დარწმუნებული ვარ, დეტექტივების მოყვარულ მკითხველს სათაურის დანახვისთანავე ერთი კონკრეტული ასოციაცია გაუჩნდება და გაახსენდება, რომ მანჰეტენზე, დასავლეთის #35 ქუჩაზე ცხოვრობს ჩამრგვალებული, ჭამა-სმასა და ორქიდეებზე შეყვარებული კაცი, სახელად ნირო ვულფი. ის მთელ დღეებს კაბინეტში ატარებს, კამიუს “დაცემას” და ჰომეროსის “ილიადას” კითხულობს, გარეთ გამოსვლას ვერ იტანს, ხოლო ყოველგვარი ტრანსპორტი ფანატიკურად სძულს. თუ მაინცდამაინც გარისკა და ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა, საჭესთან აუცილებლად მისი მარჯვენა ხელი, შეუცვლელი თანაშემწე, პირადი მცველი და უამრავი სხვა ფუნქციის შემთავსებელი არჩი გუდვინი უნდა იჯდეს. ყოველდღე, რამდენიმე საათით ვულფი სახლის სახურავზე, ორანჟერეაში, თავის საყვარელ ორქიდეებს სტუმრობს და ერთადერთი, ვისაც ამ დროს მასთან საუბარი შეუძლია, მებაღე თეოდორ ჰორსმანია. ასევე არ გირჩევთ, დახვეწილ გურმანს მაშინ ესტუმროთ, როდესაც ის პირადი მზარეულის – ფრიც ბრენერის მიერ მომზადებულ კულინარიულ შედევრს აგემოვნებს.
ვულფი ყველაზე ზარმაცი ადამიანია ამქვეყნად – დროის დასაზუსტებლად კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ თავის მიბრუნებაც კი ეზარება. გუგულის როლს ისევ და ისევ ერთგული არჩი გუდვინი ასრულებს ხოლმე. დღის განმავლობაში ვულფი უზომოდ ბევრ ლუდს მიირთმევს და ბოთლის თავსახურებს გულმოდგინედ აგროვებს; თამბაქოს სუნს იმდენად ვერ იტანს, რომ საკმარისია, მის კაბინეტში სიგარეტს მოუკიდოთ, ჰონორარის თანხას მაშინვე ორიოდე ნული ემატება. ერთი სიტყვით, ჩერნოგორიაში დაბადებული ამერიკის მოქალაქე ნირო ვულფი იოლად და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანთა რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და არც არის გასაკვირი – ის ხომ ერთ-ერთი უდიდესი დეტექტივია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე წიგნის ფურცლებზე უცხოვრია…
ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვულფი შერლოკ ჰოლმსივით ოთხზე დაცოცავს სამხილების მოსაპოვებლად, ლუ არჩერივით იარაღს ატრიალებს, პერი მეისონივით საფრთხეში იგდებს თავს ან მისს მარპლივით სტუმრად დაიარება ცხელ-ცხელი ჭორების მოსასმენად და ანალიტიკური დასკვნების გამოსატანად. ნივთიერი მტკიცებულებების, მოარული ხმების, ეჭვმიტანილთა მარშრუტების და საქციელის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ის პროფესიონალი მაძებრებისგან შემდგარი ჯგუფის საშუალებით იღებს – ყველაზე რთულ დავალებებს საულ პენზერი ასრულებს – უმაღლესი კლასის დეტექტივი და გუდვინის მუდმივი პარტნიორი პოკერში; მეორე ადგილზე ფრედ დარკინია, რომელსაც კვალში ჩადგომასა და თვალთვალში ვერავინ შეედრება; თუ საქმე ქალის გულის მონადირებას და მისთვის თავბრუს დახვევას შეეხება – აქ უკვე ორი კეტერს არ ჰყავს ბადალი.
ამ სამეულის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არჩი გუდვინის ხელში გაივლის და ნირო ვულფის მაგიდაზე ხვდება, რომელიც, სავარძელზე ნებიერად გადაწოლილი და თვალმინაბული, ხან ჰარვარდის კურსდამთავრებულების მკვლელობის საქმეს იკვლევს, ხან – წითელი ზარდახშის საიდუმლოს, ხან – ცნობილი მილიონერის მკვლელებს უდგას კვალში, ზოგჯერ კი არც მთავრობისათვის მუშაობაზე ამბობს უარს და ძველი მეთაურის – პოლკოვნიკ რაიდერის მკვლელობის გამოძიებაში ებმება…
ნირო ვულფის მიერ გახსნილი ყველა საქმის გახსენება მეტისმეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, მარცხს არასოდეს განიცდის ფანტასტიური ალღოს, გენიალური ინტუიციის და ჩვეულებრივ მოკვდავისათვის მიუწვდომელი ჭკუა-გონების წყალობით. იქნებ, სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ერთი ყოვლად ფანტასტიკური, დაუჯერებელი და ჯერჯერობით დაუსაბუთებელი თეორია, რომლის მიხედვითაც ვულფი შერლოკ ჰოლმსისა და “ჭეშმარიტი ქალის” – აირენ ადლერის შვილია…
ასეა თუ ისე, ყველას, ვინც კი დახმარებისათვის ამ არაორდინალურ დეტექტივს მიმართავს, შეუძლია, ბოლომდე ჰქონდეს მისი პატიოსნების, ერთგულების და ურყევი პრინციპულობის იმედი – ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ნირო ვულფს სიტყვისათვის ეღალატოს…
აი, ასეთია ის – რექს სტაუტის მიერ შექმნილი პერსონაჟი, ჩერნოგორიელი ჯაშუში და ჯარისკაცი, ამერიკელი მოქალაქე და დეტექტივი, ქალებისა და ავტომობილების მოძულე, ლუდისა და ყვითელი ფერის მოყვარული, ორქიდეების ტრფიალი და, უბრალოდ, ძალიან ჭკვიანი და წესიერი ადამიანი – ნირო ვულფი. ნუ შეგაშინებთ მისი ექსცენტრულობა, უკმეხობა და ჯუჯღუნა ხასიათი – მას ყველაზე ჩახლართული საიდუმლოს გახსნა და ნებისმიერი ჩიხიდან გამოსავალის პოვნა ძალუძს…
მაშ, იცნობდეთ და გიყვარდეთ – ნირო ვულფი მუდამ თქვენს სამსახურშია!
სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამ გმირის შესახებ. სამაგიეროდ ახლა მეცოდინება.. რატომ არის კარგი დეტექტივეი ხალხისგან რაღცნაირად გარიყული,უცნაური ხასიათის მქონე ადამიანები, არაკომუნიკაბელური.. გინ დ წიგნებში და გინდ ფილმებში ყველაზე კარგი დეტექტივები ძალიან უცნაური ხალხია..
რათქმაუნდა, მშვენიერესი პოსტია… წიგნის წაკითხვის სურვილს წარმოშობს ^_^
LikeLike
ჰოლმსი იყო უცნაური, ვულფიც… პუარო და მარპლი ნაკლებად :)
მადლობა მადლობა :)
LikeLike
პ.ს. დილა მშვიდობისა მოლი :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, ჯესი :)
LikeLike
ძალიან საინტერესოდ აღწერე,პირდაპირ წაკითხვა რომ მოგინდება.
დეტექტივი–ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ჟანრია.
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
მადლობა :)
დეტექტივებზე დიიიდი პოსტი მაქვს. ჩემი
საუკეთესო ოცეული შევადგინე.
http://wp.me/p1gQ1e-7N – თუ შენი საყვარელი ჟანრია, დაგიანტერესებს…
LikeLike
კი,წავიკითხე ის პოსტიც,ბრწყინვალედ არის დაწერილი,
შენი ჩამონათვალიდან რამოდენიმე არ მაქვს წაკითხული,და ალბათ იმათაც მოვიძიებ.
ჩემი ბავშვობის კუმირი იყო შერლოკი,მასთან თავს ვაიგივებდი ზოგიერთ სიტუაციაში,დედუქციაში ჩემს თავს გამოცდას ვუტარებდი ხოლმე…კარგი იყო
LikeLike
მადლობა :)
ჰოლმსი ჩემთვისაც პირველია. დედუქციის მეთოდის გამოყენებას და მკვლელის მაძებარზე ადრე დაჭერას ახლაც ვცდილობ, მეტ-ნაკლები წარმატებით, რა თქმა უნდა…
LikeLike
პოსტი კარგია, მაგრამ ნირო ვულფი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგას ჩემი გურმანი და რუხი უჯრედების “ოსტატი” ერკიულ პუარო მირჩევნია… პუარო პირველია, ნირო მისი იმიტაციაა : ) კლონები არ მიყვარს რა :დ :დ
LikeLike
სტაუტი და ვულფი ბევრს არ მოსწონს.
და რატომ იმიტაცია? არანაირად არ არის იმიტაცია. აბსოლუტურად თვითმყოფადი პერსოაჟია და წერის მანერაც აბსოლუტურად განსხვავებული აქვს სტაუტს.
LikeLike
ბევრს? მართლა? არ ვიცოდი..
არა რა არის იცი? ზოგი შტრიხი ემთხვევა: გურმანობა (პუარო ისეთი პეწენიკი გურმანია, ნუ იტყვი რა), სიზარმაცე (შერლოკასავით არც პუარო დარბის არსად, მთავარია მოუტანო ფაქტები და ანალიზს ჩაკეტილ ოთახშიც კი გამოიტანს), ორივე ფიზიკურად სიმპატიური არაა, ანაზღაურებაზე ორივეს ერთნაირი დამოკიდებულება აქვს თითქმის და ა.შ.
თუმცა განსხვავებაც არის: ნირო უფრო უხეშია, პუარო კი ზრდილი ჯენტლმენია…
მაგრამ მაინც რა, გული ვერ დავუდე ამ კაცს :)
LikeLike
კი, ბევრს. სტაუტი ისეთი პოპულარული არ არის, როგორც პუარო ან ჰოლმსი.
რაც შეეხება მსგავსებას – პუაროს გურმანობა ახლოსაც ვერ მოვა ვულფთან. კრისტისთან კულინარიული ხაზი მხოლოდ შტრიხია, სტაუტთან – ერთერთი ძირითადი მიმართულება.
ვულფი თითქმის არასოდეს გადის სახლიდან. უიშვიათესად გამონაკლის შემთხვევებში. სტაუტი ამას განსაკუთრებით აღნიშნავს.
ჰონორართან დამოკიდებულებაში რა იგულისხმე, ვერ გავიგე და არც გარეგნობაა ის თემა, იმიტაცია რომ გაფიქრებინოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, იმისი მტკიცება, რომ ვულფი პუაროს იმიტაციაა, აბსოლუტურად არასწორია.
LikeLike
მაგრამ როგორც დეტექტივის მოყვარული, ვგუობ ამ კაცს და არ მაქვს გადამლაშებული დამოკიდებულება (არც უარყოფითი, არც დადებითი).. არი რა, ხოდა ვართ მე და ნირო ასე :დ :დ :დ ის თავისთვის, მე ჩემთვის…
LikeLike
აჰა. ალბათ, არ იცის, იმიტაციად და კლონად რომ მოიხსენიებ.
LikeLike
ეგ ჩემი დამოკიდებულებაა ნიროს მიმართ და ვხსნი თუ რატომ არ მომწონს, თორემ არ შემხვედრია ვინმე კრიტიკოსს ან რეცენზეტს ვულფი პუაროს კლონად ეღიარებინოს.
LikeLike
შენ თქვი რამდენიმე კომენტარით ადრე – პუარო პირველია, ნირო მისი იმიტაციაა- ო.
იმიტაცია რატომ იყო, ვერ გავიგე, თორემ რომ არ მოგწონს, ეს ლიტერატურული გემოვნების საქმეა და ამაზე დავა, ზოგადად, არც ღირს და არც დამიწყია.
არც მე შემხვედრია მსგავსი მოსაზრება. არც სხვისი და რაც მთავარია, კრისტისაც კარგად ვიცნობ და სტაუტსაც და აბსოლუტურად სხვადასხვა სტილია.
LikeLike
ჩემს საყვარელ გოდორას ნუ გამილანძღავთ, რააა :)
LikeLike
არა, რას ამბობ :) ამ ბლოგზე ნიროს ვინ დაჩაგრავს :)
LikeLike
ისე კარგად აღწერე, რომ წაკითხვაც აღარ არის საჭირო. :)
LikeLike
მადლობა :) მიხარია, რომ მოგეწონა :) მაგრამ მე ზუსტად იმიტომ ვწერ, რომ ჩემი სტუმრები დაინტერესდნენ და წაიკითხონ :)
LikeLike
აუ, რა კარგია :)
მეც მომინდა ასეთი პოსტის დაწერა, რომელიმე პერსონაჟზე :)
LikeLike
რა საინტერესო იქნებაა…. აუცილებლად დაწერე :)
LikeLike
ვნახოოთ :)
LikeLike
მთავარია, არ დაგეზაროს :)
LikeLike
ოოო ძალიან საინტერესო პოსტია <3
და ეს კატეგორიაც "პირადი ბიბლიოთეკა" საინტერესო უნდა იყოს :))
LikeLike
მადლობა…
იმედი მაქვს, საინტერესოა..
შენ ლაიქებს პრინციპულად არ ცნობ? არადა, შავ-თეთრი ავტოგრაფი ლამაზი იქნებოდა..
LikeLike
როგორც იქნა, მოვაღწიე, მოლი… ვიცოდი, რომ დღეს ახალი პოსტი იქნებოდა და იმედიც არ გამცრუებია… ნირო ვულფი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟია, პუაროზე ბევრად უფრო მიყვარს :)
LikeLike
მადლობა, მერი :) მეც ორივე მიყვარს. თან ისე, რომ ერთმანეთს არც შევადარებ :) ან რა საჭიროა შედარება. “აღმოსავლეთის ექსპრესიც” შედევრია და “ძალიან ბევრი მზარეულიც”.
LikeLike
თუმცა, უნდა გამოვტყდე, პუაროც ძალიან კარგია :)
LikeLike
კარგი კი არა, ფანტასტიურია…
LikeLike
მისს მარპლი მიყვარს :) ინგლისელებმა მთელი სერიალი გადაიღეს, კარგი საყურებელია, მსუბუქი და თავშესაქცევი… უპრეტენზიოც…
LikeLike
ბავშვობიდან მახსოვს, მოსკოვის პირველ არხზე შაბათ საღამოობით აჩვენებდნენ მისს მარპლის და პუაროს სერიებს. “სიკვდილი ნილოსზე” მახსოვს და კიდევ “three act tragedy”. მართლა კარგი იყო…
LikeLike
სხვათაშორის, ნიროზეც არის სერიალი, სამწუხაროდ, არსად წავწყდომივარ, სიამოვნებით ვნახავდი :)
LikeLike
არც მე მინახავს. ერთადერთი სერიალი, რომელიც ბოლო ხანს ვნახე და ძალიან მომეწონა, ახალი “შერლოკია”.
LikeLike
გულწრფელად გეტყვი დეტექტივებზე პირველი ყოველთვის ერკიულ პუარო მახსენდება, მერე მის მარპლი, მერე შერლოკ ჰოლმსი, მერე კომისარი მეგრე.
ან პირიქითაც შეიძლება. არ ვიცოდი მისტერ ვულფის შესახებ არაფერი. :(((
LikeLike
კრისტი, კონან დოილი და სიმენონი :) კლასიკური ნაკრები :)
სტაუტი და ვულფი ძალიან კარგია, აი, მართლა ძალიან კარგი, მაგრამ ამ ოთხეულს, პოპულარობით, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება…
LikeLike
თუ დაინტერესებდი და ვულფსაც გაიცნობ, მერწმუნე, არ ინანებ :)
LikeLike
მერის დაეჯერება :) მერი დეტექტივების ექსპერტია :)
LikeLike
სიამოვნებით გავეცნობი. მოვიძიებ აუცილებლად წიგნს:)
LikeLike
http://lib.ru/DETEKTIWY/STAUT/
თუ ონლაინ-კითხვას ამჯობინებ, lib.ru-ზე საკმაოდ მოცულობითი კოლექციაა.
LikeLike
ამაზონ.კომზე კი ქინდლების მოცულობითი კოლექცია. :)
LikeLike
და ვაკეში აიპადები იყიდება….
ჩემს ბავშვობაში არც ქინდლი არსებობდა და არც ამაზონი, მაგრამ კითხვა და ახალი წიგნები არ დამიკლია.
LikeLike
აიფედი მაგ საქმისთვის მაიმუნობაა ;)
ჩემს ბავშვობაში ტელევიზორიც არ იყო.
LikeLike
და რატომ არის აიპედი კითხვისთვის მაიმუნობა?
ჰო, ბევრი რამ არ იყო, მაგრამ რაც იყო, იმით გავდიოდი ფონს და დღეს რომ ყველაფერია, იმიტომ იკლავს თავს ხალხი კითხვით.
აგერ, სრულიად ქართველი ერია დარაზმული 50 საუკეთესო წიგნის შესარჩევად და საყიდლად და სამ მუშკეტერში ჯერ დედოფალი მარგო ჩააკვეხეს და მერე ჟოზეფინა.
თუ გინდა, წაკითხვას ყველგან და ყოველთვის მოახერხებ, თუ არ გინდა – ამაზონი შინ რომ გადმოგიტანონ, მაინც არ ექნება აზრი.
LikeLike
რიდერი რიდერია და პლანშეტი პლანშეტი.
მაგაზე 30493434309403583094093 პოსტი მაქვს დაწერილი :)
ახლა ქინდლისთვის ქავერი და განათება მაქვს გამოწერილი და ველოდები :)
LikeLike
როგორც ფბ-ზეც დავწერე, მე გავეცანი და არ მევასა.
LikeLike
ვნახე, უბრალოდ, სამსახურიდან ვერ გიპასუხე. ლიტერატურული გემოვნების ამბავია. მე დეტალიზაციაც მომწონს, იუმორიც და სიუჟეტის დახლართვის ხარისხიც.
LikeLike
შენ, როგორც ყოველთვის, ორიგინალური და საპირისპირო აზრი გაქვს, ლორდ…
LikeLike
3 – 4 – 9 – 0
ამ ოთხ ციფრს რაღაც საკრალური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ლორდ…
უი, კიდევ 5 ყოფილა და 8.
ყიდვას რომ დავაპირებ (კონკრეტიკაზე რომ გადავალ, თორემ ყიდვას ახლაც ვაპირებ) შენს პოსტებს ჩავუჯდები ფანქრით. უფრო ავტორიტეტულ აზრს სხვაგან სად მოვისმენ…
LikeLike
კლავიატურაზე, მარჯვნივ, თითები ააკაკუნა და გამოვიდა ასთე :დ :დ
LikeLike
:))))))))
მეც ასე მგონია :))))
ლორდის ბოლო პოსტი წავიკითხე და აშკარად მელანქოლიურ-დეპრესიულ განწყობაზეა…
LikeLike
მარჯვნივ არა – ზემოთ :)
LikeLike
შენს პოსტს კომენტარები რატომ გაუთიშე? :(
LikeLike
ეგ პოსტი დასაკომენტებლად არაა განკუთვნილი :)
პოსტიც არაა. განცხადებაა უფრო. :)
LikeLike
крик души-ა :)
და ცდები, ლორდ, ბლოგინგი უშენოდ წარმოუდგენელია მეთქი, სად დავწერო? აქ?
LikeLike
ბლოგს კი არ ვხურავ :)
ვითომ, შვებულებაში გავედი.
LikeLike
ვითომ შვებულებას არა უშავს… შენი და ფსიქეს ბლოგების დახურვას ვერ გადავიტან. ჩემთვის ორივე ქართული ბლოგოსფეროს სიმბოლოა და სხვებისთვისაც ალბათ.
LikeLike
შვებულებაში ვინ გაგიშვებს? :უსერ:
მე გპატიჟებ :)
და ფსიქე სად მიდის? არ გამაგიჟოთ ეხლა…
LikeLike
არ მახსოვდა ჩემსავით ყვითელი ფერი თუ უყვარდა..
LikeLike
შენ კლიმტიც გეყვარება, აფრემოვიც და ვან გოგიც :)
LikeLike
კლიმტის ნახატი “კოცნა” მოქარგულიც კი მაქვს) ვან გოგს აფრემოვს ვერ შევადარებ მაგრამ მართლა ორივე მიყვარს–ჩემ ფერებში არიან წარმოდგენილები.
LikeLike
მეც ფერებით ვივარაუდე :)
LikeLike
ვან გოგის გამოფენაზე მაგრად დავიგრუზე.
ძაან უარყოფითი ენერგია აქვს.
სულ სხვა საქმეა – მონე :)
LikeLike
პიკასო! :) ყოველთვის ვამბობდი, მარტო არლეკინი კაფეში მომწონს და მეტი არაფერი მეთქი და გრაფიკა ვნახე და ჩამიწყდა ხმა…
კანდინსკის ნახვა მინდა ახლოდან :(
LikeLike
დალი ამბობდა პიკასოზე- ეგ სიმახინჯის შემოქმედიაო. :)
ფსიქეს არასტაბილური ფსიქიკა აქვს.
მუდმივად თავის ნაწერს შლის და ანადგურებს. :)
LikeLike
ასე ამბობდა, არა? თითონ ხომ იყო განსხეულებული ჰარმონია…
შენ რომ დაუწერ, თავხედური პოსტი იყო და უნდა წაგეშალაო, წაშლის, აბა რას იზამს…
LikeLike
მე უბრალო ვარ მაგ საქმეში.
თან ფსიქე დედამისს არ უჯერებს და მე დამიჯერებს?
LikeLike
ჰო, შენ რომ მიწერე, უკვე წაშლილი ჰქონდა, მაგრამ კვერი ხომ დაუკარი – უნდა წაგეშალაო და აწი სხვასაც წაშლის.
“ლიმონას ოქროს სიტყვას” გაფრთხილება სჭირდება, ლორდ…
LikeLike
პიკასოს კუბიზმი მომწონს ფერებში და რაც არ უნდა სიმახინჯის შემოქმედი იყოს დალის თვალსაზრისით,ერთიც და მეორეც უდიდესი შემოქმედია ჩემთვის.
მოლლი პიკასოს “გერნიკა” უნდა ნახო და მერე სცადო ხმის ამოღება)))
LikeLike
ვიცი “გერნიკა” და ძალიან მომწონს. ისე, ზოგადად, სახელების ცნობადობის მიხედვით შეფასების მომხრე არ ვარ. არც ისეთი მხატვარი მყავს (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა), რომლის ყველა ტილოც უპირობოდ მომეწონებოდა…
LikeLike
ყველა ტილო უბრალოდ ვერ მოგეწონება, ბოლოსდაბოლოს თავად ავტორებსაც არ მოსწონდათ თავინათი ყველა ნამუშევარი)))
LikeLike
რა თქმა უნდა…
LikeLike
შენ ერთადერთი არ ხარ,მაგრამ ის ხომ ასე ვქთვათ მანიაკი იყო და რათქმაუნდა ტილოზეც გადავიდა მისი ფსიქიური აშლილობის კვალი.
მონე, მანე, რენუარი, დეგა, პისარო..
LikeLike
იმპრესიონისტები გყვარებია…
LikeLike
როგორც ყოველთვის, მშვენიერი იყო! შემომეჭამა ეს პოსტი და წიგნის მოიძიებაც დადგა დღის წესრიგში. ^^
LikeLike
მაგას რა სჯობს :) თუ დეტექტივები გიყვარს, სტაუტზე გემრიელ სასუსნავს ძნელად წააწყდები :)
LikeLike
სხვათა შორის, ბერდიაევი წერს პიკასოზე იგივეს – ამბობს რომ სილამაზის დამანგრეველიაო და ეპოქას ასახავს ამითო… ნუ ბოლშევიკურ რევოლუციასთან ავლებს პარალელს და etc…
საინტერესო წერილია, ასე მახსოვს.
LikeLike
შენი ანოტაციით თუ ვიმსჯელებთ, საინტერესო იქნება…
LikeLike
დეტექტივი,სათავგადასავლო ჩემი საყვარელი ორი ჟანრია და ძალიან მიყვარს <3 თითქოს შენში ზის ის რაც საინტერესოა ყოველთვის მომგებიანი და ამით ხარ გამორჩეული )) ძალიანს ასიამოვნოა შენი პოსტების კითხვა!
რაც შეეხება ვულფს სამწუხაროდ მხოლოდ ზედაპირულად ვიცი ამ ნაწარმოებზე,მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ,როგორც კი ქართულ თარგმანს ჩავიგდებ ხელში,რადგან დეტექტივი ის ჟანრი არ არის,რომლის წაკითხვას და ბოლომდე გააზრებად ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო ენაზე წაკითხვით შევძლებ :)
LikeLike
ამ ბოლო დროს დეტექტივებს სულ უფრო ხშირად თარგმნიან ქართულად. სერიაც იყო ასეთი – მსოფლიო დეტექტივების სეიფი, თუმცა თარგმნის ხარისხი მაინცდამაინც მაღალი არ ჰქონდა. ერთადერთი – ჩეიზი იყო კარგად გადმოქართულებული და აკუნინი.
მადლობა :) სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა :)
სხვათაშორის, უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” თარგმნეს ახლახანს. პარასკევს იყო პრეზენტაცია. ესეც დეტექტივია, თან – ერთერთი საუკეთესო…
LikeLike