მას შეეძლო, ერთი თავისი პერსონაჟის სიტყვები გაემეორებინა – “რომ არ ვარსებობდე, ჩემზე უკეთესი გამოგონება ამქვეყნად არ იქნებოდაო” – და ეს სრული სიმართლეა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასტრიდ ლინდგრენი არსებობს და ჩვენ მისი გამოგონება არ დაგვჭირვებია. შვედი მეზღაპრის გმირებიდან ჩემი პირველი ნაცნობი პეპი გრძელი წინდა იყო – კარგად მახსოვს, სიცხიანს და მისავათებულს დედამ მომიტანა საჩუქრად – იცოდა, რომ ახალ წიგნზე მეტად ვერაფრით გამახარებდა. ვიწექი ფუმფულა ბალიშებში ჩაფლული, სიცხისგან თავი მტკიოდა და თვალები მიბრჭყვიალებდა, მაგრამ წიგნი ვერანაირად ვერ გამაგდებინეს ხელიდან – სუნთქვაშეკრული მივყვებოდი უკან პეპის, ტომსა და ანიკას… მათთან ერთად მივძვრებოდი ფუღუროში, ქურდბაცაცებს თავზარს ვცემდი, კუნძულზე ვმოგზაურობდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე გამოჯანმრთელებულმა მაჭკატების გამოცხობაც კი ვცადე, ოღონდ ეს ამბავი მაინცდამაინც მხიარულად არ დამთავრებულა :)
ძალიან მალე, მეგობრის ბიბლიოთეკაში “სახურავის ბინადარი კარლსონი” აღმოვაჩინე და ეს პატარა, მსუნაგი და გოდორა არსება ისე შემიყვარდა, საღამოობით დიდხანს ვიჯექი ხოლმე ჩაბნელებულ ოთახში, ფანჯარასთან და სულგანაბული ვაყურადებდი – საიდანმე პროპელერის ზუზუნი ხომ არ ისმის–მეთქი… ეგ კი არა, რამდენჯერმე ფანჯარის რაფაზე ფუნთუშებიანი თეფშიც დავტოვე… უსაშველოდ მინდოდა, პროპელერიან კაცუნას ჩამოექროლა, ჩემთვის ხელი ჩაევლო და მაღლა–მაღლა, სახურავზე წავეყვანე, სადაც მოუწესრიგებელ, აყრილ–დაყრილ და ათასი ხარახურით გამოტენილ სახლში “მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი” ცხოვრობს… ასეთი მეგობრის ხათრით დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ტორტს და დარიჩინიან ფუნთუშას შეველეოდი… ვინც მიცნობს, ისინი კარგად მიხვდებიან ჩემგან გაღებული მსხვერპლის ფასს :)
ამის შემდეგ ლინდგრენის წიგნებს უკვე დიოგენესავით სანთლით დავეძებდი – მცირერიცხოვან მაღაზიებში, მეგობრების, ნათესავების, მეზობლების ბიბლიოთეკებში და თუ სადმე რაიმეს ვიპოვნიდი, აღტაცებული ჭყლოპინით მივარბენინებდი შინისკენ. “ლიონებერგელი ემილი” სკოლის ბიბლიოთეკას მოვპარე (დაგვიანებული ბოდიში და არც მაინცდამაინც გულწრფელი მონანიება ნათელა ბიბლიოთეკარს :) ), ღამით მარტო დარჩენილმა, როგორც კი დავრწმუნდი, რომ ყველას ეძინა, ბალიშის ქვემოდან გამოვაცოცე და დილამდე ვკითხულობდი დაიკო იდას, წუწურაქი მამიკოს, ჩერჩეტი მოახლე ლინას და ონავარი ემილის ამბებს. მერე კარგა ხანს ვჭირვეულობდი, გოჭუნა მიყიდეთ–მეთქი :) ეს, როგორც იქნა, გადამაფიქრებინეს, ხუტორ კატხულტში დამზადებული სურნელოვანი შინაური ძეხვის გასინჯვის სურვილი კი ახლაც არ გამნელებია :)
ახლა რომ ვუფიქრდები, დეტექტივების სიყვარული ჩემში ცნობილმა მაძებარმა კალე ბლუმკვისტმა დანერგა… მაშინ სულ ტყუილად დავსუნსულებდი აქეთ–იქით დანაშაულისა და ბოროტმოქმედთა ძებნის იმედით, სამაგიეროდ, დღემდე ამ ჟანრის მხურვალე თაყვანისმცემელი ვარ და ამის შესახებ ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან :)
ჩემთვის ძალიან რთული ამოცანაა, ლინდგრენის სამყაროზე დავწერო და უკმარისობის გრძნობა არ დამრჩეს… იმიტომ, რომ ერთ პოსტში არანაირად არ ჩაეტევიან ისინი, ვინც მე ბავშვობას (და არა მარტო ბავშვობას) მილამაზებდა, ისინი, ვინც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ჩემი სულის ნაწილია – უკბილო და ჩლიფინა სტინა, ჯირკუტანა ჩორვენი და ბოცმანი, ძმები ლომგულები, რასმუსი და ოსკარი, რონია და ბირკი, ტედი და ფრედი, პეტერი და მალინი…
რამდენიმე დღის წინ “სახურავის ბინადარი კარლსონის” ახალთახალი, უგემრიელესი გამოცემა მაჩუქეს ვიკლანდის ფანტასტიური შავ-თეთრი ილუსტრაციებით. მოვდიოდი, მომქონდა გულში ჩახუტებული წიგნი და ვფიქრობდი – რა ბედნიერებაა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა გოგონა, რომელმაც ჩემში ბავშვი გადაარჩინა…
P.S. ღიმილის ორდენით იმ ადამიანებს აჯილდოვებენ, რომლებმაც სიხარული და ხალისი აჩუქეს პლანეტის ყველაზე საყვარელ და სათუთ ბინადრებს – ბავშვებს. შვედი ჯადოქარიც, ჯოან როულინგსა და ტუვე იანსონთან ერთად, ამ ორდენის კავალერია.
მოკლედ არ იცი როგორ ვთქვა ყველაფერი რაც ამ პოსტთან დაკავშIრებით მინდა რომ ვთქვა თუმცა მართლაც საუკეთესოდ გაქვს აღწერილი ყველაფერი და ამათ გარდა კიდევ არსებობს ძალიან ბევრი წიგნი რომელიც არაა ნათარგმნი ქართულად.
დედაჩემისთვის ყველაზე მძIმე წუთები (ღოდესაც მოსკოვში დადიოდა) იყო ჩემი უზარმაზარი სია სადაც წიგნების მთელი 100ობით სახელი იყო ჩამოწერილი და მე აჩუყებული ცრემლიანი თვალებით ვეხვეწებოდი ყველა ჩამომიტანე მეთქი : ) ასე გაჩნდა ჩემს ბიბლიოთეკაში ტუვე იანსონიც, მუმი ტროლებიც და სხვა ბევრი წიგნი რომელიც რატომღაც ქართველ გამომცემლებს არც კი გაუგონიათ ჯერ : )
ხოდა კიდევ ა ხო დეტექტივები და ეგ ჟანრი საერთოდ ჩემი უუუდიდესი სიყვარულია
LikeLike
ჩორვენი თუ აქებს ამ პოსტს, მართლა ძალიან კარგია, მადლობა :)
ვიკლანდის ილუსტრაციებით გავაფორმე. დიდხანს ვეძებე, მაგრამ მაინც ვიპოვნე :) ჩორვენი და ბოცმანი ხომ უმაგრესები არიან? :)
ლინდგრენს ორმოცამდე წიგნი აქვს დაწერილი და უმრავლესობა, სამწუხაროდ, ქართულად არც თარგმნილა. წარმოიდგინე, რამდენი კარგი რამ არ გვაქვს წაკითხული…
მუმი-ტროლებზე ბავშვობაში მულტფილმი ვნახე. თუ გახსოვს, ჯადოსნურ ქუდს რომ იპოვნიან… სხვათაშორის, სულ ახლახანს თარგმნეს იანსონი ქართულად. ჯერ მუმინების სამი წიგნია გამოსული და კიდევ ვთარგმნითო… სულაკაური მაგრად მუშაობს :)
დეტექტივებზე ცოტა ქვევით უზარმაზარი პოსტი მაქვს :)
LikeLike
ho nanaxi maqvs trolebze wignebi qartulad magram iansons didebistvis aqvs iseti genialuri cignebi dacerili (ar vici shegxvedria tu ara) rom ai sheizleba aymuvlde ra <3 zalian magaria :D
xoda astridis cignebi saxlshi exlac ise modevs rom nebismier momentshi shevzlo xelis camovleba da tavidan kitxva :D
pepi da saltkroka 25 da 41 xel maqvs cakixtuli (es chemi piradpi rekordebia cignis ganmeorebit cakitxvashi :D amaze odnav naklebad saidumlo kunzuli da jiul vernis kidev ramdenime nacarmoebi maqvs cakitxuli :D
LikeLike
მიყვარს! ასტრიდი :) და ეს ბლოგიც :) :)
LikeLike
დანქე :)
LikeLike
არა, იანსონის მარტო მუმინები ვიცი. მოვიძიებ სხვებსაც :)
ჩემთან ფავორიტი კარლსონია. საბავშვო ლიტერატურისთვის ცალკე კუთხე მაქვს ბიბლიოთეკაში და ყველა ლინდგრენი მანდ მიდევს. ახლა საიუბილეო ტომეულები გამოსცეს – ზუსტად იგივე დიზაინით, რაც შვედეთში და გერმანიაში. ჯერ ხუთი ტომია, წესით, კიდევ უნდა დაემატოს.
ჟიულ ვერნთან ჩემი სიყვარული კაპიტან გრანტის შვილებია :) დაზეპირებული მაქვს :)
LikeLike
gratis shvilebi yvelaze fail nacarmoebia imho vernis :D :P
LikeLike
ვერნს, ლინდგრენის არ იყოს, ბევრი რამ აქვს დაწერილი და რაღაცები მართლა არ უვარგა. ამდენს რომ წერ, დიდი შანსია, ყველა კაპიტანი გრანტი ან ნემო არ გამოვიდეს…
LikeLike
ბავშვობაში დამაბრუნე, მოლი :) მადლობა :)
LikeLike
მერი :) შენ ისეთი ნიკი გაქვს… :) ერთი პოსტი იდეალურ ძიძაზეც უნდა დავწერო :)
LikeLike
კარლსონი მეც ძალიან მიყვარს :)
LikeLike
ფანტასტიური გემოვნება გქონია :)
LikeLike
და, საერთოდ, ლინდგრენის მხურვალე თაყვანისმცემელი ვარ :) იცი, თავის დროზე ასტრიდი შვედეთის ევროსაბჭოში გაწევრიანების წინააღმდეგი ყოფილა და მასმედია ყველანაირად ცდილობდა, ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, თორემ შესაძლოა, ევროსაბჭოს ახლაც შვედეთის გარეშე ემუშავაო :) იმდენად დიდი ყოფილა მწერლის გავლენა თანამემამულეებზე :)
LikeLike
არ ვიცოდი…
და არც მიკვირს. ისეთი მასშტაბის და მნიშვნელობის ფიგურაა, შვედეთში გავლენაც ექნებოდა და მეტიც.
ერთი ვერ გავიგე ოღონდ – დედამიწის ზურგზე ყველა პრემიის და ჯილდოს მფლობელია და ისე გარდაიცვალა, ნობელს ვერ მოესწრო. არ იმსახურებდა? სელმა უკეთესი იყო?
LikeLike
ორჯერ წავიკითხე პოსტი, მაშინ როცა წიგნების რამდენჯერმე წაკითხვა არ მჩვევია, აბა, მეტი რაღა კომენტარი გავაკეთო. :)
LikeLike
საუკეთესო კომპლიმენტი ყოფილა :) მადლობა :)
LikeLike
გამათბო ამ პოსტმა.
სხვა რა დავწერო, ზედმეტად სრულყოფილი პოსტია.
მადლობა შენ, ბავშვობის ტკბილი მოგონებების გაღვიძებისთვის.
LikeLike
მადლობა ქალბატონ ეკოლოგს :)
და შენი საყვარელი ლინდგრენი რომელია?
LikeLike
ქალბატონი ეკოლოგი:)
პეპი გრძელი წინდა – არის წიგნი, რომელიც არ მახსოვს რამდენჯერ მაქვს წაკითხული. კარლსონი რომ წავიკითხე ვოცნებობდი მეც მყოლოდა ისეთი მეგობარი, როგორიც ბიჭუნას ჰყავდა.
სამწუხაროდ მხოლოდ ის მაქვს წაკითხული რაც ქართულადაა ნათარგმნი. იმედი მაქვს ოდესმე ყველა წიგნს წავიკითხავ რაც ლინდგრენმა დაწერა.
LikeLike
შენც პეპისტი ყოფილხარ :)
მეც მარტო ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული. შვედურს ვეღარ ვისწავლი, რა დროსია და თუ კიდევ რამეს თარგმნიან ქართულად, იმასაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.
ჰო, ქალბატონი ეკოლოგი :) საამაყოა, მოლი ბლუმის ბლოგს ეკოლოგი მეგობარი რომ ჰყავს :)
LikeLike
მეც მიხარია რომ მოლი ბლუმი ჩემი მეგობარია.
დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე შენს პოსტებს.
წარმატებები და ბევრი კარგი პოსტი :)
LikeLike
მადლობა :) შენც იგივეს გისურვებ, თუმცა შენი ბლოგი უკვე წარმატებულია :) ჩემი ახლა იდგამს ფეხს.
ბევრი მწვანე პოსტი და უამრავი მწვანე ემოცია :)
LikeLike
როგორ მიყვარს, როგოოოოოორ!!!
ამ ილუსტრაციებზე კი საერთოდ ლამის გავიფხრიწო სიცილისგან… ყველაზე ნამდვილი კარლსონია ამ სურათებზე :)
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ლაპარაკიც ლინდგრენისგან ვისწავლე… არ ვიტყუები, მისი ნაწარმოებების წაკითხვის მერე მართლა სხვაგვარად ავლაპარაკდი, ასეთი ცოცხალი დიალოგები მგონი, არც ერთ საბავშვო წიგნში აღარ შემხვედრია :)
LikeLike
http://wp.me/p14YMb-a8
ესეც ჩემი ადრინდელი პოსტი :)
LikeLike
წუხელ ვეძებე დიდი ხანი. ვიკლანდი მინდოდა, თან შავ-თეთრი, თორემ ისე უამრავი ლინდგრენია ნეტში. ჩემი ძველი არტეფაქტი – ბავშვობის “კარლსონი და პეპი” შავ-თეთრად არის გაფორმებული და “დიოგენეს” ახალი კარლსონიც.
რაც შეეხება ნამდვილობას – მეგობარს სპეციალურად ჩამოვატანინე პლუშის კარლსონი სტოკჰოლმიდან. რაღაც საერთო რუსულთანაც აქვს, მაგრამ მაინც სხვაა :)
შენი ფავორიტი რომელი იყო? კარლსონი თუ პეპი?
LikeLike
ერთმნიშვნელოვნად კარლსონი! :) :)
LikeLike
გაიხარე! :) პეპისტებსაც ვიცნობ, მაგრამ კარლსონი კარლსონია :) ერთადერთი და განუმეორებელი.
“ფლეიბოიში” იყო ერთხელ იმ რაღაცების სია, რაც ყველას საბავშვო ჰგონია და სინამდვილეში, უფროსებისთვის არის შექმნილი. კარლსონი სიის თავში იყო :)
LikeLike
me var pepisti :) bavshvobashi usakvarlesi pepi-tojina mkavda, ertad gvedzina xolme :)
LikeLike
:) ვილა ყიყლიყოში ცხოვრებაზე არ ოცნებობდი? :)
LikeLike
axlac vocnebob :)
LikeLike
აჰა :) მეც მაგას ვამბობ – გამორიცხულია, კარლსონი ან პეპი ბავშვობაში დატოვო. მერეც მოგყვებიან.
LikeLike
მე ემილი მირჩევნია. ამ პოსტმა ისეთ გუნებაზე დამაყენა, წიგნს გადმოვიღებდი და წავიკითხავდი, მათემატიკაზე რომ არ მივდიოდე :( ეჰ…
LikeLike
მძიმეა აბითურიენტობა :) არა უშავს, ემილი ხვალაც მაგ თაროზე იქნება… შენ მათემატიკა არ გააცდინო :)
LikeLike
უი რამდენს სცოდნია ახალი ბლოგი და მე სად ვხეტიალობდი ნეტა :(
მომწონს აქაურობა ;)
ასტრიდი, ანდერსენთან და სხვათა, ერთად აბედნიერებდნენ ჩემს ბავშვობას.
ახლაც არ ვამბობ უარს, თუკი რამე ჩამივარდა წაუკითხავი წელთ.
სკნადინავია ყველა საუცხოო მეზღაპრეების ქვეყნებია.
LikeLike
ხელოვნების მახეს მეპატრონეც გვწვევია :)
welcome :) მადლობა
ასტრიდი, ანდერსენი, მილნი, ტრევერსი, როდარი, ლაგერლოფი…
ახლაც არ ამბობ უარს? ჰმ… :) წიგნის მაღაზიაში განსაკუთრებული ყურადღებით საბავშვო ლიტერატურის განყოფილებებს ვათვალიერებ ხოლმე. არ მინდა, რამე გამომრჩეს.
აი, ტუვეც თარგმნეს ახლა. და “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანაც” ხელახლა გამოსცეს.
სკანდინავია საბავშვო წიგნების მხარეა :)
LikeLike
ანე კატერინა! ეგ წიგნი როგორ მიყვარდა.
და კიდე როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი”
უჰ, რეები გამახსენდა :*
LikeLike
“ლაჟვარდისფერი ისარიიი” :) ეს რა გამახსენე :) ბეფანა :) და სათამაშოებით სავსე მატარებელი :) ეჰ… ჩემი პატარა მაღაზია გამახსენდა, პირველ მუსიკალურთან, მანდ ვიყიდე სკოლაში მორჩენილი ხურდებით…
LikeLike
ლაგერლოფის ნილსი <3 <3
"ლაჟვარდისფერი ისარი" და ჯელსომინო… და რენე რეჯანის "ხუთი ბავშვი და ერთი ძაღლი" და "მზის მატარებელიც" ძალიან მომწონდა…
LikeLike
ნილსი დაბღეზე მაჩუქეს. მეორე კლასში გადავდიოდი მაშინ. სურამში ვისვენებდით და იქ ჩამომიტანეს. გავგიჟდიი :)
აკა მომწონდა ძალიან, გორგო და ფრუმლე-დრუმლე. და ვირთხებს როგორ მოერია ნილსი, ესეც ძალიან მომეწონა. გამელნი ჯერ არ ვიცოდი.
ჯელსემინო მერე წავიკითხე.
რეჯანი გამომპარვია :( არ მაქვს წაკითხული :(
LikeLike
რომ გითხრა, ლინდგრენის და ლაგერლოფის მერე ძალიან გაგაოცებს–მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ არც მას აკლია რაღაც სხვანაირი სისუფთავე და ადამიანურობა… თან იცი, რითი გამოირჩევა? მისი გმირი ბავშვები, როგორც წესი, ყოველთვის სიდუხჭირეში ცხოვრობენ და მაინც ინარჩუნებენ ბავშვობას ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით…
LikeLike
უნდა მოვიძიო. ისე დაახასიათე, აუცილებლად უნდა ვნახო.
წიგნის მაღაზიებში განსაკუთრებული ყურადღებით საბავშვო სექციებს ვათვალიერებ. იმდენი კარგი რამ გამოდის, იმდენი ახალი თარგმანია… რაც ჩემს დროს არ იყო და დამაკლდა, ახლა ვინაზღაურებ :) როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” ჩემს ბავშვობაში არ მქონია და ახლა წავიკითხე :)
LikeLike
“მზის მატარებელი”… აგატა და ვიტორიო… აგრიჯენტო… მიქელე და ფორტუნატო… უსაყვარლესია :)
LikeLike
რამდენი რამ გაქვს წაკითხული, მერი:)
LikeLike
მიო, ჩემო მიო ^_^ როგორ მიყავრდაააა….
LikeLike
საშინლად მებრალებოდა :( მიოც და რასმუსიც…
LikeLike
უუუჰმ. <3
პეპი და კარლსონი, ერთად შეკრული, იყო ჩემი პირველი წიგნი. ^_^
ძალიან მიყვარს ასტრიდი.
კარგი პოსტია, წავედი პეპი ჩამოვიღო. ^^’
LikeLike
მეც მაქვს ეს წიგნი, ჩხიკვი :) ბავშვობაშიც მქონდა, მერე დავკარგე და მერე მეგობარმა მაჩუქა :) ისიც, რამდენი ეძება… :) ახლა ჩემი ბიბლიოთეკის ყველაზე საპატიო ადგილზე დევს. ძველია და ბავშვობას მახსენებს და იმიტომ მიყვარს :)
LikeLike
ეგ წიგნი ვითხოვე და შევიტყაპუნე :უსინდისო მე: :)
LikeLike
წიგნის ქურდიო… ძია ლენინმა არ თქვა? მცირე მნიშვნელობის გამო შემადგენლობაც არ გვაქვს :) და დანაშაულადაც არ ჩაგეთვლება :)
LikeLike
კარლსონის და პეპის ძველი გამოცემა მეც მეგობარმა მაჩუქა :) თავისთვის ნაყიდი გაიმეტა…
LikeLike
რა კარგი მეგობარი გყოლიააა (თვალზეცრემლმომდგარისმაილი)
LikeLike
უკარგესი :) თან ზუსტად კარლსონის ხასიათი აქვს :) და წიგნი მაინც მაჩუქა…
LikeLike
კარლსონის ხასიათი თუ კარლსონის მადა? :ინტრიგანისკითხვა:
LikeLike
ორივე :)
LikeLike
ჩემი მქუხარე აპლოდისმენტი და ღრმა პატივისცემა შენს მეგობარს :) ადამიანი, რომელიც კარგად ჭამს, ცუდი არ იქნება :)
LikeLike
რამდენჯერ მინატრია წაკითხული წიგნის რომელიმე პერსონაჟს მართლა ეარსება ჩემ ცხოვრებაში.
LikeLike
კარლსონი ჩემი სახლის სახურავზე, გრაფი მონტე-კრისტო კარის მეზობლად, ტომ სოიერი თანაკლასელად….
ასე?
LikeLike
არა, ტყუილად არ არის აქაურობა ჩემი საყვარელი ბლოგი :)
მთელი ბავშვობის მოგონებები დამიბრუნა ამ პოსტმა. პირვკლივე შესაძლებლობისთანავე გადავიკითხავ ასტრიდს, აღმოვაჩინე, რომ არაფერი მხსომებია :( მაგრამ მაინც უზომოდ მიყვარს. და რომ დავფიქრდი, როგორ შეიძლება არ გახსოვდეს და თან უზომოდ გიყვარდეს?! არ ვიცი, მაგრამ ასეა. მწყინს ჩემი ცუდი მეხსიერების ამბავი, აბა ასეთი საინტერესო, სახალსო და საყვრელი ამბების დავიწყებ იქნებოდა?! :|
LikeLike
ფსიქე :) საუკუნეა, აქ არ შემოგიხედავს :) ველქამ :) მიხარია, რომ პოსტი მოგეწონა :)
შეიძლება, არ გახსოვდეს, მაგრამ ის გახსოვდეს, რომ გიყვარს :) ხანდახან დავიწყება აუცილებელია იმისთვის, რომ მერე უფრო გემრიელად გაიხსენო :ფილოსოფოსი:
LikeLike
მოლი მე სულ შემოვდივარ და სულ ვკითხულობ, კომენტარს რომ არ ვტოვებ ეგ არაფერს ნიშნავს იცოდე :*
LikeLike
ასეთი მკითხველის აზრი როგორ არ ნიშნავს :) ესეც შენი პირველი კომენტარი აქ :)
LikeLike
ყოველთვის ამას ვამბობ, ის , რომ 33 წლის ასაკშიც ბავშვად ვგრძნობ ხშირად თავს და ისეთივე სიყვარულით და ინტერესით ვკითხულობ საბავშვო წიგნებს და ვუყურებ ფილმებს თჲ მულტფილმებს ასტრიდის დამსახურებაა, განსაკუთრებით პეპის და კარლსონის :)
პ.ს. მადლობა მოლი
LikeLike
გაიხარე :) ჩემს სათქმელს ამბობ. საბავშვო წიგნები და მულტფილმები ჩემი დიდი სიყვარულია და გამორიცხულია, ოდესმე გამინელდეს.
LikeLike
მეც იმავე მიზეზით არ ვწერ ლინდგრენზე, ძნელია ერთ პოსტში ჩაატიო ყველაფერი. მაგრამ, შენ გამოგივიდა აშკარად :)
LikeLike
მადლობა, გეთაყვა :) და welcome :)
LikeLike
17 ლაიქი რეკორდია აშკარად. ხომ გეუბნები მაგარი ხარ მეთქი. :)))
LikeLike
მიყვარს ლაიქები :) ჩემი მკითხველების ავტოგრაფებია :) რაც მეტი – უფრო ლამაზია :)
LikeLike
ara amden comentars ra waikitxavs,ramdeni sayvareli wigni gaixsenes..
მოვდიოდი, მომქონდა გულში ჩახუტებული წიგნი და ვფიქრობდი – რა ბედნიერებაა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა გოგონა, რომელმაც ჩემში ბავშვი გადაარჩინა…-am teqstis kitxvisas tvalze cremli vigrzeni,taroze wigns gavxede da gavifiqre xval gadavxedav..e.i sayvarel adgilebs chavikitxav,romlebic isedac zepirad vici)
mivxvdi chvenshi bavshvi ar mokvdeba manam sanam astrid lindgreni gvemaxsovreba.
karlsonia chemi sayvareli personaji da ra saocaric ar unda iyos jer dzia mellkersoni romelsac sicocxles umwarebda chorveni..da shemdeg sxvebi.
vernis granti,saidumlo kundzuli da mogzauroba dedamiwis garshemo.
p.s.deteqtivebis moyvaruli yofilxar amjerad holmsi.megre tu marpli?)))
LikeLike
welcome :) შენი პირველი კომენტარებია აქ :) იმედია, კიდევ ბევრჯერ გვესტუმრები :)
კი, ბევრი წიგნი გაიხსენეს… ამ ბლოგზე განსაკუთრებით ის მომწონს, რომ კომენტარები პოსტებივით საინტერესოდ იკითხება :) მელკერსონი მეც ძალიან მიყვარს. იდეალური მამაა :) პირველი და უპირობო ფავორიტი – მაინც კარლსონია. ვერნთან – კაპიტან გრანტის შვილები და მაიორი მაკნაბსი.
დეტექტივებში – მეგრე ნაკლებად. ჰოლმსი,მარპლი, პუარო, ნირო ვულფი…
http://wp.me/p1gQ1e-7N – ესეც ჩემი ოდა დეტექტივებს.
LikeLike
როგორ მიყვარს , აი როგოოოოოოოორ <3
ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მწერალი.
ჩვენც სალტკროკელები ვართ ^_^
LikeLike
ჩორვენი, სტილა, ფრედი, ტედი, ბოცმანი, მუზესი, მალენი, მელკერი :)
ჩემი შვილიშვილებიც კი წაიკითხავენ. ასტრიდი არ დაძველდება :)
LikeLike
არ ვიცი როგორ უნდა დაგიმეგობრო მაგრამ უკვე ვიცი რომ ხშირად გესტუმრები.
LikeLike
თუ ხშირად მესტუმრები, უკვე მეგობრები ვიქნებით :) მითუმეტეს, მეც ხშირად შემოვიხედავ შენთან.
LikeLike
მოლი’ს გოთ ა ნიუ ჰეთ! :)
LikeLike
იეს, სერ :)
LikeLike
მონტე-კრისტოს მეზობლობა მტრისას… :(
არ მევასება მე ეგ ადამიანი.
LikeLike
რატომ, ლორდ, რა დაგიშავა?
LikeLike
ჰო… ცოტა მკაცრად მომივიდა. :)
უბრალოდ არ მგონია, რომ შურისძიება როდესაც ცხოვრების მიზანია – ეს კარგია ცხოვრებისთვის.
დიუმას სხვა რომანები – მუშკეტერები და მარგო ბევრად უფრო მიყვარს.
LikeLike
მე არც მონტე-კრისტო მიყვარს ნაკლებად… შურისძიება რომ გახდება ცხოვრების არსი, ეს, თავისთავად, ცუდია, მაგრამ… “კბილი კბილისა წილ…” :)
LikeLike
ლორდ,მაპატიე დიალოგში შემოჭრა მაგრამ მაინტერესებს, არასოდეს გიფიქრია რომ “დედოფალი მარგო”–ში და “სამი მუშკეტერი”–ში ადამიანის ბევრად მეტი სიბინძურე ჩანს ვიდრე “მონტე–კრისტო”–ში?
ჩემის აზრით “მონტე–კრისტო”–ში შურისძიებაზე მეტად აქცენტი გამახვილებულია განგებაზე რომელსაც ვერ აცდები ვერასოდეს,მნიშვნელობა არ აქვს მისი იარაღი ვინ იქნება ედმონ დანტესი თუ ირაკლი ალასანია;)
შესაბამისად უნდა იცხოვრო ისე რომ,წარსულის არცერთი ნაბიჯის გამო არ დაისაჯო.(დასჯაც სხვაგვარია,როცა ხვდები დანაშაულს,უკვე მიზღვეული გაქვს)
მესმის რომ შურისძიება ბოღმებს ახასიათებთ მაგრამ დანტესს ჰქონდა ამის მოტივი.
დიუმას ეს გმირი განსაკუთრებულად მიყვარს,მიუხედავად იმისა რომ სასტიკად გაუსწორდა მტრებს,მაინც არ დაუკარგავს ადამიანის სახე და სიყვარულის გრძნობა.
LikeLike
ჯობს არ იყო არვის არც იარაღი და ლეღვის ფოთოლი.
(ეს ფრაზა ფბ-ში რომ ვიყოთ ახლა ბევრ ლაიქს ააგროვებდა).
:)
LikeLike
adamianebis urtiertobebi iseti jachvuri reaqciit mimdinareobs rom aravin icis vin vistvis iyo,aris da iqneba iaragi an legvis fotoli)
p.s.fb-zec aucileblad dagicmentarebdi.
LikeLike
ნებით სხვისი იარაღი და ლეღვის ფოთოლი არავინ ხდება :( ყველას თავისი მიზეზი და თავისი ტრაგედია აქვს :(
LikeLike
შურისძიება რომ გახდა ცხოვრების მიზანი, მთლად მონტე-კრისტოს ბრალიც არ ყოფილა. სხვებმაც წააშველეს ხელი.
და გრაფს რომ მხოლოდ შურისძიებაზე ეფიქრა, დუელზე სასიკვდილოდ არ მივიდოდა… ასე მგონია მე :)
LikeLike
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები.
ყველაფერი ყირამალა.
LikeLike
ძია ტიკ-ტაკიიიიი :) არგაბედო, ნუიზამ და გრცხვენოდეს :) ღრი, ჟრუნა დედალი, ცი და ცხე :) უმაგრესია…
LikeLike
მავნეები :) რა მაგარი ტიპები იყვნენ…
ფაიფურის ფინია იყო კიდე. :)
LikeLike
კარლსონი და პეპი რომ განსაკუთრებით მიყვარს, ამას აღარ ვამბობ. მე შენ მიყვარხარ ამ პოსტის მერე!..♥
LikeLike
დიდი მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
LikeLike
ერთი დღე შენი ბლოგის კითხვის დღედ უნდა გამოვაცხადო, აქ თვალის გადავლება ვერაფრი შეღავათია.
p.s. აი, მეორეც და ხშირად ვიქნები აშკარად :-)
LikeLike
როცა გეცლება და გაგიხარდება, მაშინ შემოიხედე :)
შენი ბლოგი უკვე მონიშნული მაქვს. ბათუმურ ბლოგებს, თუ სადმე აღმოვაჩენ, განსაკუთრებული ყურადღებით ვკითხულობ ხოლმე :)
LikeLike
მე ახალ საინტერესო ბლოგს რომ აღმოვაჩენ, არ მინდა პოსტი გამოვტოვო და მთელი დღე ჩავკირკიტებ ხოლმე :-) ჩაგსვი ლისტში და გამახსენებს თავს შენი ახალი პოსტები ;-)
LikeLike
sorry. ბლოგამდე გვიან მოვაღწიე. თან ვორდპრესიც ჭირვეულობს.
მეც ჩაგსვამ აქაური ბლოგროლში. არ იცი, როგორ მიხარია, ბათუმურ ბლოგებს და ბათუმელებს რომ ვკითხულობ :)
LikeLike
კი, ჭირვეულობს ნამდვილად, კომენტარებზეც მიქმნის პრობლემას :-(
მე მიხარია, რომ შენ გიხარია :-)
LikeLike
მადლობა მადლობა :)
LikeLike
ლინდგრენი არის ჩემი ბავშვობის უდიდესი სასწაული და ყველაზე თბილი მოგონება!
ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ! ერთი კვირის წინ წიგნის მაღაზიაში ძლივს გამომართვა გამყიდველმა “მიო, ჩემო მიო”
მართლა გამილამაზეს ამ ადამიანმა და მისმა პერსონაჟებმა ბავშვობა <3
რომ წავიკითხე პოსტი, გამახსენდა ზუსტად შენნაირი შეგრძნებები მქონდა!
ჩემი ლინდგრენი არ მთავრდება, სულ, სულ, სულ!!!!
მე ყველაზე ძალიან ჩორვენის ბოცმანის და პატარა კუნძული სალტროკას ამბები მიყვარს!
მახსოვს მესიზმრა კიდეც ადრე როგორ ვცურავდი ფორიოდში ფრედისთან და ტედისთან :((
აჰ, ძალიან თბილი რაღაცები გამახსენა პოსტმა!
respect <3
LikeLike
უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და თბილი სიტყვებისთვის :)
კეთილი იყოს შენი პირველი ვიზიტი ამ ბლოგზე :) იმედია, ხშირად შემოიხედავ :)
დღეს ვკითხე “ექს ლიბრისში” გამყიდველს, სულაკაურის გამომცემლობა ლინდგრენის საიუბილეო სერიის გაგრძელებას თუ აპირებს მეთქი და არ ვიციო, ხუთი წიგნი გამოსულია და დანარჩენებზე უფლებები სხვა გამომცემლობებს აქვთო…
შენ რომ ერთი კვირის წინ ნახე ის მიოც, ემილიც, კალეს ორივე წიგნიც და ბიულერბიუელი ბავშვებიც ამ სერიით არის გამოცემული.
ჩემი ფავორიტი კარლსონია, თუმცა დანარჩენებიც ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს. ფრედი და ტედი – განსაკუთრებით :)
LikeLike
ჩემი ბავშვები ჯერ პატარები არიან, მაგრამ ლინდგრენის წიგნებს ვაჩვევ. გამოსაჩენ ადგილას დავდე. თვალი შეაჩვიონ, მერე შეეხონ და აი, მერე არ იციან რა ელოდებათ. უდიდესი სასწაული. რა კარგი დილა მაქვს.
LikeLike
თუ ჯერ არ წაუკითხავთ, წინ მართლა უდიდესი სიამოვნება ელით :)
LikeLike
ჩემი რჩეული ემილია :)
LikeLike
გოჭუნა, თოფუკა და კეპუკა :)
მე მაინც კარლსონს ერთგული ვარ. თუმცა ასტრიდის, რაც წამიკითხავს, ყველაფერი ძალიან მიყვარს.
LikeLike
რა კარგი პოსტი იყო მოლი..თბილი და სიყვარულით აღსავსე…ბავშვობაში გადავფრინდი…
,, სუნთქვაშეკრული მივყვებოდი უკან პეპის, ტომსა და ანიკას… მათთან ერთად მივძვრებოდი ფუღუროში, ქურდბაცაცებს თავზარს ვცემდი, კუნძულზე ვმოგზაურობდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე გამოჯანმრთელებულმა მაჭკატების გამოცხობაც კი ვცადე..”_რა ნაცნობი ემოციებია!მეც ლინგრენის წიგნებით გავიზარდე….
იცი,არ შემეძლო შეწყვეტა….ისე მითრევდა ,ისე ვიჭრებოდი ემილის,პეპის,თუ კარლსონის თავგადასავლებში….ჩუმჩუმად ,როცა ყველას ეძინა მაშინ ვკითხულობდი მეც და ასე შემომათენდებოდა :)
მადლობა ასეთი თბილი ემოციებისთვის…კარგ განწყობაზე დამაყენა შენმა პოსტმა! :* :*
LikeLike
პირიქით, შენ მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
ვკითხულობდი და მბურძგლავდა. ზუსტად ამას ვფიქრობ ჩემს (რა ეგოისტი ვარ, მივისაკუთრე) ასტრიდზე, მაგრამ მეც უკმარისობის გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს არაა ყველაფერი და არცაარის , თუმცა მე უკეთესად ვერც დავწერდი )
LikeLike
ყველაფერი როგორ ჩაეტევა ერთ პატარა პოსტში, სალი?
რაც მინდოდა იმ წამს, ვთქვი. ახლა, თავიდან რომ დავწერო, სულ სხვანაირად მოვყვები ჩემს ასტრიდზე. მესამეჯერაც შემიძლია, მეოთხეჯერაც… ერთი და ყოვლისმომცველი პოსტი ჯერ არავის არაფერზე დაუწერია :)
მიხარია, რომ შენი ასტიდი ჩემსას ჰგავს :)
LikeLike
აუ, როგორ მიყვარს ეს პოსტი!!! (ვაშა! ძლივს მოვაღწიე აქამდე) აი, ამ პოსტით გავიგე, რომ მსოფლიოში და ისიც საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ასტრიდ ლინდგრენი (მეც, მეც :)). მისი ნაწარმოებებიდან მე ყველაზე მეტად კარლსონი მიყვარს, მაგრამ მე მარტო კარლსონივით მეგობარი არ მაკმაყოფილებდა ამიტომაც თავად მინდოდა პროპელერი. :) თან ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი და სულ იყო დავა კარლსონს უფრო ვგავდი თუ ვინის. :)
LikeLike
ბევრი ვართ, ცოტნე, კარლსონის მოყვარულები :)
პროპელერი არასოდეს მინატრია… აი, პროპელერიან მეგობარს ახლაც ვნატრობ და მაშინ ხომ საერთოდ… რას არ გავიმეტებდი, ოღონდ კარლსონი შემხვედროდა სადმე.
LikeLike
ხო და ძალიან მახარებს. ისე მართლა გაასწორებდა (აი ეს სიტყვა თუ შეესაბამება, თორემ მარტო სიხარული, აღტაცება, ბედნიერება და გაოცება ვერ დაიტევს ამ ფაქტს). კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს შენი ბლოგი. :)
LikeLike
გაასწორებდა რომელია :) უმაგრესობა იქნებოდა.
მადლობა დიდი :)
LikeLike
სწორია უმაგრესობა იქნებოდა. :)
LikeLike
zalian karg wignebs archev, moli, shen postebs rom vamtavreb, tavidan mindeba imati wakitxva, arada lamis zepirad vici:)
LikeLike
თუ თავიდან გადაკითხვა გინდება, პოსტების მიზანი შესრულებულა, ლუკა :) მეც ზუსტად ამისთვის ვწერ :)
და ზეპირად რომ იცი ეს წიგნები, ძალიან კარგია. შენი ასაკის მკითხველს კი არა, ბარე ორ უფროსს ვიცნობ, ლინდგრენი წაკითხული რომ არ აქვთ :)
LikeLike
aris, gamomividaaa komentaris datoveba!:)
LikeLike
კი, გამოვიდა :) მშვიდობაში ახალი გრავატარი!
LikeLike
mshvidobashi da kargi postebis kometarebshi. da viqtorinebis mogebashi:)
LikeLike
ზუსტად :) კარგი პოსტები ჩემზე იყოს :) ვიქტორინას კარგი კითხვებიც. მოგება უკვე შენზეა :)
LikeLike
ეეეეეჰ მე თუ კითხავთ ასტრიდის წიგნების ყველა მკითხველს ლინდგრენის ციებ-ცხელება ემართებოდა (ტიპიური შემთხვევაა). კარლსონის მაგალითზე ხვრინვის საკუთარი მეთოდის შემუშავებს ვცდილობდი. პეპის მიბაძვით გამგელებული ვეძებდი ფუღუროებს. კალეს გადამკიდე ლუპით დავდიოდი ( ხომ იცით 50 თეთრიან კალმებს ვარდისფერი და ცისფერი ლუპები რომ მოყვებათ ) ემილის გამოისობით ოინების მოწყობას ვცდილობდი ( რაც დედაჩემი სარეცხი ფხვნილების ერთმანეთში არევით გამოიხატებოდა) მოკლედ რეაც ეს ციებ-ცხელება შემეყარა დრმდე ვერ მოვიხადე და სიმართლე გითხრათ არც მსურს :)
LikeLike
არც არის საჭირო, თაია :) ლინდგრენი იმხელა სითბო და სინათლეა, რაც მეტ ხანს გაგყვება, მით უკეთესი… აგერ, დავბერდი უკვე, მაგრამ დროდადრო მაინც ვკითხულობ ხოლმე. თითქმის ზეპირად ვიცი და მაინც სასიამოვნოა ხელახლა გადაკითხვა.
LikeLike
ახლა ამის თქმა ძალიან მრცხვენია მაგრამ უნდა გამოვტყდე. ემილის გამო ძალიან მაგარი ტრიუკის მოწყობა გადავწყვიტე. ავდექი, საპონი დავასველე და ბიდეს მოვუსვი იმის იმედით რომ თავის მოწესრიგების პირველივე მსურველი ჩამოცურდებოდა. 5 წლის ვიყავი და დანბანაში ჯერ კიდევ დედა მეხმარებოდა. როცა ჩვეული საქმიანობა სმივყევი ხელი დავაფიქსირე რომ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და დედაჩემი სწრაფი რეაქციის გარდა ვერაფერი მამაგრებდა. ამის მერე ოინბაზობა აღარც მიფიქრი ;)
LikeLike
შეგრცხვეს :) :) :) :) კიდევ კარგად გადარჩენილხარ და სადამსჯელო ღონისძიებები არ გატარებულა? :) :)
LikeLike
არა, საბედნიეროდ. ჩემს ოჯახში ეს დღემდე კურიოზად დადის :) :) :)
LikeLike
რა ჯობია ასეთ ოჯახს :) ახალგაზრდა ლინდგრენოლოგის ვნებებს გაგებით რომ ეკიდებიან :)
LikeLike
ეს რა არის ასეთებს ჩემგან მიჩვეულები არიან :) როცა ჰოლმსი წავიკითხე უამრავი საბუთი, დასკვნა და ჩვენება მქონდა ჩაწერილი. რომელიც კარგა ხნის მალვის შემდეგ დედაჩემმა აღმოაჩინა. რატომღაც მეგონა დამცინებდნენ მაგრამ რეზინი ხელთათმანები (ანაბეჭდები რომ არ დამეტოვებინა :) ) ფერადი ფურცლები და სათამაშო იარაღები მაჩუქეს :)
LikeLike
უმაგრესობაა :) შენებს ჩემი მქუხარე აპლოდისმენტები გადაეცი :)
და ისა… მაგ ჩანაწერების გამოქვეყნებაზე არ გიფიქრია? სუპერ-პოსტი იქნება :)
LikeLike
ამაზე არ მიფიქრია თუმცა რატომაც არა> ერთ-ორ დღეში დავწერ :)
LikeLike
არ დაგავიწყდეს და არ დაიზარო… მშვენიერი პოსტი გამოვა, დამიჯერე.
LikeLike
პეპი პეპი.. როგორ მიყვარს პეპი. თმასაც ეგრე ვიკეთებდი ხოლმე, განსაკუთრებით რაც “ბასტი-ბუბუს” ერთ-ერთ კლიპში პეპის დამსგავსებული გოგონები გამოჩნდნენ. :)
LikeLike
შენ პეპისტი ყოფილხარ… მე უფრო კარლსონისკენ ვარ.
LikeLike
ბიულერბიუელი ბავშვები და ჩვენ სალტკროკელები ვართ მე ვახსენე პირველად აქ ^__^ სულ მინდოდა დაიკო იდას ადგილას ვყოფილიყავი ან ემილის მაგივრად მე წამომეცმია მისი მამისთვის თითზე სათაგური , და ფრეკენ ბოკისთვის ნერვების მოშლაც მინდოდა ძალიან :)
LikeLike
პირველად როდის? ეს პოსტი ადრეც ნახე და კომენტარიც დატოვე?
LikeLike
კი ვიყავი მაგრამ ახლა ვერ ვიპოვე ჩემი ძველი კომენტარი რატომღაც :/
LikeLike
აქ არაფერი წაშლილა :(
LikeLike
ალბათ გაჭედა და არ დაკომენტარდა ან რამე ეგეთი :) მთავარია რომ მეორე კომენტარი ჩანს ^^
LikeLike
რა თქმა უნდა. ვორდპრესი ხშირად ჭირვეულობს :(
LikeLike
ძალიან ღრმად ჩამწვდა სულში ეს პოსტი : ) ვგიჟდები ლინდგრენზე, რაც გეწერა ყველა გულის ფანცქალით მაქვს წაკითხული,
“ბიულერბიუელი ბავშვები” არ გეწერა მხოლოდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ წაკითხული გაქვს,
ალბათ ცხრაათასჯერ მაინც გადავიკითხე, მახსოვს და აღარაფერზე ვფიქრობდი სხვაზე : ))) უჰ, კარგი იყო :D
LikeLike
უი, კომენტარებში უხსენებიათ :D ძალიან კარგი . <3
LikeLike
ყველაფერს ერთ პოსტში ვერ ჩავატევდი და არც არის, ალბათ, საჭირო :) ასტრიდის ყველა წიგნი, რაც კი რუსულად ან ქართულად უთარგმნიათ, წაკითხული მაქვს. თუმცა, ორი იმდენი მხოლოდ შვედურად არსებობს და მანდ ვერაფერს გავაწყობ…
LikeLike
ანუ ჰარი პოტერის ავტორიც ღიმილის კავალერია? ო.ო
LikeLike
ჩემი წიგნის პირველი ილუსტრაცია :) <3 პეპის და კარლსონის ამ გამოცემას დღემდე სიამოვნებით ვუბრუნდები – უკვე 17 წელია :) ბავშვობა ყოველთვის კარგად მახსენდება და ამაში თავისი წვლილი ასტრიდმაც შეიტანა… კიდევ იმაშიც, რომ ბოლომდე "ვერ" გავიზარდე :)
LikeLike
საპატიო ადგილას მიდევს შინ ეს გამოცემა :) და ვიკლანდის ილუსტრაციებიც ფანტასტიურია.
LikeLike
ერთი დიდი წიგნი მაქვს სახლში. ასტრიდის სამი ზღაპრით, ოღონდ მესამე რომელია ვერ ვიხსენებ, რატომღაც (არავინ მიჯერებს, დავბერდითქო რომ ვამბობ- სკელროზი ხომ მაქვს და ჭაღარა იმდენი, უკვე მუქ თმას დაითვლის ადამიანი). ხოდა, იმას ვამბობდი, რომ უზომოდ, უზომოდ სემაყვარა თავი ამ პერსონამ თავისი ზღაპრებით. იმდენად, რომ ჩემი მორიდებული თხოვნები (ახლაც ასე ვარ, რამე რომ მინდა, ვერ ვითხოვ ხოლმე :დ არადა, ითხოვეთ და მოგეცემათო), იმ გაჭირვებულ 90-იანებში, სწორედ ლინდგრენზე ავარდა. ვინ მიყიდდა, მაგრამ სამეზობლოში ინათხოვრეს, თუ ვინმეს ჰქონდა :დ
LikeLike
იმ გაჭირვებულ ოთხმოცდაათიანებში არც იყიდებოდა, ალბათ, ლინდგრენი. ძველ წიგნებს თუ მოიძიებდა კაცი. ან წიგნებისთვის ვის ეცალა მაშინ…
უბერებელი კლასიკაა. ასი წლის შემდეგაც სიამოვნებით წავიკითხავ.
LikeLike
ყველაზე მაგარი იცი რა არის? შენი ბავშვობის ფიქრებს და ოცნებებს, წიგნებს და გმირებს შენს შვილს რომ უზიარებ, თითქოს შენი ბავშვობა შენს შვილში გრძელდება…
LikeLike
და კიდევ უფრო მაგარია, შენს შვილსაც რომ მოეწონება :) გულის კანკალით რომ ელოდები, აბა, რას იტყვისო და რა კარგიაო, რომ გაეღიმება და შვებით ამოისუნთქებ :)
LikeLike
შეუძლებელია ლინდგრენის გმირები და წიგნები ჭკუათმყოფელ ბავშვს არ მოეწონოს, არც ჩემი შვილია გამონაკლისი. ლიონებერგელი ემილი დავამთავრეთ და დაასკვნა ეს ბიჭიჩემზე გიჟიაო:)
LikeLike
:) მე ჯერ ასეთი არავინ შემხვედრია და რა გითხრა…. ალბათ, არც არსებობენ :) შენი ბიჭი რა მაგარი ტიპია :)) მიყვარს ასეთი ბავშვები :)
LikeLike
აუ ძალიან მაგარი ტიპია:) მართლა
LikeLike
ეტყობა კიდეც :) დაწერე ერთი გემრიელი პოსტი და უკეთ გავიცნობთ.
LikeLike
კი ეხლა ვწერ სკეიდზე დგომა რომ ვისწავლეთ მე და დანიმ. სანამ სკოლაში წავა კი ერთ პოსტს მთლიანად მას მივუძღვნი.
LikeLike
ძალიან კარგი :) შენ დაწერე და ჩვენ წავიკითხავთ.
LikeLike
coming soon
LikeLike
[…] თქვენ იცნობთ და ალბათ იმასაც მიხვდით, ღიმილის ორდენის კავალერზე – ასტრიდ ლინდგრენზე რომ […]
LikeLike