დღეს ოთხშაბათია და მოლი ბლუმის ბლოგზე, ტრადიციულად, ინტელექტუალური პაექრობის მოყვარულები მოიყრიან თავს. თემის შერჩევისას რამდენიმე ვარიანტი განვიხილე და ვიფიქრე, ისტორიის ცოდნაში ძალების მოსინჯვა ურიგო არ უნდა იყოს-მეთქი. მერე ისიც გამახსენდა, რომ “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”, ამიტომ კითხვების შერჩევა საქართველოს ისტორიიდან ვამჯობინე.
პაკეტი სირთულით ნამდვილად არ გამოირჩევა და მივიწყებულ ფაქტებსაც გაგვახსენებს ჩვენი წარსულიდან. იმედია, ჩემი დღევანდელი სტუმრები იმედგაცრუებულნი არ დარჩებიან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ პასუხებთან ერთად, თქვენს შეფასებას და მოსაზრებებსაც ველოდები, რათა მომავალში გავითვალისწინო და უკეთესი კითხვები შემოგთავაზოთ. ეს მხოლოდ საპილოტო ვერსიაა და სხვა დროს მარტო საქართველოს ისტორიით არ შემოვიფარგლებით. ახლა კი, ჩემო ძვირფასებო,
Good luck!