ფოტოგრაფია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იარაღია. გენერალმა მოკლა ვიეტკონგელი. მე კი, ჩემი ფოტოკამერით, გენერალი მოვკალი.
ფოტოგრაფი ედი ადამსი. ჟურნალი “TIME’, 1998 წლის 27 ივლისი.
მე-20 საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს არც ინტერნეტი არსებობდა, არც სოციალური ქსელები. ინფორმაცია “კუს ნაბიჯის” სიჩქარით ვრცელდებოდა და რომ არა ამერიკელი ფოტოგრაფის, “The Associated Press“-ის კორესპოდენტის ედი ადამსის ერთი კადრი, მსოფლიო ამ მკვლელობის შესახებ ვერაფერს შეიტყობდა. არადა, იმის წყალობით, რომ ჟურნალისტი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, ერთი შეხედვით რიგით სამხედრო დანაშაულს რეზონანსი მოჰყვა და თანაც როგორი…
ეს კადრი არც ორიგინალური ჩანაფიქრით გამოირჩევა, არც კონსპიროლოგიური ბექგრაუნდი აქვს, არც ცნობადი სახეებით იქცევს ყურადღებას. ფოტოზე ვერც ვირტუოზულად დაჭერილი შუქ-ჩრდილი მოგტაცებთ თვალს და ვერც იმას იტყვით, რომ განსაკუთრებული ოსტატობით არის გადაღებული… აქ მთავარი შემაძრწუნებელი სიმარტივეა. კადრი მთელი სიცხადით გადმოსცემს ომის ნამდვილ სახეს.
ფოტო 1968 წლის პირველ თებერვალს, სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქ საიგონშია გადაღებული. პოლიციის შეფი, ბრიგადის გენერალი ნგუიენ ლოანი ბორკილდადებულ ვიეტკონგელს კლავს. ჯალათისგან განსხვავებით, მსხვერპლის იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხერხდა – მოკლული უბრალო არაკომბატანტი კი არა, ვიეტკონგური სამხედრო დაჯგუფება “შურისძიების მეომრების” კაპიტანი ნგუიენ ლემი აღმოჩნდა. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. ადამსის ფოტო ანტიმილიტარისტული მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა – დაუნდობელი კრიტიკის ობიექტად, გენერალ ლოანს კი საყოველთაო ზიზღი ხვდა წილად.
ეს განსაკუთრებული რეაქცია, ალბათ, იმანაც გამოიწვია, რომ მაშინდელი საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მიჩვეული ძალადობის ასეთ ღია, ცინიკურ დემონსტრირებას. სურათმა საბოლოოდ დაანახა ამერიკელებს (და არა მარტო მათ), რა ხდებოდა სინამდვილეში ვიეტნამში. ამერიკამ მხსნელისა და გამათავისუფლებლის ნიღაბი ჩამოიხსნა და მშობლები, რომლებსაც ნუგეშად აღარაფერი დარჩათ არლინგტონის ჯვრებისა და სამკუთხად დაკეცილი დროშების გარდა, იძულებულნი გახდნენ, თვალი გაესწორებინათ რეალობისათვის – მათი შვილები სხვა ქვეყნის ოკუპაციისას დაიღუპნენ.
ედი ადამსმა 1969 წელს, ამ ფოტოსურათისთვის, პულიტცერის პრემია მიიღო. ვიეტნამელ გენერალს კი მკვლელის სახელი სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა. მას ავსტრალიურ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობაზე უარი უთხრეს, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ სერიოზული კამპანია აგორდა, რომლის მიზანსაც მისი ქვეყნიდან დეპორტირება წარმოადგენდა. საბოლოოდ, ნგუიენ ლოანმა შტატებში დარჩენა და ვირჯინიაში პიცერიის გახსნა მოახერხა, თუმცა ვერ შეძლო, დამალვოდა წარწერას, რომლითაც მუდმივად აჭრელებული იყო პიცერიის კედლები – “We know, who are you” – “ჩვენ ვიცით, ვინ ხარ შენ”. ექს-გენერალი 1998 წელს, კიბოთი გარდაიცვალა ისე, რომ მკვლელის სახელი ვერ მოიშორა.
პ.ს. მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილ სურათს კონსტრუქტორ “ლეგოს” ფიგურებით შექმნილი ანალოგი გააჩნია. არც ადამსის ფოტოა გამონაკლისი. თუმცა, კომპოზიცია იმდენად არაადექვატური და ამაზრზენი გამოდგა, რომ მარცხი თავად ავტორებმაც აღიარეს.
არც ფოტო მინახავს და არც ეს ისტორია ვიცოდი, მოლი, ძალიან საინტერესო პოსტია :)
LikeLike
მადლობა, მატილდა. მე-20 საუკუნის ფოტოისტორიას ზუსტად ამ მიზნით ვყვები – ვინც იცის, კიდევ ერთხელ გაიხსენებს, ვინც არ იცის – დაინტერესდება. მიხარია, რომ მოგეწონა.
LikeLike
ძალიან მომეწონა :)
LikeLike
მადლობა, მატილდა :)
LikeLike
ინფორმაციით დატვირთული პოსტია. მომეწონა. კადრი მართლაც რომ შთამბეჭდავია და შემაძრწუნებელი.
LikeLike
მადლობა. კადრი მართლა გამაოგნებელია.
LikeLike
“ეს განსაკუთრებული რეაქცია, ალბათ, იმანაც გამოიწვია, რომ მაშინდელი საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მიჩვეული ძალადობის ასეთ ღია, ცინიკურ დემონსტრირებას.” – ხალხის გაოცების მიზეზი, ალბათ, მართლა ეს იყო, თორემ ისე გამოდის თითქოს 1968 წელს გაიგო ხალხმა პირველად რომ ომში კლავენ.
გენერლისთვის მკურნალობაზე უარის თქმა და ამერიკიდან მისი გაძევების მოთხობნა დიდ საზიზღრობად მიმაჩნია. საინტერესოა ვიეტნამის ომი ვინ დაიწყო? ჯალათმა გენერალმა?
რევერტეს პუბლიცისტურ ნაწერებს ვკითხულობ და ერთი გენიალური წერილი წავიკითხე, თქვენც გაგიზიარებთ, თემას ეხმიანება.
ДУРНАЯ РЕПУТАЦИЯ
Ничего особенного. Просто пару дней назад, когда я сидел на скамеечке и наслаждался солнечной погодой, мимо пробежал мальчишка с ружьем, ранее принадлежавшем то ли Терминатору, то ли одному из Людей в Черном, — должно быть, недавним подарком волхвов. Решив, что я как нельзя лучше подхожу на роль инопланетного монстра, маленький негодяй «разрядил» в меня целую обойму, а когда я схватился за сердце, бросился наутек. И я подумал: «Этот мальчуган далеко пойдет. По крайней мере, он уже нашел свое призвание. Из него выйдет прекрасный сербский артиллерист».
Позже я задумался о том, как несправедливо обошлась с царем Иродом история. Современные испанские детишки, конечно, смотрели мультик про принца Египта, но понятия не имеют, кто такой Царь Иудейский и что это вообще за Иудея такая. Сочинения Матфея и его коллег давно исчезли из списка бестселлеров. С такими агентами, как монсеньор Сетьен и Кароль Войтыла, ни один писатель ничего не продаст. Даже при поддержке текстового редактора «Вордперфект 6.0» и духа святого.
Однако, возвращаясь к Ироду, я должен сказать, что у этой истории есть не только отрицательные моменты. Детишки бывают еще те. К тому же все твердят об избиении младенцев, но никто не удосужился подсчитать, сколько невинных детей вырастает в иродов. Гитлер, Радован Караджич и Пиночет какое-то время тоже были невинными. Пока не решили внести свой вклад в сокращение социальных расходов. Здесь ничего нельзя предугадать.
В случае с Иродом есть еще один непростой момент. Несколько лет назад я видел один итальянский фильм. Названия не запомнил. В нем Ирод утверждал, что неповинен во всех убийствах, которые ему приписывают, и жаловался, что масштабы Вифлеемской бойни были сильно преувеличены. Теперь, познакомив вас с обстоятельствами дела, перехожу к его сути. У Матфея (2:16) сказано, что царь «послал избить всех младенцев в Вифлееме и во всех пределах его, от двух лет и ниже». Так родилась черная легенда об Ироде.
Однако честный исследователь не должен скрывать от своих читателей правду. Для начала обратимся к цифрам. Сколько человек могли жить в «Вифлееме иудейском»? Во времена Ирода небольшим городом считалось крошечное селение — несколько хижин пастухов и земледельцев. Согласно энциклопедии «Эспаса», в 1910 году население Вифлеема составляло десять тысяч человек. Учитывая скорость демографического роста, можно предположить, что в первом веке в городе и окрестностях было не более тысячи жителей. Все это, конечно, очень приблизительно. Тысяча жителей — это около ста семей, если считать, что в каждую семью входит примерно десять человек, включая стариков и младенцев. Предположим, что в каждой семье было по шесть детей. Половина из них девочки. Итого на каждую семью приходятся трое детей мужского пола моложе восемнадцати лет. Всего около двухсот мальчиков. Сколько же среди них было младенцев, не достигших двух лет? Если учесть характерную для того времени высокую детскую смертность и многочисленные опасности, которым подвергались младенцы, получается не более пятнадцати-двадцати процентов, то есть человек тридцать-сорок, плюс-минус один детеныш. Тридцать пять, скажем. Примерно столько гибнет за каждый час бомбардировки каждый день бессмысленной войны, пока развязавшие ее Милошевич и Билл Клинтон наслаждаются завтраком. Так почему же царь Ирод Первый, погубивший всего тридцать пять детей, вот уже двести веков пользуется репутацией самого страшного злодея? К тому же большинство путает этого царя с его сыном, и полагает, что это он приказал обезглавить Иоанна Крестителя по просьбе чертовки Саломеи, которая была вылитая Сельма Хайек, только злая. Молва людская — что волна морская.
LikeLike
მკურნალობაზე უარის თქმა მხოლოდ საპასუხო რეაქცია იყო. რა თქმა უნდა – არაადექვატური. ჯანმრთელობის უფლება განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ აღიარებულ და სასჯელმისჯილ ადამიანსაც კი აქვს.
სხვათა შორის, ამ პოსტის წერისას, იმ ინფორმაციასაც გადავაწყდი, როიმ ადამსმა გენერალს ბოდიში მოუხადა.
რევერტე, როგორც ყოველთვის, საინტერესო, არგუმენტირებული და გემრილად წასაკითხია. მადლობა ესსესთვის :) ოღონდ, ისიც ფაქტია, რომ “კომანჩების ტერიტორიაში” (ჩემი ერთერთი უსაყვარლესი წიგნი) რევერტე ზუსტად ამ შემთხვევას იხსენებს – როგორ მოკლა თავში გასროლით გენერალმა უიარაღო ტყვე.
LikeLike
ახ, ბოდიშიი? საინტერესო რამ მითხარი. დიდი ხანია მსგავს ისტორიულ ბოდიშის მოხდას ვეძებდი. :)))
კიდევ ერთი წიგნი გამომიჩნდა წასაკითხი. :))
LikeLike
კი. ბოდიშიო. მერე ისეთი რამეც დაამატა, რასაც სუპერ-ტოლერანტულიც რომ გავხდე (ისედაც არ მაკლია), მაინც ვერ გავიგებ – მკვლელი კი არა, გმირი იყოო.
ვატიკანს ისტორიული ბოდიშების კოლექცია აქვს :)
კომანჩების ტერიტორიას გულისხმობ? საუკეთესო რევერტეა. სამხედრო კორესპოდენტებზეა დაწერილი, თან საქმის ცოდნით (რევერტე იყო სამხედრო რეპორტიორი) და ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ანტი-მილიტარისტული წიგნია.
LikeLike
ჰო, მაგ წიგნს ვგულისხმობ.
არა რა, ბოდიშების კოლექცია უნდა შევქმნა. ისე შენ რომ მაგნიტები გაქვს თავისი სპეციალური დაფებეთ, მანდ უნდა მიამაგრო ფერად ქაღალდებზედაწერილი სხვადასხვა ისტორიული ბოდიშები. :)))
LikeLike
ეჰ :( დაფები აღარ მყოფნის… და ცოტა ხანში, ოთახის კედლებიც არ მეყოფა :(
LikeLike
მათ ფოტოებს კი მაინც ვერ ვეღირსე და :დ
LikeLike
ცნობილი ფოტოჟურნალისტი რომელმაც თავის სიცოცხლეში 13 ომი გააშუქა.სახასიათო ფოტოებს ირებდა,მისი ერთი ფოტო ყველაზე ძალიან მომწონს.არ ვიცი აქ როგორ ავტვირთო თორემ..
LikeLike
ლინკი დამიდე და შევეცდები, მე ავტვირთო :)
LikeLike
სხვა კომპიუტერთან ვარ თორემ სახლიდან მოგაწვდიდი უწარწერო ფოტოს.
მუშაობს ლინკი?
LikeLike
ახლავე ვცდი :)
არ გამოდის :( რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ :(
LikeLike
აბა აქედან სცადე http://img.graf.ge/share-1685_4AECA861.html
პ.ს.დროა წ.პ–მ ფბ–ს ფუნქციები შეითავსოს)))
LikeLike
ვტვირთავ, მაგრამ ან მე არ მაჩვენებს, ან საერთოდ არ ებმება :(
კარგი ფოტოა. მართლა სახასიათო…
LikeLike
მეც ვერ ვხედავ.თუ ვინმე დაინტერესდება ლინკზე დაკლიკებით შეუძლიათ ნახონ))
LikeLike
ჰო, ლინკი ხომ მუშაობს.
თან, შევეცდები, იქნებ შინიდან ავტვირთო…
LikeLike
მადლობა ინფორმაციისთვის… ამდაგვარი ისტორიები ხშირად მაფიქრებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი პროფესია. თუმცა, ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნლოვანი, სხვისთვის დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ერთმა კადრმა ფაქტიურად დაღუპა ვიეტნამელი გენერალი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თაობები გადაარჩინა.
საერთოდ, ჟურნალისტიკაში გამართლებულად ითვლება ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ის უამრავ ადამიანს გადაარჩენს, მაგრამ ერთი – ორისთვის შეიძლება დამღუპველი იყოს.
ამ შემთხვეაში ვიეტნამელი გენერალი მაინც არ იმსახურებდა ბოლომდე ამ სასჯელს, რადგან ომი მას არ დაუწყია და ომში სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ ფოტოგრაფი აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილას და გენერალი პირიქით, თორემ ასეთი სცენები რამდენიც გინდა იქნებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჟურნალისტმა უნდა იფიქროს, რამდენად იმოქმედებს მისი ინფორმაცია ადამიანებზე, ჟურნალისტიკა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება როდია.
იცი, ერთხელ ვნახე რესპოდენტის აცრემლებული თვალები, თან ისეთ ინფორმაციაზე, მისთვის “დამღუპველი” ნამდვილად რომ ვერ იქნებოდა. მაგრამ ის თვლიდა, რომ იყო და დაფიქრებისთვის და ანალიზისთვის ესეც საკმარისია.
LikeLike
კი, ნამდვილად ასეა. გენერალი კადრში შემთხვევით აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში, ასეთ სასტიკ “სასჯელს” იქნებ არც იმსახურებდა, მაგრამ მან, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი მოკლა და ამისთვის რაღაცნაირად მაინც უნდა ეგო პასუხი.
მედიას როლი, მნიშვნელობა, ეთიკის კოდექსი და დილემა, რა გაავრცელოს და რისი გავრცელებისგან შეიკავოს თავი, იმხელა თემაა, ერთი პოსტი კი არა, ერთი ბლოგიც არ ეყოფა.
მე კი მხოლოდ კონკრეტულ სურათზე დავწერე.
LikeLike
კი, თემა ნამდვილად დიდია :-) თან, საქართველოში ჯერ დაუპყობელი სამწუხაროდ :-(
ნუ, ფოტო რომ მაგარია, მაგაზე არც ვკამათობ, და საერთოდაც, რა შეუძლია ჟურნალისტიკას, ამ ფოტოს ისტორიაში ძალიან კარგად ჩანს.
მომწონს ასეთი კადრები (და არამარტო კადრები), ერთი “ჩხაკ” და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
LikeLike
ნამდვილად ასეა. ერთი “ჩხაკით” ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არა ერთი და ორი ასეთი ფოტო გადაუღიათ. შუმანი, აიზენშტადტი, ადამსი… კიდევ რამდენიმე ფოტოა, მათზე მოგვიანებით დავწერ.
LikeLike
მე კი მოუთმენლად დაველოდები ამ პოსტებს ;-)
LikeLike
რა მაგარი სიტყვებია! ძალიან საინტერესო იყო, ფოტოწამები ბევრ რამეზე მეტყველებენ.
LikeLike
კი :) ამიტომაც მომწონს ეს პროექტი – მეოცე საუკუნის ფოტოწამებზე წერა საინტერესოა :)
LikeLike
ეს ფოტო ნანახი მქონდა, მაგრამ ისტორიაზე არაფერი არ ვიცოდი. წავიკითხე და ძალიან საინტერესო ყოფილაა. ძალიან მომეწონაა. მაგარიააა. ისე ძალიან საინტერესო პოსტებს წერ ყოველთვის. :) :) :*
LikeLike
მადლობა დიდი :) სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა :)
LikeLike
:) :) :) :D
LikeLike
უცნობი ისტორია იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან საინტერესო.
LikeLike
მადლობა :) მეც საინტერესოდ მეჩვენა და ამიტომ დავწერე.
LikeLike
ბოდიში, დამაგვიანდა ვიქტორინაზე :(
ეს პოსტი კი ისეთივე მშვენიერია, როგორც სხვა შენი პოსტები..
ფოტოგრაფიაც ხელოვნებაა და არანაკლებ მძლავრი როგორც მხატვრობა
LikeLike
ვიქტორინაზე ნამდვილად დაგვაკლდი :) პოსტი კი მეც მომეწონა…
LikeLike
მადლობა, ქევან :)
ვიქტორინაზე გელოდებოდით… მერი მართალია, ნამდვილად დაგვაკლდი :(
LikeLike
ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ მაგ ფოტოს ყურებისას, გოია და ჟერიკო გამახსენდნენ:
LikeLike
შევეცდები, ხვალ ეს სურათები კომენტარშივე ავტვირთო.
აქაურობას ნამდვილად დაამშვენებს…
LikeLike
მიყვარს ასეთი პოსტები. საინტერესო და აქამდე (ჩემთვის) უცნობი. ამ ერთ გენერალს არ გაუმართლა და კიდევ, ვინ იცის, რამდენი მისთანა დაძრწის დღესაც…
LikeLike
მიხარია, რომ მოგეწონა, დია :)
გენერალს აშკარად არ გაუმართლა. მისთანები ადამის დროიდან იყვნენ, არიან და იქნებიან. მთავარია, საზოგადოებას ჰქონდეს ადექვატური რეაქცია.
LikeLike
მმ… საინტერესო იყო. : ))
გმადლობ ინფორმაციისთვის! :)
LikeLike
პირიქით :) შენ – მადლობა :)
მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს :)
LikeLike
uiarago adamianis mkvleloba ginda omis dros ikos da ginda mshvidobian dros, mainc danashaulia. mere ra, tu omi am generals ar dauckia. aseti xalxi mundiris tarebis girsi ar aris.
LikeLike
მართალი ხარ, ბექა, სამხედრო დანაშაულია, თან – უმძიმესი. ასეთ დამნაშავეს მუნდირიც უნდა გახადო და ციხეშიც გამოამწყვდიო, მაგრამ მკურნალობაზე უარის თქმა, ვფიქრობ, არაადექვატურია..
LikeLike
მკურნალობაზე უარის თქმა ცოტა აბსურდულია, მაგის მეტს არავის მოუკლავს ადამიანი? ეს გენერალი უბრალოდ იყო სიმბოლო, მსოფლიოს [და ამ შემთხვევაში – ამერიკის] გულგრილობის და შეუწყნარებლობის. წინა კომენტარები არ წამიკითხავს, შეიძლება ამ თემაზე ისაუბრა უკვე ვინმემ :)
პოსტი კი ძალიან კარგი იყო, პირველად გავიგე ამ ფოტოს შესახებ :)
LikeLike
მართალი ხარ :) ნამდვილად ასეა. კიდევ ერთხელ ვიტყვი – მკურნალობის უფლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმარსაც აქვს და უარის თქმა არაადექვატური რეაქცია მგონია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მკვლელობისთვის ეს ადამიანი არ დასჯილა… ანუ, ადექვატური სასჯელიც არ მიუღია.
LikeLike
რა საშინელი კიარადა მაგარი კადრია…
შემზარავი :(((
მეც პირველად გავიგე ფოტოზე :შ
LikeLike
შემზარავი კადრია… კუპიურების, დადგმის და შელამაზების გარეშე გადაღებული.
LikeLike
შუძლებელია ციტატა წაიკითხო და არ ჩახვიდე ბოლომდე!
LikeLike
დანქე :) მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :)
LikeLike
ლეგოზე კი არ ვიცოდი..მაგრამ რათქმაუნდა, სათამაშოებით იგივე სურათს და ემოციას ვერ შექმნი…. ძალიან სასტიკი სურათია, დამაჟრჟრიალა, …
კაი პოსტია ეზ უჟუალ
LikeLike
ლეგოს კომპოზიცია აბსოლუტურად არაადექვატური მგონია მე.
მადლობა, ჯესი :)
LikeLike
ხო აი რა შუაშია საერთოდ ლეგოს სათამაშოებით ამის გამოხატვა..ვერ ვხვდები
LikeLike
ტრენდია ერთგვარი :) ყველა ტოპ-კადრს აქვს მსგავსი ანალოგი. პოპულარობის ნიშანია… უბრალოდ, აქ შეუსაბამო და უადგილო მგონია.
LikeLike
რავიცი აბა…
ვერ დავიცემებ რომ ეგ ვიეტკონგელი შემეცოდა.
ვერც იმას დავიჩემებ, რომ მოსაკლავი არ იყო.
და რაკი გენერალი ედეი ადამსს არ მოუბრუნდა და მასაც არ ესროლა, ვერც იმას დავიჩემებ, რომ გენერალი ეგეთი ჯალათი და კაციჭამია იყო.
LikeLike
აუცილებელია კი ასეთი ხისტი და უაპელაციო განსაზღვრებები?
ის ვიეტკონგელი მებრძოლი იყო, ხალხი იმასაც ეყოლებოდა მოკლული (თან არაერთი და არავინ იცის როგორ), მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ასე დახვრეტის ღირსი იყო?
გენერალმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც, როგორც წესი, ასამართლებენ ხოლმე. ფაქტია, რომ არავის გაუსამართლებია. ისიც ფაქტია, რომ ვიეტნამში ერთადერთი სამხედრო დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.
LikeLike
ვერ მაგას დავიჩემებ.
ომის დროს სამხედრო ტრიბუნალი მოქმედებს. შეიძლება გაასამართლეს და დახვრეტის განაჩენიც გამოუტანეს.
საერთოდ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ანტი-საომარ კამპანიას აწარმოებდა ვიეტნამის ომის დროს, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. აშშ როგორც მოკავშირე ვალდებული იყო მაგ ომში მონაწილეობა მიეღო.
თავის დროზე კორეაშიც იგივე იყო, მაგრამ მაშინ ნაკლები “სასარგებლო იდიოტი” აღმოჩნდა ამერიკაში და მსოფლიოში და შედეგად დღეს გვაქვს სამსუნგი. :)
ვიეტნამის ომის დროს სსრკ და კო. წარსულის შეცდომები გაითვალისწინეს და პროპაგანდა აამუშავეს.
LikeLike
100% შემიძლია გითხრა, რომ ფოტო წითელ ვიეტნამში რომ გადაეღოთ, ვერც მაგ ფოტოს ვნახავდით და ვერ მაგ ფოტოგრაფს.
ესაა განსხვავება.
LikeLike
თავისთავად… წითელ ზონაში ეგეთები მომხდარა? გინდა ომის დროს და გინდა მშვიდობიანობისას.
რუსები საკუთარ ოფიცრებს ცოცხლად მარხავდნენ. მოსკოვში. სულ არ იყო მაშინ ომი.
ოღონდ ეს იმ გენერალს როგორ ამართლებს – ვერ ვხვდები.
LikeLike
ვიეტკონგელი არ გაუსამართლებიათ. წმენდის ოპერაციის დროს დააკავეს, კადრში რომ კამუფლაჟიანი ქვეითი ჩანს, იმან და მისმა მეწვილემ. გენერალი შემთხვევით გადაეყარა.
ნებისმიერი ანტი-მილიტარისტული კამპანია ვიღაცის ინტერესებს ემსახურება – ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებს. გახმოვანებით – იდეალისტ-პაციფისტები ახმოვანებენ, რომლებმაც, ხშირად, არც იციან, რომ ვიღაც უბრალოდ იყენებს.
ომი იყო, არის და იქნება (სამწუხაროდ). ხანდახან საჭიროა, ხანდახან – აუცილებელი, ხანდახან – შედეგის მიღწევის ერთადერთი გზა. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ომი საშინელებაა.
LikeLike
უბრალოდ ვერ შევაფასებ.
მე ვხედავ, რომ სამოქალაქო პირს (ფოტოგრაფს) არც ხელი შეუშალა, არც კამერა დაუმტვრია.
იმ ტყვეს რაც შეეხება. არ ვიცი რა ხდებოდა მანამ. არ ვიცი ვინ იყო. არ ვიცი რა ჩაიდინა. შეიძლება ჯაშუში იყო – მაშინ სამხედრო ტყვე არ გამოდის ჯაშუშებზე სხვა კანონებია. შეიძლება ტერორისტი. ფორმა არ აცვია თან – თუ ფორმით არ ხარ და იარაღი გიჭირავს სამხედრო არ ხარ და სხვა კატერგორიაში გადიხარ.
მოკლედ ნიუანსების წყებაა…
მე ვიცნობ ხალხს, რომლებიც ბალკანეთის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს იკვლევდა. იქ რა მასალებიც მაჩვენეს – ძალიან ძნელი გასაგებია როგორ ხდება ესეთი რამ და თუ სამხედრო ხარ და მოწინააღმდეგი მიერ ჩადენილ ესეთ რამეებს შეესწრები, მერე რას მოიმოქმედებ – არავინ იცის.
ამიტომ მე არ ვარ მაგათი მსაჯული.
LikeLike
არც მე ვარ.
ზოგადად, მსაჯულობა უკიდურესად წამგებიანი პოზიციაა. ათასი ნიუანსი გამოჩნდება. მითუმეტეს, თუ იქ არ ყოფილხარ და ყველა დეტალი თავად არ გინახავს.
ის კონგელი “შურისძიების მეომრების” კაპიტანი იყო და სავარაუდოდ, საიგონის დასათვალიერებლად არ ჩასულა მანდ. და ალბათ, არც წყლის პისტოლეტით თამაშობდა. ხალხი მაგასაც ეყოლებოდა მოკლული (თან ბლომად).
ოღონდ, დახვრეტის მომენტში უიარაღოა და ხელშეკრული. რა მოხდა, არაერთგან არის აღწერილი – გენერალმა ბადრაგი გააჩერა, რევოლვერი ამოიღო და ესროლა. ვის ესროლა -ეს მოგვიანებით დაადგინეს.
ცოლს და რვა შვილს ქოხში რომ შეგიკეტავენ და იმ ქოხს ბმდ რომ გადაუვლის და ბორბლებს რომ ნაწლავები ამოჰყვება – მერე არც ჟენევის კონვენცია გახსოვს, არც ნონკომბატანტები და საერთოდ არ გაინტერესებს, ვინმე სურათს გიღებს თუ რას შვება.
და ხდები მკვლელი. და ვიღაც აუცილებლად გაგამართლებს.
ამიტომ არის ომი საშინელება.
LikeLike
ომი პირველყოფილ ინსტინქტებს ამძაფრებს და ადამიანებში ატავისტური ემოციები მძლავრობს… ეგ ახალი ამბავი არაა :)
LikeLike
ამ ისტორიიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შემიძლია – ომი საშინელებაა.
LikeLike
და ამის შეხსენება დროდადრო არ გვაწყენდა…
LikeLike
ვითომ ტრივიალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ, როგორც წესი, ზუსტადაც რომ ტრივიალური რაღაცები გვავიწყდება ყველაზე ხშირად.
LikeLike
მეოცე საუკუნის 20 წამისთვის ეს ფოტო არ გამოგადგება?
http://on.fb.me/gaaykU
20 წამზე მეტი გრძელდებოდა (იმედი მაქვს), მაგრამ მაინც.
LikeLike
მეთქი, საინტერესო კადრია, ვეცი ფბ-ს და… ეჰ, ლორდ…
LikeLike
არადა, კაი იდეა მომივიდა… მოგონილი კადრებით პოსტების აწყობა.
კაი პოსტები დაიდებოდა…
LikeLike
ალტერნატიული ისტორია :)
LikeLike
საინტერესო პოსტია )
ამავე თემატიკას აგრძელებს ეს ფოტოც:
შემდეგი საინტერესო ამბები ამაზეც მოიძიე )))
LikeLike
მადლობა :)
აუცილებლად მოვიძიებ. მე-20 საუკუნის ფოტოისტორიისთვის ოცი კადრი მჭირდება, ჯერჯერობით ოთხზე დავწერე. თექვსმეტი დასაწერია..
LikeLike
მე რომ შემოგთავაზე სურათი დაიწუნე და :(
LikeLike
აქ არა, ლორდ. ბარე ორი ბლოგი ვიცი (სინამდვილეში – ორზე ბევრად მეტი) მაგ სურათს დიდი სიხარულით მიიღებენ :) აქაურობას არ მოუხდება :)
LikeLike