ამ რამდენიმე დღის წინ მეგობარს შევუთანხმდი – კაფე “ქარავანში” უნდა გვევახშმა. ერთმანეთს საღამოს შევხვდით. ციოდა, უგემური ქარი უბერავდა. ის იყო, “ქარავანის” მძიმე კარს გასაღებად დავეჯაჯგურე, რომ მაიკომ შემაჩერა – ერთი, ამას შეხედეო. შესასვლელთან, კედელზე, დიდი შავი სვასტიკა იყო მიხატული.
დეტალიზაციის მოყვარული ინტელექტუალებისთვის დავაზუსტებ – არც მზის ინდუისტური ნიშანი, ცეცხლის ქალღმერთ აგნის ატრიბუტი ყოფილა და არც უძველესი ქართული ბორჯღალი. ფაშისტური სვასტიკა იყო. შავი, უშნო, საზიზღარი. ძველ საბჭოთა ფილმებში რომ გვინახავს, ზუსტად ისეთი.
მოლი ბლუმის ბლოგი საჯარო ქადაგების ადგილი ნამდვილად არ არის და არც მე გახლავართ იოანე ოქროპირი, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა, რომლითაც იმ გრაფიტის ავტორს ვერა, მაგრამ თქვენ კი მოგმართავთ – როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა იფიქროს მეორე მსოფლიო ომგამოვლილმა, ათას უბედურებას გადარჩენილმა კაცმა 21-ე საუკუნის თბილისში, შუა ქალაქში, ეროვნული ბიბლიოთეკის კედელზე, ნაცისტური სიმბოლოს დანახვისას?
თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პოპულარობის ზენიტში მყოფმა “დროებამ” ქართველ სატანისტებზე მომზადებული სიუჟეტი აჩვენა. თინეიჯერი გოგო-ბიჭები ღამით, სასაფლაოზე იკრიბებოდნენ და რაღაც, ბოლომდე ალბათ მათთვისაც გაუგებარ, რიტუალებს ატარებდნენ. “შავი მესის” ერთ-ერთი მონაწილის კომენტარი დამამახსოვრდა – მირჩევნია, ბნელი ძალების მსახური ვიყო, რადგანაც ბოროტება სიკეთეზე ძლიერიაო.
იმ თინეიჯერ სატანისტს და ნაცისტური გრაფიტის ავტორს კონკრეტული რამ აერთიანებთ – გაუნათლებლობა. ისინი, სავარაუდოდ, ერთმანეთს არც იცნობენ, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ეკუთვნიან, განსხვავებული სამეგობრო წრე ჰყავთ, მაგრამ საერთო მაინც მოეძებნებათ – ორივეს შეხედულებები გაუაზრებელია და აბსოლუტური უცოდინრობის ნაყოფია.
სხვაგვარად როგორ შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს აზრი, რომ ბოროტებას სიკეთეზე მეტი ძალა აქვს. ამის მთქმელს არც სახარება გადაუშლია და არც “ვეფხისტყაოსანი”, თორემ სიკეთის მცირე მარცვალი მაინც ჩავარდებოდა მის გულში და, რაც არ უნდა უნაყოფო ნიადაგი დახვედროდა, ოდნავ მაინც გაღვივდებოდა. გაუნათლებლობაა იმის მიზეზი, რომ მავანს ნაციზმი ძლიერი იდეოლოგია ჰგონია და სვასტიკის გამოსახვით, სავარაუდოდ, ძალის დემონსტრირებას ახდენს. მან, უბრალოდ, არ იცის მარტივი ჭეშმარიტება – რასობრივ უპირატესობას ფაშისტური ფორმებით და არგუმენტებით მხოლოდ უკიდურესად დეგრადირებული, გასაცოდავებული, კომპლექსებით შეჭმული საზოგადოება ამტკიცებს. ამგვარ ფაშიზმს ერთადერთი იარაღით – განათლებით უნდა ებრძოლო.
ამიტომაც ძალიან მომწონს და სიბრძნის ნამდვილ გამოვლინებად მიმაჩნია ისტორია იმის შესახებ, როგორ მიუსაჯა ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ ორ მოზარდს, რომლებმაც ებრაულ სასაფლაოზე საფლავის ქვები სვასტიკის გამოსახულებებით ააჭრელეს, სტივენ სპილბერგის “შინდლერის სიის” ნახვა.
მიხეილ რომის 1965 წელს გადაღებული ფილმი “ჩვეულებრივი ფაშიზმი” დოკუმენტური კინოს შედევრად ითვლება, რადგან რეჟისორმა ნაცისტების მხეცობის დემონსტრირების ფონზე იმის თქმა მოახერხა, რომ ფაშიზმი მხოლოდ მასობრივი დახვრეტები, საკონცენტრაციო ბანაკები, გეტოები, სამარცხვინო ყვითელი ვარსკვლავები და გაზის კამერები არ არის. ოსვენციმი და დაჰაუ აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ფაშიზმი კი ყოფითი, გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი, ჩვეულებრივი მოვლენებით იწყება, თუკი შეიძლება, ჩვეულებრივი ეწოდოს ცივილიზებული ქალაქის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილას გამომზეურებულ ამაზრზენ სიმბოლიკას.
სტანისლავ ეჟი ლეცს დავესესხები – “ჰიტლერს სწორედ ისეთი ულვაშები ჰქონდა, როგორიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ მომდევნოს, შესაძლოა, კულულები ან ბაკენბარდები ამშვენებდეს”… ფიურერის რეინკარნაცია გრძელდება…
shen albat mag svastikis avtori rom genaxa iset texstebsac moismendi rogoric me maqvs gagonili . magalitad (arazusti citireba)
“fashizmi spartanuli agzrdis msgavsia da mxolod sauketesoebi axerxeben gadarchenas da isinic iziareben shemdeg am ideologiaso”- tu ragac aseti :)
nu me piradad zalian shors var fashizmis da saertodmsgavsi rameebis codnisa da shescavlisagan magram mainc zalian ucnaurad mechvena mosmenili azri : )
LikeLike
უცნაური კი არა. სრული ბოდვაა, ჩორვენ :) სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ამის მტკიცება და ხელახლა ახსნაა საჭირო.
ჰომოფობების აღტაცებული ჩურჩული არ მოგისმენია, მაინც მაგარი იყო ჰიტლერი, ჰომოსექსუალების პრობლემა ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტაო? :(
LikeLike
ui ara tore namdvilad aviceodi chkuidan :@
LikeLike
ერთ გემზე შეკრიბა ყველა და ჩაძირაო :(
და ამას ფარული აღტაცებით ამბობენ – აი, მაინც მაგარი იყოო. ჩვენ ასე სად შეგვიძლიაო.
LikeLike
კი, ფორუმზე წავიკითხე ვიღაც “ბედნიერის” მსგავსი პოსტი. ისიც დასძინა, ერთი ჰიტლერი საქართველოში გვინდაო.
LikeLike
მე რას ვამბობდიიი…. ესეც სისულელეა და უბრალო ანცობა?!
აი, ამის მეშინია მე და სიტყვიდან საქმეზე რომ გადავლენ, გვიან იქნება უკვე და რომც არ გადავიდნენ, ამას რომ ფიქრობენ და ამბობენ, უკვე ძალიან ცუდია :( :(
LikeLike
ძალიან დამაფიქრებელი თემაა და იმაზე გაცილებით საჭირბოროტო, ვიდრე შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ… ქსენოფობია ისეა მომძლავრებული, უკვე ფიზიკურად საგრძნობი და ხელშესახები ხდება…
LikeLike
ქსენოფობიაც, ჰომოფობიაც, რელიგიური შეუწყნარებლობაც. ისტორია იმას გვასწავლის, რომ არაფერს გვასწავლისო :( ხატოვანი თქმა მეგონა, არადა სადღაც სიმართლეა.
LikeLike
gaunatleblobis bralia ki :)
erti isaa, svastika ar aris martooden fashistebis simbolo da didi usamartlobaa rom svastika fashistebis gamo “daibloka”..
trialetis yorganul samarzebshi napovn churchlebze svastikebia gamosaxuli ornamentad, ra vqnat exla, davamsxvriot? :)
p.s. posts saxlidan davalaikeb ra :D
LikeLike
მეც იმიტომ დავაზუსტე, არც ინდური ანალოგი ყოფილა და არც ქართული მეთქი :) ვიცოდი, იკითხავდი :)
სადმე ვთქვი, რომ ზოგადად სვასტიკა მიუღებელია? ფინეთის პრეზიდენტის შტანდარტზეც არის სვასტიკა. და მერე რა? ოღონდ, დარწმუნებული ვარ, მაგ გრაფიტის ავტორს შენი განათლება არ აქვს და ის დახატა, რაც იცოდა.
LikeLike
me vidzaxi, rom fashisturi simboloebi akrdzalulia evropashi, mat shoris svastikac. xoda, igivenairi svastika aris trialetshi yorganebshi napovn keramikazec.. svastika svastikaa :)
xoda, ra tqma unda, roca kedelze svastikas xatavs adamiani, pirveli rac gagaxsendeba aris – hitleri da fashiszmi :) :D
LikeLike
გერმანიაში ნაცისტური სიმბოლიკაა აკრძალული ქევან. მზის სიმბოლო, თუ ის ნაცისტურ დატვირთვას არ ატარებს, აბსოლუტურად უწყინარია და მაგას არავინ აკრძალავს.
გრაფიტის დანახვაზე ფაშიზმი კი არ გამხსენებია. გრაფიტი იყო ფაშისტური.
LikeLike
aaa, ani svastika wreshi? :d :d :d
fashisturi grafiti ra aris kaco… grafiti saweri masalaa…
LikeLike
გრაფიტი არის გამოსახულება, წარწერა ან ნახატი კედელზე ან ნებისმიერ ზედაპირზე (იტალიური სიტყვიდან – graffito)
LikeLike
გრაფიტი კედელზე შესრულებული მხატვრობაა.
ვიცოდი, აი, ზუსტად ვიცოდი, ობიექტურ ინტელექტუალებს რა გამოლევს.
არა, ქევან, აგნის რომ ყელზე უკეთია, ის ნიშანი იყო. ნორჩმა ქართველმა ინდუისტმა მიახატა.
ან ბორჯღალი – რომელიღაც ქართველი არქეოლოგი საჯაროდან გვიან საღამოს გამოვიდა და რაკი მთელი დღე თრიალეთის გათხრებზე კითხულობდა, ემოცია ვერ დამალა.
უბრალოდ, მე მომეჩვენა, რომ ფაშისტური სვასტიკა იყო.
LikeLike
თრიალეთის სამარხებში ნაპოვნ სვასტიკას არ ხატავენ კედლებზე, სამწუხაროდ…
LikeLike
ეს რომ დახატო, უნდა იცოდე. ყველას ქევანას განათლება არ აქვს.
LikeLike
გაუნათლებელ ადამიანზე საშიში არასწორად განათლებული ადამიანია!
LikeLike
რა გითხრა, ორივე თანაბრად საშიში მგონია მე. გაუნათლებლობას თავისი წილი უბედურება მოაქვს და არასწორ განათლებას თავისი.
LikeLike
მართალი ხარ. უბრალოდ არასწორ განათლებაში ის ვიგულისხმე, რომ თუნდაც ის “სატანისტი” გოგონა, რომელსაც ვიღაცამ არასწორად აუხსნა ბოროტება რას ნიშნავს და საერთოდ სატანა, იგივეა ის ადამიანიც ვინც კედელზე სვასტიკა გამოსახა.
LikeLike
საერთოდ არავის აუხსნია, მე ასე მგონია. კარგად მახსოვს ის სიუჟეტი. არ ჰგავდნენ ის ბავშვები შავ მაგიაში განსწავლულ ტიპებს. ჩვეულებრივი უსაქმურები იყვნენ. სადღაც, რაღაც გაიგონეს, მერილინ მენსონს მოუსმინეს, ერთ ორ იაფფასიან ჰოლივუდურ სისულელეს უყურეს და მორჩა, ბნელი ბატონის მსახურები ვართო…
LikeLike
ორთავე სიბნელეში იმყოფება.
LikeLike
კი. ასეა. ორივე იმდენად ბნელია და უსუსური, რომ ხელშესახებს ჯერ ვერაფერს აფუჭებს.
არ გიყვარს შენ სისხლის სამართალი, ვიცი, მაგრამ საფრთხის შემქმნელი დელიქტის არსი და მნიშვნელობა კარგად გეცოდინება.
აი, აქაც დაახლოებით ასეა.
LikeLike
ჰუმ.
რა გითხრა აბა? მეც ვიცავდი ხოლმე ისტორიის გაკვეთილზე ჰიტლერს, მერვე თუ მეცხრე კლასში, ”განსხვავებულობას” ვამტკიცებდი იდეაში. :D ცოდვა გამხელილი სჯობს და რამე… )
იმედია ჩემსავით სულელმა და პატარა ბავშვება მიახატეს, გაიზრდებიან და გაუვლით. :>
LikeLike
არ ღირს ჰიტლერის დაცვა, დამიჯერე :)
LikeLike
მჯერა, 100-ვე პროცენტით. ^^’
LikeLike
ise, hitleris dros 4-5 weliwadshi mogonierda germania, ekonomikurad :D :D :D arada I msoflio omis mere ra welshi iyo gadatexii germania :D
ase rom obieqturoba pirvel rigshi : )
LikeLike
ისა და…. რის ხარჯზე მოღონიერდა, ხომ ვერ გაიხსენებ?
ევროპის გაძარცვის ხარჯზე?
თუ ვარშავის გეტოში გაწყვეტილი ებრაელების ხარჯზე?
რას ამბობ, ქევან…
LikeLike
ებრაელების მთელი კაპიტალი ჩაიჯიბა და მოღონიერდებოდა, აბა, რას იზამდა.
LikeLike
mival saxlshi da movnaxav.. an t u internetshi vipove davwer
LikeLike
გერმანია დღესაც ბოდიშს იხდის მთელი მსოფლიოს წინაშე იმ კაციჭამიობის გამო და შენ ობიექტურობას ხარისხიანად დაგებული ავტოსტრადების არდავიწყებას ეძახი?
LikeLike
lol, ai eg bodishis moxda mteli msoflios winashe me maxalisebs..
avtostradebi ra shuashia, kaco, me marto ekonomika momwons, politika da sxva reformebi rodis moviwone.. nu gamagijebt exla :D
aha, vikidan:
Эконо́мика Третьего рейха — экономический режим установленный на территории Третьего рейха в период с 1933 по 1945 год. Представлял собой государственно-монополистический капитализм, предполагающий, в силу своего определения, элементы планирования и высокую степень вмешательства государства в экономику.
На первом этапе главной задачей являлось борьба с последствиями экономического кризиса: безработицей, инфляцией и бюджетным дефицитом. По мере решения данных задач был взят курс на милитаризацию и создание автархической экономики.
tqven gaviwydebat rom I msoflio omis shedegad germania faqtiurad mona iyo evropis qveynebistvis.. ramxela kontribucia daakisres.
aha linki inglisurad:
http://en.wikipedia.org/wiki/Economy_of_Nazi_Germany
da naxet ramxela problemis winashe idga ekonomikis mxriv germania…
LikeLike
მოიცა და ძარცვა-გლეჯაზე აგებული ეკონომიკა რა მოსაწონია, ან მაგ ვიკიში რა წერია ასეთი მოსაწონი. ასეთი გეგმიური ეკონომიკა, ადრე თუ გვიან, ხომ დაინგრევა.
და მონა რატომ გახდა? თუ პირველი მსოფლიო ომი კანადამ დაიწყო და საწყალი გერმანელები უბრალოდ ჩაითრიეს?
ან ამ ყველაფერს ფაშისტურ იდეოლოგიასთან რა კავშირი აქვს? მე იდეოლოგიას ვაპროტესტებ. ეკონომიკას ეკონომისტები გააკრიტიკებენ ჩემზე უკეთესად.
LikeLike
exlandeli ekonomika xo yvavis ra :D
ideologias arc me vetaxmebi.
LikeLike
ახლანდელი ეკონომიკის პრობლემები ეკონომისტებმა განიხილონ.
მე ჩემს ქალაქში, ბიბლიოთეკის კედელზე მიხატული ფაშისტური სვასტიკა არ მომწონს.
ვისაც მოსწონს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. მაგრამ ვერ მოიხმარს.
LikeLike
თხუთმეტი წლის ბავშვები რომ გაიწვია ომში, ქვეყნის გენოფონდი გადაშენების პირას მიიყვანა და თავისივე “აყვავებული ეკონომიკიდან” ქვა ქვაზე არ დატოვა, ესეც მისასალმებელია ალბათ…
LikeLike
mol, arc iseti gasagijebelad wignieri ar var, jer imdeni rame maqvs saswavli :(
xoda mrxcvenia, nu meubnebi magas :(
LikeLike
სამწუხაროდ, ისტორიული გამოცდილება საკმარისი არ არის იმისათვის რომ ადამიანებმა ჭკუა ვისწავლოთ. მე რომ მენახა სვასტიკა სულ არ გამიკვირდებოდა. სვასტიკას XXI საუკუნეშიც მიახატავენ კედლებზე და XXII -შიც, მანამდე სანამ დედამიწაზე რამე ისეთი ნაგებობა იარსებებს რაზეც მიხატვა იქნება შესაძლებელი. ბოროტების ჩადენა ხომ უფრო ადვილია.
პ.ს. შენი ბლოგის კითხვა მივუსაჯოთ ეგეთ ადამიანებს. :)
LikeLike
კომპლიმენტიც ამას ჰქვია :)
მადლობა :)
ბოროტება უფრო ადვილი ჩასადენია, კი. იმიტომ, რომ ბოროტებას მორალური ბოჭვები არ აქვს და არც იმაზე უწევს ფიქრი, ამას შედეგად რა მოჰყვებაო.
ამიტომ ჰგონია ზოგიერთს ბოროტება უფრო ძლიერი.
LikeLike
da ebralebis kapitalis xelis chagdeba kide, simartle itqvas da shua saukuneebis evropul qveynebsac undodat.. tundac inglisi avigot… sxva qveynebi ra ebraelebs xelis gulebze atarebdnen?
http://en.wikipedia.org/wiki/History_of_the_Jews_in_England
iswavlet istoria! :gabrazebuli me:
LikeLike
ისტორია საკმარისად ვიცი. არ გაბრაზდე, ქევან. ანტისემიტიზმი, გინდა გერმანული იყოს, გინდა ესპანური, რუსული და გინდა ქართული, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია.
და სხვისი ანტისემიტიზმი გერმანელებს რანაირად ამართლებს, იქნებ ამიხსნას ვინმემ.
LikeLike
da wavedi, tore xalxis ambavi vici, koconze damwvavt da mashin lordi martali iqneba :D :D :D
LikeLike
ისა და… კოცონი (წიგნებისთვის) და გაზის კამერები “ნაქები ეკონომიკის” გერმანიას არ ჰქონდა? თუ აქაც მეშლება?
LikeLike
თუ სწორად გავიგე, ვინაიდან შუა საუკუნეების ცრურწმენებით დაბრმავებული და სხვის ქონებას დახარბებული ევროპა ებრაელებს დევნიდა და ძარცვავდა, გერმანიას მეტი არაფერი დაუშავებია და ჰიტლერი კარგი ბიჭი ყოფილა, არა?
LikeLike
ეკონომიკა ჰქონდა კარგი.
LikeLike
დავერიოთ მაშინ მდიდარ უცხოელებს და ავაღორძინოთ ჩვენი ეკონომიკა :D
LikeLike
ტოტალიტარული სიმბოლოების აკრძალვის მომხრე ვარ მე.
და დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის.
და სიძულვილის ენის.
და აქ სვასტიკაცაა ჩემთვის და ნამგალი და უროც.
LikeLike
მეტი არაფერი მითქვამს აქ მეც :(
რა შუაში იყო კარგი ეკონომიკა (რომელიც, როგორც მცოდნე ადამიანმა განმარტა, არც ისე კარგი ყოფილა და სასწაული ზუსტადაც რომ რეიხის დანგრევის შემდეგ მომხდარა) ან ობიექტურობა, ან ისტორია ისწავლეთო???
ეროვნული ბიბლიოთეკის კედელზე შავი სვასტიკა ხატია. ვისაც უნდა, გადაამოწმოს. ახლაც მანდ იქნება. არავინ წაშლიდა. ეს არ მომწონს მე. აი, ძალიან არ მომწონს და სულ არ მანაღვლებს, ჰიტლერის დროს ეკონომიკა როგორ ვითარდებოდა.
LikeLike
უბრალოდ ვაიმარის რესპუბლიკა იყო სრული კატასტროფა. ამ ფონზე რა თქმა უნდა, მესამე რაიხში ეკონომიკა აღორძინდა.
დასაქმება (სამხედრო ინდუსტრიის გამო), უზარმაზარი ქონების ექსპროპრიაცია, უფასო შრომა… შინდლერის სიაში მშვენივრად ჩანს, როგორ მუშაობდა გერმანული ინდუსტრია.
სტალინმაც გააკეთა დაახლოებით იგივე.
ახლა ჩვენ რომ ავდგეთ და.. 3 მილიონი ხომ ვართ. აქედან 2 მილიონი ან გავწყვიტოთ ან უფასოდ ვამუშავოთ, დარჩენილი 1 მილიონი რას ვიგრიალებთ…
ფასებიც შემცირდება ეგრევე.
მარა კაია ეს?
LikeLike
ქევანამ თქვა, კარგიაო.
მერე ვიკიპედიის ნაწყვეტები დადო (თუმცა, ვიკიში კარგიაო, არ ეწერა).
მერე ისიც დააყოლა, ისტორია ისწავლეთო.
აი, ასე იყო.
LikeLike
მე მეგობარი მყავს პირწიგნაკში, რომელიც ფარმვილეს თამაშობს და მის ყანაში ხნულებს ზწორედ სვასტიკის ფორმა აქვთ :)))))
ისედა, შეიძლება ვინმემ ისე ამოკვეთა, მოზარდმა, ხშირად დაუნახავს, თან ადვილი ამოსაკვეთია და სულაც არ იცის არსი და მნიშვნელობა…
LikeLike
რეალური ნამგალი და უროც საჭიროა ცხოვრებაში და სვასტიკაც ძველისძველი სიმბოლოა. მაგრამ ამ სიმბოლიკების რეაბილიტაცია ამ მოტივით დღეს არ შეიძლება.
ქართული ბორჯღალიც სვასტიკაა ისე…
ისე, უნდა ვთქვა რომ სიმბოლიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ბოლშევიკებს აჯობეს.
ვიზუალურად სვასტიკა უფრო ეფექტურია ნამგალსა და უროზეც და ვარსკვლავზეც.
ასევე, ფორმით. – გერმანული სამხედრო ფორმა ბევრად უფრო ლამაზია, წითელარმიელებისაზე.
ნუ სს-ის ფორმაზე არაფერს ვამბობ. დიზაინის თვალსაზრისით ნამდვილი შედევრია.
LikeLike
სოშალ ანიმალ
ლორდ
სვასტიკა უძველესი სიმბოლოა. უამრავ კულტურას გააჩნია. ძველი ეგვიპტიდან და ინდოეთიდან დაწყებული, ჩვენი ბორჯღალით დამთავრებული.
თანამედროვე სიმბოლიკაში სვასტიკა ფინეთის პრეზიდენტის შტანდარტზეა გამოსახული, ნამგალი და ურო – ავსტრიის რესპუბლიკის გერბზე.
ამას ვინ დაობს?
პრობლემა ნაცისტურ (აქ არ გამოდის, თორემ გავაბოლდებდი) სიმბოლიკაშია. ახლა მითხარით, რომ “ქარავანთან” ფინეთის ან ავსტრიის პატრიოტმა დახატა ის სვასტიკა და აქვე მოვიხდი ბოდიშს.
ესესის ფორმას ჰუგო ბოსი კერავდა და იქნება ლამაზი. შელენბერგის პალტო… :ინლავ:
LikeLike
ჰოდა მაგას ვამბობ მეც. :)
არ შეიძლება რეაბილიტაცია ნაცისტური სვასტიკის. და ნამგალი და უროც უნდა მიყვეს უკან.
ავსტრიას ისე, ძალად დაახატინეს.
მაგით გადარჩა ოკუპაციას. ერტადერთი ავსტრიელებმა მოახერხეს მგონი, სტალინის გადურაქება და ოკუპირებული ქვეყნოდან ჯარი გააყვანინეს. :)
ჰო… ჰუგო ბოსი უკერავდა, თუმცა დიზაინი ბოსის არ იყო. ეგ ფორმა დახატა კარლ დებიშმა.
ისევე როგორც ოფიცრების საპარადო ხმლები, ორდენები, სხვადასხვა სუვენირები… მესამე რაიხის საფოსტო მარკები.
სრულიად გენიალური ადამიანი იყო… ომი და ნაცისტობა რომ არა, ვინ იცის, ბოსზე უფრო ცნობილი მოდის სახლი ქონოდა დრეს :)
LikeLike
ნაცისტურის არაფრის რეაბილიტაცია არ შეიძლება. ისევე, როგორც კომუნისტურის.
დარჩეს, ბატონო, ისტორიაში. რეაბილიტაციაზე ბოდიში.
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ვუყურებ ხოლმე მე (სხვა ქვეყნები გამომირთეს) და მანდ სერიოზულად დგას ფანატების პრობლემა – ნეონაცისტურად განწყობილი დაჯგუფებები მძლავრობენ.
ჰოდა, ჰიტლერის დაბადების დღე ერთ-ერთ მატჩს დაემთხვა და ბანერი გამოკიდეს – ს დნიომ როჟდენია, დედუშკაო, ჰიტლერის სურათით.
არ მინდა, რა, საქართველოში, ოდესმე, ასეთი რამ მოხდეს. და შანსის დაშვებაც არ მინდა. თორემ რომ მოხდება, პირველად ობიექტურ ინტელექტუალებს მიაკითხავენ.
სიმბოლიკაზე მახსოვს შენი პოსტი :) ადრე წავიკითხე.
LikeLike
ეგ კი არა ნორვეგიაში ჰამსუნი რომ ვახსენე (აბა, სხვა ვინ უნდა მეზსენებინა :)) ისე დაიმორცხვეს… დღემდე ვერ პატიობენ ნაცისტებს რომ მიემხრო.
ჩვენ სრულიად არანორმალური ხალხი ვართ, ისეთი ვიღაცეებს ვპოულობთ ჩვენს ისტორიაში და ვამაყობთ მერე.
LikeLike
ჩვენ ობიექტურები ვართ.
ერთი ისტორია მომწონს ძალიან.
ნაცისტებმა, დანიის ოკუპაციის შემდეგ, ბრძანება გამოსცეს – ყველა ებრაელი ვალდებული იყო, სამოსზე ექვსქიმიანი ყვითელი ვარსკვლავი დაემაგრებინა და ქუჩაში ისე გამოსულიყო.
ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს სამეფო ოჯახი, სასეირნოდ, ტანსაცმელზე ყვითელ ვარსკვლავ მიმაგრებული გამოვიდა.
მესამე დღეს მთელი კოპენჰაგენი ყვითელი ვარსკვლავებით დადიოდა.
აი, ასე!
LikeLike
wow!!! ეგ არ ვიცოდი :)
LikeLike
აჰა.
ამას შინაგანი წესიერება ჰქვია.
მორალური ცენზურა და საყრდენი.
LikeLike
ალბათ სწორედ ეგ აბალანსებს ბრბოს ფსიქოლოგიას…
LikeLike
daniis samefo ojaxis am saqcielze guli amichuyda..
LikeLike
ცნობილი ფაქტია :)
იანოშ კორჩაკმა, რომელსაც პატივს ნაცისტებიც კი სცემდნენ, უარი თქვა საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლებაზე, ებრაელ ბავშვებს გაზის კამერაში შეჰყვა და მათთან ერთად დაიღუპა.
უამრავი მაგალითია.
LikeLike
misi dgiuri 1942 wlis ivlisshi wydeba..
vidre vagonebshi sherekavdnen,fashistebma korchaks shewyaleba ubodzes,gaatavisufles magram man bavshvebi arc sikvdilis win miatova.
sikvdilis win bavshvebs albat patara matiushze uyveboda..
LikeLike
ბუშტები დაურიგა თურმე – კარნავალზე მივდივართო :(
მათიუშის ორივე ნაწილზე იმდენი ვიტირე… :(
LikeLike
გრიგოლ ფერაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეკლესიამ წმიდანად შერაცხა, ოსვენციმში მრავალშვილიანი ებრაელის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. და დღეს ასეთ საქციელს მავანნი ეროვნული ბიბლიოთეკის კედელზე მიხატული სვასტიკით პასუხობენ, მავანნი კი ისეთი თავგამოდებით იცავენ ამ სვასტიკას, თითქოს პიკასოს უცნობ შედევრზე მიგვეტანოს იერიში…
LikeLike
გაიხარე, მერი :) გრიგოლ ფერაძე გამომრჩა და შენ დაამატე. დარწმუნებული ვარ, ოსვენციმის გაზის კამერაში შესვლისას იმაზე არ ფიქრობდა, ებრაელებს 20 საუკუნეა სდევნიან და ერთით მეტი ერთით ნაკლები, მე თავი რატომ უნდა გავწიროო…
LikeLike
და ისევ მავანთა გასაგონად ვიტყვი – ისტორიის ცოდნაში ბარე ორს გავეჯიბრები, სხვებმა კი “ანა ფრანკის დღიური” გადაშალონ მოცალეობის ჟამს… ან არ წაუკითხავთ,ან წაუკითხავთ და ვერ გაუგიათ აშკარად…
LikeLike
სიკეთეს მხოლოდ გულს სტკენს ბოროტება, საბოლოო გამარჯვება კი – სიკეთის ხვედრია.
მათიუშზე მეც ვიტირე, ვიცინე, ვიდარდე. იანუშ კორჩაკიც გამოვიტირე როცა მისი ისტორია წავიკითხე.
ასევე ვიტირე ზოია კოსმოდემიანსკაიაზე, ზოია რუხაძეზე, ირინოლაზე (გვარი დამავიწყდა). ეს უკანასკნელი პოლონეთში ცხოვრობდა, ქართველი იყო. თავის ებრაელ მეგობრებთან ერთად დახვრიტეს ფაშისტებმა.
არ ვიცი გაქვთ თუ არა წაკითხული “გოგონა ბობოქარ ზღვაში”. ეს არის წიგნი გოგოზე რომელმაც მეორე მსოფლიო ომი შვეიცარიაში გაატარა. წიგნში არის ერთი სცენა, ანტოშკა ( ასე ჰქვია გოგონას) მიდის გერმანელების მოწყობილ ფოტოგამოფენაზე, სადაც ნაჩვენებია სისასტიკე, ნაწამები ქალები, გადაბუგული სოფლები. გერმანელები ამბობენ რომ ეს გააკეთა საბჭოთა კავშირმა. და იქ ყველა სიძულვილით იჟღინთება სსრკ-ს მიმართ. ამ დროს ამ პატარა გოგოს ყოფნის გამბედაობა, გამოდის და ამბობს რომ ეს ყველაფერი ფაშისტების გაკეთებულია… მისი არავის სჯერა. მოკლედ რატომ ვყვები: ეს წიგნი ძალიან პატარა ასაკში წავიკითხე, სადღაც მეხუთე თუ მეექვსე კლასში. იმდენად ვიყავი როლებში შეჭრილი, იმდენად მესმოდა ანტოშკასი დღემდე მახსოვს ის ბოღმა, რომელი ბოღმითაც ფაშისტების მიმართ განვიმსჭვალე.
ხოდა იმ დროიდან მძულს ეგ სიმბოლიკაც და ნაცისტებიც.
ზოგადად სიძულვილი ცუდია, მაგრამ ფაშისტების, საერთოდ ფაშიზმის სიძულვილი ლ ე გ ა ლ ი ზ ე ბ უ ლ ი ა!!!
LikeLike
ირინოლა სხირტლაძე… მხოლოდ 15 წლის იყო… “გოგონა ბობოქარ ზღვაში” კი არ წამიკითხავს :(
LikeLike
ჰო სხირტლაძე.
მადლობა რომ გამახსენე.
“გოგონა ბობოქარ ზღვაში” საბავშვო წიგნია. ვერ გირჩევ ახლა წაიკითხეთქო, შეიძლება დროის კარგვად ჩათვალო. უბრალოდ მე იმ ასაკი წავიკითხე რომ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა.
LikeLike
მერის არ ვიცი და მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ საბავშვო წიგნებს.
ზოგადად, ჩემი აზრით, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც რაც მალე წაიკითხავ, უკეთესია :) უფროსმა არ წაიკითხოსო, არავის უთქვამს :)
მე მოვიძიებ აუცილებლად :)
LikeLike
ფაშიზმის მიმართ სიძულვილის მეტი, ადამიანს რა უნდა ამოძრავებდეს, მომკალით და ვერ ვხვდები.
ხალხო, შინდლერის სია მაინც ნახეთ, საბჭოთა პროპაგანდა საეჭვოდ თუ მიგაჩნიათ. გეტოს დახვრეტის სცენა სპილბერგმა “ოსკარის” მისაღებად კი არ გადაიღო. ბავშვებმა უნდა ნახონ და მიხვდნენ, რომ ნაცისტური სვასტიკის დახატვა არ შეიძლება. არა.
LikeLike
შინდლერის სიაც და პიანისტიც.
ოდესღაც, როცა ჩემი ბლოგი სულ რამდენიმე დღის იყო პოსტიც მივუძღვენი პიანისტს. თუ ვნახე სადმე ნარჩენები მაინც აღვადგენ და დავდებ ბლოგზე.
LikeLike
კი, პიანისტიც :)
დადე აუცილებლად :) წავიკითხავ და აქედანვე გეუბნები, ერთი ლაიქი ჩემზეა :)
LikeLike
იყო დრო, როცა ბავშვობაში ზემოთხსენებული სიმბოლო მომწონდა.. არა ფაშიზმით აღფრთოვანების გამო, არც ვიცი.
LikeLike
თავად სიმბოლოს არაფერი დაუშავებია, ანა :) მზის უძველესი ნიშანია. ალბათ, ერთერთი უძველესი და დაფასებული სიმბოლო. უბრალოდ, ნაცისტებმა წარყვნეს.
ჩვენ, ანალოგიურად, ბორჯღალი გვაქვს და არავინ არაფერს ედავება.
LikeLike
ნუ ვიზუალურად მოსაწონია მართლა.
გენიოსი ხალხი მუშაობდა მაგათ იმიჯზე და… შედეგიც დაიდო. :)
ისე, მაგ პარანოიკი ჰიტლერის ნახატებიც არაა მთლად ურიგო. და სტალინიც არ წერდა ცუდ ლექსებს. ჯობდა ხელოვნებას გაყოლოდნენ.
LikeLike
ისე, 2WW დროს ბრიტანეთის დედოფალი ბუხარს არ ანთებდა. უყურებდნენ ლონდონელები მის საკვამურს, საიდანაც კვამლი არ ამოდიოდა და ამბობდნენ – ნახე ჩვენი დედოფალი ჩვენსავით იყინებაო.
ომას კი ამასობაში 5 დენის ფეჩი ედგა სავარძლის ირგვლივ და ჩუმად იცინოდა.
LikeLike
ეს რომელი დედოფალი, ლორდ?
LikeLike
”თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პოპულარობის ზენიტში მყოფმა “დროებამ” ქართველ სატანისტებზე მომზადებული სიუჟეტი აჩვენა. თინეიჯერი გოგო-ბიჭები ღამით, სასაფლაოზე იკრიბებოდნენ და რაღაც, ბოლომდე ალბათ მათთვისაც გაუგებარ, რიტუალებს ატარებდნენ. “შავი მესის” ერთ-ერთი მონაწილის კომენტარი დამამახსოვრდა – მირჩევნია, ბნელი ძალების მსახური ვიყო, რადგანაც ბოროტება სიკეთეზე ძლიერიაო.”
მახსოვს ეს და დამიჯერე მტკნარი სისულელეა და მეტი არც არაფერი. ამაზე ყურადღების გამახვილება საერთოდ არც ღირს. სიტყვების თამაშია და მეტი არაფერი.
მედიასაშუალებებს მეტი რა უნდათ?! (პახაბნი ამბავია!)
მე რომ დავდგე ფაშისტური მისალმებით, გადამიღონ ფოტო! (მეგობარმა და მერე ფბ-ზე)
გაავრცელონ იგივე მედიასაშუალებმა, თქვან რომ ვარ ფარული ფაშისტური ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. არ მათქმევინონ სიტყვა საერთოდ. ანუ არ მოვიდნენ ჩემთან. ისე გამოიტანონ დასკვნები და საზოგადოებას ფაშიზმის საშიშროებაზე ამცნონ… ეხლა ეს ნორმალური იქნება?
15 წლის ჯინსებდახეული ბავშვი თუ კედელზე სვასტიკას მიახატავს იმიტომ მხოლოდ რომ ჰიტლერი აქვს გაგინილი ეს ფაშიზმის საწყისს ნაღდად არ ნიშნავს…
მე მესმის ტექსტის პათოსი, მაგრამ განგაში უსაფუძვლოა ჩემი აზრით….
LikeLike
უცნაური მიდგომაა… თუმცა, ქართველებს ზოგადად გვახასიათებს ყველა საკითხთან ამგვარი დაუდევარი დამოკიდებულება. ჩვენ ხომ 40 წლის ასაკშიც ბავშვები ვართ და ქსენოფობია, შოვინიზმი, ელემენტარული გაუნათლებლობა და უკულტურობა მხოლოდ ბავშვური თავშესაქცევია.
განგაშის ზარები კი ამ პოსტში მე ვერ გავიგონე. უბრალოდ, სასურველია, ჩვენმა 15 წლის ჯინსებდახეულმა ბავშვებმა იცოდნენ ის, რაც გერმანიაში გაცილებით უმცროსებმა იციან. ეს არის და ეს.
LikeLike
მერე ვისაც ევალება რომ იმ 15 წლის ბავშვმა იცოდეს ფაშიზმის შესახებ იმაზე დაწერე კრიტიკა და ტრაურში ნუ ჩავარდები და პანიკას ნუ წევ. ქუჩაში მოძრაობისას გეშინია იმ 15 წლის ბავშვმა ხელკეტით არ გაგლახოს ან შენი რელიგიური ან ზოგადად მსოფლმხედველური მრწამსის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენოს? ნამეტანი მუქ ფერებში უყურებ და ისევ იმ უცოდინარ ბავშვებს შოვინიზმში, ქსენოფობიაში და უკულტურობაში დებ ბრალს. თუ არადა მე 40 წლის ბავშვები არსად მიხსენებია…
ჩემი დამოკიდებულების შეფასებისგან კიდე თავი შეიკავე, თუ არ მეთამხმები ეგ დაწერე, რომ არ იზიარებ ჩემ მოსაზრებას.
LikeLike
17 წლის ვარ, დახეული ჯინსებიც მაცვია, ბოტასებზე თასმებსაც არ ვიკრავ, წვერის გაპარსვაც მეზარება და გაკვეთილების სწავლაც, და კიდევ წიგნის კითხვას კომპიუტერი მირჩევნია, მაგრამ გრიგოლ ფერძეც ვიცი, იანუს კორჩაკიც, შინდლერის სიაც ნანახი მაქვს და სვასტიკა რატომ არ უნდა დახატოს ნორმალურმა თინეიჯერმა კედელზე და ფანჯარაზე, არც ეგ მეშლება. სირცხვილია ამის უცოდინარობა და იმიტომ. და ვინც არ იცის და არც მთქმელი ჰყავს ვინმე, ვურჩევდი, მოლის პოსტი წაიკითხოს. შენ რამ გაგაბოროტა ასე, ვერ გავიგე. ჰიტლერის რეინკარნაციაო, შენ ხარ? :D
LikeLike
და რამ გამაბორატა, სად დაინახე ეგ?
LikeLike
ნატალის არ ვიცი და მე არც ხელკეტიანი ლაწირაკის მეშინია და არც ვინმე უფრო სერიოზულის.
ჩემი რელიგიურ და ზოგად მსოფლმეხდველობას მშვენივრად ვიცავ, ფაშისტებთანაც მისაუბრია და ქსენოფობებთან და ზედმეტი არავის გაუბედავს.
ვერც გაბედავენ.
LikeLike
იმ ვაი-სატანისტების შეკრება მტკნარი სისულელე რომ იყო, ნამდვილ შავ მესასთან საერთო არაფერი რომ ჰქონდა და ბავშვები სადღაც გაგონილის უხეიროდ გამეორებას რომ ცდილობდნენ, ეს კარგად ვიცი.
უბრალოდ, უსიამოვნო მოსასმენი იყო, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბავშვი ასე რომ ფიქრობდა, თორემ შავი ძალების გაბატონების საფრთხე რომ არ გვემუქრებოდა – ცხადი იყო.
იგივეა სვასტიკასთან – ის უცნობი მხატვარი ხვალ საიდუმლო ორგანიზაციის მეშვეობით სამხედრო გადატრიალებას არ მოაწყობს. ეს საფრთხე არ გვემუქრება, ვიცი.
მე იმას ვაპროტესტებ, რომ 15 წლის ჯინსებდახეულ ბავშვს ჰიტლერი სადღაც გაუგონია და ისე გაუგონია, რომ სვასტიკის კედელზე მიხატვა საჭიროდ ჩათვალა. არადა, ჰიტლერის ხსენება იმ ბავშვშიც და ყველაშიც ზიზღს უნდა იწვევდეს.
ისე, არც ჰომოფობიური განწყობები გვაკლია, არც ქსენოფობიური, არც რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებია იშვიათი. მე ფაშიზმი (ყოფითი ფაშიზმი) სხვა არაფერი მგონია.
LikeLike
შენ გაიგე მე რაც დავწერე…
რა მომენტია იცი? იმ ბავშვს ის კი არ უნდა უთხრა რომ აკრძალულია მისი (ჰიტლერის) ხსენება! არა, უბრალოდ კარგად უნდა აუხსნა რა იყო ეს, რას წარმოადგენდა საერთოდ და რატომაა ის ნეგატიური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში…
LikeLike
შენ გაიგე რაც დავწერე.
რა მომენტია იცი?
იმ ბავშვს კი არ უნდა აუკრძალო ჰიტლერის ხსენება და სვასტიკის დახატვა, არა! უბრალოდ უნდა აუხსნა თუ რატომაა ჰიტლერი კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ნეგატიური ფიგურა და ზოგადად ნეგატიური მოვლენა…
LikeLike
me dzalian kargad gavige, rac dacere, ai, shen zustad rom ver gagigia veraferi chemi molis dacerilidan da saertod, vin mogca aseti tonit laparakis ufleba? ukulturobaze rac davcere, ashkaraa, rom tkuilad ar damiceria. am postshi zustad imaze iko laparaki, rom msgavs movlenebs ganatlebit da axsna-ganmartebit unda ebrdzolo. sxvata shoris, isteriuli toni aq mxolod shens komentarebshi sheimchneva, sxvagan arsad. da xelketebze metad zustad is xalxia sashishi, visac mshobliur qartul enaze elaparakebi da satqmeli ar esmis.
LikeLike
da hitleris xsenebis akrdzalvaze ar kofila am postshi laparaki, tu ar vcdebi. “ჰიტლერის ხსენება იმ ბავშვშიც და ყველაშიც ზიზღს უნდა იწვევდეს.” – ai, es tqva molim da mec absoluturad vetanxmebi. sxvata shoris, ara marto me, tu am komentarebs tvals gadaavleb. da vin tqva, rom vinmes raime unda avukrdzalot?
LikeLike
კარგი რა ნატალია, კარგი რა…
ლანძღვა გინების მეტი ხო არაფერი შეგვიძლია ქართველებს!
აფერუმ შენს ქალობას!
LikeLike
salandzgavad momartuli vin aris, tonze da komentarebze etkoba. ra tonitac momcere, im tonit gipasuxe. jobda, cota metad tanmimdevruli da argumentirebuli pasuxi gqonoda. ukulturobaze da qsenofobiaze rac vtqvi, nebismiertan gavimeoreb, imitom, rom martali var – chvenshi es arsebobs da dzalian didi dozitac. iarsebebs kidec, sanam shenistana damcvelebi ekolebian. axla ki sul kargad brdzandebode, getakva, am mshvenier blogze me uazro diskusiistvis ar mcalia, sxvac bevria saintereso. rogorc indielebi amboben – me ukve vTqvi!
LikeLike
ცინიკოსი ხარ ნატალია და მეუზრდელები და კიდევ ჩემზე ამბობ უკულტურობას, მე მაგრად შემრცხვებოდა თქვენს ადგილას.
საკუთარ თავს არ უნდა აკადროთ ამდენი!
გავჩუმდი, აღარაფერი მოგწერეთ, მაგრამ უკვე ნამეტანი ზედმეტი მოგდით.
არ მიცნობთ და საკმაოდ ბევრის თქმის უფლებას აძლევთ საკუტარ თავს. რომ მიცნობდეთ ამას არ იტყოდით!
LikeLike
მერე მე სხვა რა ვთქვი? ან პოსტში ან კომენტარში?
განათლებით და ახსნით უნდა ებრძოლო – ეს ერთი.
მეორე – ნაცისტური სიმბოლიკის აკრძალვის მომხრე ვარ, ოღონდ – საკანონმდებლო დონეზე და მარტო იმ ბავშვისთვის კი არა, ყველასთვის. თუმცა, ამაზე ამ პოსტში არ მისაუბრია.
და მერწმუნე, არ ღირს ამ ბლოგის მკითხველთან ასეთი აგრესიული ტონით საუბარი.
LikeLike
აგრესიულად არ მისაუბრია! უბრალოდ როდესაც ჩემ აზრს კითხულობს, ვინც არ უნდა იყოს, მოვითხოვ ელემენტარულ პატივისცემას ჩემ მიერ გამოთქმული აზრისადმი რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ის მისთვის! ესაა და ეს…
დაუდევარი და უკულტურო არ გესიამოვნება არც შენ…
LikeLike
ივი, მგონი – ტრაურში ნუ ჩავარდები და პანიკას ნუ წევ. ქუჩაში მოძრაობისას გეშინია იმ 15 წლის ბავშვმა ხელკეტით არ გაგლახოს ან შენი რელიგიური ან ზოგადად მსოფლმხედველური მრწამსის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენოს? – აი, ეს ფრაზა შენ დაწერე და აგრესიული ტონიც პირველად შენს კომენტარებში გამოჩნდა.
გვეყო ახლა. ვიქტორინა მაქვს ჩასატარებელი. და საერთოდ, ასეთი ტიპის კამათი აქ არ გვჭირდება.
LikeLike
Molly, იყავი ობიექტური და მისი პირველი კომენტარი წაიკითხე და ნახავ…
იმან გამოიწვია ეგ, თორე პირველად კი არ ვკითხულობ ბლოგებს და ვწერ კომენტარს. ისიც კარგად ვიცი ვის როგორ მივმართო და როგორ ვესაუბრო…
კარგი, კარგი, მორჩა…
LikeLike
უცნაური მიდგომაა… თუმცა, ქართველებს ზოგადად გვახასიათებს ყველა საკითხთან ამგვარი დაუდევარი დამოკიდებულება. ჩვენ ხომ 40 წლის ასაკშიც ბავშვები ვართ და ქსენოფობია, შოვინიზმი, ელემენტარული გაუნათლებლობა და უკულტურობა მხოლოდ ბავშვური თავშესაქცევია.
განგაშის ზარები კი ამ პოსტში მე ვერ გავიგონე. უბრალოდ, სასურველია, ჩვენმა 15 წლის ჯინსებდახეულმა ბავშვებმა იცოდნენ ის, რაც გერმანიაში გაცილებით უმცროსებმა იციან. ეს არის და ეს.
aik, es iko chemi pirveli komentari. ver gavige, ra iko aq salandzgavi da agresiuli. kedlebze jgabna zogadad aris ukulturoba, fashisturi simbolikisa ki – ukulturobastan ertad, umevreba da gaunatleblobac gaxlavt. chemians rom chaedina es, me shemrcxveboda. tu ar maqvs ufleba, ase vifiqtro?
LikeLike
niksologi
ნატალია
არ ღირს ამ თემის განვრცობა. ამ ბლოგზე ყველას უსმენენ. განსაკუთრებით – განსხვავებული აზრის მქონეთ. აქ, “სხვაგვარად” ფიქრისთვის არავის ჩაგრავენ. უბრალოდ, მკითხველისგანაც ამას ვითხოვ – სხვის აზრს ეცით პატივი და ხელკეტების გარეშე წერეთ.
სორრი. გალოდინეთ. დღეს ვიქტორინას დღეა და ბლოგზე კომენტარების მოდერაცია მაქვს ჩართული.
LikeLike
ეგენი სატანისტები კი არა კლოუნები იყვნენ.
ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ სატანისტები!
@Molly Bloom
მეფე იყო თუ დედოფალი. ვინც იყო მოკლედ. :)
ჩემთვის, როგორც რესპუბლიკელისთვის მნიშვნელობა არ აქვს. :)
LikeLike
უტვინო და გაუნათლებელი კლოუნები.
შენ წარმოიდგინე, მეც რესპუბლიკელი ვარ, მაგრამ რაც მომწონს, იმის დანახვაში ხელს არ მიშლის.
ელისაბედი ომის დროს პრინცესა იყო, სამხედრო-სამედიცინო ჯარების ლეიტენანტი და როგორც მახსოვს, მსახურობდა კიდეც.
LikeLike
ნუ მე პლუს ამისა დიუმაზე გაზრდილი ადამიანი ვარ და არ მევასებიან ეგ კუნძულელები :)
LikeLike
ფრანკოფონი ხარ შენ…
LikeLike
ნუ მაშინ ფილი. :)
ფონობამდე ვერ ვქაჩავ… ნუ ჟეტემ და სილვუპლე… და ოდნავ ამაზე მეტი. სულ ეგაა… :)
LikeLike
იყოს ფილი :) მაინც კარგია.
არც ესპანელი ხუან-კარლოსი მოგწონს?
LikeLike
ეგ მომწონს… ბურბონია მაინც :) თან რეალი მევასება…
ისე, ბრიტანეთის ტახტზეც ფრანგები სხედან, ისტორია და გენეოლოგია რომ მოვუქექოთ :):)
LikeLike
ოჰო :) “რეალს” გულშემატკივრობ? ეს მომწონს :)
LikeLike
კი. ასეა.
დრო იყო, ინგლისის მეფე აკვიტანიის ჰერცოგის ტიტულს ატარებდა და საფრანგეთის მეფის ვასალად ითვლებოდა.
LikeLike
ჰო. ორანელი ცალკე და მერე კიდე… ფრანგი ძუ მგელი – დრიუონი. ასწლიანი ომიც მაგას არ მოყვა, რომ რეალურად საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე ინგლისის ტახტზე იჯდა.
ერთხელ ბანკში ვმუშაობდი მაშინ და უელსელი ტიპი გვყავდა, პეჟოს რეგიონალური დირექტორი იყო და ყველას გაუკვირდა რომ უცებ ფრანგულ კომპანიაში აღმოჩნდა ბრიტანელი… ჰოდა მთელი ისტორია მომიყვა კელტების. :) და ის რომ უელსელებიც (და სხვა ბრიტანელები) გალები არიან და მხოლოდ საქსები კიდე არიან ბრიტანეთში “მითრეულები” :):)
მაგარი ტიპი იყო. :)
ისე მითრეული ეძახე და კი გადაუარეს საბოლოოდ ყველას.
LikeLike
დრიუონის შვიდტომეული :) იზაბელა, ორივე ფილიპი და კიდევ მაგო მომწონდა. მაგო მაგარი ქალი იყო.
ასეა, ლორდ. “მითრეული”, საბოლოოდ, ყველას ამარცხებს ხოლმე :ფილოსოფოსი:
LikeLike
და ყველაფერი ეგრე არაა ჩვენთან? თუნდაც ნებისმიერი სუბკულტურა აიღე, მგონი მხოლოდ თავის გამოჩენის საშუალებაა და იმის თქმის ”ნახეთ მე რა მაგარი და განსხვავებული ვარ, ეს მომწონს”
LikeLike
ეს, თუ ასეა, იმ სუბკულტურის პრობლემა უფროა. ძალად როკერი და ძალად რეპერი მე არაფერს მიშავებს – მხოლოდ თავს იტყუებს. აი, ძალად ნაცისტი (ათასჯერ “ძალად” რომც იყოს) – საფრთხეა. დიდი თუ პატარა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საფრთხეა.
LikeLike
ლოლ, პოსტი კარგია, ეხლა ჩაუჯდები კომენტარებს :)))
LikeLike
მადლობა და ველქამ :)
იმედია, ხშირად გვესტუმრები.
ისე, კომენტარები ჩემს ბლოგზე პოსტებზე ნაკლებად საინტერესოდ არ იკითხება ხოლმე :ამაყიმოლი:
LikeLike
ძალიან მეცოდება ამგდაგვარი ადამიანები, და ნამდვილად უვიცები არიან :(…
კარგი ბლოგი გაქვს ^^
LikeLike
მადლობა, ჯესი :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
უვიცი კიდევ რბილად ნათქვამი მგონია მე.
LikeLike
პრინციპში, ვთანხმები პოსტის ავტორს… თანამედროვე და განათლებული ადამიანი სვასტიკას არ უნდა ხატავდეს არც საჯარო ბიბლიოთეკის და არც საკუთარი კორპუსის კედელზე… და, ჩემი აზრით, საჯარო ბიბლიოთეკის კედელზე არც სხვა შინაარსის გრაფიტის არსებობაა მაინცდამაინც განათლებული…
თუმცა, რაც შეეხება ფაშიზმს, ის მარტო გერმანული არ ყოფილა. წითელმა ფაშიზმმა ანუ სსრკ-მ არანაკლები უბედურება მოუტანა როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე მთელ კაცობრიობას. ამიტომ ჩემთვის “დიდი ბელადის” ძეგლი ისეთივე შეურაცხმყოფელია, როგორც სვასტიკა…
სამწუხაროდ, ეს ნაკლებად აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას… ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი (გარკვეულ თაობებში მაინც) იმ “დიადი დროის” სიყვერული…
LikeLike
ფაქტიურად პოსტია :) კომენტარი ისე, ფორმალურად ჰქვია.
welcome, მარიამ. შენი პირველი კომენტარია ბლოგზე. იმედია, ხშირად გვესტუმრები.
სრული სიმართლეა რასაც წერ. გრაფიტი საჯაროს კედელზე თავისთავად ვანდალიზმი მგონია მე. შინაარსი ცალკე თემაა.
მე შავ (ყავისფერ) და წითელ ფაშიზმს ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ. ორივე დიდი უბედურებაა. სამწუხაროდ, დიდი ბელადის და “ძია სოსოს” კულტი ბოლომდე ვერ ამოიძირკვა და ბევრი დღესაც ეთაყვანება.
სხვათა შორის, გუშინ ყური მოვკარი, ვახო სანაიას უახლოესი სპეც.რეპორტაჟი ზუსტად ამ თემაზეა – ნაცისტების და ბოლშევიკების სამსახურში მყოფ ქართველებზე. და უნდა ვუყურო აუცილებლად. საინტერესო იქნება.
LikeLike
ბუზისგან სპილოს ნუ ქმნიო – რუსული ანდაზაა ასეთი :)
LikeLike
მართლა? :)
რას მელაპარაკები :)
LikeLike
იშვიათი განსწავლულობაა :)
LikeLike
თუ დაბრმავებულია რამდენიც გინდა აკითხე სახარება და ვეფხისტყაოსანი, მაინც იგივეს გაიმეორებს. ოდესმე თვითონ უნდა მიხვდეს და თვალი გაახილოს…
LikeLike
მართალი ხარ, დენი. მეც ამას ვამბობ და იმასაც ვამატებ, რომ ეს უცოდინარობის და გაუნათლებლობის შედეგია. ამგვარ რამეს განათლებით უნდა ებრძოლო.
LikeLike
“მგელმა” ლარსენმა თქვა, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი როცა წიგნი ავიღე ხელშიო :(
ჰოდა თუ ყველა ან უკიდურეს შემთხვევაში შესაბამის წიგნებს მაინც ავიღებთ, ნათლად დავინახავთ ძალიან ბევრ და საინტერესო რაღაცეებს :) შესაბამისად ცხოვრებაში სისულელეებს ნაკლებად ჩავიდენთ :D
LikeLike
კითხვა ერთადერთი, მაგრამ უტყუარი გამოსავალია.
LikeLike
,,სხვაგვარად როგორ შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს აზრი, რომ ბოროტებას სიკეთეზე მეტი ძალა აქვს. ამის მთქმელს არც სახარება გადაუშლია და არც “ვეფხისტყაოსანი”, თორემ სიკეთის მცირე მარცვალი მაინც ჩავარდებოდა მის გულში და, რაც არ უნდა უნაყოფო ნიადაგი დახვედროდა, ოდნავ მაინც გაღვივდებოდა. გაუნათლებლობაა იმის მიზეზი, რომ მავანს ნაციზმი ძლიერი იდეოლოგია ჰგონია და სვასტიკის გამოსახვით, სავარაუდოდ, ძალის დემონსტრირებას ახდენს”– ეს ძალიან მომეწონა, აბსოლიტურად გეთანხმები.
რაც შეეხება ,,დროების” სიუჟეტს არ მიყურებია, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა მაქვს მსგავს თინეიჯერებზე. მათ ნამდვილად არ იციან ბნელ ძალებს ემსახურებიან თუ ფერადს:) ისინი უბრალოდ მიმბაძვლეობით აკეთებენ იმას, რაც არ იციან და ჰგონიათ, რომ ამით გამორჩეულები, განსხვავებულები იქნებიან.
,,შინდლერის სიის” ნახვის მისჯა კი ძალიან მაგარია:)
LikeLike
ასეა, კი. ყოველი შემთხვევისათვის, მე ასე მგონია.
ტოტალური გაუნათლებლობაა ასეთი გადახრების მიზეზი. ამ ეტაპზე ასეთ სიბნელეს და უცოდინარობას ჯოხით კი არა, წიგნით და საუბრით უნდა ებრძოლო.
ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასაცილოა და ნაკლებად საშიში. ახლა თუ არ მიხედე, მერე მართლა დიდ და ხელშესახებ პრობლემად გადაიქცევა და წიგნებით და “შინდლერის სიით” ვეღარ მოერევი.
“ქარავანი” ძალიან მომწონს. მყუდრო კაფეა, რამდენჯერაც მივედით, თითქმის ცარიელია, ხელს არავინ გიშლის და თავს არ გაბეზრებს.
LikeLike
ჰო დამავიწყდა ,,ქარავანი” გქონდა ნახსენები და მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ხშირად დავდივარ და მომწონს იქაურობა:)
LikeLike
გაუნათლებელი ბრბო ადვილად მართვადია და მოდი, ვმართოთ, თუარა ვიღაც ცუდი ხალხი მოვა და თავისთვის გამოიყენებს.. (ასლან აბაშიძის ყოფილი ფანების მსგავსად) .. რატომაც არა, თუ არ უნდათ თავისუფლება, 1984 მოვუწყოთ… და მათი მეშვეობით ქსენოფობები მოვიშოროთ.. დასავლეთი რომ რყვნის, ეს ხალხი იმას ერჩის დასავლეთს რომ არავის არ ჭირდება დაბალი კვალიფიკაციის ხალხი, ვერ მოახერხეს და არცერთი საელჩო ფეისსკონტროლზე ახლოც არ მიუშვებს..
LikeLike
კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
არადა, ყველაზე მეტად რაზე მეშლება ნერვები.. ფრაზიზმზე რდესაც მიდოდა საუბარი და ყველა ჰიტლერს დ გერმანელებს ლანძრავდა…. საბჭოთა კავშირში უარესი ხდებოდა.. არ აფიშირდებოდა, მაგარმ საბჭოთა კავშირშით ძალიან ჳჩაგრებოდა ეს ერი.. ამის ბრალი იყო, ბაბუაჩემმა მეორე მსფოლიო ომის დროს დამწყვარი დოკუმენტების არსადგენად რომ წავიდა, პირადობაში რუსი ჩაწერა… გერმანიამ ინანა და ახლა ყველანაირად ევლება და ეფერებება ებრაელებს და რუსეთში აქამდე არისნ ე.წ სკინჰედები და სხვადახვა დაჯგუფებები, რომლებიც ყველა არარუსს ებრძვიან… იმ დროინდელი ნაცისტები და ფაშისტები კი იყვნენ საზიზღრები და ჩასაქოლები, მაგრამ ინანეს…. და ზოგიერთ სხვას ამის უნარი არ ჰქონდა
LikeLike
გერმანია დღემდე ინანიებს დანაშაულს.
გერმანიაში ნაცისტური სიმბოლიკა აკრძალულია და ნებისმიერი სახით გამოყენება ისჯება.
აქ, რატომღაც, სვასტიკის დახატვა ვაჟკაცობად და კაიტიპობად მიაჩნიათ.
რუსეთი ცალკე თემაა, ჯესი. რუსეთი ნაცისტური გერმანიისგან ფერით განსხვავდებოდა. იქ ყავისფერი იყო, რუსეთში – წითელი. მეტი არაფერი. იდეოლოგიაც ერთი ჰქონდათ და მეთოდებიც.
რა გასაკვირია, რომ სკინჰედებიც ბლომად ჰყავთ და ნეო-ფაშისტებიც.
LikeLike
ეჰ…. :( ძალიან მძიმე თემაა… როცა მოვიკრებ ძალას ამ თემას უნდა შევეხო ჩემს ბლოგზეც
LikeLike
დამსახურებული ლაიქი შენ :))
LikeLike
ელფი მესტუმრა :)
მადლობა, ნენსი და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლი ბლუმის ბლოგზე :)
LikeLike
ეს ერთი და სხვა მრავალი :დ
LikeLike
მაგას რა სჯობია :) ველქამ!
LikeLike
რა შემიძლია დავამატო იმის მეტი რომ გაუნათლებლობა ყველა დიდი ჭირია. საბედნიეროდ განკურნებადი, მაგრამ თუ დროზე არ უშველე მერე უკურნებელში გადადის.
ის სიუჟეტი მეც მახსოვს და ისიც მახსოვს როგორ დავიძაბე, გავოცდი. არ მეგონა რომ ახალგაზრდა ადამიანს ამ დონმედე შეეძლო გონების დახშობა..
LikeLike
განა თავად ხვდებოდა, რას ამბობდა? გამორიცხულია. ელემენტარული უცოდინარობა ალაპარაკებდა. ასეთს კიდევ უშველი, სანამ სისხლში არ გაუჯდება. მერე უკვე გვიანია.
LikeLike
სრულიად გეთანხმები მოლი, დღეს უმეტესობა შეპყრობილია განსხვავებული აზრის თქმის სურვილით, რომელიც მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის, თვითონაც კი ვერ აცნობიერებენ ამას რა შეიძლება მოყვეს და ალბათ (იმედია ასე არ მოხდება) ჰერბერტ მარკუზეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
LikeLike
მარკუზეს კიდევ რა უჭირს, გერმანიიდანაც გაასწრო და ცსს-შიც იმუშავა ნაციზმის ექსპერტად.
განსხვავებულობა განსხვავებულობისთვის ჩვენი სენია სამწუხაროდ, მთავარია, რაღაც ორიგინალური და შოკისმომგვრელი თქვა და აზრს არავინ დაეძებს, მაგრამ ასეთი პროტესტანტობაც კი რაღაც თემებზე არ უნდა ვრცელდებოდეს. ფაშიზმზე, მაგალითად.
LikeLike
ვაი, რომ “ფიურერის რეინკარნაცია გრძელდება”:
http://tbiliso.ge/index.php?/topic/9715-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
და ეს:
http://missylonen .wordpress.com/2009/12/15/
LikeLike
ამ ბმულების შემდეგ ეს ფეისპალმი მისწრებაა:
LikeLike
აჰა :) და ზუსტად ამ პოსტის ქვეშაა ერთი ძალად ხუმარას და “მინდა-ვიყო-ინტელექტუალის” კომენტარი – ბუზს სპილოდ ნუ აქცევო.
LikeLike
დღეს რაც ხდება, ეს თუ ფაშიზმის კერძო შემთხვევა არ იყოს, მე ვიყო ქართველი მურთაზი.
LikeLike
აბა, რა არის :(
LikeLike
ras fiqrobt qartvel skinheadebze?
LikeLike
სვასტიკა ყველასთვის, ყოველ შემთხვევაში ხალხის უმეტესი ნაწილისთვის ასოცირდება ფაშიზმთან,ჰიტლერთან და გერმანიასთან. სამწუხაროდ გარკვეულმა ნაწილმა ისიც კი არ იცის რომ ამ ნიშანს სვასტიკა ეწოდება და მას მოიხსენიებენ, როგორც ფაშიზმის სიმბოლო, ასეთი შემთხვევები მე პირადად მქონდა.
როგორც ასეთი სვასტიკა პირველად გერმანიას ნამდვილად არ გამოუყენებია, მას უფრო დიდი წარსული აქვს. კერძოდ ის გვხვდება შუმერულ ნაწერებში, ასევე მას იყენებდნენ ჩინელები, ეგვიპტელები, ბერძნები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიმბოლო გამოსახულია საქართველოში ნაპოვნ თიხის ჭურჭლებზე, რომელიც მტკვარ-არაქსის მიდამოებში არის ნაპოვნი.
LikeLike
ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ საიდან დაასკვენით, რომ ამ პოსტის ავტორისთვის სვასტიკა მხოლოდ ფაშიზმთან ასოცირდება და სხვა მნიშვნელობაზე არაფერი გაუგია?
პოსტში, მგონი, ყველაფერი დალაგებით წერია, მაგრამ კიდევ ერთხელ ავხსნი: არც შუმერული ყოფილა, არც ინდური და, გაგიკვირდებათ, მაგრამ ფინეთის პრეზიდენტის შტანდარტზე რომ სვასტიკა ხატია, არც ის. ნაცისტური იყო.
პ.ს. ეს სამი წლის წინანდელი პოსტია და დაახლოებით ორი თვის წინ ისევ დაახატეს საჯაროს კედელს ფაშისტური სიმბოლიკა. ოღონდ, ახლა, მოლის მკითხველები ეჭვებში არ ჩავარდნენო და შესაბამისი ტექსტიც მიაწერეს.
LikeLike