დღეს ინტელექტუალური პაექრობისთვის განწყობილ მკითხველს შეპირებულ კინოვიქტორინას ვთავაზობ. კითხვები, წინა ოთხშაბათთან შედარებით, ოდნავ რთულად მეჩვენება, თუმცა, ვფიქრობ, კინოგურმანებისათვის გადაულახავი ბარიერი მაინც არ უნდა იყოს. იმედია, პაკეტი თქვენს ინტერესს და მოწონებას დაიმსახურებს.
ბლოგის მუდმივი მკითხველი ალბათ, შეამჩნევდა, რომ ინტელექტუალური თამაშებისათვის სპეციალური გვერდი – Jeopardy!-ა გახსნილი. გვერდზე, ყველა გათამაშებულ პაკეტთან ერთად, სრული სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდება – მონაწილეები, გამარჯვებულები, ორიგინალური, სახალისო და უბრალოდ, გამორჩეული კომენტარები… ერთი სიტყვით, Jeopardy!- კლუბის შექმნას ვგეგმავთ. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, თქვენი აქტიურობაა საჭირო :) ვნახოთ, რა გამოვა… ჯერჯერობით კი
Good luck!
1. ამ ლეგენდარული კინოვარსკვლავის ნამდვილი სახელი მარია-მაგდალენა იყო;
2. ასეთი სათაურით ვიცნობთ ლუის ბონუელის და სალვადორ დალის მიერ 1929 წელს გადაღებულ 16 წუთიან სურეალისტურ ფილმს;
3. ამ ესპანურ კინოპრემიას სახელი ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელის საპატივცემულოდ ეწოდა;
4. ამ კლასიკური კინოკომედიის სიუჟეტი ბენვენუტო ჩელინის სტატუეტის გარშემო იხლართება;
5. 1935 წელს ლენი რიფენშტალის ხელმძღვანელობით კინორეჟისორთა ჯგუფის მიერ გადაღებული ეს ფილმი დოკუმენტური კინოს შედევრად ითვლება, თუმცა გერმანიაში მისი დემონსტრირება შეზღუდულია;
6. ნეორეალიზმის შედევრად აღიარებული ფილმი “ველოსიპედების გამტაცებლები” ამ რეჟისორის ქმნილებაა;
7. სერგეი ეიზენშტეინის ამ ფილმის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი ოდესის ცენტრში, ისტორიულ კიბეზეა გადაღებული;
8. 1979 წელს დაარსებულ ამ ამერიკულ კინოკომპანიას სახელი დამაარსებლებმა საკუთარი მშობლების საპატივცემულოდ შეურჩიეს;
9. კლასიკური იაპონური კინოს ამ შედევრს საფუძვლად მაქსიმ გორკის რომანი დაედო;
10. სწორედ ამ ცნობილმა მსახიობმა განასახიერა კინოში დიდი ესპანელი ფერმწერის საყვარელი ქალი;
11. ამ დიდი რეჟისორის დედა შიმშილისგან გაგიჟდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა;
12. ანდრეი ტარკოვსკის ეს ფილმი ძმები სტრუგაცკების ფანტასტიკური რომანის მიხედვით არის გადაღებული;
13. ასე ჟღერს იტალიური ენის რიმინულ დიალექტზე ფრაზა “მე ვიხსენებ”;
14. ამ ამერიკელი რეჟისორის ფილმოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი ნაბოკოვის, თეკერეის, ბერჯესის და კლარკის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ფილმებს უჭირავს;
15. ეს კინოფესტივალი პირველად 1939 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო 7 წლით გადაიდო.
მაშ, ასე, გეთაყვა, ვცადოთ :)
1. მარლენ დიტრიხი;
2. “ანდალუზიური ქოფაკი” (ოღონდ, უნდა ვაღიარო, რომ დალის შემოქმედებას უფრო ვიცნობ, ვიდრე ბონუელის :) );
3. “გოია” (ერთი ეგ არის, ლოგიკას ვერ მივუხვდი – კინოპრემიას მხატვრის სახელი რატომ დაარქვეს?);
4. “როგორ მოვიპაროთ მილიონი” (ჩელინის ვენერა :) );
5. “ნებისყოფის ტრიუმფი” (მთავარ როლებში ჰიტლერით, ჰებელსით და ა.შ.);
6. ვიტორიო დე სიკა;
7. “ჯავშნოსანი პოტიომკინი” (ჩემი კოკისპირულად ერუდირებული მეგობრის ნათქვამი მახსოვს :) );
8. მირამაქსი (აი, ეს უკვე რსრ–ს წყალობით ვიცი :) );
9. უჰ… მგონი, ცუდად არის საქმე.
10. ავა გარდნერი “შიშველ მახაში” კაეტანა ალბას როლს თამაშობს და მართლა ულამაზესია;
11. ჩარლი ჩაპლინი (ავტობიოგრაფიაში აქვს ეს ამბავი მონათხრობი);
12. “სტალკერი” (მგონი, ეს უნდა იყოს, ჟანრი იმდენად არ მიყვარს, რომ თავს ვერ დავდებ);
13. რიმინიში ფედერიკო ფელინია დაბადებული და, თუ სწორ გზაზე ვდგავარ, მაშინ “ამარკორდი” უნდა იყოს;
14. ბერჯესიდან სტენლი კუბრიკზე გავედი (“მექანიკური ფორთოხალი” გამახსენდა);
15. კანის ფესტივალია ნამდვილად.
P.S. ფანტასტიური იყო, მოლი, დიდი მადლობა :) დილა ჩინებულად დაიწყო :)
LikeLike
1. მარლენ დიტრიხი,
2. აისბერგი,
5. ნების ტრიუმფი,
6. ჯოვანი ვერგა,
7. ჯავშნოსანი პოტიომკინი,
8. მირამაქსი,
12. სტალკერი,
15. კანის ფესტივალი
LikeLike
მერი და ფარსმან :) თქვენი პასუხები საღამომდე დავმალე :)
ველქამ :)
LikeLike
1. მერლინ ძიტრიხი :)
2. ვიცი, რო არის საშინელებათ გფილმი და მგონი “ძაღლი” ფიგურირებს სახელწოდებაში (აუ რა მაგრა ავხსენი )
3. მხატვრის – გოია
4. აუუ ძალიან ნაცნობია, მაგრამ არ მახსოვს
5,ჰიტლერზე იყო გადაღებული, და ჰქვია ნების/სურვილის ტრიუმფი
6. მგონი ვიქტორი დე სილა (მაინც ჯესიკასთან ახლოსაა და მაგით დამამახსოვრდა)
7. ზუსტად არ ვიცი ,მაგრამ იქნებ სენტიმენტალური რომანი?
8. მირა+მაქსი (ანუ მირამაქსი)
9. აი რუსულად ვიცი “На дне”
10. გავიხსენოთ მე3 კითხვა თუ არ ვცდები გოიაზე ფილმი და ქალის მთავარი როლი შეასრულა ნატალი პორტმანმა (გენიალური მსახიობია რა)
11.უნდა მიგეწერა, რომ რეჟისორი და მსახიობიც. სხვა არ ვიცი, ვისაც მსგავსი შემთვევევი ჰქონდა, მაგრამ მასე გაგიჟდა ჩრლი ჩპლინის დედა (მის ცხოვრებაზე ფილმი მაქვს ნანახი)
12.სტალკერი :))) თუმცა არც ისე მომწონს
13. ჰმმმ, ერთერთი ამსეთი ფრაზა ვიცი ამარკორდი :))) მგონი ამას ნიშნავს
14. ამდენი უკვე აღრ ვიცი
15. ოსკარი ნამდვილად არა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, კანის კინოფესტივალი ^^
ველოდები ახლა შედეგებს ^^ უფ, დამეძაბა ტვინი :)
LikeLike
მეტი დრო არ მექნება და ესენი იყოს :)
1. დიტრიხი
2. ანდალუზიური ძაღლი
3. გოია
4. როგორ მოვიპაროთ მილიონი
5. ნებელობის ტრიუმფი
6. ვიტორიო დე სიკა
7. 12 მოციქული
8. მირამაქს(ი) :)
9. ფსკერზე
10. რამდენიმე ფილმია ასეთი, ესპანელ მხატვრებზე გადაღებული. ველასკესზეც არის, გოიაზე არის 2 ფილმი და რომელი ავარჩიო არ ვიცი, მაგრამ იყოს პორტმანი (გოიას ჩრდილები)
11. ჩაპლინი
12. სტალკერი
13.————————————–
14. ————————————-
15. კანის ფესტივალი
LikeLike
ჯესი :) შენი კომენტარსაც ერთად ვნახავთ :) საღამოს შვიდისკენ :)
LikeLike
good good :)
LikeLike
შვიდამდე სხვასაც ვაცალოთ…
LikeLike
ლიბიკა დაბრუნდა :)
LikeLike
დიახ დიახ :) თან რა კარგ დროს დავბრუნდი :)
LikeLike
წინა ვიქტორინას აკლდი… საერთოდ, ბლოგსაც. აქაც და შენთანაც :)
LikeLike
აღარ მოვაკლდები :) :)
LikeLike
მაგას რა ჯობია :)
შენი ბლოგი გამოვიწერე და პოსტი იმწამსვე მომდის ფოსტაზე. თან – სრული ტექსტი :)
LikeLike
მეც გამოწერილი მაქვს შენი :დ კაი ხანია უკვე :დ :)
LikeLike
მეც დიდი ხნის წინ გამოვიწერე, მაგრამ გამოქვეყნებისთანავე ფოსტაზე გამოგზავნის ოპციას გუშინ მივაგენი :)
LikeLike
1. მარლენ დიტრიხი (იმედია) ოღონდ აქ სრულად არ წერია როგორც მახსოვს
2.ანდალუზიის ძაღლი
4.როგორ მოვიპაროთ მილიონი
10. პორტმანი ტუ გოიას მოჩვენებაზეა საუბარი : )
ესენი მარტივი იყო (ტუ ჩემი აზრით სწორად დავწერე) დანარჩენზე ამეხადა ტვინი :D არა ტავი რას გამოვიდე რომელი კინომცოდნე და თავგადაკლული მოყვარული ვარ მაგრამ მაინც :D
LikeLike
დილა მშვიდობისა, ჩორვენ :)
კლუბი ნელ-ნელა თავს იყრის :)
LikeLike
არა რა, დიდი ჩავარდნა მაქვს კინოში. : ს
ერთი მეორეა ანდალუსიური ძაღლი. ^^
სხვების რა მოგახსენოთ…
^^
LikeLike
ჩხიკვი, შენს კომენტარში პასუხი იყო და საღამომდე დავმალავ შენი ნებართვით :)
LikeLike
ჰოოო :) რატომღაც მგონია, აქ ბევრი ცრემლისღვრა მომიწევს და რატომ ნეტავ? :)
LikeLike
ვითომ?
LikeLike
მოლი რომელ საათამდე მაქვს დრო? სამსახურში საქმე მაქვს და ჯერ არ მცალია :(((( არადა გული აქეთ მომიწევს :)
LikeLike
შვიდამდე :)
შვიდზე პასუხებს გამოვაქვეყნებ. მანამდე ყველა ვერსია იმალება.
დრო ბევრია :)
LikeLike
მე დღეს შვებულებაში ვარ :) არაა ეს საჩემო სფერო…
LikeLike
დარწმუნებული ხარ? მუსიკაზეც მასე არ ამბობდი? ოქროს მედალი კი აიღე…
LikeLike
ეჰ, არა, არა… ძველი კინოინდუსტრია მით უმეტეს… :) ვგულშემატკივრობ დანარჩენებს :)
LikeLike
მე ძველი უფრო მიყვარს :( მომიტევეთ…
მოქმედი ჩემპიონი თამაშს შორიდან აკვირდება… არის ამაში რაღაც მეფური :)
LikeLike
1- მარლენ დიტრიხი
2 – აი, უკვე ავსლუკუნდი
3 – გოიას პატივსაცემად
4 – როგორ მოვიპაროთ მილიონი არ არის?
5 – ვქვითინებ, ოღონდ ჯერ ხმადაბლა
6 – იტალიელია, კარგად ვიცი, ოგონდ რომელი.. ფელინი?
7 – პოტიომკინი
8 – მირამაქსი
9 – უკვე ხმამაღლა ვქვითინებ
10 – შიშველი მახა და გარდნერი არ არის? ძველი ფილმია
11 – ჩაპლინი
12 – ავზლუქუნდიიიიიიიიი
13 – რას ვღრიალებ, რომ იცოდე, მოლი :)
14 – აი, უკვე მოვთქვამ
15 – კანის კინოფესტივალი
კუდამოძუებული მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები! :D
LikeLike
მატილდა :)
შენ “ყველაზე ორიგინალური კომენტარის” ნომინაციაში კონკურენტი არ გყავს… მოვკვდი სიცილით :)
LikeLike
იცინე, იცინე :( მე ჯერ ისევ ვზლუქუნებ და :(
LikeLike
არ ღირს ზლუქუნად :)
სამაგიეროდ – სპეციალური პრიზები შენია :)
LikeLike
1)bevri vifiqre da…marlen ditrixi netav?
2)andalusieli zagli,tu zaglebi.didi abdaubda kia:)
3)goia;
4),,rogor moviparot milioni”.darwmunebuli ar var:)
5)shezguduli?raime iqneba nacistebze an fashistebze .naxva ar minda,tu vnaxo?:)
6)vitorio de sika;
7)warmodgena ar maqvs.eizenshteinze ki ara-odesashi gadagebul mis filmze;
8)miramaxs hgavs;
9)iaponuri kinos irgvliv akira kurosavasa da tokios kinofestivalis meti araferi ar vici;
10)tu sworad mivxvdi,mashin an ava gardneri iqneba,an penelopa krusi;
11)auf…chaplinis deda,netav?tavshesafarshi rom iko vici…ho,mgoni is;
12)tarkovskis,, solarisi”-s garda araferi vici,samwuxarod…
13)io.. mio..principshi tu fiqrs gavagrzeleb sheizleba rame gamovides:)
14)moli,ar gechveneba,rom 15 kitxva bevria?:D
15)kanis kinofestivali.
LikeLike
ნატალია, შენს პასუხებს საღამოს გამოვაქვეყნებ :)
მართლა თვლი, რომ 15 კითხვა ბევრია?
არ ვიცი… ფორმატი ახლა იხვეწება. პრინციპში, Jeopardy!- ს გვერდზე ერთი გამოკითხვა კი უნდა მოვაწყო საფორმატო საკითხებზე. ბოლოს და ბოლოს, ეს თამაში თქვენთვის არის და პირველ რიგში, თქვენთვის უნდა იყოს კომფორტული…
LikeLike
1.მარლენ დიტრიხი ანუ მარია მაგდალენა დიტრიხი
2.Un Chien Andalou (ეს ის ფილმია თვალს რომ უჭრიან სკალპელით)
3.”გოია”
4. როგორ მოვიპაროთ მილიონი
5.დოკუმენტურ კინოში მოვიკოჭლებ, ვფიქრობ რამე გიტლერზე იქნებოდა ;)
6.ვიტორიო დე სიკა (მიყვარს ეს ფილმი)
7.ეტლით ბავშვი რომ დაგორდება ეგ სცენაა, მაგრამ ფილმის სათაური არ ვიცი
8.Miramax ზუსტად ვიცი, მირა და მაქსი ერქვათ მშობლებს :)
9.იაპონურ კინემატოგრაფშიც ვერ ვარ ძლიერი :(
10. “გოიას აჩრდილებს” გულისხმობ? მაშინ ნატალი პორტმანი; “ვოლავერუნტში” პენელოპა კრუზი; “შიშველ მახაში” ავა გარდნერი :)
11. არ ვიცი :(
12.სტალკერი
13.არ დავგუგლავ :)
14. სტენლი კუბრიკი: ბარი ლინდონი-თეკერეისი, ლოლიტა ნაბოკოვის,ბერჯესის მექანიკური ფოთოხალი,კლარკის კოსმიური ოდისეა :)
15.კანის ფესტივალი რათქმაუნდა
LikeLike
მოიცალე? :) ხომ მშვიდობაა სამსახურში? შენს პასუხებს საღამომდე თვალს მოვაშორებ. მერე ერთად ვნახოთ.
LikeLike
ცალი ხელით სამსახურის სქმეს ვაკეთებ :) ვერ მოვისვენე :))))
LikeLike
მადლობა :) მარტო ასეთი მკითხველის პოვნისთვის ღირდა ბლოგის გაკეთება…
LikeLike
მადლობა მოლი :* მეც ძალიან ამხარებს შენი პოვნა :)
LikeLike
პირიქით – შენ მადლობა :)
LikeLike
1. მარლენ დიტრიხი. (მარლენ დიტრიხი მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბით მიწერია. :) )
2. “ამდალუზიური ძაღლი”
3. გოია.
4. –?–
5. ოლიმპირ თამაშებზეა ფილმი, სახელს ვერ ვიხსენებ.
6. ლუკინო ვისკონტი (მისი სხვა ფილმები უფრო მომწონს)
7. ყველაზე ცნობილი ფილმი “ჯავსნოსანი პოტიომკინია”, მაგრამ ეგ ეპიზოდი არ მახსოვს.
8. -?-
9. -?-
10. –?– ალბათ, პიკასოს საყვარელ ქალზეა საუბარი, ვერ ვიხსენებ.
11. –?–
12. “სოლარისი”
13. -?-
14. სტენლი კუბრიკი.
15. კანის კინოფესტივალი, მგონი.
LikeLike
cdisპიreli
კინოპაკეტს რომ ვწედი, ვიცოდი, რომ შენც ითამაშებდი :)
ველქამ :)
LikeLike
1. მონიკა ბელუჩი
2.
3. გოია
4. შეშლილი მსოფლიო
5.
6. როსელინი
7.
8. მეტრონ გოლვინ მაიერი
9.
10. სკარლეტ იოჰანსონი
11. ვონ ტრიერი
12.
13.
14. უაილდერი
15. ბერლინის
რამდენი რამე არ ვიცოდი და რამდენი გარტყმაზე დავწერე… :(
LikeLike
როდე, შენს პასუხებს შვიდ საათამდე დავმალავ. სულ რაღაც ორი საათი დარჩა :)
LikeLike
1.კალასი
2.ანდალუსიული ძაღლი.
3.გოია.
4.როგორ მოვიპაროთ მილიონი?
5.რწმენის ზეიმი
6 მგონი დე სიკა
7 ვერაფრით ვერ გავიხსენე(
8 მირამაქსი
9 ვერც ამას ვიხსენებ
10 ანჯელინა ჯოლი?
11 რომელი?
12 სტალკერი
13
14 ბერგმანი? არ ვარ დარწმუნებული
15კანის ფესტივალი 1939 წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო.
LikeLike
ფაიფურის ანგელოზის ვერსიებს სულ ცოტა ხნით, ორმოცდაათიოდე წუთით დავმალავ :) შვიდზე ყველა პასუხს ერთად გამოვაქვეყნებ.
LikeLike
ეს კომენტარი პასუხებითურთ რაულ კაპანაძემ FB-ით გამომიგზავნა.
თუ ვინმემ არ იცით, ბატონი რაული ინტელექტუალური პაექრობების დიდი მოყვარულია, ვიქტორინა.ჯი-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე და მისი სტუმრობა (თუნდაც ასეთი ფორმით) ჩემი ბლოგისთვის დიდად სასიხარულოა.
პასუხებს ჩემი სახელით განვათავსებ. იმედი მაქვს, შემდეგ ტურზე (ანუ, შემდეგ ოთხშაბათს) ბატონი რაული ბლოგზეც გვეწვევა :)
რაულ კაპანაძის ვერსიები
1-მარლენ დიტრიხი;
2-ანდალუზიური ძაღლი;
3-გოია;
4-?
5-ნებისყოფის ტრიუმფი;
6-ვიტორიო დე სიკა;
7-ჯავშნოსანი პოტიომკინი;
8-მირამაქსი;
9-ფსკერზე;
10-???-კითხვის დასმის დროის მიხედვით (ოსკარი-2011-ის გამარჯვებულების გამოვლენისთანავე) თუ ვიმსჯელებთ, ნატალი პორტმანი უნდა ჰქონდეს ავტორს ნაგულისხმევი, ისე კი, ბევრმა განასახიერა გოიას საყვარელი (მარიბელ ვერდუ, აიტანა სანჩეს-ხიხონი…, მეტ-ნაკლებად ცნობილები არიან);
11-?
12-სტალკერი;
13-ამარკორდი;
14-სტენლი კუბრიკი;
15-კანის კინოფესტივალი.
LikeLike
შვიდი საათიც შესრულდა. Jeopardy!-ის მორიგი ტური დასრულებულია. ვფიქრობ, წარმატებული დღე იყო. მე, როგორც ბლოგის ავტორი, კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, თქვენც (ლორდ ვეიდერის ბლოგინგის სამი კანონის მიხედვით, ბლოგერი მკითხველისთვის წერს და მკითხველის იმპრესიები პრიორიტეტულია).
სწორი პასუხები
1. მარლენ დიტრიხი (სრული სახელი – მარია-მაგდალენა დიტრიხი);
2. “ანდალუზიური ქოფაკი”;
3. “გოია”;
4. “როგორ მოვიპაროთ მილიონი”;
5. “ნებისყოფის ტრიუმფი”;
6. ვიტორიო დე სიკა;
7. “ჯავშნოსანი პოტიომკინი”;
8. მირამაქსი;
9. “ფსკერზე” (აკირო კუროსავას ფილმი);
10. ავა გარდნერი (ფილმი “შიშველი მახა” კაეტანა ალბა. თუმცა, პასუხებს გადავხედე და ვფიქრობ, ნატალი პორტმანის როლიც უნდა ჩაითვალოს);
11. ჩარლი ჩაპლინი;
12. “სტალკერი”;
13. “ამარკორდი” (ასე ჰქვია ფელინის ავტობიოგრაფიული დეტალებით გაჯერებულ ფილმს);
14. სტენლი კუბრიკი;
15. კანის კინოფესტივალი
საუკეთესო შედეგები:
მერი პოპინსი (14); ლიბიკა სილვესტრის (13); რაულ კაპანაძე (13); Mecmikvarkhar(12); Jessie (12)
ყველას უღრმესი მადლობა თამაშისთვის. იმედია, ისიამოვნეთ. განსაკუთრებული დანქე – დებიუტანტებს – ფარსმანს, ჩხიკვს, ბატონ რაულს და Jessie-ს, აგრეთვე ცდისპირელს, რომელმაც გულშემატკივრობას მონაწილეობა არჩია. წინა ტურის გამარჯვებული თამარა პირიქით მოიქცა – გზა ახალგაზრდებს დაუთმო და შორიდან (უფრო სწორად – ახლოდან) გვგულშემატკივრობდა. ჩემი თემა არ არისო… შემდეგი შენი იქნება, კოლეგა (აი სვეარ)
ტურის სტატისტიკა (ახალი მონაწილეების და გამარჯვებულების სახელების ჩათვლით) Jeopardy!-ის გვერდზე გამოქვეყნდება. სათამაშოდ შემდეგ ოთხშაბათს გელით. თემა ჯერ არ შემირჩევია…
LikeLike
:*:* გღანდ მეღსი კითხვების წერისთვის :))))
LikeLike
რას ამბობ :) თქვენ მერსი – თამაშისთვის :)
LikeLike
პოპინს, აფერუმ შენ :* :) :)
LikeLike
მერი მაგარია! :)
LikeLike
მერი მაიძულებს არ გავმაზო კითხვა :დ მომწონს ეს ამბავი! :დ
LikeLike
გაუმარჯოს კონკურენციას :)
პატარა კლუბი გვაქვს, მაგრამ ძლიერი :)
LikeLike
სადაა პოპინსი, ჩემი გვირგვინი კი არადა, ბუ უნდა გადავცე :) :) :) თუ რა გვაქვს??? :)
LikeLike
გამოგიტყდები და ბუ მირჩევნია :)
LikeLike
გარდამავალი ბუ :) მოსიძემ არ გვიჩივლოს, პლაგიატორები არიანო…
LikeLike
რსრ-ს ტემპით მივდივართ :) ერთი კითხვის ჩაგდებაც კი ძვირად გვიჯდება :) წინა ვიქტორინა სწორედ ასე წავაგე.
LikeLike
მადლობა, გეთაყვა :)
LikeLike
როგორ ვერ გავიხსენე პოტიომკინი და ჩაპლინი((
აი ანჯელინამ და კალასმა ჩამითვალა,არადა რა დარწმუნებით დავწერე))))))))))))))))
LikeLike
კალასს მარია კალოგეროპულოსი ერქვა, თუ სწორად მახსოვს :)
შენ კარგად იყავი :) შემდეგი ოთხშაბათიც მალე მოვა :)
LikeLike
:) ეჰ, მოლლი რა ადვილი ყოფილა თურმე, არადა რასაც ვერ მივხვდი უსაშველოდ რთული მეგონა :)
LikeLike
არაუშავს, ფარსმან, კიდევ ბევრი ტური გვექნება :) შენ ოღონდ არ გამოტოვო :)
LikeLike
ისე მაგ ეპიზოდის რიმეიქი ასწორებს, ბრაიან დე ფალმას ვერსიაში.
LikeLike
პოტიომკინის ეპიზოდი? მე ორიგინალიც მომწონს, ლორდ…
LikeLike
აუ რა მაგარია ^^. სულაც არ მეგონა, რომ მასეთ შედეგს მივიღებდი ^^.. მოლი ბლუმ დიდი დიდი მადლობა. საინტესო იყო ^^ :))) გაიხარე, სულ ვითამაშებ ხოლმე ^^
LikeLike
პირიქით – შენ მადლობა თამაშისთვის :)
ყოველ ოთხშაბათს გელოდები :)
ჯეოპარდის გვერდზე შენი ლინკია და ისიც არის მითითებული, რომ დღეს საუკეთესო ხუთეულში ხარ :)
LikeLike
იიიიი… მიხარია მიხარია .. ვამაყობ ჩემი თავით ^^
LikeLike
მეც ვამაყობ, ჩემს ბლოგს ასეთი მკითხველები და ასეთი მოთამაშეები რომ ჰყავს :)
LikeLike
რა მაგარია 5ეულში მოვხვდი :) პოტიომკინი ვერ გავიხსენე, ჩარლის დედაზე არ ვიცოდი
LikeLike
აშკარად კარგად ითამაშე :)
LikeLike
მოლი, ხუთეულში არა და ასეულის შედგენა რომ მოგიწიოს, ვერ მოვხვდები ? :) :)
LikeLike
რატომ ვერ მოხვდები? :) ასეულში კი არა, სამეულშიც მოხვდები :) არც ისე წვიმს, როგორც ქუხს… არც ისე რთული კითხვებია :)
LikeLike
1, 3, 5,6,7,8,9 და 13 კითხვებზე პასუხი არ მქონდა :)
იი, რა კარგი კითხვები იყო ისე
LikeLike
ufro xshirad unda chavrto xolme kompiuteri, tundac marto aq shemosaedad
LikeLike
ეჰ, ფსიქე, შენ ცოტა უფრო ხშირად წერდე… საშინლად მენანება, შენს ბლოგზე ახალ პოსტებს რომ ვერ ვხედავ ხოლმე :(
LikeLike