იყო დრო, როცა წერილები ყოველგვარი მარკების გარეშე მოგზაურობდნენ დანიშნულების ერთი წერტილიდან მეორემდე. წვივმაგარ ცხენებზე ამხედრებულ მალემსრბოლებს უბით, აბგით, ფართოფარფლიანი ქუდებით გადაჰქონდათ ზოგჯერ უმნიშვნელო, ზოგჯერ კი ფასდაუდებელი ცნობების ან სახელმწიფო თუ პირადი საიდუმლოებების შემცველი ბარათები. უწყინარი საფოსტო მტრედის ფეხზე გამობმულ წერილს ხომ საერთოდ არანაირი მარკა არ სჭირდებოდა. თუმცა, გამოხდა ხანი და ფოსტის მუშაობის გასაადვილებლად დღის სინათლე პატარა, მართკუთხა ქაღალდებმა იხილეს.
მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, 1840 წელს გამოშვებული “Pennie Black” უპრეტენზიო შავ ფერში იყო გადაწყვეტილი. მას შემდეგ 172 წელია გასული. ამ დროის განმავლობაში ფერის, სიუჟეტისა და დიზაინის მიხედვით განსხვავებული უამრავი მარკა შეიქმნა, თუმცა, რასაკვირველია, მარკების თემა დღეს ძველებურად აქტუალური აღარ არის. ბუთქუნა კონვერტები და ხელით ნაწერი წერილები წარსულს ჩაბარდა. ადამიანთა უმრავლესობა, უკვე კარგა ხანია, მეგობრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობს, მაგრამ მარკებს ფილატელისტებისთვის (და არა მარტო მათთვის) მიმზიდველობა არ დაუკარგავს.
მარკა ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტი და ერთგვარი სავიზიტო ბარათია (უფრო მეტიც – ჯუჯა სახელმწიფო სან–მარინოს ხაზინა ძირითადად მარკებით ვაჭრობის გზით ივსება), ამიტომ, ბუნებრივია, მის იერსახეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან და სიუჟეტს დაკვირვებით არჩევენ. მარკებზე გამოსახავენ ცნობად სახეებს, მონარქიულ ქვეყნებში – სამეფო ოჯახის წევრებს, ღირშესანიშნავი მოვლენებისადმი მიძღვნილ კომპოზიციებს, მცენარეებს და ცხოველებს, არქიტექტურულ და ბუნებრივ ძეგლებს, მწერლებს და არც თუ იშვიათად – ლიტერატურულ პერსონაჟებს.
ამას წინათ, ინტერნეტში ხეტიალისას, ერთ მხიარულ რუსულ მარკას გადავაწყდი. “ბიჭუნა და კარლსონი” არა იმდენად ლინდგრენის შედევრს, რამდენადაც 1968-70 წლებში გადაღებულ საბჭოთა ანიმაციურ ფილმს ეძღვნებოდა და მართლა ძალიან ლამაზი იყო. დამაინტერესა და სხვა “ლიტერატურული” მარკებიც მოვძებნე.
ბიბლიოფილატელია ქორონოლოგიურ და ჟანრობრივ ჩარჩოებს არ სცნობს. მარკებზე ადგილი ყველას მოეძებნება – ანტიკური ტრაგედიის გმირებსაც და თანამედროვე ბესტსელერების პერსონაჟებსაც, ჰამლეტსაც და ჯეიმს ბონდსაც. საფრანგეთსა და ინგლისში უკვე მოასწრეს ჰარი პოტერის და ტოლკინის გმირების გამოსახულებით დამშვენებული მარკების გამოშვება.
ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს საკუთარი “ლიტერატურული გემოვნება” აქვს და უპირველესად, საკუთარი ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ზრუნავს. ესპანეთში, ყველაზე ხშირად, დონ კიხოტს და სანჩო პანსას შევხვდებით, ბრიტანეთში – შექსპირის, დიკენსის, ბრონტეს, უაილდის გმირებს ანიჭებენ უპირატესობას, აშშ-ში გამოშვებულ მარკებზე მარკ ტვენის, მარგარეტ მიტჩელის, ჰემინგუეის პერსონაჟები ჭარბობენ, საფრანგეთში – დიუმას, ზოლას, ჟიულ ვერნის სიუჟეტები. ფინელებმა მარკაზე ტუვე იანსენის მუმინები გამოსახეს.
საინტერესოა, რომ ქვეყნები, რომელთა ლიტერატურული გალერეა ცნობილი სახეების სიჭარბით ვერ დაიკვეხნის, მარკებისათვის პერსონაჟებს სხვებისგან სესხულობენ. კრილოვის “ჭრიჭინას და ჭიანჭველას” ალბანურ მარკაზეც შეხვდებით, დონ კიხოტს და სანჩო პანსას – ლიბერიულზე, “რომეო და ჯულიეტას’ ხილვა კუბურ მარკებზე შეგიძლიათ, პერი მეისონს, ნირო ვულფს და კომისარ მეგრეს – სან-მარინოში გამოშვებულ მარკებზე ნახავთ, “მობი-დიკს” – რუმინულზე.
ქართული მარკების ისტორია, საბჭოთა პერიოდს თუ არ ჩავთვლით, 1993 წლიდან იწყება. ქართული მარკების ნუსხას ყოველწლიურად ათამდე მარკა ემატება. ამ პოსტის წერისას ოფიციალური კატალოგი გადავათვალიერე და “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტების გარდა, მხოლოდ “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ოთხი მთავარი გმირით დამშვენებული ერთი კინკილა მარკა აღმოვაჩინე. არადა, ჩვენი ლიტერატურის პატრონებს, წესით, სიუჟეტების მოძიება არ უნდა გვიჭირდეს და თუ ხევისბერი გოჩა ან დათა თუთაშხია მარკებისთვის “ზედმეტად სერიოზულად” გვეჩვენება, წიქარა, სალამურა, ნაცარქექია ან ხუთკუნჭულა მაინც ხომ გვყავს…
P.S. სენტ-ვინსენტი და გრენადინი – კარიბის ზღვის აუზის ციცქნა სახელმწიფო, ვერც დიდი ლიტერატურული ტრადიციებით დაიკვეხნის და ვერც კინომატოგრაფიული მიღწევებით. სამაგიეროდ, ფანტაზია და კრეატიული აზროვნების ნიჭი უხვად ჰქონიათ. 1990 წელს ლონდონში „შავი პენის“ 150 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიმართა. ამ გამოფენას სენტ–ვინსენტმა მარკების სპეციალური სერია მიუძღვნა, სადაც შექსპირის ტრაგედიებიდან სცენებს დისნეის მულტ-პერსონაჟები ასახიერებდნენ.
<3 <3 <3 მშვენიერი, სახალისო პოსტი :)
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
მშვიდობაა შენთან? ჯეოპარდზე მოგისაკლისეთ…
LikeLike
მშვიდობაა :) :) თბილისის წიგნის ფესტივალის საორგანიზაციო პერიოდი მაქვს და დროის მუდმივი უკმარისობა :)
LikeLike
უპს… უკვე დაიწყეთ? რა მაგრობაა…
როდის ტარდება?
შარშანდელ ფესტივალზე ლამის შვებულება ავიღე. ყოველდღე მანდ ვიყავი…
LikeLike
26 – 29 მაისს ტარდება :) ექსპო ჯორჯიაში და ბევ რი საინტერესო სიახლე იქნება :) :)
LikeLike
ნაის :)
მოსამზადებლად დრო გვქონია.
ოთხი დღე. ხუთშაბათს და პარასკევს რამეს მოვახერხებ. შაბათ-კვირას დილიდან საღამომდე მანდ ვარ :)
თან, იქნებ, ბლოგისთვის რეპორტაჟებიც დავწერო.
LikeLike
ხუთშაბათი დასვენების დღეა, მოლი :) პოსტებს თუ დაწერ მშევენიერი იქნება :) :)
LikeLike
უი, ჰო :) მთლად უკეთესი :)
ჩემი ბლოგის პროფილური ღონისძიებაა, ლიბიკა :) გამორიცხულია, ფესტივალზე არ დავწერო.
ცალკე პროექტს გავაკეთებ. გვერდს ან რაღაც მსგავსს. ფორმატს მოვიფიქრებ, ჯერ დრო მაქვს.
LikeLike
რადგან ასე სერიოზულად მიუდექი, მთელ ინფოს მოგაწვდი მაშინ და ფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერ-მიმომხილველის სტატუსიც შენია :)
LikeLike
მართლა? აუჰ… რა კარგიაა :) მადლობა :)
შარშან საერთოდ არ მქონდა ბლოგი, მაგრამ მთელი დღეები მანდ ვიყავი. უამრავი წიგნი ვიყიდე. ძირითადად – რუსულები. ქართული სიახლეები ნაკლებად იყო.
წელს ორმაგი სიხარულით დაველოდები. ბლოგისთვის თბილისის წიგნის ფესტივალზე უკეთესი თემა რა უნდა იყოს :)
LikeLike
დანიის პრინცი დონალდი ! :დ :დ
LikeLike
იხვის თავის ქალამ მომხიბლა :)
საწყალი იორიკი…
LikeLike
ძალიან საინტერესოა.. მომწონს ეს ბლოგი :)
LikeLike
მადლობა :) მიხარია, რომ მოგწონს :)
LikeLike
ბაბუაჩემი აგროვებდა მარკებს.. და მთელი დიდი ალბომი გვაქვს.. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი მათგანი ძლაინ ძვირად ფასობს, მაგრამ არ მიმიტანია არავისთან აგსაყიდად..ძალიან მიყვარდა ამ მარკების დათვალიერება
საინტერესო პოსტია, ინფრომაციული და სასარგებლო ^_^
LikeLike
მადლობა, ჯესი :)
და შენი ავტოგრაფი? :ასლუკუნებულიმოლი:
LikeLike
რა ავტოგრაფი მოლი? დილიდან რაღც ცუდად ვაზროვნებ
LikeLike
ლაიქი :)
ჩემი მკითხველების ლაიქები ავტოგრაფებია :)
მშვიდობაა შენთან?
LikeLike
ეს წუთია, ჯესის ბლოგზე გახლდით და პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინსომნიამ შემოუტია :( :(
LikeLike
უიმე,,, მომიკვდეს თავი :)) მე მაპატიეთ :) ლაიქდ, ლაიქდ და , რათქმაუნდა, ლაიქდ…. მშვიდობაა კი, გვიან დავიძინე და ადრე ავდექი და ჯერ ვერ მოვედი გონს :)))))) ^_^
LikeLike
აჰა :) მერიმ გამოიცნო :) ინსომნიის შემოტევა აქვსო :)
LikeLike
არ გამომიცვნია, ფრიად საინტერესო და ინფორმატიული პოსტი წავიკითხე :)
LikeLike
ჯესი ძალიან კარგად წერს :) ცოცხლად და გულწრფელად, გადაპრანჭვების გარეშე :)
LikeLike
ვაიმე ნუ მაწითლებ ახლააააა :*
LikeLike
სრული სიმართლეა :)
მერიც იგივეს ამბობს და ქევანაც და შენი ბლოგის სხვა მკითხველებიც…
LikeLike
+1
ნამდვილად… და ძალიან საინტერესოდ იკითხება.
ერთხელ უნდა ვაიძულო წერილი მომწეროს :დ :დ
LikeLike
ნამდვილი წერილი? ბუთქუნა კონვერტით?
LikeLike
რა წერილი?
LikeLike
ქევანას უნდა შენგან წერილის მიღება :)
და ტექნიკურ საკითხებზე ვმსჯელობთ :)
LikeLike
სენტ-ვინსენტის კრეატივი მომეწონა :) სხვა მარკებიც არანაკლებ სახალისო იქნება, ალბათ…
LikeLike
კი, მერი :) სხვებიც ლამაზია და სახალისო :)
უბრალოდ, პოსტი აღარ გადავტვირთე და, ჩემი აზრით, საუკეთესო ავარჩიე…
LikeLike
დონალდი ელსინორის ფონზე ფანტასტიურია :)
LikeLike
უდაოდ :) და თავის ქალაც :)
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტი იყო. საერთოდაც მგონი პირველი ხარ ვინც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ თემაზე დაწერა. ყოველშემთხვევაში მე აქამდე არაფერი წამიკითხავს :)
LikeLike
უი :) მადლობა :)
არ მიფიქრია, პირველი თუ ვიყავი :)
მადლობა დიდი. მიხარია, რომ მოგეწონა :)
იცი, რაშია, საქმე? ჩემს ბლოგს ბლოგოსფეროში საუკეთესო მკითხველი ჰყავს, ყველა მართლა წასაკითხად შემოდის და ამიტომ, თითოეული ასეთი შეფასება ძალიან მახარებს :)
LikeLike
მარკებზე დაწერილი პოსტს ქართულ ბლოგოსფეროში არც მე წავწყდომივარ აქამდე.
LikeLike
ბლოგოსფეროში სხვა თემებია პოპულარული :)
LikeLike
ზუსტად ამიტომ შემოვდივარ აქ. ორიგინალური და საინტერესო პოსტები გაქვს<3
LikeLike
დანკე :) მე ისეთი მკითხველები მყავს, მოსაწყენს ნამდვილად ვერ შევთავაზებ :)
LikeLike
კარგი პოსტია, ინფორმაციული. აქამდე მარკებით არასდროს დავინტერესებულვარ, შენ ეხლა ისე კარგად მომიყევი რომ რავიცი… ეს რომ არ დავიმახსოვრო, სირცხვილი იქნება.
წერილები წარსულს ჩაბარდაო, არადა მე მიყვარს წერილების წერა (ოსტინის ფანისგან სხვა რაა მოსალოდნელი), ხოდა ზოგჯერ მე და ჩემი მეგობრები ვწერთ ერთმანეთს წერილს, ვცდილობთ ისე ვწეროთ როგორც მე18-19 საუკუნეებში, ლექსიკით თუ არა, მოცულობით და ზომით მაინც, ოღონდ ვორდის ფაილში და მერე ერთმანეთს ვუგზავნით :დ :დ :დ მაგარი სახალისოა, რამდენი წერილი მაქვს შენახული, ჩემიც და იმისიც…
LikeLike
მადლობა, ქევან :) ვეცადე, ინფორმატიულიც გამოსულიყო და ცოცხალიც. ენციკლოპედიის სტატიას რომ არ დამსგავსებოდა..
ჩაბარდა, ქევან, ჩაბარდა… გემახსოვრება შენ, რა სიხარული იყო, ფოსტალიონი კონვერტს რომ მოიტანდა. სანამ გახსნიდი, სანამ წაიკითხავდი… მერე იქვე დადებდი და რამდენჯერმე მიუბრუნდებოდი.
ახლა? ახლას იმეილის დროა. ცუდი არ არის, მოსახერხებელია და სიამოვნებაც, ალბათ, არანაკლები მოაქვს, მაგრამ ის მაინც სხვა იყო.
ხელით დაწერილს თან სხვა სითბო მოჰქონდა :)
მე მენატრება და…
LikeLike
ფოსტალიონი ეხლაც დადის :დ :დ :დ
დაზღვეული წერილი, ან ვაუჩერი ან რაღაც ასეთი ცნობა მოაქვს…
ათასში ერთხელ ოღონდ.
LikeLike
ჩემთან არ მოდის :(
ან თუ მოდის, მე ვერ ვნახულობ.
ჩემი ბავშვობის ფოსტალიონი კარგად მახსოვს.
ახალი უკვე აღარ…
LikeLike
დიახ, მოლი, ნამდვილი წერილი, ბუთქუნა და კაი, მარკის გარეშე…
ოღონდ სად დავატოვებინო, რომ მერე მეც მივიდე და ვნახო :დ
LikeLike
მოკითხვამდე გამოაგზავნინე და ფოსტაში დაგხვდება.
ან მისამართი მიეცი და სახლში მოგივა :)
LikeLike
იაჰ.. მეილის შენობაში ან რუსთაველის რომელიღაც ნომერში ტოვებენ ხოლმე ..
მოკლედ გავარკვევ იქამდე :დ
LikeLike
იმელის შენობაში :)
LikeLike
ხო, ახო, გამომრჩა ერთი ასო :დ :დ
თუ გახსოვთ, ადრე თეგ თამაში იყო 31 წერილი ყოველ დღეს უნდა წერო და სხვადასხვა ადრესატისთვის.
LikeLike
კი კი :) თეგ-თამაში იყო და ადრესატებიც ჰყავდა. 31 ცალი :) ოღონდ, იმას ვერ მივხვდი, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ბლოგი, 31 დღე მარტო წერილები რომ აქვეყნო…
LikeLike
:)))) ხო 30 წერილი იყო.მაგრამ რა გმძლეობა უნდა გქონდეს, ყოველ დღე წერილი რომ დაწერო :) ვერ შევძლებდი ნამდვილად
რა დღეში ხარ კევანა :)) რად გინდა ჩემი წერილი?
LikeLike
კარგად წერ და იმიტომ :)
LikeLike
ავტოგრაფით… შევინახავ :)
დღეში მართლა ვარ : (
LikeLike
მოხდა რამე?
LikeLike
ენისინგ რონგ?
LikeLike
საერთოდ მიყვარს რაღაც–რაღაცეების მოგროვება (მართალია არაფრის სერიოზული კოლექცია არ მაქვს, მაგრამ მაინც) თუმცა ფილატელისტი ვერასდროს გავხდები, საინტერესო კია. :))
მარკა ნაცარქექიის გამოსახულებით კარგი იდეაა, მიყვარს ეგ პერსონაჟი. ისე, რატომ არ შეიძლება რომ ელექტრონული მარკებიც არსებობდეს? წარმოიდგინე, ახალ მეილს მარკაც რომ მოჰყვებოდეს. :)
LikeLike
ელექტრონული ხელმოწერა არსებობს. კანონიც კი გვაქვს. მარკა მართლა ახალი და სახალისო იდეაა :)
ბავშვობაში რაღაცებს კი ვაგროვებდი, მაგრამ სერიოზულად – არა… და მესამე წელია, ისეთი კოლექცია მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მომბეზრდება.
გავგიჟდი ამ სიბერეში :)
LikeLike
რა მაგარია ყველა:)
დ’არტანიანი განსაკუთრებით, საბჭოთა კარლსონი ხომ საერთოდ :)
LikeLike
საბჭოთა კარლსონი მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი!
შვედური მყავს შინ, მეგობარმა ჩამომიტანა სტოკჰოლმიდან, ძალიან ლამაზია და ძალიან მიყვარს, მაგრამ რუსული უფრო საყვარელია :)
მე ჰამლეტ დაკი მომწონს :)
LikeLike
შვედურიც მომწონს, აი, ის, შენ რომ გედო პოსტში ადრე :) (ვისია, დამავიწყდა :) )… მაგრამ რუსული აი, აი, აი, აი, ათიანში ზის:):):)
LikeLike
ილონ ვიკლანდის.
ესტონური წარმოშობის ქალი-მხატვარია. ასტრიდის მეგობარი, როგორც ჩანს. კარლსონი, სალტკროკელები, მიო, რონია, ძმები ლომგულები მისი დასურათებულია…
ლინდგრენის საიუბილეო სერიაც მისი ილუსტრაციებით არის გამოცემული. მართლა ძალიან კარგია, მაგრამ რუსული… აუთენტურობა აქ მეორეხარისხოვანია. მართლა უმაგრესია რუსი კარლსონი :)
LikeLike
ელექტრონული მარკების იდეაზე დავეციიიიიიიიიი :) მინდააააააა :) და პოსტი ხომ საყვარლობაა, როგორც ყოველთვის :)
LikeLike
აი, ასეთი კრეატიული მკითხველები მყავს, მატილდა :)
ცდისპირელს რაღაც ასეთი რომ არ მოეფიქრებინა, ის უფრო გამიკვირდებოდა.
ტყუილად კი არქვს ექსპერიმენტულ-კრეაქტიული ბლოგი!
მადლობა :)
LikeLike
მოლი, შენს პოსტებს ჯერ ვალაიქებ და მერე ვკითხულობ :) და არც ერთხელ არ მინანია :)
LikeLike
კეე, თამამად შემიძლია მეც, დავალაიქო :)
LikeLike
და მერე წავიკითხო.. თბილად, კომფორტულ გარემოში, ყავით ან ჩაით…
LikeLike
მეც ასე ვიქცევი :) ჯერ ლაიქი, მერე ვკითხულობ :)
LikeLike
დანქე :)
LikeLike
გაიხარე :) უღრმესი მადლობა :)
პირობას გაძლევ, რომ არც არასოდეს ინანებ :)
LikeLike
დიდი სიამოვნებით დაგიტოვებდი აბსოლუტურად ყველა პოსტზე ავტოგრაფს, მაგრამ მე ბლოგსპოტის მომხმარებელი ვარ, ასე რომ მხოლოდ სიტყვიერად შემოვიფარგლები..
ჶეიბუქის ლაიქიც რომ გქონდეს, კარგი იქნებოდა იმათთვის, ვინც ვორდპრესს არ ხმარობს.
ზოგადად მშვენიერი ბლოგია. საინტერესოდ წერ.
მემგონი, ერთადერთი ხარ, ვინც ასე მალე შეიძინა მკითხველები.
წარმატებები. :*
პ.ს. სულ მაინტერესებდა, რამდენი წლის ხარ?
LikeLike
უპირველეს ყოვლისა, კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ჯერ ახალბედა ბლოგერი ვარ, ვიზიტორების უკიდეგანო სიმრავლით ვერ დავიტრაბახებ, არც ისეთ თემებზე ვწერ, მყვირალა სათაურმა მიიზიდოს ვინმე, თუმცა ამასაც თავისი დადებითი მხარე ჰქონია -ბლოგის თითოეული მკითხველი ვიცი და ვცდილობ, მათთვის მოსაწყენად და უინტერესოდ არ ვწერო.
ავტოგრაფებიც ამიტომ მიყვარს :) თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ შემოდიან, კითხულობენ და მოწონთ.
ფბ-სთან შეხება მინიმალური მაქვს. ლაიქის ღილაკს ამ შაბათ-კვირას დავამატებ.
ასაკს რაც შეეხება :) დიდი ხანია, სტუდენტი არ ვარ :)
LikeLike
უი, სულ დამავიწყდა..
მაშინ გავალ და ისევ შემოვალ.
კაკუ, კაკუ..
-რომელი ხარ?
-შენი ბლოგის მკითხველი.
ხელგაშლილი მხვდები კარებში. მარჯვენა ფეხს ვდგამ და
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს მყუდრო ბინაში.
კომენტარებიდან გამომდინარე თუ ვინმსჯელებთ, სწორედ იმ თემებზე წერ, რომელიც ხალხს აინტერესებს. ^^
იცი, თავიდან სადღაც 18-19 წლის მეგონე. :D
LikeLike
მადლობა მადლობა :)
ორიგინალური ცერემონია იყო :) ასე ჯერ არავინ შემოსულა :)
მსოფლიოში საუკეთესო მკითხველები მყავს და იმიტომ :) ამის გამეორება არასოდეს მომწყინდება :)
რატომ 18-19? თინეიჯერულ თემებზე მაინცდამაინც არ ვწერ და…
LikeLike
თუ საინტერესო პოსტია ვკითხულობ და შემდეგ კომენტარებს ჩავუყვები ხოლმე ბოლომდე. თითქმის ყველა ბლოგზე შენი რამდენიმე კომენტარია. ამ რამდენიმე დღის წინ შეგამჩნიეთ შენ და შენი ბლოგი. :* კომენტარებიც წავიკითხე, და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
18-19 წლის ადამიანები, მხოლოდ თინეიჯერულ თემებზე არ წერენ. ))
LikeLike
ახლა გამახსენდა სადღაც წაკითხული კომენტარი – თუ მაცოს მოეწონა, ე.ი. მართლა კარგიაო…
19 წლისობაზე უარს არ ვიტყოდი არანაირად :)
კარგია, თუ ბლოგი ასე ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურება :)
LikeLike
შემთხვევით, ეგ ჩემი დაწერილი ხომ არ იყო?
მე ვიცი ხოლმე, “თავმდაბლურად” ლაპარაკი და.. :D
კი, ნამდვილად ძალიან კარგ ფორმაშია შენი ბლოგი..
მშვენიერი ტანი აქვს, ხასიათებზე ხომ საუბარი ზედმეტია..
მოკლედ, კარგი მამაკაცი ბლოგი უნდა შენს ჩანაწერების კრებულს და ეგაა.. ^^ :D
LikeLike
არა, შენი არ იყო :)
მყავს მე აქ მეგობარი მამაკაცი ბლოგები :) ოღონდ, ფეხბურთელს ვეძებ, თან ისეთს, ფეხბურთზე ჩემზე მეტი იცოდეს და ჯერ ვერ ვიპოვნე :)
LikeLike
მთლად პატივში ვყოფილვარ მაშინ, თუ მე არ მითქვამს..
:გაწითლებულიმაცო:
ჰეჰ, მაშინ ქართველები არ გამოგადგება.. ^^ :P (მე მომიტევეთ :D )..
LikeLike
არა, რატომ…
ქართული ბლოგოსფერო ნებისმიერ სხვას მირჩევნია.
ყველა არა, რა თქმა უნდა. მაკულატურა აქაც ბევრია, მაგრამ კარგი კიდევ უფრო მეტია და მაგათ ვკითხულობ მე :)
საფეხბურთო ბლოგსაც ვიპოვნით :)
LikeLike
ღმერთმანი, ამდენი კომენტარი არცერთ ბლოგზე მხვდება ხოლმე! შესაბამისი და ადექვატური რეაქციაა ასეთი კარგად მონათხრობი პოსტებისთვის. ;)
რაც შეეხება მარკებს, მგონი მამაჩემი აგროვებდა და ახლა რომ დაბრუნდება სამსახურიდან, ერთი უნდა მოვთხოვო, გამომიღოს და მანახოს ;)
LikeLike
ამდენი კომენტარი მკითხველების დამსახურებაა, როდე :) მე მსოფლიოში საუკეთესო მკითხველები მყავს :)
მარკები არც მე შემიგროვებია, რაღაც არ აეწყო, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე დიდი გატაცებით მარკებს აგროვებენ ხოლმე… ფილატელია, ალბათ, ყველაზე სერიოზული “ფილიაა” :)
ამიტომ მწყდება გული უღიმღამო ქართულ მარკებზე :(
LikeLike
ბუთქუნა წერილებიი… <3 მმ… <3 მშვენიერია!!
LikeLike
ვიცოდი, მოგეწონებოდა :)
LikeLike
არა, არა.. მე ქართველი ფეხბურთელები ვიგულისხმე.. :P :D
მე ვიცი ერთი ბლოგი, რომელიც ფეხბურთზე წერს სისტემატიურად, უფრო სწორედ ვიცოდი.. ზოგადად თემატურ ბლოგებს ძალიან იშვიათად ვკითხულობ, უფრო პირადი ჩანაწერების კრებული მომწონს.. ^^
LikeLike
მე – ბლოგები :)
ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ თემატური მირჩევნია პირადს. ბლოგერს გააჩნია. ზოგადად, ყველაფერს ვკითხულობ, რაც საინტერესოდ იწერება. უბრალოდ, ე.წ. “პირად” თემებზე ისე წერა, სხვაც დააინტერესო, გაცილებით რთულია.
LikeLike
ის გაცილებით რთულია წერო გარკვეულ თემაზე საინტერესოდ, მოიძიო ათასი ინფორმაცია, რაც შეიძლება ახალი და ნაკლებად ცნობილი ამბები აღმოაჩინო.. უფ, არა, არ მინდა. ზოგადად ბუნებით ძალიან ზარმაცი ვარ, ამიტომ ყველაფერი, რაც დიდ შრომას, ენერგიასა და დროს მოითხოვს მესიკვდილება. :D
იცი, რატომ არის ამდენი კომენტარი შენს ბლოგზე? – რადგან, საინტერესო მოსაუბრე ხარ. დიახაც, აი, ახლა მივხვდი, რამდენი კომენტარი დავტოვე უკვე.
LikeLike
ლორდ ვეიდერთან წავიკითხე ამასწინათ – რაზეც არ უნდა ვწერდე, ვინი პუჰზე, ლაკოსტაზე ან თუნდაც ჯინსებზე, მაინც საკუთარ თავზე ვწერო :) (ციტატა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აზრი ეს იყო).
ჰოდა, მეც ასე ვარ :)
მკითხველები მყავს კარგი და იმიტომ გამოგვდის საინტერესო დიალოგები :)
LikeLike
მოლლი ალბათ წარმოდგენა არ გაქვს ამ პოსტით როგორ დამეხმარე.
პ.ს. ბავშვობაში ვაგროვებდი მარკებს და საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს მაგრამ ღირებული მხოლოდ 2 მარკაა.ისეთი წვალებით არის შეგორვებული ვერასოდეს დავთმობ)
LikeLike
იცი, კოლექცია მეც მაქვს, ოღონდ მარკების არა – მაგნიტური სუვენირების და სულაც არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ღირებულია თუ არა…
შენი ბავშვობის მარკებია, შენ აგროვებდი, ინახავდი, უვლიდი, გიხაროდა… ნამდვილი ფასი ამას აქვს :) არაფრის დიდებით არ გაეშვა. შენი კოლექცია შენს ემოციებს ინახავს :) ამას ფულით ვერ გაზომავ… ეს გაცილებით ძვირფასია :)
მე ასე მგონია…
LikeLike
მართალი ხარ,ძალიან ძვირფას დროს მახსენებს თითოეული მარკა.
ისეთი მაგნიტური სუვენირი გაქვს რომელიც გინდოდა რომ გქონოდა?
LikeLike
ანუ, მინდოდა, ვეძებდი და ვიპოვნე?
კი :)
ვენეციური ნიღბები მინდოდა ძალიან. აი, ძალიან ძალიან.
ჩემი მეგობრები და თანამშრომლები სად არ დადიან და მაგნიტებს ყველა ქვეყნიდან მიზიდავენ, მაგრამ ვენეციაში არ უწევთ ყოფნა და ნიღბების შანსიც მინიმალური იყო…
ჰოდა, ჩემმა უახლოესმა და უსაყვარლესმა მეგობარმა მაჩუქა. მოახერხა და ერთი კი არა, სამი ნიღაბი მომიტანა. ერთი მეორეზე უკეთესები.
არ არსებობს ნივთი (ფულზე საერთოდ არაფერს ვამბობ), რაშიც იმ სამ მაგნიტს გავცვლი…
LikeLike
და მორჩა ყველაფერი გაქვს? რაღაც იქნება ისეთი რაც არ გაქვს და ეძებ,გინდა რომ გქონდეს და არ გაქვს)
LikeLike
არა :) ასე იოლად რა მორჩება… ახლა, ყველაზე მეტად, ვატიკანის გერბი მინდა :)
LikeLike
რა საყვარლებია <3 მე კარლსონის მარკებს შევაგროვებდი დიდი სიამოვნებით და ტომ სოიერის კიდე. შექსპირის სცენები დისნეის პრსონაჟებით ძალიან მაგარია, ესეც მინდა. სამაგიეროდ, დონ კიხოტი თქვენთვის მიჩუქნია, თავისი სანჩო პანსათი და დულსინიათი, ქარის წისქვილებითაც თუ გინდა, არ მევასება :-D :-D
LikeLike
საშინელ სამსჯავროზე კაცობრიობას საკუთარი არსებობის გასამართლებლად მარტო ის ეყოფა, რომ “დონ კიხოტი” შექმნაო, დოსტოევსკიმ თქვა ერთხელ :)
მართლა ლამაზი მარკებია… სამწუხაროდ, ჩვენ სულ სხვანაირები გვაქვს – მრუმე და პირქუში :(
LikeLike
ე, ეს ის მომენტია, როცა დოსტოევსკის არ ვეთანხმები :-) არ ვიცოდი ეს სიტყვები, კაია რომ მითხარი, მარა მაინც არ მევასება მე :-D :-D
ჩვენც დავსხდეთ ერთხელ და მოვიფიქროთ საინტერესო დიზაინები, მერე მივაწოდოთ იდეა “ზემოთ”, მარკებს ვინც “განაგებს” იმათ. ისე, ვინმეს ეხება ეს? ვის კონკრეტულად? :-)
LikeLike
Degustibus non disputandum…
საქართველოს ფოსტას ეხება.
ცდისპირელმა მოიფიქრა ფანტასტიური პროექტი – ელექტრონული მარკები ი-მეილებისათვის :)
LikeLike
ხო, ვნახე, მშვენიერი იდეაა ;-) ია ზა :-D
LikeLike
ცდისპირელის ბლოგიც და კომენტარებიც კრეატივის ზეობაა :)
LikeLike
ელექტრონული მარკების დანერგვაზე სერიოზულად ფიქრობდა აშშ-ს ფოსტა. მათი აზრით, ელფოსტის წერილზე ელექტრონული მარკის დაკვრა ადრესატს სპამის არ არსებობაში დაარწმუნებდა, მაგრამ … არწივის გამოსახულებიანი მარკის დაკვრას ელექტრონულ წერილზე სპამის გამგზავნიც ხომ მოახერხებს, თანაც ისე, რომ ამაში არაფერსაც არ გადაიხდის, ადრესატი ასეთ წერილს ყოველგვარი შემოწმების გარეშე გახსნის, სანდოობაში ეჭვი არც კი შეეპარება. რამდენადაც ვიცი ამის გამო არ დაინერგა ჯერჯერობით.
აქ(აც) ინფორმაციაა ამის შესახებ
http://www.sobutiya.net/hi-tech/na-elektronnyh-pismah-poyavyatsya-pochtovye-marki.html
აქ კი, ელექტრონულ წერილზე დასაკრავი ელექტრონული მარკის ესკიზია
http://images.yandex.ru/yandsearch?text=Epostmarks&p=3&img_url=www.costar.com%2Fwebimages%2FUSPS1a.jpg&rpt=simage
LikeLike
თვალსაჩინოებისათვის გამოსახულება დავამატე.
მთავარია, იდეა არსებობს. ტექნიკური პრობლემები, ადრე თუ გვიან, მოგვარდება.
ისე, ეს მარკა, დიზაინის მხრივ, ზედმეტად ერთფეროვანი და მოსაწყენი მეჩვენება, მაგრამ თუ სიახლე დაინერგა, სიუჟეტების შერჩევაც არ გაუჭირდებათ.
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის :)
LikeLike
დედაჩემს ჰქონდა საბჭოური მარკები შენახული და უამრავი მისალოცი ბარათი, ჩემი და ჩემი ძმის თამაშებმა ერთიანად იმსხვერპლა, როგორც ცნობილი საღეჭი რეზინის ,,love is..” (ლოვეს :დ)-ის ,,ნაკლეიკები”
LikeLike