“ფართხუნა შარვალი, გაბრტყელებული ფეხსაცმელი, ყოვლად უბადრუკი, წვირიანი კაცუნა, შენს დღეში მაგისთანა არავინ გეყოლება ნანახი, ისე ცმუკავს, გეგონება იღლიებში კიბორჩხალები ჰყავდეს… მაგრამ სასაცილო კია” – ასე აღუწერა პოპულარულმა კომიკოსმა ფორდ სტერლინგმა მეგობარს პერსონაჟი, რომელიც სახელგანთქმულმა რეჟისორმა მაკ სენეტმა ცოტა ხნის წინ ახალ კომედიაში გადაიღო.
უცხვირპირო სტერლინგის მხრიდან ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო. ის კი, ვისზეც მსახიობები საუბრობდნენ, ასე მოგვითხრობს თავისი გმირის შექმნის ისტორიას – “გადავწყვიტე, ჩამეცვა ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბუნა ქუდი დამეხურა, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები წამომეცვა და ხელში ჯოხი დამეჭირა” – თქმა და ქმნა ერთი იყო. კინემატოგრაფს “მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი და მეოცნებე” ჩარლი ჩაპლინი მოევლინა.
ასე დაიწყო ამერიკაში ინგლისიდან ჩასული პატარა ბიჭის სვლა მწვერვალისაკენ. მანამდე იყო შიმშილისა და სიღატაკეში გატარებული ბავშვობა, ჭკუაზე შეშლილი დედა – “მომხიბლავი და ნიჭიერი ლილი ჰარლი”, როგორც აფიშებზე წერდნენ ოდესღაც. ალკოჰოლისგან გონებადაბინდული მამა, ბებია, რომელიც წარმოშობით ბოშა იყო, რასაც ჩარლი ოჯახის საშინელ საიდუმლოს უწოდებდა, თავშესაფარში გატარებული დღეები, ძველმანებისგან შეკერილი სამოსი და შეუვალი რწმენა იმისა, რომ ოდესმე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
შეიცვალა კიდეც… ჩამოძონძილი ცისფერთვალა ბიჭუნა პოუნელ-ტერასის ჯურღმულებიდან მუნჯი კინემატოგრაფის კორიფედ იქცა. სასაცილო პერსონაჟმა თანდათანობით შეიძინა ლირიზმისა და ტრაგიზმის ნიშნები და მაყურებელი, რომელიც კინოთეატრებიდან აცრემლებული თვალებით გამოდიოდა, თავადაც ვერ გეტყოდათ დანამდვილებით, სიცილი უფრო იყო ამ ცრემლების მიზეზი თუ სევდა…
მართლაც არ არის იოლი, ზუსტი სახელი მოვუძებნოთ ჩაპლინის ფილმებით გამოწვეულ ემოციებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია, “ბიჭუნას” უყუროთ და მიუსაფარი მაწანწალის ზრუნვამ მიტოვებულ ჩვილზე გული არ აგიჩუყოთ… წარმოუდგენელია, “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში” სულის სიღრმემდე არ შეგძრათ ბრმა მეყვავილე გოგონაზე შეყვარებული მაწანწალის სახემ, მისმა თავგანწირულმა მცდელობამ, სატრფოსთვის ოპერაციის ფულის საშოვნელად, განსაკუთრებით კი ფილმის ფინალურმა სცენამ, რომელსაც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლიან მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში… “რამპის ჩირაღდნებში” გათამაშებული დრამა კი, რომელიც მოხუცი ჯამბაზის – კალვეროსა და ბალერინა ტერის ურთიერთობაზე გვიამბობს, მხოლოდ თხემით ტერფამდე რომანტიკოსის და იდეალისტის გონებაში შეიძლებოდა, ჩასახულიყო… სულ მგონია, რომ ამ ფილმით ჩაპლინმა ერთგვარი კომპენსაცია შესთავაზა მაყურებეს ცინიკური “მუსიე ვერდუს” შემდეგ, აბსოლუტურად რომ არ ჰგავდა სითბოთი და ცრემლნარევი ღიმილით გაჯერებულ მის შედევრებს.
მოგვიანებით ჩაპლინმა გადაუხვია ჩვეულ გზას და სკანდალურად ცნობილი “დიდი დიქტატორი” გადაიღო. ეს ფილმი, გარდა იმისა, რომ ხმოვანი გახლდათ, იმით იყო უჩვეულო, რომ პოლიტიკური სარჩული ედო და ჰიტლერის აშკარა პაროდიას წარმოადგენდა. ესპანეთსა და იაპონიაში “დიდი დიქტატორი” ანტინაცისტური სულისკვეთების გამო აკრძალეს, რეჟისორი კი მოგვიანებით წერდა – მაშინ რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტების მხეცობის შესახებ მცოდნოდა, ამ თემაზე პაროდიის გადაღებას ვერ შევძლებდიო.
მიუხედავად “დიდი დიქტატორის” კოლოსალური წარმატებისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩაპლინის შემოქმედებაში მთავარი მაწანწალას უსაშველოდ კეთილი და ადამიანური სახე გახლდათ… ალბათ, იმიტომ, რომ ეს გმირი ძალიან ჰგავდა თავად შემოქმედს…
“მრავალმხრივი კაცია ჩემი პერსონაჟი – მაწანწალაც არის, ჯენტლმენიც, პოეტიც, მეოცნებეც, ეული ადამიანი, რომელიც მუდამ რომანტიკული სიყვარულის და თავგადასავლების მოლოდინშია” – ასე აღწერდა თავის პერსონაჟს და ასეთი იყო თავადაც – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, ამერიკელების კერპი და ქალების გულთამპყრობელი, რომელსაც, ერთმანეთზე უფრო მშვენიერ და ახალგაზრდა ქალებზე რამდენიმე ქორწინების, უამრავი სასიყვარულო თავგადასავლისა და სკანდალური ინტრიგის მიუხედავად, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ახსოვდა პირველი სიყვარული – პატარა ინგლისელი მოცეკვავე ჰეტი კელი, ვისთანაც მიეჩქარებოდა სამშობლოში დაბრუნებულ, უკვე სახელმოხვეჭილ ჩარლის და ცოცხალი აღარ დაუხვდა…
ჩარლი <3 :(
LikeLike
აჰა :) ჩარლი :)
LikeLike
ვაიმეეე.. ჩრლი ჩაპლინი, ეგნიოსი გენიოსი.. მისი ცხოვრება ყველგან წაკითხული ხომ მქონდა და ვნახე ფილმი მის ცხოვრებაზე…. მძიმე ცხოვრება ჰქონდა…. მაგრამ გენიალური კაცია …. აუუუუუ რა კაი პოსტია <3 <3 <3
LikeLike
მადლობა მადლობა :) მეც მომწონს :) კარგი პოსტი გამოვიდა :) და ლაიქი? დაგავიწყდააა :(
LikeLike
titu ar mepatieba sklerozi ^^ like like sure ^^
LikeLike
იცი, რაშია საქმე? :) ლამაზი ავატარი გაქვს და შენი ლაიქი აკლდება პოსტს :)
LikeLike
“ჩაპლინი არ იყო უბრალოდ ‘დიდი’, იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის – მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.”
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა :)
საიდან არის ეს ციტატა, ფარსმან?
LikeLike
<3
LikeLike
დანქე :)
LikeLike
გენიოსი ♥
LikeLike
მართალი ხარ :) … და გენიოსი :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე, ნინაკა :)
LikeLike
რეჟისორი, რომლის ფილმებს ყველა თაობა უყურებს. ძალიან კარგი პოსტია, აი მართლა ძალიან კარგი :)
LikeLike
უბერებელი კლასიკა :)
მადლობა, მატილდა :)
LikeLike
ბლოგის წაკითხვის შემდეგ ფილმოგრაფიას გადავავლე თვალი, სამსახურში ცოტა დრო გამოვნახე ამისთვის.
მარტინ სიფი წერს წიგნში “ჩაპლინი: ცხოვრება”.
ლინკსაც დავდებ მოლლი http://bmu.li/6AT
LikeLike
გაიხარე :) ერთხელად იქნება, ასეთი ლინკებისთვის სპეციალურ გვერდს გავაკეთებ.
LikeLike
კარგიც იქნება მოლლი :)
LikeLike
მეც ასე ვფიქრობ :)
LikeLike
უბრალოდ ჩარლი ჩაპლინი იყო გენია ! უძლიერესია ! ამ კაცის ფანი ვარ ; * პოსტი მომეწონა საღოლ ბლოგგერ ; * = )
LikeLike
რეჟისორიც, სცენარისტიც, კომპოზიტორიც, მსახიობიც… თან ყველა – ექსტრა კლასის. გენიოსი იყო :) იშვიათი დიაპაზონის ხელოვანი :)
მადლობა :)
LikeLike
ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ სიამოვნებით ვნახავდი “დიდი ქალაქის ჩირაღდნებს” :)
LikeLike
მე – რამპის ჩირაღდნები მირჩევნია :)
LikeLike
რთული არჩევანია :) ორივე შედევრია…
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
“ბიჭუნა” – ძალიან მაგარია!!! სხვებიც. ფეხსაცმლის ჭამის ეპიზოდი მომწონს კიდევ. ბავშვობაში მეგონა რომ ჩარლი ჩაპლინის ფილმები მხოლოდ სასაცილო იყო, რა თქმაუნდა ვცდებოდი. :)
LikeLike
იმდენი ეპიზოდი დამრჩა პოსტს მიღმა… ჩაპლინი ერთ პოსტს კი არა, ბლოგს ეყოფა… ფეხსაცმელის ჭამა, სცენები “დიდი დიქტატორიდან”, გლობუსთან თამაში…
ნამდვილი ჯამბაზია ჩაპლინი. ერთდროულად სასაცილოც და სევდიანიც.
LikeLike
მისი წერილები მიყვარს ძალიან,ძალიან <3
LikeLike
ჯერალდინასთვის მიწერილი :)
ანა, აქ პირველად ხარ? მოდერაცია მომთხოვა ვორდპრესმა. არადა მე რომ მახსოვხარ?
LikeLike
არა,პირველად არ ვარ :) ვკითხულობ ხოლმე.. ალბათ ეგ კომენტარების ნაკლებობის ბრალია :D
მინდა ავღნიშნო,რომ ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს )
LikeLike
მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს :) თუ შენს კომენტარებსაც არ დაიშურებ, ორმაგად სასიამოვნო იქნება :)
LikeLike
<3
LikeLike
სურეალისტი კლოუნის პირველი კომენტარი :)
ველქამ :)
LikeLike
ooo, ra tema ra temaa.. imsaxurebs chaplini shens posts.
saxlshi rom mival, dava-like-eb :)
:wub:
LikeLike
ჩაპლინი იმსახურებს ჩემს პოსტს? :) :) :) მე პირიქით მგონია. ბლოგი იმსახურებს იმას, რომ ჩაპლინზე დავწერო :)
მადლობა :)
LikeLike
აჰა, ჩაპლინი იმსახურებს ბევრ–ბევრ რეცენზიებს, ბევრ თბილ პოსტებს, მათ შორის შენსასაც :)
არა?
LikeLike
ასე კი :) ასე თანახმა ვარ :) ჩაპლინი ამქვეყნად ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს :)
LikeLike
მის ბევრ ფილმში ბავშვისადმი მზრუნველობა ჩანს,ცხოვრებაში კი ჩაპლინს მთელი ცხოვრება მცირეწლოვანი გოგონები მოწონდა,უცნაურია არა? მაგრამ ფაქტია ყველა ვინც ყავდა 16,17 წლის იყვნენ გარდა მესამე ცოლისა რომელიც 24 წლის იყო.)
LikeLike
კი, ასეა… მეორე ცოლთან ხელს მექსიკაში მოაწერა (თუ სწორად მახსოვს), შტატებში ამის უფლებას არ მისცემდნენ.
LikeLike
მმმ..
როგორ მიყვარს!
ამ კაცზე რომ ვფიქრობ, მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. :)
LikeLike
მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ :) ოღონდ – მისი ფილმების ყურებისას :)
LikeLike
ზუსტად გახსოვს, მოლი :) ლიტა გრეი 16 წლის იყო და ამერიკაში ქორწინება ვერ დააკანონეს. სხვათა შორის, ჩარლის ბიოგრაფი წერდა, ნაბოკოვის “ლოლიტას” ჩაპლინის და ლიტას ურთიერთობა დაედო საფუძვლადო..
LikeLike
ჩარლიზე ცუდს მაინც ვერავინ მათქმევინებს!!! :)
LikeLike
არა, რას ამბობ :) ჩაპლინი გენიოსი იყო, მაგაში ვინ შეგედავება.
LikeLike
იშვიათი დიაპაზონის და მასშტაბის მოვლენა :)
LikeLike
ძალიან მიყვარს ჩარლი ჩაპლინი.
ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული პიროვნება ეკრანზე თამაშისას სრულიად ახერხებდა გარდაქმნას. ♥
LikeLike
ამ წუთას ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით :)
ფორთოხლისფერი ბლოგის მეპატრონეც მოსულა :)
ველქამ :)
LikeLike
განსხვავებულის რა გითხრა… ნორჩი გოგონები რომ უყვარდა, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ თავის მაწანწალას არ ჰგავდა… მე რატომღაც მგონია, რომ ჰგავდა :)
LikeLike
მილიარდერიც იყო და მაწანწალაც…
LikeLike
მადლობა.მადლობა. კეთილი იყოს ჩემი ენთერი ამ ბლოგზე. :D
LikeLike
გაიხარე :) შემოიარე ხოლმე :) ასეთ სტუმრებს აქ ყოველთვის სიხარულით ხვდებიან :)
LikeLike
ერთ–ერთი საუკეთესო ადამიანი მსოფლიო კინემატოგრაფიის. ყველაფერი მაქვს ნანახი და როდესაც, დადებითი ემოციები შემომაკლდება ხოლმე, ვიცი, ვისაც უნდა მივმართო :)
ახლა რომ გარკვეულა მისი ბოშობის შესახებ. გავგიჟდი! ვერაფრით წარმოვიდგენდი :)
LikeLike
ბებია ჰყავდა ბოშა. ამაზე ავტობიოგრაფიაშიც წერს.
ზუსტად თქვი – დადებითი ემოციების გენერატორია.
და რა მუსიკას წერდა… კინომუსიკა ჩემთვის ჩარლით იწყება.
LikeLike
მოლი ბებო კი ყავდა, მაგრამ მამაც ბოშა თუ ჰავდა ეგ არ ვიცოდით. ანუ წმიდა სისხლის ბოშაა ;დ
კი, მუსიკაც არაჩვეულებრივია! :)
LikeLike
მამაც? ახლა მე დავიბენი… მართლა ბოშა ჰყავდა? ნუ ი ნუ…
ისე, ბოშები ნიჭიერი ხალხია :)
LikeLike
ხო, სიუჟეტი იყო ამასწინათ და დამამტკიცებელ საბუთს უჯრაში ინახავდაო და ის ფურცელი ახლა აღმოუჩენიათ.
LikeLike
ისე, ჰიტლერი ებრაელობას აბრალებდა…
LikeLike
ახლა გარკვევის რა გითხრა, ბებია რომ ბოშა ჰყავდა, მე ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი, თვითონ ჩაპლინს უწერია “ჩემს ბიოგრაფიაში”
LikeLike
მეც მანდ წავიკითხე, მერი :)
LikeLike
მოლლი თუკი მასეთი გვერდი იქნება, კატალოგის შევსება ჩემზე იყოს :)
ჩარლის შექმნილი მუსიკაა საინტერესო კადრებით
http://bmu.li/Fbg
LikeLike
ვიფიქრებ მაგაზე :)
LikeLike
ვგიჟები ამ კაცზე…
ძალიან მიყვარს.
ბიოგრაფია რომ წავიკითხე, ლამის ვიტირე ამის ბავშვობაზე :(( და არამარტო ბავშვობაზე,.. უბედური და მარტოსული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა :ს
LikeLike
ბავშვობა მართლა ტრაგიკული ჰქონდა, ანა…
დედა შიმშილისგან გაგიჟდა – საჭმელს ბავშვებს უზოგავდა, თავად მარტო უყურებდა და არ ჭამდა და ამან შეშალა :(
LikeLike
ჰო, მახსოვს …
ყველაზე საშინლად დამამახსოვრდა, როგორ დადიოდნენ დედის ფეხსაცმელებით ის და სიდნეი..
LikeLike
მე მგონია, ზუსტად ასეთი ბავშვობის გამო გამოსციოდა ასე კარგად ეკრანზე “პატარა ადამიანების” განსახიერება.
LikeLike
8 მარტს გილოცავთ.
:)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
8 მარტს მოგილოცავთ :)
LikeLike
მადლობა, ფარსმან :) შენ პირველმა მომილოცე :)
LikeLike
ჩარლი, ჩარლი… ჩემთვის კეთილშობილებისა და სიბრძნის სიმბოლოა.
LikeLike
უდაოდ :) ჩემთვის – არა მხოლოდ კინოს, არამედ საერთოდ ხელოვნების სიმბოლო…
LikeLike
სევდიანი კაცი, რომელიც მსოფლიოს აცინებდა.
LikeLike
დღესაც აცინებს :)
ისე, ნამდვილი ჯამბაზი ასეთი წარმომიდგენია. სხვას აცინებს, თავად სევდიანია…
LikeLike
მარტოსულობა გრიყავს. ის შემოსილია ნაღველით და ადამიანებში არც ინტერესს, არც სიმპათიას არ იწვევს. ადამიანს თავისი მარტოობის რცხვენია. მაგრამ ასეა თუ – ისე, მარტოსულობა თითოეულის ხვედრია.
/ჩარლი ჩაპლინი/
ახლახანს წავიკითხე სტატია, მის უჯრაში აღმოუჩენიათ ბიძაშვილის წერილი, რომელიც წერდა, რომ ბოშა იყო. ეს წერილი ჩარლის შეუნახავს და ამბობენ შეიძლება იმიტომაც შეინახა, რომ სიმართლე იყოო
ჩემთვის ეს კაცი არ არის კომიკოსი, პირიქით იმხელა სევდა და ტკივილი მოაქვს, რომ მე მხოლოდ მეტირება მის ფილებზე
,,The child” ,,limelight” კინოშედევრია
LikeLike
წერილის შესახებ არ ვიცოდი, სალომეა, როდემ მოყვა აქ. ბებია ბოშა რომ ჰყავდა, ავტობიოგრაფიაში წავიკითხე. თავად თუ იყო ბოშა, მართლა არ ვიცოდი…
კარგი აციტატაა. ნამდვილი ჩარლი ჩანს მანდ :)
limelight პირველიდან ბოლო კადრამდე შედევრია. და მუსიკა – მსოფლიოში საუკეთესო კინომუსიკა.
LikeLike
ბავშვობინდა მიყვარდა ეს ადამიანი, ნუ ეს ხომ იცი, მაოცებდა მისი თამაშის უნარი. სუიტყვოდ გადმოსცეს ნებისმიერი ემოცია: ცუდად გახდომამდე გაცინოს ან აგაცრემლიანოს… მომწონდა მისი თამაშის სტილი, თვითონ ფილმები და ყოველთვის მაინტერესებდა სინამდვილეში როგორი ადამიანია.. შემდეგ გამოვიდა ფილმი მისი ცხოვრების შესახებ. აი ძალიან ბევრი ვიტირე.. ვერ ვხდები რა დონემდე ძლიერი პიროვნება უნდა იყო, რომ გქონდეს მძიმე ცხოვრება და სხვას აციბნებდე და ახარებდე… ეს ნიჭია,… ნამდვილად დიადი ადამიანია ჩარლი ჩაპლინი,… და ჩემი აზრით კარგ დროს დაიბადა და გარდაიცვალა.. ახლა ვერ შეძლებდა თავისი ნიჭის ბოლომდე გამომჟღავნების და, ჩემი აზრით ახლა არც დააფასებდნენ..
კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს პლოსტი.. მადლობა მოლი, დიდი მადლობა :)
LikeLike
ახლა სხვა კინოა მოდაში. ჩარლის დრო წავიდა :(
რას ამბობ, ჯესი… რისი მადლობა :) პირიქით – მადლობა ჩემს მკითხველს ეკუთვნის :)
LikeLike
ძალიან გენიალური ადამიანი იყო…
LikeLike
შენ მყავხარ სტუმრად, ჭიამაია? :)
დღე მშვიდობისა :)
გენიოსი იყო ნამდვილად!
LikeLike
გახლავარ :))) მოვიცალე და ყველა პოსტი უნდა გადავიკითხო
LikeLike
:) ველქამ!
აქ ვარ, ცივი ყავაც და ნაყინიც აქვეა :) ან რამე სხვა, რაც სტუმარს გაუხარდება… :)
მიყვარს ასეთი სტუმრები :)
LikeLike
მე ისეთი სტუმარი ვარ ნამცხვარი და ცივი წვენი რომ უყვარს :))) ” ნოუ კოფი” პოლიტიკა მაქვს :)
კრუასანი მაგალითად სრულებით გამახარებდა მე :)))
LikeLike
აი, რატომ მიყვარს ჩემი ბლოგი… ისეთ რაღაცებს ვიგებ, სხვა დროს და სხვაგან, აქაურობა რომ არ არსებობდეს, ვერც წარმოვიდგენდი… “ნოუ კოფი” პოლიტიკა…დღე ყავის გარეშე… ჩემთან ეს გამორიცხულია :) მინიმუმ 8 ჭიქას მაინც ვსვამ.
ანანასის წვენით, კრუასანით და ლიტკაფეს ნიგვზის ტორტით გაგიმასპინძლდები მაშინ… :)
LikeLike