1945 წლის 14 აგვისტოს “ბიჭუნასა” და “სქელუნას” მიერ თავზარდაცემულმა სამურაებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა საზეიმოდ ამცნო ქვეყანას და ამერიკაში გამარჯვებულთა ტრიუმფი დაიწყო. ქუჩები, მოედნები, რკინიგზის სადგურები, პარკები ეგზალტირებული მოსახლეობით გაივსო. გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს ყველა თავისებურად გამოხატავდა და, დარწმუნებული ვარ, თითო კუთხეში ერთი ფოტოგრაფი მაინც რომ ყოფილიყო ჩასაფრებული, XX საუკუნის ფოტომატიანე გაცილებით მეტი უნიკალური და დასამახსოვრებელი კადრით გამდიდრდებოდა.
ფოტოგრაფ ალფრედ აიზენშტადტს კი იმ დღეს ძალიან გაუმართლა – ნიუ–იორკის ტაიმს–სკვერზე ვნებიანი ტანგოს პოზაში გაქვავებული წყვილის წყალობით ფოტოხელოვნების ისტორიაში მოხვდა.
გასაკვირი არ არის, რომ აიზენშტადტს იმ აურზაურში სცენის მონაწილეთა ვინაობის დადგენა აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაურისა და წაბლისფერთმიანი მედდის თავდავიწყებული კოცნა 27 აგვისტოს უკვე სახელგანთქმულ ჟურნალ “Life”-ის ფურცლებზე მოხვდა და “victory celebrations” თემაზე გადაღებული სხვა სურათებისგან განსხვავებით, მთელს გვერდზე დაიბეჭდა. დროთა განმავლობაში ფოტომ ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ ზოგიერთ ადამიანს მასზე აღბეჭდილ პიროვნებებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირების სურვილი აღეძრა.
საბოლოოდ, ესოდენ ემოციური და იდუმალების საბურველში გახვეული სურათის ისტორია მეტად ორდინარული და ყოველგვარ რომანტიკას მოკლებული აღმოჩნდა. 70-იანი წლების ბოლოს ნიუ–იორკის ჰოსპიტალის მედდამ ედიტ შეინმა განაცხადა, რომ აიზენშტადტის ობიექტივში მოხვედრილი ქალი სწორედ ის გახლდათ და მას, არც მეტი, არც ნაკლები, აბსოლუტურად უცხო მამაკაცი კოცნიდა, ხოლო მკვდრეთით აღმდგარი რომეოსა და ჯულიეტას საკადრისი ვნებით და ექსპრესიით გაჯერებული კადრი სხვა არაფერი იყო, თუ არა გამარჯვების სიხარულით თავბრუდახვეული ადამიანების იმპულსური ქმედება.
ედიტ შეინის განცხადებით “Life”-ის რედაქციაში დაინტერესდნენ და სურათზე გამოსახულ მეზღვაურს გამოხმაურების თხოვნით მიმართეს. ორი თვის შემდეგ, 1980 წლის ოქტომბერში კი ფოტოზე უკვე 11 მამაკაცი და 3 ქალი აცხადებდა პრეტენზიას.
სურათის ირგვლივ ატეხილი, არც თუ სასიამოვნო, აჟიოტაჟის მიუხედავად, ან, იქნებ, სწორედ მის გამო, აიზენშტადტის მიერ შეჩერებული წამი ომის დასასრულის სიმბოლოდ იქცა, რომანტიკულმა ამერიკელებმა “საუკუნის კოცნის” უამრავი იმიტაცია გაითამაშეს. ხოლო გასულ წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65 წლისთავის აღსანიშნავად, ტაიმს-სკვერზე დაიდგა ოცდაექვსფუტიანი ქანდაკება, სახელად “Kiss”.
P.S. თქვენი არ ვიცი, ჩემს გარშემო კი არიან ადამიანები, რომელთათვის როდენის “კოცნა” არაფრისმთქმელია, მაშინ, როდესაც აიზენშტადტის მეზღვაურსა და მედდას მათი უმრავლესობა იცნობს…
ორივე კოცნა მაგარია. :) ჩემთვის, ის ფაქტი რომ ფოტოზე აღბეჭდილი წყვილი შეყვარებულები არ იყვნენ, სულაც არ აუფერულებს ისტორია, პირიქით – უფრო საინტერესოდ მეჩვენება. :)
LikeLike
თავისი ეშხი ამაშიც არის, რა თქმა უნდა :) strangers in the night :) თუმცა, აქ რომანტიკაზე მეტად სხვა სიხარულია…
წარმოიდგინე, სოხუმის ბულვარში, გამარჯვების ფეიერვერკის დროს…. ეჰ…
LikeLike
ძალიან შთამბეჭდავი კადრია და ადამიანის ექსპრესიას გამოხატავს ჩინებულად.
LikeLike
მეც მინდა ასეთი ექსპრესია. სოხუმში… ან, თუნდაც, თბილისში. წარმოიდგინე, რა ბედნიერები ვიქნებით….
LikeLike
გმადლობთ ინფორმატიული პოსტისთვის *
როდენის კოცნა ვიცი, აიზენ..ვიღაცაზე კი არაფერი მსმენია ) ვერც ფოტოს ღირებულებას მივხვდი, ფსევდო-ვნებიანი წამიერი ეგზალტაციაა. რატომ უყვართ ამერიკელებს ‘ვარდისფერი’ რაღაცების გაკულტება?
ხომ გეუბნები, უცნაური სანაცნობო გყავს მეთქი ))
LikeLike
არაფრის.
აიზენ ვიღაცა ცნობილი და ძალიან წარმატებული ამერიკელი ფოტოგრაფია. ამ სურათს, მხატვრულ ღირებულებებზე მეტად, ალბათ, ისტორიული წამის შეჩერებისთვის აფასებენ. რატომ უყვართ ამერიკელებს “ვარდისფერი რაღაცების გაკულტება” – ეს უკვე არ ვიცი.
უცნაური არა, ჩვეულებრივი სანაცნობო მყავს, თუ სანაცნობოში იმ ხალხს ვიგულისხმებთ, რომლებსაც მხოლოდ ვიცნობ – მაგალითად მთელს ჩემს სამასკაციან სამსახურს, უნი-ს ასოცკაციან კურსს და ასე შემდეგ.
LikeLike
ნუ როდენი ცალკე თემაა…
მე სკულპტურა საერთოდ არ მიყვარს მაინცადამაინც (ნუ ფერწერას თუ შევადარებთ) მაგრამ მაგ კაცმა ურო ჩამცხო და შოკში ჩამაგდო :)
LikeLike
კალეს მოქალაქეები :)
ისტორიაც მომწონს და კომპოზიციაც. როდენზე დაწერას ვაპირებ.
ფერწერა მირჩევნია, რა თქმა უნდა :)
LikeLike
მუზეუმის რუკაში მქონდა თავი ჩარგული – დალის ვეძებდი და როდენის დარბაზი ისე გადავირბინე, როცა ჩამცხო ურო და უკან მომაბრუნა :) მესამე თვალით დავაფიქსირე. :)
მაგრამ მაინც არ დავწერ. :)
შენ თუ დაწერ – წავიკითხავ.
LikeLike
კი, ვაპირებ. გემრიელი თამაა.
LikeLike
ღმერთო როგორ მომეწონაა:) მე ძალიან მიყვარს ასეთი ნამდვილი 100%–იანი ემოციები, იმპოლსები, მოკლედ ყველაზე ადამიანური შეგძნებები, და მით უფრო კარგია თუ ეს ფაქტი ასე იარსებებს საუკუნეები, ეჰ ამიტომ მიყვარს ამერიკელი ხალხი, აბა საქართელოში ასეთ რამეს ხომ ამორალურობის და გარყვნილების სახელი დაერქმეოდა:d
LikeLike
მადლობა, ჩემო კარგო :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
სოხუმი თუ დავიბრუნეთ მაგის გასაკიცხად დამიჯერე არავის ეცლება :D
LikeLike
გამკიცხველი მაინც მოიძებნება, მაგრამ სოხუმი დავიბრუნოთ და ჯანდაბას მაგათი თავი…
LikeLike
ნუ ეგ ალბათ ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) ცნობილი ფოტოა :) და მართლა ძალიან კარგი.
სქელუნა? თუ გოდორა?
თუ ბღენძი??? :):)
LikeLike
ორიგინალში Fat man არის და “გოდორაც” უხდება, მაგრამ მე სქელუნა მირჩევნია :)
LikeLike
ან ღიპუცა. ასე უფრო საყვარელია :):)
LikeLike
აბა ერთი ჰიბაკუშებისთვის ეკითხა ვინმეს, როგორი საყვარელი იყო ან ერთი, ან მეორე…
LikeLike
კიდევ ერთი საინტერესო პოსტი :) ისე, მეც სქელუნა უფრო მომწონს, თუმცა არც გოდორა ჟღერს ცუდად :)
LikeLike
ეს გამომრჩენია :) ამ ფოტოზე და კიდევ სხვებზე სამიოდე წლის წინ დავწერე. მაგარი ფოტოა :) და პოსტი, როგორც ყოველთვის :)
http://lybicasilvestris.wordpress.com/2010/11/03/black-and-white-photo/
LikeLike
ახლავე გადავიკითავ შენს პოსტს :)
LikeLike
კარლ ვან ვეხტენი, არც მან რეი და არც აიზენშტადტი არამგონია საჭირო იქნეს გამარჯვების ფეიერვერკების ქვეშ სოხუმის ბულვარის პეიზაჟების გადმოსაცემად, ნებისმიერი გამოუცდელი ფორტოგრაფიც კი შეძლებს მძაფრი სურათების გადაღებას (თუნდაც მარტო ფრანგული კოცნის სურათები იყოს გამოსახული).
მართლა ასე რომ იყოს ამ შთამბეჭდავი პოსტის შთამბეჭდავი რეფრეში მოგიწევს.
მოლლი, მართლაც ….ეჰჰ…
LikeLike
ეჰ, ჩემო ფარსმან, სოხუმის ბულვარში გამარჯვების დღის სურათების გადასაღებად გაგვიხდეს საქმე და პოსტის რეფრეშს არ მოუკვდა პატრონი… ერთი თვე არაფერს დავწერ :)
LikeLike
რამდენ ფილმში გამოიყენეს ეს სურათი და ეს ისტორია და სცენა. მინ. 3 ფილმი ვიცი სადაც ამ სცენაზე საუბრობენ.. როცა გავიგე, რომ ეს შემთვევითი კოცნა იყო, უფრო გამიხარდა. სპონტანურად, ემოციებზე, ყველანაირი “ზადნი მისლების გარესე’, გახარებულმა აკოცო ქალს, თან მასე ვნებიანად ^^ უხ ყველას კი არ ეხერხება
ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც სეგვიძლია ვთქვათ ერთმა წამმა მთლიანი ცხოვრება გადაუტრიალა, ამ შემთვევაში, რათქმაუნდა, აიზენშტადტის ვგულისხმობ :)
LikeLike
სპონტანურობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს..
კი :) აიზენშტადს ამ კადრმა სახელი მოუტანა :) ისეთი კადრია, ცხოვრებაში ერთხელ რომ გადაიღებ :)
ბოლო ფილმი რაც ვნახე და ეს სცენა ახსენეს – წერილები ჯულიეტას. მთავარი გმირი ამ ორი ადამიანის იდენტიფიკაციას ცდილობს. ვიღაცებს ურეკავს და ეკითხება, ამა და ამ დროს სად იყავითო.
LikeLike
ხო, და თუ გახსოვს, კომედი რომ არის, ღამე მუზეუმში, იქაც კედელზე ეკიდა ეს სურათი და თითქოს გაცოცხლდა და ა.შ.
ხო ეს წერილები ჯულიეტას გუშინ არ გადიოდა?! :)))
და მესამე ფილმს ვერ ვიხსენებ
LikeLike
კი, მეორე “ღამე მუზეუმშია”. მანდ არის ეს სცენა.
მესამე მეც არ მახსოვს. ჯულიეტა სადღაც ერთი თვის წინ ვნახე. მგონი, ნტვ+ პრემიერაზე.
LikeLike
რა გემრიელად კოცნის ვაიმე :) რა საშინელება იქნებოდა ჩემს დროს ომ გადაეღოთ და მერე ვინმეს ეთქვა არაფერს ნიშნავდა, იმპულსური ქმედება იყოო :)
LikeLike
ამ სურათზე, საბოლოო ჯამში, ასეც გამოვიდა. ყველა ყველას კოცნიდა და ფოტოგრაფმა შემთხვევით შერჩეული წყვილი დააფიქსირა.
LikeLike