მოლი ბლუმის ბლოგის ერთ–ერთმა ყველაზე ერთგულმა მკითხველმა, გამოცდილმა ბლოგერმა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულმა ჩორვენმა გასული კვირის Jeopardy!-ის თემა გააპროტესტა, სანაცვლოდ კი საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. მე, როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელმა, საპატიო მოვალეობად ჩავთვალე, მუდმივი მკითხველის სურვილი და მოსაზრება გამეთვალისწინებინა, მით უმეტეს, რომ თემა ჩემთვისაც მეტად აქტუალური და სასიამოვნოა.
მაშ, ასე – ფიგურაზე მზრუნველ და დიეტაზე მყოფ სტუმრებს გულწრფელად ვთხოვ პატიებას – მოლი ბლუმი, ჩორვენის პატივსაცემად, გასტრონომიულ ორგიას მართავს.
Bon appetit!
1. საბჭოთა პერიოდში ჩვენში პოპულარული ეს საკონდიტრო ნაწარმი ამერიკელი მომღერლის, მსახიობის, სპორტსმენის და სტალინური პრემიის ლაურეატის “სეხნია” იყო;
2. ეს იაპონური დელიკატესი ტეტროდოტოქსინის სასიკვდილო დოზას შეიცავს;
3. მის გამოგონებას მე-18 საუკუნეში მოღვაწე ბრიტანელ მინისტრს, საადმირალოს პირველ ლორდს მიაწერენ. როგორც ამბობენ, მას ისე უყვარდა ბანქოს თამაში, რომ სადილზე დაკარგული დროც კი ენანებოდა…
4. ამ ყველის სახელი იტალიურ ენაზე “დაჭრილს” ნიშნავს და კლასიკური რეცეპტის მიხედვით, კამეჩის რძისგან მზადდება.
5. ერთი ვერსიის თანახმად, ამ პოპულარული კერძის სამი ძირითადი ინგრიდიენტის ფერები მისივე მშობლიური ქვეყნის დროშის ფერებს უნდა შეესაბამებოდეს;
6. ასე ჟღერს ლათინურ ენაზე ფრაზა “ორჯერ გამომცხვარი”;
7. იტალიელები ამ პროდუქტის ერთ-ერთ ნაირსახეობას “ანგელოზის თმებს” უწოდებენ.
8. ამ გვარს ატარებდა მე-19 საუკუნის სამოციან წლებში მოსკოვში პოპულარული ფრანგული რესტორან “ერმიტაჟის” ბელგიელი (სხვა ვერსიით – ფრანგი) მეპატრონე და შეფ-მზარეული;
9. ამ დესერტის ტრადიციული ვარიანტის ძირითადი ინგრედიენტი ყველი მასკარპონეა;
10. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ამ პროდუქტის სახელი ესპანური კუნძულის – მენორკას დედაქალაქთან არის დაკავშირებული;
11. ამ ფრანგული კერძის სახელი, სიტყვასიტყვით, “ქონიან ღვიძლს” ნიშნავს;
12. ეს კომპანია 1900 წლიდან მსოფლიოს პოპულარული რესტორნების ყველაზე ავტორიტეტულ გზამკვლევს გამოსცემს;
13. ასეთი უჩვეულო ხერხით სვამენ პარაგვაელები სახელგანთქმულ ჩაი “მატეს”;
14. ამბობენ, რომ ფრანგული საუზმის ეს განუყრელი ატრიბუტი პირველად ვენელმა მეფუნთუშეებმა, 1863 წელს, თურქებზე გამარჯვების აღსანიშნავად დააამზადეს;
15. ამ დელიკატესს მეორენაირად “პიემონტის თეთრი ოქროსაც” ეძახიან.
აი, ხომ ვთქვი :) ვიჭრები ფაქტიურად :)
2. თევზი ფუგუ;
3. სენდვიჩი;
4. კამეჩის რძისგან მოცარელა მზადდება, სახელი რას ნიშნავს, არ ვიცი :)
5. იტალიური პიცა;
14. კრუასანი
თუ რამე გამახსენდა კიდევ, დავამატებ, რაღაცები მეცნო და…
უი, დილა მშვიდობისა :)
LikeLike
დილა მშვიდობისა, თამარა :)
შენს პასუხებს საღამომდე თვალს მოვაშორებ…
LikeLike
მოვიდა ბუა ^_^ სახელწოდება უკვე მომწონს (მმ).. დაიცა ახლა “გადავჭამო” აქ ყველაფერი
LikeLike
სათაური მეც მომწონს :) თან ძალიან :)
LikeLike
1.
2. ფუგა
3.
4, მოცარელა?
5. კაპრეზე მგონია, და ისე მის მოსამზადებლად მოცარელას იყენებენ
6. ვიცი რომ პეენიები იგულსიხმება, მაგრამ ასხელი ნამდვილად არ ვიცი
7.
8. ოლივიე
9.
10. კარტოფილისგან, ტომატის სოუსი და რაღც კიდო…. ტუმბეტი თუ ტუმბეტო ჰქვია
11. ფუაგრა (ეს რომელიღაც ფილმში იყო)
12.
13. სპეციალურ ჭურჭელში ამზადებენ, რომელიც ხის შეიძება იყოს, მაგრამ მჰონი გოგრაში უფრო კარჰად ამზადებენ და სპეციალური “ტრუბოჩკით სვავენ” ..უხ რა ზოგადად დავწერე აბა კონკრეტულად მე რავიცი…. ისე ამბობენ ძლაიან სასარგებლო ჩია, იმუნიტეტისთვის..და ერთი უნდა გავიგო ჩვენთან სადმე შესაძლებელია ამის გაკეთება
14. მართლა არ ვიცი ზუსტად, ამგამ ადვილად მისახვედრია, რომ კრუასანი იგულისხმება
15.
ეჰ, ვერ გადავჭამე ყველაფერი.. ძალიან გემრიელი “გასტრონომიური ორგია” გამოგივიდა ^_^
LikeLike
2. sushi (vgoneb,radgan tebzia erti romelic ketdeba sushishi da zalian shxamiania)
4.mocarela? mxolod es vici kamechis da tan italiuri :D tumca imdeni yvelia da gmertma icis romlie saxeli nishnavs magas :D
6. biskviti
7. vriskav (ise xom aqamde sul pasuxs pasuxshi vsvavdi da) es aris makaroni anu spageti an ragac misi monatesave : )
9. tiramis uuu as i know : ) ki arada ex mqonda gaketebis mcdeloba : )
11. vitom pashtetia eeg?? ex sad agar vici chemi frangulis mascavleblis normeri : )
13.au zustad ar vici magram magati brali araa sacrupavi joxebis gamogoneba?? ragac msgavsit axerxeben dalevas tu ar vcdebi, an mcenaris geroti an ragac egetit. nu sacrupav joxs vivaraudeb
14. nu titqmis echvic ar mepareba rom kruasanikebzea saubari : )
15. au au au oqro ar vici magram pimontis saidumlos ezaxian mgoni sokoebs romelic mxolod italiis sadgac trakshi izrdeba, mashasdame tu egaa mashin netshi is zalian zviri girs da zalian ishviat delikatesadaa moxsenebuli : ) (egzotikuri receptebis moziebas girchevt isetebs gaigebt netshi piri gia dagrchebat)
uh kai iyo danarchenze vifiqre vifiqre magram sakutari pasuxebi imdenad sasacilo da absurduli mechvena ar davcere :D xoda ki momshivda am dila bnelze :D
genialuria molly
LikeLike
ახლაც ებუტები თემას, ჩორვენ? :)
LikeLike
ara ras ambob :D zalian kmayofili var magram mshieri :D
LikeLike
მშიერს ეშველება, მთავარია, კმაყოფილი ხარ :) მეც მომწონს თემა… კარგი გამოვიდა :)
LikeLike
kii zalian. tan excentruli tan titqos advili mechvena kitxvebi mara xz ra pasuxebi davcere :D mokled sainteresoa ra :D <3
LikeLike
ხზ :) სლენგი ფორევერ :)
საინტერესო გამოვიდა, კი. მადლობა ჩორვენს და პატრულს! :)
LikeLike
ამათი კითხვის მერე : ) კუჭის მოთხოვნილებების ზემოქმედების ქვეშ ვაზროვნებ : ) მოლლიი ეს რა კითხვები დადეე ?? : )
1. “პოლ რობსონი” ნამცხვარი ალბათ ;
2. ფუგუ ( თევზის შესაბამისი სახეობის მიხედვით);
3. სენდვიჩი;
4. მოცარელა; ??
5. პიცა;
6. ბისკვიტი (“biscotte”);
7. მაკარონის იტალიური სახეობა კაპელინი – “kapeli di anjelo”;
8. “ლუსიენ ოლივიე” ;
9. ტირამისუ;
10. “keso maioni” მენორკული ყველი ??
11. ფუა-გრა;
12. მიშლენი;
13. მატეს სვამენ გოგრისგან გაკეთებული ჭურჭლისგან, (ჭურჭელს ქვია კალაბესი, და ცვრილ მუშტუკს – ბომბილია);
14. კრუასანი;
15. ტრუფელი.
LikeLike
ბოდიში ხომ მოვიხადე, ფარსმან :)
ისე, საიდუმლოდ გეტყვი, ფანტასტიური შედეგები გაქვს :)
LikeLike
შთაგონების შედეგია მოლი :) იმდენად მომინდა ამათი გასინჯვა რო :)
LikeLike
აშკარად ეტყობა შთაგონება :) ახლა ნაღებიან ყავას ვსვამ და საღამოს ამ მენიუდან რა გავსინჯო, იმას ვფიქრობ… რაღაცებს ავარჩევ, მერე, სადაც ჯერ არს, შევათანხმებ და მეორე სერიასაც დავგეგმავ :)
LikeLike
ამაში მე მოვიკოჭლებ სერიოზულად :დ
4. მოცარელა?
7. სპაგეტი?
13. აუ ბუნდოვნად მახსოვს… არ ვიცი ერთი მოსმით გადაკრავენ და ისე სვავენ თუ რაღაცას ურევენ და ისე…
14. კრუასანი?
15. ბეზე? :დ იჰ, არ ვიცი რა…
მორჩა, მეტი არ შემიძლია… ისე, რა სიამოვნებით გავიგებ ბოლოს სწორ პასუხებს. “ნამ-ნამ”
LikeLike
პასუხები საღამოს :) “ნამ-ნამიც” :)
კულინარია არ გყვარებია შენ… სტრანნო…
LikeLike
კულინარიის ისტორია არ მიყვარს, მართალი ხარ, მაგრამ გურმანობა – ცოტათი კი, მიყვარს :დ
მაგრამ პრეტენზიულიც არ ვარ კერძების არჩევანში :)
ფრანგების ტრადიციული კერძი კი მინდა გავსინჯო როდისმე (სანამ ცოცხალი ვარ :დ :დ :დ): შემწვარი ბაყაყის ფეხები :დ :დ :დ
LikeLike
მე კიბორჩხალები მაინტერესებს…
LikeLike
zalian gemrielia bayayi : ) uzaliaesad :D miuxedavad imisa rom xorcis moyvaruli ar var magati xorci zalian momecona <3
LikeLike
სად გასინჯე??? და როგორ? მოყევი ახლა. პირველად ვხვდები ცოცხალ ადამიანს, ბაყაყის ხორცი რომ აქვს გასინჯული :)
LikeLike
moll iyideboda goodwilshi asaconi bayayunebis fexunebi “D iyo jorjitas supermarketshic da kilogrami girda 65 GEL : )
da qatmis xorcs ar gavs mtlad : ) rziani xorcis gemo aqvs da zalian zalian zalian rbilia :D abreshumis xorci aqvs :D
LikeLike
ჯანდაბას… თურმე თბილისშიც ყოფილა :) ქათმის ხორციც კარგია და რძიანი ხორციც, ორივეს გემო მომწონს და შესაბამისად, ბაყაყის გემოც მომეწონება :unsure:
ჩორვენ, როდემ შემოგითვალა, აბა ერთი ყველა კითხვაზე არ გაგიცია პასუხიო…
კომენტარში პასუხი იყო და დავმალე და მე ვახმოვანებ :)
LikeLike
ase vupasuxeb mashin :D yvela kixtvaze pasuxi rom gavce kitxvebs me tviton unda vcerde :D nu an minimum merqvas sajaro biblioteka da dedamica :D
ase rom nu memuqreba erti eg :D
LikeLike
რა გითხრა… აქ ხალხმა შემოიხედა – ყველაფერი ვიცითო… თითქოს, აქ მართლა პირველობაზე იყოს თამაში…
არ გემუქრება როდე :)
LikeLike
ჰოდა მე იმდენად მინდა ამათი გასინჯვა, ფიქრის ფორმაციაზეც მოქმედებს უკვე :) და ადამიანურად რო ვთქვა მშია უკვე :)
LikeLike
მეც :) არადა, ჯერ ადრეა… საღამომდე უნდა გავუძლო, მერე იცოცხლე…
LikeLike
მოლი, უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრა, რომ მშიერი და აღშფოთებული ვარ :) დღეს საღამოს დიეტას დავარღვევ და სულ შენი ბრალი იქნება :)
ახლა, ასეთი მშიერი, აღშფოთებული და ქვეყნიერებისათვის საშიში ვიწყებ თამაშს :):
1. „პოლ რობსონი“ :) დედი აცხობდა ხოლმე :) ისე, სტალინური პრემიის ლაურეატიც თუ იყო, პირველად მესმის;
2. შხამიანი თევზი ფუგუ;
3. სენდვიჩი :) ცნობილი ისტორიაა :)
4. შავი კამეჩების რძისგან, რამდენადაც ვიცი, მოცარელა მზადდება, იტალიურად რას ნიშნავს, ვერ გეტყვი, სამწუხაროდ;
5. პიცა და იტალიის ეროვნული დროშა :)
6. მგონი, ბისკვიტი;
7. სპაგეტი იქნება, ლოგიკურად რომ ვივარაუდოთ :)
8. ოლივიე :) ქართული სუფრის ოდესღაც განუყრელი ატრიბუტის გამომგონებელი :)
9. ჩემი საყვარელი ტირამისუ :)
10. მაიონეზი – ალყაში მოქცეულ რიშელიეს უკავშირდება ეგ ისტორია, როგორც მახსოვს :)
11. Fois-gras – ბატის ღვიძლის პაშტეტი, იფ, იფ, იფ…
12. მიშლენის ვარსკვლავებზეა საუბარი, არა?
13. ეგ არ ვიცი… მარილიანს ხომ არ მიირთმევენ?
14. კრუასანიიიიიიიიიიი :) ანტრეს თბილი, ფუმფულა კრუასანიიიიიიიიიიიი! მოლი, დღევანდელი ჩავარდნილი დიეტა შენს სინდისზე იყოს!
15. ფრანგული ტრიუფელი მგონია… ოქროზე ძვირი ღირს და ფერიც თეთრი აქვს :).
LikeLike
მერი :) მთლად ჩემი ბრალიც არ არის :) მეც მაგ დღეში ვარ :) ახლა ვფიქრობ, დღევანდელ განტვირთვის დღეზე უარი ვთქვა…
LikeLike
მანამდე ხო საჭიროა სიცოცხლეე ? :)))
LikeLike
მანამდე უნდა გავუძლოთ…
LikeLike
მშიააააა!!!!! :)
LikeLike
ეჰ… მეც :)
LikeLike
am ertxel davwer pasuxebs:
1.ვთქვათ რეიგანი
2.ჩვენი საყვარელი : წავალ და ფუგუს მივეძალები
3. სენდვიჩი(კარგი რაღაც კი გამოიგონა მისმა მსახურმა)
4.მოცარელა იყოს
5.პაელია იყო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. იქნებ გავარტყა
6.ბისკვიტი
7.იტალიელები, გრძელი და თხელი, რა უნდა იყოს პასტას გარდა
8.ოლივიე…
9.ტირამისუ იყოს, ჩიზ–ქეიქშიც გამოიყენება, მაგრამ ტირამისუ მის გარეშე წარმოუდგენელია
10.ყველია მოჰანი, თუ მოანი
11.ფუა გრა .. ფუ :(
12.ნესტლე
13.მატეს სვამენ სპეციალური ჭიქაა რომელსაც საწრუპი მოჰყვება, ამ საწრუპავით სვამენ
14. კრუასანი რა თქმა უნდა და კიდევ ერთი ფუ
15. თეთრი ტრუფელი. მაინც არ მესმის ასე ძვირი რატომ ღირს….
LikeLike
და ამ ერთხელ რატომ, ჯინჯერ?
LikeLike
სხვებზე როგორც წესი ნათამაშები მაქვს სვაიაკში და სირცხვილია :)
LikeLike
ეს სვაიაკის კითხვები არ არის. ჩემი დაწერილია. შესაძლებელია, სვაიაკში იგივე თემებზე ყოფილიყო. ბუნებრივია, იქნებოდა კიდეც, მაგრამ გადმოწერით არ გადმიმიწერია.
LikeLike
კი, უბრალოდ ჩვენ უკვე ყველაფერზე გვაქვს ნათამაშები :D
LikeLike
შენი ნებაა. ვისაც ყველაფერზე არ აქვს ნათამაშები, ის ითამაშებს.
LikeLike
კითხვაზე, რა უნდა მივირთვა ახლა, სწორი პასუხია – ერბოკვერცხი. :)
LikeLike
მე ახლა-ზე ასეთი მკაფიო ვერსია არ მაქვს…
კითხვაზე – სად უნდა წავიდე საღამოს, პასუხი მაქვს.
რა უნდა მივირთვა – ჯერ არ ვიცი :) იქ გადავწყვეტთ :)
LikeLike
მოკლედ ეს არის სულ რაც ვიცი, თუმცა ზოგიერთში არ ვარ დარწმუნებული :)
1. pol robsoni (თუმცა საკონდიტრო ნაწარმი არ მახსოვს, ალბათ ძალიან პატარა ვიყავი საბჭოთა პერიოდში :) r
2. სუში
3.
4. მოცარელა
5.
6. ბისკვიტი
7. სპაგეტის ერთ-ერთი ნაირსახეობა ალბათ :)
8. ოლივიე (ძალიან მიყვარს)
9. tiramisu
10.
11. fuagra :)
12. Michelin
14. კრუასანი?
15. პიემონტეს თეთრი ღვინო? :)
LikeLike
ბაყაყი მეც მაქვს გასინჯული, და ძალიანაც მომეწონა, სიამოვნებით გეახლებოდით კიდევ :)
LikeLike
შენ სად გასინჯე? თბილისში შეიძლება ბაყაყის გასინჯვა?
LikeLike
თბილისში არ ვიცი, ვარშავაში გავსინჯე :)
LikeLike
თბილისში არც არის ალბათ… მართლა ქათმის ხორცის გემო აქვს? ასე ამბობენ, ძალიან ჰგავსო.
LikeLike
კი მოლი, ქათმის თეთრი ხორცის გემო აქვს :) მაგრამ უფრო ნაზი, თუ არ გითხრეს ვერც მიხვდები რომ ქათამი არაა :)
LikeLike
აჰა.. სწორად მცოდნია :) არა, აუცილებლად უნდა გავსინჯო. ინტერესისთვის მაინც.
LikeLike
ეჰ, მოლი, აქაც თავი მომეჭრება და მერე წავალ, დარდიან გულზე რამე გემრიელს შევჭამ :)
1) ოოო! პატარა ვიყავი საბჭოთა პერიოდში
2) რაღაცა თევზია და სახელი არ მახსოვს
3. სენდვიჩი ანუ ბუტერბროდი
4. მოცარელა არ არის?
5. პიცა, პიცა, პიცაააააააააააა
6. მოლი, ვგავარ ახლა მე ლათინური ენის მცოდნეს?
7. მაკარონი იქნება, წვრილი.
8. აი, ახლა ავსლუკუნდი :(
9. ხმას ავუწიე, არ გესმის? :)
10. ოჰოჰო, რას ვღრიალეეებ :)
11. ღვიძლის პაშტეტი?
12. აჰა, უკვე იატაკზეც გავგორდი
13. სადღაც ვნახე, ჩხირებით წრუპავენ.
14. უჰ, ეგ ხომ კრუასანია. ნახევარმთვარის ფორმა აქვს.
15. მოლი, უკვე გავიპარე, აქ აღარ ვარ :)
LikeLike
ერთად შევჭამოთ, მატილდა :)
LikeLike
ჩორვენ ერთი ყველა კითხვისთვის არ გაგიცია პასუხიიიი :)))) :დდდ ;))
მე2–კითხვაზე ვიცი მგონი პასუხი, სუშია? :(;დ
LikeLike
კი, როდე :) ასეა :) შენს კომენტარს საღამომდე დავმალავ :)
LikeLike
აჰ, სუში არასოდეს გამისინჯია და ჩემ ოცნებაა :*
LikeLike
ვითომ ასეთი გემრიელია?
LikeLike
ასე მგონია ;)
LikeLike
მეც ასე მსმენია… თბილისში კი არის იაპონური რესტორანი, მაგრამ ჯერ არ ვყოფილვარ.
აზიური ეკზოტიკიდან უფრო ჩინური მომწონს.
სუშიზე სულ “გეიშას დღიურების” პრემიერა მახსენდება. “ამირანის” ფოიეში, მაგიდაზე გოგო იწვა და ტანზე სუში ელაგა. ჰოდა, მსურველები სუშის იღებდნენ და ჭამდნენ :)
LikeLike
რამოდენიმე კითხვაზე კი ვიცი პასუხი, მაგრამ ჩამოწერა არ ღირს :(
საინტერესო ვიქტორინაა ძალიან <3
LikeLike
რატომ არ ღირს? ეს ხომ სპორტული თამაში არ არის, მაინცდამაინც პირველობას ჰქონდეს მნიშვნელობა?
პირველ რიგში – გართობაა :)
თუ არ დაიზარებ, ჩამოწერე :)
LikeLike
+1, pivel rigshi – gartoba :)
LikeLike
რა თქმა უნდა :)
LikeLike
გამარჯობა, Molli Bloom! თქვენს ყველა მეგობარს და სტუმარს, მათაც, რომლებსაც ნაცნობი კითხვები არ იზიდავს, – მოგესალმებით.
1. პოლ რობსონი (ბისკვიტი, ”სგუშჩონკა”, კაკაოს ფხვნილი და … სწრაფი, იაფი და იორღა ”შოკოლადის” ტორტი);
2. ისე წარმადგინა საზოგადოების წინაშე Molli Bloom (დიდი მადლობა მას ჩემი სანთლით საძებნი დადებითი მხარეების დანახვისა და რეკლამირებისათვის), რომ ამ კითხვაზე პასუხის არგამოცნობა, საკუთარი ხელით ყელის გამოჭრის ტოლფასი იქნებოდა. ფუგუ;
3. სენდვიჩი;
4. მოცარელა;
5. პიცა;
6. ბიკვიტი;
7. ბაყაყიც შეიძლება მომეწონოს (70-იან წლებში მოსკოვში, რესტორან ”პეკინში” გავსინჯე და … არ ვიცი, იქ ყველაფერი უგემური იყო), ლოკოკინაც, მერცხლის ბუდის წვნიანის, მაგრამ … მაკარონს გინდ ანგელოზის თმები დაარქვით და გინდ სამოთხის დელიკატესი, არ მიყვარს. წვრილი, გრძელი მაკარონი იქნება;
8. ესეც, ჩემთვის, ”როცა გშია ზაქარია, ცივი მჭადი შაქარია”-სავითაა. ოლივიე;
9. ამის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, ტკბილეული ( ტორტი? ) მასკარპონეთი, შოკოლადით, ყავით და ღვინით; ისე, ყველი და ღვინო, კი ბატონო, მაგრამ შოკოლადს და ყავას კონიაკი უფრო არ მოუხდებოდა?
10. მაიონეზი;
11. ფრანგული არ ვიცი, გემრიელი იქნება, ადრე უნგრული და ესტონური ბატის პაშტეტი ითვლებოდა ალპინისტთა და გეოლოგთა გემრიელ და კალორიულ დელიკატესად. ფუა გრა;
12. არა მხოლოდ მიშაზე და ლენინზე ზრუნავს მიშლენი;
13. ცივი წყლით ან ყინულით აზავებენ;
14. კრუასანი. ცნობილ ინგლისელ სოციოლოგს აქვს დაწერილი წიგნი ფრანგებზე, მათ ჩვეულებებზე, ”საშუალო ფრანგის” სურათს ხატავს გადასარევად და იმ წიგნმა შემაყვარა კრუასანი, ისე რომ არც გამესინჯა, წიგნი ინათხოვრეს და აღარ მიბრუნებენ, ჩათვალე რომ ჩემი ქორწილი როცა იქნება, საქორწილო საჩუქარი აღარ გექნება საყიდელიო, ავტორს ვერ ვიხსენებ, იქნებ იცოდეს ვინმემ ავტორიც და ისიც, ინტერნეტში თუ არის ეს წიგნი განთავსებული, დიდი მადლობელი დავრჩები;
15. მგონი ისე მოვკვდები, რომ არ მეღირსება ამ სოკოს დაგემოვნება, დისქავერის გადაცემა ვნახე ადრე, კგ სოკოს 200 $ -ად იბარებენ შვეიცარიის რესტორნები და ბარები, შემდეგ კი, … პურის ნაჭერზე ძალზე თხლად წასმულ ტრიუფელიან ბუტერბროდს 15-25 $-დან ყიდიანო. თუ ვინმეს ეს გადაცემა აქვს ნანახი, ვთხოვ გამომეხმაუროს, მე მახსოვს (და შემდეგ ინტერნეტშიც წავიკითხე, მაგრამ … ვეღარ ვპოულობ), რომ მის შესაგროვებლად სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს იყენებენ, ღორი კი პოულობს კარგად (ტახი, კერატი …ანუ მამალი ღორი,- როგორც ჩვენი მინისტრი იტყოდა-აგნებს ადვილად, რადგან … ნეზვის-დედალი ღორის სუნი ასდისო), მაგრამ ხშირად აფუჭებს დინგით, ზოგჯერ კი,… კიდეც ჭამსო (ეტყობა სატრფოს მეტისმეტი სიყვარულით მოსდის).
LikeLike
საღამო მშვიდობისა :)
რას ვიზამთ, სპეციფიკური სლენგით მოუბარი პროფესიონალები სხვა დონეზე თამაშს არიან მიჩვეული. აქ მხოლოდ მოყვარულები და ელიტურკლუბსაცდენილიხალხი ვიკრიბებით :)
მადლობა თამაშისთვის :)
პ.ს. თქვენს კითხვებზე მესამე დღეა თავს ვიმტვრევ, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.
LikeLike
რა თქმა უნდა გართობა :)
LikeLike
პროფესიული თამაშებისთვის სხვა ადგილები არსებობს…
LikeLike
ეს ჩემი კომენტარები ზევით რატომ იწერება :)))
LikeLike
მე ხომ საერთო მოდერაცია მაქვს ერთი დღით ჩართული… ჰოდა, რეპლაის პრინციპი ირღვევა ალბათ :)
LikeLike
მომშივდა,პასუხები როდის იქნება გახდა 7)))
LikeLike
უკვე არის :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. “პოლ რობსონი”
2. თევზი ფუგუ
3. სენდვიჩი
4. მოცარელა
5. კლასიკური პიცა
6. ბისკვიტი
7. იტალიური პასტა Capelli d’angelo – ანგელოზის თმები
8. ოლივიე (ლუსიენ ოლივიე)
9. ტირამისუ
10. მაიონეზი (დედაქალაქი – მაონი, თუმცა, კითხვის პირობებს ყველი მაონიც აკმაყოფილებს)
11. ფუა-გრა (Fois-gras)
12. Michelin
13. ე.წ. წრუპით (დეტალები ფარსმანის პასუხშია :) და ისიც დავამატოთ, რომ მატეს, ზოგადად, ცივი წყლით აზავებენ)
14. კრუასანი
15. ტრუფელი
საუკეთესო შედეგები – ფარსმანი (15); მერი პოპინსი – (14); რაკარაკარაკა (14); ჯინჯერი – (12); mecmikvarkhar (10).
ისე, მთელი გულით მაინტერესებს “სვაიაკის” იმ პაკეტის ნახვა, სადაც რეიგანი სტალინური პრემიის ლაურეატად არის გამოცხადებული.
ყველას დიდი მადლობა თამაშისთვის. დღეს განსაკუთრებით საინტერესო, შინაარსიანი, ვრცელი და სახალისო კომენტარები გვაქვს. სტატისტიკას Jeopardy!-ის გვერდზე ხვალ განვაახლებ. ახლა მაპატიეთ. დილიდან გასტრონომიული ხულიგნობის ხასიათზე ვარ და თუ ჩემი მეგობარიც ავიყოლიე, რუსული პელმენების და ბლინების საღამო მექნება.
შემდეგი ტური – შემდეგ ოთხშაბათს. თემა ჯერ არ შემირჩევია…
LikeLike
გასტრონომიულ მოროდიორობას ჩავდივარ უკვე მოლი :) თან შედეგებს ვაფასებ ;)
დილით საუზმის გარეშე დავჩი და ამიტო მთელი ფიქრი საჭმელზე იყო გადასული ალბათ ;)
მადლობთ თქვენ !
LikeLike
შედეგები ფრიად მეტყველია :)
მადლობა ჩემს მკითხველებს ეკუთვნის :)
LikeLike
ჩემზე მეტად მაიონეზი,სენდვიჩი და კრუასანი არავის ეყვარება.
მეც მინდა რუსული პელმენები(
მიუხედავად იმისა,რომ არ მივიღე მონაწილეობა,ამ ტურის შედეგად მთელი დღე მოშიებული დავიდვარ..
LikeLike
მე მიყვარს პირველიც, მეორეც და მესამეც :)
თან ძალიან ძალიან ძალიან :)
მაიონეზს კოვზითაც ვჭამ, კრუასანისთვის “ანტრეში” დავდივარ, სენდვიჩები სამსახურშიც კი დამაქვს ხოლმე :)
გეთამაშა… კარგი იქნებოდა….
LikeLike
რა სინდისით,დილიდანვე მთელი დღე იმას ვფიქრობ რა ვჭამო,ყველაფერი ერთად მომინდა და თან კულინარიაში ვერ ვერკვევი..))))
LikeLike
მაინც უნდა გეთამაშა :)
LikeLike
აუ რა მაგარია :დ :დ :დ :დ
ასეთი კიდე უნდა იყოს… კულინარიაზე ანუ
LikeLike
იქნება, ოღონდ ოდნავ სხვანაირი მიმართულებით :)
კარგია, თუ მოგეწონა :)
LikeLike
გამიხარდა მთლად ძაანაც რომ არ ვარ შთერი თურმე მარა მე5-ე კითხვის პასუხი რომ წავიკითხე სულ თავპირში ვირტყი ხელი : ) არადა ვიფიქრე მასეთი ადვილი პასუხი არ იქნება და სისულელეს სულ არ დაწერა ჯობიათქოო . ვახმე ვახმე ვახმე :)))
მაგარი იყო გაიხარე მოლი!
LikeLike
აქ რთული კითხვები იშვიათად მომაქვს ხოლმე :) ყველაფერი ნაცნობია და მარტივი :)
კარგი იდეა იყო, ჩორვენ :) მადლობა შენ გეკუთვნის :)
LikeLike
ფუა გრა… ეს ვიცოდიიიი:(
LikeLike
შენ სხვა პასუხებიც გეცოდინებოდა… ავტოგრაფი ისევ არ დამიტოვე :(
LikeLike
ჰოი საოცრებავ მაიონეზი (რომლის გარეშეც საერთოდ არფერს მივირთმევ :) და პიცა როგორ ვერ გამოვიცანი :(
ძალიან კარგი შეკითხვები იყო, მადლობა მოლი :*
LikeLike
მადლობა :) მიხარია, რომ კითხვები მოგეწონა :)
LikeLike
ახლა ვნახე, გურმანი არ ვყოფილვრ ^_^ კარგი იყო :) ბევრი რამე ვსიწავლე.. ვოტ :)) მადლობა მშვენიერ მოლის :)
LikeLike
მადლობა შენ :) და გურმანი რატომ არ ხარ? საიდან დაასკვენი? მხოლოდ კითხვების გამო არ ღირს გურმანობაზე ხელის აღება :)
LikeLike
საქმე იმაშია, რომ ვჭამ ყველაფერს (რაც იჭმევა ) და არ არსებობს რამე კერძი, რომელზედაც ვიტყვი – მეზიზღება :)))) და გურმანს ეს არ ახასიათებს ვგონებ,.. ნუ რა მნიშნვეობა აქვს :))
LikeLike
ჰო, გურმანი უფრო აზიზია :)
LikeLike
ვაიმე რა გემრიელია =/
როგორ მინდა :შ
LikeLike
მართლა გემრიელი პაკეტი გამოვიდა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
გული დამწყდა მოლი :( ოთხშაბათი დღე სტუმრებით დატვირთული გამოდგა და ბავშვით ხელში სამზარეულოდან არ გამოვსულვარ.. ბევრი გემრიელობები მოვამზადე მაგრამ ამ გემრიელ კითხვებს ვეღარ მოვუსწარი :( :(
LikeLike
მთავარია, სტუმრები დარჩნენ კმაყოფილი… :) ჩვენც მოვისაკლისეთ წინა ტურის გამარჯვებული, მარგამ არა უშავს :) შემდეგი ოთხშაბათიც მალე მოვა!
LikeLike