პირველი სიგარეტი და ნაღებიანი ყავის პირველი ჭიქა მიყვარს.
აჭარული ხაჭაპური მიყვარს.
დილის ძილი მიყვარს.
კუბოკრული სამოსი მიყვარს.
თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება მიყვარს.
და მერე თბილისში დაბრუნება მიყვარს.
კინო მიყვარს. სეანსის დაწყებამდე “ამირანის” ლიტკაფეში ყავის დალევა მიყვარს.
ლიტკაფეს “ჩუბიკა” და ნიგვზის ტორტიც მიყვარს.
შაბათ-კვირა მიყვარს.
ტრანსპორტში კითხვა მიყვარს.
ჩემი ახალი სათვალეც მიყვარს.
ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება მიყვარს.
უცნაური ფორმის ქუდები მიყვარს.
უცხო ქალაქში უმისამართოდ ხეტიალი მიყვარს.
ბათუმი მიყვარს.
ჩემი ჟურნალები მიყვარს.
შოპინგი მიყვარს. მაღაზიებში ბოდიალი და ათასი სასარგებლო წვრილმანის ყიდვა მიყვარს. ზოგჯერ უსარგებლო რაღაცების ყიდვაც მიყვარს.
ვაკის “პარნასის” ქვედა სართულზე წიგნების თაროებში ქექვა მიყვარს.
“ანტრეს” კრუასანი მიყვარს.
“ბარსელონა” მიყვარს.
ნიღბები მიყვარს.
“Donut Stop”, პანატერია და “Near Opera” მიყვარს.
უსაქმურობა მიყვარს.
პარასკევ საღამოს მსუბუქი ჯაზის მოსმენა მიყვარს.
ფუნთუსა მიყვარს.
ბელგიური შოკოლადი მიყვარს.
ჩემი მაგნიტების კოლექცია მიყვარს.
ვიოლინო მიყვარს.
აბსტრაქციული ტილოები და ევროპული ფილმები მიყვარს.
მულტფილმები მიყვარს.
რძის კოქტეილი და “ლუკა პოლარეს” ნაყინი მიყვარს.
შოტლანდიური ვისკიც მიყვარს.
ჩემი ბიბლიოთეკის დალაგება მიყვარს.
ახალი წიგნები მიყვარს.
ამოჩემებული წიგნების გადაკითხვაც მიყვარს.
სიჩქარე მიყვარს. საჭესთან ჯდომა მიყვარს. ზოგჯერ უკან სავარძელზე მოკალათება და თვლემა მიყვარს.
ჩემი ბლოგი მიყვარს.
კიდევ ბევრი რამ მიყვარს…
რამდენი საერთო გვქონია ;)
LikeLike
კარგია :) და რა დაემთხვა?
LikeLike
ნიგვზის ტორტი… ”Near Opera”-ის კიევური და ანტრეს შოკოლადიანი კრუასანი… უჰ, მოლი, დიეტა გადამაფიქრებინე :)
P.S. კოკისპირულად ჰედონისტურ-სნობური პოსტია, გეთაყვა :)
LikeLike
“ანტრეს” ჩვეულებრივი კრუასანი ჯობია. უფრო გემრიელია :)
კი, ზუსტად ჰედონისტურ-სნობური განწყობით ვწერდი :)
LikeLike
მაგნიტების კოლექციაო? :) რა საინტერესოა. სხვადახვა ფორმა აქვთ შენს მააგნიტებს, ან რამე განსხვავებულ საგნებს, თუნდაც აბსრტაქტულს ხომ არ იზიდავს? :)
LikeLike
მაგნიტების კოლექცია, კი. ინგლისურად ამას fridge magnets ჰქვია. ძირითადად, მაცივრებზე ამაგრებენ და იმიტომ. მე სპეციალურ დაფებზე მაქვს განაწილებული.
LikeLike
კუბოკრული ტანსაცმელი და ვიოლინო ;)
LikeLike
ჰოლმსს ჰგავს?
LikeLike
უი ეგ არ გამხსენებია.
მეც მომწონს ესენი, ამიტომ აღვნიშნე :))
LikeLike
მშვენიერი გემოვნება გქონია :) ისე, შენს ბლოგს აქამდეც ეტყობოდა, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
LikeLike
მადლობა, ასევე ;)))
იცი რა ხშირად მეკითხებიან “კუბოკრული” რა არისო? როდესაც ვამბობ, რომ ასეთ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. მერე დავაყოლებ ხოლმე “კლეჩატი” და ყველაფერი ცხადი ხდება ;დ
LikeLike
მე სიტყვაც კი მომწონს – “კუბოკრული” :) პირველად დიდი ხნის წინ, რომელიღაც საბავშვო წიგნში გადავაწყდი. მეც პატარა ვიყავი მაშინ და კუბოკრული რას ნიშნავს მეთქი, ვიკითხე. ამიხსნეს და იმის მერე სიტყვაც მომწონს და სამოსიც :)
LikeLike
lol :) rogorc iqna, molim cotaodeni piraduli ambebi gagvimjgavna :) sakvareli postia, moli. batumi, sachestan jdoma da sichqare mec dzalian mikvars :)
LikeLike
ჰო, ერთი პირადი პოსტი მეც მეკუთვნის :) მითუმეტეს, აბაუთ გვერდი დღემდე ცარიელი მაქვს.
მე ძველი ბათუმი უფრო მიყვარს, მატილდა. ახალი ნამეტანი თანამედროვეა და ის ძველი მყუდროება და შარმი აღარ აქვს.
LikeLike
dzveli batumi titqmis ar maxsovs :( dzalian patara vikavi, roca mshoblebs davkavdi iq.
LikeLike
მე მახსოვს. უმცირეს დეტალებში. ავტობუსების ნომრების და კინო თბილისთან რომ სანაყინე იყო, იქაური ნაყინის ფასის ჩათვლით.
LikeLike
magnitebis koleqciam damainteresa :)
LikeLike
ჩემი სიამაყეა :)
შვიდი დაფა მაქვს უკვე. კიდევ ორისთვის სამყოფი მაგნიტები სპეციალურ ყუთში მაქვს შენახული. დაფებისთვის ადგილი არ მყოფნის :(
LikeLike
tu mogindeba da dagvatvalierebineb, kargi iqneba :)
LikeLike
აჰა. აუცილებლად. სურათებს გადავუღებ და გამოვაქვეყნებ.
LikeLike
nice :)
LikeLike
I swear :)
LikeLike
ძალიან მაგარი ფოსტია, აი რაც გიწერია ყველაფერი მომანდომე ^^
მეც მიყვარს შენი ბლოგი ^^
LikeLike
მადლობა
LikeLike
kargi blogi vipove :) mgoni, mec shemikvardeba :)
LikeLike
მადლობა, ჩემო კარგო :) შემოიხედე, როცა გაგეხარდება :)
LikeLike
ra tqma unda :) roca ki shevdzleb xolme, gestumrebi.
LikeLike
welcome :) აქ სტუმრები ყოველთვის უხარიათ :)
LikeLike
ეს არ უნდა წამეკითხა ახლა…
LikeLike
რატომ? :) :) :)
LikeLike
რაღაცები მომინდა ;დ
LikeLike
:) :) რა – ალბათ, არ გაამხელ…
LikeLike
ეგ რომ დავიწყო კომენტარი კი არა, პოსტი (წლის ჰედონისტური მანიფესტი, რა კარგად ჟღერს) გამომივა.
LikeLike
კარგად ჟღერს და მშვენიერი პოსტიც გამოვა :)
LikeLike
მეც ..
მიყვარს :))
LikeLike
welcome :)
LikeLike
აჭარული ხაჭაპური,დილის ძილი.უმისამართო ხეტიალი, მულტფილმები და საჭესთან ჯდომა და სიჩქარე მეც მიყვარს მოლი)
ჯაზიც,შოკოლადიც და წიგნებიც ოღონდ იმ განსხვავებით რომ მწარე შოკოლადის გარდა ყველანაირი და ახალი წიგნის სუნი მიყვარს,ხოლო ძველი წიგნი ახალზე მეტად))))
LikeLike
მწარე შოკოლადი არც მე მიყვარს… თუ ამორჩევაზეა, ყველა სხვას რძიანი მირჩევნია.
ახალ წიგნს თავისი ხიბლი აქვს და ძველს – თავისი. ერთდერთი – დახეული, დაკუჭული და დასველებული წიგნები არ მიყვარს.
LikeLike
ჰუუმ..
პირველი სიგარეტის რა გითხრა, თუ მოვწევ გადავწყვეტ მიყვარს თუ არა. ^^
დანარჩენი კი. <33
კარგი ხარ!
LikeLike
თუ არ მოგიწევია აქამდე, არც მოწიო :) ბევრად უკეთესია :)
დანკე :)
LikeLike
Satauri ar sheesabameba shinaarss :)
Araferia mag chamonatvlashi arc hedonisturi da mitumetes arc snoburi :)
Gansazgvrebis mixedvit verc iqneboda
LikeLike
რატომ?
ზუსტად რომ ჰედონისტურია და სნობური :) ოღონდ, ამ სიტყვებს მე უარყოფით დატვირთვას არ ვაძლევ :)
LikeLike
Arc me vazlev uaryofit datvirtvas, magram chemi azrit es posti snoburi aranairad araa :)
Litkafeshi namcxvrebi da a.sh. Snobizmia? Ra vici, ra vici,
P.s. Snobizmi da hedonism gurjistanshi sul sxva datvirtvisaa vidre sxvagan :)
LikeLike
დამაბნიე :)
ეს ხომ სამეცნიერო გამოკვლევა არ არის, მხოლოდ და მხოლოდ პოსტია.
ჰედონიზმი რასაც ნიშნავს, ყველა ლექსიკონში წერია და პოსტს, სადაც იმას ვყვები, რა მიყვარს და რას ვაკეთებ მეტ-ნაკლები რეგულარობით იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო, მგონი, სათაურად “ჰედონისტური” უხდება.
სნობური… მართალი ხარ, საქართველოში სნობურს სხვა რამეს ეძახიან. ამას წინათ ისიც გავიგე, თურმე ყბადაღებულ 50 წიგნს ვინც ყიდულობს, სნობიაო. სნობებზე უკეთესი წარმოდგენის ვარ.
სნობური იმიტომ, რომ ჩემთვის დეტალებს აქვს მნიშვნელობა. დონატ-სტოპში და პანატერიაში საღამოს არასოდეს მივდივარ, ნიარ ოპერაში – დღისით. ნაყინს ქუჩაში არ ვყიდულობ, “სარკეს” არ ვკითხულობ და ასე შემდეგ…
LikeLike
“სადაც იმას ვყვები, რა მიყვარს და რას ვაკეთებ მეტ-ნაკლები რეგულარობით იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო, მგონი, სათაურად “ჰედონისტური” უხდება”
ნუ პოსტის სათაურს არაფერს ვერჩი :D თან ბრჭყალებზე საერთოდაც თანახმა ვარ…
“თურმე ყბადაღებულ 50 წიგნს ვინც ყიდულობს, სნობიაო”
:D :D :D ამაშია საქმე
“დონატ-სტოპში და პანატერიაში საღამოს არასოდეს მივდივარ, ნიარ ოპერაში – დღისით”
:) ზუსტად ამიტომ ვერ იქნება ეს პოსტი სნობური :D
LikeLike
მე, როგორც ფილოლოგს, შემიძლია, ვთქვა, რომ “ჰედონისტური” ამ პოსტს სწორედაც რომ ძალიან უხდება, თანაც ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე. რაც შეეხება სნობს, ეს, უბრალოდ, ხუმრობა იყო და არ ატარებდა იმ დატვირთვას, რასაც, ზოგადად ეს ცნება გულისხმობს ხოლმე. ეს ერთი და მეორეც – ერთი კარგი, ღიმილისმომგვრელი, ხალისიანი და სასიამოვნოდ წასაკითხი პოსტის სათაურზე ამდენი სამეცნიერო კვლევის ჩატარება რა საჭიროა? :)
LikeLike
ერთ აბზაცში სამჯერ დამიწერია სიტყვა “ეს” :) ახლა, ალბათ, მომიწევს ლექციის მოსმენა ფილოლოგების მიერ სტილისტიკური შეცდომების დაშვების და, კერძოდ – ტავტოლოგიის თემაზე :D :D :D
LikeLike
არა, რატომ… მშვენიერი დისკუსიაა და გემრიელად ვერთობით :)
LikeLike
LOL
უკაცრავად აღარ შეგაწუხებთ
LOL
LikeLike
რას ამბობთ, სულაც არ გვაწუხებთ :) :) :)
პირიქით :)
LikeLike
ჰედონიზმი
ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვით ადამიანის მთავარ მამოძრავებელ საწყისს ტკბობა წარმოადგენს. ჰედონისტური ეთიკის საფუძველში ტანჯვისაგან თავის არიდების, მშვიდი და ბედნიერი მდგომარეობის მიღწევის ინდივიდუალისტური იდეალი ძევს.
მგონი, მოლის ჩამონათვალიც ზუსტად იმას შეიცავს, რაც მას ტკბობის, სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნებას აღუძრავს :)
სნობურს რაც შეეხება – ჯერ მარტო პოსტის თავში განთავსებულ სურათს შეხედეთ – ფრანგი არისტოკრატის საუზმე გეგონებათ :)
LikeLike
ორიგინალური ბლოგია,მომწონს თქვენი დახვეწილი ხელწერა:)ხშირად გესტუმრებით;)
LikeLike
მადლობა :) სტუმრები აქ მხოლოდ გვიხარია :)
LikeLike
დილის ძილი მეც მიყვარს, ხაჭაპურიც, ჩემი ბიბლიოთეკის დალაგებაც, თბილისიდან გასვლაც და დაბრუნებაც, ვიოლინოც, შოკოლადიც, ფუნთუშაც, ყავაც, ნიღბებიც,
ხოო, ერთი ეს შოპინგი არ მიყვარს და სიგარეტი :( ამაში განვსხვავდებით :დ
LikeLike
საერთო აშკარად მეტია :)
LikeLike
უიჰ და მანქანა არ მიყვარს.. ამაშიც განვსხვავდებით :დ
ლოლ, რა კარგია ისე ასეთი “მიყვარს ესა და ეს” თემები, კარგი განწყობა მოაქვს
LikeLike
ეს ებაუთი რომ ცარიელი მაქვს და არაფერი მიწერია, უფრო იმის ხათრით დავწერე. ახლა ვფიქრობ, პეიჯად როგორ გადავაკეთო.
LikeLike
არ მიყვარს ჯაზი , არ მიყვარს არ მიყვარს :შ
რატომ, ყრუ ვარ თუ უგემოვნო?:შ
ყველა ამას მეუბნება როცა ვამბობ :ს
LikeLike
გემოვნება ინდივიდუალურია, ანა :) იყავი ის, რაც ხარ და სხვას ნუ მოუსმენ :) არ არის ეს უგემოვნობა.
LikeLike
გმადლობ მხარში დგომისთვის ;დ
ასეც ვიქცევი ყოველთვის ^^
LikeLike
უგემოვნობა მე პირიქით – სხვისი მოწონებულის აყოლა მგონია :) სწორად იქცევი, ანა :)
LikeLike
დარწმუნებული ვარ, “ყველას” გარკვეულ ნაწილსაც არ უყვარს ჯაზი, უბრალოდ, გამბედაობა არ ჰყოფნით ამის ასაღიარებლად :)
LikeLike
იმიტომ, რომ ჯაზის სიყვარული მოდურია :) და თუ უსმენ, ინტელექტუალად ითვლები :) სასაცილოა :)
ისე, თავის დროზე, ჯაზის მოსმენა ანტიკომუნისტობად ითვლებოდა. сегодня слушает он джаз, а завтра родину продаст. აი,ასე.
ამ ჩემს ტელეფონს რა სჭირს, ვერ გავიგე. მგონი ანტენა გაეთიშა და მე ვერსად ვრეკავ :(
LikeLike
ისე, მოლი, ერთხელ იმის შესახებაც ხომ არ დაწერ, რაც არ გიყვარს? საინტერესო იქნება :)
LikeLike
კარგი იდეაა :)
LikeLike
,,ულისე” გიყვარს:)
LikeLike
კი :) თან ძალიან :)
LikeLike
შენს გამო ,,ულისეს” კიდევ ერთხელ ავიღებ ხელში და ვეცდები ბოლომდე წავიკითხო:)
LikeLike
არ ინანებ :)
კი გეტყოდი, სულაკაურის გამოცემულ ახალ “ულისეს” დაელოდე მეთქი, მაგრამ რამდენი ხანია, გამოცემას აპირებენ და არ დაადგათ საშველი….
LikeLike
ისა და… ჩემი ჰედონისტური პოსტი არ მოგეწონა? ლაიქი ავტოგრაფად, ამ პოსტის გარდა, ყველგან დატოვე და…
LikeLike
მეც რადენი რამე მიყვრს მაგ პოსტიდან ^_^ + ეს ბლოგი მიყვარს
LikeLike
დანქე :)
ფსიქე, შენი წინა-საოსკარო პოსტი სად არის? აღარ წერ?
LikeLike
იმდენი რამ დაემთხვა, რომ არ ვიცი რა დავაკომენტო :დ პანატერეის მაგიერ ფანტასტიკო – მგონი ესაა ერტადერთი ცვლილება :დ
პ.ს. ეს ბლოგი მიყვარს :)
LikeLike
ფანტასტიკოზე ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ პანატერია ჩემი სიყვარულია.
როტონდა ფანტასტიური პიცაა.
მადლობა :)
LikeLike
ომგ…
LikeLike
აჰა :( ვიცოდი :(
LikeLike
ზუსტად, ზუსტად :) ომგ!
LikeLike
მერი – ორთოდოქსი ბლანკოს :(
გავიპარები აქედან :(
LikeLike
სცილასა და ქარიბდას შორის ხარ მომწყვდეული, მოლი :)
LikeLike
ჯანდაბას :(
ჯერ არა მიშავს – ლა ლიგას კომფორტული სხვაობით ვიგებთ.
ფეხი რომ დაგვიცდება, მერე რა მეშველება…
LikeLike
:(
LikeLike
სამაგიეროდ, თქვენ ზი სპეშალ უანი გყავთ.
LikeLike
ეჰ.. ჩვენი ზი სპეშალ უანი დელ ბოსკე იყო…
LikeLike
იყო – ძალიან ზუსტად შერჩეული ზმნაა.
LikeLike
Удар ниже пояса… გრცხვენოდეს, მოლი :(
LikeLike
შემრცხვა :(
LikeLike
ჩვენ გვყავს სპეშალ უან და სფეშალ თუ – კრიშტიანუ :)
LikeLike
აჰა :) ერთი კი არა, ორი ცალი. მეც მაგას არ ვამბობ?
LikeLike
Победителям слава, проигравшие вернутся – ჩემსავით ბლანკოსმა უტკინმა თქვა ერთხელ, ერთ–ერთი ბოლო ელ კლასიკოს შემდეგ….
LikeLike
2-5 – ზე თქვა, როგორც მახსოვს.
LikeLike
უტკინი კაზიოლია :)
LikeLike
რაააატომ?
:) :) :) :) :)
LikeLike
ვითომ რატომ?
LikeLike
2-6-ზე :(
LikeLike
ბიძნა ბარათაშვილი მევასება მე – რეალისტია და მიტომ. :)
უტკინი ვალენსიას ბალელშიკობს.
LikeLike
მე მგონია, რომ ბლანკოსია. და ვალენსიასაც რომ გულშემატკივრობდეს, არგენტინაზე არაჯანსაღად შექანებულ ბარათაშვილს მაინც მირჩევნია.
LikeLike
ნწუ… ვალენსიისტია ნაღდად.
ეგ მსოფლიო ჩემპინატამდე არ მაღელვებს. :) იქმდე 4 წელია კიდევ და ეს 4 წელი მე და ბიძნა თანამოაზრეები ვართ. ;)
ისე, მგონი გეგელიაც რეალისტია.
LikeLike
საიდან ვალენსია, ლორდ?
ესპანური კლუბებიდან – მხოლოდ რეალს.
მესამე წელია, სპორტს.რუ-ზე უტკინის ბლოგებს და კონფერენციას ვკითხულობ. ზუსტად ვიცი.
LikeLike
მეც ვკითხულობ და ყოველთვის რეალისტად ვთვლიდი…
LikeLike
მაშინ არ ყოფილა კაზიოლი. უკან მიმაქვს სიტყვები. :)
მარა რეპორტაჟების დროს არ ეტყობოდა. :) აი ბიძინას ეტყობა. და კრიშტიანუც რომ ევასება ეგეც ეტყობა… და ეს მიუხედავად იმისა, რომ არგენტინისტია.
თორე, ზოგიერთ ტუგადუმს ვერ გააგებინებ, რომ შეიძლება ადამიანს კაი გემოვნება ქონდეს, კაი ჩაცმა უყვარდეს და ლამაზი ქალები და ლამაზი ფეხბურთის თამაშში ეს სრულიადაც არ უშლიდეს ხელს.
LikeLike
მე უტკინის ის მომწონს, რომ რეპორტაჟების დროს არ ეტყობა, ვის გულშემატკივრობს.
ვალენსიასაც აქებს, როცა იმსახურებს, ბარსელონასაც, ყაზანის რუბინსაც და პაოკსაც.
ისე – რეალისტია.
კარგი გემოვნება ფეხბურთის თამაშს ხელს არ უშლის. უბრალოდ – სპეშალ თუ ამ ბოლო დროს მთლად საკუთარი ბრილლიანტ გემოვნების შესაფერად ვერ თამაშობს…
LikeLike
ისე, მოლი, ზუსტად ამიტომ მიყვარს შენი ბლოგი – პრაქტიკულად, ფორუმზე ვარ მთელი დღე :) და ფეხს არ ვიცვლი აქედან :)
LikeLike
ჩემს ბლოგზე კომენტარები პოსტებზე ნაკლებად საინტერესოდ არ იკითხება :ამაყიმოლი:
LikeLike
უი ახლავე დავალაიკებ:) ტექნიკური ხარვეზია თორემ მე შენი ბლოგი ისე მომწონს ყოველ დღ შმოვდივარ თითქმის:)
LikeLike
უი ახლავე დავალაიკებ:) ტექნიკური ხარვეზია თორემ მე შენი ბლოგი ისე მომწონს ყოველ დღე შემოვდივარ თითქმის:)
LikeLike
დანქე :) ლამაზია ბევრი სხვადასხვა ფერის ლაიქი აქ :) და სასიამოვნო :)
LikeLike
დაგამატე ჩემს საყვარელ ბლოგებში და ჩემი გვერდიდან ხშირად შემოვალ
ერთი კითხვა მაქვს, მაპატიე აქ რომ გიწერ, მიპასუხე და წაშალე:) შენ დამეხმარე ერთხელ და ეხლაც განმანათლე, მოკლედ პოსტები კატეგორიებად როგორ დავყო? როგორც შენ გაქვს. მე რაღაც დებილურად მაქვს არქივი აწერია და იანვარი, თებერვალი, ასე უაზროდ. მე ასე მინდა:)შენსავით
Categories
Art (5)
მოქალაქე ბლუმი (3)
მუსიკა (1)
პირადი ბიბლიოთეკა (9)
ფოტოგრაფია (4)
Breaking News (1)
Jeopardy! (4)
Molly Bloom’s Day (2)
LikeLike
რატომ უნდა წავშალო, ან რა არის აქ საპატიებელი :)
არქივი მეც მაქვს. უბრალოდ, ის, რაც შენ მონიშნე, სხვა ვიჯეტით კეთდება. Categories. აირჩიე, მარჯვნივ, ვიჯეტების სიაში ჩასვი და მერე “პტიჩკებით” მონიშნე, რომ გინდა პოსტების რაოდენობა აჩვენოს.
LikeLike
Uncategorized (12)
ასე გამოვიდა მე კიდე იცი როგორ მინდა აი წიგნები, მწერლები, ნაწარმოებები. ეს 12 როგორ დავყო?:)
ოჰ შეგაწუხე:(
LikeLike
აჰა. კატეგორიებად დაყოფა. კატეგორიები უნდა დაამატო. შენ ყველა პოსტი ერთ კატეგორიაში გაქვს. add categories. და მერე კონკრეტული პოსტი კონკრეტულ კატეგორიას მიაბი.
LikeLike
დავამატე add categories მაგრამ არ მიჩვენებს, არც მიბმა ვიცი. მოკლედ ფბ–ზე თუ ხარ დაგამატებ და იქ ამიხსენი თუ გინდა კეთილი საქმე გააკეთო:)
LikeLike
ამაზე უკეთ ონლაინ ვერ აგიხსნი. თან, ჩემთან ფბ-ს უჭირს, არ შედის და სხვა ფანჯრებსაც ჭედავს.
LikeLike
დიდი მადლობა:* გავაკეთე:*
8 მარტს გილოცავ ბედნიერებას გისურვებ:*
LikeLike
კარგია :) მადლობა, შენც გილოცავ :) ბედნიერება არ მოგკლებოდეს :)
LikeLike
წაგიკითხე. და ყველაფერი დაემთხვა. რა კაია. რა კარგ ხასიათზე დავდექი.
თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება მიყვარს – ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აი ასე ვაკეთებ და მერე შენს დანარჩენ ჩამონათვალს. იფ, იფ. ავდგები ახლა და ყავას დავლევ ნამცხვრით. დროებით :*
LikeLike
მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარები ამ ბლოგზე :)
LikeLike
უმაგრესი მანიფესტიააააააააააა! ჩემი მხურვალე ოვაციები :)
LikeLike
მადლობა :)
არადა, აქ სათაურზე მედავებოდნენ – თემას არ შეესაბამებაო :) ვითომ სადისერტაციო თემის განხილვა იყო…
LikeLike
“ჩემი ბლოგი მიყვარს.” >>მეც მიყვარს შენი ბლოგი :)
LikeLike
მომიტევეთ გონების ჩაკეტილობა ამ კონკრეტულ მომენტში, რადგანაც სასუსნავებზე და საჭმელებზე რომ მივედი გადავირიე. სამსახურში ყოველთვის ვერ ვახერხებ გამოკვებას და ცოტა არ იყოს ნეწრყვი მომადგა. სხვას ვერაფერს გეტყვით :)))))))))))
LikeLike
მეც მაგ დღეში ვარ სამსახურში :)
LikeLike