”ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ”
მე მინდა, შევატყობინო მსოფლიოს ყველა მამაც მუსლიმს, რომ ”სატანური ლექსები”, მისი ავტორი, გამომცემელი, ყოველი მათგანი არის ისლამის მტერი, წინასწარმეტყველის მტერი, ყურანის მტერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
მე მოვუწოდებ ყველა გულად მუსლიმს, სადაც არ უნდა იყვნენ, რომ მოკლან ისინი დაფიქრების გარეშე, რათა ამიერიდან აღარავინ გაბედოს მუსლიმების წმინდა რწმენის შეურაცხყოფა.
ყველა, რომელიც ამ წმინდა საქმისთვის მოკვდება, მარტვილია, ღმერთის რჩეულია.
ასევე, თუ ვინმე ახლოსაა სალმან რუშდისთან, მაგრამ არ ძალუძს მისი მოკვლა, ვალდებულია, შეატყობინოს ხალხს, რათა რუშდი დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის.
ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 14 თებერვალს ირანის სულიერმა ლიდერმა ალ-მოსავი ალ-ჰომეინიმ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის სიკვდილი მიუსაჯა. ფატვა “სატანური ლექსების” თარგმნა-გავრცელებაში მონაწილე ყველა პირს ეხება. რომანი, საკუთრივ ირანის გარდა, მსოფლიოს 14 სახელმწიფოში ოფიციალურად აკრძალულია. საბედნიეროდ, განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. ჩანს, სამყარო ჯერ ისევ მოაზროვნე ადამიანებით არის დასახლებული.
რელიგიური რეპრესიები „განსხვავებული“ ლიტერატურის მიმართ, როგორც ნეტარხსენებული რუსთველი იტყოდა, “არ ახალია, ძველია” – ღმერთის სახელით წიგნებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ებრაელები აპოკრიფულ თალმუდებს სპობდნენ, ქრისტიანები – არაკანონიკურად მიჩნეულ თეოლოგიურ თხზულებებს. მრავლისმეტყველია ფრაზა, რომელსაც ლეგენდა ანტიკური სამყაროს საოცრების – ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელყოფაში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს ხალიფა უმარს მიაწერს – “თუ ეს წიგნები იგივეს ამბობს, რაც ყურანში წერია, ისინი საჭირო არ არის და თუ ყურანს ეწინააღმდეგება – მათი განადგურება, მითუმეტეს, აუცილებელიაო”.
სახელგანთქმული Index Librorum Prohibitorum – კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების სია კანონის სტატუსს 1966 წლამდე ინარჩუნებდა, დღეს კი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ეკლესია ყველა ლოიალურ კათოლიკეს ბალზაკის, დეფოს, ვოლტერის, უნამუნოს, ფლობერის, სტენდალის წაკითხვისგან თავის შეკავებას ურჩევს. გადაავლეთ სახელებს თვალი და თავად განსაჯეთ, რა უფრო საზიანოა – ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა თუ – პირიქით.
არ იფიქროთ, 14 თებერვლის რომანტიკული განწყობისათვის შეუფერებელ პოსტს მხოლოდ ისტორიული ექსკურსისთვის ვწერდე. ჯვაროსნული ლაშქრობები ქართული რეალობისთვისაც აქტუალურია. ღმერთის სახელით წიგნებს ჩვენთან დღესაც ებრძვიან.
ბევრს, ალბათ, არც ახსოვს, რა აურზაური მოჰყვა ლაშა ბუღაძის “პირველი რუსის” ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაბეჭდვას. აურზაური რბილად ნათქვამია – ლაშას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და საჯარო მონანიებას მოითხოვდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი რიგითი ქართული მოთხრობის და მისი ავტორის საკითხი პარლამენტის სხდომაზე განიხილეს. რელიგიურ-ექსტრემისტული ყაიდის გაერთიანება-კავშირები დღესაც შესაშური გულმოდგინებით ებრძვიან “ჰარი პოტერს” – ვითომ სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე სხვა არაფერი გვეღობებოდეს. არაკეთილხმოვან ეპითეტებს და მუქარას ვერც ზაზა ბურჭულაძე გადაურჩა, რელიგიურ-ლიტერატურული ვულკანის ბოლო ამოფრქვევას კი საერთოდ არ ვახსენებ – ისედაც ყველას პირზე აკერია…
საინტერესო ის არის, რომ ამგვარ რელიგიურ ისტერიებს სტაბილური უკუშედეგი მოაქვს – „დაწყევლილი“ წიგნების პოპულარობა განუხრელად იზრდება. სალმან რუშდის 2007 წელს ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის ტიტული მიანიჭა, ხოლო 2008 წელს, მკითხველების ინტერნეტ-გამოკითხვის საფუძველზე, ბუკერის პრემიის ლაურეატთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პოტერიადის შვიდი წიგნის ქართულად თარგმნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. ლაშა ბუღაძე და ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე პროზის ჰედლაინერებად მოიაზრებიან, ერეკლე დეისაძე კი თავისუფალი აზრის მოტრფიალე ახალგაზრობის კერპად იქცა… თუმცა, „საიდუმლო სირობის“ ლიტერატურულ ღირსებებს ყველაზე ზუსტ ეპითეტად, ვფიქრობ, მისივე სათაურის მეორე ნაწილი შეეფერება.
დასკვნა ერთია და უალტერნატივო – წიგნსა დ უწიგნურობას შორის ბრძოლაში ეს უკანასკნელი, აპრიორი, დამარცხებულია.
პოსტი აიათოლა ჰომეინის ფატვათი დავიწყე და იმ ქალის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც, სასტიკი და აბსოლუტურად რეალური მუქარის მიუხედავად, რუშდის “სატანური ლექსები” ინგლისურ ენაზე თარგმნა. ამ მცირე მონოლოგს ინტერნეტში ხეტიალისას გადავაწყდი და სახელდახელოდ გადმოვაქართულე. სათქმელის უფრო ზუსტად, მკაფიოდ და ლაკონურად გადმოცემა, დამეთანხმებით, შეუძლებელია.
მე ანა ნენსი ოუენი მქვია.
ეს, რა თქმა უნდა, ფსევდონიმია (მსურველი იოლად მიხვდება, საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს).
ის, რაც გავაკეთე, გავაკეთე იმიტომ, რომ მძულს ყველა ინკვიზიტორი რწმენის და სამოსის მიუხედავად.
მე არ შემიძლია, გულგრილი ვიყო კათოლიკეების მიმართ, “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” რომ კრძალავენ და ფაშისტების მიმართ, ჰემინგუეის რომ წვავენ.
არ შემიძლია გულგრილი ვიყო მუსლიმების მიმართ, რომლებიც რეჟისორებს და მთარგმნელებს ხოცავენ და “ერთად მიმავალთა” მიმართ, რომლებიც “არასწორ” წიგნებს სიმბოლურ უნიტაზში რეცხავენ.
არ შემიძლია, გულგრილად ვუცქირო სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც აკრძალული წიგნების სიას ადგენენ და ტირაჟების დაბრუნებას ითხოვენ, მართლმადიდებელ კლერიკალებს, რომლებიც დარვინიზმის აკრძალვას ცდილობენ.
და ჩემი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ცდილობს, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს ყურანი – არაფრით არის უკეთესი.
ადამიანს უფლება აქვს, გაეცნოს ნებისმიერ წყაროს საკუთარი აზრის შესაქმნელად… ის არც ისეთი გონებაჩლუნგი პირუტყვია, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფნი ფიქრობენ და არც ისეთი, როგორადაც ცდილობს თავის მოჩვენებას ისტორიის გაკვეთილების მუდმივი იგნორირებით. ის – მოაზროვნე ადამიანია. რეი ბრედბერის გაფრთხილება სამეცნიერო ფანტასტიკად უნდა რჩებოდეს და არ იჭრებოდეს ჩვენს ყოველდღიურობაში “სატანური ლექსების” მთავარი პერსონაჟის – ჯაბრაილ ფარიშტას კოშმარების მსგავსად.
საინტერესო თემა ჩანს, გულდასმით გადავიკითხავ, მაინც გააზრებული ლაიქი :)
LikeLike
დანქე :) ლაიქები ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამ პოსტზე, უპირველესად, დისკუსიას ველოდები…
LikeLike
მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი რადიკალურ ზომებს საზოგადოებისთვის ბევრად მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე.
LikeLike
მეც მორწმუნე ვარ და მეც ასე მგონია… ასეთ შემთხვევებში უკუშედეგი, თან ძალიან მძაფრი, თითქმის გარდაუვალია.
LikeLike
აკრძალვა ყველაზე უსარგებლო რამაა და როგორც წესი, უკუშედეგი მოაქვს! აკრძალული ნაწარმოების ავტორები კი გმირები ხდებიან, მიუხედავად ნაწარმოების რეალური ხარისხისა… ასე რომ, აკრძალვა ისევ მათ წისქვილზე ასხამს წყალს…
LikeLike
მხოლოდ ერთ სიტყვას დავამატებდი – ირაციონალური აკრძალვა. აკრძალვა, რომლის მიზეზს დამაჯერებლად თავად ამკრძალავი ვერ ხსნის.
დანარჩენი – სრული სიმართლეა, კოლეგა :)
LikeLike
ირაციონალური აკრძალვა თავისი არსით უაზრობაა, მაგრამ არგუმენტირებული აკრძალვა გამოსავალია, ვითომ???
LikeLike
არგუმენტირებული აკრძალვაა, მაგალითად, კანონი. არ მოიპარო და კაცი არ მოკლაო – ამის იმპერატიულობას არავინ (ან თითქმის არავინ) აპროტესტებს.
ან უფრო მარტივი – თუ წითელი ანთია, ქუჩა არ გადაჭრაო. იმიტომ, რომ მანქანები მოძრაობს და დაგეჯახებაო…
LikeLike
ჰო, ეგ თავისთავად…
დაახლოებით იგივე მიდგომაა ჩვენს მიერ ირაციონალურად მიჩნეულ აკრძალვებშიც: არ წაიკითხო “და ვინჩის კოდი”, თორემ რწმენა შეგერყევა და ჯოჯოხეთში მოხვდებიო…
ისე, ვაღიაროთ, რომ იმასაც მნიშვნელობა აქვს, ვინ გვიკრძალავს!
საბჭოთა პერიოდში კანონის ძალით კრძალავდნენ ლიტერატურას და უმრავლესობა ემორჩილებოდა კიდეც, მაგრამ ბევრი ფურცელ–ფურცელ აგროვებდა აკრძალულ ნაწარმოებებს და ავრცელებდა …
მაინც მგონია, რომ ეკლესია გაცილებით დიდი რისხვის საგანია ხოლმე ასეთ შემთხვევებში, ვიდრე სახელმწიფო იქნებოდა… იმიტომ, რომ კანონისადმი მორჩილება ჩვეულებრივი ამბავია, თუნდაც იგი უსამართლო იყოს; ხოლო ეკლესიის მიერ აკრძალვას გაცილებით მძაფრი საწინააღმდეგო რეაქციები მოჰყვება ხოლმე…
არც ერთი სახით არ ვარ აკრძალვის მომხრე, როცა საქმე სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ეხება, მაგრამ ხშირად აკრძალვების წინააღმდეგ გამოსვლის სტიმული ამ ღირებულებების დაცვა კი არა, ამკრძალავის დისკრედიტაცია და “საკუთარი პროგრესული აზროვნების” ხაზგასმაა… განსაკუთრებით, ჩვენს დღევანდელობაში…
LikeLike
ზუსტად ასეა :)
გახსოვს, და ვინჩის კოდზე რა ხდებოდა? წიგნზე დიდი არაფერი, წიგნი, ვეჭვობ, სადაც მსგავსი აქციები იგეგმება, უბრალოდ არ (ვერ) წაიკითხეს. აი, ფილმზე… კინო რუსთაველთან პიკეტი იდგა, არ შეხვიდეთო…
კანონი, თუ არგუმენტირებულია და გასაგები, იმუშავებს. აკრძალვას დაემორჩილებიან. არ დაემორჩილებიან და ლეგიტიმური პასუხის საშუალებაც არსებობს – სტანდარტული სიტუაციაა. ძველი რომიდან დღემდე ასეა. აი, უაზრო აკრძალვა და შეუცნობელზე პედალირება ერთმნიშვნელოვნად უკუშედეგს იძლევა.
აკრძალვების წინააღმდეგ გამოსვლით საკუთარი პროგრესულობის დემონსტრირება, მე თუ მკითხავ, იმ აკრძალვაზე უკეთესი არაფრით არის. სოშალ ანიმალს ვეკამათე ამას წინათ აქსიომას ბლოგზე, ზუსტად ამას ვამბობდი – ჩემთვის თეოკრატი-ფაშისტი და მებრძოლი ათეისტი დაახლოებით ერთი და იგივეა.
LikeLike
გამოსავალი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ნებისმიერი აკრძალვა პროტესტის გრძნობას აღვიძებს, უბრალოდ, როდესაც აკრძალვა გონივრული და არგუმენტირებულია, მოაზროვნე ადამიანში საღი აზრი იმარჯვებს ხოლმე (IMHO)
LikeLike
გეთანხმები აბსოლუტურად!!!
LikeLike
უმნიცა :)
LikeLike
კარგად მახსოვს, ერთ ჩემს მეგობარს ნათლულისთვის საჩუქრად ნაყიდი “ჰარი პოტერი” უკან რომ გამოატანეს :( მაშინ პირველად გავიაზრე, რომ ხალხი მეტისმეტად ადვილი სამართავია, თუ შეუცნობელზე მოახდენ პედალირებას.
LikeLike
ლორდი წერდა ერთგან, წირვიდან დაბრუნებულმა დედამ შვილს “ჰარი პოტერი” რომ გადაუხია… შემოიხედავს და თავად იტყვის.
შეუცნობელზე პედალირება ყველაზე ეფექტური ხერხია… და ყველაზე უნამუსოც :(
LikeLike
ჰარი ჰარი… კარგი რა :\
როგორ უნდა დაუხიო პოტერი ადამიანს…
LikeLike
არ მესმის, ვერც ვერასოდეს გავიგებ და გინდა ურწმუნო დამიძახეთ და გინდა კოცონზე დამწვით.
უმაგრესი წიგნია, ფანტასტიური თარგმანი გვაქვს და ვის რას უშავებს, იქნებ ვინმემ მითხრას…
LikeLike
თუ სისაძაგლეს წერ და მერე წიგნის ფორმას აძლევ, მაშინ საძაგელი კრიტიკაც უნდა აიტანო. ასეთი სისაძაგლეების ავტორებისთვის კრიტიკა ყოველთვის მიუღებელია და საბლოოდ ის მაოცებს რატომ დაოებენ საერთოდ გემოვნებაზე?
LikeLike
საქმე იცი, რაშია, საძაგელი კრიტიკა მარტო იმ ავტორს კი არა, მეც მვნებს. ის რას იტანს, ამ შემთხვევაში, მისი საქმეა, მე ის მაწუხებს, ვიღაც რომ ცდილობს, გადაწყვიტოს, მე რა წავიკითხო და რა არა…
LikeLike
მასეთი ლოგიკით სახელმწიფო აპარატები წყეტენ მოწიო თუ არა, რა უნდა ჭამო, რა დალიო. ვიღაც იმასაც წყვეტს როგორი განათლება უნდა მიიღო ამ ქვეყანაში და რატომ გიკვირს ვინმეს რომ არ უნდოდეს შენთვის მავნებელი ლიტერატურის მოწოდება? აზრი მრვალნაირი არსებობს და თუ მკითხავ, მართლებიც არიან გარკვეულ წილად, ვერ ვიზიარებ თანამედროვე გარყვნილებით სავსე ლიტერატურას , მათ შორის ბუღაძეებს და დეისაძეებს. არ მინდა ჩემმა შვილებმა მსგავსი რამ წაიკითხონ.
LikeLike
სახელმწიფო აპარატი რასაც წყვეტს, არგუმენტირებულად წყვეტს. ყოველ შემთხევაში, ასე უნდა აკეთებდეს. მაგალითად – ქუჩაში ნაგვის დაყრას კრძალავს, ყაჩაღს იჭერს, მოძრაობის წესებს ადგენს…
მავნებელია თუ არა ლიტერატურა, ამას, ჩემთვის, მხოლოდ მე ვწყვეტ, შენთვის – მხოლოდ შენ, გოგისთვის – მხოლოდ გოგი და ასე შემდეგ.
შენი ნებაა, წაიკითხო ან არ წაიკითხო ნებისმიერი წიგნი. და მოდი, მეც ნუ წამართმევ იმის უფლებას, თავად გადავწყვიტო, რისი წაკითხვა ღირს და რისი – არა.
LikeLike
მერწმუნეთ, გარკვეული ასაკის შემდეგ თქვენი შვილებიც კი არ შეგითანხმებენ, რას წაიკითხავენ და რას – არა. აქ დავა სწორედ არჩევანის თავისუფლებაზეა და არა გემოვნებაზე – არ მსურს, ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილება სხვებმა მიიღონ. აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ სწორედ ფანატიზმი და რადიკალიზმი გახლავთ უამრავი ისეთი ქმედების სათავე, ადამიანურ ეთიკასაც რომ ეწინააღმდეგება და დეკალოგსაც.
LikeLike
დეკალოგს – განსაკუთრებით.
და ზოგადად – არატოლერანტული რელიგია არ არსებობს. შემწყნარებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს და ისლამიც.
LikeLike
შვილებზე გამახსენდა . . . ერთხელ მშობლებს ვკითხე გარკვეული წიგნების კითხვას რატომ არ მეკრძალავთ- მეთქი. შენი ჯიუტი ხასიათის გადამკიდე მაინც წაიკითხავ და გვირჩევნია ჩვენ მაინც ვიცოდეთ თქო :)
LikeLike
რამდენადაც გიცნობ, სოლომონის გადაწყვეტილება მიუღიათ შენებს, თაია :)))
LikeLike
ყველაზე მეტად ფსევდომორალიზმი მაღიზიანებს – ისე გამოდის, თითქოს უზნეო ადამიანების არსებობა მთლიანად “არასწორი” ლიტერატურის ბრალი იყოს. წერა–კითხვის უცოდინარი არამზადები და ზნედაცემულები არ შეგხვედრიათ?
LikeLike
რამდენიც გინდა… და ისეთი არამზადაც მინახავს, “სწორი” და “იდეურად გამართული” წიგნის გარდა სხვას რომ არაფერს კითხულობს.
ჩვენ აქ კონკრეტულ წიგნებს არ ვარჩევთ. ამჯერად მხოლოდ ნების თავისუფლებაზე ვსაუბრობთ. წიგნის ავ-კარგიანობა ერთია და მისი წაკითხვის აკრძალვა – მეორე. ჰოდა, ზუსტად, ამ აკრძალავს ვეწინააღმდეგები.
LikeLike
თავისთავად. მეც ზუსტად იგივეს თქმა მინდოდა.
LikeLike
წაკითხვის უფლებას არავინ არ გართმევს, აქ ლაპარაკია იმაზე რომ ლიტერატურას დამანგრეველი ძალა აქვს და მართლა საზიანოა მომავალი თაობის მორალური აღზრდის თვალსაზრისით, პორნო არ უნდა აიკრძალოს?,გარყვნილება?,ნარკომანიისადმი, ძალადობისადმი სიმპატიები? თავისუფალი ცხოველია– ადამიანი მაძალი ზნეობისკენ უნდა ისწრაფვოდეს და არა ადამიანური თვისებებისგან გათავისუფლებაში. პატარებზე ცუდ გავლენას ახდენს ბევრი მჯღაბნელი, ჰარი პოტერის და მსგავსი ნაწარმოების აკრძალვას არც მე არ ვემხრობი, მაგრამ როცა ჩემთვის წმინდანად ქცეულ იდეალებს , ტამარ მეფეს, ილიას და სხვებს აშიშვლებენ ეს უკვე ჩემი მრწამსის შეურაცხმყოფელია და ვერ შევეგუები. საკუთარი თავი გააშიშვლონ და გაყიდონ მერე. ან ნუ მებრძვიან და ნუ მპასუხობენ ცინიკურად როცა ვაკრიტიკებ. მოკლედ უაზროდ ვკამათობთ. გემოვნებაზე არ უნდა იდაონ. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით. რაც უნდათ ის გაუკეთებიათ. უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს– ასეთი ავტორები საზოგადოებისთვის საშიში არიან და არ უნდა ქვეყნდებოდეს ცენზურის გარეშე. როგორც პაზოლინის ბევრი ამორალური შედევრი. და ზალიან გთხოვთ ფანატიკოსად ნუ ჩამთვლით. უბრალოდ ხმამაღლა გამოვხატავ ჩემს პოზიციას , ბრძოლით–არავის არ ვებრძვი.
LikeLike
უპირველეს ყოვლისა – უაზროდ არ ვკამათობთ :) ეს პოსტი აქ საკამათოდ და სადისკუსიოდ არის დაწერილი და თუ ვინმეს კომენტარი მაინტერესებს, პირველ რიგში – განსხვავებულად მოაზროვნეთა აზრი. ესეც არ იყოს, ნებისმიერი ორი პოზიციის დაახლოება შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, თუ პოზიციის მიღმა გონიერი ადამიანია. ასე რომ, მადლობა კომენტარებისთვის :)
პორნოგრაფია, ნარკოტიკების და ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია კონვენციებით, შეთანხმებებით და კანონებით – შესაბამისად, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მსგავსი შინაარსისაა და კანონის დაწესებულ ჩარჩოს არღვევს – ავტომატურად იკრძალება.
წაკითხვის უფლებას, ისე როგორც ირანში, საქართველოში ჯერ ვერავის წაართმევენ. სეკულარული სახელმწიფო ვართ ჯერჯერობით და არა თეოკრატია. ცდით, იცოცხლე, ცდილობენ.
რაც შეეხება ცენზურას, კონსტიტუციით პირდაპირ არის აკრძალული და ესეც რომ არ იყოს, ნებისმიერ საზოგადოებაში ყველა უბედურება საზოგადოებრივი ცენზურის შემოღებით იწყება.
ეს შენ არ ებრძვი :) და რამდენი ებრძვის, სიტყვითაც და საქმითაც, ძნელი დასათვლელი არ არის. ჰოდა, ამას ვაპროტესტებ მეც.
LikeLike
პაზოლინის ფილმებზე გამახსენდა – საბჭოთა კავშირში იყო ასე, ფილმებს ჭრიდნენ. ვიღაც იჯდა და წყვეტდა, ამის ნახვა შეიძლება და ამის არაო… “ჭირვეულის მორჯულებაც” პაზოლინი იყო, ილუზიონში დაჭრილ-დაჩეხილს რომ აჩვენებდნენ?
LikeLike
შეიძლება მეც გეთანხმები იმაში, რომ ზოგი მართლა საზიზღრობა და უაზრობაა, თუმცა ეს არ გვაძლევს საფუძველს ავკრძალოთ იგი. არ მოგწონს? არ წაიკითხო. არც მე წავიკითხავ თუ არ მომწონს, მაგრამ იქნებ ჩემს მეგობარს უნდა წაკითხვა და იმან რა დააშავა? ჩვენ რა უფლებით უნდა ავუკრძალოთ? ყველას თავისი ცხოვრება აქვს და გემოვნება ძალიან მრავალფეროვანია, იმას უნდა წაიკითხავს, მე არ მინდა? არ წავიკითხავ. და სხვათაშორის, სწორედ ამ ჩვენი აკრძალვების გამოა რომ კითხულობს უმრავლესობა ამ წიგნებს, ხომ გაგიგია, “აკრძალული ხილი გემრიელიაო”, სადღაც მართალია ეს ფრაზა და აღარაა უცხო ის, რომ აკრძალულს უფრო ეტანება ადამიანი.
LikeLike
სრული სიმართლეა :) ზუსტად ეს დამოკიდებულება მაქვს მეც. ნება მომეცით, ბატონო ცენზორებო, თავად გავარკვიო, რა არის კარგი და რა – ცუდი. პირობას გაძლევთ, ცუდს, სათოფეზე არ გავეკარები. ოღონდ, ის, რომ ეს წიგნი ცუდია, სხვამ (დიდაქტიკურ-მბრძანებლური ტონით) არ უნდა მითხრას.
აკრძალვაზე საერთოდ არაფერს ვამბობ. აკრძალვა უსარგებლოა თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ რეალური უკუშედეგი მოაქვს.
LikeLike
მეც ზუსტად იგივეს ვაკეთებ – ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. აკრძალვა – პანაცეა არ არის. პორნო, ძალადობა, გარყვნილება – ნებისმიერი ტაბუს ფონზე იარსებებს და ამას ისიც არ უნდა დავუმატოთ, რომ ვინმე თითის ქნევით მასწავლიდეს ჭკუას, რა წავიკითხო, როგორ მუსიკას მოვუსმინო, საწოლ ოთახში როგორ მოვიქცე და ა.შ.
LikeLike
დამანგრეველი ძალა მარტო ლიტერატურას კი არა, ჩვენს ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას, ბოროტებას და ძალადობასაც აქვს. რა ვქნათ, დავხუჭოთ თვალები, გავიხიზნოთ და უსიერ ტყეში ვიცხოვროთ, რომ გარემომ დამღუპველი ზეგავლენა არ მოახდინოს და სწორ გზას არ აგვაცდინოს?
LikeLike
საინტერესო თემაა. აი, გადავხედე აკრძალული ლიტერატურის სიას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, (თუმცა არც აქამდე მეპარებოდა ეჭვი) რომ აკრძალვას აზრი არ აქვს. ძალად მწერლების აკრძალვით გამოწვეული მათი პოპულარიზება უფრო მაღიზიანებს. კომენტარებში გონივრულ აკრძალვაზე იყო საუბარი, მეც ვეთანხმები, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ადამიანს ყველაფრის უფლებას არ უნდა აძლევდეს, მიუხედავად იმისა რომ რაც დღეს შეიძლება მიუღებელი მოგვეჩვენოს, მომავალში სრულებით მისაღებად იქცეს.
LikeLike
ზუსტად :) ძალად მწერლებზეც იგივეს ვამბობ და აკრძალვებზეც. მირჩევნია, თავად გავარკვიო, რა ვარგა წასაკითხად და რა – არა… აი, რაც არ ვარგა, პატიოსან სიტყვას ვიძლევი, ერთხელ რომ ვნახავ, მეორედ წამკითხველი არ ვარ… მაგრამ სხვა ნუ მიმითითებს, ეს კარგია და სწორი, ეს ცუდია და არასწორიო…
ორივე დიუმაა მაგ სიაში. ან ერთმა რა დააშავა, ან მეორემ?
LikeLike
ვერ გეტყვი რა დააშავა. :) ეგ შენს რომელიმე საყვარელ დეტექტივს დაავალა მაგ საქმის გამოძიება, ასე თუ დაადგენ მიზეზებს. :)
LikeLike
რა გითხრა, მაგ სიის შემდგენელთა სინდისზე იყოს… მე ხელს არ მიშლიან და ვისაც მათი სჯერა – გავატარებ. მე მეტი რა ვქნა…
LikeLike
მოლლი პაზოლინის ბევრი ფილმი დასაჭრელი კი არა დასაწვავია. . ის რაც ” სალო”–ში არის ნაჩვენები ამაზრზენია და სხვა მხატვრული თუ რეჟისორული ხერხითაც შეიძლებოდა გადმოეცა, თან ისე რომ ფეკალიები არ დაელაგებინა სახეზე მაყურებლისთვის. იმ საწყალმა რა ბედიც გაიზიარა კი იცის მსოფლიომ. და კიდევ ვინც ვერ გაიგო რას ვგულისხმობ: ხელოვნება ზოგადად ადამიანის გაკეთილშობილებას უნდა ემსახურებოდეს და არა მის გარყვნა– გადაგვარებას. თუ უმცირესობაში მოიაზრებს ვინმე საკუთარ თავს , მარტო იმიტომ, რომ მანიაკია და იცის ამის შესახებ და საკუთარი სიმახინჯის ლეგიტიმაციას ცდილობს. გული მერევა პაზოლინიზე როცა ბერტოლუჩის და თუნდაც კურასაოს მსგავსი გენიოსები არსებობენ.
LikeLike
ეს შენი, როგორც ერთი მაყურებლის აზრია. სხვა, სავარაუდოდ, სხვაგვარად ფიქრობს, იმიტომაც არის პაზოლინი დიდი რეჟისორი, თორემ საშუალო დონეს ვერ გასცდებოდა. მე, მაგალითად, პაზოლინი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით “ოიდიპოსი”, მაგრამ მის ფილმებს პირადი ცხოვრების მაგალითად არ ვიღებ და ორიენტაციას არ ვიცვლი.
კურასაოს არა, ალბათ კურასავას თქმა გინდოდა. კურასაო სულ სხვა რამეა.
და ბერტოლუჩის “მეოცნებეებზე” რა აზრის ხარ? ისიც დასაწვავია?
LikeLike
ცენზურა, თავისი განმარტებით არის კონტროლი სახელმწიფო ზედამხედველობითი ორგანოს მიერ, რათა არ მოხდეს იმ იდეებისა თუ ცნობების გავრცელება, რომელებიც ამა თუ იმ ხელისუფლებას საზიანოდ ან არასასურველად მიაჩნია, (საზიანოდ და არასასურველად მიჩნია) ზუსტად იმ ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოებასთან სინქრონულად ვითარდება არ უნდა დასჭირდეს ასეთი შიშის დამნერგავი ინსტრუმენტის ხმარება, სხვა შემთხვევაში: თურქეთმა youtube აკრძალა, სხვამ facebook, და მგონი ახლა skype აკრძალვა უნდათ ჩინეთში, ყოველთვის ხელისუფლების მხარეს გავაპროტესტებ ცენზურას და საზოგადოების მხარეს კანონის დარღვევას !
LikeLike
აი, ეს მომწონს :) ცენზურას კარგი არასოდეს არსად მოუტანია. რაგინდ კეთილშობილი მიზნები ამოძრავებდეს, ბოლოს მაინც ძალიან ცუდად ამთავრებს. ცენზურა აპრიორი დიქტატურისკენ მიმავალი გზაა.
LikeLike
თავის დროზე ყვავილების მოედანზეც იმიტომ დაანთეს კოცონი, რომ ჯორდანო ბრუნოს სხვებისთვის მიუღებელი აზრები უტრიალებდა თავში. არადა, დედამიწა, ეს ოხერი, ბრუნავს თურმე.
LikeLike
და, როგორც მახსოვს, ბოდიშიც მოიხადა ვატიკანმა, მაგრამ ჯორდანოს რა…
LikeLike
პაზოლინის პერფორმანსები ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ამას ჩემი შინაგანი ცენზურა აკონტროლებს, სხვისი არ მწირდება.
LikeLike
ზუსტად :) შინაგანი ცენზურა საკმარისია…
LikeLike
ყოველგვარი რადიკალიზმი თავისთავად უკვე საშიშია.
LikeLike
მარგინალი მარგინალია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციას იცავს. ჩემთვის ორივე უკიდურესობა მიუღებელია.
LikeLike
ისე, აიათოლას სიყვარულით არა, ობიექტურობის გრძნობით უნდა ვთქვა, რომ აიათოლას ეყო ტვინი თავად გაეუქმებინა ის სასიკვდილო განაჩენი რაღაცა დროის შემდეგ… ასე მახსოვს.
კათოლიკურ ეკლესიას რაც შეეხება… აქ ბევრი საინტერესო მომენტია.
მაგალითად იოანე-პავლე, რომელმაც მილენიუმ კონცერტზე ბევრი როკ მუსიკოსი მიიწვია. ისევე როგორც ლ’ოსერვატორე რომანო, რომელმაც ერთხელ როკ-მუსიკოსები შეაფასა და ძალიან საინტერესო სია გამოუვიდა.
მაგრამ კიდევ უფრო მომეწონა ის, რაც მათ დაწერეს სიმფსონებზე. http://wp.me/pXQxp-qp
ოფენ იორ აის ოფენ იორ მაინდ :)
LikeLike
მე პირიქით ვიცი – ხომეინი ისე გარდაიცვალა, ფატვას გაუქმება ვერ მოასწრო (არც უფიქრია). 2005 წელს, აიათოლა ხამენეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასიკვდილო განაჩენი და ისიც დაამატა, ფატვას გამომცემი გარდაცვლილია და ვერაფერს შევცვლითო… ინგლისურენოვანი წყაროები ასე ამბობენ და ირანულ საიტებზე ვერაფერი გავიგე (არადა, მთელი საღამო მანდ ვიჯექი ჰესბოლას ხუთოსანი აქტივისტივით).
იოანე-პავლე, რა თქმა უნდა, ღრმად პროგრესული იყო, ბოლოს და ბოლოს, დისკებს წერდა რეპერებთან, მაგრამ ეკლესია მაინც ეკლესიაა და ძალიან რთულად ექვემდებარება რეფორმაციას. თუმცა, კათოლიკეები, ამ მხრივ, აშკარად ცდილობენ.
ოფენ იორ აის ოფენ იორ მაინდ! აი, ეს კარგია :)
LikeLike
ბოლო სამი ე.წ. მოდერნისტი-პაპების ხელში (იოანედან იოანე-პავლემდე).
დღევანდელი იმ სამეულთან შედარებით ბევრად კონსერვატორია…
LikeLike
დღევანდელი, თავის დროზე, ჰიტლერიუგენდის წევრი იყო :) რას გადარჩა ორმოცდახუთშიი…
LikeLike
“ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” – დღეში ორჯერ :)
LikeLike
ეს რეცეპტი ვისთვის არის?
“შინდლერის სიას” დავამატებდი მე – ესეც დღეში ორჯერ.
და ბრედბერის ორ წიგნს. რომლებს – ჩემზე უკეთ იცი, ლორდ.
LikeLike
თავის დროზე ერთ ჩემ პოსტში დეპუტატებს გამოვუწერე (მაგრამ არც სხვებს აწყენდათ.) :) თავის დროზე მიმართვა რომ შედგა ე.წ. მამა ბუასილის ამბავზე მაშინდელი ამბებია…
ნაწარმოებები უამრავია. ლარი ფლინტს იმიტომ ვამბობ რომ იქ რეალური იურიდიული ქეისია, რეალური იურიდიული გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენთვისაც საინტერესოა.
LikeLike
აშკარად არ აწყენდათ…
ლარი ფლინტის ადვოკატის სიტყვაა კლასიკა. ისეთი კლასიკა, დიდი შრიფტით რომ უნდა ამობეჭდო და ყოველდღე წაიკითხო. ბევრ რამეში დაგეხმარება…
LikeLike
მოსამართლის გადაწყვეტილება და სიტყვა კიდევ უფრო კლასიკაა :) ადვოკატი მაინც ტენდენციური უნდა იყოს.
http://wp.me/pXQxp-qh
აი ნახე, ბოლდით რომაა ბოლოში.
ფლინტის ქეისი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ფლინტი არ ყოფილა დიდად სიმპათიური ტიპი. ასეთების ჯვარზე გაკვრა კი იოლია.
LikeLike
ერთი ის არის, რომ დახმარებით მხოლოდ იმ ადამიანებს დაეხმარება, ვინც წინასწარ ქვამოღერებული არ იქნება… რადიკალურად განწყობილი ადამიანი, ჩემი დაკვირვებით, ნებისმიერი გონივრული არგუმენტის მიმართ გასაოცარი იმუნიტეტიტ გამოირჩევა :)
LikeLike
“მე არ ვცდილობ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ის, რასაც ლარი ფლინტი აკეთებს, კარგია. პირადად მე არ მომწონს, რასაც ის აკეთებს. მაგრამ, რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მე და თქვენ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება შეგვიძლია. მე მომწონს, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც შემიძლია ავიღო ჟურნალი „Hustler“ და ის ან წავიკითხო, ან სანაგვე ყუთში მოვისროლო – იქ, სადაც, სინამდვილეში მისი ადგილია. მე ისიც შემიძლია, რომ საერთოდ არ ვიყიდო ეს ჟურნალი და ძალიან მომწონს, რომ ეს უფლება მაქვს. მე ვუფრთხილდები ამ უფლებას ისევე, როგორც მინდა, რომ თქვენც გაუფრთხილდეთ მას – რადგან თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ამას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად გვავიწყდება, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და ეს არაჩვეულებრივია. მაგრამ თავისუფლებასაც აქვს თავისი ფასი – და ეს ფასი ხშირად ისეთი რამის მოთმინებით ატანაა, რაც არ მოგვწონს ან ძალიან არ მოგვწონს. თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ ის იფიქროთ ლარი ფლინტზე და მის ჟურნალზე. მაგრამ, თავისუფლება, რომლითაც თითოეული ჩვენგანი სარგებლობს, ახლა თქვენს ხელშია. და თუ თქვენ დღეს კედელს აღმართავთ და იტყვით, რომ რასაც სხვები ფიქრობენ, ეს ცოდვაა, მაშინ ერთ დღესაც ასეთი კედლები ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაგვხვდება. ეს კი უკვე თავისუფლება აღარ არის“………
http://rasmusi.wordpress.com აქედან წამოვიღე.
სუპერტენდენციურიც რომ იყოს, ისეა ნათქვამი, ძნელია, რამე დაამატო.
LikeLike
პოსტს რომ ვწერი ეგ მასალები კარგად ვნახე. :)
მერე მიმართვაც დაიწერა და… ნუ მთელი ამბები.
LikeLike
უჰ.. წარმომიდგენია, მაგ დროს ბლოგოსფერო რა დღეში იქნებოდა…
LikeLike
მაგ დროს ჯერ კიდევ ფორუმზე ვიყავი – აი იქ იყო ამბები თუ იყო.
LikeLike
ფორუმ.ჯი-ზე? იქნებოდაა…. მანდ ყოველთვის ამბავია და ბუასილზე ხომ გაგიჟდებოდნენ… მანდ, დრო იყო, ბესარიონ გუგუშვილიც კი პოსტავდა..
LikeLike
BPG :) გუგუშვილი მეთაურობდა მასონთმებრძოლთა კოჰორტას. :)
LikeLike
და დიმპიტაურიძე უწევდა მედგარ წინააღმდეგობას :)
LikeLike
უი… დიმპიტაურიძის მხოლოდ სული დამხვდა იქ. ;) მაგ დროს დარეგისტრირებული კი ვიყავი, მაგრამ იშვიათად ვპოსტავდი ისიც მხოლოდ ჯაზში ან ფანტასტიკაში… პოლიტიკაში რომ გადმოვედი დიმპიტაურიძე აღარ იყო უკვე. :)
LikeLike
ანუ, დიმპიტაურიძის კო-მოდერობის და ზეობის ხანა გამოგიტოვებია… აი, დაკა-დაკა მანდ იყო, თუ იყო. ბაჩო და ბპგ vs დიმპიტაურიძე.
LikeLike
ჰა… დიმპიტაურიძე-მოდერი გადმოცემით ვიცი. მოსმენილი მაქვს ლეგენდა დიმპიტაურიძეზე. :)
ბპგ-სთან მეც მქონია კამათი. ბევრ სიგიჟეებს კი ლაპარაკობდა, მაგრამ ზრდილობიანი ადამიანი იყო, ვერ დავუკარგავ.
შენ იქაც მოლი ხარ?
LikeLike
პირადად მე ამ აბზაცში მხოოდ სიმართლის თქმის ტენდენცია აღმოვაჩინე.
LikeLike
კი :) და ის, რომ თავისუფლება ძვირი ღირს და საფასურის გადახდა ყველას გვიწევს.თუ, რა თქმა უნდა, თავისუფლება გვინდა.
LikeLike
სიტყვით ყველას გვინდა, საქმით კი…
LikeLike
ბპგ, როცა სჭირდებოდა, მაშინ იყო ხოლმე ზრდილობიანი… მისი კვახიც და იხვის ტოლმაც ბევრი წამიკითხავს.
არა, მაგ დროს სხვა ნიკი მქონდა, მოლი ახლახანს ავიღე, ბლოგის პარალელურად, მაგრამ თითქმის არაფერი დამიპოსტავს. გაფუჭდა ფორუმი, უცნაური ხალხით არის სავსე…
LikeLike
ფაქტიურად ყველაფერი გითქვამთ რისი თქმაც მინდოდა. მე მარტო ერთს დავამატებდი: დავუშვათ გადავწყვიტეთ კიდეც, რომ რაღაცეების წაკითხვა არ შეიძლება და უნდა ავკრძალოთ. ვის უნდა დავავალოთ ნეტა ამ აკრძალვის განხორციელება?…ხომ არ შევქმნათ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა” მსგავსი ორგანიზაცია? ))) …. ის რომ წითელზე გავლა აკრძალულია და სხვისი ნივთის აღებაც აკრძალულია, არ იძლევა საფუძველს რომ შემოქმედის წერის და მკითხველის კითხვის თავისუფლება აიკრძალოს. ეს ორი სხვადა სხვა სფეროა ძმებო ქართველებო და არაა საჭირო დემაგოგია. კაცის მოკვლა რომ არ შეიძლება ეს არის საჯარო სფერო და აქ სხვა თამაშის წესები მოქმედებს, აქ სხვა რეგულაციებია, რომლებზეც ჩვენ, ინდივიდები ვთანხმდებით, როცა სახელმწიფოს ვქმნით და მე რას წავიკითხავ და რას არა, ეს არის ინტიმური სფერო და სახელმწიფოს მხრიდან, ან ვინმე სხვის მხრიდან რეგულაციებს არ ექვემდებარება. თუ რამე გაუგებრად ვთქვი შემიძლია საჯარო ლექციაც წავიკითხო ამ თემაზე )))….
და ბოლოს: დღეს მივცემთ ვიღაცას უფლებას, რომ აგვიკრძალოს რაღაცის წაკითხვა. ხვალ იცით რა მოხდება? ეს ვიღაცა მარტო იმას კი არ დაგიდგენს, რა არ უნდა წაიკითხო, იმასაც დაგიდგენს, კონკრეტულად რა უნდა წაიკითხო და იმასაც, როდის უნდა წაიკითხო. ასეთია ამგვარი აკრძალვების ბუნება. როგორც მარქსის “კაპიტალის” წაკითხვა იყო აუცილებელი, გინდოდა თუ არა და გჭირდებოდა თუ არა იმის მიუხედავად. სხვა მაგალითების მოტანაც შეიძლება, მარა გამიგრძელდა ნამეტნავად და შეგაწყინეთ თავი.
მოკლედ, იკითხეთ ძმებო, ქართველებო, იკითხეთ! კითხვას ჯერ კაცი არ მოუკლავს …
LikeLike
კითხვას ჯერ კაცი არ მოუკლავს … წაუკითხაობას და უწიგნურობას – რამდენიც გინდა :)
რასმუს :) შენი კომენტარები აკლია ამ ბლოგს :) მართალი ხარ – ნებისმიერი ცენზურა, თავიდან, კეთილშობილ მიზნებს ისახავს – აქაოდა ხალხს საძაგლობები ავარიდოთო და მერე რაში გადაიზრდება, კი გიწერია მანდ.
LikeLike
like the post..
magram es is sakitxia, razec me kamati ar msurs amjerze :)
LikeLike
ამჯერზე ნუ ვიკამათებთ :)
LikeLike
:D :D :D :D
LikeLike
შენ კარგად იყავი და საკამათო პოსტებს კიდევ ბევრს დავწერ :)
LikeLike
ყოველივე ნააზრევის აკრძალვა, მის განდიდებას იწვევს. არ მახსოვს ვინ თქვა ეს, მაგრამ ვეთანხმები.
LikeLike
სრული სიმართლეა :) იმის მიუხედავად, იმსახურებს თუ არა აკრძალული ნააზრევი განდიდებას….
LikeLike
საინტერესოოოოოოა ! = ) მომწონს ! კაი ბლოგია = )
LikeLike
მადლობა, ვანი :)
LikeLike
ნუ, არ ვიცი რა ვთქვა… ძალიან საინტერესო პოსტი და დისკუსიაა და ვწუხვარ, რომ თავის დროზე ვერ ჩავერთე. მოლი ბლუმ, მინდა გითხრა, რომ ამ თემაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ შენ მე რაც წამიკითხავს იმათგან ყველაზე მაგრად გიწერია, არგუმენტებითა და მაგალითებით.
ხო, მე ამასთან დაკავშირებით იმას ვიტყოდი, რომ მე მაქვს უფლება ვიკითხო ის, რაც მინდა და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” არაა ჩემთვის კედელი. და საერთოდაც, რელიგიით მანიპულირება ერთ-ერთ ყველაზე ცუდ საქმედ მიმაჩნია. დეისაძის “შედევრი” რომ დეგენერატობაა, ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ, უკცრავად და ვგავარ აზრსმოკლებულს, რომ კონკრეტული დასკვნებისთვის ვინმეს დახმარება მჭირდებოდეს?!
LikeLike
მადლობა, გვირილა :)
დეისაძის წიგნის ლიტერატურულ ღირსებებზე ჩემი აზრი აქაც მიწერია და სხვაგანაც. ოღონდ, ეს აზრი, ჩემით გამოვიტანე, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება და ჩემი გემოვნების საქმეა და თუ ვცდები, ამასაც არაუშავს.
მე სხვადასხვა კავშირებს, ორდენებს და საძმოებს არ ვუსმენ. მადლობა ღმერთს, განსჯის უნარი მაქვს და ცუდს და კარგს მეტნაკლები წარმატებით ვარჩევ. სხვისი კარნახი არ მჭირდება. ბრძანება – მითუმეტეს.
LikeLike
მშვენიერია ;-) ასეც უნდა იყოს :-)
LikeLike
ვითომ მარტივი ჭეშმარიტებაა, დიდი სჯა-ბაასი არც უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ ნების თავისუფლება პრიორიტეტულია, მაგრამ… ა, ბატონო, 21-ე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოში მწერლებს ხელკეტებით დავსდევთ.
LikeLike
ვაი, რომ მართალი ხარ… ისე, რა იქნებოდა ამხელა აჟიოტაჟი რომ არ ტყდებოდეს ასეთ ამბებზე?! დეისაძე და “და ვინჩის კოდი” ცხოვრებაში არ დამავიწყდება მგონი… “დასაცინები” ვართ ზოგჯერ, “მისალოცები” ხომ ვართ და ვართ…
LikeLike
,,ლაშა ბუღაძე და ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე პროზის ჰედლაინერებად მოიაზრებიან”
არ გეთანხმები, ჩემთვის არც ერთი არ არის :)
,,ერეკლე დეისაძე კი თავისუფალი აზრის მოტრფიალე ახალგაზრობის კერპად იქცა… თუმცა, „საიდუმლო სირობის“ ლიტერატურულ ღირსებებს ყველაზე ზუსტ ეპითეტად, ვფიქრობ, მისივე სათაურის მეორე ნაწილი შეეფერება.” ამაში გეთანხმები:)
LikeLike
ლიტერატურული გემოვნების საკითხია, სალო…
ზაზას რაღაცები მეც არ მომწონს. მაგალითად – სიმპსონები და ხსნადი კაფკა. რაღაცები ისე რა, რაღაცები ძალიან მომწონს.
ლაშასაც აქვს არც თუ წარმატებული ტექსტები, თუმცა ლიტ.ექსპრესი, ნაფტალინი და ოქროს ხანა ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა.
დეისაძე მართლა დიდი უნიჭო და უტვინო ვინმეა.
LikeLike
ჰო ყველაფერი გემოვნების ამბავია. ლიტერატურული გემოვნება კი უუჰ ორმაგად საკამათო და სადავოა:)
სიმართლე გითხრა ბუღაძის მხოლოდ ,,ბოლო ზარი” მაქვს წაკითხული და რადგან არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდებია ჩემზე, ამის შემდეგ აღარც მქონია სურვილი რამე წამეკითხა:)
LikeLike
რა თქმა უნდა…
“ბოლო ზარი” პაროდიაა და სატირა. “ლიტექსპრესს” გირჩევ. წაიკითხე და იქნებ აზრი შეიცვალო.
ლაშა ძალიან განათლებულია და წიგნების მიმართ აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს – ყველგან წიგნირების პროპაგანდას ეწევა :)
LikeLike
პირველ არხზე გადიოდა გადაცემა ,,პირადი ბიბლიოთეკა” ერქვა თუ არ ვცდები. იქ საუბრობდა ახალ წიგნებზე და შემდეგ ლიტ.ვიქტორინაც ჰქონდა. კვირას იყო შუადღეს და სულ ვუყურებდი, როცა გამოვტოვებდი გული მწყდებოდა.
ნამდვილად ძალიან განათლებულია და მიყვარს, როცა წიგნებზე საუბრობს, მაგრამ როგორც მწერალი ჯერ–ჯერობით არ:)
LikeLike
მეც ვუყურებდი და ახლა სი ბემოლსაც ვუყურებ.
“პირველი რუსის” შემდეგ ვკითხულობ ლაშას.
LikeLike
ვაიმე ოღონდ ეგ არ გეთქვა:) აი ,,სი ბემოლში” რა უნდა ლაშა ბუღაძეს ან იმ ლადარიას თუ ვინც არის ლიტერატურა კიდევ ჰო და მუსიკა, არა არა:)
LikeLike
რა გითხრა, მე სიამოვნებით ვუსმენ და…
LikeLike
mokalit is dampali is
LikeLike
ვინ?
LikeLike
მე ბუღაძის სამი წიგნი მაქვს წაკითხული და კაშმარ! გადამრია ამ კაცის უბირმა და გაურანდავმა სიუჟეტებმა. რა შეეხება ბილწსიტყვაობას ჩემი ყურის გასაპანტურებლად ასსართულიანი გინებაა საჭირო ასე რომ ბუღაძე ვერ გამაკვირვებს.
კიდე ერთი რამე მაკვირვებს თურმე წიგნების კიტხვა ცოდვა ყოფილა და მამაოები შესაწირით ნაყიდ ჯიპებს და ლექსუსებს რომ დააქროლებენ-სულის ხსნა
LikeLike
მანდ ვარ მეც :) წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, თამაში (ნებისმიერი), საკუთარი თავით აზროვნების მცდელობა – ეს, ყველაფერი, თურმე, ცოდვაა, ხალხს რომ დაწყევლი საჯაროდ – უფლისთვის სათნო საქციელი.
LikeLike
ზუსტად დღეს წავიკითხე “ცხელი შოკოლადის” ზაფუხლის ნომერში, სკანდალის შესახებ, რომელიც ლაშა ბუღაძის ნაწარმოებს მოყვა. ძალიან დამაინტერესა და ვეცადე ინტერნეტში მომეძიებინა თვითონ “პირველი რუსის ამბავი”. ხომ არიცი სად შემიძლია ვნახო ან თუ შესულია რომელიმე კრებულში ?
LikeLike
არა მგონია, მარიტა, სადმე წიგნად დაებეჭდათ, ან რომელიმე კრებულში შესულიყო.
ყოველ შემთხვევისათვის, მე არსად შემხვედრია.
LikeLike
ის გამახსენდა, ვეფხისტყაოსანს რომ კრძალავდა ეკლესია და ამის გამო ზეპირად რომ სწავლობდნენ…
LikeLike
ნამდვილად ასე იყო, მარიამ…
სხვათა შორის, ბრედბერის “ფარენჰეიტშია” ეს პასაჟი – წიგნები აკრძალულია და იატაკვეშა მკითხველები ზეპირად სწავლობენ. თითო – თითო წიგნს.
LikeLike
სამწუხაროდ წაკითხული არ მქონდა, ერთ-ერთი საინტერესო პოსტი კი გამომრჩენია, ისე ბალზაკი, ჰიუგო და ნორმალური მწერლები თუ აკრძალული ქონდა კათოლიკურ ეკლესიას არ მეგონა.
p.s. დეისაძეზე მომეწონა, ზუსტად შეეფერება.
LikeLike
უძველესი პოსტია :) შარშან ამ დროს დაწერილი. ანუ, სულ თვენახევრის ბლოგერი ვიყავი.
სიას გადახედე და უარესს ნახავ. მანდ, მგონი, დიუმაც უნდა იყოს :) აკრძალვით ვეღარ კრძალავენ, მაგრამ რეკომენდაციას მაინც იძლევიან – არ წაიკითხოთო.
დეისაძეზე პასაჟი მეც მომწონს :) აბსოლუტურად ზუსტი შედარებაა :) ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
LikeLike
ჩემი ერთთვიანი ტკივილი :)
LikeLike