Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი 14th, 2011

ლონდონის ნაციონალური გალერეა არც ცნობილი ტილოების ნაკლებობას უჩივის და არც – მნახველებისას, მაგრამ იმ უამრავ შედევრს შორის, რომლებსაც აქ დაუდიათ ბინა, მაინც არის ერთი გამორჩეული ქმნილება. ეს ფლამანდელი ფერმწერის – იან ვან ეიკის “არნოლფინების წყვილის პორტრეტია.”

ბრიუგეში 1434 წელს დაწერილი ეს ტილო, პირველ რიგში, იმით გახდა განსაკუთრებული, რომ ვან ეიკმა ჩვეულ მანერას უღალატა და თემად ბიბლიური სიუჟეტი არ გამოუყენებია. “გენტის საკურთხევლისა” და “კანცლერ როლენის მადონას” ავტორმა წმინდა წერილის კარნახით შექმნილი უამრავი სურათის შემდეგ ძალიან ოჯახური და იდილიური თემა შემოგვთავაზა. თუმცა ნახატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ამ საკითხთან არაფერი აქვს საერთო და იმ სიმბოლოებს უკავშირდება, რომლებიც მკვლევარებმა აღმოაჩინეს და რაზედაც არაერთი ინტერპრეტაცია იქნა შეთხზული.

ხელოვნებათმცოდნეებს შორის დავა თავდაპირველად ნახატზე გამოსახული წყვილის ვინაობის გამო გაჩაღდა. კარგა ხნის შემდეგ მკვლევართა უმეტესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პორტრეტი იტალიელ დიდვაჭარს – ჯოვანი დი ნიკოლაო არნოლფინის და მის მეუღლეს ეკუთვნით. ვან ეიკის ქმნილება სპეციალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა და მასზე გამოსახულ თითოეულ დეტალს გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭეს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: