ლონდონის ნაციონალური გალერეა არც ცნობილი ტილოების ნაკლებობას უჩივის და არც – მნახველებისას, მაგრამ იმ უამრავ შედევრს შორის, რომლებსაც აქ დაუდიათ ბინა, მაინც არის ერთი გამორჩეული ქმნილება. ეს ფლამანდელი ფერმწერის – იან ვან ეიკის “არნოლფინების წყვილის პორტრეტია.”
ბრიუგეში 1434 წელს დაწერილი ეს ტილო, პირველ რიგში, იმით გახდა განსაკუთრებული, რომ ვან ეიკმა ჩვეულ მანერას უღალატა და თემად ბიბლიური სიუჟეტი არ გამოუყენებია. “გენტის საკურთხევლისა” და “კანცლერ როლენის მადონას” ავტორმა წმინდა წერილის კარნახით შექმნილი უამრავი სურათის შემდეგ ძალიან ოჯახური და იდილიური თემა შემოგვთავაზა. თუმცა ნახატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ამ საკითხთან არაფერი აქვს საერთო და იმ სიმბოლოებს უკავშირდება, რომლებიც მკვლევარებმა აღმოაჩინეს და რაზედაც არაერთი ინტერპრეტაცია იქნა შეთხზული.
ხელოვნებათმცოდნეებს შორის დავა თავდაპირველად ნახატზე გამოსახული წყვილის ვინაობის გამო გაჩაღდა. კარგა ხნის შემდეგ მკვლევართა უმეტესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პორტრეტი იტალიელ დიდვაჭარს – ჯოვანი დი ნიკოლაო არნოლფინის და მის მეუღლეს ეკუთვნით. ვან ეიკის ქმნილება სპეციალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა და მასზე გამოსახულ თითოეულ დეტალს გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭეს.
ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო დეტალი წყვილის ზურგს უკან, კედელზე დაკიდებული სარკეა, რომლის ჩარჩოს ქრისტეს წამების ამსახველი ათი სცენა ამკობს. ზოგიერთმა მკვლევარმა მრგვალი სარკის ფორმაში უფლის ყოვლისმცოდნე თვალი დაინახა, ხოლო სარკის სიღრმიდან მომზირალი ორი ადამიანის ანარეკლიდან ერთ-ერთი თავად ვან ეიკის სილუეტად მიიჩნიეს. ამ მოსაზრების მხარდამჭერნი, გარეგნული მსგავსების გარდა, იმ ფაქტსაც ეყრდნობოდნენ, რომ მხატვრის ხელმოწერა ჩვეულ ადგილზე – სურათის ქვედა კუთხეში კი არა, გაცილებით თვალსაჩინოდ – ჭაღსა და სარკეს შორის იყო მოთავსებული და ნაცვლად წარწერისა “Johannes de eyck fecit” (“შექმნა ვან ეიკმა”), გვამცნობდა – “Johannes de eyck fuit hic” (“ვან ეიკი აქ იყო”).
წმინდა მარგარიტას ფიგურამ, რომელიც მშობიარე ქალების მფარველად ითვლებოდა, მკვლევარები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ჯოვანი არნოლფინის მეუღლე ფეხმძიმედ გახლდათ, რასაც მისი მუცლის ფორმაც მოწმობს. თუმცა ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეს მომრგვალებული ფორმა კაბის ქვეშ ამოდებული ბალიშის ბრალი იყო, რაც იმ დროინდელი ქალბატონებისთვის სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენდა. მოგვიანებით პირველი ვერსიის მომხრეებმა ახალი არგუმენტი მოიშველიეს, კერძოდ კი – ჭაღის სანთლები. ჯოვანი არნოლფინის მხარეს განლაგებული სანთლები ანთებულია და ციმციმებს, მისი მეუღლის მხარეს კი ჩამქრალია. ამ დეტალის საფუძველზე ივარაუდეს, რომ სურათი დაიწერა ქალბატონის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა, რაზეც სიმბოლურად მიგვანიშნებს მის თავზე ჩამქრალი სანთლები. გარდა ამისა, ეს ჰიპოთეზა ფანჯრის რაფასა და ტაბურეტზე დალაგებულმა ფორთოხლებმა გაამყარა, რაც ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიარეს.
ამის შემდეგ კამათი გამოიწვია ჯოვანი არნოლფინის ხის სანდლებმა, რომლებიც იატაკზე, პატრონის ფეხებთან ყრია. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი თვლიდა, რომ სურათზე ჯვრისწერის სცენა იყო გამოსახული და ძველ აღთქმას იშველიებდა – “და ჰრქუა უფალმან: განიძარცვე ფეხსამოსი, რამეთუ მიწა, რომელზედაც დგახარ, წმიდა არს” – ადგილი, სადაც ქორწინების საიდუმლო აღესრულებოდა, წმინდა ალაგად ითვლებოდა. უფრო პრაგმატულმა სპეციალისტებმა კი აქედან პროზაული დასკვნა გამოიტანეს – არნოლფინი ვაჭარი იყო, არისტოკრატთა წრეს არ ეკუთვნოდა და ამის ნიშნად ავტორმა ტილოზე ხის უბრალო ფეხსაცმელი გამოსახა. წყვილის ფეხებთან მიხატულმა პატარა ძაღლმა კი ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოს დატვირთვა მიიღო.
“ჯვრისწერის თეორიის” მომხრეები უფრო შორსაც წავიდნენ და ნახატზე მორგანატული ქორწინების მანიშნებელი დეტალიც იპოვნეს – ქალის ფიგურა ქმრის მარცხენა მხარესაა გამოსახული და არა მარჯვნივ, როგორც ამას ჩვეულება მოითხოვდა. ამიტომ არნოლფინის მეუღლე დაბალი ფენის წარმომადგენლად ჩათვალეს.
მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მეტად ანგარიშგასაწევმა ინგლისელმა მკვლევარმა მორის ბროქუელმა სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა ამ თემას და სენსაციური დასკვნა გამოიტანა – განაცხადა, რომ არნოლფინების ნამდვილი პორტრეტი ესპანეთში, ხანძრის დროს განადგურდა, ჩვენთვის ცნობილ ტილოზე კი თავად ფერმწერია გამოსახული მეუღლესთან ერთად. ამ თეორიის განსამტკიცებლად ბროქუელი და მისი მხარდამჭერები ქალბატონი არნოლფინის მარგარიტა ვან ეიკთან – მხატვრის ცოლთან – გარეგნულ მსგავსებას იშველიებენ. მით უმეტეს, რომ მარგარიტა სწორედ ამ დროს ფეხმძიმედ იყო და მალე ვაჟიც შეეძინა, არნოლფინებს კი შვილი არ ჰყოლიათ, ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტის დამადასტურებელი ცნობები მკვლევარებმა ვერსად მოიძიეს.
ასეა თუ ისე, ამ პოსტის მიზანი სპეციალისტების ხანგრძლივი და ჯერ კიდევ დაუსრულებელი დავის გადაჭრა ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ, მინდოდა, ჩემი მკითხველისთვის ამ ტილოს შესახებ მომეთხრო და კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ადრეული აღორძინების წარმომადგენელი იან ვან ეიკი, რომელმაც ძმასთან – ჰუბერტთან ერთად სრულყო ზეთის საღებავების დამზადების ტექნიკა და ფლამანდური მრავალფენიანი წერის მანერით შექმნილი არაერთი ულამაზესი ტილო დაგვიტოვა, მათ შორის კი ოსტატურად შესრულებული “არნოლფინების წყვილის პორტრეტი”, რომელიც, ვეჭვობ, კიდევ დიდხანს იქნება ხელოვნებათმცოდნეების ყურადღების ცენტრში.
აკადემიის მისაღებ გამოცდაზე ვწერე არნოლფინების პორტრეტის ანალიზი :) :)
ყოჩაღ, მოლი :) :) მშვენიერი პოსტია :)
LikeLike
მაშინ შექება ორმაგად საამაყოა :)
მადლობა, ლიბიკა :)
LikeLike
ამ რამდენიმე დღის წინ გამახსენდა ტილო და ისიც, რომ ჩემი ცოდნა მის შესახებ ძალიან მწირი იყო, ჯერ მამაჩემის ალბომებში მინდოდა მომეძებნა, მერე მამასთვის კითხვას ვაპირებდი და აი, აღარ დამჭირდა :)
LikeLike
ფსიქე, ახლა როგორ შეაქე ეს პოსტი და როგორ გამახარე, თუ ხვდები?
LikeLike
აუ რა კაი ენით წერ…. ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე :))) ^_^ არ ვიცოდი ეს სურათი (სირცხვილი მე!)..მართლა დიდი რესფექტი….
თან მასე ღრმად ერთი სურათის აღწერა… ძალიან მომეწონა :* <3
LikeLike
მადლობა, ჯესი :) განსაკუთრებული ტილოა. სიმბოლოებით სავსე. დღესაც პოულობენ ახალ დეტალებს. მეც ამიტომ დავწერე… ჩავთვალე, რომ ჩემს მკითხველს დააინტერესებდა :) ჰოდა, როგორც ვატყობ, არც შევმცდარვარ :)
LikeLike
არანაირად არ შემცდარხარ..ნამდივლად საინტერესოა ^_^ თან ძალიან :)
LikeLike
სენქს ა ლოთ :) მე ხომ ბლოგოსფეროში საუკეთესო მკითხველები მყავს :)
LikeLike
jer flamandiuri mxatvrobaa raa da am postis pirveli abzaci chakitxuli ar mqonda rom naxati calke fanjarashi gavxseni da tvaliereba davicye : ) santlebi sarke da xelmocera menishna rom ragac gansakutrebuli iqneboda :D tvalierebit rom vijere guli mere cavikitxe posti da agvfrtovandi : ) isev chemi sayvareli cigni gamaxsenda romelic kidev unda gadavikitxo : )
LikeLike
მადლობა, ჩორვენ :) მახვილი თვალი და ფერმწერის ალღო გქონია.
რევერტეს ფლამანდური დაფა გაგახსენდებოდა შენ :)
ხულია მომიკითხე :)
LikeLike
sure sure : )
fermweris algo? ho albat magram akademiashi rom chamebarebina albat uket meqneboda eg algo da grznobebi ganvitarebuli tumca ar damcalda :D
LikeLike
ფერმწერის და ხელოვნებათმცოდნეს ალღო :)
პროფესიონ მანკე ჰქვია მაგას, თუ სწორად მახსოვს. 16-17 წელია ძალიან ადრეული ასაკია იმისთვის, პროფესია ერთხელ და სამუდამოდ რომ აარჩიო. მერე გული გწყდება ხოლმე…
LikeLike
me dgemde ar gadamifiqrebia eg profesia ubralod rodesac ojaxi ixdis ojaxi cyvets :D tumca arc magas davnebdi bolomde da mainc mat jinaze sul sxva ragac avicrhie rac dgesdgeobit momcons tumca mainc minda is rac sul mindoda :D
LikeLike
ეს ყველაზე ცუდი რამ არის – ოჯახი იხდის – ოჯახი წყვეტს. სამწუხაროდ, ასეა :( უმრავლეს შემთხვევაში ასეა :(
კიდევ კარგი, მე უფასოდ ვისწავლე. თუმცა, რომც ვერ მომეხერხებინა, პროფესიას მაინც ჩემით ავირჩევდი.
LikeLike
ძალიან საინტერესოა! კარგია, როცა სურათი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
LikeLike
danke :) არნოლფინებთან ინტერპრეტაციის საშუალებაც უამრავია და ფანტაზიასაც დიდი გასაქანი აქვს. კონსპიროლოგების ოცნება :)
LikeLike
დილა მშვიდობისა,მოლი!
თემა როგორც ყოველთვის,ამჯერადაც ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია…გამიტაცა ძალიან…
არ ვიცი ამ თემაზე ხუმრობა რამდენად შეიძლება,მაგრამ ჩემს, პირველივე შეხედვით, შექმნილ შთაბეჭდილებას მაინც გაგიზიარებ:იტალიელი დიდვაჭარი ჯოვანი არნოლფინი არ ვიცი და რუს პრემიერმინისტრ ვლადიმერ პუტინს კი ნამდვილად ჰგავს:)
LikeLike
დილა მშვიდობისა, ნატალია!
მადლობა. მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :)
კი, ნამდვილად ჰგავს და ეს უცნაური მსგავსება დიდი ხანია, მითქმა-მოთქმის საგანია. გამოთვალეს, რომ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ლონდონის ნაციონალურ გალერეაში ვან ეიკის ტილოს მნახველთა რიცხვი ერთი ათად გაიზარდა…
LikeLike
mokled ver movitmine da isa cavedi da tehsi didi rezoluciit vipovne es namushevari : ) da bevrad meti saintereso ragac yofila zed datanili :D mkagalitad isev da isev sarke da masshi ramis me9- polkis odenobis xalxia asaxuli :D
kedelze damatebi crili minacerebia da mokled agvfrtovandi :D vzivar da michichinebuli vuyureb ekrans :D imis imedit rom mec vipovni rame gansakutrebuls <3
LikeLike
სარკეზე მეც მიწერია, ჩორვენ :)
ნახე აუცილებლად და თუ საინტერესოს აღმოაჩენ, კომენტარებში დაგვიტოვე. პოსტი, ამით, მხოლოდ და მხოლოდ მოიგებს :)
LikeLike
ho mara sarkeshi sami adamiani chans tore rom giceria ki vnaxe kaco :D da zalian kargadac giceria amaze saubaric araa sachiro :D
kidev qalis aqsesuarebze ornamenti meordeba da sacolis tavze ucnauri mlocveli qandakebaa romelsac drakoni icavs :D
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/33/Van_Eyck_-_Arnolfini_Portrait.jpg ai amas shevcqeri da mokled vtkbebi : ) saxis nakvtebi saertod sauketesoa <3 da col qmars absoluturad gansxvavebuli ieri aqvt : )
LikeLike
ვიკიპედიას ბევრად მეტი ეცოდინება :) მე, რაც მახსოვდა, ის დავწერე :)
LikeLike
ara bevrad meti arc iq ceria : ) ubralod didi rezoluciita naxati : )
LikeLike
ასეთ დროს დიდი რეზოლუცია აშკარად უფრო მოსახერხებელია…
LikeLike
ფლამანდიური მხატვრობა ჩემი სისუსტეა, ძალიან მომწონს და სულ ვოცნებობ ორიგინალში ვნახო :) ფანტასტიური პოსტია :)
LikeLike
მადლობა :) ვეცადე, კარგი გამოსულიყო.
ფლამანდიური სკოლა მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი ნამდვილი და უმთავრესი სიყვარული აბსტრაქციონისტებია :)
LikeLike
ჩემი სუსტი წერტილი კლიმტი და მაგრიტია :)
LikeLike
კოცნა :) და Cesi n’est pas une pipe :)
LikeLike
კოცნა თავისთავად, თუმცა დანაე, რომეო და ჯულიეტა, ქალის სამი ასაკი… გამორჩევა მიჭირს, ძალიან მიყვარს :)
LikeLike
კოცნა და ქალის სამი ასაკი… მე ამათ გამოვარჩევდი :)
LikeLike
რა ჯიშის ძაღლია? ამაზე არვინ დაფიქრებულა?
LikeLike
ბრიუსელური გრიფონი :)
LikeLike
ჩაუ-ჩაუს ლეკვს გავს :)
LikeLike
ჩაუ-ჩაუ უფრო “ლახმატი” მახსოვს…
LikeLike
წუხელის ისპანახი უჭამია და ცოტა ვერაა ფორმაში.
LikeLike
აჰა… მაშინ გასაგებია…
LikeLike
ლოლ, ლორდ რა ენა გაქვს, რა მოსწრებული სიტყვა :დ
LikeLike
შენ ეგა თქვი…
LikeLike
ძალიან საინტერესო იყო.
მომწონს როდესაც სურათზე ბევრი უცნაური დეტალია, რომელიც კამათებისა და განხილვების საბაბი ხდება ხოლმე :)
LikeLike
მადლობა, როდე :)
უცნაური დეტალების და დაშიფრული ინფორმაციის მხრივ, არნოლფინები არტ-სამყაროს ერთდაერთი თუ არა, ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.
ჯერ სად ვართ, კიდევ იპოვნიან რამეს…
LikeLike
აი მიყვარს რა აქაურობა! ^^
სულ ახალს და საინტერესოს ვიგებ ხოლმე, თან საინტერესოდ მოცემულს!
რესპექტ მოლი! :>
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
ვეცადე, საინტერესო პოსტი გამოსულიყო.
მე შენს ბლოგზე შემოსეირნება მიყვარს :)
LikeLike
აქამდეც მომწონდა ეგ ნახატი,მაგრამ ასე ღრმა და საინტერესო თუ იყო ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი….ძალიან,ძალიან საინტერესო პოსტი იყო….
LikeLike
შენი ავტოგრაფი – ლაიქი კი მახსოვს, რუსა, მაგრამ კომენტარი პირველია :) ასე რომ, მაინც ახლაშემოსწრებულ სტუმრად ითვლები :)
ველქამ და მადლობა :)
LikeLike
ჩემი დაგვიანებული ლაიქი, მოლი :) გამიხარდა, ვან ეიკზე დაწერილი პოსტი რომ დამხვდა… სხვა ფლამანდელი კოლეგებივით პოპულარული არ არის და, მე თუ მკითხავ, უსამართლოდაც… ჯერ მარტო “გენტის საკურთხეველი” რად ღირს…
LikeLike
მშვიდობაა შენთან, მერი? მთელი დღე არ ჩანდი…
მადლობა :)
გენტის საკურთხეველზე ცალკე დავწერ :)
აუცილებლად :) გპირდები :)
LikeLike
კი… მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ამიერიდან საღამოობით უფრო შემოვიხედავ ხოლმე :)
LikeLike
მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო
LikeLike
მიზეზს გააჩნია. მერის თუნდაც მინიმალური შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, აუცილებლად შემოიხედავდა.
ალბათ რაღაც სერიოზულია..
LikeLike
ეჰ, მოლი, მიზეზი მართლაც სერიოზულია… მაგრამ ხვალინდელ ვიქტორინას მაინც ვითამაშებ :)
LikeLike
იმედია, ყველაფერი კარგად არის :(
LikeLike
როგორ მიყვარს ასეთი იდუმალი ამბები :)
LikeLike
ავატარზე გეტყობა :)
LikeLike
მოლი, უგზო-უკვლოდ ინტელექტუალური ბლოგი გაქვს და ერთმანეთზე უკეთესი პოსტები :)
LikeLike
მადლობა, მატილდა :)
LikeLike
მე მაგ სურათზე ვღადაობ ხოლმე… ხუმრობა–ხუმრობაში მამაკაცს ყველა პუტინს ადარებს :დ
LikeLike
არც თუ ისე ხუმრობაში, ქევან… უკვე სერიოზულადაც :)
LikeLike
ამ ყველაფრით რაც ჩამოთვალე ეიკმა “ოჯახური ტაძარი” აღნიშნა. კარგი პოსტია სასიამოვნოდ შემომეკითხა.
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
ძალიან საინტერესო იყო… მაგარია
LikeLike
მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
რამდენიმე ხნის წინ ხელოვნების ერთი გაკვეთილი დავუთმეთ ამ ტილოს <3 ძალიან ლამაზი და იდუმალი ნახატია )
LikeLike
უაღრესად იდუმალი და დაშიფრული გამოცანებით სავსე :)
ერთი გაკვეთილი, ასე მგონია, არ გეყოფოდათ :)
LikeLike
ძალიან საინტერესო იყო. მადლობა შენ ამ ინფორმაციისთვის.
სამწუხაროდ, ყოველ დღე ვერ ვსტუმრობ შენს ბლოგს, მინდა ჩავუჯდე და ისე წავიკითხო პოსტი, ამიტომ თავისუფალ დროს ველოდები. ხოდა, მოვიდა ისიც :-)
LikeLike
მიხარია, რომ მოგეწონა :) ასეთი პოსტის წერისას ძნელია, გადამეტებულ ინფორმატიულობას გაექცე და ვიკიპედიის სტატიას არ დაემსგავსო. რაკი მოგწონთ, ზედმეტად მშრალი არ გამოსულა და ეს განსაკუთრებით მახარებს…
LikeLike
მიყვარს ფლამანდიური სკოლა. ეიკიც ძალიან მიყვარს.
კარგი პოსტია, უბრალოდ ერთს დავამატებდი:
ფორთოხლებს მკვლევართა ერთი ნაწილინაყოფიერების სიმბოლოდ აღიქვამს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მხატვარს ფორთოხლების გამოსახვით სურდა ხაზი გაესვა არნოლდინების ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისთვის. როგორც წერენ, იმ დროინდელ ნიდერლანდებში იშვიათობა იყო ციტრუსები, ამიტომაც ისინი მხოლოდ შეძლებულ ხალხს ჰქონდა :)
პს. დღეს გადავხედე შენს “ვერნისაჟს” და შესანიშნავია. ^_^
LikeLike
არნოლფინების უფრო სწორად :)
LikeLike
კი. ასეა. ოჯახის სიმდიდრეს ფორთოხლებითაც სხვა ნიშნებითაც ამტკიცებენ.
LikeLike
dzaan magariaa yochaag admiin : ) :) :) :) mchirdebodaa taan : :D :D :D :D :*
LikeLike
რისთვის?
LikeLike
Dges vnaxe originality! ! ! Posti mtlianad emtxveva audiogidis versias da damatebulia Ramodenime mosazreba, rac udaod sainteresoa.
LikeLike
გამახარე :) ფრიად კმაყოფილი ვარ. იმ რამდენიმე მოსაზრებას ვერ გაგვიზიარებ?
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე!
LikeLike
[…] უფლისაკენ ხელგაწვდილი ადამი, არნოლფინების წყვილი, ნიჟარაზე მდგარი, თმაგაშლილი ვენერა, […]
LikeLike
dzalian sainteresoa :)
LikeLike
dzalian momewona )))
LikeLike
მადლობა!
LikeLike