრებოდა. :)
LikeLike
არც მომნატრებია :) უბრალოდ, თმაშევერცხლილი “მარად ჭაბუკი” კოლორიტი ძია-კაცები ყველაზე ხშირად მაგ ბილეთს ახსენებენ ხოლმე :)
LikeLike
შენ რა ყველას მაგივრად მპასუხობ :) ვინც ინატრა, ნეტავ მენახაო, იმას განვუმარტე. :)
ისე, ახლაც რომ ღირდეს ბილეთები 37 ევრო თუნდაც არ ვიტყოდი უარს. ტრაბზონშიც კი ვერ ჩაფრენილხარ მაგ ფასად.
LikeLike
უჰ, მეგონა, მე მითხარი.
ნაყინი ოცი თეთრი, კინოს ბილეთი – 25 თეთრი და ასე შემდეგ… კინოში და წიგნის მაღაზიაში სკოლოს ბუფეტიდან მორჩენილი ხურდებით დავდიოდი.
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
მართლა საინტერესოა, თანამედროვე ადამიანის იმპრესიები. მე ის დრო მახსოვს და მეტ-ნაკლებად სუბიექტური ვარ. აი, ვინც არ მოსწრებია, იმას რომ შეახედა თუნდაც ერთი თვით… მართლა საინტერესო იქნებოდა.
LikeLike
ისე, ეგ პლაკატები რომ დავდე ჩემს ბლოგზე, მაშინაც ვიფიქრე, რომ ეგ გოგო მატარებელში ვერა ბრეჟნევას გავს :) ეტყობა, მუზა იყო :)
LikeLike
შენ სხვა პლაკატები გედო ბლოგზე, ლორდ :) ეს აი ნოუ :) იქ მატარებელი კი არა, თვითმფრინავი იყო :)
LikeLike
ეგ პლაკატი არ ამიტვირთია, მაგრამ ხომ ვნახე :)
მანდ მატარებელია და იქ თვითმფრინავი. მე მაგ მატარებლიან პლაკატს ვგულისხმობ. :)
LikeLike
ჰო, აქ ნამდვილად ჰგავს.
LikeLike
უი ლოოორდ, ვერა ბრეჟნევა ჩამოდის :დ :დ :დ
შენთვის უსვრია ავრორას… არ მიდიხარ კონცერტზე? შორიდან მაინც ნახო :დ
LikeLike
წუხელ ვნახე პლაკატი… ლორდ, მართლა ასე მოგწონს?
LikeLike
she is so sexual and hot … :d :d :d
LikeLike
http://wp.me/sBTza-breznevs
LikeLike
რა, არა?
ისე, ვიაგრას სხვა გოგოებიც არანაკლებ სეხსუალურები არიან… მაგრამ რას ვიზამთ, …
LikeLike
ანა სედაკოვას ძუძუები ♥
LikeLike
:))))) მე სექსუალობა სულ სხვანაირად მესმის :)
LikeLike
გახსენით თემა.. გახსენით დარაბები :დ :დ
LikeLike
ისე, ძუძუებზე მაქვს მე დრაფტი… დაუმთავრებელია.
LikeLike
ვაიმე, ჩქარა დაამთავრე…. ეგ როგორ დაგვიმალე?
LikeLike
ვინც დახატა იმას მოწონს. :)
ძალიან სტანდარტული ბლონდია. მე უფრო არასტანდარტული გარეგნობა მომწონს.
LikeLike
მეც ეს ვთქვი. სტანდარტულია.
LikeLike
არასტანდარტული, ეს ფორმებში ხო?
LikeLike
არა, ფორმა არ მიგულისხმია. სტანდარტულია იმიტომ, რომ შინაარსისგან დაცლილი ფიგურაა. მეტი არაფერი. მხოლოდ ექსტერიერი. რაც თავისთავად არაფერს ნიშნავს.
LikeLike
დიდი ხანია, ამ ბლოგს ვკითხულობ და რა ვიცი რა ვთქვა. მართლაც კარგი მიმართულება გაქვთ, ძალიან ბევრი რამის გაგება შეიზლება. საბჭოთა პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, ცუდიც ბევრი იყო და კარგიც. ამ შარჟებმა კი გამახალისა ძალიან. :)
LikeLike
მადლობა :) ასეთი შეფასება განსაკუთრებით მახარებს. მიმართულება არც თუ რეიგინგულია, მყვირალა და სკანდალურ თემებზე არ ვწერ, ამიტომ თემატიკის აღნიშვნა და მოწონება ორმაგად მახარებს :)
LikeLike
სკანდალური და ვიტომ-სკანდლური თემები და ბლოგები იმდენია, ვერ დათვლით, მაგრამ გემოვნებიანი მკითხველისთვის ფასეული სულ სხვა რამეა.
LikeLike
მეც ასე ვფიქრობ და ბლოგსაც ამის მიხედვით შევურჩიე მიმართულება.
აქ გემოვნებიან მკითხველს ველოდები :) არც ისე ცოტანი ვართ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
LikeLike
@მოლი ბლუმი
რავიცი, გარიგება ზოგადი სახელია და დამცდა :დ :)
LikeLike
გარიგება ცალკე პრობლემაა :) ჰორმონალური ქორწინება ბევრად უარესია…
LikeLike
me verasdros vigrdznob am monatrebas, magram vxxvdebi rogori monaatrebacaa, albat iseti, chven 90-ianelebs damwvari saburavebis suni rom gvagrdznobinebs da xandaxan santa barbaras yurebasac rom ar vitakilebt, ogond bavshvoba davabrunot, tundac mteli tavisi sinacrisfrit
LikeLike
ზუსტად ეს არის, ფსიქე :)
დამწვარი საბურავები, სანტა-ბარბარა, ახალგახსნილი მეორე არხი და სერგი გვარჯალაძე, რადიო ფორტუნა, ქრონიკული უშუქობა და ნაცრისფერი თბილისი…
მაგრამ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ამიტომ იყო უკეთესი.
LikeLike
რა მაგარ დროს აცდი…
წარმოიდგინე, დედაშენი გაგათხოვებდა და მზითვებად გაგაყოლებდა ვეფხისტყაოსანს, ყანწებსა და ჭადრაკს. :)
LikeLike
ფსიქეს კიდევ მაგის თქმა უნდა, ლორდ? :)
LikeLike
იცოდეს სიმართლე!
LikeLike
ფსიქე ბლოგოსფეროს ცოცხალი კლასიკოსია :)
LikeLike
ეგ ადრინდელი ფსიქე იყო, სანამ ჩამოინგრეოდა.
დღევანდელი ფსიქე იმ ფსიქეს ასლია. ისევე განსხვავდება, როგორც ფილმი-რიმეიქი განსხვავდება ხოლმე ორიგინალი ვერსიისგან. :)
ეს ნანახი გაქ? http://wp.me/pBTza-M3 :)
LikeLike
ჩემთვის არ ჩამონგრეულა და მისი უკაცრიელი ბლოგი ბლოგოსფეროს რეიტინგულ, ორიგინალურ და ექსკლუზიურ ნაგავს (და იმას, დიდ ავიაციაში რომ გროვდება ხოლმე) ათასჯერ მირჩევნია.
LikeLike
აი რა ვთქვა ახლა ამის წამკითხავმა :”> ბედნიერი ვარ, რომ ერთი, მაგრამ ასეთი კარგი მკითხველი მყავს :)
LikeLike
ერთი რატომ… შენ მკითხველი არ გაკლია, ფსიქე. შენ ოღონდ დაწერე და…
LikeLike
ანუ, ვიგულისხმე, მთავარია ვინ კითხულობს და არა რამდენი კითხულობსთქო :დ
LikeLike
დანქე :) შენ ყველა გემოვნებიანი ბლოგერი გკითხულობს :)
LikeLike
და მზითვის წიგნსაც :) არის ასეთიც :დ
LikeLike
ოღონდ, ხელით გადაწერილი…
LikeLike
მაგას “საჩივართ დავთარი” ერქვა. ქმარი შიგ წერდა პრეტენზიებსა და შენიშნვებს და თუ ბევრი დაგროვდებოდა, მერე მიუბრუნებდა ქალს დედამისს.
LikeLike
ჯერ მზითვის წიგნი, მერე – საჩივრების, ბოლოს – განაჩენის :)
LikeLike
უი… მოდერაცია გაიჩითა :)
+1
LikeLike
ჯეოპარდია, დღეს :) დილიდან საღამომდე მოდერაცია იქნება ჩართული, თორემ სხვა დროს რაში მჭირდება ;)
LikeLike
საბჭოთა ბავშვი ვიყავი, ბედმა გამიღიმა, არც საბჭოური ყაიდის ოჯახში ვიზრდებოდი, ისეთ სკოლაშიც ვსწავლობდი, მოსწავლეების კომკავშირში მიღება ავიწყდებოდათ… პარადი რა იყო არ ვიცოდით. ავღანეთის ომის დაწყების დღეს, დამრიგებელმა გვითხრა: წუთიერი დუმილით მივუსამძიმროთ ავღან ხალხსო… ვიცოდით, ჭუჭყიან კედლებიან აკვარიუმში რომ ვცხოვრობდით, ამიტომაც ნებისმიერ ჭუჭრუტანას ვეშურებოდით, საიდანაც თავისუფალ მუსიკას მოვისმენდით, დიდ ლიტერატურას წავიკითხავდით… ჩემს გარშემო ასე იყო. მიუხედავად ხუთოსნობისა, არტეკში წადიო, არ მეტყოდნენ.
თავს უბედურად არ ვგრძნობდით, მიზანი გქონდა, ჯერ აკვარიუმის კედლები გაგვესუფთავებინა და სინათლე დაგვენახა. მერე აკვარიუმის კედლებისთვისაც დაგვეღწია თავი.
სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს-მეთქი, ტყუილს ვიტყვი. შინაგანად იგივე გრძნობა მაქვს. პირიქით, მაშინდელი შინაგანი თავისუფლების შეგრძნება უფრო მძაფრად მახსოვს. ალბათ იმიტომ რომ მის ფასს უფრო მწველად ვგრძნობდი.
LikeLike
ძალიან გაგმართლებია, ნატო… ჩემს ბავშვობაში ყველაფერი იყო – აღლუმიც, პიონერის ყელსახვევიც, აკვარიუმიც… კიდევ კარგი, ოჯახმა მაინც არ დამაღალატა :)
LikeLike
ხო აბა სექსი არ არსებობდა და ბაბუების თაობა პილმენის საჭმელად დაფრინავდა მოსკოვში.:D :D :D
LikeLike